დაბეჭდვა

1

     1.     პირველი საკჳრველი.
    2.     და ვითარცა მიიწია კართა ქალაქისათა, პოა ძაღლი მკუდარი, მდებარჱ.
    3.     და შეიჴსნა საბელი, რომელი ერტყა სარტყლად, და მოაბა ფერჴსა ძაღლისასა და, იწყო სირბილად, მიითრევდა და შევიდოდა ქალაქად.
    4.     მიიწია ადგილსა, რომელსა ყრმები ისწავლიდა.
    5.     და ვითარცა იხილეს იგი, მათ იწყეს ყივილად და იტყოდეს: მონაზონი ცოფი! მონოზონი ცოფი!
    6.     სდევდეს უკუანა და სცემდეს ყურიმალსა.


2

    1.     იყო ხვალისა დღჱ კჳრიაკჱ.
    2.     და აიღო ნიგოზი, შევიდა ეკლესიად ჟამისწირვასა და იწყო სრად კანდლებისა, მოჰლეწდა, და სდევდეს უკუანა, რაჲთამცა განაძეს ეკლესიით.
    3.     იგი აღჴდა საფსალმონეთა ზედა, იწყო სისრად დედათა ნიგუზითა მით, და დიდითა ჭირითა განიყვანეს ეკლესიით.
    4.     ვითარ იგი განვიდოდა, და დაუქცია ტაბლები მსყიდელთა სპანქრეზისათაჲ.
    5.     შეიპყრეს იგი და სცეს ცემაჲ დიდი.
    6.     ვითარცა იხილა, რამეთუ შემუსრეს ცემითა მით, ეტყოდა თავსა თჳსსა: მართლიად გეტყჳ შენ, უბადრუკაო სჳმეონ, უკუეთუ გინებს ესრჱთ ყოფის ამათ თანა, ერთ კჳრიაეცა ვერღარა ცოცხალ ყოფად ხარ ჴელითა ამათითა.


3

     1.     იხილა იგი კაცმან, რომელი ჰყიდდა ცერცუსა, და არა იცოდა მან, ვითარმედ თავი მოუსულელებიეს.
    2.     ჰრქუა მას: გნებავსა, უფალო, რაჲთა ნაცვალად რორინებისა ამის შენისა მოხჳდე და დასდგე და ჰყიდდე ცერცუსა ამას?
    3.     ხოლო მან ჰრქუა მას: ჰე.
    4.     და დაადგინა იგი.
    5.     დღესა ერთსა ჰყიდდა.
    6.     იწყო და განუყოფდა ყოველსა გლახაკთა და ჭამდა იგი უწყალოდ, რამეთუ თავადსა მას კჳრიაკესა არა ეჭამა.
    7.     ჰრქუა ცოლმან ცერცჳსა მის უფლისამან ქმარსა თჳსსა: სადაჲთ მოიყვანე მონაზონი ესე?
    8.     ჭეშმარიტად გეტყჳ, უკუეთუ ესრჱთ ჭამდეს, არღარა გიჴმს განსყიდაჲ, რამეთუ მე ვხედევდ, და წამსა ერთსა შეჭამა ფილი სავსჱ ცერცჳ.
    9.     და არა ეცნა, ვითარმედ სხუები იგი ფილები განუყოფიეს გლახაკთა ზედა, რამეთუ ეგონა განსყიდაჲ.
    10.     აღაღეს კიდობანსა და არა პოესს მას შინა არცა ფოლი ერთი.
    11.     მაშინ სცეს მას და დაჰგლიჯეს წუერი მისი და განაძეს.
    12.     ხოლო იგი არა წარვიდა მათგან მას ღამესა, არამედ მიწვა კართა მათთა თანა.
    13.     და ვითარცა შემწუხრდა, უნდა კუმევაჲ საკუმეველისაჲ და არა პოვა ნატეხი კეცისაჲ.
    14.     შეყო ჴელი მისი საგზებელსა და აღივსო იგი ცეცხლითა, დაასხა მას ზედა საკუმეველი და იწყო კუმევად.
    15.     ინება ღმერთმან მოქცევაჲ ცერცჳსა მის უფლისაჲ, რამეთუ იყო იგი იაკობი.
    16.     მიხედა და იხილა იგი ცოლმან მისმან, რამეთუ აქუნდა ცეცხლი ჴელითა მისითა და აკუმევდა.
    17.     ჰრქუა მას: ჴელითა აკუმევა, ამბა სჳმეონ?
    18.     და მან ეგრე ყო თავი თჳსი, ვითარმცა მოსწუა ცეცხლმან მან, შთააგდო იგი ფიჩუსა მას, რომელი ემოსა, და ჰრქუა დედაკაცსა მას: უკუეთუ არა გინებს, რაჲთამცა ვაკუმიე ჴელითა ჩემითა, აჰა ესერა ვაკუმევ ფიჩჳთა ჩემითა.
    19.     და ვითარცა დაიცვა ღმერთმან მაყუალი იგი ცეცხლისა მისგან და ყრმანი – საჴუმილისა მისგან, ეგრჱთვე დაიცვა წმიდაჲცა ესე და სამოსელი მისი ცეცხლისა მისგან.
    20.     და ესრჱთ აქუნდა ჩუეულებაჲ, ოდეს ქმნის რაჲმე საკჳრველი ადგილსა ერთსა, მიიცვალის სხუად კერძო ქალაქისა.
    21.     რაჲთა დაავიწყდეს საქმჱ იგი, რომელ ქმნა: და ოდესმე მუხთქუესვე ქმნის რაჲმე საქმჱ უშუერი, რაჲთა დაფაროს სასწაული იგი, რომელ ქმნა.


4

     1.     იყო ოდესმე წმიდაჲ ესე ქულბაგსა შინა მეღჳნისასა და უდუღებნ მათ წყალსა, უზავებნ ღჳნოსა და ასუამნ.
    2.     ხოლო მათ მისციან მას საზრდელი მისი.
    3.     იყო მექულბაგჱ იგი უწყალოჲ და მრავალგზის არცაღა საზრდელი მისი მისცის მას.
    4.     მრავალნი მოვიდოდეს და სუმიდეს მის თანა, რაჲთა სალოსსა ეცინოდიან.
    5.     დღესა ერთსა შევიდა გუელი ქულბაგად და სუა ჭიქისა ერთისაგან და შთასთხია მას წამალი და წარვიდა.
    6.     ხოლო ამბა სჳმეონ არა დახუდა მუნ.
    7.     და ვითარ მოვიდა, შევიდა ქულბაგად და იხილა წერილი ჭიქასა მას ზედა ესრჱთ: სიკუდილი.
    8.     და ცნა მიზეზი იგი წერილისაჲ მის, აიღო არგანი და განტეხა ჭიქაჲ იგი სავსჱ ღჳნითა.
    9.     მაშინ მოვიდა უფალი იგი ქულბაგისაჲ მის, მოუღო არგანი იგი ჴელთაგან მისთა და სცა მით, ვიდრემდის დაშურა, და განაძო.
    10.     ვითარცა იყო ხვალისაგან, მოვიდა ამბა სჳმეონ და დაიმალა ქულბაგისა მის კარსა უკუანა.
    11.     კუალად შემოვიდა გუელი იგი, რაჲთამცა სუა ჩუეულებისაებრ თჳსისა.
    12.     და იხილა იგი ქულბაგისა მის უფალმან, აიღო არგანი და მივიდა, რაჲთამცა მოკლა იგი.
    13.     ხოლო გუელსა მას ვერ მიამთხჳა და ჩამოლეწა ყოველი იგი ჭიქები.
    14.     მაშინ გამოეცხადა ამბა სჳმეონ და ჰრქუა მას: რაჲ არს ესე ცოფი?
    15.     არა სადამე მე ოდენ ვარ მოცთომილი.
    16.     და ცნა ქულბაგისა უფალმან, რამეთუ ამის მიზეზისათჳს ყო განტეხაჲ ჭიქისაჲ მის ამბა სჳმეონ, და მიერ დღითგან ჰრწმენა იგი და უნდა წმიდასა მას, რაჲთა განაქარვოს სარწმუნოებაჲ მეღჳნისაჲ მის მისა მიმართ, რაჲთა არა განაცხადოს საქმჱ მისი.
    17.     მივიდა დღესა ერთსა, სადა წვა ცოლი მექულბაგისაჲ მის და ეძინა.
    18.     განიძარცუვიდა სამოსელსა თჳსსა, რაჲთამცა დაწვა მის თანა.
    19.     ჴმა-ყო დედაკაცმან მან, და ესმა ქმარსა მისსა და მივიდა.
    20.     და ჰრქუა მას ცოლმან მისმან: განაძე ჩუენგან წყეული ესე, რამეთუ ბოროტი საქმჱ ჩემ თანა უნდა ყოფად.
    21.     სცა მას კისერსა და განაძო ქულბაგით.
    22.     და იქმნა იგი მიერ დღითგან ქულბაგისა მის უფლისა თანა, ვითარცა კაცი მოცთომილი და ბოროტის-მყოფელი.
    23.     და ოდეს ვისგანმე ესმინ, იტყჳედღა ამბა სჳმეონისთჳს, ვითარმედ თავი მოუსულელებიეს, იგი ეტყჳნ მათ: ჭეშმარიტსა გეტყჳ, ვითარმედ ცოფ არს, და რომელი მე თჳთ მიხილავს მის თანა, ვერვინ განმამტყუვნებს მას ზედა, რამეთუ უნდა განრყუნაჲ ცოლისა ჩემისაჲ, უკუეთუმცა ვითარ შეეძლო, და ჭამს ჴორცსა, ვითარცა ვის ღმერთი არა უვინ.
    24.     რამეთუ ოდესმე ჭამის წმიდამან მან ჴორცი და კჳრიაკჱ ერთი მივლის ყოვლად უჭმელად ჭამასა მას ჴორცისასა.
    25.     ხედვიდიან, რამეთუ განზრახვით იქმნ მას, რაჲთა არავის აქუნდეს სარწმუნოებაჲ მისა მიმართ.
    26.     ხოლო მარხვაჲ იგი მისი არა იცოდეს.


5

     1.     იყო ვითარცა კაცი უჴორცოჲ და არარაჲ ჰგლოდა, რაჲცამცა ყო წინაშე კაცთა.
    2.     და ოდეს გარე განსლვის უნებნ, დაჯდის, სადაცა დაემთხჳის: წინაშე კაცთა, შოვრის უბანთა.
    3.     ხოლო ამისთჳს ყვის ესე, რაჲთამცა არწმუნა კაცთა, ვითარმედ უგუნური არს იგი.


6

     1.     და სულსა წმიდასა, რომელსა დაემკჳდრა მის თანა, განეცივნეს ჴორცნი მისნი, ვიდრემდის არღარა იყო მის თანა აღძრვაჲ ჴორცთა ბუნებისაჲ.
    2.     იმღერინ იგი დედათა თანა, და ყოვლადვე არაჲ ევნებოდა.
    3.     იყო ემეწას შინა დიაკონი, კაცი წმიდაჲ, სახელით იოვანე.
    4.     და უყუარდა იგი წმიდასა მას სიკეთისა მისისათჳს და გამოუცხადა მას ყოველი საქმჱ.
    5.     და მან გჳთხრა ყოველი, ვითარ-იგი ეთხრა მისდა წმიდასა მას.
    6.     იხილა იგი დღესა ერთსა, რამეთუ განმჴმარ იყო იგი მარხვითა, რამეთუ დაეყვნეს თავადნი იგი მარხვანი უჭმელად.
    7.     ყოვლადვე შეეწყალა იგი დიაკონსა მას და უნდა, რაჲთამცა განუსუენა.
    8.     ჰრქუა მას: მოხუედია აბანოდ, სალოსო?
    9.     მან ჰრქუა: ჰე.
    10.     და იცინოდა.
    11.     გუალე, წარვიდეთ!
    12.     და მუნქუესვე განიძარცუა სამოსელი თჳსი და დაიკრიბა იგი თავსა თჳსსა.
    13.     ჰრქუა მას დიაკონმან მან: შეიმოსე სამოსელი შენი, უკუეთუ არა, არა მოვალ შენ თანა.
    14.     ჰრქუა მას სჳმეონ: წარვედ, მოცთომილო, მე მიქმნია საქმჱ პირველ საქმისა.
    15.     უკუეთუ არა მოხუალ ჩემ თანა, მე წინარე წარვიდე.
    16.     დაუტევა იგი და წარვიდა.
    17.     იყო ადგილსა მას თანაჲს-თანა ორი აბანოჲ: ერთი დედათაჲ და ერთი მამათაჲ.
    18.     დაუტევა სალოსმან ნებსით მამათა აბანოჲ და შევიდა დედათასა.
    19.     ჴმა-უყო მას დიაკონმან მან და ჰრქუა: ვიდრე ხუალ, სალოსო, დადეგ, რამეთუ ეგე აბანოჲ დედათაჲ არს.
    20.     მოექცა იგი და ჰრქუა მას: კმა ყავ, მოცთომილო, აქაცა წყალი ტფილი და ცივი არს და მუნცა ეგრევე და არარაჲთ ჰმატან ერთმანერთსა.
    21.     შესდვა და შევიდა შოვრის დედათა.
    22.     შეაკრბეს იგინი მას ზედა და სცეს მას ცემითა დიდითა, გამოაძეს.
    23.     და ამისა შემდგომად განიყვანა იგი დიაკონმან მარტოდ და ჰრქუა.
    24.     გაფუცებ შენ ღმერთსა, მამაო, მითხარ, ვითარ აგრძნობდ თავსა შენსა, რაჟამს-იგი დედებსა მას შოვრის შეხუედ?
    25.     მიუგო მას და ჰრქუა: მართლიად გეტყჳ, შვილო ჩემო, ვითარცა არნ შეშაჲ შეშასა შოვრის, ეგრე ვიყავ მე მათ შოვრის და არა ვხედევდ, ვითარმედ ჴორცნი ასხენ, რამეთუ ყოველი გონებაჲ ჩემი იყო ღმრთისა თანა, და არა განვეშორე.
    26.     და რომელსამე იქმნ ესე წმიდაჲ კაცთა სარგებლისათჳს და რომელსამე, რაჲთა დაფარნეს საქმენი თჳსნი, რაჲთა არა საცნაურ იქმნეს.


7

     1.     დღესა ერთსა იმღერდეს კაცნი ვინმე გარეშე ქალაქისა.
    2.     და იყო მათ თანა ძჱ ამის დიაკონისაჲ პირველმოჴსენებულისაჲ, სალოსისა მეგობრისაჲ.
    3.     და ყრმაჲ იგი უწინარჱს მცირედთა დღეთა დაცემულ იყო სიძვითა ქმრის ცოლსა დედაკაცისა თანა.
    4.     და ვითარცა გამოვიდა მისგან, შეემთხჳა მას სიცოფჱ, და არღა ეცნა იგი მას.
    5.     უნდა წმიდასა მას, რაჲთა განსწავლოს იგი და განკურნოს.
    6.     ჰრქუა მათ, რომელნი-იგი იმღერდეს: უკუეთუ არა მიტეოთ სიმღერად თქუენ თანა, არცა თქუენ გიტევნე სიმღერად.
    7.     იკრიბნა ქვანი და იწყო სისრად მათა.
    8.     ჰრქუეს მათ: მოვედ, იმღერდი!
    9.     და უნდა დიაკონისა მის ძესა, რაჲთამცა მის კერძო შეერთო იგი, და არა ერჩდა მას.
    10.     და ვითარ-იგი რბოდეს სირბილით, მიეწია წმიდაჲ იგი ყრმასა მას, ძესა დიაკონისასა, სცა ყურიმალსა და ჰრქუა: ნუღარა კუალად ისიძავ, უბადრუკო, და არა მოგეახლოს შენ ეშმაკი.
    11.     მუნქუესვე დასცა იგი ეშმაკმან, და შემოაკრბა ერო მას ზედა.
    12.     ვითარ იგი იდვა და პეროოდა, იხილა სალოსი, რამეთუ განაძებდა იგი მისგან ძაღლსა შავსა და სცემდა მას ჯუარითა შეშისაჲთა, და შემდგომად ჟამისა ერთისა მოიქცა.
    13.     მაშინ ჰკითხეს მას: რაჲ შეგემთხჳა?
    14.     და ვერ უძლო აღმოთქუმად, გარნა ესე ხოლო, ვითარმედ: კაცმან ვინმე მრქუა: ნუღარა ისიძავ და ნუ გეშინინ.
    15.     და შემდგომად წმიდისა მის შესუენებისა განეღო გონებაჲ მისი და თქუა, რაჲ-იგი ეხილვა.


8

     1.     იმღერდეს ოდესმე სამღერელსა მათსა.
    2.     და ერთი მათგანი იმღერდა მედგრითა სიმღერითა.
    3.     და უნდა წმიდასა მას, რაჲთამცა განაშორა სიმღერისა მისგან, რამეთუ ჰქონდეს მცირედნი საქმენი კეთილნი.
    4.     და შთავიდა ადგილსა მას, სადა-იგი იმღერდეს, აღიღო ქვაჲ მცირჱ, დასწერა ჯუარი მას ზედა, სტყორცა, და ეცა ჴელსა მარჯუენასა მის კაცისასა.
    5.     განუჴმა იგი, და არავინ იცოდა, თუ ვინ სტყორცა ქვაჲ იგი.
    6.     ეჩუენა წმიდაჲ იგი კაცსა მას ძილსა შინა და ჰრქუა მას: ესე შეგხუდა ტყორცებითა ჩემითა, და უკუეთუ არა მეფუცო, რაჲთა განეყენო სიმღერისა მისგან, არა განგეკურნოს.
    7.     და ეფუცა იგი წმიდასა ღმრთისმშობელსა მარიამს, ვითარმედ არღარა იმღერდეს მით სიმღერითა დღეთა ცხორებისა მისისათა.
    8.     და ვითარ განიღჳძა, იყო ჴელი მისი ცოცხალ ყოვლად, და უთხრობდა, რაჲ-იგი იხილა.
    9.     ხოლო ესე ვერ შეუძლო თქუმად, ვითარმედ სალოსი მეტყოდა ამას.
    10.     არამედ ამას ოდენ იტყოდა, ვითარმედ: მეჩუენა მონაზონი, რომელსა ემოსა გჳრგჳნი ბაჲაჲსაჲ.


9

     1.     ცნა ოდესმე წმიდამან სულითა, რომელი დამკჳდრებულ იყო მის თანა, ვითარმედ ძრვაჲ დიდი მოწევნად არს მას ქალაქსა დღეთა მავრიკი მეფისათა.
    2.     და მოვიდა სამოძღუროსა ყრმათასა, აღიტაცა შოლტი იგი ყრმათაჲ და იწყო მით ცემად სუეტებსა.
    3.     და ეტყჳნ, რომელსა-იგი უხეთქნის: თქუა უფალმან შენმან: ნუ შეიძრვი.
    4.     და ვითარცა მოიწია ძრვაჲ იგი, არა შეიძრა არცა ერთი სუეტი, რომელსა-იგი უხეთქნა.
    5.     და ერთისა სუეტისადა ეგრე ერქუა: შენ ნუცა სდგა და ნუცა დაეცემი.
    6.     და განიპო სუეტი იგი ძრვისა მისგან ზჱთგან ვიდრე ქუემდე და მიდრკა.
    7.     და მას ზედა დაადგრა და ვერ ცნეს, რაჲ-იგი ყო წმიდამან მან, გარნა უკუანაჲსკნელ.


10

    1.     კუალად ცნა, ვითარმედ სიკუდილი მოწევნად არს მას ქალაქსა.
    2.     და მივიდა ყოველსა ადგილსა, სადა ყრმები ისწავლიდა, და ამბორს-უყოფნ ყრმებსა მას, განსცხრებინ და ეტყჳნ: წარვედ მშჳდობით, შვილო ჩემო.
    3.     და არა ყოველსა ყრმებსა აკოცებნ, არამედ მათ ხოლო, რომელთაჲ ეცნა სულითა, ვითარმედ მოკუდომად არიან.
    4.     და ეტყჳნ მოძღუართა მათთა ღმრთისათჳს: ნუ სცემთ ყრმებსა ამას, რომელთა მე ამბორს-უყოფ, რამეთუ შორსა გზასა წარმავალ არიან.
    5.     ხოლო მოძღუართა მათ ოდესმე სციან მას შოლტითა და ოდესმე უბრძანის ყრმათა, და უკუნჰკრიან იგი სუეტსა.
    6.     და ვითარ სიკუდილი მოიწია, არა დაშთა არცა ერთი ყრმაჲ, რომელთადა-იგი ამბორს-ეყო, რომელი არა მოკუდა.


11

    1.     ჩუეულებაჲ აქუნდა ამას წმიდასა აღსლვად სახლებსა მდიდართასა.
    2.     იმღერინ და ოდესმე აკოცებნ ქალებსა მათსა.
    3.     დღესა ერთსა ისიძვა ვინმე ქალსა თანა ერთისა მდიდართაგანისასა, და მიუდგა იგი.
    4.     ჰკითხა მას დედოფალმან მისმან: ვინ უძლებ გქმნა?
    5.     ხოლო მას არა უნდა თხრობად, რომელმან-იგი ყო მის თანა, და თქუა: სჳმეონ სალოსმან უძლებ მქმნა.
    6.     ხოლო იგი მოვიდა ჩუეულებისაებრ მათა.
    7.     ჰრქუა მას დედოფალმან მის ქალისამან: კეთილად ჰყავ, ამბა სჳმეონ, რამეთუ განჰრყუენ ქალი ჩემი და უძლებ ჰქმენ.
    8.     ხოლო მან იწყო სიცილად, ყრიდა თავსა, ჴელითა ტყუელვიდა და იტყოდა: ნუ გგლიან, ურვილაკაო, გეშვეს მცირჱ სჳმეონ.
    9.     და მიერ დღითგან მუართუამნ სიმინდსა, ჴორცსა და თევზსა და სხუასა მრავალსა და ეტყჳნ მას: ჭამდი, დედაკაცო.
    10.     ვითარცა მოიწია შობაჲ, დაყო სამი დღჱ, იჭირვოდა იგი ტკივილითა დიდითა, და არა შთამოვიდა ყრმაჲ, ვიდრემდის მიიწია სიკუდილად.
    11.     მაშინ ჰრქუა დედოფალმან მისმან სალოსსა: ლოცვა-ყავ, ამბა სჳმეონ, რამეთუ ცოლი შენი მოკუდების და ვერ შვა ყრმაჲ.
    12.     იწყო როკვად, ტყუელვიდა ჴელითა და იტყოდა: არა იესუ ქრისტემან, ურვილაკაო, არა შთამოვიდეს ყრმაჲ მუცლისა მისისაგან, ვიდრემდის არა აღიაროს მამაჲ მისი.
    13.     ვითარცა ესმა ესე ქალსა მას, აღიარა და თქუა, ვითარმედ: სხუამან უძლებ მქმნა, და სალოსი ჩემგან უბრალო არს.
    14.     და მუნქუესვე შვა.
    15.     და დაუკჳრდა ყოველთა შინა მყოფთა.
    16.     ზოგნი იტყოდეს, ვითარმედ: წმიდაჲ არს იგი, და ზოგნი – ვითარმედ: ეშმაკისაგან იქმს ამას და არა მრთელი არს.


12

    1.     იყო ოდესმე სიტყჳს-გებაჲ შოვრის ორთა მონაზონთა ევარგენჱსთჳს.
    2.     და იყვნეს იგინი ერთსა მონასტერსა, რომელნი არიან გარემო ემეწასა და თქუეს: რაჲსათჳს შევარდა იგი წვალებასა, ესევითარი კაცი ბრძენი და მოძღუარი?
    3.     და ერთი მათგანი იტყოდა, ვითარმედ მოძღურებაჲ იგი მისი არა ღმრთისაგან იყო.
    4.     და მეორჱ იტყოდა, ვითარმედ არავინ მისწუდების ამას საზომსა მოძღურებისასა, თჳნიერ ღმრთისა მადლისა.
    5.     იყო მათ შოვრის ამას ზედა ცილობაჲ დიდი, და არა ირწმუნეს ერთმანერთისაჲ.
    6.     ჰრქუა ერთმან მეორესა: აჰა ესერა გუესმის, ვითარმედ არიან იორდანისა უდაბნოსა მონაზონნი წმიდანი.
    7.     არამედ გუალე, ვილოცოთ იერუსალჱმს და მერმე მივიდეთ ერთისა მათგანისა და ვჰკითხოთ ამისთჳს.
    8.     და მივიდეს იერუსალჱმს, ილოცეს და განვიდეს ზღუამკუდრით კერძო ადგილსა, რომელსა იყვნეს იოვანე და სჳმეონ.
    9.     და ენება ღმერთსა, რაჲთა არა ცუდ იქმნეს შრომაჲ იგი მათი, და მიემთხჳვნეს იოვანეს, რამეთუ მიწევნულ იყო იგი დიდსა საზომსა მონაზონებისასა.
    10.     და ვითარ იხილნა იგინი, ჰრქუა მათ: კეთილად მოხუალთ, რომელთა დაგიტევებიეს ზღუაჲ, რაჲთამცა ივსეთ მისგან, და მოსრულ ხართ ვსებად ტბისაგან განმჴმარისა.
    11.     და ვითარ იკურთხნეს მისგან, იყო მათ შოვრის სიტყუაჲ სულიერი განგრძობილად.
    12.     და მისა შემდგომად უთხრეს მას საქმჱ იგი, რომლისათჳს კითხვად მოსრულ იყვნეს.
    13.     ჰრქუა მათ: არღა მიწდომილ ვარ მე, მამანო, ვიდრე აქამომდე, ვითარმცა ვიცოდე სარჩელი ღმრთისაჲ.
    14.     არამედ მივედით სჳმეონ სალოსისა, და მან გითხრას ესე და ყოველი, რაჲცა გინდეს, და არქუთ: ლოცვა-ყავ იოვანჱსთჳს, რაჲთა იგიცა მიიწიოს ათსა მას.
    15.     და ვითარ მიიწივნეს იგინი ემეწად, მოიკითხეს სჳმეონ, რომელსა უწოდიან სალოს.
    16.     და ყოველსა რომელსა ესმის მათი, იკითხვედ რაჲ სალოსსა, ჰბასრობნ მათ.
    17.     და სხუანი ეტყჳედ: რაჲ გინებს მის კაცისაგან, მამანო, რამეთუ ეკიცხევს იგი და ემღერის ყოველთა, რომელნი მივლენ მისა.
    18.     და უფროჲს ხოლო მონაზონთა პოვეს იგი ქულბაგსა მეცერცჳსასა, და ჭამდა იგი ცერცუსა, ვითარცა დათჳ.
    19.     ვითარ იხილეს იგი, ერთი მათგანი შეორგულდა და თქუა გულსა თჳსსა: კეთილისა მოძღურისა მოვედით კითხვად, ფრიად არიან ამის თანა საქმენი მტერისანი მიეახლნეს მას და ჰრქუეს: გუაკურთხენ, მამაო!
    20.     მიუგო მათ და ჰრქუა: ნუმცა ხართ კურთხეულ თქუენ და იგი ცოფი, რომელმან მოგავლინნა.
    21.     შეუპყრა ყური, რომელი-იგი შეორგულდა მისა მიმართ, სცა ყურიმალსა.
    22.     და აჩნდა გერში მისი სამსა დღესა, და ჰრქუა მას: რაჲსათჳს აბრალებ ცერცუსა ამას, ორმოცსა დღესა დამბალ არს, და ევარგენე არა ჭამს ამას, რამეთუ შევიდა იგი ზღუასა და ვერ უძლო გამოსლვად და დაინთქა უფსკრულსა.
    23.     ხოლო მათ დაუკჳრდა, რამეთუ უთხრა, რომელი-იგი ეგულებოდა კითხვად მისა, ვიდრე მათა კითხვადმდე.
    24.     კუალად ჰრქუა მათ: და მას ცოფსა, მსგავსსა თქუენსა, რაჲ ათი უნებს, მიღებად უც გუემაჲ ნაცვალად გუემისა.
    25.     ჰე, ჰე, წარვედით, მოცთომილნო.
    26.     აღიღო ქუაბი მჴურვალჱ და მოსწუნა მათ ბაგენი, რაჲთა არავის უთხრან, რომელსა-იგი ეტყოდა მათ.


13

     1.     ხოლო ვითარ იგი იყოფოდა ქულბაგსა მას მეცერცჳსასა, დღესა ერთსა აღიღო სტჳრი და იწყო სტჳნვად მით ერთსა ფოლორცთაგანსა.
    2.     და ადგილსა მას იყოფოდა ეშმაკი და სტჳრსა მას სცემდა, ვითარ გჳთხრა დიაკონმან მან, მეგობარმან მისმან, ლოცვასა მას, რომელი ასწავა ნიკონ მამასახლისმან, რაჲთა განჴადოს ადგილისა მისგან ეშმაკი იგი, რომელი იყოფოდა მას შინა, რამეთუ ფრიად ავნებდა იგი კაცთა.
    3.     მაშინ ივლტოდა ეშმაკი იგი ადგილისა მისგან.
    4.     ეჩუენა იგი მსგავსად ჰინდოჲსა და შევიდა მეცერცჳსა მის ქულბაგსა და დაულეწა ყოველი ჭურჭელი მისი.
    5.     მაშინ მოვიდა წმიდაჲ იგი და ჰრქუა ცოლსა მის მეცერცჳსასა: ვინ მოლეწა ჭურჭელი ესე?
    6.     და მან თქუა: ჰინდოჲ ერთი მედგარი მოვიდა და მან დალეწა, რომელსა-ესე ხედავ.
    7.     იგი ეცინოდა და ეტყოდა: მოკლეკაჲ იყოა, მოკლეკაჲ, არა?
    8.     და მან თქუა: ჰე, სალოსო.
    9.     და მან მიუგო: მართლიად გეტყჳ მე მოვავლინე, რაჲთა დალეწოს.
    10.     ხოლო მას უნდა, რაჲთა სცეს სჳმეონს.
    11.     ხოლო მან აიღო მტუერი და შესტყორცა პირსა მის დედაკაცისასა, და მუნქუესვე დაუდგეს თუალნი მისნი.
    12.     ჰრქუა მას: არა მიცია, მართლიად გეტყჳ, უკუეთუ არა ეზიარებოდი ეკლესიასა ჩემსა, რაჲ დღე მოვიდოდის ჰინდოჲ იგი და დაჰლეწდეს ჭურჭელსა თქუენსა, რამეთუ იყვნეს იგინი იაკობნი.
    13.     და დაუტევა იგი და წარვიდა.
    14.     და ვითარცა იყო ხვალისა დღე, მასვე ჟამსა მოუჴდა ჰინდოჲ იგი ცხადად და კუალად დაულეწა ყოველი ჭურჭელი მათი.
    15.     მაშინ შეჰშჭირდა მათ და იქმნნეს იგინი მართლმადიდებელ.
    16.     ხოლო სჳმეონ შეერაცხა მათ გრძნეულად და ვერვის უთხრეს, რაჲ-იგი ყო მან მათ თანა.


14

     1.     ერთმან მექულბაგეთაგანმან იხილა წმიდაჲ ესე, იბანებოდა რაჲ იგი, და ორნი ანგელოზნი ზრახვიდეს მას.
    2.     და იყო მექულბაგჱ იგი შჯულითა ჰურიაჲ და ჰგმობდა იგი ქრისტესა ფრიად, და უნდა მითხრობაჲ, რაჲ-იგი იხილა.
    3.     მაშინ ეჩუენა მას წმიდაჲ იგი ძილსა შინა და ჰრქუა: იხილე, ნუვის უთხრობ, რაჲ-იგი იხილე.
    4.     ხოლო მან არად შეჰრაცხა სიტყუაჲ იგი მისი, გამოვიდა ხვალისაგან სახლით თჳსით, რაჲთამცა განაცხადა საქმჱ მისი.
    5.     შეემთხჳა მას წმიდაჲ იგი, დასწერა ჯუარი ბაგეთა მისთა და დაუყო მას პირი, და იქმნა იგი უტყუ.
    6.     მისდევდა იგი წმიდასა მას და ეტყოდა ჴელითა, რაჲთა განჴსნას იგი.
    7.     იწყო წმიდამან მას მიმოსლვად, იმღერდა რეცათუ და ეტყოდა მას: ჯუარი დაიწერე პირსა თჳსსა.
    8.     ხოლო ჰურიამან მან არა ინება ჯუარისა დაწერაჲ და დაადგრა ეგრჱთვე.
    9.     და ვითარ დაღამნა, ეჩუენა მას წმიდაჲ იგი ძილსა შინა და ჰრქუა: მართლიად გეტყჳ, უკუეთუ არა ნათელ-იღო, ესრევე ყოფად ხარ.
    10.     ხოლო მან არა ისმინა მისი და ეგრევე დაადგრა უტყუად, ვიდრემდის შეისუენა ამბა სჳმეონ.
    11.     და ვითარ განცხადნეს საკჳრველთა საქმენი მისნი, მაშინღა ნათელ-იღო მან და ყოველმან სახლმან მისმან.
    12.     და ვითარ აღმოჴდა იგი ემბაზისა მისგან, იწყო სიტყუად და უთხრობდა, რაჲ-იგი უყო წმიდამან მან.
    13.     და რაჲ წელიწად აღასრულებდა იგი დღესასწაულსა მისსა და განუსუენებდა გლახაკთა.


15

     1.     ხოლო ოდესმე აღდგის წმიდაჲ ესე და იმღერინ მეძავთა თანა ქალაქისათა.
    2.     და შეიპყრის ერთი ერთითა ჴელითა და მეორჱ მეორითა ჴელითა, იწყის როკვად მათ თანა წინაშე კაცთა.
    3.     და ოდესმე შთაუყვიან ჴელი საყელესა და სტანჯვედ მას და სცემედ ყურიმალსა.
    4.     ხოლო ბერი იგი იყო ვითარცა ოქროჲ წმიდაჲ და არარაჲ ევნებოდა მას, რამეთუ ვითარ-იგი თქუა, რაჟამს იყო იგი უდაბნოს, დიდი ბრძოლაჲ აღუდგა ჴორცთა მისთაგან.
    5.     მაშინ ილოცა და ითხოვა ღმრთისაგან, რაჲთა აღიღოს იგი მისგან.
    6.     მოეჴსენა წმიდაჲ იგი მამასახლისი და ევედრებინ მას ლოცვასა შინა თჳსსა, რაჲთა მეოხ ექმნეს იგი წინაშე ქრისტესა და აიღოს მისგან ბრძოლაჲ იგი სიძვისაჲ.
    7.     ეჩუენა მამასახლისი და ჰრქუა: ვითარ ხარ შენ, სალოსო?
    8.     ჰრქუა მას სჳმეონ: ურვილად ვარ მე, უკუეთუ არა მეწიო, რამეთუ ჴორცნი ჩემნი მაწყინებენ მე, არა ვიცი, რაჲსაგან.
    9.     განიღიმა ბერმან დიდმან, ნიკონ მამასახლისმან, და მოიღო წყლისაგან იორდანისა, დაასხა იგი უპესა ზედა სჳმეონისსა და დაჰბეჭდა მას ზედა ნიშითა პატიოსნისა ჯუარისაჲთა და ჰრქუა მას: ამიერითგან განიკურნე ამის ვნებისაგან.
    10.     და მიერ დღითგან არღარა შეემთხჳა მას აღძრვაჲ ჴორცთაჲ და არცაღა აგრძნობდა იგი მჴურვალებასა არცა მძინარჱ, არცა მღჳძარჱ.
    11.     და მაშინღა კადნიერ იქმნა სოფლად შესლვად, რაჲთა იჴსნნეს, რომელნი-იგი ღუაწლსა შინა არიან.


16

     1.     ჰრქჳს ოდესმე წმიდამან მან მეძავთა მის ქალაქისათა: გინებსა, რაჲთა იყო მეგობარ ჩემდა, და მე მიგცე შენ ასი დრაჰკანი?
    2.     ხოლო მათ ხუეჭისათჳს ნება სციან მას, და უჩუენის მათ დრაჰკანი იგი, რამეთუ ღმერთი მოსცემდა მას ყოველი რაჲცა უნებნ.
    3.     და აფუცის, რომელმან-იგი ნება სცის, რაჲთა არღარა ცოდოს ნეშტთა მათ დღეთა ცხორებისა მისისათა, და მისცის მას დრაჰკანი იგი.
    4.     და ამათ რაჲ საქმეთა იქმნ, როკავნ იგი და ცოფობნ და შეიმოსნ სახესა, რომელი ვერვის ძალ-უც მითხრობად.
    5.     ოდესმე როკავნ და ოდესმე ხლდებინ, ოდესმე ცურავნ იგი გულთა თჳსთა ზედა, ვითარცა ქუემძრომელი.
    6.     და რაჲ მთოვარისა მოქცევა, რაჟამს იხილის მთოვარჱ, დააგდის თავი თჳსი ქუეყანასა ზედა, ირჩვებინ, პეროვინ და იტყჳნ სიტყჳთა, ვითარღამცა ეშმაკი ზრახვიდა მის გამო, და თქჳს წმიდამან მან, ვითარმედ: ესე სახჱ უღირს შემოსად, რომელთა ყვნენ თავნი თჳსნი ღმრთისათჳს ცოფ.


17

     1.     და რაჟამს ეცრუვის ვინმე მეძავთა მათგანი, რომელსა აღუთქუამნ, რაჲთა არა ცოდოს, ცნის მან სულითა ღმრთეებისაჲთა, ვითარმედ უსიძავს.
    2.     მაშინ მივიდის მისა, იწყის ყივილად და ეტყჳნ: მეცრუვეა, მეცრუვე?
    3.     უფალო, მიეც, ვითარცა-იგი უქმნიეს, და მიავლინე მათ ზედა სალმობაჲ.
    4.     და უკუეთუ დაადგრის ცოდვასა მას ზედა, მიავლინის მის ზედა ეშმაკი.
    5.     და ამის გამო ეშინინ მისგან, რომელთა-იგი აღუთქუამნ არა ცოდვაჲ, და ეკრძალებიედ მას.


18

     1.     შევიდა ოდესმე ემეწად ერთი მდაბიოჲ წარჩინებულთაგანი და ესმა ამის წმიდისათჳს და თქუა: ჭეშმარიტად ვიტყჳ, უკუეთუ ვითარ ვიხილო მე იგი, ვცნა, უკუეთუ ნანდჳლვე ცოფი არს, გინათუ ნებსით ეგრე ზამს.
    2.     ეძიებდა მას და ვითარ პოვა იგი, იხილა, რამეთუ ერთსა დედაკაცსა მეძავთაგანსა აეკიდა იგი, და მეორჱ სცემდა ქოქითა.
    3.     მაშინ შეეჭუდა კაცი იგი და თქუა გულსა თჳსსა: რომელი ეშმაკი არა ეჭუდეს, ვითარმედ ესე მედგარი მონაზონი არა ისიძავს ამათ თანა?
    4.     და მუნთქუესვე დაუტევნა იგინი წმიდამან მან და მივიდა კაცისა მის, რამეთუ იყო იგი შორს მისგან, სცა ყურიმალსა და წინა-ამოიკრიბა სამოსელი თჳსი, როკვიდა და ჰრქუა მას: მოვედ, უბადრუკაო, ვიმღერდეთ, რამეთუ არარაჲ არს აქა ზაკუვისაგანი.
    5.     და გულისხმა-ყო კაცმან მან, ვითარმედ წმიდასა მას უცნობია განზრახვაჲ მისი, რომელსა მისთჳს იტყოდა.
    6.     დაუკჳრდა და რავდენგზისცა უნდა, რაჲთა უთხრას საქმჱ იგი, შეიკრის ენაჲ მისი, და ვერ თქჳს.


19

     1.     აქუნდა მადლი წმიდასა მას და მოთმინებაჲ მარხვასა ზედა უფროჲს მრავალთა სრულთა მონაზონთასა.
    2.     და ოდეს მოიწიის კათოლიკე მარხვაჲ, არარაჲ ჭამის ყოვლადვე დიდად ხუთშაბათამდე.
    3.     და ხუთშაბათსა დღესა დაჯდის დილეულითგან, ჭამნ.
    4.     და რომელთა იხილიან იგი, შეორგულდიან და თქჳან: იხილეთღა ბერი ესე მედგარი, რამეთუ არცაღა ხუთშაბათსა დღესა დასთმობს.
    5.     იხილა იგი ოდესმე იოვანე დიაკონმან, რომელმან-იგი საჲდუმლოჲ მისი ყოველი იცოდა, ჯდა რაჲ იგი ხუთშაბათსა დიდსა და ჭამდა, და ჰრქუა მას: რაჲსა გიყიდია, სალოსო?
    6.     მიუგო წმიდამან მან და ჰრქუა: ორმოც ფოლად, ჵ, მოცთომილო.
    7.     ამით აუწყებდა, რამეთუ ორმოცი დღჱ არს, ვინაჲთგან პური არა უჭამია.


20

     1.     იყოფოდა ეშმაკი ერთსა ფოლორცთაგანსა მის ქალაქისასა.
    2.     და იხილა იგი წმიდამან მან, დღესა ერთსა დგა და უმზირდა, რაჲთა თუ ვინმე თანა-წარვიდოდის, შევიდეს მისა.
    3.     იკრიბა წმიდამან მან ქვები უბეთა თჳსთა და ესროდა კაცთა, რაჲთა არავის უტეოს განსლვად ფოლორცი იგი.
    4.     და ვითარ იგი ესროდა კაცთა, განვლო ფოლორცი იგი ძაღლმან.სცა მას ეშმაკმან მან, დაეცა იგი და იწყო ყჳრილად.
    5.     მაშინღა ჰრქუა კაცთა წმიდამან მან: განვლეთ აწ, მოცთომილნო!
    6.     და ამისთჳს აყენებდა მათ განსლვად მას ადგილსა, რაჲოოა არა დასცეს მათ ეშმაკმან, ვითარ-იგი ძაღლსა მას დასცა.


21

     1.     განვიდა ოდესმე წმიდაჲ ესე არესა ერთსა ქალაქისასა და მიხუდა ესე ქალებსა, რომელნი როკვიდეს და იმღერდეს.
    2.     და ვითარ იხილეს იგი, იწყეს სიმღერად და შესხმად მონაზონთა.
    3.     და უნდა წმიდასა მას, რაჲთამცა განსწავლნა იგინი.
    4.     ილოცა და იქმნა თუალები ყოვლისა მის ქალებისაჲ მრუდ.
    5.     ვითარ მიხედნეს ერთმანერთსა, გულისხმა-ყვეს, ვითარმედ სალოსმან უყო იგი მათ.
    6.     მისდევდეს მას ტირილით და ეტყოდეს: განჰჴსენ, სალოსო, განჰჴსენ, რომელ-ესე ჰყავ.
    7.     და ეგონა მათ, ვითარმედ გრძნებითა ყო იგი, ეწივნეს და დაეკიდნეს მას და აფუცებდეს, რაჲთა განჰჴსნას, რაჲ-იგი იყო.
    8.     ჰრქუა მათ განცხრომით: რომელსა უნდეს თქუენგანსა განკურნების, მიტევენ, რაჲთა ვაკოცო თუალსა მრუდსა, და განიკურნოს.
    9.     და რომელთაჲ-იგი ჯერ-უჩნდა ღმერთსა განკურნებაჲ, უტევეს.
    10.     და აკოცა მათ, და განიკურნნეს.
    11.     და სხუანი იგი დაადგრეს ეგრჱთვე.
    12.     და ვითარ მცირედ წარვლო, მისდევდეს მას და ეტყოდეს.
    13.     გუელოდე, სალოსო, რაჲთა ჩუენცა ამბორს-გჳყო, და განვიკურნნეთ.
    14.     ხოლო მან არა ნება-სცა, და ეგრჱთვე დაადგრეს იგინი.
    15.     და წმიდაჲ იგი იტყჳნ: უკუეთუმცა ღმერთსა ესე არა მოეწია მათ ზედა, წარ-მცა-ემატა ყოველთა დედათა ქუეყანისათა ემეწელთა უშჯულოებითა.


22

     1.     მოუწოდა ოდესმე პირველმოჴსენებულმან მან დიაკონმან ამას წმიდასა, რაითა პირი იჴსნას მის თანა.
    2.     და ვითარცა შევიდა იგი სახიდ მისა, პოვა ჴორცი აპოხტი.
    3.     აღიღო დანაკი, იწყო ჭრად და ჭამად.
    4.     და ვითარცა იხილა იგი იოვანე, დიაკონმან პატიოსანმან, მიეახლა და ჰრქუა მას ყურის-ყურ, რაჲთა არავის ესმეს მუნ შინა მყოფსა: მართლიად გეტყჳ, ვითარმედ ვერ შემაეჭუებ შენდა მიმართ, დაღაცათუ აქლემისა ჴორცი ჰშჭამო.
    5.     რამეთუ იცოდა სიმრავლჱ სათნოებათა მისთაჲ, და არცა ნეტარი ესე რას დაუფარვიდა მას საქმეთა მისთაგანსა სიკეთისა მისისათჳს და კეთილად სლვისა.


23

     1.     მივიდეს ოდესმე იერუსალჱმდ კაცნი ემეწელნი, რაჲთა ილოცონ დღესასწაული აღვსებისაჲ.
    2.     და ერთი მათგანი შთავიდა იორდანედ, რაჲთა მუნცა ილოცოს.
    3.     და მოჰვლიდა იგი მონაზონთა, რომელნი იყვნეს უდაბნოს, და მისცემდა მათ ევლოგიასა.
    4.     და ნებითა ღმრთისაჲთა შეემთხჳა იოვანეს, ძმასა ამის ნეტარისა სჳმეონისსა.
    5.     და ვითარცა იხილა იგი, მოდრკა მის წინაშე თაყუანისცემით და ითხოვდა მისგან ლოცვასა.
    6.     ჰრქუა მას იოვანე: სადაჲ ხარ შენ?
    7.     მიუგო მან და ჰრქუა: მე, მამაო, ჰემეწელი ვარ.
    8.     და კუალად ჰრქუა მას იოვანე: შენ დაგიტევებია ქალაქსა შენსა ამბა სჳმეონ, რომელსა უწოდიან სალოს, მოსრულ ხარ და ითხოვ ჩემ გლახაკისაგან ლოცვასაა?
    9.     მე და ყოველთა კაცთა გჳჴმს ლოცვაჲ მის წმიდისაჲ.
    10.     წარიყვანა კაცი იგი თჳსა ქუაბად და დაუგო მას ტაბლაჲ, სავსჱ ყოვლითა კეთილითა, რამეთუ მოსცემდა მას ღმერთი ყოველი რაჲცა უნებნ.
    11.     უკუეთუმცა არა, სადაითმცა იპოვა უდაბნოსა მას ჴმელსა სიმინდი ლბილი, წმიდაჲ და თევზი ტაფაკითა შემწუარი, მჴურვალჱ და ჭიქაჲ, სავსჱ ღჳნითა ჰამოჲთა?!
    12.     ვითარ ჭამეს და განძღეს, მისცნა მას სამნი პურნი ტფილნი და ჰრქუა მას: მიიხუენ ესე და მისცენ სჳმეონს და არქუ მას: ლოცვა-ყავ ძმისა შენისა იოვანჱსთჳს.
    13.     და ვითარ მოვიდა კაცი იგი ემეწად, შეემთხჳა მას სალოსი ქალაქისა კართა ზედა და ჰრქუა მას: რაჲ არს, ცოფო, ვითარ არს იგი ცოფი შენებრი ამბა იოვანე, ანუ შეშჭამეა ევლოგიაჲ იგი, რომელ მოგცა?
    14.     მართლიად გეტყჳ, უკუეთუ შეგიჭამიან, ურვილად მოდნობად გისხენ.
    15.     დაუკჳრდა კაცსა მას სიტყუათაგან მისთა, და წარიყვანა იგი სალოსმან საყოფელად თჳსა და დაუგო მას ტაბლაჲ.
    16.     და კაცი იგი ფიცვიდა და იტყოდა: ყოველი, რომელი დამიგო იოვანე უდაბნოს, ეგრეთვე ამან დამიგო, ვიდრემდის ჭიქაჲცა ეგეზომივე იყო სიდიდითა და ჰგვანდა მას.
    17.     და ვითარცა ვისამხრენით, მივეც მას ევლოგიაჲ იგი და წარმოვედ სახიდ ჩემდა.
    18.     ხოლო მე მრცხუენოდა თხრობად ვისამე, რამეთუ ყოველთა კაცთა შეერაცხა იგი ცოფად.


24

    1.     შევარდა ოდესმე იოვანე, მეგობარი ამის წმიდისაჲ, რომელი ზემო ვაჴსენეთ, დიდსა განსაცდელსა.
    2.     და ღმერთმან იჴსნა იგი ამის წმიდისა ლოცვითა, რამეთუ კაცთა ვიეთმე უკეთურთა კაცი მოკლეს და გუამი მისი აღიღეს და სარკუმლით შთაუგდეს ამის დიაკონისა სახლსა.
    3.     და ვითარ მიიწია საქმჱ იგი ჴელმწიფისა, ბრძანა დიაკონისაჲ მის ძელსა აბმაჲ.
    4.     და რაჟამს იგი მიჰყვანდა ძელად, ესრჱთ ილოცვიდა: უფალო ღმერთო, ლოცვითა სჳმეონ სალოსისაჲთა მიჴსენ და განმარინე ჟამსა ამას!
    5.     და ინება ღმერთმან ჴსნაჲ მისი.
    6.     მო-ვინმე-ვიდა კაცი ამბა სჳმეონისა და ჰრქუა: უბადრუკო სალოსო, მოყუარჱ შენი წარიყვანეს, იოვანე, ძელსა აბმად.
    7.     და ჭეშმარიტსა გეტყჳ, უკუეთუ მოიკლას, შენ შიმშილითა მოჰკუდე და არღარავინ გესუას მზრუნველი.
    8.     ხოლო ნეტარმან მან თავი მოისულელა, დაუტევა იგი და წარვიდა ადგილსა მას ფარულსა, რომელსა შინა ჩუეულებაჲ აქუნდა ლოცვისაჲ.
    9.     და არავინ იცოდა ადგილი იგი, გარნა დიაკონმან მან მარტოდ.
    10.     მოდრკა თაყუანისცემით წინაშე ღმრთისა და იწყო ვედრებად მისა, რაჲთა იჴსნეს მონაჲ თჳსი ჭირისა მისგან.
    11.     ვითარცა მიიყვანეს იგი ადგილსა მას, უნდა, რაჲთამცა აღამაღლეს ძელსა მას ზედა, მუნქუესვე მჴედარი მუარბევდა სწრაფით და თქუა: განუტევეთ ეგე, რამეთუ ვპოვენით, რომელთა კაცი იგი მოკლეს.
    12.     და ვითარ განუტევეს, წარ-ხოლო-ვიდა ადგილსა მას, რამეთუ იცოდა, სადა წმიდაჲ იგი ილოცვიდა.
    13.     და შორით იხილა იგი.
    14.     ჴელნი ზე აღეპყრნეს, ხოლო ფუცვიდა დიაკონი იგი და იტყოდა, ვითარმედ: ვიხილე, ვითარცა საჴუმილი ცეცხლისაჲ, გარდამოვიდოდა პირით მისით და ზეცად აღვიდოდა, და გარემოჲს მისსა, ვითარცა თორნჱ ცეცხლისაჲ, ეგზებოდა.
    15.     ხოლო მე შემეშინა და ვერ უძლე მიახლებად მისა, ვიდრემდის დაასრულა ლოცვაჲ მისი.
    16.     და ვითარცა დაასრულა, მომხედა მე და მრქუა: რაჲ არს, მამაო დიაკონ, კნინ ერთღა შე-მცა-გესუა სასუმელი იგი.
    17.     არამედ წარვედ და ილოცე.
    18.     ხოლო ესე ამისთჳს შეგემთხჳა, რამეთუ გუშინ მოვიდეს შენდა ორნი გლახაკნი და ითხოვდეს შენგან ქველისსაქმესა.
    19.     და გაქუნდა შენ, უკუეთუმცა გინდა, მისაცემელი.
    20.     არამედ არა ინებე.
    21.     რაჲ არს, ძმაო, ანუ შენისა ხუასტაგისაგან მისცემა, ანუ არა გრწამს, რომელმან-იგი თქუა, ვითარმედ: ასი წ˜ლი მიგცე ამას სოფელსა და საუკუნესა ცხორებაჲ დაუსრულებელი.
    22.     უკუეთუ გრწამს, მიეც, და უკუეთუ არა მისცემ, ამით აუწყებ, რამეთუ არა გრწამს უფალი.
    23.     ესე სიტყუანი სალოსისანი არიანა, არამედ ბრძნისანი.


25

     1.     ოდეს მარტოჲ იყოფინ მის თანა, ესე დიაკონი სარწმუნოჲ არა ლაღობნ, არამედ ზინ ყუდროდ და დაწყნარებულად მგლოვარედ.
    2.     და ოდესმე გამოჴდის პირისა მისისაგან სული, ვითარცა მუშკისაჲ.
    3.     ხოლო დიაკონი იგი ფიცით იტყჳნ, ვითარმედ: ოდეს-იგი ვხედვიდი ყუდროებასა მისსა და კეთილად ზრახვასა, მიკჳრნ და შეორგულდი, ვითარმედ: არა ესე არს, რომელი-იგი მათ საქმეთა იქმს?


26

     1.     და ოდესმე წმიდამან ამან დღეთა კჳრიაკეთა მოიღის სარსიკი, აღიდგის მჴარსა და მარცხენასა ჴელსა მდოგჳ იპყრის, იწებნ სარსიკსა მას მით და ჭამნ დილეულითგან და ვალნ.
    2.     მრავალგზის აღიღის მდოგჳ იგი და უკუნასხის თუალთა, რომელნი-იგი მას ჰლაღობედ.
    3.     მოვიდა მისა კაცი ერთი მდაბიოჲ, რომლისა ორთავე თუალთა თეთრი იყო.
    4.     და მოიღო წმიდამან მან მდოგჳსა მისგან და სცხო თუალთა მისთა.
    5.     შეუჴდა იგი და იწყო კაცმან მან ყივილად.
    6.     მაშინ ჰრქუა მას ნეტარმან მან: წარვედ, მოცთომილო, შენ, და მოიბანენ თუალნი შენნი ძმრითა და ნიორითა და განიკურნო.
    7.     ხოლო მან შეურაცხ-ყო სიტყუაჲ მისი და მივიდა მკურნალთასა.
    8.     და რავდენ ჰკურნებდეს, იგი უფროჲს განძჳნდებინ.
    9.     მაშინ იწროებისა მისგან და ჭირისა თქუა: ვფუცავ ღმერთსა, ვყო, რაჲ-იგი მოცთომილმან მან მრქუა, დაღაცათუ ორნივე თუალნი წამომცჳვენ.
    10.     წარვიდა და დაიბანნა თუალნი თჳსნი, ვითარცა-იგი ჰრქუა მას ბერმან.
    11.     მუნქუესვე ილხინა, და განწმდეს თუალნი მისნი, და ხედვიდა.
    12.     ამისა შემდგომად შეემთხჳა მას წმიდაჲ იგი და ჰრქუა: აჰა ესერა განიკურნე, ნუღარა იპარავ საცხოვართა მოძმისა შენისათა.


27

     1.     მოჰპარეს ვისმე კაცსა ჰემეწელსა ხუთასი დრაჰკანი.
    2.     და ვითარ იგი ეძიებდა მას, შეემთხჳა წმიდასა ამას და ჰრქუა: შემძლებელ ხარა, სალოსო, რაჲთა ყო რაჲმე, რომლითა ვპოვო დრაჰკანი ჩემი?
    3.     ხოლო მან ჰრქუა მას: უკუეთუ გინებს, მე ვყო.
    4.     მიუგო კაცმან მან და ჰრქუა: მე მნებავს, ყავ, და მიგცე მისგან ასი დრაჰკანი.
    5.     ჰრქუა მას სჳმეონ: აღმითქუ წინაშე ღმრთისა, ვითარმედ რაჲცა გრქუა, ერჩდე, და მე გაპოვო იგი ამას ღამესა კიდობანსა შენსა შიდა.
    6.     და აღუთქუა კაცმან მან, ვითარმედ რაჲცა ჰრქუას მას, ყოს, თჳნიერ თუ უშუერი რაჲმე არა რქუას.
    7.     მაშინ ჰრქუა მას წმიდამან მან: წარვედ, რამეთუ მონამან შენმან მეწყლემან წარიღო დრაჰკანი შენი.
    8.     არამედ აღმითქუ, რაჲთა არა სცე და არცა სხუასა მის სახლისა შენისასა.
    9.     ხოლო იგი წარვიდა და პოვა ყრმისა მის თჳსისა თანა.
    10.     ხოლო კაცსა მას ეგონა, ვითარმედ დრაჰკნისა მისთჳს ხოლო უბრძანა არა ცემაჲ წმიდამან მან.
    11.     არამედ ნეტარმან მან ყოვლადვე დააყენა ცემისაგან, რამეთუ ფრიად მცემარ იყო იგი სახლეულთა თჳსთა.
    12.     და მიერ დღითგან, ოდეს ვისიმე უნებნ ცემაჲ, ჴელი მისი დაუბუშდის, და ვერ შეუძლის ცემაჲ.
    13.     ცნა, ვითარმედ ესე მის წმიდისა სიტყჳთა შეემთხჳა.
    14.     მივიდა მისა და ჰრქუა: განჰჴსენ, სალოსო, აღთქუმაჲ იგი, რომელსა ზედა აღგითქუ.
    15.     ხოლო წმიდამან მან თავი მოისულელა, რეცათუ არა იცის, რასა-იგი იტყოდა.
    16.     და ვითარ აიძულებდა მას მრავალ ჟამ, ეჩუენა მას ძილსა შინა და ჰრქუა: მართლიად გეტყჳ, უკუეთუ აღთქუმაჲ იგი განჰჴსნა, კუალად განჰვჴსნა შენიცა ხუასტაგი და განვაბნიო ყოველი, რაჲ არს სახლსა შენსა.
    17.     არა გრცხუენისა, რაჲსათჳს სცემ სახლეულთა შენთა?
    18.     და იგინი უმჯობჱს არიან შენსა წინაშე ღმრთისა.
    19.     და ვითარ იხილა ესე კაცმან მან, შეეშინა და სული დაიღო.


28

     1.     ხოლო წმიდაჲ ესე ფრიად ჰსწყალობნ, რომელთა სიცოფჱ შემთხუეულ არნ.
    2.     და მივიდის იგი ადგილსა, რომელსა იგინი იყოფიედ.
    3.     და თავი თჳსი ყვის, ვითარცა ერთმან მათგანმან, და ილოცავნ, ვიდრემდის განკურნის ვინმე მათგანი.
    4.     და მრავალგზის ეშმაკნი აზრახდიან განცოფებულთა მათ პირითა და იტყჳედ: ვაჲ შენდა, სალოსო, შენ მიერ, არა კმა-გეყოა, რომელ კაცთა ეკიცხევ, არამედ ჩუენდაცა ტანჯვად მოხუედ.
    5.     წარვედ ამიერ, რაჲსათჳს გუტანჯავ ღამე ყოველ და დაგუწუავ ცეცხლითა?
    6.     და ოდესმე მათ თანა არნ, ეგრევე ზრახავნ, ვითარცა-იგი ცოფნი, და უთხრობნ, ვითარმედ მან ვინმე იპარაო, და სხუამან ისიძვაო, და სხუამან სხუაჲ ცოდვაჲ ქმნაო, ვიდრემდის მოქალაქეთაცა ეშინოდა ცოდვისა საქმედ, რაჲთა არა საკიცხელ იქმნენ იგინი მის მიერ.


29

     1.     იყო მასვე ქალაქსა შინა დედაკაცი ერთი მისანი.
    2.     შეულოცვიდა იგი და დაუწერდა.
    3.     დაწერილსა კაცსა მკერდსა მოჰკიდებდა.
    4.     მაშინ ღონისძიებით დაიმოყურა იგი წმიდამან მან და მიართუა მან მას, რაჲცა პოვის საჭმელი გინა სასუმელი რაჲმე.
    5.     და ჰრქუა მას დღესა ერთსა: გინებსა, რაჲთა მე კულა შენ დაგიწერო წიგნი, რაჲთა არა ირთუანო?
    6.     მიუგო დედაკაცმან მან და ჰრქუა: ჰე.
    7.     მაშინ წარვიდა და დაუწერა წიგნი ესრე სახედ: ღმერთმან წარწყმიდნეს საქმენი შენნი ბოროტნი და საცთურნი, რომლითა კაცთა აცთუნებ.
    8.     და დღით, რომლითგან ჩამოიკიდა წიგნი იგი, ვერღარა შეუძლო გრძნებისა მის საქმედ და ვერცა მისნობისა.


30

     1.     ჯდა ოდესმე დღესა ერთსა წმიდაჲ ესე გლახაკთა ვიეთმე თანა მახლობელად საგზებელსა მეჭიქისასა, და ტფებოდეს.
    2.     ხოლო მეჭიქჱ იგი იყო ჰურიაჲ.
    3.     ჰრქუა ნეტარმან მან გლახაკთა, რომელნი მის თანა იყვნეს: განცხრომისა სახედ გინებსა, რაჲთა გაცინებდე?
    4.     ყოველი ჭიქაჲ, რომელი შექმნეს მეჭიქემან, მე ჯუარი დავსწერო და განტყდეს.
    5.     და განტეხა შჳდი ზედაჲს-ზედა.
    6.     და გლახაკთა მათ იწყეს სიცილად და უთხრეს მეჭიქესა მას საქმჱ იგი.
    7.     ხოლო მან განაძო იგი და რკინითა მოსწუა პირი მისი.
    8.     იგი წარვიდა და იტყოდა: მართლიად გეტყჳ შენ, მამძირო, უკუეთუ არა დაიწერო ჯუარი შუბლსა შენსა, ყოველი, რაჲცა ჰქმნა, დაგელეწოს.
    9.     და მისა შემდგომად შექმნა ცამეტი მიწყობით, და ყოველი დაელეწა.
    10.     და განძჳნდა იგი გულისწყრომითა, იიძულა უნებლიაჲთ და ჯუარი დაიწერა შუბლსა თჳსსა.
    11.     და ვითარ ჯუარი დაიწერა, არღარა განუტყდა.
    12.     და ამის მიზეზისათჳს წარვიდა და ნათელ-იღო.


31

     1.     იყო ჰემეწას შინა კაცი ერთი საჴედართა მამიზდებელი.
    2.     და მოწყალჱ იყო იგი.
    3.     და ვითარ დაგლახაკნა, დღესა ერთსა განიზრახა, რაჲთამცა ღჳნოჲ მოიღო საჴმრად თავისა თჳსისა და სასყიდელადცა.
    4.     შეემთხჳა მას წმიდაჲ იგი და ჰრქუა: ვიდრე ხუალ, ცოფო, შენ?
    5.     მიუგო კაცმან მან მას: ღჳნისა მოღებად წარვალ, სალოსო.
    6.     მიუგო სჳმეონ და ჰრქუა: მო-რაჲ-იქცე, კურნიაჲ მიტანე.
    7.     და არს იგი მდელოჲ, რომელი ერთვის ძმარსა.
    8.     ხოლო კაცმან მან შეილავა იგი და იტყოდა მგზავრ: რამან ეშმაკმან მომახუედრა მონაზონი ესე დილითგან და მეტყჳს თუ: კურნიაჲ მომიტანე;
    9.     მეშინის, თუ გულისკლებაჲ რაჲმე შემთხუევად არს ამას ღჳნოსა ზედა, ანუ დაძმარდეს, ანუ განირყუნას.
    10.     წარვიდა და მოიღო ღჳნოჲ ჰამოჲ და სიხარულითა დაავიწყდა კურნიაჲ იგი.
    11.     კუალად შეემთხჳა მას წმიდაჲ იგი ქალაქისა ბჭეთა ზედა, მო-რაჲ-ქცეულ იყო იგი.
    12.     ჰრქუა მას: რაჲ არს, ცოფო, შენ მოიღეა კურნიაჲ იგი?
    13.     მიუგო კაცმან მან და ჰრქუა: მართლიად გეტყჳ, დამავიწყდა.
    14.     მაშინ ჰრქუა მას წმიდამან მან: წარვედღა, განშორებულ არს შენი საქმჱ.
    15.     და ვითარ შთაასხმიდა ღჳნოსა მას, პოვა იგი, რამეთუ გარდაქცეულ იყო ძმრად ბოროტად, რომელსა ვერვინ გემოსა იხილვიდა სიბოროტითა.
    16.     მაშინ თქუა: ესე სალოსისა საქმჱ არს.
    17.     და წარვიდა იგი სწრაფით ბერისა, რამეთუ ეგონა, ვითარმედ თუალთა-ქცევით რაჲმე ყო, ვითარ-იგი თუალთა-მაქციერთა ყვიან, ევედრებოდა მას და ჰრქუა: განჰჴსენ ღმრთისათჳს, რომელ-ესე ჰყავ, სალოსო.
    18.     მიუგო მას ბერმან: და რაჲ ვყავ?
    19.     ჰრქუა მას კაცმან მან: ღჳნოჲ კეთილი მოვიღე და ერთსა ჟამსა გარდაიქცა იგი ძმრად.
    20.     ჰრქუა მას ბერმან: ნუ რაჲ გგლის, ამას წელიწადსა ძმარსა ჰყიდდი, რამეთუ უმჯობჱს არს შენდა.
    21.     და უნდა ბერსა, რაჲთამცა ღმერთმან აკურთხა მის კაცისა საქმჱ, რამეთუ მოწყალჱ იყო იგი, და არა უნდა თხრობად მისა სიტყჳთა ცხადითა, თუ ესრე და ეგრე ყავ, არამედ განცხრომის და კიცხევის სახედ ეტყჳნ.
    22.     და კაცი იგი განსქდებინ გულისწყრომითა და თქუა: კურთხეულ არს ღმერთი, რამეთუ ვიყო მე წელიწადსა ამას მეძმრე.
    23.     და ყო ეგრჱთ და აკურთხა ღმერთმან შრომაჲ მისი, და განმდიდრდა.
    24.     და ამას ყოველსა თანა ბერისა გული უწყრებოდა და არა უწყოდა, რამეთუ იგი ექმნა მას მიზეზ კეთილისა.
    25.     და ესეცა ღმრთისა მიერვე განგებაჲ იყო, რომელი ჰფარვიდა საქმეთა ბერისათა.


32

     1.     ჩუეულებაჲ აქუნდა წმიდასა ამას აღსლვად სახლსა კაცისა ერთისა წარჩინებულისასა ქალაქსა შინა.
    2.     დასნეულდა კაცი იგი სნეულებითა, რომელსა შინა სიკუდილდ მიიწია.
    3.     იხილა ძილსა შინა, ვითარმცა შავსა ვისმე ჰინდოსა ტაბლით ემღერდა.
    4.     ხოლო ჰინდოჲ იგი იყო სიკუდილი.
    5.     და აჯობებდა მას სიკუდილი იგი.
    6.     ერთი ჯერი უნდაღა ექუსთა წარმოყრაჲ და ეჯობნამცა.
    7.     მაშინ ეჩუენა კაცსა მას წმიდაჲ იგი ძილსა შინა და ჰრქუა მას: რაჲ არს, ცოფო, შენ აწვე ესერა გაჯობებს ჰაბაში ესე?
    8.     არამედ აღმითქუ, რაჲთა არა შეაგინო საწოლი ცოლისა შენისაჲ, და მე ვყო, რაჲთა ვერ გაჯობოს.
    9.     და ეფუცა მას კაცი იგი.
    10.     მაშინ მოუხუნა წმიდამან მან ასკნი ჴელთაგან მისთა, წარმოყარნა და აჯობა ჰინდოსა მას.
    11.     და ვითარ განიღჳძა კაცმან მან ძილისაგან თჳსისა, მუნქუესვე აღვიდა მისა წმიდაჲ იგი და ჰრქუა მას: ვითარ ჰნახე, წარმო-ღა-ვყარენ, ვითარ ვაჯობე შავსა მას.
    12.     მართლიად გეტყჳ, უკუეთუ ეცრუვო აღთქუმასა, რომელი აღუთქუ, მანვე შავმან მოგარჩოს.
    13.     და აგინა მას და შინათა მისთა და შთამოჴდა მუნით.
    14.     და განცოცხლდა კაცი იგი და ჰმადლობდა ღმერთსა.


33

     1.     არარაჲ ედვა წმიდასა მას ფარულსა მას საყოფელსა მისსა, გარნა ძნაჲ ერთი ნასხლევი ვენაჴისაჲ.
    2.     და ამისთჳს ეძია ადგილი იგი, რაჲთა მას შინა ფარულად ილოცვიდეს.
    3.     და ოდესმე დაყვის ღამე ყოველ, ილოცავნ და დაალტობნ ქუეყანასა ცრემლითა თჳსითა.
    4.     და ვითარ განთენის, გამოვიდის და მოიღის ზეთისხილისა ფურცელი გინა თივაჲ და შეთხზის მისგან გჳრგჳნი და შეიმოსის.
    5.     და ერთი რტოჲ ჴელთა აქუნ წმიდასა და უკუვალნ, ჴმობნ და იტყჳნ: ძლევაჲ მეფესა და ქალაქსა.
    6.     ხოლო იტყჳნ ქალაქად სულსა და მეფედ – გონებასა.


34

    1.     ელოცა წმიდასა ამას ღმრთისა მიმართ, რაჲთა ათა მოეტევნენ თმანი თავისა თჳსისანი, და აიძულოს მოპარსვად, და მისგან საცნარ იქმნეს საქმჱ მისი.
    2.     დაადგრეს ყოველთა დღეთა მისთა, და არა მოჰგრძელდეს თმანი მისნი, და არცა მოპარსვაჲ უჴმდა.


35

     1.     მრავალგზის მარტოდ წარიყვანის დიაკონი იგი პატიოსანი და ეტყჳნ სიტყუათა სულისა სარგებლისათა და ჰრქჳს: ეკრძალე.
    2.     ნუვის უთხრობ, და ნუცა გამოუცხადებ სიტყუათა ჩემთა ცხორებასა ჩემსა.
    3.     უკუეთუ არა, ფიცხელი პატიჟი მოიღო ღმრთისაგან.
    4.     და პირველ გარდაცვალებისა მის წმიდისა ორით დღით უთხრა მას ყოველი საქმჱ თჳსი, ვინაჲთგან მონაზონებად განვიდა ვიდრე დღედმდე აღსრულებისა თჳსისა.
    5.     და ჰრქუა: მას დღეს მივედ ძმისა ჩემისა იოვანჱსა და ვპოვე იგი მადლითა ღმრთისაჲთა მიწევნული თავსა სათნოებისასა და განვიხარე ფრიად და ვიხილე, რამეთუ ემოსა მას გჳრგჳნი, რომელსა ზედა წერილ იყო: გჳრგჳნი უდაბნოჲსა მოთმინებისაჲ.
    6.     და მან კურთხეულმან მრქუა მე, ვითარმედ: ვიხილე კაცი, რომელი გეტყოდა: მოვედ, სულელო, მოვედ და მიიღე არა თუ ერთი გჳრგჳნი, არამედ გჳრგჳნები რიცხუად სულთა მათ, რომელნი აცხოვნენ.
    7.     და მე მგონიეს, ვითარმედ ესევითარი არაჲ უხილავს, არამედ სიტყუად ოდენ მრქუა, რამეთუ კაცსა სალოსსა და მოცთომილსა რაჲმცა მადლი ჰქონდა ვისგანმე?


36

     1.     ხოლო მე გევედრები, უფალო დიაკონ პატიოსანო, რაჲთა არა შეურაცხ-ჰყო გლახაკი და უფროჲსღა მონაზონი.
    2.     მართლიად გეტყჳ, რამეთუ არიან გლახაკთა შოვრის, და უფროჲსღა ბრმათა, კაცნი უბრწყინვალჱს მზისთუალისა, რომელნი განწმედილ არიან ჭირითა და მოთმინებითა.
    3.     რავდენნი მდაბიონნი მიხილვან, რომელნი შემოვიდიან ქალაქად და მოვიდოდიან ეკლესიად ზიარებად, უწმიდჱს არიედ იგინი უფროჲს ოქროჲსა მცირედ ბოროტებისა მათისათჳს.
    4.     და რამეთუ ოფლითა პირისა მათისაჲთა ჭამედ პურსა მათსა, და ნუ მაბრალებ მე, რომელ-ესე ვიტყოდე შენ თანა, რამეთუ გარდარეულითა სიყუარულითა ჩემითა შენდა მიმართ გამოგიცხადე ყოველი საქმჱ ჩემი.
    5.     და უწყოდე, რამეთუ შენცა ადრე წარჰყავ ღმერთსა ამიერ სოფლით.
    6.     არამედ რავდენ შეუძლო, მოსწრაფე იყავ სულისა თჳსისა ცხორებასა, რაჲთა შეუძლო განრინებად ყოველთაგან საფრჴეთა მტერთაჲსა, რომელნი არიან ჰაერთა ზე.
    7.     ხოლო უფალი მეწამების, რამეთუ დიდსა ზრუნვასა შინა ვარ, ვიდრემდის განვლნე იგინი.
    8.     და განვაგდო ჩემგან ურვაჲ მათი, რამეთუ ესე არს დღჱ იგი ჭირისაჲ, რომელსა მოციქული იტყჳს, და მე გევედრები.
    9.     შვილო ჩემო და ძმაო იოვანე, რაჲთა ისწრაფდე ყოვლითა ძალითა შენითა შეყუარებად მოყუსისა შენისა და რაჲთა სწყალობდე მას.
    10.     ესე სათნოებანი უფროჱს ყოვლისა საქმისა კეთილისა შემძლებელ არიან ჴსნად ჩუენდა მას დღესა შინა, ვითარცა თქუმულ არს: ნეტარ არს, რომელმან გულისხმა-ყოს გლახაკისა დავრდომილისაჲ დღესა ბოროტსა, იჴსნეს იგი უფალმან.
    11.     და კუალად გევედრები, რაჲთა არა წარსდგე წინაშე საკურთხეველსა ღმრთისასა, და გაქუნდეს გულსა შენსა ძჳრი ვისდამე, რაჲთა არა დააკლო თავი შენი მადლსა ღმრთისასა.
    12.     ამას და ესევითარსა ეტყოდა წმიდაჲ იგი პირველ სიკუდილისა და ჰრქუა: ამათ სამთა დღეთა შინა წარიყვანოს უფალმან სული ჩემი, სალოსისა და გლახაკისაჲ, და სული ძმისა ჩემისაჲ იოვანჱსი.
    13.     ამისთჳს მივედ, ვახარე და ვარქუ მას: გუალე, წარვიდეთ, რაჲთა მოწევნულ არს ჟამი წარსლვისა ჩუენისაჲ.
    14.     და ორისა დღისა შემდგომად მოვედ საყოფელად ჩემდა და წარიღე, რაჲ-იგი ჰპოვო მუნ, რამეთუ მინებს, რაჲთამცა იყო შენ თანა საჴსენებელი სალოსისაჲ და გლახაკისაჲ.


37

     1.     და ვითარ ესე სიტყუანი დაასრულნა მისა მიმართ, წარვიდა საყოფელად თჳსა.
    2.     და რაჟამს სიკუდილი შეიცნა თავსა თჳსსა, ენება, არცაღა რაჲთა შემდგომად სიკუდილისა იდიდოს კაცთაგან.
    3.     შევიდა ძნასა მას ნასხლევისასა ქუეშე და მუნ შეჰვედრა სული თჳსი უფალსა.


38

     1.     ხოლო ვითარ ითუალეს იგი მოყუასთა მათ თჳსთა, ორ დღე ელოდეს და არა იხილეს იგი, თქუეს ურთიერთას: გუალე და ვიხილოთ სალოსი იგი, რაჲძი იქმნა, ნუუკუე სნეულ არს.
    2.     და მი-რაჲ-ვიდეს საყოფელსა მისსა, პოვეს იგი: ქუეშე ძნასა მას ნასხლევისასა გარდაცვალებულ იყო.
    3.     და თქუეს ურთიერთას: აწ არღარავე ჰრწმენესა ყოველსა კაცსა, ვითარმედ უგუნური იყო ესე?
    4.     და სიკუდილიცა მისი აუწყებს ამას.
    5.     და აღიღეს ორთა მათ ერისგანთა თჳნიერ დაბანისა და თჳნიერ ჟამობისა წესისაებრ და მიიღეს იგი უცხოთა სამარესა და დაჰმარხეს იგი მას შინა.
    6.     და ვითარ იგი მიაქუნდა, თანა-წარვლეს სახლი ჰურიისაჲ მის, რომელი მის მიერ მონათლულ იყო.
    7.     და ესმა ჰურიასა მას ჟამობაჲ, რომელ არასადა ესმინა ეგევითარი, არცა სიმრავლჱ ეხილვა ეგევითარი.
    8.     განკჳრდა სიმრავლისა მისგან და ტკბილად ჟამობისა.
    9.     მაშინ გარდაიხედნა სახლით თჳსით, რაჲთა იხილოს, რაჲძი არს, და არარაჲ იხილა, გარნა ორნი იგი ოდენ კაცნი, რომელთა მიაქუნდა წმიდაჲ იგი.
    10.     და თქუა კაცმან მან: ნეტარ ხარ შენ, სალოსო, რამეთუ ოდეს კაცნი არა დაგხუდეს დაფლვასა შენსა მეტყუელად, ანგელოზნი დაგხუდეს.
    11.     მსწრაფლ შთამოჴდა და თჳსითა ჴელითა დაჰმარხა იგი და თქუა, რაჲ-იგი იხილა.
    12.     ესმა დიაკონსა იოვანეს სიკუდილი მისი, გამოვიდა იგი და სხუანი ვინმე მის თანა, სრბით მივიდეს ადგილსა მას, რომელსა დაჰმარხეს იგი, და არა პოვეს გუამი მისი, რამეთუ ღმერთსა აეღო იგი ქუეყანით.
    13.     მაშინ იქმნეს ვითარცა კაცნი, რომელთა ძილისაგან განიღჳძიან.
    14.     და თითუეული მათი იტყოდა, რომელ-იგი საკჳრველი ეხილვა.
    15.     და ყოველთა ცნეს, რამეთუ ნებსით მოესულელა თავი თჳსი.


39

     1.     ესე არს ცხორებაჲ და განგებაჲ სჳმეონ საკჳრველისა კაცისაჲ.
    2.     ესე არს სრბაჲ მისი ცად მიმართ, რომელ-იგი არა ჩნდა და მკუეთრ ყოველთაგან საცნაურ იქმნა.
    3.     აღვწერე ყოველი, რომელი მესმა საქმეთა მისთაჲ.
    4.     და მრავალნი საქმენი უქმნიან, რომელნი ჩუენ არა ვიცნით, და ესე, რომელი აღვწერე სარგებელად მკითხველისა და მსმენელისა.
    5.     ხოლო მას არა უჴმს ქებაჲ ჩუენი, და ვერცა შემძლებელ ვართ ქებად მისა, ვითარცა-იგი ღირს არს.
    6.     და ვითარ შეუძლოს კაცმან ქებაჲ ბაგითა ჴორციელითა, რომელ-იგი ცხონდებოდა ჴორცითა, ვითარცა უჴორცოჲ?
    7.     და ვითარ სიბრძნემან ენისამან თქუას მისთჳს, რომელმან-იგი სისულელითა სძლო ყოველსა სიბრძნესა?
    8.     ჭეშმარიტად არა ვითარ ღმერთი ხედავს, ეგრეცა კაცნი.
    9.     და არავინ იცის კაცისაჲ, გარნა სულმან, რომელი დამკჳდრებულ არს მის თანა.
    10.     არამედ გჳღირს ჩუენ, საყუარელნო, რაჲთა არა განვიკითხვიდეთ, ვიდრემდის მოვიდეს უფალი და გამოაცხადნეს საქმენი კაცთანი, და შევიწყნაროთ სწავლაჲ მისი, რომელმან გუაზრახა და თქუა: თავისა თჳსისათჳს ზრუნევდით და ნუ სხჳსა საქმეთა გამოეძიებთ, რამეთუ თითუეულსა თჳსი ტჳრთი ეკიდოს და მიიღოს სასყიდელი საქმეთა თჳსთაებრ მეუფისაგან ცათაჲსა, უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესგან, რომლისა არს დიდებაჲ, თაყუანისცემაჲ და ძალი თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ.

ამ საიტის გამოყენებით თქვენ ეთანხმებით Cookies-ის გამოყენების უფლებას.