(მაშინ დავსტკბები სრულის სამოთხით)... Print E-mail
ავტორი ვებ-მასტერი   
შაბათი, 07 მარტი 2009 00:31
(მაშინ დავსტკბები სრულის სამოთხით)...
ილია ჭავჭავაძე

მაშინ დავსტკბები სრულის სამოთხით,

როს, ვით მე გეტრფი, შენცა მეტრფოდე,

და ქალწულების კრთომით, მორცხვობით

მე შენს სიყვარულს მეუბნებოდე;


მე დაგყურებდე ტრფიალებითა,

შენ ჩემს გულზედა თავი გესვენოს;

მწყუროდეს, მაგრამ კრძალულებითა

მე შენთვის კოცნაც ვერ გამებედნოს.


ვიშ, მაგ შენს ნარნარს გულის-ცემასა.

ვით ლოცვის ბგერას, ლმობით ვისმენდე

და ცოდვილთ ფიქრთა ზედ-მოსევასა

შენის სიწმინდით ვიგერიებდე...


1858 წ.
Last Updated on შაბათი, 07 მარტი 2009 01:10