ციური ხმები Print E-mail
ავტორი ვებ-მასტერი   
შაბათი, 07 მარტი 2009 02:11
ციური ხმები
ილია ჭავჭავაძე

ციურნი ხმები —

ეგ საკვირვლები,

როს მომესმიან,

მსწრაფლ მომითხრობენ,

საიდამ სრბიან

და სად სცხოვრობენ,

და ნელს სიხარულს

მიგალობებენ.

ციურნო ხმებო,

ოჰ, საკვირვლებო!

მეც ქვეყნის ხმითა,

ხმით ცოდვილითა,

მათ ვაძლევ ბანსა, —

და მშვიდობასა,

აღტაცებასა

ჰგრძნობს ჩემი გული

და შევჭვრეტ ცასა

განცვიფრებული.

ციურნო ხმებო,

ოჰ, საკვირვლებო!


27 მარტი, 1859 წ.

პეტერბურგი.