აკაკი წერეთელი - გულის პასუხი Print E-mail
ავტორი ვებ-მასტერი   
სამშაბათი, 29 დეკემბერი 2009 19:57

ცრემლში მილესავს ნაღველი

და მელნად ის მიხმარია!...

შიგ თაფლი არის ნარევი

და ზოგან ცხარი ძმარია!..


ზოგს ეტკბილება, ზოგს არა,

მაგრამ რა ჩემი ბრალია?

ბულბული ვარდს და ეკალზე

თანსწორად მომღერალია!


1892 წ.