ლოცვა (ოდეს დემონი ურწმუნოების)... Print E-mail
ავტორი ვებ-მასტერი   
შაბათი, 04 აპრილი 2009 10:49
    ოდეს დემონი ურწმუნოების,
    უკუთქმისა და მაცდუროების
    საწამლავით თვის სავსეს თასს მაცდურს
    წინ დაუდგამდეს ჩემს სულსა უძლურს, -

    ნუ მანდობ, ღმერთო, ბედისა ტრიალს,
    ნუ დამაწაფებ დემონის ფიალს,
    და უკეთუ არს შესაძლებელი,
    მე განმარიდენ იგი სასმელი!

    მაგრამ თუ, ღმერთო, შენ ღვთაებას სურს,
    რათა გამოცდა მით ჰქონდეს ჩემს სულს,
    განჰქრენ შენ ხმასთან სურვილნი ჩემნი
    და იყავნ ნება, უფალო, შენი!

    1858 წ.