ლარის გაცვლითი კურსი

იხილეთ ლარის გაცვლითი კურსი

ამინდი თბილისში

იხილეთ ამინდი თბილისში
ახალი ამბები
Written by Webmaster   
Sunday, 24 August 2008 18:40

საქართველო რუსეთთან საომარ მდგომარეობაში იმყოფება

მოაწერეთ ხელი პეტიციას "შეაჩერეთ რუსეთის უკანონო მილიტერული ინვაზია სუვერენულ საქართველოში"



ქართული პოლიცია ”ბუფერულ ზონაში” რვა სოფელს აკონტროლებს

დევნილების დაბრუნება უსაფრთხოა ხაშურის, ქარელის, კასპის რაიონებში, ასევე ქალაქ გორსა და მისი სამხრეთით მდებარე ყველა სოფელში, აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტრო და აღნიშნავს, რომ ამ ტერიტორიებზე ”სრულად” აკონტროლებს სიტუაციას.

წაიკითხეთ ბოლომდე...


რუსეთის თქმით, თბილისი ახალი კონფლიქტისთვის ემზადება


რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსის მოადგილემ ანატოლი ნოგოვიცინმა 23 აგვისტოს მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველო თავისი სამხედრო პოტენციალის აღდგენას განმეორებითი აგრესიისთვის აპირებს.

წაიკითხეთ ბოლომდე...


პარლამენტის თავმჯდომარე აშშ-ში გაემგზავრა


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე, მისი მოადგილე მიხეილ მაჭავარიანი და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი გია ბარამიძე აშშ-ში გაემგზავრნენ.

წაიკითხეთ ბოლომდე...


პარლამენტმა საომარი მდგომარეობა გააგრძელა

საქართველოს პარლამენტმა ერთხმად დაუჭირა მხარი 9 აგვისტოს გამოცხადებული საომარი მდგომარეობის 8 სექტემბრამდე გაგრძელებას.

წაიკითხეთ ბოლომდე...


ქართული პოლიცია გორში დაბრუნდა

ქართული პოლიცია 22 აგვისტოს გვიან ღამით გორში დაბრუნდა მას შემდეგ, რაც ქალაქი რუსულმა ძალებმა დატოვეს.

წაიკითხეთ ბოლომდე...


ბურჯანაძე აშშ-ს ესტუმრება


პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე 23 აგვისტოს ამერიკის შეერთებული შტატებში გაემგზავრება, იტყობინება მისი პრესსამსახური.

წაიკითხეთ ბოლომდე...


”რუსების გასვლა კარგი დასაწყისია, თუმცა ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა” - სააკაშვილი

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ ” სართაშორისო საზოგადოების უპრეცენდენტო ზემოქმედებით” რუსეთმა დაიწყო ძალების გაყვანა საქართველოს ტერიტორიის სიღრმეში არსებული ქალაქებიდან, რასაც მან ”კარგი დასაწყისი” უწოდა.

წაიკითხეთ ბოლომდე...


ბუში და სარკოზი აცხადებენ, რომ რუსეთმა უნდა შეასრულოს ვალდებულება


აშშ-ს პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ სატელეფონო საუბარი გამართეს და აღნიშნეს, რომ ”რუსეთი არ ასრულებს” ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აღებულ ვალდებულებას, განაცხადა თეთრმა სახლმა 22 აგვისტოს.

წაიკითხეთ ბოლომდე...


რუსეთი ძალების გაყვანის დასრულების შესახებ იტყობინება

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა ანატოლი სერდიუკოვმა პრეზიდენტ მედვედევს აცნობა, რომ რუსულმა ძალებმა ”უკან დაიხიეს საქართველოს ტერიტორიიდან,” განაცხადა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 22 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში.

წაიკითხეთ ბოლომდე...


გორის სამხედრო ბაზაზე აფეთქება მოხდა

გორის სამხედრო ბაზაზე აფეთქება მოხდა მას შემდეგ, რაც რუსმა ჯარისკაცებმა დატოვეს ქალაქი.

წაიკითხეთ ბოლომდე...


უთანხმოება ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ინტერპრეტაციაზე და ”ბუფერულ ზონებზე”

საქართველომ დაჟინებით მოითხოვა, რომ რუსულმა ძალებმა ”დამატებითი უზაფრთხოების ზომები” - როგორც ამას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ექვსპუნქტიანი შეთანხმება ითვალისწინებს - ცხინვალის გარშემო არსებულ 15-კილომეტრიან კონფლიქტის ზონაში განახორციელონ.

წაიკითხეთ ბოლომდე...


საქართველოს 1-2 მლრდ დოლარის დახმარება სჭირდება - USAID


საქართველოს მთავრობას 1-2 მილიარდი აშშ დოლარის დახმარება სჭირდება რუსეთთან შეიარაღებილი კონფლქიტის შემდეგ ინფრასტრუქტურის აღდგენისა და განვითარებისთვის, განაცხადა USAID-ის ადმინისტრატორმა ჰენრიეტა ფორმა 22 აგვისტოს.

წაიკითხეთ ბოლომდე...


რუსეთი ფოთზე და სენაკზე კონტროლის დამყარებას გეგმავს

რუსული სამხედრო რუქა, რომელიც საქართველოში მათი ძალების დაგეგმილ განლაგებას ასახავს, იმაზე მიანიშნებს, რომ რუსული ჯარები არ აპირებენ სენაკის და ფოთის კონტროლზე უარის თქმას.

წაიკითხეთ ბოლომდე...


რუსეთს 2 ათასზე მეტი სამშვიდობო ეყოლება აფხაზეთში

რუსეთს 2 412 ჯარისკაცი ეყოლება აფხაზეთში სამშვიდობო მისიის ფარგლებში, განაცხადა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსის მოადგილემ ანატოლი ნოგოვიცინმა 22 აგვისტოს. ამის შესახებ რუსული საინფორმაციო სააგენტოები იტყობინებიან.

წაიკითხეთ ბოლომდე...


ეუთოს 20 დამკვირვებელი კვირის ბოლოს ჩამოვა


ეუთოს 20 დამკვირვებელი სამხრეთ ოსეთის მიმდებარე ტერიტორიაზე კვირის ბოლოს განთავსდება, განაცხადა ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე სტუბმა 22 აგვისტოს თბილისში.

წაიკითხეთ ბოლომდე...


რუსულმა ძალებმა იგოეთში საგუშაგო მოხსნეს

ქართული მედიის ცნობით, რუსულმა ძალებმა სოფელ იგოეთთან საგუშაგო მოხსნეს და ტერიტორიიდან გასვლა დაიწყეს.

წაიკითხეთ ბოლომდე...


გორიდან რუსული ძალების გასვლის ნიშნები გაჩნდა

რუსულმა ძალებმა გორში და მიმდებარე სიმაღლეებზე თავიანთი საგუშაგოები მოხსნეს, ხოლო ჯავშანმანქანები ქალაქის შესასვლელშია მოგროვილი, განუცხადა შიდა ქართლის გუბერნატორმა ლადო ვარძელაშვილმა ჟურნალისტებს 22 აგვისტოს.

წაიკითხეთ ბოლომდე...


რუსული ძალები ”ბუფერულ ზონებს” აძლიერებენ

რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბი:
•რუსული ძალები უკან დახევის საბოლოო ეტაპზე არიან;
•უკან დახევის დაჩქარება გეგმაში არ არის;
•რუსეთს არ სიამოვნებს ნატოს გემების ყოფნა შავ ზღვაში.

რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბმა განაცხადა, რომ მისი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან უკან დახევის საბოლოო ეტაპზე იმყოფებიან, თუმცა ნათლად მიანიშნა, რომ ძალები დარჩებიან ბუფერულ ზონებში როგორც სამხრეთ ოსეთის, ისე აფხაზეთის მიდამოებში.

წაიკითხეთ ბოლომდე...


”სამხრეთ ოსეთში ქართული ანკლავები აღარ არსებობს” - კოკოითი

სამხრეთ ოსეთში არსებული ქართული ანკლავები ”ლიკვიდირებულია”, იუწყება სააგენტო ”რეგნუმი” თვითგამოცხადებული რეგიონის ლიდერის ედუარდ კოკოითის სიტყვებზე დაყრდნობით.

წაიკითხეთ ბოლომდე...


რუსულმა ძალებმა ზუგდიდში ადმინისტრაციული შენობები დატოვეს

რუსულმა ძალებმა უკვე დატოვეს ზუგდიდის ადგილობრივი ქართული ადმინისტრაციის შენობები, ასევე ადგილობრივი პოლიციის და სპეცდანიშნულების რაზმის შენობები, იტყობინება ქართული მედია.

წაიკითხეთ ბოლომდე...


”ჩვენ არ მოვმზადებულვართ ამგვარი განვითარებისთვის” - ქუთელია

საქართველო ფიქრობდა, რომ ძალიან დაბალი იყო რუსეთის მასიური შემოჭრის შესაძლებლობა, განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ბათუ ქუთელიამ Financial Times-თან ინტერვიუში.

წაიკითხეთ ბოლომდე...


აშშ რუსეთისგან კუთვნილი ”ჰამერების” დაბრუნებას ითხოვს


აშშ-ს სამხედრო ”ჰამერები”, რომლებიც რუსეთის ჯარებმა ფოთიდან გაიტაცეს, დაუყოვნებლივ უნდა დაბრუნდეს, განაცხადა აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტმა 21 აგვისტოს.

წაიკითხეთ ბოლომდე...


ათი ქართველი სამხედრო გათავისუფლებულია


ათი ქართველი სამხედრო, რომლებიც რუსულმა ძალებმა რამდენიმე დღის წინ ფოთში დააკავეს, გათავისუფლებულია, იტყობინება ქართული მედია.

წაიკითხეთ ბოლომდე...


თვითგამოცხადებული აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი აღიარებას ითხოვენ

თვითგამოცხადებული აფხაზეთის პარლამენტმა რუსეთის პრეზიდენტს, აღმასრულებელ და საკანონმდებლო ორგანოებს მიმართა თხოვნით აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების თაობაზე, იუწყება 21 აგვისტოს ”აფსნიპრესი”.

წაიკითხეთ ბოლომდე...


რუსული ძალების გაყვანის ნიშნები არ ჩანს - ვაშინგტონი

თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი უკმაყოფილოა ადგილზე განვითარებული მოვლენებით და რუსული ძალების გაყვანის ტემპით.

წაიკითხეთ ბოლომდე...


საქართველო ისევ გაძლიერდება - სააკაშვილი

საქართველო დღევანდელი რთული ვითარებიდან ”ათმაგად, ასმაგად” გაძლიერებული გამოვა, აღიდგენს რა თავდაცვისუნარიანობას და ეკონომიკურ შესაძლებლობებს, განაცხადა 21 აგვისტოს პრეზიდენტმა სააკაშვილმა.

წაიკითხეთ ბოლომდე...


საფრანგეთი აპროტესტებს რუსული ძალების მიერ ელჩის გზაზე შეფერხებას


პარიზმა პროტესტი გამოხატა მოსკოვის მისამართით მას შემდეგ, რაც რუსულმა ძალებმა საფრანგეთის ელჩი საქართველოში ერიკ ფურნიე სამი საათით გააჩერეს გორის სიახლოვეს, განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

წაიკითხეთ ბოლომდე...


63 მშვიდობიანი ქართველი ტყვე გათავისუფლებულია

დღეს გორში 63 ქართველი ტყვეს გადმოცემის სანაცვლოდ საქართველოს ხელისუფლებამ რუსულ მხარეს 8 ოსი ტყვე გადასცა.

წაიკითხეთ ბოლომდე...


HRW აუფეთქებელი რუსული კასეტური ბომბების შესახებ აფრთხილებს


რუსეთის შეტევების შემდეგ დარჩენილი აუფეთქებელი კასეტური ბომბები კონფლიქტის ზონის მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლეებს საფრთხეს უქმნის, განაცხადა ადამიანის უფლებათა დამცველმა ორგანიზაციამ Human Rights Watch-მა 21 აგვისტოს.

წაიკითხეთ ბოლომდე...


რუსული ძალები ადასტურებენ გასვლის ვადებს


რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბმა დღეს დაადასტურა, რომ 22 აგვისტოსთვის გაიყვანს თავის ძალებს საქართველოს ტერიტორიის სიღრმიდან, როგორც ეს კრემლმა განაცხადა.

წაიკითხეთ ბოლომდე...


აშშ-ს საზღვაო ძალების გემები საქართველოსკენ მოემართებიან

ორ ამერიკულ ხომალდს, მათ შორის USS McFaul რაკეტსაწინააღმდეგო გემს და ამერიკულ სანაპირო დაცვის კატარღას საქართველოში ჰუმანიტარული დახმარება მოაქვთ, განაცხადა აშშ-ს ევროპულმა სარდლობამ 21 აგვისტოს.

წაიკითხეთ ბოლომდე...


რუსეთის განშტაბი ეუთოს დამკვირვებლებს აკრიტიკებს


რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის მეთაურის მოადგილემ ანატოლი ნოგოვიცინმა განაცხადა, რომ ცხინვალის რეგიონში მყოფმა ეუთოს დამკვირვებლებმა იცოდნენ საქართველოს მიერ დაგეგმილი შეტევის შესახებ, მაგრამ ამის შესახებ რუსეთის სამშვიდობო ძალების სარდლობას არ აცნობეს.

წაიკითხეთ ბოლომდე...


საქართველომ მესამე ოლიმპიური ოქრო მოიპოვა

რევაზ მინდორაშვილმა, დღეს პეკინის ოლიმპიადაზე თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, 84 კგ წონით კატეგორიაში მესამე ოლიმპიური ოქროს მედალი მოუტანა საქართველოს.

წაიკითხეთ ბოლომდე...


აზერბაიჯანი დაინტერესებულია საქართველოს სტაბილურობით - ალიევი

საქართველოში მიმდინარე მოვლენები ეკონომიკურ ზიანს აყენებს აზერბაიჯანს, განაცხადა 20 აგვისტოს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და დასძინა, რომ აზერბაიჯანი დაინტერესებულია, რომ საქართველოში სტაბილურობა აღდგეს.

წაიკითხეთ ბოლომდე...


ეუთოს თავმჯდომარე საქართველოს ეწვევა

ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ალექსანდრე სტუბი 21 აგვისტოს თბილისში ჩამოვა.

წაიკითხეთ ბოლომდე...


რუსულმა ძალებმა ხელახლა გახსნეს ორი საგუშაგო გორში

20 აგვისტოს გვიან საღამოს რუსულმა ძალებმა ხელახლა გახსნეს გორში ის ორი საგუშაგო, რომლებიც ერთი დღით ადრე მოხსნეს, განაცხადა რადიო ”თავისუფლების” თბილისის ბიუროს ჟურნალისტმა ქალაქიდან დღეს დილით.

წაიკითხეთ ბოლომდე...


რუმინეთის პრეზიდენტი საქართველოში ჩამოვა

რუმინეთის პრეზიდენტი ტრაიან ბასესკუ 21 აგვისტოს თბილისში ჩამოვა, იტყობინება რუმინეთის პრეზიდენტის პრესსამსახური.

წაიკითხეთ ბოლომდე...


”ჩვენ ვისურვებდით, რომ გვქონოდა საერთაშორისო დახმარება ადგილზე” - სააკაშვილი

საქართველო ისურვებდა, რომ ჰქონოდა ”კონკრეტული დახმარება ადგილზე”, ნაცვლად მხარდაჭერის შესახებ გაკეთებული განცხადებებისა საერთაშორისო თანამეგობრობის  მხრიდან, განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა 20 აგვისტოს.

წაიკითხეთ ბოლომდე...


რუსული ჯარების გასვლის სიგნალი არ ჩანს - ევროპის საბჭოს დეპუტატი

არანაირი სიგნალი არ ჩანს, რომ რუსული ძალები ტოვებენ საქართველოში ”ოკუპირებულ” ტერიტორიებს, განაცხადა 20 აგვისტოს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებელმა საქართველოზე მათიას იორშმა.

წაიკითხეთ ბოლომდე...


ამერიკელი სენატორები საქართველოს სტუმრობენ

ამერიკელი სენატორები ჯო ლიბერმანი და ლინდსი გრეჰემი 20 აგვისტოს თბილისში ჩამოვიდნენ, რათა ქვეყნის ხელმძღვანელობასთან გამართონ მოლაპარაკებები.

წაიკითხეთ ბოლომდე...


ბაღაფში რუსეთს დამოუკიდებლობის ცნობას თხოვს

თვითგამოცხადებული აფხაზეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა დე ფაქტო პრეზიდენტის სერგეი ბაღაფშის თხოვნას რუსეთისადმი აღიაროს აფხაზეთის დამოუკიდებლობა, იტყობინება ”ინტერფაქსი”.

წაიკითხეთ ბოლომდე...


აშშ-ს თქმით, თბილისს აფრთხილებდნენ თავიდან აეცილებინა კონფლიქტი რუსეთთან

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ მეთიუ ბრაიზამ განაცხადა, რომ ვაშინგტონი აფრთხილებდა საქართველოს თავიდან აეცილებინა რუსეთთან პირდაპირი შეიარაღებული კონფლიქტი.

წაიკითხეთ ბოლომდე...


რუსეთი ეწინააღმდეგება გაეროში საფრანგეთის ინიცირებულ რეზოლუციას

რუსეთმა უარყო საფრანგეთის მიერ მომზადებული გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცის პროექტი საქართველოს შესახებ იმ მოტივით, რომ ის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ექვსი პუნქტიდან მხოლოდ ორს ასახავს.

წაიკითხეთ ბოლომდე...


ოსურ მხარეს 133 მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა საომარ მოქმედებებს

133 მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე წარმოებულ საომარ მოქმედებებს, აცხადებს რუსეთის პროკურატურა.

წაიკითხეთ ბოლომდე...


რუსეთი ’ბუფერული ზონის’ რამოდენიმე დეტალს ახმოვანებს

რუსული ძალები სამხრეთ ოსეთის მიდამოებში მდებარე ”უსაფრთხოების ზონაში” საგუშაგოების ორ წყებას შექმნიან, განაცხადა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსის მოადგილემ ანატოლი ნოგოვიცინმა 20 აგვისტოს.

წაიკითხეთ ბოლომდე...


რუსეთის ფედერაციის საბჭო ”მზადაა” სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიაროს

”ფედერაციის საბჭო მზადაა აღიაროს სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დამოუკიდებელი სტატუსი, თუ ამ ორი რესპუბლიკის ხალხს ამის სურვილი ექნებათ და თუ იქნება რუსეთის პრეზიდენეტის შესაბამისი გადაწყვეტილება,” იტყობინება ”ინტერფაქსი” რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარის სერგეი მირონოვის სიტყვებზე დაყრდნობით 20 აგვისტოს.

წაიკითხეთ ბოლომდე...


გავრცელებული ინფორმაციით, გორიდან რუსული ძალების გაყვანის ნიშნები გაჩნდა

რუსულმა ძალებმა გასულ ღამეს გორში ორი საგუშაგო მოხსნეს, განაცხადა რადიო ”თავისუფლების” თბილისის ბიუროს ჟურნალისტმა დღეს დილით გორიდან.

წაიკითხეთ ბოლომდე...


სააკაშვილი: ნატო ძლიერ სიგნალს გვიგზავნის

პრეზიდენტი სააკაშვილი მიესალმა ნატოს გადაწყვეტილებას საქართველოსთან თანამშრომლობის ახალი ფორმატის შექმნის თაობაზე და იმედი გამოთქვა, რომ ეს დააჩქარებს საქართველოს ალიანსში გაწევრიანების პროცესს.

წაიკითხეთ ბოლომდე...


რუსეთი ჯარების გაყვანის ბოლო ვადას ასახელებს

რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა განუცხადა თავის ფრანგ კოლეგას, რომ რუსეთი თავის ჯარებს საქართველოს სიღრმიდან 22 აგვისტოსთვის გაიყვანს, იუწყება კრემლი სამშაბათს საღამოს.

წაიკითხეთ ბოლომდე...


კონფლიქტის შედეგად 215 გარდაცვლილია - თარგამაძე


საქართველოში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან მოკლულთა საერთო რაოდენობამ 215 ადამიანი შეადგინა ქართულ მხარეს, განაცხადა 19 აგვისტოს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ გივი თარგამაძემ.

წაიკითხეთ ბოლომდე...


რუსული ძალების გორიდან გაყვანაზე ურთიერთსაპირისპირო ინფორმაცია ვრცელდება


რუსულმა ძალებმა, ტანკებმა და ჯავშანმანქანებმა 19 აგვისტოს დაიწყეს გორიდან გასვლა, იტყობინება ”როიტერი” ადგილზე მისი კორესპონდენტის ცნობაზე დაყრდნობით.

წაიკითხეთ ბოლომდე...


ლავროვი ნატოს ”მიკერძოებულ” შეფასებებს აკრიტიკებს


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ნატო ”მიკერძოებულია” რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შეფასებისას და ”ანტირუსულ” ხაზს ატარებს.

წაიკითხეთ ბოლომდე...


ეუთო დაუყონებლივ განათავსებს 20 დამკვირვებელს ”სამხრეთ ოსეთის მიმდებარე ტერიტორიაზე”

ეუთოს მუდმივმოქმედმა საბჭომ 19 აგვისტოს მიიღო გადაწყვეტილება დაუყონებლივ  გაგზავნოს 20 დამკვირვებელი სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში ”ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების და ჰუმანიტარული დახმარების მხარდაჭერის” გასაკონტროლებლად.

წაიკითხეთ ბოლომდე...


ნატო რუსეთს შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდებს

ნატო მოუწოდებს რუსეთს შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ საქართველოსთან მიღწეული შეთანხმება, განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა იააპ დე ჰოოპ სხეფერმა 19 აგვისტოს ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების საგანგებო შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

წაიკითხეთ ბოლომდე...


რუსეთი საქართველოს შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს

ქართული მხარე არ ასრულებს შეთანხმებით აღებულ ვალდებულებას თავისი საჯარისო დანაყოფების დისლოკაციის ადგილებში დაბრუნების თაობაზე და საჯარისო ფორმირებები საბრძოლო მზადყოფნაში მოჰყავს, განაცხადა რუსეთის გენშტაბის მეთაურის მოადგილემ ანატოლი ნოგოვიცინმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

წაიკითხეთ ბოლომდე...


რუსეთი სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის სტატუსის განხილვას ითხოვს

ამერიკის შეერთებული შტატები და ბრიტანეთი ეწინააღმდეგებიან რუსეთის და საფრანგეთის ”აქტიურ მცდელობებს” გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის მიღებასთან დაკავშირებით, რომელიც კიდევ უფრო გაამყარებს უკვე არსებულ ექვსპუნქტიან შეთანხმებას, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადებაში, რომელიც 18 აგვისტოს საღამოს გამოქვეყნდა.

წაიკითხეთ ბოლომდე...


გავრცელებული ინფორმაციით, ფოთში ქართველი სამხედროები დააკავეს


საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ჯარისკაცები, გავრცელებული ინფორმაციით, სპეცდანიშნულების რაზმიდან დღეს ფოთში რუსმა სამხედროებმა დააკავეს, იტყობინება ქართული მედია.

წაიკითხეთ ბოლომდე...


ლიტვა და პოლონეთი საქართველოსთვის MAP-ს ”რაც შეიძლება სწრაფად” ითხოვენ

ლიტვის და პოლონეთის პრეზიდენტებმა, ვალდას ადამკუსმა და ლეხ კაჩინსკიმ, ერთობლივ განცხადებაში საქართველოსა და უკრაინისთვის წევრობის სამოქმედო გეგმა (MAP) მოითხოვეს ”რაც შეიძლება სწრაფად”.

წაიკითხეთ ბოლომდე...


ქართველებმა და რუსებმა სამხედრო ტყვეები გაცვალეს


საქართველომ და რუსეთმა 19 აგვისტოს სოფელ იგოეთში სამხედრო ტყვეები გაცვალეს.

წაიკითხეთ ბოლომდე...


როიტერი: რუსული ძალების გაყვანის ნიშნები არ ჩანს


რუსულ ძალებს და სამხედრო ტექნიკას საქართველოდან გასვლა ჯერ არ დაუწყიათ, იტყობინება ”როიტერი” 19 აგვისტოს თავის კორესპონდენტებზე დაყრდნობით, რომლებიც ჩრდილოეთ ოსეთსა და თვითგამოცხადებულ სამხრეთ ოსეთს შორის საზღვრის ორივე მხარეს იმყოფებიან.

წაიკითხეთ ბოლომდე...


რაისი: რუსეთი გასვლას აჭიანურებს

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა განაცხადა, რომ იგი ფიქრობს, რომ საფრანგეთი შეეცდება ახსნა-განმარტება მიიღოს რუსეთისგან, თუ რატომ არ შეასრულა ან არ შეუძლია შეასრულოს რუსეთის პრეზიდენტს თავისი სიტყვა, იტყობინება Associated Press.   

წაიკითხეთ ბოლომდე...
Last Updated ( Sunday, 24 August 2008 20:41 )
 
აუდიო-ვიდეო არქივი

 

 
 

გამოკითხვა

რომელ პროფესიულ სფეროს მიეკუთვნებით?
 

ვინ არის ინტერნეტში

We have 3 guests online

სტუმართა მთვლელი

ვებ გვერდის რეიტინგი