დაბეჭდვა

1

    1.     ცხორებაჲ ნეტარისა მამისა ჩუენისა საბაჲსი
    2.     კურთხეულ არს ღმერთი და მამაჲ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსი, რომელმან თქუენი გულსმოდგინებაჲ აღადგინა სრულიად და მე ღირს მყო, არაღირსი, აღწერად ღმრთისმოყუარეთა წმიდათა მათ მამათა წინა-აღსრულებულთა, ევთჳმისთჳს და საბაჲსთჳს, ზოგად ყოფისა.
    3.     რამეთუ მე საწყალობელსა სიმრავლითა მოწყალებისა მისისაჲთა ნაწუეთი სიტყუათა მათთაჲ დამწუთა აღებითა პირისა ჩემისაჲთა, რაჲთა ვიღუწიდე ბრძანებისაებრ, ვითარცა-იგი ონოსიფორე ესე რაჲ მესმა მე ნეტარისა მამისა ჩუენისა ევთჳმისთჳს მცირჱ ნურაჲ და შეუძლებელი მისისა დიდებისა გამოთქუმაჲ და უადრე შე-ვერ-უძლე, არამედ მეოთხმეოცესა წელსა აღსრულებასა მისსა და ღმრთისა მისლვასა.
    4.     და ესეცა, რაოდენი აღვწერე მცირედ და შრომით, ვითარცა უფსკრულისაგან სიმრავლითა ჟამთაჲთა, ეგრე შეეკრიბენ საქმენი და სიტყუანი მისნი, რაჲთა შემდგომად ჟამთა ამათ მისნი იგი სწავლანი სარგებელ ეყვნენ სულთა ჩუენთა.
    5.     აწ ესერა სრულიად მოვიწიე ჟამსა ამას ამისთჳს, და რაჲთა მცირედ ნურაჲ ვთქუათ, ნეტარისა მამისა ჩუენისა საბაჲსი აღვწერე, ვიზრუნე, დავშუერ გულსმოდგინედ ჭეშმარიტთაგან და ღირსთა მამათა თანა-მყოფთა და თანა-მოღუაწეთა მისთა.
    6.     და აწცა, ძმანო, მივემსგავსებოდით მისსა მას მოღუაწებასა, რაჲთა წარგუემართნენ ღმრთისა მიმართ სლვანი ჩუენნი.
    7.     ესე ვთქუ წარსრულთაჲ ჟამთაჲ სიტყუაჲ ამისთჳს, რამეთუ უცბობაჲ ჩემი და არაღირსებაჲ მიცნობიეს და უმეტჱსსა მოველი წყალობასა.
    8.     არა თუ ვის გონებასა ვასწავებ, არამედ შჯულისა გარდასლვისა მის მეშინის და საშინელსა მას განვიზრახავ რისხვასა, რომელსა იტყჳს: მონაო ბოროტო, შეჰგვანდა ვეცხლისა ჩემისაჲ დადებად სავაჭროსა.
    9.     აწ გევედრები თქუენ, მლოცველთა, ამას შრომასა ზედა და სიღირსესა შენსა, მამაო არისტე და შვილთმოყუარეო გეორგი.
    10.     პირველად ევედრე მეუფესა ღმერთსა შენდობისა და მოტევებისა ჩემისათჳს, საწყალობელისა ამისა და არაღირსად ცხორებულისა, მრავალთა ცოდვათა შინა განფრდილისა, და ნუვინ ურწმუნო ხართ ამათ წინაჲსწარ თქუმულთა და რომელნი შემდგომად თქუმად არიან.
    11.     ამისთჳსცა ჟამთაგან წურთაჲ და ადგილთაჲ და კაცთაჲ და სახელთაჲ ესე ყოველი მოვიჴსენე და ამისთჳს ვყავ სიმართლით განკითხვაჲ.
    12.     რამეთუ ჩუენ შემწჱ და შემწყნარებელი ღმერთი გურწამს და აწ ნეტარისა საბაჲსი ვყოთ დასაბამი სიტყჳსაჲ.


2

     1.     ესე ნეტარი საბა – ზეცისა ქალაქისა მოქალაქჱ.
    2.     ხოლო მამულად იყო იგი ქუეყანისა კაბადუკიაჲსაჲ, დაბისა მიტალიკისაჲ, რომელი არს საბრძანებელსა ქუეშე დედაქალაქსა კესარია კაბადუკიაჲსასა.
    3.     წიგნის მკითხველ იყო დაწესებით სიყრმითგან სიმდაბლესა შინა.
    4.     და ყოველთა შოვრის გამობრწყინდა ღმრთისმსახურად ჭაბუკი ესე, ვითარცა ადგილი არმათემი, შეურაცხ იყო და უჴმარ.
    5.     და ამისა შემდგომად განითქუა ყოველსა ქუეყანასა, რამეთუ გამოვიდა მიერ ღმრთისამიერი ყრმაჲ სამოელ, ეგრეცა აქა ნეტარი საბა, რამეთუ მამა-დედანი ესხნეს მას ქრისტიანენი და აზნაურნი, რომელთა სახელი ერქუა იოვანე და სოფია.
    6.     ვითარ გულისხმა-ვყავთ შობისა მისისათჳს, იშვა იგი მეფობასა თეოდოსისსა ოცდაათერთმეტსა წელსა.
    7.     და იყო მამაჲ მისი მჴედარ, და წარავლინეს იგი ალექსანდრიად გუნდსა თანა ისაორელთასა.
    8.     წარიყვანა ცოლი თჳსი თანა და განეშორა იგი ქუეყანასა კაბადუკიაჲსასა.
    9.     და დაშთა ნეტარი ესე ნებითა ღმრთისაჲთა სამღდელოჲ ჭაბუკი.
    10.     და იყო ნეტარი იგი ჰასაკითა ხუთის წლის, იყო რაჲ დაბასა თჳსსა მიტალაკს, მამულსა თჳსსა ზედა, ხუასდაგსა და სახლსა დედის-ძმისა თჳსისა თანა, რომელსა სახელი ერქუა ერმიონ.
    11.     და იყო ცოლი ერმიოსისი სახითა მედგარ, და სიბოროტესა მისსა ვერ დაუთმო ნეტარმან მან და მივიდა იგი გრიგორისა, მამის-ძმისა თჳსისა, რომელი ეშოვრა დაბასა მისსა სამით მილიონით, სოფელსა, რომელსა ჰრქჳან სკანდო.


3

     1.     შემდგომად რაოდენისამე ჟამისა იხილნა, რამეთუ ილალებოდეს დედის-ძმაჲ მისი ერმია და მამის-ძმაჲ მისი გრიგორი სახლისათჳს და მამულისა, ხუასდაგისა მისისა.
    2.     ესე ნეტარი საბა რამეთუ გამორჩეულ იყო ღმრთისა მიერ ვიდრე შესაქმედმდე მისად და შობად, ვითარცა დიდი წინაწარმეტყუელი იერემია, ყოველივე შეურაცხ-ყო და განიშოვრა ცხორებაჲ ამის სოფლისაჲ და შევიდა იგი მონასტერსა, რომელსა ჰრქჳან ფლაბიანოსისი, რომელი ეშოვრა დაბასა მისსა მიტალიკსა ოცით მილიონით, და შეიწყნარა იგი მამასახლისმან, და შეერაცხა იგი სხუათა ძმათა თანა მონაზონთა ზეცისა მოქალაქობასა.
    3.     და შემდგომად მცირედთა ჟამთა დაისწავა დავითი და ყოველი წესი მონაზონებისაჲ.
    4.     ხოლო დედის-ძმაჲ მისი და მამის-ძმაჲ მისი ვითარცა დამშჳდნეს ურთიერთას, უნდა მათ გამოყვანებაჲ ნეტარისაჲ მის მონასტრისაგან, რაჲთამცა ღუწოდა სოფლებსა მას მამულ-დედულსა მისსა და იქმნამცა იგი ცოლიერ.
    5.     ამას ეტყოდეს იგინი.
    6.     ხოლო იგი რამეთუ დაცვულ იყო ღმრთისა მიერ, გამოჲრჩია მივრდომაჲ სახლსა ღმრთისასა, ვიდრეღა ერისკაცობით ცხოვრებასა, და იწურთიდა, რაჲთა არა განეშოვროს შუენიერებით ცხორებასა მას მონაზონთასა და ზეცისა მოქალაქეობასა, ვითარცა-იგი სახარებასა შინა იტყჳს უფალი: არავინ დასდვის ჴელი საჴნველსა და უკუმართ იხედავნ, და წარემართოს მას სასუფეველსა ცათასა.
    7.     ამას რაჲ განიზრახვიდა ნეტარი იგი, იტყოდა გულსა შიდა თჳსსა: განვეშოვრო ამათგან, რომელნი მაცთუნებენ მე გზათაგან საღმრთოთა, ვითარცა გუელთაგან, რამეთუ განჰჴრწნიან გონებასა სიტყუანი ესე ტკბილნი, რომელნი იტყჳან მედგარსა.
    8.     და მეშინის, ნუუკუ სიტყჳთა მათითა დავჰჴსნდე და წყევაჲ მოვიპოო, ვითარცა იტყჳს წმიდაჲ წინაწარმეტყუელი: წყეულ არიან, რომელთა გარდააქციეს მცნებათაგან შენთა.
    9.     ესრჱთ სიყრმითგან აქუნდა გულსმოდგინებაჲ ღმრთისა მიმართ ნეტარსა საბას.


4

     1.     ესე ნეტარი ოდესმე იქმოდა მტილსა მონასტრისასა.
    2.     და გულმან უთქუა, რაჲთამცა ჭამა ვაშლი პირველად პურისა ჭამისა.
    3.     რამეთუ იყო შუენიერ ხილვითა ხილი იგი.
    4.     და ვითარცა განჴურდა ნებითა გულისა მისისაჲთა, მოსწყჳდა ხისაგან ვაშლი იგი.
    5.     განიზრახა და არა ჭამა, არამედ, ვითარცა მჴნემან, დაითმინა, შეანანა თავსა თჳსსა და თქუა: შუენიერ არს ხილვითა და კეთილ არს საჭმლად, არამედ, რომელმან მე მომკლა ხილმან ადამის მიერ, შეურაცხ-ვყო იგი, რამეთუ მან პატივ-სცა ჴორციელთა თუალთა აღხილვითა და განძღომითა მუცლისაჲთა შუენიერი ფრიად კეთილი იგი და სულიერი განსასუენებელი უპატივო ყო, რომლისაგან სიკუდილი სოფლად შემოვიდა.
    6.     ნუუკუე განვეშორო კეთილსა მარხვასა სულისასა და დავმძიმდე გონებითა;
    7.     ვითარცა უფროჲს შუენიერ არს ყოვლისა ნაყოფისა ყუავილი, ეგრეცა მარხვაჲ უმეტჱს არს ყოვლისა კეთილისა დამარხვად.
    8.     და ესრჱთ უმჯობჱსად ჰსძლო ნებასა გულისასა, დააგდო ვაშლი იგი ქუეყანასა და ფერჴითა დასთრგუნვიდა.
    9.     და ვითარცა დათრგუნა ვაშლი იგი, ნეფსით დაჲდვა შჯული ესევითარი გულსა თჳსსა და ვიდრე სიკუდიდმდე არღარა იხილა გემოჲ ვაშლისაჲ, და მოიღო ძალი მაღლით და მარხვასა თავი თჳსი მისცა.
    10.     და განიშოვრნა მისგან გულისთქუმანი ბოროტნი და ძილისა სიმძიმჱ და მარხვასა თანა ჴორცითაცა ფრიად შურებოდა.
    11.     მოიჴსენა ღმრთისა მიმართ, ვითარ-იგი იტყჳს დავით გალობასა: იხილე სიმდაბლჱ ჩემი და შრომაჲ ჩემი და მომიტევენ ყოველნი ცოდვანი ჩემნი.
    12.     ამით ყოვლითა წრაფითა და გულსმოდგინებითა სული თჳსი დაიმდაბლა მარხვითა, ხოლო ჴორცნი შრომითა დააჭნვნა.
    13.     და იყვნეს მის თანა მონასტერსა მას შინა ფლაბიანოსისსა სამეოცი გინა სამეოცდაათი მოღუაწჱ, და ამათ ყოველთა უმჯობჱსად გამოჩნდა ესე სიმდაბლითა, მორჩილებითა და ღმრთისმსახურებითა.


5

     1.     და ესეცა მოსაჴსენებელ არს სიყრმისა მისისა ღუაწლი, რომელი ქმნა, რამეთუ მეპურემან მონასტრისამან ჟამსა ზამთრისასა განჰკიდა სამოსელი, რომელ დასოვლებულ იყო სიტფოსა შინა ღუემლისასა, რაჲთამცა განაშრო სამოსელი იგი თჳსი, რამეთუ მზჱ არა ედვა, და დაავიწყდა ღუემელსა მას შინა, შემდგომად ერთისა დღისა პური მუაკლდა ვიეთმე ძმათა და იქმოდეს საპურესა მას შინა.
    2.     და იყო მათ თანა ნეტარიცა საბა.
    3.     და ვითარცა ძმათა აღაგზნეს ღუემელსა, მოეჴსენა მეპურესა მას სამოსელი იგი და შეეურვა და ვერვის ეძლო შესლვად ღუემელსა მას, რამეთუ იყო დიდ და უმეტჱს განჴურვებულ.
    4.     ესე ახალი მოციქული სარწმუნოებითა განძლიერდა და უშიშ იქმნა და ნიშითა ჯუარისაჲთა თავი თჳსი შეიჭურა და შევიდა ღომელსა მას და გამოიღო სამოსელი იგი უვნებელად, ვითარცა-იგი ბაბილონს საკჳრველი ქმნა ღმერთმან და ვარშამაგით და სამოსლითურთ სამნი ყრმანი შეუწუველად დაიცვნა, ეგრევე სამოსელი იგი, რომელი იყო ღომელსა მას შინა, შეუწუველად დაიცვა მონისა მიერ თჳსისა საბაჲსგან ყრმისა, რაჲთა ბრწყინვიდეს და ახარებდეს ყოველთა სიხარულსა.
    5.     ვითარცა იხილეს მამათა დიდებული ესე საკჳრველი, ადიდებდეს ღმერთსა და იტყოდეს: ვითარ-მე იყოს ჭაბუკი ესე, რამეთუ ღირს იქმნა მადლსა და დიდებასა და ჰასაკითა თჳსითა ესე ყოველი განვლო საჴმილი.
    6.     ხოლო გრიგორის მიერ, ხუცისა და ნათესავისა მისისა, ეუწყა ყოველთა სარწმუნოებაჲ მისი, ვითარ იყო სიყრმითგან მორწმუნე და გონიერ და ყოველთა შემწყნარებელ.


6

     1.     საჩინო არს სათნოებისა მისისა წარმართებაჲ და წინა-წარსწრობაჲ და განმარტებაჲ გულისა მისისაჲ ღმრთისა მიმართ.
    2.     ათი წელი დაასრულა მონასტერსა მას შინა და ამისა შემდგომად ღმრთით სურვილი მოიწია მის ზედა, რაჲთა მივიდეს იგი ქალაქად წმიდად და დაეყუდოს უდაბნოსა ადგილსა.
    3.     რამეთუ შეჰგვანდა მის მიერ ადგილისაჲ მის უდაბნოჲსაჲ ქალაქ ყოფაჲ და გარემოჲს მისსა ჴმამაღლისა ესაჲაჲსი წინაწარმეტყუელებაჲ აღსრულებად.
    4.     შეუვრდა მამასახლისსა მის ადგილისასა და ევედრებოდა, რაჲთამცა განუტევა იგი ლოცვით.
    5.     ხოლო მამასახლისმან არა ინება განტევებაჲ მისი.
    6.     და გამოეცხადა უფალი მამასახლისსა მას ღამჱ და ჰრქუა, განუტევე საბა, რაჲთა მმსახუროს მე უდაბნოს.
    7.     ხოლო მამასახლისმან მოუწოდა თჳსაგან ფარულად და ჰრქუა: განგიტევებ შენ, შვილო, ბრძანებითა ღმრთისაჲთა, რამეთუ ჩუენებით მეუწყა.
    8.     ხოლო შენ ნუვის უთხრობ ამათ მამათაგანსა, რაჲთა არავინ ცნას.
    9.     ვიდოდე მშჳდობით, და უფალი იყავნ შენ თანა.
    10.     და ესრჱთ წინამძღურებითა ღმრთისაჲთა შემოვიდა იერუსალჱმდ მეათრვამეტესა წელსა ღუაწლსა ჰასაკისა მისისასა, დასასრულსა ღმრთისმსახურისა მარკიანოს მეფისასა, იერუსალჱმს მღდელთმოძღურებასა იუბენალისსა, და შე-ვინმე-იწყნარა იგი კაბადუკმან ბერმან ნეტარისა პასარიონის მონასტრისამან, რომელი შერაცხილ იყო ელპიდის მიერ მთავარმამასახლისისა.
    11.     ესე ნეტარი საბა დაადგრა ზამთარსა მას ბერისა მის თანა.
    12.     და ეტყჳნ მას ბერი იგი: შვილო, დაეწესე აქა.
    13.     და მან არა ინება.
    14.     და სხუანიცა მრავალსა დასაწესებელსა ეტყოდეს.
    15.     ხოლო მან, მშჳდობისმოყუარემან სიყრმითგან და ღმრთისმსახურმან, არცა ერთისა ამათგანისაჲ ვისი ისმინა ესევითარი სიტყუაჲ.


7

     1.     ესმოდა რაჲ ყოველთაგან ნეტარსა მას ღმრთისმსახურისა ევთჳმისი ღუაწლი, აღმოსავალით წმიდისა ქალაქისა უდაბნოჲ და ბრწყინვალისა ვარსკულავისა სინათლჱ და საკჳრველთა იგი საქმჱ, ვითარ-იგი ნათელი ყოველთა მისგან მიეფინებოდა;
    2.     და ვითარცა ესმა ნეტარსა მას ესე ყოველი, ვითარცა მფრინველმან, გული აღიღო და აღესურვა ხილვად წმიდისა მის და შეუვრდა ნეტარსა ელპიდის და ყოველი ნებაჲ გულისა მისისაჲ უთხრა.
    3.     ხოლო მან კაცი მისცა და ლოცვით და მშჳდობით წარავლინა.
    4.     და ვითარცა მივიდა ნეტარი ესე ადგილსა მას, ძმათა თანა იყოფოდა.
    5.     და დღესა შაბათსა, ვითარცა მოვიდოდა დიდი ევთჳმი ეკლესიად, შეემთხჳა მას წინაშე ეკლესიასა და ევედრებოდა მას ცრემლით, რაჲთა შეიწყნაროს იგიცა ძმათა თანა.
    6.     ხოლო დიდი ევთჳმი ასწავებდა მას და ეტყოდა: შვილო, არა სამართალ მიჩს, რაჲთამცა ჭაბუკი იყო ლავრასა შინა და არცაღა შეჰგავს ჭაბუკი ლავრასა შინა ყოფად.
    7.     და არცა ჯერ-არს განშოვრებულთა თანა ჭაბუკისა ყოფაჲ.
    8.     მივედ შენ, შვილო, ქუენასა მონასტერსა აბბა თეოქტისტჱსსა და ფრიად სარგებელ გეყოს.
    9.     ხოლო ნეტარმან საბა მიუგო და ჰრქუა: ვიცი, პატიოსანო მამაო, რამეთუ ყოველთაჲ ღმერთსა უნებს ცხორებაჲ.
    10.     მომიძღუა მე მოსლვად წმიდათა ჴელთა შენთა;
    11.     ვითარცა მიბრძანო, ეგრეცა ვყო.
    12.     მაშინ დიდმან ევთჳმი წარავლინა ნეტარი ესე თეოქტისტჱსსა და მიამცნო მისსა, რაჲთა ღუწოდის მას, ვიდრემდის მოიპოვოს მონაზონთა ზეცისა მოქალაქეობაჲ.
    13.     და ესეცა ვითარ მგონიეს, არა უცნაურად ყო დიდმან ევთჳმი, არამედ ვითარცა წინაჲსწარმცნობელმან და წინავე მეცნიერმან, იერუსალჱმისა განშოვრებულთა მამასახლისად განჰმზადა იგი არა ხოლო თუ ესე, არამედ მრავალნი ლავრანი და დიდი ესე ლავრაჲ უფროჲს ყოველთა ლავრათა პალესტინისათა, რომელი აღაშჱნოს.
    14.     და იყოს ესე მთავარ და მოძღუარ ყოველთა განშოვრებულთა ამის სოფლისათა.
    15.     და ამან შჯული დადვას, რაჲთა უწუერული არა შევიდეს ლავრად, და სხუათაცა ლავრათა ეგევითარი შჯული შეუთხრას.
    16.     რამეთუ ძუელითგან იყო ესევითარი ესე წინათა მამათაგან დამტკიცებული და ჯერ-არს წინა ყოფილი ყოველი დამტკიცებად ღირსთა მამათაჲ.


8

     1.     იყო რაჲ ნეტარისა თეოქტისტჱს თანა მამაჲ ჩუენი საბა, მისცა თავი თჳსი ყოვლადვე ღმერთსა.
    2.     დაღათუ რაჲმე აქუნდა თავისა თჳსისაჲ, მისცა იგი ჴელთა მამასახლისისათა და განმზადა იგი ღუაწლსა, შრომასა ჴორცითა დღითი-დღე, უძილობით დიდებასა ღმრთისასა ღამე ყოველ სიმდაბლითა და მორჩილებითა.
    3.     ესე იყო ძირი და საფუძველი მისისა მონაზონებისაჲ და იყო იგი საჴმარ კანონსა ზედა და ღმრთისმსახურებასა და გულსმოდგინე იყო უფროჲს ყოველთასა წინა შესლვად ეკლესიად და ყოველთა უკუანა ეკლესიით გამოვიდის, რამეთუ იყო იგი სულითა ფრთხილ და გუამითა მწჳს და ძლიერ.
    4.     და ყოველთა უფროჲს იყო იგი მშრომელ, რამეთუ სხუათა ძმათა თითოჲ ძნაჲ მანიჭი შეკრიბიან და შეიღიან შესაკრებელსა, ხოლო ამან ნეტარმან რაჲცა დღე შეკრიბის და შეიღის სამი ძნაჲ მანიჭი, და ამისსა უფროჲს კუალად შეეწევინ ძმათა, რომელნი შესაკრებელსა შინა არიედ მსახურნი: წყალსა ივსებნ, შეშაჲ მუართჳს და სხუასა ყოველსა შეეწევინ.
    5.     მრავალჯერ იქმნა ნეტარი ესე მეჯორეცა და სხუაჲცა მრავალი ჴელი, რომელი მოჰხუდა, უზაკუველად და უდრტჳნველად გარდაიჴადა, ვითარმედ უკჳრდაცა ძმათა ყოველთა ესევითარისაჲ მის ჭაბუკისაჲ გულსმოდგინებაჲ და მშჳდობაჲ.


9

     1.     იყო ვინმე ძმათაგანი მონასტერსა მას შინა, ნათესავით ალექსანდრელი, და სახელი ერქუა იოჰანე, რომელი მრავალსა ჟამსა ევედრებოდა და აწყინებდა ნეტარსა თეოქტისტეს, რაჲთამცა განუტევა იგი ალექსანდრიად, რამეთუ ესმა სიკუდილი მამა-დედათა თჳსთაჲ და რაჲთა განაგოს მამულ-დედული მისი მონაგები კეთილად.
    2.     და ევედრებოდა, რაჲთამცა განუტევა მის თანა ნეტარი საბა, ვითარცა ღირსი და სარწმუნოჲ და შემძლებელი შრომისაჲ.
    3.     ხოლო ნეტარმან თეოქტისტე იოჰანესი იგი ვედრებაჲ ისმინა და განუტევა აბბა საბა მის თანა ალექსანდრიად.
    4.     და ვითარცა შევიდეს იგინი ალექსანდრიად და ეძიებდეს მამულსა მას მონაგებსა იოჰანეჲსსა, იცნეს მუნ ნეტარი საბა სოფია, დედამან მისმან, და იოჰანე, მამამან მისმან, რომელსა გარდაუცვალეს სახელი კონონ.
    5.     და ესენი, რამეთუ ბრძანებასა ქუეშე ისაორელთასა იყუნეს, მოუჴდეს მას და ეტყოდეს: იქმენ ხუცეს გუნდისა ამის.
    6.     ხოლო მან განიშოვრნა იგინი და ჰრქუა: მე მჴედარ-ქმნულ ვარ ყოველთა ღმრთისა და მჴედრობისა ჩემისა დატევებად ვერ ძალ-მიც.
    7.     უკუეთუ ვინმე განმაშოვრებდეს ამას მჴედრობასა ჩემსა, გინათუ მშობელნი ჩემნი, გინა სხუაჲ ვინ, არავისი ვისმინო, რამეთუ დადგრომილ ვარ ამას აღსაარებასა, ვიდრე აღმოსლვადმდე სულისა ჩემისა.
    8.     და რაოდენი რაჲ უყვეს მას, ვერ შეუძლეს ნეტარსა მას დაჴსნად მისა და დაყენებად მათ თანა.
    9.     მოსცემდეს მას ოცსა დრაჰკანსა საგზლად.
    10.     ხოლო მან არა თავს-იდვა, იხილნა რაჲ იგი ფრიად შეწუხებულნი, სამი დრაჰკანი მოიღო, რაჲთამცა განკურნნა იგინი.
    11.     და გამოვიდა მწრაფლ ალექსანდრიაჲთ ნეტარი საბა და მის თანა მოყუასი მისი იოჰანე.
    12.     და ვითარცა მოვიდეს იგინი მონასტრად, მისცნა სამნი იგი დრაჰკანნი დიდსა თეოქტისტეს.


10

     1.     და ვითარცა დაასრულა ნეტარმან მან მეათჱ წელი მონასტერსა მას შინა, მოიწია აღსასრული სამგზის სანატრელისაჲ ნეტარისა თეოქტისტჱსი სამსა სეპტემბერისასა, ინდიკტიონსა ოთხსა.
    2.     და მივიდა მუნ დიდი ევთჳმი და დაჰკრძალა ძლევითა შემოსილი იგი გუამი მისი.
    3.     და დაადგინა მისსა ადგილსა მარტინოს, ღირსი და საკჳრველი, მამასახლისად.
    4.     ამან დაყო ორი წელი და ღმრთის შუენიერებით აღესრულა.
    5.     და მოვიდა კუალად დიდი ევთჳმი მონასტრად და დაჰმარხა იგი ნეტარისა თეოქტისტჱს თანა ლუსკუმასა, და ლომგინოს ვინმე პატიოსანი დაადგინა მისსა ადგილსა.
    6.     ხოლო მამამან ჩუენმან საბა მას ჟამსა ოდენ დაასრულა ოცდამეათეჲ წელი.
    7.     და ყოველთა მოხუცებულთა მის ადგილისათა წარჰმატა მარხვითა და მღჳძარებითა,სიმშჳდითა და სიმდაბლითა და სმენითა.
    8.     ევედრა იგი აბბა ლომგინოსს, რაჲთამცა უბრძანა მას დაყუდებაჲ ქუაბსა მას, რომელი არს გარეშე მონასტერსა სამხრით, კლდესა შინა.
    9.     ვითარცა ჰხედვიდა აბბა ლომგინე, რომელი აქუნდა შუენიერებაჲ დადგრომისა მისისაჲ და სიწმიდჱ სახისა მისისაჲ და მოსწრაფებაჲ ლოცვისა მისისაჲ დაუცხრომელად, მივიდა ნეტარი იგი და აუწყა მისთჳს დიდსა ევთჳმის.
    10.     ესე ვითარცა ესმა ევთჳმის, ჰრქუა მას: ნუ დააპკოლებ მას ღუაწლსა, ვითარცა უნდეს, იღუაწოს.
    11.     და უბრძანა მას, რაჲთა კჳრიაკესა შინა ხუთთა დღეთა ჯდეს ქუაბსა მას შინა.
    12.     ხოლო მამამან ჩუენმან საბა სურვიელად შეიწყნარა ბრძანებაჲ მისი და დაყო მუნ შინა ხუთი წელი ესევითარითა კანონითა: მწუხრი შემდგომად კჳრიაკისა გამოვიდის მონასტრით და აქუნ ჴელთსაქმრად მისა ბაჲაჲ, რომელი ეყოფინ თავადსა კჳრიაკესა;
    13.     და დაადგრის ხუთთა მათ დღეთა და არარაჲ მიიღის საზრდელი, და შაბათსა ცისკრისა გალობასა მოვიდის მონასტრად და მოიღის მის თანა ხუთთა მათ დღეთაჲ ქმნული ერგასისი მალაკი დასრულებული.
    14.     ესევითარი მონაზონებაჲ აქუნდა მას.
    15.     და ვითარცა იხილა ესე დიდმან ევთჳმი, წარიყვანის მის თანა შემდგომად მეათხუთმეტისა დღისა თუესა იანვარისასა უდაბნოდ, რომელსა ადგილსა ჰრქჳან რუბა, ურთიერთას ნეტარისა დომენტიანოსის თანა, რამეთუ აქუნდა სარწმუნუებაჲ მისა მიმართ, და ჭაბუკსა მას, ვითარცა ბერსა, სახელ-სდებდა.
    16.     და ვითარცა კეთილი ყრმისა მზრდელი, აღჰსწურთიდა და სწავლიდა უმაღლჱსსა შუენიერებასა, რამეთუ მუნ აღასრულიან ვიდრე ბზობისა დღესასწაულადმდე განშორებითა ყოველთა კაცთაგან.


11

     1.     განვიდა ოდესმე ადგილით რუბაჲთ დიდი ევთჳმი, რაჲთამცა განვლო უდაბნოჲ, რომელ არს წიაღ-ზღუამკუდარსა სამხრით, და თანა ჰყვანდეს დომენტიანოს და საბა.
    2.     და მიიწივნეს ესენი ადგილთა ურწყულთა და დაყვეს ჟამი რაოდენიმე.
    3.     და დიდისა მის სიცხისაგან ფრიად მოეწყურა ნეტარსა საბას და დავარდა დიდითა მით სიცხითა და ვერ ძალ-ედვა სლვად და აღესრულებოდა იგი მძაფრითა მით სიცხითა.
    4.     ხოლო ბერსა შეეწყალა იგი და განეშოვრა მათგან ვითარ ქვის-სატყორცებელ ოდენ და დავარდა პირსა ზედა თჳსსა, ევედრებოდა ღმერთსა და თქუა: უფალო ღმერთო, მოეც წყალი ადგილსა ამას ურწყულსა და განუქარვე ჭაბუკსა ამას წყურილი.
    5.     და შემდგომად ლოცვისა მოუწოდა და სამჯერ დასცა სკალიდი და აღმოეცა ადგილსა მას წყალი ცხოველი.
    6.     და ასუა მისგანი საბას, და მოეგო თჳსსავე გონებასა.
    7.     და მისგან მოიღო ღმრთისა მიერ ძალი, რაჲთა დაუთმოს სიმძიმესა უდაბნოჲსასა.
    8.     შემდგომად მცირედთა ჟამთა დიდმან მამამან ჩუენმან ევთჳმი მშჳდობით მასვე ზედა დაიძინა და განისუენა, ხოლო უფალმან მხოლომან სასოებით დაამკჳდრა იგი მეათხუთმეტესა წელსა ანასტასი მთავარებისკოპოსისა იერუსალემელისასა.


12

     1.     მას ჟამსა ოდენ დაასრულა ნეტარმან საბა ოცდამეათხუთმეტჱ წელი.
    2.     იხილა რაჲ, წესი მონასტრისაჲ მის გარდაიცვალებოდა, რამეთუ ბერნიცა მრავალნი აღესრულნეს, გამოვიდა მიერ და წარვიდა აღმოსავალით უდაბნოსა მას ნეტარისა გერასიმისსა.
    3.     და გამობრწყინდა, ვითარცა მთიები, იორდანისა უდაბნოსა და დასთესა ღმრთისმსახურებისა იგი თესლი.
    4.     და იქცეოდა ნეტარი მამაჲ ჩუენი საბა კუჲტილას და რუბას უდაბნოსა, და ნეტარისა დავითის გალობასა ღაღადებდა და იტყოდა: განვეშორე, მივედ და განვისუენე უდაბნოსა.
    5.     სიმშჳდით და მარხვით მოუკლებელად ლოცვასა დადგრომილ იყო.
    6.     და შეიკრიბნა გულისსიტყუანი და ჰმსახურებდა ღმერთსა დაუცხრომელად, ვითარცა წერილი იტყჳს: მოიცალეთ და გულისხმა-ყავთ, რამეთუ მე ვარ ღმერთი.
    7.     შეიშურა ესე ეშმაკმან და ფრიადნი მოაწივნა მის ზედა განსაცდელნი.
    8.     უნდა, ვითარმცა განაშოვრა იგი ყოველთაგან საქმეთა კეთილთა.
    9.     მიწოლილ იყო ნეტარი ესე შუვაღამეს ქჳშასა ზედა.
    10.     და გარდაიცვალა ეშმაკი მსგავსად გუელთა და ღრიაკალთა, რაჲთამცა შეაშინა მას.
    11.     ხოლო ნეტარი იგი მცირედ რაჲმე შეზრუნდა და ცნა მტერისა იგი სიბოროტჱ, მეყსეულად აღდგა და სახჱ ჯუარისაჲ დაიწერა და განიშოვრა მისგან შიში, დგა და იტყოდა: ოდეს შემიძლო შეშინებად ჩემდა, მაშინ გძლო, რამეთუ ჩემ თანა არს უფალი ღმერთი ჩემი, რომელმან მომცა შენ ზედა ძლევაჲ, რომელმან თქუა: აჰა მიგეც თქუენ ჴელმწიფებაჲ დათრგუნვად გუელთა და ღრიაკალთა და ყოველსა ზედა ძალსა მტერისასა.
    12.     და ამას რაჲ იტყოდა, მყის უჩინო იქმნა ყოვლითურთ ძალით მისით.
    13.     მერმე კუალად ეჩუენა მას ეშმაკი სახედ ლომისა დიდისა და საშინელისა, ზედა-მიუვიდოდა და იბრდღუენდა.
    14.     და ვითარცა იხილა საზარელისაჲ მის მჴეცისაჲ ზედა-მისლვაჲ, ჰრქუა მას: უკუეთუ მოგიღებიეს ჩემ ზედა ბრძანებაჲ, ნუ სდგა, ყავ.
    15.     უკუეთუ არა, ცუდად რაჲსა ჰშურები?
    16.     მე ღმერთსა ვერ განმაშოვრო, რამეთუ მან მიბრძანა მე და თქუა: ასპიდსა და იქედნესა ზედა ჰხჳდოდი და დასთრგუნო შენ ლომი და ვეშაპი.
    17.     და ესე ვითარ თქუა, მეყსეულად საშინელი იგი მჴეცი უჩინო იქმნა.
    18.     მიერ ჟამითგან დაამორჩილნა მას ღმერთმან ყოველნი მჴეცნი და ჴორცის მჭამელნი ნადირნი და იქცეოდა იგი მათ შოვრის უდაბნოსა მას და არარაჲ ევნებოდა.


13

     1.     და შეემთხჳა იგი ოთხთა სარაკინოსთა, მშიერთა და მოუძლურებულთა, და შეეწყალნეს იგინი ნეტარსა მას და უბრძანა მათ დასხდომაჲ.
    2.     მოიღო მელოტი თჳსი და დაუგო წინაშე მათსა.
    3.     სხუაჲ არარაჲ აქუნდა, გარნა ველურისა თაფლისა ძირი და ლერწმისა გული.
    4.     და ჭამეს მთეულთა მათ და განძღეს და იწულვიდეს, რომელსაძი ქუაბსა იყოფის რუბაჲსასა.
    5.     და შემდგომად რაოდენისამე დღისა პოვეს ადგილი მისი და მუართუეს მას ძღუნად პური და ყველი და ფინიკი.
    6.     ხოლო ნეტარსა მამასა ჩუენსა საბას განუკჳრდა მთეულთაჲ მათ ესევითარი იგი გულსმოდგინებაჲ.
    7.     და შეეწყალნეს იგინი ნეტარსა მას, ცრემლოვოდა და ეტყოდა: ვაჲმე, სულო ჩემო, ვითარ მთეულთა ამათ ესევითარი გულსმოდგინებაჲ აჩუენეს ჩემდა მომართ არარაჲსა წილ, და რაჲ-მე ვყოთ ჩუენ, საწყალობელთა ამათ და უგუნურთა, რომელთა ესოდენი სიხარული და დიდებაჲ გუაქუს ღმრთისა მიერ და ვიშუებთ და ესრჱთცა უდბობით და უჴმარობით აღვასრულებთ ცხორებასა ჩუენსა და არა ვისწრაფით სათნო-ყოფასა მისსა, რომელი მოგუმადლა ჩუენ საქმითა წყალობისა მისისაჲთა, რაჲთამცა მოუკლებელად შევსწირევდით მისა ნაყოფსა ბაგეთასა და აღვიარებდით სახელსა მისსა?
    8.     და დაადგრა ესევითარსა გულსმოდგინებასა დღჱ და ღამჱ ლოცვასა ღმრთისა მიმართ.


14

     1.     და იყოფოდა რაჲ იგი ადგილთა მათ უდაბნოთა რუბას, მოვიდა ვინმე მისა მონაზონი ღირსად მოჴსენებული, რომელსა ერქუა ანთოს, და მის თანა იყოფოდა.
    2.     ესე იყოფოდა სამგზის სანატრელისა აბბა თეოდოსის თანა მრავალ ჟამ.
    3.     და ვითარცა მიმოვიდოდეს ნეტარნი ესე უდაბნოთა ადგილთა, მოუჴდეს მათ მტერნი სარაკინოსნი, რიცხჳთ ექუსნი, ბუნებით მთეულნი და გონებითა ბოროტისმყოფელნი და სიმედგრითა შემოსილნი.
    4.     წინა წარავლინეს ერთი მათგანი, რაჲთამცა გამოცადნეს ნეტარნი იგი, და შეითქუნეს იგინი, რაჲთამცა მიუჴდეს და წარმოტყუენნეს იგინი.
    5.     ხოლო ნეტართა მათ მამათა, ვითარცა იხილეს ჭირი ესე, ყოვლადვე არად შეჰრაცხეს, არამედ სულისა თუალთა აღხილვითა ღმრთისა მიმართ ისწრაფეს, ილოცვიდეს ჴელგანპყრობით, რაჲთა იჴსნნეს იგინი ძჳრისზრახვისა მისგან მთეულთაჲს.
    6.     და მყის განეპო ქუეყანაჲ და დათქა, რომელი-იგი წინა-მოსრულ იყო მათდა მთეულთა მათგანი.
    7.     ხოლო ნეშტთა მათ მთეულთა იხილეს რაჲ საშინელი ესე ხილვაჲ, შეძრწუნდეს და ივლტოდეს მათგან.
    8.     და მიერ ჟამითგან მოიღო ნიჭი მამამან ჩუენმან საბა, რაჲთა არღარა ეშინოდის მთეულთაგან და მჴდომისა.
    9.     შეესწავა პირველად მამაჲ ჩუენი საბა ანთოსის მიერ ნეტარსა თეოდოსის, ვიდრე აღშენებადმდე და დამტკიცებად საცნაურისა მის მონასტრისა მისისა.


15

     1.     ოთხისა წელიწადისა ჟამთა რაჲ დაყო უდაბნოთა მათ შინა ნეტარმან მამამან ჩუენმან საბა, მიმოვიდოდა ესე ნეტარი უშინაგანეჲსთა უდაბნოთა.
    2.     და ვითარცა მოვიდა იგი უმაღლჱსსა მას ბორცუსა, სადა მაშინ ნეტარი ევდოკია სწავლასა დიდისა ევთჳმისსა იხარებდა, და ვედრებასა მისსა ღმრთისა მიმართ ეჩუენა მას მსგავსად ანგელოზისა ბრწყინვალისა და უჩუენა მას სამხრით ბორცჳსა მის ჴევი, რომელი შთამოვალს სილოვამით, და ჰრქუა მას: უკუეთუ გინებს ყოვლად, რაჲთამცა ჰყავ უდაბნოჲ ესე ქალაქ, დადეგ აღმოსავალით ჴევსა მაგას და იხილო წიაღ პირისპირ შენსა ქუაბი დაუჭირვებელი, შევედ, დაემკჳდრე მას შინა, და რომელმან მოსცის საზრდელი პირუტყუთა და მართუეთა ყორნისათა, რომელნი ჰხადიან მას, მან გამოგზარდოს შენ.
    3.     ვიდრე აქამომდის იხილა ჩუენებაჲ ესე, და ვითარცა მოეგო გონებასა თჳსსა, განმხიარულდა ფრიად ჴევისა მისთჳს, რომელ-იგი უჩუენა მას სამხრით კერძო.
    4.     და გარდამოვიდა იგი ბორცჳსა მისგან წინამძღურებითა ღმრთისაჲთა და პოვა ქუაბი იგი, ვითარცა იხილა ჩუენებასა მას შინა, შევიდა, დაემკჳდრა მას შინა მეორმეოცესა წელსა ჰასაკსა მისისასა.
    5.     მას ჟამსა ოდენ მთავარებისკოპოსმან იჱ˜ლემისამან ანასტასი მეაცხრამეტჱ წელი დაასრულა მთავარეპისკოპოსობასა შინა და აღესრულა თჳსა თავსა ივნისსა და დაუტევა მისსა ადგილსა მარტჳრი.
    6.     ხოლო ზინონ, ჰრომთა მეფობისა თჳთმპყრობელი, რომელმან მოკლა მეფჱ, და წინა-აღუდგა ოცსა თუესა და მეფობაჲ თჳსი უკმოიპყრა.
    7.     მაშინ მამაჲ ჩუენი საბა დაემკჳდრა ქუაბსა მას შინა, რომელი ვთქუთ, და იყო ძნელ შთასლვად და აღმოსლვად ქუაბი იგი.
    8.     და საბელი მუაბა პირსა ზედა მის ქუაბისასა, და საბლითა მით აღმოვიდის და შთავიდის ქუაბსა მას.
    9.     ხოლო წყალი, რომელ აქუნდა სასუმლად მისა, ეშოვრა იგი ვითარ ათხუთმეტ უტევან ლაკჳსა მისგან შჳდპირისა.
    10.     და შემდგომად რაოდენისამე ჟამისა მოუჴდეს მას ოთხნი სარაკინოსნი და ვერ შეუძლეს აღსლვად ქუაბსა მას.
    11.     იხილნა რაჲ იგინი ზეგარდამო ნეტარმან საბა, შთაუტევა მათ საბელი და უბრძანა, რაჲთა აღჰჴდეს.
    12.     ხოლო მთეულნი იგი ვითარცა აღჴდეს მისა და არარაჲ პოვეს მის თანა, დაუკჳრდა უპუვარებაჲ იგი მისი და შუენიერებაჲ და მიერითგან განეშოვრნეს მისგან.
    13.     მოუჴდიან მას ჟამითი-ჟამად, მუართჳან პური ჴმელი და ყველი და ფინიკი და სხუაჲცა თუ რაჲ პოვიან.


16

     1.     და დაყო ამან ნეტარმან ქუაბსა მას შინა თჳსაგან ხუთი წელი მარტოებით და სიმდაბლით გალობდა ღმრთისა მიმართ და განიწმიდა გულისსიტყუაჲ თჳსი და მხიარულითა პირითა უფალი იხილა და სძლო ბოროტთა და მედგართა სულთა დაუცხრომელითა ლოცვითა მისითა ღმრთისა მიმართ.
    2.     იყო იგი მას ჟამსა შინა ორმეოცდახუთსა წელსა ჰასაკისა მისისასა, და სულნი მრავალნი ერწმუნნეს ღმრთისა მიერ.
    3.     ბრძანებაჲ მოიღო სიტყჳთა ღმრთისაჲთა, რაჲთა არარად შეჰრაცხნეს საქმენი მტერისანი.
    4.     არამედ, ვითარცა იწყო წინაჲთვე ძალითა სულისა წმიდისაჲთა, რაჲთა განაკრძალებდეს მრავალთა, რომელთა ჰქონან მედგარნი გულისთქუმანი მტერისანი, ვითარცა იტყჳს წინაწარმეტყუელი: დაჰშჭრიდენ ჴრმლებსა მათსა საჴნისად და ლახურებსა მათსა მანგლად.
    5.     მიერ ჟამითგან იწყო შეწყნარებად, რომელნი მოვიდოდეს მისა, მრავალნი განთესულნი მეუდაბნოენი და მძუვარნი მოვიდეს მისა და იყოფოდეს მის თანა.
    6.     და სხუანიცა მივიდეს მისა: ნეტარი იოჰანე ნეა-ლავრისაჲ.
    7.     მერმე მოიჴსენა მისი ნეტარმან იაკობ, რომელმან შემდგომად ამისსა იორდანისა კიდესა გოდოლი ლავრად აღაშჱნა, და დიდი ფერმინოს, რომელი იყო მაქმაჲთ კერძო, რომელმან ლავრაჲ აღაშჱნა და რომელმან მონაზონებაჲ დაამტკიცა, შუენიერი სებერიანოს, რომელმან შემდგომად რაოდენთამე ჟამთა კაპარბარიქაჲთ კერძო მონასტერი აღაშჱნა, ამისსა შემდგომად ივლიანოსცა, რომელსა ერქუა შედრეკილ, რომელმან იორდანესა ზედა ლავრაჲ აღაშჱნა, რომელსა ჰრქჳან ადგილსა ელკერაბა.
    8.     და სხუანიცა მრავალნი მოვიდეს მისა, რომელთაჲ სახელები წერილ არს წიგნსა მას ცხოველთასა.
    9.     და თითუეულსა მომავალსა მისა მისცის მას მსგავსად თითოუეულისა მცირჱ სენაკი და ქუაბი.
    10.     და მადლითა ქრისტჱსითა შეკრიბნა ძმანი ვითარ სამეოცდაათ ოდენ, ყოველნივე ქრისტჱსმოყუარენი და ღმერთშემოსილნი, რომელნი ღირს იქმნნეს განწყობილსა თანა ანგელოზთასა და არაწმიდათა სულთა განსდევნიდეს დიდითა ღმრთისმსახურებითა, რომელნი გამოჩნდეს სამეოცდაათნი ახალნი მოციქულნი.
    11.     და არა იყო მათ თანა ცოდვაჲ.
    12.     და იყო მათა მამასახლის წინამძღუარ და მწყემს.
    13.     და აღაშჱნა ბორცუსა მას ზედა გოდოლი ჩრდილოჲთ კერძო, რომელი არს თავსა მას ჴევისასა მოსაქციელსა.
    14.     ესე რაჲ ქმნა, განიხილვიდა, რაჲთამცა გამოირჩია ადგილი, სადა ღმრთისა მიმართ შესწირვიდეს მადლსა.
    15.     მიერ თავით იწყო დამტკიცებაჲ ლავრისაჲ მის წინამძღურებითა სულისა წმიდისაჲთა, სიხარულითა და შეწევნითა აღაშჱნა შუვა ჴევსა მას მცირჱ ეგუტერი და საკურთხეველი დადგა.
    16.     და უკუეთუ ვინმე მოვიდის მისა უცხოჲ ხუცესი, ჟამი შეწირვად ჰსცის ეგუტერსა მას შინა, რამეთუ მან თავადმან არა ინება ჴელთა-დასხმით კურთხევაჲ და აქუნდა მას სიმშჳდჱ და სიმდაბლჱ და სამართალი.
    17.     მიემსგავსებოდა იგი ქ˜ჱსა, ჭეშმარიტსა ღმერთსა, რომელმან მოსცის, რომელნი სთხოვედ მას, რომელმან თქუა: ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშჳდ ვარ მე და მდაბალ გულითა.
    18.     და უფროჲსად უჩუენებდა სიმდაბლესა და სიმშჳდესა ძმათა მათ ყოველთა, რომელნი იყვნეს მის ქუეშე.
    19.     და იყო იგი მსახურად მათა და თითოეულსა მათგანსა ასწავებდა და განაკრძალებდა ძლიერად მტერისა საქმეთა ზედა და რაჲთა ყოვლადვე არა ჰსცეთ ადგილი სიბოროტესა მტერისასა.
    20.     განწმედილ იყო იგი გულითა ღმრთისა მიმართ და სასოებითა გარე-შეჭურვილ იყო და თქჳს, რამეთუ: სულისა უჟეშთაეს არარაჲ არს.
    21.     ესევითარითა საქმითა და ზრახვითა სულთა მათთა ზრდიდა და რწყვიდა მოუკლებელად და ფრთეთა შეასხმიდა და ფრინვასა ასწავებდა, რაჲთამცა განავლნა ცანი.


17

     1.     ხოლო იგინი ვითარცა იურვოდეს საჴმრისათჳს წყლისა, ილოცვიდა ნეტარი იგი ერთსა შინა ღამესა და იტყოდა: უფალო ღმერთო ძალთაო, უკუეთუ არს ნებაჲ შენი, რაჲთა აღეშჱნოს ადგილი ესე სადიდებელად სახელისა შენისა წმიდისა, ღირს-მყვენ ჩუენ და გარდამოგჳვლინე წყალი განსასუენებელად ძმათა.
    2.     ამას რაჲ ილოცვიდა მცირეაკსა მას ეგუტერსა შინა, ესმა ძგერაჲ კანჯრისაჲ ქუენა ჴევსა მას ღამჱ და შთაჰხედა ჴევსა მას, რამეთუ ნათელ იყო მთოვარეჲ, და იხილა კანჯარი იგი, რამეთუ ფერჴითა თხრიდა ძლიერად.
    3.     და ვითარ აღმოთხარა დიდად, ჰხედვიდა ზეგარდამო ნეტარი იგი.
    4.     და კანჯარმან მან ნათხარსა მას დაყო პირი და სუა.
    5.     და განიზრახა გულსა თჳსსა და თქუა, ვითარმედ: ღმერთმან მოჰხედა მონათა თჳსთა და გამოუცენა წყალი.
    6.     და მეყსეულად შთავიდა ადგილსა მას, აღმოთხარა და პოვა წყალი მდინარჱ.
    7.     და ვიდრე აქა ჟამადმდჱ არს ადგილი იგი შოვრის ლავრასა, და ფრიადი განსუენებაჲ მოსცა ღმერთმან ძმათა მათ მის მიერ და არცა ზამთრის გარდაემატების და არცა ზაფხულის დააკლდების, ივსებედ რაჲ ძმანი.


18

     1.     მერმე კუალად სხუასა ღამესა გამოვიდა ნეტარი იგი ქუაბით თჳსით და ვიდოდა ჴევსა მას შიდა, გალობდა ფსალმონსა დავითისსა და დანიელისსა.
    2.     და მეყსეულად დასავალით ჴევსა მას კლდეთა შინა, სადა აწ დამარხულ არს პატიოსანი გუამი მისი, შოვრის სამთა ეკლესიათა იხილა სუეტი ცეცხლისაჲ, მდგომარჱ ქუეყანასა ზედა, რომლისაჲ თავი იყო ვიდრე ცადმდე, ჰხედვიდა რაჲ ესე საშინელსა მას ხილვასა, შიშმან შეიპყრა და სიხარულად გარდაიქცა, რამეთუ მოიჴსენა წერილისაჲ, ვითარ-იგი ეჩუენა მამათმთავარსა იაკობს, რაჟამს იხილნა კიბენი იგი და თქუა: ვითარ საშინელ არს ადგილი ესე და არა არს ესე სხუა, გარნა სახლი ღმრთისაჲ.
    3.     და დაადგრა ადგილსა მას ნეტარი იგი ვიდრე განთიადმდე ლოცვასა შინა და აღმოვიდა მიერ ჴევით შიშითა და სიხარულითა დიდითა, სადა-იგი ეჩუენა მას სუეტი იგი ცეცხლისაჲ.
    4.     და პოვა მუნ ქუაბი დიდი და საკჳრველი, რომელსა აქუნდა სახჱ ეკლესიისა ღმრთისაჲ.
    5.     აღმოსავალით იყო კონქი ღმრთით-შჱნებული.
    6.     ჩრდილოჲთ კერძო პოვა სახლი დიდი, რომელსა აქუნდ სახჱ სადიაკონისაჲ და სამხრით კერძო – შესავალი ფართოჲ ადგილი, ვინაჲ შევალს ქუაბსა მას სინათლჱ.
    7.     ესე ადგილი ბრძანებამან ღმრთისამან შეამკვო და მუნ უბრძანა, რაჲთა შაბათსა და კჳრიაკესა აღასრულოდიან კანონი.
    8.     და ესრჱთ მცირედ-მცირედ შეწევნითა ღმრთისაჲთა განმრავლდეს ძმანი და მიიწინნეს მამანი, რიცხჳთ ვითარ ასერგასისნი ოდენ.
    9.     და ვითარცა განმრავლდებოდა კრებული იგი ძმათაჲ, და მრავალნი სენაკნი ეშჱნებოდეს იმიერ და ამიერ ჴევსა მას, მაშინ კაჰრაულნიცა მოჲდგნა სამსახურებელად ლავრისათჳს, რაჲთა მყოფთა მის ადგილისათა ჰმსახურებდეს და რაჲთა აქუნდეს ადგილობანს ყოველი საჴმარი და რაჲთა არა ამის მიზეზისათჳს სოფლად შევიდოდიან, რომელთა უნდეს დაყუდებაჲ უდაბნოს.
    10.     ხოლო იგინი მწყემსისა მის მათისა და წინამძღურისაგან ნაყოფსა გამოიღებდეს სათნოებისასა და სასოებითა უჴრწნელად გუამი მათი დაიმარხეს სულიერად.
    11.     მაშინ ღმრთით-ქმნულსა მას ეკლესიასა, რომელი თქმულ არს, საკურთხეველი არა დადგა, რამეთუ: არა უნდა მას, რაჲთამცა იქმნა იგი ხუცეს, და არცაღა ინება.
    12.     იტყოდა, რამეთუ: დასაბამი და ძირი არს ბოროტთა გულისთქუმათაჲ, რომელსა უნდეს მთავრობის.
    13.     და არს ღმრთით-შენებულსა მას ზედა ეკლესიასა კლდჱ ფიცხელი და მაღალი, და მას ზედა აღაშჱნა მამამან ჩუენმან საბა გოდოლი.
    14.     და პოვა მან აღსავალი შინაგან ქუაბსა მას სადიაკონით და მიერ აღვიდის გოდლად და მას გოდოლსა შინა დგან კანონისათჳს და სხჳსა განგებისათჳს.
    15.     და მრავალთა ადგილთა განითქუა სახელი მისი, და მრავალნი მოვიდოდეს მისა და შესწირვიდეს, ჰხედვიდეს რაჲ მისსა მას ანგელოზთა მოქალაქეობასა.
    16.     ხოლო ნეტარსა მას უფროჲსი რომელი მიაქუნდა შესაწირავად, საშჱნებელად და დასამტკიცებელად ადგილისა მის, წარაგებდა და რომელსა ჰგონებდა სათნო-ყოფად ღმრთისა, მასცა ჰყოფდა.
    17.     და არავინ შემძლებელ იყო წინა-აღდგომად მისა, რომელნი იყვნეს მის ქუეშე, რამეთუ მარტჳრი იყო მთავარმღდელთმოძღუარ და ჟამითგან დიდისა ევთჳმისით იცოდა იგი და ჰყუარობდა მას ფრიად.


19

     1.     ხოლო ნეტარმან მარტჳრი მერვჱ წელი მღდელთმოძღურებასა შინა დაასრულა და ღმრთისა მივიდა თუესა აპრილსა მეათსამეტსა დღესა, ინდიკტიონსა მეცხრესა.
    2.     და სალოსტის ჰხუდა მღდელთმოძღურებაჲ ორმეოცდამერვესა წელსა მამისა ჩუენისა საბაჲსსა ჰასაკისა ჟამთა.
    3.     აღმო-ვინმე-ცენდეს, რომელნი ჴორციელად იქცეოდეს, ვითარცა წერილი იტყჳს: ამათ სული არა აქუნდა, რომელნი მრავალ ჟამ აჭირვებდეს და აურვებდეს მას რაჲთავე.
    4.     ვითარცა ჲუდა მოციქულთა თანა იყო, და ელისჱს თანა – გიეზი, ვიდრე ჟამადმდე, და ესავ, ისაკისგან შობილი, და ვითარცა იყვნეს ძმანი აბელ და კაინ, ესენი შეითქუნეს, რომელთათჳს არს სიტყუაჲ ესე ურთიერთას და აღვიდეს ქალაქად წმიდად და შეურდეს სალოსტის მთავარებისკოპოსსა და სთხოვდეს მას, რაჲთამცა მოსცა მათ მამასახლისი.
    5.     ხოლო მთავარეპისკოპოსმან ჰრქუა მათ: რომლისა ადგილისანი ხართ თქუენ?
    6.     ხოლო მათ ჰრქუეს: ჴევსა რომელსამე უდაბნოს გარე ვიყოფით.
    7.     ხოლო მთავარეპისკოპოსმან ჰრქუა მათ: რომელსა ჴევსა იყოფით?
    8.     ხოლო იგინი შეიწრდეს და ჰრქუეს მას: ადგილსა მას, რომელსა წოდებულ არს „საბაჲს ჴევი“.
    9.     ხოლო მთავარებისკოპოსმან ჰრქუა მათ: და სადა არს აბბა საბა?
    10.     და მათ ჰრქუეს მას: ვერ შემძლებელ არს იგი განგებად ადგილისა მის უცბობითა მისითა, და ესეცა ვთქუათ, რამეთუ არცა მას აქუს მღდელობაჲ და არცა სხუათა შეუნდო, რაჲთამცა მღდელ ვითარმე იქმნა, და ასერგასისთა ძმათაჲ შეკრებულთაჲ ვითარ შეუძლოს განგებაჲ?
    11.     კჳრიკოს ვისმე ერქუა, ღირსად მოჴსენებული ხუცესი და მამასახლისი ანასტასია-წმიდისაჲ და ჯუართა-მცველი, იპოვა მთავარეპისკოპოსისა თანა, ამას რაჲ ეტყოდეს მონაზონნი იგი, და ჰრქუა მონაზონთა მათ: თქუენ იგი შეიწყნარეთ ადგილსა მას ანუ მან შეგიწყნარნა თქუენ?
    12.     ხოლო მათ ჰრქუეს: ჩუენ მან შეგჳყვანნა, გარნა უმეცრებითა მისითა ვერ ძალ-უც წინამძღურებად ჩუენდა, რამეთუ მრავალ ვართ.
    13.     და თქუა კუალად სამგზის სანატრელმან კჳრიკე: უკუეთუ მან, ვითარცა თქუენ სთქუთ, ადგილსა მას შეგკრიბნა და ადგილი იგი უდაბნოჲ ქალაქ ყო, და აწ ვითარ ვერ შემძლებელ არს განგებად, რომელმან ადგილი იგი ქალაქ ყო და თქუენ შეგკრიბნა ყოველნი?
    14.     ღმერთი რომელი შეეწევის მას შეკრებასა თქუენსა, და ადგილი იგი დაამტკიცა უფროჲს.
    15.     ხოლო ღმერთმან განგებისა მისისათჳს იზრუნოს.
    16.     მაშინ მთავარეპისკოპოსმან განუტევნა იგინი და ჰრქუა მათ: წარვედით ჯერერთ და განიზრახეთ და მერმე მოხჳდეთ!
    17.     და მოუწოდა ნეტარსა საბას რეცათუ სხჳთა მიზეზითა და მის თანა მოიყვანნა შემასმენელნიცა მისნი.
    18.     და წინაშე თუალთა მათთა აკურთხა იგი ხუცად და ჰრქუა მათ: იხილეთ, აჰა გაქუს თქუენ მამაჲ თქუენი და ლავრისა თქუენისა მამასახლისი, რომელი ღმერთმან ზეცით გამოჲრჩია და არა კაცმან.
    19.     ხოლო მე ბრძანებითა ღმრთისაჲთა დავამტკიცე გამორჩეული იგი მისი.
    20.     და ესე ვითარცა თქუა, თანა-წარიყვანა ნეტარი საბა და სხუანიცა იგი მის თანა.
    21.     და შთავიდა მთავარეპისკოპოსი ლავრად და თანა-ჰყვანდა კჳრიკე ჯუართა-მცველიცა მის თანა.
    22.     და ღმრთით-შჱნებულსა მას ეკლესიასა საკურთხეველი დადგა და კონქსა მას შინა მრავალთა მარტჳრთა ნაწილნი დაჰკრძალნა ღუაწლისა მძლეთაჲ საკურთხეველსა ქუეშე თუესა დეკემბერისასა ათორმეტსა, ინდიკტიონსა ათორმეტსა, ორმეოცდამეაცამეტესა წელსა ნეტარისა საბაჲსსა ჰასაკისა ჟამთა, დღეთა ზინონის მეფობასა.
    23.     და აღესრულა ზინონ, და ანასტასი დაიმკჳდრა მეფობაჲ.


20

     1.     მას ჟამსა მი-ვინმე-ვიდა ლავრად კაცი ღმრთით-შემოსილი და ზეგარდამო ცხებული და მადლითა შეჭურვილი, ნათესავით სომეხი, სახელით იერემია.
    2.     ჰყვანდეს მას თანა ორნი მოწაფენი ერთსახენი და თანა-მოღუაწენი მისნი, რომელთა ერქუა სახელი პეტრე და პავლე.
    3.     და ამისთჳს უფროჲს განეხარა ნეტარსა მამასა ჩუენსა საბას, რამეთუ მდაბალ იყვნეს იგინი ფრიად.
    4.     და მისცა მათ ქუაბი და მცირჱ სენაკი, რომელი არს ჩრდილოჲთ კერძო ქუაბსა მას, სადაცა წინაჲთ იყოფოდა იგი თავადი, ოდეს იყო მარტოჲ ჴევსა მას.
    5.     და უბრძანა მათ მცირეაკსა მას ეგუტერსა, რაჲთა აღასრულებდენ სომახარ კანონსა მის ჟამისასა შაბათსა და კჳრიაკესა.
    6.     და ესრჱთ მცირედ-მცირედ ჟამთა განმრავლდეს სომეხნი ლავრასა მას.
    7.     ერთი მოწაფეთა მათგანი სამგზის სანატრელისა იერემიაჲსი, რომელსა ერქუა პავლე, ვიდრე აქამომდე ღმრთის შუენიერებით დიდსა ლავრასა იჴსენების, მრავალნი საკჳრველნი და სასწაულნი მის მიერ იქმნნეს უმრავლჱს აღწერილისა ამის, რომელი მე მომემადლა.


21

     1.     და ვითარცა ღმრთით-შჱნებულსა მას ეკლესიასა საკურთხეველი დადგა, მოიყვანა სულმან წმიდამან ლავრად გამოუთქუმელი მამაჲ ჩუენი იოჰანე ეპისკოპოსი და შეყენებული, რომელი უფროჲს იყო ევთჳმისსა და საბაჲსსა.
    2.     ონჱსიფორე თქუა: მე მომმადლე და მე აღვწერო სახჱ მისი, რომელი ნეტარმან მამამან ჩუენმან საბა ლავრელთა თანა შეჰრაცხა და ეპყრა იგი.
    3.     ოცდამეათრვამეტესა წელსაღა ოდენ აღმოსრულ იყო ჰასაკისა მისისასა, ტაძარი წმიდაჲ იყო ესე სულისა წმიდისაჲ და შეიწყნარებდა ესე მადლსა ღმრთისასა, ნათლით შემკულ იყო ყოვლადვე და ვიდრე აქამომდის ჴორცითა ჰგიეს გუამი მისი და ანგელოზთა თანა იყოფის და განგჳნათლებს ჩუენ ღმრთისა მიმართ სლვათა ჩუენთა.
    4.     რამეთუ შუენიერად წარმართებულსა მას სლვასა მისსა ვერ შემძლებელ ვარ აღწერად აწ, არამედ ღმრთისმოყუარებისა მისისა მოგუემადლა მცირედ რაოდენმე მისთჳს აღწერად, და არს ესე ყოველთა საცნაურ.
    5.     ხოლო სიწმიდისა მისისაჲ გუესმა, ვითარ-იგი გამოიტყოდა ენათა მრავალთა.
    6.     და თჳსისაგან საქმენი მისნი გითხრნე, მრავალნი ყოფილნი და ძალნი, და არცაღა სამართალ არს მისთაჲ მათ საქმეთაჲ დუმილით და სულდაღებით თანა-წარსლვაჲ, არამედ უფროჲსღა გჳღირს მოჴსენებად, ვითარ-იგი გუექმნა ჩუენ ყოველთა ზეცისა ქალაქისა მომატყუებელ.
    7.     განფენილ იყო ყოველთა მიმართ მადლი შუენიერებისა მისისაჲ დასაბამითგან ცხორებისა მისისაჲთ.


22

     1.     ესე, რომელი დიდ იყო სახიერებითა, დაყუდებული ეპისკოპოსი იოჰანე მითხრობდა და თქუა: ვითარ-იგი ნეტარსა მამასა ჩუენსა საბას მოსწრაფებაჲ აქუნდა რაჲთურთით და შეუდგა დიდისა ევთჳმის გზათა.
    2.     რამეთუ იყო ნეტარისაჲ მის წესი ესე: მეათოთხმეტესა დღესა თუესა იანვარისასა განეშოვრის და წარვიდის დიდსა უდაბნოსა და მუნ აღასრულნის წმიდანი იგი დღენი მარხვათანი.
    3.     ხოლო ამან ნეტარმან მცირედ რაჲმე შეცვალა, რამეთუ შემდგომად წმიდისა ანტონისა კრებისა მივიდის და აღასრულის დიდისა ევთჳმისი საჴსენებელი მეოცესა დღესა თუესა იანვარისასა და ამისსა შემდგომად განვიდის დიდსა უდაბნოსა და განეშოვრის ყოვლისაგან თანა-ქცევისა კაცთაჲსა და დაყვის მუნ ვიდრე დღესასწაულადმდე ბზობისა.
    4.     და ესრჱთ რაჲცა წელ აღასრულის, ვითარ სახედცა თქმულ არს.
    5.     წიაღჴდა იგი ოდესმე ზღუამკუდარსა და, ვიდოდა რაჲ იგი უდაბნოსა მას ზორაჲსასა, იხილა ზღუასა მას შინა მცირჱ ადგილი ჴმელი და გულმან უთქუა, რაჲთა შევიდეს მუნ და გარდაიჴადნეს თავადნი მარხვანი მას შინა.
    6.     და ვითარ შევიდოდა იგი, შეემთხჳა მას ზრახვითა და შურითა მტერისაჲთა და შთავარდა იგი ადგილსა ერთსა მის ზღჳსასა, ბნელსა და ცეცხლსა, და გამოჴდა მიერ ალი და შეწუა პირი მისი და წუერი და რაოდენიმე ასოჲ გუამისა მისისაჲ.
    7.     და იდვა იგი რაოდენთამე დღეთა უტყუად, ვიდრემდე მოიწია მისა ძალი მაღლით და განკურნა იგი და განაძლიერა იგი არაწმიდათა ზედა სულთა.
    8.     ხოლო მიერ ჟამითგან, ვითარცა თქმულ არს, წუერნი მისნი რაჲ შეიტუსნეს, არღარა მოუგრძდეს და დაადგრა იგი კოვსაკად.
    9.     და ვითარცა აღასრულნა დღენი იგი, მო-რაჲ-ვიდა იგი ლავრად, ვერ იცნეს იგი მამათა, გარნა ჴმითა ხოლო და სლვითა.
    10.     და ჰმადლობდა ღმერთსა დასლვისათჳს წუერთაჲსა.
    11.     ღმრთისა მიერ გულად-იღო საქმჱ ესე, რაჲთა დამდაბლდეს და არა აღმაღლდეს სიდიდითა წუერთაჲთა.


23

     1.     ამისსა შემდგომად ჟამთა განვიდა იგი ჩუეულებისაებრ თჳსისა დიდსა მას უდაბნოსა მოწაფისა ვისთანამე თჳსისა, რომელსა წოდებულ იყო სახელი მისი აგაპი.
    2.     და მცირედნი რაჲ დღენი წარჴდეს, მიწოლილ იყო მოწაფჱ იგი მისი აგაპი ღამჱ და ეძინა პირაქცევით შრომისაგან და მარხვისა.
    3.     ხოლო ნეტარი საბა ილოცვიდა გულსმოდგინედ.
    4.     და მოუჴდა ლომი ფრიად დიდი მოწაფესა მას მისსა, რომელსა ერქუა აგაპი, და ისუნებდა მას ფერჴითგან ვიდრე თავადმდე.
    5.     და ევედრებოდა ღმერთსა მისთჳს ნეტარი მამაჲ ჩუენი საბა.
    6.     ხოლო ლომი იგი ლოცვითა ბერისაჲთა ეგოდენ მწრაფლ ივლტოდა, ვითარმცა ვინ ჰსცემდა და წარსდევნიდა.
    7.     და ვითარ წარვიდოდა, სცა კუდითა პირსა აგაპისსა და განაღჳძა, ხოლო იგი შიშითა შეძრწუნდა, აღიხილნა თუალნი თჳსნი და იხილა ლომი იგი დიდი და საშინელი, შიშმან შეიპყრა, აღხლდა და მოძღუარსა თჳსსა შეურდა.
    8.     ხოლო ნეტარმან მან შეიტყბო იგი, ასწავებდა მას და ეტყოდა: განიშოვრე, შვილო, მძიმჱ ეგე ძილი თუალთაგან შენთა და უზრუნველობაჲ გულისაგან შენსა, რაჲთა განერე, ვითარცა ქურციკი, საფრჴისაგან და, ვითარცა მფრინველი, მახისაგან.


24

     1.     და ესეცა მითხრა მე ნეტარმან მან დაყუდებულმან, ვითარმედ: კუალად სხუასა ჟამსა გან-რაჲ-ვიდოდა ნეტარი იგი დიდსა მას უდაბნოსა, მისცა მოწაფესა თჳსსა აგაპის მახალი თჳსი, რომელსა შიდა იდვა ათი ჴუეზაჲ პური ჴმელი, რომელსა აქუნდა ათ-ათი უნკიაჲ სასწორით.
    2.     და გან-რაჲ-ვიდეს და წარემართნეს იორდანედ, ვიდოდეს იგინი კიდესა იორდანისასა დასავალით კერძო.
    3.     და ვიდოდეს რაჲ იგინი, მიიწინნეს ადგილსა ერთსა კლდესა, რომელსა ზედა იყო ქუაბი.
    4.     გულმან უთქუა მის ადგილისაჲ ნეტარსა საბას.
    5.     არა თუ ნებითა თჳსითა, არამედ გამოჩინებითა ღმრთისაჲთა აღჴდა იგი საყუარელსა მის თანა მოწაფისა მისისა ძნიად.
    6.     და შე-რაჲ-ვიდეს ქუაბსა მას, პოვეს მუნ შინა კაცი ერთი განშორებული ამის სოფლისაგან, რომლისა თანა იყო სული წმიდაჲ.
    7.     და ვითარცა ლოცვა-ყვეს ურთიერთას, განუკჳრდა მარტოდმყოფსა მას და თქუა: საბა, მონაო ღმრთისაო, ვინ გიჩუენა შენ ადგილი ესე?
    8.     აჰა ესერა ღმრთისა მიერ მაქუს მე ქუაბსა ამას შინა ოცდამეათრვამეტჱ წელი და კაცსა ყოვლად სიტყუაჲ არა მიმიგებიეს, არცა მიხილავს აქა.
    9.     ხოლო ნეტარმან საბა მიუგო და ჰრქუა მას: ღმერთმან, რომელმან გაუწყა შენ სახელი ჩემი, მანვე მიჩუენა მე ადგილი ესე.
    10.     და მოიკითხეს ერთმანერთი და გამოვიდეს მიერ საბა და მოწაფჱ მისი და ვიდოდეს იგინი მრავალ დღჱ და განვლეს შუვა ზღუასა ტიბირიაჲსასა და იორდანესა და ილოცეს ადგილსა, რომელსა ჰრქჳან ქორსია, და შჳდწყაროს, და გარემოჲს ადგილთა მათ თავყანისსაცემელთა ვიდრე სპანიადმდე.
    11.     და უკმოჲქცეს და მოვიდეს იგინი ქუაბსა მას მის მეუდაბნოეჲსასა.
    12.     ჰრქუა ნეტარმან საბა მოწაფესა თჳსსა: აღვჰჴდეთ, ძმაო, და მოვიკითხოთ მონაჲ იგი ღმრთისაჲ.
    13.     და აღ-რაჲ-ჴდეს იგინი და შევიდეს ქუაბსა მას შინა, და პოვეს იგი, რამეთუ მოედრიკნეს მუჴლნი მისნი აღმოსავალით მსგავსად თავყანისმცემელისა.
    14.     ხოლო ბერსა ეგრე ეგონა, ვითარმედ ილოცავს.
    15.     და ელოდა მას მყოვარ ჟამ.
    16.     ვითარცა დღჱ იგი გარდაჴდა და არა აღდგა, ჰრქუა მას ნეტარმან საბა: გჳლოცე ქრისტჱს მიერ, მამაო!
    17.     და მან ვითარცა არარაჲ მოუგო, მიეახლა მას და შეახო ჴელი და პოვა იგი, რამეთუ აღსრულებულ იყო.
    18.     და ჰრქუა მოწაფესა თჳსსა: მოვედ, შვილო, და დაჰვმარხოთ ესე, ამისთჳს მუგუავლინა ჩუენ ღმერთმან!
    19.     და თავყანისცეს ღმერთსა და დაჰმარხეს გუამი იგი მისი ქუაბსა მას, და აღასრულეს მის ზედა განწესებული კანონი და დაყვეს პირი ქუაბისაჲ მის ქვითა დიდ-დიდითა და წარემართნეს გზასა თჳსსა.
    20.     და ესრჱთ მოვიდეს ლავრად დღესა ბზობისა შაბათსა.
    21.     და ყოველნი იგი დღენი მარხვათანი აღასრულნა თჳნიერ პურისა, გარნა შაბათსა და კჳრიაკესა ხოლო ჴორცსა და სისხლსა ქრისტჱსსა მიეახლის, და ესე ეყოფინ მას საზრდელად.
    22.     ხოლო ათნი იგი პურნი განჴმელნი, რომელ თანა-წარეხუნეს, მოწაფემან მისმან აგაპი იჴუმინნა.


25

     1.     მათ ჟამთა ოდენ, ოდეს ღმრთით-შჱნებულსა მას ეკლესიასა სატფური იყო, იოჰანე, რომელსა სახელი გარდაეცვალა კონონ, მამაჲ ნეტარისა ჩუენისა მამისა საბაჲსი, ალექსანდრიას შინა აღესრულა.
    2.     დიდად შურა და ღუაწლი დიდი გარდაიჴადა ისაორელთა გუნდსა თანა.
    3.     ხოლო ნეტარი სოფია, დედაჲ მისი, მობერებულ იყო დღეთა მრავალთა.
    4.     ესმა რაჲ ნეტარსა ამას, ვითარმედ ძჱ მისი უფროჲსად გარდაემატა მონაზონებასა ნეტარი საბა განყიდა ყოველი ჭურჭერი თჳსი და მოვიდა იერუსალჱმდ და მოიღო მის თანა ოქროჲ დიდძალი.
    5.     ვითარცა ესმა ნეტარსა საბას, მიეგებვოდა მას და შეიწყნარა იგი და ჰლოცვიდა დედასა თჳსსა, რაჲთა განეშოვროს ყოვლისაგან საქმისა ამის სოფლისაჲსა.
    6.     და შემდგომად მცირედთა დღეთა შეისუენა, და დაჰმარხა იგი ღირსთა თანა საფლავსა და ყოველი, რაჲ აქუნდა მონაგები მისი, შეიღო ლავრად.
    7.     და საფასითა მით მისითა იერიქოს აღაშჱნა ქსენადოქი სამოთხითურთ და წყალი უყიდა.
    8.     და ლავრასაცა აღაშჱნა ქსენადოქი მამათა განსასუენებელად და სხუაჲცა დიდადი კეთილი განგებაჲ ქმნა.


26

     1.     და ოდეს აშენებდა ქსენადოქსა ლავრისასა, წარავლინა ძმაჲ ერთი ნეტარმან მამამან ჩუენმან საბა იერიქოდ, რაჲთამცა მოიღო ძელი საქმარი კაჰრაულითა იერიქოჲთ ლავრად.
    2.     შთა-რაჲ-ვიდა ძმაჲ ესე, აღჰკიდა კაჰრაულთა ძელი, წარმოემართა და მოვიდოდა უდაბნოჲთ ლავრად.
    3.     და დასდვა მას ზედა სიცხჱ დიდი, და შეეწყურა მას ფრიად და შუვა ოდენ გზასა უდაბნოსა მას დაეცა, და მოიჴსენა მან ნეტარი იგი ბერი.
    4.     ილოცვიდა და თქუა: უფალო ღმერთო ნეტარისა მამისა ჩუენისა საბაჲსო, ნუ დამაგდებ მე.
    5.     და მეყსეულად რომელი-იგი სუეტითა ღრუბლისაჲთა აგრილობდა ისრაჱლსა ღმერთი, ამასცა ეგრევე სახედ ღრუბელი ცუარისაჲ მოსცა და დაშრიტა წყურილი მისი და განაძლიერა იგი.
    6.     და თანა-უვიდოდა მას ღრუბელი იგი ვიდრე მოსლვადმდე მისა ლავრად.


27

     1.     ორმეოცდამეათოთხმეტესა წელსა დიდისა საბაჲსსა ჰასაკისა ჟამთა, მეორესა წელსა საკურთხეველისა დადგმისა ღმრთივ-ქმნულსა მას ეკლესიასა, მოვიდა ნეტარი იოჰანე ეპისკოპოსი ლავრად ოცდამეერთესა დღესა თუესა იანვარისასა, ინდიკტიონსა ათხუთმეტსა.
    2.     მივიდა ნეტარი მამაჲ ჩუენი საბა კასტელისა ბორცუსა, რომელი ჰშორავს ლავრასა ვითარ ოც უტევან.
    3.     აღმოსავალით კერძო მთისა მის იყო ბორცჳ იგი საშინელ და უგზო სიმრავლისაგან დამკჳდრებულთა ეშმაკთაჲსა მას ზედა, ვითარმედ მწყემსთაცა მის უდაბნოჲსათა ვერ ძალ-ედვა მიახლებად ადგილსა მას შიშითა სიმრავლისა მისგან ეშმაკთაჲსა.
    4.     ხოლო ამან ნეტარმან და საკჳრველმან მაღალი შეიმოსა საცოდ მისა და ზეთი ცხოველისა ჯუარისაჲ ასხურა ადგილსა მას.
    5.     და დაადგრა ზედა ბორცუსა მას თავადთა მარხვათა და მოუკლებელად გალობითა მისითა განწმიდა ადგილი იგი და დიდი ჭირი იხილა ეშმაკთაგან ბორცუსა მას ზედა და დაუთმო.
    6.     ხოლო ნეტარი იგი ბერი, ვითარცა კაცი, მცირედ რაჲმე შეძრწუნდა და გულსა მოუჴდა, რაჲთამცა წარვიდა მის ადგილისაგან.
    7.     არამედ ვითარცა ოდესმე დიდსა აბბა ანტონის ეჩუენა ღმერთი, ამასცა ბერსა ეჩუენა ნეტარსა და უბრძანა ძალითა ჯუარისაჲთა და ესრჱთ უშიშად მოიღო სარწმუნოებაჲ და გულსმოდგინებაჲ და სძლო ყოველსა სიცრუვესა მტერისასა.
    8.     და ნეტარი ესე რაჲ განკრძალულ იყო მოუკლებელად ლოცვასა და მარხვასა, დასასრულსა ოდენ მარხვათასა მეორმეოცესა დღესა, შოვაღამესა ოდენ ილოცვიდა და ევედრებოდა ღმერთსა, რაჲთამცა განწმიდნა ადგილი იგი მუნ დამკჳდრებულთაგან არაწმიდათა სულთა.
    9.     იწყეს მყის ეშმაკთა მათ ძგერად და უცნებად ოდესმე სახედ ქუეწარმავალთა და ოდესმე სახედ მჴეცთა და ოდესმე მიემსგავსებიედ ყორანთა.
    10.     ჰგონებდეს, რაჲთამცა ესევითარითა უცნებითა შეაშინეს ნეტარსა მას.
    11.     ვითარ ვერ შეუძლეს მას, რამეთუ განმტკიცებულ იყო იგი ლოცვითა, წარივლტოდეს მიერ და კაცობრივითა ჴმითა ღაღადებდეს და იტყოდეს: ვაჲ ჩუენდა შენ მიერ, საბა, ვერ გეყოფისა ჴევი, რომელი ქალაქ ჰქმენ, და ჩუენთა ადგილთა მოგჳჴედ განსხმად?
    12.     აჰა დაუტევებთ ჩუენთა ადგილთა, წინა-აღდგომად შენდა ვერ ძალ-გჳც, რამეთუ გაქუს ღმერთი შენ წილ მბრძოლი.
    13.     ამას რაჲ იტყოდეს, მეყსეულად განეშოვრნეს იგინი მთასა მას ყოველნი ერთბამად, და აღჩნდეს იგინი მასვე ღამესა ქუემოკერძო მთასა მას, ვითარცა სიმრავლჱ ყორანთაჲ ძგერითა და წრაფითა მედგრობისაჲთა.
    14.     და იყვნეს ქუემოკერძო მთასა მას უდაბნოჲთ მწყემსნი.
    15.     იღჳძებდეს რაჲ იგინი და სცვიდეს სამწყსოსა მათსა, იხილეს სიმრავლჱ იგი ყორანთაჲ მათ.
    16.     და ესმოდა რაჲ ჴმაჲ მათი, ფრიად შეშინდეს ურთიერთას და თქუეს: ვჰგონებთ, ვითარმედ ნეტართაგანნი ვინმე არიან კასტელსა ზედა.
    17.     და მუნ ზედა მყოფნი იგი ეშმაკნი განიდევნეს.
    18.     არამედ მოვედით და აღვიდეთ ბორცუსა მას და ვიხილოთ, რაჲ თუ არს, და უკუეთუ იყვნენ კაცნი წმიდანი მუნ ზედა, თაყუანის-ვსცეთ მათ.
    19.     და ვითარცა განთენა, აღვიდეს იგინი ბორცუსა მას კასტელისასა და პოვეს მუნ წმიდაჲ ესე ნეტარი მარტოჲ.
    20.     და უთხრეს მას ყოველი, რაოდენი ღამესა მას ესმა და იხილეს.
    21.     ხოლო წმიდამან მან ჰრქუა მათ: ვიდოდეთ, შვილნო, მშჳდობით და შიშისა მათისაგან ნუ გეშინინ!
    22.     და ესრჱთ გულდებულად განუტევნა იგინი მშჳდობით.
    23.     და ვითარცა აღესრულნეს წმიდანი იგი დღენი მარხვათანი, მოვიდა ლავრად და დაყო მუნ დღესასწაული აღვსებისაჲ.
    24.     და წარიყვანნა მის თანა მამანი ვინმე და აღვიდა კასტელდ და იწყო განწმედად ადგილისა მის და შენებად სენაკებისა, რომელი იპოვებოდა მუნ ქვაჲ.
    25.     და ვითარცა თხრიდეს ადგილსა მას, პოვეს ქუეშე სახლი დიდი კამარედად დრეკილი ქვათაგან საკჳრველთა და ზედა კეცითა დართული.
    26.     და უბრძანა დარღუევაჲ მისი და მათ ქვათაგან აღაშჱნა ეკლესიაჲ.
    27.     და განიზრახა, რაჲთამცა მონასტერ ყო ადგილი იგი, რომელცა იქმნა.
    28.     და ვითარ შურებოდა იგი კასტელსა ზედა ძმათა თანა, და არარაჲ აქუნდა ეგევითარი საზრდელი.
    29.     ხოლო თუესა აგჳსტოსსა გამოეცხადა ჩუენებით წმიდაჲ საბა ნეტარსა მარკიანეს, მამასახლისსა მონასტრისასა, რომელი არს მახლობელად ბეთლემსა.
    30.     ნეტარისა ამის ღმრთისმსახურისაჲ იხილა მარკიანე ღამესა ერთსა, ვითარცა სახჱ ანგელოზისა მბრწყინვალისაჲ, რომელმან ჰრქუა მას: აჰა ეგერა შენ, მარკიანე, ჰზი აქა განსუენებულად და გაქუს ყოველი საზრდელი ჴორცთაჲ.
    31.     ხოლო მონაჲ ღმრთისაჲ საბა შურების კასტელსა ზედა ძმათა თანა ღმრთისა სიყუარულისათჳს, ჰშიან მათ და არა აქუს საზრდელი ჴორცთაჲ.
    32.     არამედ ინებე გარდაუქცეველად და მიუძღუანე მათ საზრდელი, რაჲთა არა სულმოკლე იქმნენ.
    33.     ხოლო დიდი მარკიანე მეყსეულად აღდგა და უბრძანა დასხმაჲ კაჰრაულთა მონასტრისათაჲ და აღჰკიდა მათ საზრდელი პირად-პირადი და წარჰმართნა ძმანი, რაჲთა მიართუან იგი.
    34.     ესენი ვითარცა მივიდეს, საკჳრველმან და ნეტარმან ამან მოიკითხნა იგინი და საგალობელსა ჴმასა დავითისსა და დანიელისსა, ღმრთისა მიერ მოცემულსა, იწურთიდა.
    35.     და უგულსმოდგინე იქმნა შჱნებასა მონასტრისასა ნეტარი საბა.
    36.     ხოლო ნეტარმან მარკიანე შემდგომად ხილვისა მის დაყო ოთხი თთუეჲ და ესრჱთ განვლო მშჳდობით სოფელი ესე თუესა ნოემბერისასა ოცსა, ინდიკტიონსა ერთსა.
    37.     ესრჱთ იყო შჱნებაჲ მონასტრისა კასტელისაჲ და სარწმუნოებით განსლვაჲ ნეტარისა მარკიანეჲსი.
    38.     ხოლო ნეტარმან მამამან ჩუენმან საბა, ვითარცა გულისხმა-ყო, რამეთუ განისუენებდა ღმერთი საქმეთა და შრომათა მისთა ზედა, ისწრაფა აღსრულებაჲ მონასტრისაჲ მის.
    39.     და ვითარცა აღაშჱნა იგი, გულსმოდგინებითა დიდითა შეკრიბნა მუნ მრავალნი მამანი: პავლე ვინმე, მეუდაბნოეჲ ძუელი, და მის თანა თეოდორე, მოწაფჱ მისი, დაადგინა განმგებელად მონასტრისა მის.
    40.     ხოლო პავლე რაჲ აღესრულა, დადგა თეოდორე და შეიყვანა ძმაჲ თჳსი სერგის და მამის-ძმაჲ მისი პავლე და შეიწყნარნა იგინი, რამეთუ იყვნეს იგინი ნათესავით მელეტინელ, რომელნი კეთილად იღუწიდეს კასტელისა მონასტერსა.
    41.     ხოლო შემდგომად ღირს იქმნნეს ამათონტას და ჰაჲლას მღდელთმოძღურებასა.
    42.     და ესეცა მონასტრისათჳს კასტელისა ზრუნვისა.


28

     1.     ხოლო მამამან ჩუენმან საბა ვითარცა დაამტკიცა კასტელისა მონასტერი, დიდი წრაფაჲ აქუნდა შეკრებად კაცთა მოხუცებულთა და მონაზონებასა შინა დამტკიცებულთა.
    2.     და ოდეს თმოსანნი ვინმე მოუჴდიან მონაზონებად, არცა კასტელს და არცა ლავრას სენაკსა შინა უტევის ყოფაჲ მათი, არამედ თჳსისაგან მცირეაკსა კჳნობსა, რომელი აღაშჱნა მარჯუენით კერძო ლავრასა და დაადგინნა მუნ ძმანი გამოცდილნი და სწავლულნი ფრიად.
    3.     და რომელნი მოვიდიან მონაზონებად მუნ, უბრძანის ყოფაჲ მათი ვიდრე დასწავლადმდე დავითისა და ფსალმონსა კანონისასა.
    4.     და რაჲთა განისწავლნენ მონაზონებისა წესსა, იტყჳნ მარადის ნეტარი ესე, ვითარმედ: შეჰგავს მონაზონი მესენაკჱ, რაჲთა იყოს წრფელ და მოსწრაფე, მოღუაწე და სწავლულ, ბრძენ შემკულებითა და მოძღუარ და ნუ რაჲთამცა უნდა სწავლაჲ შემძლებელი, რაჲთამცა ყოველთა ასოთა გუამისათა აღჳრ-ასხნა და გონებაჲ შეჲკრიბა კრძალულად.
    5.     ესევითართა მარტოდმყოფთათჳს ვიცი წერილისაჲ, ვითარ აჴსენებს, რამეთუ იტყჳს: უფალმან დაამკჳდრის მარტოდმყოფი სახლსა.
    6.     და ოდეს გამოსცდინ ახლად მონაზონთა, თუ ჭეშმარიტად უსწავიენ ფსალმონისა კანონი და უკუეთუ შემძლებელ არნ იგი დაცვად გონებისა თჳსისა და თუ განწმედილ არნ იგი გონებისაგან ერისკაცობისა საქმეთა და გულისზრახვათა და წინა-აღმდგომ თუ არნ საძაგელთა გულისთქუმათა მტერისათა.
    7.     და ოდეს ამით ყოვლითა გამოიცადის, მაშინ მისცის მას სენაკი ლავრასა შინა.
    8.     და თუ ვინმე შემძლებელცა არნ შჱნებად სენაკისა, უბრძანის მას შჱნებაჲ.
    9.     დამტკიცებულად თქჳს, ვითარმედ: უკუეთუ ვინმე ადგილსა ამას აღაშეჲნოს სენაკი, ეგრე არს, ვითარმცა ეკლესიაჲ ღმრთისაჲ აღაშჱნა.


29

     1.     ამას რაჲ ჰყოფდა და ასწავებდა მამაჲ ჩუენი საბა, უწუერულსა ყოვლადვე არა შეუნდვო, რაჲთამცა იყოფოდა ვისთანამე კრებულსა შოვრის მისსა, ვიდრე არა შეიმოსის წუერითა დაპკოლებისათჳს ბოროტისა.
    2.     და უკუეთუ მი-ვინ-ვიდის მისა უწუერული და არნ ჰასაკითა მწჳს, შეიწყნარის იგი და სამგზის სანატრელსა აბბა თეოდოსის მიუვლინის იგი, რომელი კათიზმისა ეკლესიისაგან გამოსრულ იყო და მარინჱს მიერ, რომელსა ფოტინჱს მონასტერ ჰრქჳან, რომელმან აღაშჱნა იგი, და ლუკა მეტობელისა, ბერისა, რომელი დიდისა ევთჳმის მიერ სწავლულ იყო მონაზონებასა და სრულქმნულ იყო, რომელნი იყოფოდეს დასავალით ლავრასა, ვითარ ოცდაათხუთმეტ უტევან.
    3.     და შეწევნითა ქრისტჱსითა აღაშჱნეს მონასტერი დიდად სახილველი.
    4.     და ნეტარმან მამამან ჩუენმან საბა რომელი მიავლინის ძმაჲ დიდისა აბბა თეოდოსისა, ვითარცა თქმულ არს, პირველად ამას აზრახებნ და ეტყჳნ: შვილო, არა ხოლო თუ უჯერო არს, არამედ სულისაცა სავნებელ არს ესევითარსა ლავრასა უწუერულისა ყოფაჲ.
    5.     ესეცა სკიტჱსა მამათა პირველთა დადვეს შჯულად, და ესევე შემვედრა დიდმან მამამან ჩუენმან ევთჳმი, მინდა რაჲ ყოფაჲ ლავრასა მისსა.
    6.     და ვითარ მიხილა მე უწუერული, მიმავლინა ნეტარისა თეოქტისტჱსა და თქუა: უჯერო არს და სავნებელ უწუერულისა ყოფაჲ ლავრასა შინა.
    7.     და მან წარავლინის მონასტერსა აბბა თეოდოსის ნეტარისასა.
    8.     ხოლო დიდმან თეოდოსი ვითარ იხილის მისგან მივლინებული ძმაჲ, ისწრაფინ გულსმოდგინედ შეწყნარებად, რაჲთამცა განსუენებულ იყო მიმავლინებელი მისი ნეტარი მამაჲ ჩუენი საბა.
    9.     იყვნეს ნეტარნი ესე ერთსულ და ერთგონება ურთიერთას და ლოცვასა შინა ღმრთისა მიმართ ერთობით შეზრახულ, რომელთა ჰხადოდეს იერუსალემელნი ახალთა მოციქულთა, ვითარცა პეტრეს და იოვანეს.


30

     1.     რამეთუ ორნივე იგი მთავარმამასახლისად და მონაზონთა განმგებელად განაჩინნა ნეტარმან მთავარეპისკოპოსმან სალოსტი.
    2.     აღსრულებასა ოდენ მისსა და ქრისტჱს მისლვასა ევედრნეს მათთჳს ყოველნი, რომელთა აქუნდა მონაზონებისა სქემაჲ.
    3.     და ვინაჲ იქმნა ესე ამათი მთავარმამასახლისობაჲ, მცირედითა სიტყჳთა ვთქუა: ელპიდი და ილია წმიდისა პასარიონის აღსრულებისა შემდგომად აღესრულნეს, ორნივე იგი მთავარმამასახლისნი.
    4.     და მათსა შემდგომად ლაზარე ვინმე დადგა მთავარმამასახლისად, გარდაიქცა იგი კათოლიკისა ზიარებასა და მოკუდა.
    5.     ანასტასი ვინმე დადგა მთავარმამასახლისად, რომელმან განწვალნა ყოველნი მონაზონნი, ეგოდენ შეუძლო, რომლისაგანცა იქმნა შფოთი და აღძრვაჲ.
    6.     რამეთუ არღარა იყო მონაზონთა პატივი, ვინაჲთგან იქმნნეს ლაზარე და ანასტასი მთავარმამასახლის და გარდაიცვალნეს მონაზონებისაგან და ქუეყანისა და სოფლისა ზრუნვასა მიუჴდეს.
    7.     ხოლო ანასტასი ვითარცა დაიმკჳდრა მეფობაჲ ზინუნისი, მისცა მწვალებელთა ჴელმწიფებაჲ.
    8.     მაშინ აღდგა ნეტარი სალოსტი, რომელი ზემოკერძო მოჴსენებულ არს, და აბბა მარკიანე მთავარმამასახლისად დაადგინა.
    9.     ხოლო შემდგომად მცირედთა ჟამთა მარკიანე ქრისტჱს მიერ შეისუენა.
    10.     და ყოველნი უდაბნოჲსა მონაზონნი შეკრბეს საეპისკოპოსოდ, რამეთუ სნეულ იყო მთავარეპისკოპოსი.
    11.     და შეთქუმითა ყოველთაჲთა თეოდოსი და საბა მთავარმამასახლისად და განმგებელად განაჩინნა ყოველთა ზედა მონასტერთა, რომელნი არიან იერუსალჱმისა საბრძანებელსა, ვითარცა მეუდაბნოენი და მდაბალნი და ცხოვრებითა და სიტყჳთა შემკულნი.
    12.     და ღმრთისა მიერ აქუნდა მადლი.
    13.     მიერ ჟამითგან აბბა თეოდოსი წინამძღუარ და მთავარმამასახლის იყო ყოველთა ზედა მონასტერთა.
    14.     და აქუნდა შემდგომი მისი, რომელი განაგებდა შჯულსა მონასტერთასა, წმიდაჲ პავლე, მარტჳრის მონასტრისა მამასახლისი, ხოლო მამაჲ ჩუენი საბა მთავრად დადგა და შჯულისა დამდებელად ყოველთა მარტოდმყოფთა და რომელნი-იგი სენაკთა მყოფ არიან.


31

     1.     ხოლო ნეტარმან სალოსტი დაყო რვაჲ წელი და სამი თუეჲ საყდარსა მისსა ზედა იერუსალჱმს და შეისუენა ქრისტჱს მიერ თთუესა ივლისსა ოცდასამსა, ინდიკტიონსა ორსა.
    2.     ილია, რომელი მრავალგზის მოჴსენებულ არს ნეტარისა ევთჳმის ზე, ამას მოეცა მთავარეპისკოპოსებაჲ ორმეოცდამეათრვამეტესა წელსა ნეტარისა საბაჲსსა ჰასაკისა ჟამთა.
    3.     ამან მამათმთავარმან ილია აღაშჱნა მონასტერი მახლობელად საეპისკოპოსოსა მისსა და მას შინა შეკრიბნა სპუდეოსნი წმიდისა ანასტასიაჲსანი, და დავითის გოდლისა თანა ადგილთა რომელნი-იგი განბნეულ იყვნეს, შეკრიბნა და მისცა განსუენებაჲ.
    4.     და იგინი რაჲ შთაჲყვანნა და შეკრიბნა მონასტრად მამამან ჩუენმან საბა, მრავალი სენაკთა მათთაგანი მოიყიდა და ადგილი იგი ქსენადოქად ლავრისათჳს აღაშჱნა.
    5.     იყვნეს სხუანიცა სენაკნი ჩრდილოჲთ კერძო სყიდულთა მათ სენაკთა, რამეთუ ჰსწადოდა, რაჲთამცა იგიცა მოიყიდნა საყოფლად უცხოთა მონაზონთათათჳს და რამეთუ ეძიებდეს უფალნი მათ სენაკთანი ოქროსა დიდადსა, ხოლო მას არარაჲ აქუნდა, რაჲმცა მისცა სენაკთა მათთჳს, გარნა ერთისა დრაჰკნისა ნახევარი.
    6.     ხოლო სარწმუნოებაჲ უფროჲს ყოველთა საფასეთა შეერაცხა, რომელი აქუნდა ღმრთისა მიმართ ნეტარსა მას.
    7.     და ვითარცა შეშჭირდა მას, მისცა დრაჰკნისა ნახევარი იგი წინდად და ჰრქუა: უკუეთუ ხვალე ყოველი სასყიდელი მაგისი არა მიგცე, წარ-მცა-მიწყმდების წინდი ესე ჩემი, და დროსა მას ხვალისა დღისასა აღმოსლვადმდე მზისა განიზრახვიდა ნეტარი იგი ამისთჳს და ილოცვიდა.
    8.     მო-ვინმე-ვიდა მისა უცხოჲ, რომელმან ყოვლადვე არა იცოდა იგი, და მოსცა მას ასსამეოცდაათი დრაჰკანი.
    9.     და მასვე ჟამსა წარვიდა კაცი იგი და არცაღა თუ სახელი მისი უთხრა.
    10.     ხოლო ნეტარსა მას დაუკჳრდა ღმრთისა მიერ შეწევნაჲ იგი მისი მწრაფლ და, ვითარცა-იგი აღუთქუა, მუნქუესვე მისცა სასყიდელი მათი.
    11.     და აღაშჱნა მეორჱ ქსენადოქი მომავალთათჳს უცხოთა განსასუენებელად.
    12.     და აღაშჱნა ნეტარმან მან კასტელისა მონასტრისათჳს ორი ქსენადოქი: ერთი წმიდასა ქალაქსა, მახლობელად გოდოლსა დავითისსა, და ერთი იერიქოს, მახლობელად სამოთხესა მას მისსა დანაკისკუდუვანსა.


32

     1.     მათ ჟამთა მოუვლინნა ღმერთმან მამასა ჩუენსა საბას ორნი ძმანი ჴორციელად, ქუეყანით ისაორელნი, რომელთა ერქუა სახელი თეოდოლოს და გელასი.
    2.     ესენი მიემსგავსნეს ბესელეელს და ელიაბს, რომელნი განმგებელ იყვნეს საქმესა მას კარვისასა.
    3.     ესენი თუ ვამსგავსენ მათ, ვჰგონებ, ვითარმედ არა მაბრალოს მე ღმერთმან.
    4.     ესენი აქუნდეს ჩუენ შოვრის ამას ახალსა მოსეს, რამეთუ დაკლებული საცნაურისა მის ლავრისაჲ აღაშჱნეს და გარემოჲს – მონასტრები.
    5.     პირველად აღაშჱნეს არტოკოპი, რომელ არს პურისა-საქმარი, და სასნეულოჲ ლავრას შინა.
    6.     და არტოკოპსა მას ზედა დიდი ეკლესიაჲ აღაშჱნა წმიდისა და ყოვლად ქებულისა ღმრთისმშობელისა ქალწულისა მარიამისი, რამეთუ ღმრთით-შჱნებული იგი ეკლესიაჲ მცირეჲ იყო განმრავლებითა ძმათაჲთა.
    7.     და სომეხნიცა განმრავლდეს, და იწრო იყო მათთჳს მცირჱ იგი ეგუტერი.
    8.     და შოვრის ორთა მათ ეკლესიათა ქმნა ეზოჲ, სადაცა-იგი პირველად იხილა სუეტი ცეცხლისაჲ, და ქმნა მრავალი წყალთა შესაკრებელი.
    9.     და ვითარცა აღაშჱნა დიდი ეკლესიაჲ და შეამკო ყოვლითა შემკულებითა, შთავიდა ნეტარი ელია მთავარეპისკოპოსი ლავრად და ყო სატფურებაჲ მის ეკლესიისაჲ და წმიდაჲ საკურთხეველი დადგა მუნ თჳსა თავსა ივლისსა, ინდიკტიონსა ცხრასა, სამეოცდამესამესა წელსა დიდისა საბაჲსსა ჰასაკისა ჟამთა.
    10.     მაშინ გამოიყვანნა სომეხნი მცირით ეგუტერით და უბრძანა ფსალმონებაჲ სომეხთა ენითა ღმრთით-ქმნულსა მას ეკლესიასა და შჯული შეუთხრა მათ ნეტარმან მან, რაჲთა ევანგელჱ და სხუანი ლოცვანი აღასრულნოდიან სომეხთა ენითა, ხოლო ჟამისწირვასა შეკრბენ ბერძენთა ეკლესიასა და მათ თანა ეზიარნოდიან, ამისთჳს რამეთუ ჴელი შეყვეს რომელთამე მათგანთა და, ოდეს იტყჳედ „წმიდაო ღმერთოსა“, თქჳან მათცა, რომელსა-იგი იტყოდა პეტრე, რომელსა ერქუა მკაწრვალ.
    11.     ამან შესძინა და თქუა: რომელი ჯუარს-ეცუ ჩუენთჳს.
    12.     ესმა რაჲ ესე ნეტარსა საბას, განრისხნა მათ ზედა და უბრძანა მათ და ჰრქუა: ამიერითგან ბერძლ იტყოდეთ ამას გალობასა, ვითარცა მოცემულ არს დასაბამითგან კათოლიკე ეკლესიასა, და ნუ ვითარცა-იგი პეტრჱს მკაწრვალისა თქმული გარდაქცეული, რომელი ევტჳქოსის თქმულსა ესვიდა.
    13.     და მეორედ მძლავრობის სახედ ანტიოქიისა საყდარი დაიპყრა, და წესითა ეკლესიისაჲთა გამუაძეს, კუალად მესამედ იქმნა ისაურიას სამშჭუალისათჳს, ზინონის მეფისა ბრძანებითა იგივე საყდარი დაიპყრა არაღირსმან მან, რამეთუ არა განჴსნილ იყო იგი, რომელ ყვეს მის ზედა შეჩუენებაჲ.
    14.     და აღაშფოთნა ყოველნი აღმოსავალით მყოფნი და შეჩუენებულ იყო იგი ფჱლლიკოსისგან, მთავარეპისკოპოსისა ჰრომთაჲსა, უცხოჲსა მის დიდებისათჳს, რომელ-იგი შესძინა „წმიდაო ღმერთოსა“.
    15.     ვითარ სამართლად და ღმრთისმსახურებით მამამან ჩუენმან საბა გულისხმა-ყო, რომელ-იგი შესძინეს უცხოჲ დიდებაჲ, მისგან განაშოვრნა იგინი და კათოლიკისა წმიდისა წესსა შეჰრთნა იგინი და შჯული ესე დადვა, რაჲთა შაბათსა კრებაჲ ღმრთით-ქმნულსა ეკლესიასა ყოდიან, ხოლო კჳრიაკესა წმიდისა ღმრთისმშობელისა ეკლესიასა, და რაჲთა მოუკლებელად შაბათი კჳრიაკედ ღამჱ განათიოდიან მწუხრითგან დილეულადმდჱ და ყოველთა დღესასწაულთა.


33

     1.     ხოლო ნეტარმან ამან წყალობითა ქრისტჱსითა მცირედთა ჟამთა ლავრაჲ განავრცო და შეკრებულნი მისნი განამრავლნა და კასტელისა მონასტერი დაამტკიცა და ყოველთა ნაკლულევანთა ლავრათა და მეუდაბნოეთა იღუწიდა.
    2.     ხოლო რომელნი-იგი წინა-მოჲჴსენნეს წიგნსა ამას მოწაფენი მისნი შემასმენელნი, და რამეთუ ესენი კასტელისა მონასტრისა შჱნებისათჳს იშურობდეს, და შე-ვინმე-იბირნეს სხუანიცა კრებულისა მისგანნი, ვითარ ორმეოცნი ოდენ ჭურჭერნი ეშმაკისანი და მათ თანა შემყოფნი.
    3.     ამათ იზრახეს ნეტარისა მის ზედა ბოროტი.
    4.     ხოლო მამაჲ ჩუენი საბა მშჳდ იყო კაცთა მიმართ და მბრძოლ ეშმაკთა მიმართ.
    5.     მიუტევა შემასმენელთა მისთა და წარვიდა ადგილთა სკჳთოპოლისისათა და დაჯდა უდაბნოთა ადგილთა მდინარესა ზედა, რომელი გამოვალს გადარაჲთ და იყოფოდა მუნ ქუაბსა შინა მცირესა ჟამსა.
    6.     ხოლო ქუაბსა მას შინა ჩუეულებაჲ აქუნდა ლომსა ფრიად დიდსა ყოფად მას შინა.
    7.     და ვითარცა მოვიდა ჩუეულად ლომი იგი შუვაღამესა ოდენ, პოვა ნეტარი იგი მძინარჱ და უპყრა პირითა თჳსითა სამოსელი მისი და მიჰზიდვიდა, რაჲთამცა გამოაძო იგი ქუაბისა მისგან.
    8.     ხოლო ნეტარმან მან ვითარცა განიღჳძა, იწყო ფსალმონებად ცისკრისა გალობასა, ხოლო ლომი იგი გამოვიდა გარე და ელოდა გარეშე.
    9.     და ამან ნეტარმან მღდელმან ვითარ აღასრულა კანონი თჳსი, მოუწოდა ლომსა მას, სადაცა-იგი აქუნდა ჩუეულებაჲ საწოლისა მისისაჲ.
    10.     და ვითარ შევიდა იგი შინა, კუალად შეუპყრა სამოსელი მისი და გამოჰზიდვიდა გარე მშჳდობით.
    11.     და ვითარცა აწყინებდა ლომი იგი, რაჲთამცა გამოვიდა ნეტარი იგი ქუაბისა მისგან, ჰრქუა კადნიერად.
    12.     ლომსა მას მღდელმან მან: ქუაბი ესე დიდ არს და შესაძლებელ არს აქა შინა ყოფაჲ ორთაჲვე, გარნა თუ არა გინებს შენ აქა ყოფაჲ, ვიდოდე მშჳდობით.
    13.     რამეთუ ჴელთა ღმრთისათა შექმნული ვარი მე და ხატი მისი მაქუს.
    14.     ესე რაჲ ესმა ლომსა მას, ვითარცა სირცხჳლეული, გამოვიდა ქუაბისა მისგან.


34

     1.     და ვითარ იყოფოდა ნეტარი ესე მცირედთა დღეთა ქუაბსა მას შინა, განითქუა სიდიდჱ მისი და მოვიდოდეს მისა მრავალნი სკჳთოპოლელნი და გადარელნი.
    2.     მაშინ მოუჴდა მას ერთი ვინმე სკჳთოპოლელი ჭაბუკი, რომელსა სახელი ერქუა ბასილი.
    3.     ნათესავი იყო ესე სევეროსისი და სოფრონისი მთავართაჲ.
    4.     გულსა მოუჴდა ამას მონაზონებაჲ წყალობითა ღმრთისაჲთა და მოვიდა ნეტარისა მის და მოიკუეცა და მონაზონებისა წესსა გულსმოდგინედ ისწავებდა.
    5.     ესმა ვიეთმე ავაზაკთა ბასილისი მუნ ყოფაჲ და მოუჴდეს მათ შოვაღამეს.
    6.     ჰგონებდეს, ვითარმედ პოვონ რაჲმე ბასილის თანა.
    7.     და ვითარცა განიხილნეს იგინი და არარაჲ პოვეს მათ თანა, წარვიდეს აღშჱნებულნი, იხილეს რაჲ მათი იგი ღმრთისმსახურებაჲ და არა ზრუნვაჲ ამის სოფლისაჲ.
    8.     და ვითარ წარვიდეს იგინი, შეემთხჳვნეს მათ ორნი ლომნი, დიდნი ფრიად.
    9.     ხოლო მათ შეეშინა.
    10.     აფუცეს ლომთა მათ და ჰრქუეს: გაფუცეფთ თქუენ ლოცვასა აბბა საბაჲსსა, რომლისაჲ სახიერებაჲ ვიხილეთ, აწღა გზა-გუეცით ჩუენ, რაჲთა წარვიდეთ, და ვითარცა ესმა მჴეცთა მათ სახელი ნეტარისა საბაჲსი, ვითარცა ტანჯვულნი, ეგრე ივლტოდეს.
    11.     ხოლო ავაზაკთა მათ ვითარცა იხილეს საკჳრველებაჲ ესე, გულისხმა-ყვეს, რამეთუ მონაჲ ღმრთისაჲ არს ბერი იგი, რომელი არცა თანა იყო და საკჳრველი ესე იქმნა.
    12.     და უკუნიქცეს ყოველნი ერთბამად მისა და შეუვრდეს მას და, რომელ-იგი საკჳრველებაჲ იქმნა, უთხრეს მას.
    13.     მიერ ჟამითგან აღუთქუეს ღმერთსა, რაჲთა არღარა ავნებდენ კაცთა და განეშოვრნენ ყოვლისაგან უსჯულოებისა.
    14.     და ესე სასწაული რაჲ განითქუა ბერისაჲ მის, მრავალნი მოვიდოდეს მისა.
    15.     და მცირეთა მათ დღეთა აღაშჱნა სენაკი და ორნი ძმანი მიიყვანნა მის თანა.
    16.     ვითარცა იხილა, რამეთუ მრავალნი აწყინებდეს ერისგანნი, მომავალნი მისა, იდუმალ განეშოვრა ადგილსა მას და ძმანი იგი შეჰვედრნა ღმერთსა, რომელნიცა მასვე ადგილსა აღესრულნეს.
    17.     ევმათი ვინმე ისაორელი მოვიდა და დაიპყრა სენაკი იგი და აღაშჱნა მონასტრად და შეკრიბნა ძმანი მრავალნი ამის კრებულისაგანნი.
    18.     იყო ერთი, რომელსა ერქუა ტარასის პატიოსანი, რომელმან დაიმკჳდრა სახიერებაჲ ევმათისი და შემდგომად მისა დაიპყრა მამასახლისობაჲ.
    19.     ესეცა ნათესავით ისაორელივე იყო და მონაზონებასა შინა წარმართებულ იყო და დამტკიცებულ.


35

    1.     მო-რაჲ-ვიდა ნეტარი იგი ლავრასა თჳსსა, პოვნა წინა მოჴსენებულნი იგი ორმეოცნი კაცნი, რომელთა არა აქუნდა სარწმუნოებაჲ მართალი.
    2.     და სხუანიცა გარდაექცივნეს, და იყვნეს იგინი სამეოც, გულკლებულ იყო და ფრიად იურვოდა ნეტარი ესე, რომელ-იგი მოიწია კრებულსა მისსა ვნებაჲ.
    3.     დაუკჳრდა, ვითარ დიდითა საქმითა და შრომითა მონაზონებისაჲთა უძლურნი იგი გარდაიქცეს.
    4.     და წინა-აღუდგის ნეტარი იგი მათსა მას გულისწყრომასა და მერმე სულგრძელებითა და სიყუარულითა სულიერითა და მშჳდობითა სიტყუათა თჳსთა შეჰკრებნ და ჰხედავნ მათსა მას სიბოროტისა კაცობასა და ურცხჳნოდ სლვასა.
    5.     და არა ერჩდეს იგინი, რაჲთამცა ვიდოდეს გზასა ქრისტჱსსა, არამედ მიზეზობდეს იგინი მიზეზობასა ცოდვისასა და სიტყუათა ცუდთა შეუდგეს.
    6.     ხოლო ბერმან ვითარცა იხილა ესე, ადგილ-სცა რისხვასა და წარვიდა ნიკო-პოლისით კერძო და დაყო მუნ რაოდენიმე ჟამი კერატსა ერთსა ქუეშე და კერატისა მისგან იზარდებოდა.
    7.     და ვითარცა ესმა მნესა მის ადგილისასა, განვიდა მისა, და ვითარცა იხილა იგი, აღუშჱნა მას სენაკი მცირჱ და შემდგომად მცირედთა დღეთა შეწევნითა ქრისტჱსითა სენაკი იგი მონასტერ იქმნა.
    8.     ხოლო ნეტარი ესე რაჲ იყოფოდა მას ადგილსა, იხილეს ბილწთა მათ გარე-დაყოვნებაჲ ბერისაჲ მის და განსდვეს თავადსა ლავრასა, ვითარმედ მამაჲ ჩუენი რაჲ ვიდოდა უდაბნოთა, შეჭამეს იგი მჴეცთა.
    9.     და ვითარცა შეიტყუვნეს სხუანიცა იგი, შევიდეს ქალაქად წმიდად წინაშე მთავარეპისკოპოსისა ელიაჲსსა და ჰრქუეს მას: მამაჲ ჩუენი საბა, იქცეოდა რაჲ ზღუამკუდარს უდაბნოთა, შეჭამეს იგი ლომთა, არამედ გჳბრძანე და მოგუეც ჩუენ მამასახლისი.
    10.     ხოლო ჭეშმარიტმან მონამან ღმრთისამან მთავარეპისკოპოსმან ელია იცოდა ჟამითგან ნეტარისა ევთჳმისით სიჭაბუკისა მისისაჲ ღმრთისმსახურებით სლვაჲ და ჰრქუა: მე თქუენი სიტყუაჲ არა დავიჯერო.
    11.     ვიცი, რამეთუ არა უსამართლო არს ღმერთი, ვითარმცა უგულებელს-ყო მონაჲ თჳსი და მჴეცთა შეჭამეს იგი, არამედ წარვედით და მოიძიეთ მამაჲ თქუენი, გინა დუმენით, ვიდრემდის ღმერთმან გამოაცხადოს იგი.
    12.     მო-რაჲ-იწია დღესასწაული ენკენიისაჲ და მსგავსად ჩუეულებისა შეკრებაჲ მამასახლისთაჲ, აღმოვიდა ნეტარი საბაცა წმიდად ქალაქად ძმათა თანა მონასტრისათა, რომელ-იგი ეშჱნა ნიკოპოლისს მონასტერი, რამეთუ აღეშჱნა მონასტერი და ძმანი შეეკრიბნეს, რამეთუ ღმერთი შეეწეოდა მას ყოველსა ჟამსა და ყოველთა საქმეთა მისთა.
    13.     და შევიდა იგი სხუათა მამასახლისთა თანა მთავარეპისკოპოსისა.
    14.     იხილა რაჲ იგი მთავარეპისკოპოსმან, ფრიად განეხარა და განიყვანა იგი თჳსისაგან და ევედრებოდა მას, რაჲთამცა უკუნიქცა იგი თჳსსა ლავრასა.
    15.     ხოლო იგი არა თავს-იდებდა, არცა ისმენდა.
    16.     ამისთჳს განრისხნა მთავარეპისკოპოსი და ჰრქუა მას: გრწმენინ, უკუეთუ არა ისმინო ზრახვისა და ვედრებისა ჩემისაჲ, არღარა იხილო პირი ჩემი, და ვერცა დავითმინო ჟამ ერთ, რაჲთა ნაშრომსა შენსა ზედა სხუანი განისუენებდენ.
    17.     ესე რაჲ ჰრქუა მას მთავარეპისკოპოსმან, მამამან ჩუენმან საბა ნებაჲ მისცა და აღასრულა ბრძანებაჲ მისი და უნებლიად უთხრა მთავარეპისკოპოსსა უშჯულოებაჲ იგი მათი და შეთქუმაჲ სამეოცთაჲ მათ კაცთაჲ გარდაქცეულთაჲ და არა სარწმუნოებაჲ გონებათა და გულთა მათთაჲ.
    18.     უთხრა, ვითარმედ ესრჱთ ბოროტისმოქმედ არიან.
    19.     მაშინ მთავარეპისკოპოსმან წიგნი მიუწერა ლავრისა მისისა ძმათა ყოველთა და ესრე თქუა: გაუწყებ თქუენ, ძმანო ჩემნო საყუარელნო, რამეთუ მამაჲ თქუენი ცოცხალ არს, და ლომთა არა შეჭამეს იგი, რამეთუ მოვიდა ჩემდა დღესასწაულსა ამას, და მე უნებლიად დავიყენე იგი ჩემ თანა, რაჲთა არა დაუტეოს ლავრაჲ თჳსი, რომელი ბრძანებითა ღმრთისაჲთა ამან აღაშჱნა.
    20.     მიითუალეთ ესე დიდითა პატივითა და დაემორჩილენით ამას.
    21.     არა თუ თქუენ ეგე გამოირჩიეთ, არამედ მაგან თქუენ გამოგირჩივნა.
    22.     ამისთჳს უნებლიად დაემორჩლენით მაგას.
    23.     უკუეთუ ვინმე თქუენგანნი მზუაობარ არიან და ამპარტავან და არა მორჩილ და არცა აწ უნდეს დამორჩილებად მაგისა, ნუმცა ვინ იყოფის მანდა.
    24.     რამეთუ ვერ შესაძლებელ არს, ვიდრე არა თჳსი ადგილი უკმოიპყრას.
    25.     ხოლო ნეტარი მამაჲ ჩუენი საბა, ვითარ არა ურჩ ექმნა ბრძანებასა მას მთავარეპისკოპოსისასა, ერთი მოწაფეთა მისთაგანი, ნათესავით ნიკოპოლელი, რომელსა სახელი ერქუა სებეროს, იგი მამასახლისად განაჩინა მონასტერსა მას, რომელი ეშჱნა ნიკოპოლისით კერძო, რომელმან დაყო მრავალი წელი მონასტრისა მის განგებასა და აღესრულა.
    26.     და დადგა შემდგომად მისსა დომნოს ადგილსა მას სებეროსისსა რაოდენმე ჟამ და აღესრულა.
    27.     და დაუტევა მისსა ადგილსა საბარონ.
    28.     უწყით ესე საბარონ, რომელი დაბერდა ფრიად და აქამომდე უპყრიეს ადგილი იგი.


36

     1.     ხოლო ნეტარმან საბა მოიღო წიგნი იგი მთავარეპისკოპოსისაგან და შთავიდა ლავრად თჳსა და უბრძანა წარკითხვაჲ წიგნისაჲ მის ეკლესიას შინა შეკრებულთა შოვრის ძმათა, ხოლო გარდაქცეულნი იგი, დაბრმობილნი გონებითა მათითა, განრისხნეს და შფოთი აღადგინეს ერთბამად სამეოცთა მათ წმიდისა მამისა ჩუენისა ზედა და, ვითარცა ბრძოლად განმზადებულნი, რომელნიმე სამოსელსა მათსა ყოველთასა აღჰმზადებდეს მათგანნი და ჭურჭერთა, ხოლო სხუათა მათ ნეშტთა აღიღეს ცულები და ჰამები და სათხრელები და კედები და აღჴდეს იგინი გოდოლსა მას მის ნეტარისასა და დაარღჳეს იგი ვიდრე საფუძველადმდე დიდითა სიბოროტითა და გულისწყებითა.
    2.     ხოლო ქვაჲ და ძელი გოდლისაჲ მის შთაყარეს ჴევად, და ვითარცა დაარღჳეს, დაუტევეს და წარვიდეს იგინი ლავრით.
    3.     და მივიდეს იგინი ლავრასა სუკასა და ევედრებოდეს, რაჲთამცა იყვნეს მუნ.
    4.     და ესმა ნეტარსა აკჳლონსს, მამასახლისსა სუკაჲსასა, რაჲ-იგი ყვეს მათ ბოროტი.
    5.     არა შჱრაცხნა იგინი და არცა შეიწყნარნა.
    6.     და წარვიდეს იგინი სამხრით კერძო დაბასა თეკუასა და პოვეს მუნ ჴევი და წყალი და საფუძველი ძუელთა სენაკთაჲ, რომელი ეშჱნა მწვალებელთავე.
    7.     და მუნ იშჱნეს სენაკები და ნეა-ლავრა დასდვეს სახელი.
    8.     ესენი ვითარცა გამოვიდეს ლავრისა მისგან ნეტარისა საბაჲსა, ხოლო სხუანი იგი დაადგრეს მშჳდობით და შესწირვიდეს ლოცვასა ღმრთისა მიმართ გულითა წმიდითა დაუცხრომელად და მღჳძარე იყვნეს თავყანისცემასა და, ვითარცა იფქლი გამომარგლილი რაჲ აღორძნდებინ, ეგრე მხიარულ იყვნეს, მცირედი რაჲ ჟამი წარჴდა, აგრძნა ნეტარმან საბა, სადა-იგი იყოფოდეს სულმოკლენი იგი მოწაფე-ყოფილნი, და მოიბნა კაჰრაულნი კასტელისანი და ლავრისანი და აღჰკიდა საზრდელი და მივიდა მათა.
    9.     და რომელთამე მათგანთა იხილეს რაჲ ნეტარი იგი მიმავალი, იტყოდეს ურთიერთას: იხილეთ-ღა, აჰა ესერა აქაცა მოვალს მრუდი იგი.
    10.     ხოლო ნეტარმან მან მღდელმან იხილნა იგინი ფრიად შეიწრებულნი, რამეთუ არცა ეკლესიაჲ აქუნდა, არცა წინამძღუარი, არამედ ეკლესიასა წმიდისა წინაწარმეტყუელისა ამოსისსა მივიდიან რაჲცა კჳრიაკე და მუნ ეზიარნიან;
    11.     და დაუწყნარებელობითა მათითა და უჯეროებითა გონებისა მათისაჲთა ურთიერთას ილალვიდეს და შფოთებდეს.
    12.     შეეწყალნეს იგინი ნეტარსა მას და შევიდა წმიდისა მთავარეპისკოპოსისა და უთხრა მათი იგი ცხორებაჲ.
    13.     და ევედრებოდა მას, რაჲთამცა შეიწყნარნა იგი.
    14.     ხოლო ნეტარმან მთავარეპისკოპოსმან მისცა ჴელთა მისთა ლიტრაჲ ერთი ოქროჲ და ჴელმწიფებაჲ მის ადგილისაჲ და მუნ მყოფთაჲ, რამეთუ იყვნეს იგინი კრებულისა მისისაგანნი.
    15.     ხოლო ნეტარი ესე მღდელი მივიდა მათა და აქუნდა მის თანა ყოველი საჴმარი.
    16.     და დაყო მათ თანა ხუთი თუეჲ და აღუშჱნა მათ პურის-საქმარი და ეკლესიაჲ და შეამკო იგი და საკურთხეველი დადგა.
    17.     სამეოცდამეცხრესა წელსა ჰასაკისა მისისა ჟამთა წარავლინა და მოიყვანა ლავრისა თჳსისაგან, ვითარცა ზემო წერილ არს, მეუდაბნოეჲ იოვანე, ნათესავით ელადელი, რომელსა წინაწარმეტყუელებისა მადლი აქუნდა.
    18.     ესე დაადგინა მამასახლისად ნეა-ლავრისა.
    19.     ამან ნეტარმან იოვანე ღმრთით-შემოსილმან წინაწარმეტყუელა რაჲ იგი მოწევნად, იყო ნეა-ლავრასა მათ ჟამთა, და აღსრულებასა მისსა ქრისტჱს მიერ თანა-უჯდა მას შემდგომი მისი.
    20.     ცრემლნი გარდამოსთხივნა და თქუა: აჰა, დღენი მოვლენან და აღმაღლდენ ამის ადგილისა მყოფნი ფრიად სარწმუნოებასა ზედა სიმართლისასა და განეშოვრნენ მას, და დამდაბლდეს სიმაღლჱ მათი, და ამისსა შემდგომად განიდევნნენ.
    21.     და ესე რაჲ თქუა, შეისუენა და ღმრთისა მივიდა.
    22.     ამან, შემკულმან მადლითა, შჳდი წელი დაყო განგებასა მის ლავრისასა სათნოებით ღმრთისა მიმართ და ამისსა შემდგომად სასწაულთა მოქმედად გამოჩნდა.
    23.     ხოლო მუნ მყოფთა მათ თანა-ზრახვითა მამისა ჩუენისა საბაჲსითა დაადგინეს ჰრომი ერთი წრფელი და უზაკუველი, რომელსა სახელი ერქუა პავლე, რომელი ღმრთისა შუენიერად ბრწყინვიდა.
    24.     ხოლო ნეტარმან პავლე ექუსი თუე დაყო უნებლიად მამასახლისობასა ნეა-ლავრას და ივლტოდა მიერ ადგილით და წიაღჴდა არაბიად.
    25.     და მერმე მოვიდა კაპარბარიქად და მუნ აღესრულა, რომელი ზემოკერძო მოჴსენებულ არს, რომელმანცა მუნ მონასტერი აღაშჱნა.
    26.     ხოლო ნეა-ლავრისა მამათა აუწყეს ნეტარსა საბას პავლჱსი იგი წარსლვაჲ და დიდად ევედრებოდეს მას.
    27.     და მოსცა მათ მოწაფჱ თჳსი, რომელი ზემო წერილ არს, რომელსა-იგი ერქუა აგაპი.
    28.     ამან ნეტარმან აგაპი რაჲ მიითუალა მამასახლისობაჲ ნეა-ლავრისაჲ, პოვნა მუნ ოთხნი მონაზონნი კრებულისა მისგანნი, რომელნი შეეყვანნეს მუნ წრფელსა პავლეს, და არა იცოდა მან, რაჲ იყვნეს იგინი, რამეთუ იდუმალ იწურთიდეს შჯულსა ოროგინეჲსსა.
    29.     ამათა წინამძღუარ იყო კაცი ვინმე პალესტინელი, რომელსა სახელი ერქუა ნონოს, რომელი მიზეზით რეცა ქრისტიანობასა და სიმდაბლესა აჩუენებდა.
    30.     ხოლო ესვიდა იგი სჯულსა უღმრთოთა წარმართთა და ჰურიათა და მანიქეველთასა და ოროგინჱსსა და დიდჳმოსისსა და ზღაპრობათა მათთა აღიარებდა.
    31.     ესე რაჲ ესმა ნეტარსა აგაპის მამასახლისსა, შეეშინა, განიზრახა და თქუა: ნუუკუე სხუანიცა მიერჩდენ მათსა მას მედგრად სწავლასა და სიბოროტესა მამისა მათისა ეშმაკისასა.
    32.     და შევიდა ნეტარი აგაპი მთავარეპისკოპოსისა ელიაჲსსა და უთხრა საქმჱ ესე, ხოლო მან უბრძანა გამოსხმაჲ მათი ლავრით.
    33.     და ვითარცა განვიდეს იგინი ლავრით, შთავიდეს ველის პირად და მუნ დასთესნეს ბოროტნი იგი ღუარძლნი სიტყუანი მათნი.
    34.     და ვითარცა ჟამნი რაოდენნიმე წარჴდეს, მთავარეპისკოპოსი შეასმინეს მეფესა, რომელი მცირედ შემდგომად ითქუას.
    35.     და ვითარცა ესმა ესე განსხმულთა მათ, მოვიდეს ნონოს და მისთანანი იგი ქალაქად წმიდად და ევედრებოდეს მთავარეპისკოპოსსა, რაჲთამცა უბრძანა მათ შესლვაჲ ნეა-ლავრად.
    36.     ხოლო მან ნეტარმან მოუწოდა წმიდასა საბას და ნეტარსა საყუარელსა აგაპის, ჰკითხა მათ და ჰრქუა: შესაძლებელ არსა შესლვაჲ მათი ნია-ლავრად?
    37.     ხოლო ნეტარმან აგაპი თქუა: უკუეთუ ეგენი შევიდენ, ყოველთა ძმათა ჩემთა უფროჲსღა მაგათსა ისწაონ შჯული ოროგინჱსი.
    38.     უმჯობეს არს ჩემდა, რაჲთა გამოვიდე მე ადგილისა მისგან და არა ეგენი შევჰრთნე კრებულსა ჩემსა, და ჰრქუა მას მთავარეპისკოპოსმან: სათნოჲ და კეთილი ნებაჲ ღმრთისაჲ განიზრახე.
    39.     და მათ ვითარცა გულისხმა-ყვეს, რამეთუ არას არგებს მათ მთავარეპისკოპოსი, წარვიდეს იგინი ველის პირადვე.
    40.     ხოლო ნეტარმან აგაპი დაყო ხუთი წელი ნეა-ლავრას კეთილად განგებასა მამასახლისობით და აღესრულა.
    41.     და დაადგინეს მისსა ადგილსა მამასახლისად ნეა-ლავრელთა, რომელსა სახელი ერქუა მამა.
    42.     ვითარცა ესმა ესე ნონოსს განდრეკილსა და მისთანათა აღსრულებაჲ ნეტარისა აგაპისი და მამაჲსი მამასახლისობაჲ, აღმოვიდეს იგინი მამაჲსა და მან შეიწყნარნა იგინი ლავრასა, რამეთუ არა იცოდნა იგინი.
    43.     ხოლო მათ აქუნდა ბოროტი იგი სწავლაჲ სულთა მათთაჲ მარადის და ვერ ძალ-ედვა ყოვლადვე სმენად სახჱ ღმრთისმსახურებით მონაზონთაჲ, არამედ ეშინოდა ნეტარისა საბაჲსა, რამეთუ მის მიერ იყვნეს დამტკიცებულ ერთსა სარწმუნოებასა ზედა ყოველნი უდაბნოჲსა მონაზონნი.
    44.     ესე რომელი რაჲ ვთქუთ ნეა-ლავრისათჳს, ამისთჳს, რაჲთა შემდგომითი-შემდგომად გაუწყო თქუენ ღმრთისმსახურისაჲ მის მღდელისაჲ განგებაჲ.


37

     1.     და გითხრა მბრწყინვალისა მამისა ჩუენისა საბაჲსი ღმრთისამიერი იგი მისა ნიჭი, რამეთუ მოქალაქეობაჲ იგი მისი იყო დიდებულ და ცხოვრებაჲ მისი სანატრელ და სარწმუნოებაჲ მისი მართალ ღმრთისა მიმართ.
    2.     ესე ყოველი მცირედ-მცირედ გამოცხადების წარმართებითა ღმრთისა სიტყჳთა.
    3.     წმიდაჲ ესე საბა, ახალი ნერგი, კასტელისა მონასტერსა გამოჩნდა მძლედ სულთა ზედა მედგართა, ღმრთისმსახურებითა და შეწევნითა სულისა წმიდისაჲთა უდაბნონი ქალაქ ყვნა.
    4.     პირველადვე უნდა ეშმაკსა საფრჴისა დაგებაჲ მოწაფეთათჳს საბაჲსთა, ოდეს-იგი გარდაიქცეს მისგან ნეა-ლავრისა აღშჱნებასა, არამედ მასვე დადგა საფრჴჱ ნეტარისა საბაჲს მიერ და სხუაჲ ძლევაჲ უფროჲსი აღადგინა საბა მის ზედა.
    5.     მო-რაჲ-ვიდა ნეტარი ესე ნეა-ლავრით, მცირედთა დღეთა დაეყუდა მარხვათა შინა.
    6.     და ამისსა შემდგომად წარიყვანა პავლე ბერი მის თანა, რომელსა დიადი განგებაჲ ექმნა.
    7.     და მივიდეს ჴევსა ერთსა მახლობელად დიდისა ლავრისა, რომელი ეშოვრა: ვითარ ათხუთმეტ უტევან დასავალით კასტელისა.
    8.     და პოვა ჩრდილოჲთ კერძო კლდესა შინა ქუაბი დიდი და შუენიერი და დაყვნა მას შინა თავადნი მარხვანი ვიდრე ბზობადმდე.
    9.     და მოვიდეს იგინი ლავრადვე.
    10.     და შემდგომად აღვსებისა თანა-წარიყვანა თეოდოლე და გელასი და თჳთ იგი პავლე და სხუანი მათ თანა და მოვიდა ადგილსა მას.
    11.     ხოლო შეწევნითა ღმრთისაჲთა ქუაბი იგი ეკლესია ყო და სხუაჲ გარემო ადგილი მონასტრად აღაშჱნა და დასდვა სახელი ადგილსა მას სპილეონთაჲ და ნეტარი პავლე დაადგინა განმგებელად ადგილსა მას და მისცნა მას ლავრისა მისგან სამნი ძმანი: გეორგი და კჳრიკოს და ევსტათი.
    12.     და ნებითა ღმრთისაჲთა აღორძნდა ადგილი იგი და განმრავლდეს ძმანი ფრიად.
    13.     და რასა უფროჲს ვიტყოდით მისთჳს.
    14.     რომელი ჩანს წინაშე თუალთა ჩუენთა სპილეონისა მონასტერი, რომელი დიდითა შრომითა და ოფლითა თჳსითა ნეტარმან მამამან ჩუენმან საბა აღაშჱნა?
    15.     ხოლო ნეტარმან პავლე რაჲ ქრისტჱს მიერ შეისუენა, და მისსა ადგილსა დადგეს კჳრიკე და ევსტათი.
    16.     და შემდგომად ამათისა აღსრულებისა სერგის დაიპირა მამასახლისობაჲ, ხოლო გეორგი წარავლინეს ალექსანდრიად და მთავარეპისკოპოსისა ზოვილჱს თანა ზრახვიდა.
    17.     ხოლო მთავარეპისკოპოსმან შეიპყრა იგი და აკურთხა ეპისკოპოსად პილოსს.
    18.     და ესე ღმერთმან განაჩინა მზრუნველად სპილეონისა მონასტრისა.
    19.     მარკიანოს ვისმე ერქუა ხუცესსა წმიდისა ანასტასიისასა და იყო იგი მამასახლის წმიდასა სიონს.
    20.     ესე წუსწუთ მოუჴდის წმიდასა მამასა ჩუენსა საბას და მრავალი საჴმარი მუართჳს მას და თჳსითა ჴელითა სარწმუნოებით იქმნ ყრმათა მისთა თანა, რომელთა ერქუა ანტონი და იოვანე, და შეეწევინ, რომელნი შურებიედ შჱნებასა მის ადგილისასა.
    21.     ესევითარი დიდი სარწმუნოებაჲ აქუნდა კაცსა მას, რამეთუ ფრიად შეიყუარა იგი მთავარეპისკოპოსმან ელია და ეპისკოპოსად დაადგინა იგი სებასტიას, და ანტონი – ასკალონისა ეკლესიასა.
    22.     ხოლო იოვანე დაადგინა დიაკონად წმიდასა ანასტასიას.
    23.     არამედ მღდელობისა მისისა ღმრთისა მიმართ ვერვინ შემძლებელ არს გამოთქუმად.


38

     1.     რომელი უმაღლჱს არს ყოველთა უდაბნოთა ბორცჳ, აღმოსავალით კერძო შჱნებული გოდოლი ევდოკიაჲს მიერ ნეტარისა, რომელი მესმა მე წერილსა შინა ნეტარისა დიდისა ევთჳმის თქმული, გარდაცვალეს ვიეთმე მონაზონთა წესი თჳსი და იტყოდეს დიოსკორჱსსა და ევტჳქისსა მანკიერებით, რამეთუ აქუნდა მათ ერთგულებაჲ.
    2.     გერონტის თანა და რომანჱს თანა, რომელნი განსხმულ იყვნეს, და სხუანი ორნი მონაზონნი, რომელნი იტყოდეს წვალებასა ნესტორის მბრძოლისასა.
    3.     და ესენი ვითარცა მივიდეს ყოფად ადგილსა მას, არა აღიარებდეს მართლჭეშმარიტსა წმიდასა ღმრთისმშობელსა მარადის ქალწულსა მარიამს, არცა ერთარსებასა წმიდისა სამებისასა, არცა მეოხად იტყჳან ქრისტესა, ჭეშმარიტსა ღმერთსა.
    4.     ესენი რაჲ დაემკჳდრნეს მუნ, დიდსა მამასა ჩუენსა საბას ფრიად გულსა აკლდა და ეურვებოდა სამთავე მათთჳს მონასტერთა.
    5.     მათ დღეთა შინა იხილა მან ჩუენებაჲ ესევითარი: იხილა თავი თჳსი წმიდასა ანასტასიას შინა ჟამისწირვისა აღსრულებასა ოდენ, და გამუასხმიდეს ვიეთმე და სცემდეს კუერთხითა და მრავლითა რისხვითა სდევნიდეს, ხოლო იგი ევედრებოდა მათ, რომელთა აქუნდა კუერთხები იგი, რაჲთა შეუნდონ მათ ზიარებად.
    6.     ხოლო მათ მოუგეს რისხვისა სიტყჳთა და ჰრქუეს: არა შეჰგავს მაგათა ზიარებაჲ, რამეთუ ურჩ არიან და არა აღიარებენ ქრისტესა, ჭეშმარიტსა ღმერთსა, ღმრთად, არცა წმიდასა ღმრთისმშობელსა მარიამს, მიერ ჟამითგან შეეწყალნეს იგინი ნეტარსა საბას და ევედრებოდა ღმერთსა მათთჳს ყოვლითა გულითა, რაჲთა მუაქცივნეს იგინი სიმართლესა და რაჲთა განეშოვრნენ ნესტორის სჯულსა.
    7.     და იყო ნეტარი იგი მათ თანა მრავალ ჟამ და ევედრებინ ღმერთსა მათთჳს წუსწუთ და ნუგეშინისცემნ მათ, რაჲთამცა ღმრთისმსახურებისა შჯულსა დაემორჩილნეს.
    8.     და ესრჱთ მამაჲ ჩუენი საბა დიდად დაშურა ლოცვითა და ნუგეშინისცემითა მათა მიმართ და შეწევნითა ღმრთისაჲთა დააჯერა მათ ნესტორის შჯული შეჩუენებად და ზიარებად წარიყვანნა იგინი კათოლიკე ეკლესიასა და მიუთუალნა იგინი ნეტარსა თეოდოსის.
    9.     ერთი ვინმე ღირსი და კეთილი მოწაფეთა მისთაგანი, ნათესავით ბიზანტიელი, რომელსა ერქუა იოვანე, ესე სქოლარ ყოფილიყო ზედა ყოველთა სქოლართა.
    10.     ამან ხატი მონაზონებისაჲ შეიმოსა დიდსა ლავრასა და მონაზონებისა ხატითა აღასრულა მოქალაქობაჲ.
    11.     ესე ნეტარმან საბა განმგებელად დაადგინა და მამასახლისად გოდლისა მის, ვითარცა სიბრძნითა შემოსილი და ადგილისა მის შემძლებელი განგებად.
    12.     მისცნა მას ძმანი ლავრისანი და საჴმარი მათი.
    13.     აღ-რაჲ-ვიდა მუნ ზედა, შურებოდა და იღუწიდა და შეწევნითა ღმრთისაჲთა პირგონი იგი მონასტერ ქმნა.
    14.     და შეკრიბა, სქოლარმან მონასტერსა მას კრებული დიდძალი, რამეთუ იყო მუნ აბრაამ კარტიაჲსა ეპისკოპოსი.
    15.     ხოლო სქოლარმან ოცდაათხუთმეტი წელი დაყო მონასტერსა მას შინა და აღესრულა მონაზონებასა შინა დამტკიცებული და მართლმადიდებელი შჯულისაჲ.
    16.     ხოლო ნეტარი მამაჲ ჩუენი საბა დიდად დაშურა შჱნებასა და დამტკიცებასა მის მონასტრისასა და, ვიდრე აღსრულებადმდე მისა, მოკითხვითა და შეწევნითა მას ადგილსა არა მუაკლო.


39

     1.     მონაზონი ვინმე ერთი იყო დიდისა ლავრისაჲ, იერუსალემელი ნათესავით, რომელსა სახელი ერქუა იაკობ.
    2.     ამან ურცხჳნოებაჲ შეიმოსა.
    3.     და ვითარცა ნეტარი იგი განვიდა დიდსა უდაბნოსა მსგავსად ჩუეულებისა, ხოლო ამან იაკობ შეიკრიბნა ძმანი ლავრისაგანნი და იწყო შჱნებად, რომელ-იგი წინა მოჴსენებულ არს წერილსა ამას, რომელსა ჰრქჳან შჳდპირისა ლაკუაჲ, და აღაშჱნა მუნ ეგუტერი მცირჱ და სენაკები.
    4.     ჰგონებდა, ვითარმცა ლავრად აღაშჱნა იგი.
    5.     ხოლო მამანი ლავრისანი განრისხნეს და აპკოლებდეს საქმესა მას.
    6.     ხოლო მან ტყუვა და თქუა, ვითარმედ: ბრძანებითა წმიდისა მამისა ჩუენისა საბაჲსითა ვყავ ესე – ხოლო მამათა ვითარ ესმა ესე, გულკლებულ იქმნნეს ფრიად, არამედ საქმჱ იგი არა დააპკოლეს.
    7.     ხოლო დიდი მამაჲ რაჲ მოვიდა დღესასწაულსა მას, იხილა შჱნებული იგი, მოუწოდა იაკობს და ჰრქუა მას: შვილო, არა არს საქმჱ შენი ღმრთისა მიერ, ვითარმცა სხუაჲ ლავრაჲ აღეშჱნა ადგილსა ამას მახლობელად, უფროჲს ხოლო ამისთჳს, რამეთუ ლავრისა მამათა არა ღირს უჩს ესე, არამედ უფროჲსღა შფოთ არიან მაგისთჳს, რამეთუ გზასა ზედა არს და ლაკუასა ჩუენსა.
    8.     დაღათუ ვინმე თქუას, ვითარმედ ბრძანებასა ქუეშე ლავრისასა იყოს შჱნებული ესე, არამედ მე უფროჲსღა არა მნებავს, რაჲთამცა განვაგრძელე ადგილი ლავრისაჲ ამის.
    9.     ხოლო ისმინე წინაწარმეტყუელისაჲ, რომელსა იტყჳს უმეცართა და ამპარტავანთათჳს, რომელნი ჰყოფენ უფროჲს პატივისა და ძალისა მათისა, და თქუა: დაჭრენით საჴნისნი თქუენნი მახჳლად და მანგალნი თქუენნი ლახურად.
    10.     ანუ რაჲ სარგებელ არს მუშაკისა მის, უკუეთუმცა ბრძოლით ქუეყანაჲ ეპყრა?
    11.     და შენცა აწ სულთა და ჴორცთა ვნებასა არღა გიძლევიეს და ვითარ სხუათა სწავლი და შეპყრობილ ხარ შენ გულისთქუმითა და ამპარტავანებითა?
    12.     ხოლო იაკობ ვითარ წინა-აღუდგებოდა ნეტარსა მას და არა ერჩდა, ჰრქუა მას ბერმან: მე, შვილო, ეგრე მგონიეს, ვითარმედ უმჯობჱსი გაზრახო შენ, რამეთუ ზედა სდგა შენ ურჩებასა შენსა.
    13.     ხოლო ოდეს გამოიცადო, მაშინ ისწაო, რამეთუ ჭეშმარიტად წერილი იტყჳს, ვითარმედ: ცილობამან აღადგინის ბოროტი, ხოლო უფალმან ანგელოზი მრისხანჱ მიუვლინის მას.
    14.     და ესე რაჲ თქუა ნეტარმან მან, წარვიდა გოდოლსა თჳსსა, ხოლო იაკობ შეიპყრა ძწოლამან და მჴურვალებამან და შჳდსა თუესა სალმობითა მით იტანჯებოდა ბოროტად.
    15.     და განიწირა იგი სიკუდიდ თუესა ნოემბერისასა და ევედრა იგი მამათა, რაჲთამცა მიიღეს იგი ეკლესიასა ლავრისასა და დააგდეს იგი ფერჴთა თანა წმიდისა მამისათა, რაჲთამცა შენდობაჲ პოვა უწინარჱს სიკუდილისა მისისა.
    16.     და ვითარცა ესე იქმნა, ჰრქუა მას წმიდამან მან: გულისხმა-ყავ, ვითარმედ ურცხჳნოებითა და წინა-აღდგომითა შენითა დაისაჯე ბოროტად.
    17.     ხოლო მან იძულებით დიდისა მისგან ჭირისა აღაღო პირი თჳსი და თქუა: შემინდვე მე, პატიოსანო მამაო!
    18.     ხოლო წმიდამან მამამან ჰრქუა მას: ღმერთმან შეგინდვენ შენ!
    19.     და უპყრა ჴელი მისი და აღადგინა იგი და უბრძანა მას, რაჲთა ეზიაროს უჴრწნელსა საჲდუმლოსა ქრისტჱსსა.
    20.     ხოლო იგი ვითარცა ეზიარა, მუნქუესვე მიიღო საზრდელი და განძლიერდა.
    21.     და უკჳრდა ყოეელთა მეყსეულად განკურნებაჲ იგი იაკობისი.
    22.     მიერ ჟამითგან არღარა მიიქცა შჱნებულსა მას.
    23.     ხოლო მთავარეპსკოპოსსა ელიას ვითარცა ესმა ესე ყოველი, წარავლინნა კაცნი და შჱნებული იგი იაკობისი დაარღჳეს.
    24.     ხოლო ნეტარმან მამამან ჩუენმან საბა თანა-წარიყვანნა ძმანი ლავრისანი რჩეულნი, და მივიდეს ადგილსა მას.
    25.     და ვითარ ხუთით უტევანით შორს დაღრუეულისა მის ჩრდილოჲთ კერძო აღაშჱნა ნეტარმან მან ეგუტერი და გარემოჲს – სენაკები.
    26.     და დაადგინნა მუნ დიდისა ლავრისაგანნი კაცნი განმგებელად მის ადგილისა პავლე და ანდრეა, რამეთუ იყვნეს იგინი ნათესავით ელადელნი და ჴორციელად ძმანი, და სხუანიცა ძმანი დაეშჱნნეს მუნ.
    27.     და ლავრად ადგილი იგი აღჱშნა და სახელი დასდვა მას „შჳდპირ“.
    28.     ხოლო ადგილი იგი მოიგო კაცისა ერთისა მიერ ბედაბუდელისა, რომელსა სახელი ერქუა ზანაგო.
    29.     და ღუწიდა ნეტარი საბა ადგილსა მას ფრიად.
    30.     და უკუეთუ ეინმე ყვის შესაწირავი დიდსა ლავრასა, მიუძღუანის მათცა ევლოგიაჲ მათი.


40

     1.     და ამისსა შემდგომად ვითარცა წარჴდა რაოდენიმე ჟამი, იაკობ, რომელი ზემო წერილ არს, ამას ჰხუდა ქსენადოქობაჲ ლავრასა შინა დიდსა.
    2.     ამან უქმნა წუენი ძმათა, რომელნი განვიდიან და შეჰკრებედ მის ადგილისათჳს მანიჭსა.
    3.     ამან ერთსა შინა დღესა შეაგბო ბისარი.
    4.     დაუშთა მისგანი ვიდრე ორად დღედმდე, და გარდაყარა იგი სარკუმლით ქსენადოქისაჲთ ჴევად, იხილა ესე ბერმან ზეგარდამო სენაკით თჳსით და ფარულად შთავიდა ჴევად და შეკრიბა წმიდად ბისარი იგი და აღიღო სენაკად, განჰფინა და განაჴმო იგი.
    5.     და ვითარცა რაოდენიმე ჟამი წარჴდა, მოუწოდა იაკობს მხილებად.
    6.     ვითარცა დაასრულა ჴელი თჳსი, და ჴმელი იგი პისარი შექმნა კეთილად და დაუგო, და ვითარცა ჭამდეს, ჰრქუა მას ბერმან: შემინდვე მე, ძმაო, რამეთუ არა ვიცი მე შენელებაჲ წუენისაჲ.
    7.     კაცი, არა გაქუნდეს საჭმელი ესე.
    8.     ხოლო მან თქუა: ფრიად განვიხარე, პატიოსანო მამაო რამეთუ მრავლით ჟამითგან ესევითარი გემოჲ კეთილი არა მეჭამა.
    9.     მიუგო ნეტარმან მან და ჰრქუა მას: გრწმენინ ჩემი, შვილო, ესე იგი პისარი არს, რომელი შენ სარკუმლით ჴევად შთაჰყარე.
    10.     და ესე უწყოდე, რამეთუ ერთი ქუაბი პისარი ვერ განაგე, რაჲთამცა აჭამე ძმათა, ხოლო ამის საწუნისაგანი წარ-არა-ვერაჲ-წყმდა.
    11.     და მერმე თქუა: რომელმან მცირისა ამის განგებაჲ ვერ აგო, კრებულიმცა ვინაჲ-მე იპყრა?
    12.     ვითარცა იტყჳს ნეტარი პავლე: რომელმან სახლისა თჳსისა განგებაჲ არა იცის, ვითარ-მე ეკლესიასა ღმრთისასა შეუძლოს განგებად?
    13.     ესეღა ესმა იაკობს, ფრიად სარგებელ ეყო და წარვიდა სენაკად თჳსა.


41

     1.     იგივე იაკობ ჯდა ოდესმე სენაკსა თჳსსა დაყუდებით და განსაცდელი მოუვლინა მას ეშმაკმან – ფიცხელი გულისთქუმაჲ სიძვისაჲ.
    2.     და მრავალ ჟამ ბრძოლასა მას შინა იყო და დიდითა მით ბრძოლითა შეაურვა ეშმაკმან გულსა მისსა და უფროჲს განარისხა იგი გინა უცბობითა, გინა დაბნელებითა ეშმაკისაჲთა.
    3.     საღმრთონი კანონნი დაივიწყნა, მოიღო დანაკი და უწყალოდ სარცხჳნელნი თჳსნი გარდაიკუეთნა და მოუძლურდა სისხლისა დინებითა და ჴორცთა ტკივილითა.
    4.     და ჴმა-უყო მახლობელთა თჳსთა.
    5.     და ვითარ შევიდეს იგინი, იხილეს წყლულებაჲ იგი მისი და განუკჳრდა.და მოიყვნეს მკურნალი ვინმე ლავრისაჲ მის და იგი ჰკურნებდა მას.
    6.     ესე აგრძნა ნეტარმან საბა.
    7.     და ვითარცა განიკურნა იგი, გამუაძო ლავრით, ამისთჳს რამეთუ თავი თჳსი მოიკლა.
    8.     ხოლო იგი ვითარცა განვიდა ლავრით, მიუჴდა მონასტრად დიდისა თეოდოსისსა და აუწყა მას ყოველი, რაჲ-იგი შეემთხჳა.
    9.     და ვითარცა გამოიკითხა ესე ყოველი ნეტარმან თეოდოსი, შთაიყვანა იგი ლავრად და ევედრებოდა იგი ნეტარსა საბას, რაჲთა შეიწყნაროს იგი და რომელიცა პატიჟი უნდეს, იგი დასდვას მას.
    10.     ხოლო ნეტარმან საბა უბრძანა მას, რაჲთა ჯდეს იგი სენაკსა შინა თჳსსა და გარე არა გამოვიდეს, და ნუცამცა მისა ვინ მივალს, გინა ჰზრახავს თჳნიერ მსახურისა მისისა.
    11.     ხოლო იაკობ შეიწყნარა ბრძანებაჲ იგი ნეტარისა მამისა ჩუენისა საბაჲსი და ევედრებოდა ღმერთსა მრავალ ჟამ, რაჲთა შეუნდოს ცოდვაჲ მისი.
    12.     და გამოეცხადა ნეტარსა მამასა ჩუენსა, ვითარმედ სინანული იგი იაკობისი შეისმინა ღმერთმან, ჰხედვიდა ნეტარი ესე კაცსა მბრწყინვალითა შემოსილსა, რომელი უჩუენებდა მას, რეცათუ მკუდარი იდვა წინაშე იაკობისსა, ვიდრე იგი ილოცვიდა, და ჰრქუა მას კაცმან მან: შეისმინა ღმერთმან ლოცვისა შენისაჲ, იაკობ.
    13.     არამედ განყავ ჴელი და აღადგინე, რომელი-ეგე არს წინაშე შენსა.
    14.     და მან ვითარცა აღადგინა მკუდარი იგი, ჰრქუა მბრწყინვალითა შემოსილმან მან ნეტარსა ბერსა: აჰა მკუდარი იგი აღდგა.
    15.     აწ შენცა განჴსენ კრული იგი, რომელმან აღადგინა მკუდარი ეგე, ხოლო ნეტარი ბერი ვითარ მოეგო გონებასა თჳსსა, გულისხმა-ყო სახილავი იგი და უბრძანა გამოსლვაჲ სენაკით იაკობს და მისლვაჲ ეკლესიად.
    16.     და შეემთხჳა იგი ნეტარსა ბერსა და ყოველნი ძმანი მოიკითხნა და აღვიდა ნეტარისა თეოდოსისა და შეემთხჳა მასცა და შემდგომად მეშჳდისა დღისა სახილავისა მის აღესრულა მშჳდობის სიკუდილითა.


42

    1.     ორნი ძმანი იყვნეს ჴორციელად დიდსა ლავრასა, რომელნი ღმრთისათჳს შეთქმულ იყვნეს ქუეყანით ქებრონით, რომელთა სახელი ერქუა ზანოს და ბენიამენ, წარმატებულნი ღმრთისმსახურებასა ფრიად.
    2.     ესენი ერთად ევედრნეს წმიდასა ბერსა, რაჲთამცა მისცა მათ განშოვრებულად ლავრასა ვითარ ათხუთმეტ უტევან, რომელ-იგი ბღუარით კერძო მას თჳთ აღეშჱნა სენაკი.
    3.     ხოლო ნეტარმან ბერმან უწყოდა მათი იგი მუშაკობაჲ ღმრთისა მიმართ, ანება მათ და მისცა სენაკი იგი, და იყოფოდეს მას შინა.
    4.     ეპყრა მათ იგიცა სენაკი და ლავრისაჲცა.
    5.     ხოლო იგინი უმეტეჲს შურებოდეს განშოვრებულსა მას სენაკსა და დიდითა მით შრომითა მათითა და შეწევნითა წმიდისა მამისა ჩუენისა საბაჲსითა ადგილი იგი მონასტერ ყვეს, რამეთუ საზრდელსა და სხუასა საჴმარსა ნეტარი მამაჲ ჩუენი მისცემდა მათ.
    6.     და ადგილსა მას შეკრიბნეს ძმანი მრავალნი და აღაშჱნეს ეკლესიაჲ და სატფური ყვეს.
    7.     და დაუდვა მათ კანონი ნეტარმან მან, ვითარცა სხუათა მონასტერთა, რომელნი მას ეშჱნნეს.
    8.     ხოლო ადგილი იგი ვიდრე მუაქადმდე წყალობითა ღმრთისაჲთა ყუავის, და დასდვა ადგილსა მას სახელი: ზანოსის მონასტერი.


43

     1.     იყო ვინმე ბერი ლავრასა შინა, რომელმან დიდსა მონაზონებასა შინა დაასრულა ცხოვრებაჲ თჳსი, ესე იყო ქუეყანით ბჳთჳნიელი, სახელი ერქუა ანთიმოს.
    2.     ამან წინაჲსწარ იშჱნა სენაკი მცირჱ წიაღ ჴევსა აღმოსავალით კერძო წინაშე სენაკსა წმიდისა საბაჲსსა.
    3.     ესე იყოფოდა სენაკსა მას შინა ოცდაათ წელ და სიბერითა დახაშმდა და იყო იგი ზე აღუდგომ.
    4.     ხოლო ნეტარი საბა, ვითარცა ჰხედვიდა მისსა მას უძლურებასა და სნეულებასა ჴორცთასა, ევედრებოდა მას, რაჲთამცა მისცა სენაკი მახლობელად ეკლესიასა ადვილად მსახურებისათჳს.
    5.     ხოლო ბერმან არა ინება და ჰრქუა ნეტარსა მას: ამას სენაკსა შინა, რომელსა დასაბამითგან ღირს ვიქმენ ყოფად, მიერ განიყვანოს ღმერთმან სული ჩემი.
    6.     და შემდგომად რაოდენისამე ჟამისა უწინარჱს რეკისა აღდგა ნეტარი საბა ჟამსა ღამისასა და ესმოდა ჟამობაჲ დიდი ერისა მრავლისაჲ და ეგრე ეგონა, ვითარმედ ძმათაგანი ვინმე აღესრულა და მისთჳს შეკრებულ არიან ძმანი ყოველნი და გალობენ.
    7.     დაუკჳრდა და იტყოდა: ვითარ-მე არა მაუწყეს ძმათა ესე?
    8.     და სწრაფით გარდამოჴდა ეკლესიად და პოვნა ეკლესიისა კარნი დაჴშულნი.
    9.     და აღვიდა სენაკადვე თჳსა ნეტარი ესე და კუალად ესმოდა გალობაჲ მრავალთაჲ.
    10.     ჴმითა ტკბილითა ამას გალობასა იტყოდეს, რამეთუ: განვლო მე ადგილი საყოფელთაჲ საკჳრველთაჲ სახლსა ღმრთისასა ჴმითა გალობისაჲთა და აღსაარებისაჲთა და ჴმითა ზატიკობისაჲთა, და ცნა.
    11.     სადა იყო ფსალმონებისაჲ იგი ჴმაჲ, განაღჳძა დეკანოსსა და ჰრქუა: დაჰრეკე!
    12.     და ვითარცა დაჰრეკა, მივიდა ნეტარი იგი სენაკად ბერისა მის საკუმეველითა და კერიონითა.
    13.     ვითარცა შევიდა შინა, არავინ პოვა, გარნა იგი ხოლო მარტოჲ აღსრულებული.
    14.     და დაუკჳრდა ყოველთა, რომელნი მოსრულ იყვნეს ნეტარისა ბერისა თანა და შემოსეს პატიოსანი იგი გუამი მისი და მოიღეს ეკლესიად.
    15.     და აღასრულეს მის ზედა განწესებული კანონი და დაჰფლეს იგი საფლავსა ღირსთა თანა და ადიდებდეს ღმერთსა, რომელმან ადიდნა წმიდანი მისნი.


44

     1.     ძმაჲ ვინმე იყო ნეტარისა თეოდოსის მონასტრისაჲ, ნათესავით ასიელი, რომელსა სახელი ერქუა აფროდისე.
    2.     ამას ხუედრებულ იყო ჴელი მეჯორეობისაჲ და შემძლებელ იყო იგი თავადისა ტჳრთისა აღებად და ჯორსა ზედა დადებად, რომელ არს ათორმეტი მოდი იფქლი.
    3.     ხოლო ჰასაკითა უმაღლჱს იყო უფროჲს ყოველთა მონაზონთა მონასტრისათა.
    4.     ამას შეჰხუდა ოდესმე გზასა ზედა და გული განუწყრა ჯორისათჳს და გულისწყრომითა მისითა ჰსცა პირსა ჯორისასა და შემუსრა იგი.
    5.     დაეცა მეყსეულად ჯორი იგი და მოკუდა.
    6.     ხოლო აფროდისე აღიკიდა ტჳრთი იგი ჯორისაჲ მის და პალანი მჴართა თჳსთა ზედა და მოვიდა მონასტრად.
    7.     და განაძო იგი ნეტარმან თეოდოსი მონასტრით მოკლვისა მისთჳს ჯორისა.
    8.     და შთავიდა იორდანედ და უთხრა შეცოდებაჲ თჳსი ნეტარსა იოვანეს მეგჳპტელსა, რომელი იყო ქუზიბას, დიდებითა მბრწყინვალესა.
    9.     ხოლო მან ჰრქუა მას: უკუეთუ გინებს განმართლებად, მივედ მამისა ჩუენისა საბაჲსა და რაჲცა გრქუას, იგიცა ყავ.
    10.     და ესე მივიდა მსწრაფლ და აღუვარა ცოდვაჲ თჳსი და ევედრებოდა მას, რაჲთამცა ასწავა სიტყუაჲ ცხორებისაჲ.
    11.     ხოლო მამამან ჩუენმან საბა მისცა მას სენაკი და ჰრქუა: დაჯედ სენაკსა შინა შენსა და სხჳსა სენაკსა ნუ შეხუალ, ნუცა ლავრით განჰხუალ და შეიკრძალე ენაჲ შენი და მუცელი და ამით სცხონდე.
    12.     ესე ბრძანებაჲ რაჲ მოიღო ნეტარისა მისგან აფროდისი, არცა ერთსა ბძანებასა მისსა გარდაჰჴდა და ვიდრე ოცდაათად წლადმდე არცა ლავრით განვიდა, არცა სხჳსა სენაკად შევიდა, არასადა მოიგო ქოთანი, არცა სამაგიროსოჲ, არცა ქალადრი, არცა გემოჲ ღჳნისაჲ იხილა, არცა ევკრასი, არცა ორი სამოსელი მოიგო, არამედ პარეხსა ზედა წევნ ერთსა ფსჳათსა და ძაძასა და მიიღის ფურცელი დანაკისკუდისაჲ განმგებელისა მისგან ლავრისა და შექმნის ოთხმეოცდაათი სფჳრიდი თუესა შინა და მიუთუალის იგი ქსენადოქარსა.
    13.     და სხუაჲ ნამეტნავი რომელ ქმნის, მისცის იგი ქსენადოქარსა და მისგან მოიღის წუენი, გინა მხალი, გინა ოსპნი, გინა რომელივე წუენი.
    14.     ესე ყოველი შეკრიბის და ლაკნასა შთაასხის, რომელ-იგი დღითი-დღე მუაქუნ.
    15.     ესე იყო საზრდელი მისი.
    16.     გინა დაყროლდის, გინა მატლი დაესხის, არა დასთხიის იგი, არამედ ზედა ურთავნ სხუასა მას წუენსა.
    17.     და დიდითა ტირილითა მისითა და გულსმოდგინებითა ლოცვისა მისისაჲთა არა უტევის განსუენებად მოძმეთა მისთა.
    18.     ესევითარითა სახითა მონაზონებისაჲთა აღასრულა ოცდაათი იგი წელი.
    19.     ვითარცა წერილ არს, არასადა დასნეულდა, არცა მწუხარე იქმნა, არცა სტომაქი შეელმა, არამედ ესევითარსა დიდებასა ღირს იქმნა, რამეთუ იხილა ერთით კჳრიაკით წინა აღსრულებაჲ თჳსი და მივიდა ეკლესიად და ევედრებოდა ნეტარსა მამასა ჩუენსა საბას, რაჲთამცა განუტევა იგი ერთსა ხოლო დღესა.
    20.     და მივიდა მონასტრად ნეტარისა თეოდოსისსა.
    21.     ხოლო ნეტარმან ბერმან ცნა, ვითარმედ მოწევნულ არს აღსრულებაჲ მისი, განუტევა იგი და თანა-წარაყვანა მის თანა თეოდულოს ხუცესი, ძმაჲ გელასისი, და მიჰრქუა ნეტარისა თეოდოსისა: კაცი შენი შევიწყნარე ოდესმე, რომელსა ჰრქჳან აფროდისი.
    22.     აწ სიხარულით ქრისტჱს მიერ მიგივლინე შენ ანგელოზი.
    23.     ხოლო ნეტარმან თეოდოსი სიხარულით შეიწყნარა იგი და შეიმთხჳა და სიყუარულით პურსა თანა ირთო და განუტევა იგი მშჳდობით, ხოლო აფროდისე ვითარცა მივიდა ლავრად, მცირედ დასნეულდა და აღესრულა მშჳდობით.
    24.     ესე დაჰმარხეს ნეტართა მამათა ხუცესთა თანა.
    25.     ხოლო ნეტარმან საბა უბრძანა მცირედ თჳსისაგანრე დადებად პატიოსანი იგი გუამი მისი, რაჲთა საცნაურ იყოს შემდგომად ჟამთა და შეემთხუევოდიან მას, რომელნი შთავიდოდიან საფლავსა მას.


45

     1.     ქალაქი ერთი არს, რომელსა ჰრქჳან მედაბა, წიაღიორდანესა აღმოსავალით, საბრძანებელსა ქუეშე არაბიაჲსასა.
    2.     და მთავარნი მის ქალაქისანი მოვიდიან ნეტარისა მამისა ჩუენისა საბაჲსა და მრავალნი სულნი განაძღნიან შესაწირავითა მათითა და მონასტერნი – იფქლითა და საწუნითა.
    3.     ხოლო ერთი მათგანი ბერი იყო, რომელსა სახელი ერქუა გერონტი.
    4.     ესე სნეული იყო ჴორცითა და დაყო მრავალი ჟამი წმიდასა ქალაქსა.
    5.     და გულმან უთქუა, რაჲთამცა აღვიდა და ილოცა წმიდასა აღსამაღლებელსა, და აღსუეს იგი კაჰრაულსა და აღჰყვანდა მსახურთა მისთა.
    6.     და ვითარ აღვიდოდა იგი აღმართსა, დაჰფრთხა კაჰრაული მისი და გარდამოაგდო გერონტი და შემუსრა იგი.
    7.     და მოჰგუარეს მას მკურნალი.
    8.     ხოლო მკურნალმან განწირა იგი სიკუდიდ.
    9.     პორფირი ერქუა უმწემეჲსსა ძმასა მისსა.
    10.     ამან არავის რაჲ აზრახა, არამედ შთავიდა ლავრად და ევედრებოდა წმიდასა საბას, რაჲთამცა მოვიდა და იხილა გერონტი.
    11.     ხოლო მას ნეტარსა ვითარცა ესმა, რაჲ იგი შეჰხუდა გერონტის, ფრიად შეწუხნა და მეყსეულად ქალაქად წმიდად აღმოვიდა და მოვიდა გერონტისა და განიპყრნა ჴელნი და ლოცვა-ყო მისთჳს და ცხოველისა ჯუარისა ზეთი ჰსცხო მას, და განიკურნა იგი.
    12.     და უკჳრდა ყოველთა ესევითარი ესე საკჳრველი საქმჱ მშჳდობით.


46

     1.     ამისსა შემდგომად წარჴდა რაოდენიმე ჟამი, ძჱ გერონტისი, რომელსა სახელი ერქუა თომა, ესე მოვიდა იერიქოდ დიდისა ლავრისა ქსენადოქსა მწუხრი, უჟამოსა ჟამსა სიმშილისასა.
    2.     და პოვნა მუნ საბა და თეოდორე და პავლე – კასტელისა და სპილეონისა განმგებელნი.
    3.     ხოლო ნეტარმან საბა ვითარცა იხილა იგი, განიხარა და ჰრქუა ქსენადოქარსა: მოგჳმზადე ჩუენ სერი.
    4.     და ვითარცა დასხდეს, ჰკითხა ქსენადოქარსა: უკუეთუ გიდგს ღჳნოჲ?
    5.     ხოლო მან ჰრქუა: ყოვლადვე არა გჳდგს, გარნა აყიროსა მცირედ ძმარი მიდგს შესანელებელად წუენისათჳს.
    6.     ხოლო ნეტარმან ჰრქუა მას: მომართჳ მე აყიროჲ იგი.
    7.     და კურთხეულ არს უფალი, რამეთუ მისგან განვიხაროთ, რომელმან წყალი ღჳნოდ გარდააქცია – ქრისტემან, ღმერთმან ჩუენმან – იგივე შემძლებელ არს ძმრისა ამის გარდაქცევად ღჳნოდ.
    8.     ესე ვითარცა თქუა წმიდამან მან, და ასუა მათ აყიროჲსა მისგან, და იპოვა ძმარი იგი ღჳნო კეთილ ფრიად.
    9.     და განუკჳრდა თომას დიდებული ესე საკჳრველი.
    10.     და ჰრქუა ნეტარმან საბა ქსენადოქარსა მას: მოიღე ცეცხლი ადრე და დაასხ საკუმეველი, რამეთუ მოხედვაჲ ღმრთისაჲ იქმნა ჩუენ შოვრის ჟამსა ამას.
    11.     და ესოდენ იკურთხა აყიროჲსა იგი ღჳნოჲ, რამეთუ სამსა დღესა სუმიდეს იგინი უხუებით ყოველნი.
    12.     ხოლო თომას ვითარ უკჳრდა ფრიად სასწაული ესე, ევედრა ბერსა, რაჲთამცა მისცა აყიროჲ იგი და წარიღო სახიდ თჳსა.
    13.     ხოლო წმიდამან საბა მისცა აყიროჲ იგი და თომა მიიღო და წარვიდა;
    14.     და სუმიდეს ღჳნოსა მას, რომელი დაშთომილ იყო აყიროსა მას, თომა და მისთანანი იგი, ვიდრე მისლვადმდე მათა მედაბად.
    15.     ესე მითხრა ჩუენ აბბა გერონტი, რომელი განმგებელ არს აწ ნეტარისა ევთჳმის მონასტერსა, არამედ გერონტის ძისწულმან, თომაჲს ძემან, ესეცა გუაუწყავე, რამეთუ: გუაქუნდა ჩუენ აყიროჲ იგი სახლსა შინა ჩუენსა მრავალთა წელთა, და ოდეს ვინ დასნეულდის, აღვავსით იგი წყლითა და გარდავასხით სნეულსა მას, და მუნქუესვე მოჰქარდის სნეულებაჲ იგი ჴორცთა მისთაჲ.


47

    1.     ღმრთისმსახურებისაჲ ესე მოღუაწჱ მამაჲ ჩუენი საბა შთავიდოდა იერიქოჲთ იორდანედ მოწაფისა თჳსისა თანა.
    2.     და შეემთხჳვნეს ერისაგანნი ვინმე, რომელთა თანა იყო ქალი ერთი შუენიერი.
    3.     და ვითარ იგინი გარე-წარჰჴდეს, გამოსცდიდა ბერი მოწაფესა თჳსსა და ჰრქუა: ვითარ შუენიერ არს ქალი ესე, რომელ გარე-წარგუჴდა.
    4.     და არს იგი ერთთუალი.
    5.     და ჰრქუა მას მოწაფემან მისმან: არა, მამაო, ორნივე თუალნი ასხენ.
    6.     ხოლო ბერმან მიუგო და ჰრქუა: სცეთ, შვილო, ერთთუალი არს.
    7.     ხოლო იგი დამტკიცებულად იტყოდა: არა ერთთუალი არს, არამედ დიდად ხოლო თუალითა შუენიერ არს.
    8.     და ჰრქუა მას ბერმან: და შენ ვითარსახედ განიცადე ეგრჱთ?
    9.     ხოლო მოწაფემან მან ჰრქუა: მე, მამაო, კეთილად განვიცადე, რამეთუ ორნივე თუალნი ასხენ.
    10.     ხოლო ბერმან ჰრქუა მას: და სადა წერილ არს, რაჲთა შენ თუალნი მიადგნე მას და წამითა შენითა იხილო იგი?
    11.     რამეთუ, ვითარცა ცეცხლი შემწუველი, ეგრე არს.
    12.     დაიჯერე, ძმაო, არღარარ იყო ჩემ თანა სენაკსა შინა, რამეთუ არა შეიკრძალენ თუალნი შენნი ვითარცა-იგი შჱგავს.
    13.     და წარავლინა იგი მონასტერსა კასტელისასა, და დაყო მუნ ჟამი რაოდენიმე.
    14.     და თავი თჳსი დიდად დაიტანჯა თუალთა დაცვითა და გულისა ზრახვითა.
    15.     მაშინღა შეიწყნარა იგი ნეტარმან საბა და მისცა მას სენაკი საყოფლად მისა.


48

     1.     მაგიროსმან ლავრისამან შეაგბო ოდესმე აყიროჲ ხუროთათჳს და ჟამსა ჭამისასა ოდენ იხილა გემოჲ და პოვა, რამეთუ მწარე იყო.
    2.     და შეწუხნა იგი ფრიად, რამეთუ სხუაჲ არღარაჲ აქუნდა, რაჲმცა დაუგო ხუროთა.
    3.     და წარვიდა სირბილით ნეტარისა ბერისა და უთხრა მას, რაჲ-იგი შეემთხჳა.
    4.     ხოლო წმიდაჲ ესე მოვიდა და ქუაბსა მას დასწერა ნიში ჯუარისაჲ და ჰრქუა მაგიროსსა მას: ვიდოდე, კურთხეულ არს უფალი.
    5.     დაუგე ტაბლებსა.
    6.     და მყის დატკბნა აყიროჲ იგი.
    7.     და ჭამეს ყოველთა და განძღეს და ადიდებდეს ღმერთსა.


49

    1.     ესე წმიდაჲ მღდელი მივიდოდა ადგილით რუბაჲთ სალერწმესა იორდანისა კიდისასა, და შეემთხჳა მას ლომი ფრიად დიდი და მკელობელი.
    2.     და შეუვრდა მას და უჩუენა ფერჴი იგი, რომლითა კელობდა.
    3.     და თუალთა წამისყოფითა ევედრებოდა მას, რაჲთამცა უხილა.
    4.     ხოლო მამამან ჩუენმან საბა გულისხმაყო მჴეცისა მის ტკივილი და აღუპყრა ფერჴი მისი და ჩნდჱ აღსობილი გამოჰჴადა მას.
    5.     და მუნქუესვე დაუცხრა სალმობაჲ იგი ლომსა მას და ვიდოდა იგი მშჳდობით.
    6.     მიერ ჟამითგან ორმეოცთა მათ დღეთა მარხვისათა უკუანა შეუდგა, ვითარცა მონაჲ, თანა-ჰყვანდა.
    7.     მას ჟამსა წმიდასა მღდელსა ესუა მოწაფჱ ასური, რომელსა სახელი ერქუა ფლაიანოს.
    8.     იყო რაჲ იგი რუბას ქუენა, ამას ედგა კაჰრაული სამსახურებელად თჳსა: და ვითარცა წარავლინის ნეტარმან მან მოწაფჱ იგი, ნუ ვიდრე უბრძანის ლომსა მას, რაჲთა სცვიდეს კაჰრაულსა მას მისსა.
    9.     ხოლო ლომმან მან რაჲცა განთიად შეუპყრის საბელი კბილითა თჳსითა კაჰრაულსა მას, წარიღის და აძოვებნ დღე ყოველ და მწუხრისა ჟამსა წყალი ასჳს და მოიბის თჳსსავე ადგილსა.
    10.     და წარჴდეს რაოდენნიმე დღენი, და ლომი იგი ამას საქმესა აღასრულებდა.
    11.     მერმეცა წარავლინა ნეტარმან მან მოწაფჱ იგი ფლაჲანოს საქმედ.
    12.     ხოლო მან ცხოვრებაჲ თჳსი უდებ-ყო ამპარტავანობით, რამეთუ შევარდა იგი სიძვასა და დაეცა.
    13.     ხოლო ლომმან მან მასვე დღესა შემუსრა ვირი იგი და საჭმლად თჳსად დაიდვა.
    14.     ვითარცა გულისხმა-ყო ფლაჲანოს, რამეთუ ცოდვითა მისითა მიეცა ლომსა საჭმლად კაჰრაული იგი მისი, მიერითგან ვერღარა იკადრა ხილვად ნეტარისა მის ბერისა, განიწირა თავი თჳსი მედგრად, წარვიდა და იყოფოდა თჳსსა სოფელსა და დაეგლოვდა თჳსთა ცოდვათა.
    15.     ხოლო ღმრთისმსახური იგი ბერი უფლისა კაცთმოყუარებასა მიემსგავსებოდა და არა უდებ-ყო ესე, არამედ დიდად ეძიებდა მას და პოვა იგი წყალობითა ქრისტჱსითა, ნუგეშინისცემდა და ასწავებდა.
    16.     და დაცემისა მისგან აღადგინა და აცხოვნა იგი.
    17.     და შეაყენა მან თავი თჳსი და შეინანა გულითად და სათნო-ეყო ღმერთსა სრულიად.


50

     1.     სამეოცდამეაცამეტესა წელსა წმიდისა საბაჲსსა ჰასაკისა ჟამთა მთავარეპისკოპოსსა იერუსალემისასა ელიას უნდა მონასტრისა მამასახლისთაჲ წარვლინებაჲ კოსტანტინეპოლისა და მოუწოდა მამასა ჩუენსა საბას.
    2.     ევედრებოდა მას, რაჲთამცა აღვიდა მათ თანა და, რაოდენ შემძლებელ იყოს, იღუწიდეს, რაჲთა იყოს შეუძრველად დედაჲ ეკლესიათაჲ.
    3.     რამეთუ განრისხებულ იყო ანასტასი მეფეჲ ფრიად ეკლესიათათჳს ყოვლისა პალესტინისათა და უნდა გარდაქცევაჲ მათი.
    4.     ხოლო რომლისათჳს იყო რისხვაჲ და გულისწყრომაჲ მეფისაჲ მთავარეპისკოპოსისა ზედა, მცირედითა სიტყჳთა ვთქუა.
    5.     ნეტარმან ელია იერუსალემისა მთავარეპისკოპოსობაჲ რაჲ დაიპყრა მესამესა წელსა ანასტასის მეფობასა, შეშფოთნა წმიდაჲ ეკლესიაჲ და განიყო ამის სახისათჳს: ჰრომთა მთავარეპისკოპოსსა გულსა აკლდა.
    6.     და იურვოდეს ჰრომნი კოსტანტინეპოლელთათჳს, რამეთუ აჴსენებდეს იგინი საღმრთოთა შინა სახელთა აღწერილთა აკაკის ვისმე, რომელი ყოფილ იყო კოსტანტინეპოლისს მთავარეპისკოპოს.
    7.     ხოლო კოსტანტინეპოლელნი იურვოდეს ალექსანდრიელთათჳს, რამეთუ შეაჩუენეს მათ შეკრებაჲ იგი, რომელი იყო ქალკიდონს წმიდათა ეპისკოპოსთაჲ.
    8.     და მათგან რომელ განძებულ იყო, იგი აღიარეს წვალებაჲ, რომელ იყო დიოსკორჱსი.
    9.     ხოლო ნეტარმან ელია, მთავარეპისკოპოსმან იერუსალემისამან, დასავალით კერძო სხჳსაჲ არავისი მოითუალა შჯული და ზიარებაჲ თჳნიერ ევთჳმის მთავარეპისკოპოსისა კოსტანტინეპოლელისა.
    10.     ხოლო პალადი ანტიოქელ მთავარეპისკოპოსი მიერჩდა მეფესა და შეაჩუენა კრებაჲ იგი ქალკიდონისაჲ და შეერთო იგი ალექსანდრიელთა.
    11.     მაშინ ევთჳმი მთავარეპისკოპოსი კოსტანტინეპოლელი ქადაგებდა და აღიარებდა შეკრებასა მას ქალკიდონისასა და მათსა მას თქმულსა.
    12.     და ამისთჳს გარდაადგინა იგი მეფემან ეპისკოპოსებისაგან ცილის შეწამებით შეთქუმითა ალექსანდრიელთა და ანტიოქელთაჲთა.
    13.     ელია მთავარეპისკოპოსსა იერუსალჱმისასა არღა დაესრულა მეორეჲ წელი ეპისკოპოსებასა.
    14.     ესე ნეტარი ევთჳმის გარდადგინებასა არა შეერთო, არამედ პოვა მართლმადიდებელი სამღდელოსა მისსა ქუეშე ეპისკოპოსი, რომელსა სახელი ერქუა მაკედონი, და ესე თანა-ზიარად აქუნდა.
    15.     ვითარცა ესმა ერთობაჲ მათი მეფესა, განრისხნა ფრიად და არა მცირედ.
    16.     და შემდგომად პალადის აღსრულებისა, ანტიოქელ მთავარეპისკოპოსისა, ფლაბიანოს დადგა მისსა ადგილსა.
    17.     და იყვნეს ფლაბიანოს და ელია ერთობით მართლსარწმუნოებასა ზედა.
    18.     ამათი ვითარცა ესმა მეფესა ერთობაჲ, პირველადვე მძჳნვარჱ იგი უფროჲს ხოლო განრისხნა და უნდა, რაჲთამცა პატიჟი მიაწია მათ ზედა, წინაჲსწარ ცილი შესწამა მაკედონის და ცვალა იგი ეპისკოპოსებისაგან და მისსა ადგილსა დაადგინა ტიმოთე, ფლაბიანოსს და ელიას მთავარეპისკოპოსთა აწუევდა მეფჱ, რაჲთამცა ერჩდეს დადგინებასა ტიმოთჱსსა.
    19.     ხოლო მათ ნება-სცეს ტიმოთეს დადგინებასა, გარნა მაკედონის გარდადგინებასა ურჩ ექმნნეს.
    20.     და ორთავე მათ ზედა ფრიად აღიძრა მეფჱ, და შიში დიდი იყო ორთავე მათ ზედა ეკლესიათა.
    21.     ამის სახისათჳს ნეტარმან ელია მთავარეპისკოპოსმან წარავლინა ნეტარი მამაჲ ჩუენი საბა, ვითარცა ზემო წერილ არს, და სხუანი მასმასახლისნი მონასტრისანი და მიწერა მეფისა ესრჱთ და თქუა: გამორჩეული მონაჲ ღმრთისაჲ, კეთილი და სარწმუნოჲ, და ყოველთა მეუდაბნოეთა წინამძღუარი საბა და ქალაქ-მყოფელი უდაბნოთაჲ და ყოვლისა პალესტინისა მბრწყინვალჱ – ესე სხუათა მამასახლისთა თანა მივავლინე ვედრებად შენდა, თჳთმპყრობელისა.
    22.     და ვითარცა მიწერა წიგნი ესე მთავარეპისკოპოსმან ელია მეფისა, ნეტარი მამაჲ ჩუენი საბა მღდელთმოძღუარსა მას არა ურჩ ექმნა, არამედ აღასრულა ბრძანებაჲ მისი და გულსმოდგინედ წარემართა.
    23.     უნდა, უკუეთუმცა ვითა შეუძლო, კათოლიკე ეკლესიასა შეწევნად და მართლსარწმუნოებასა, რამეთუ იყვნეს ჭირსა შინა ეკლესიანი.
    24.     და ვითარცა წარემართა ნეტარი ესე გზასა მას, მეფჱ ანასტასი უფროჲსად განრისხებულ იყო გულისწყრომით ფლაბიანჱს და ელიას ზედა მთავარეპისკოპოსთა და ბრძანა შეკრებაჲ ეპისკოპოსთაჲ, რომელნი არიან აღმოსავალით, და პალესტინელთაჲ სიდონს ქალაქსა და მთავრად კრებულისა მის ბრძანა მისლვაჲ, რომელსა სახელი ერქუა სოტერიკოს, ეპისკოპოსი ქალაქისა კესარია კაბადუკიაჲსაჲ, და ფილოქსენოს, ქალაქისა იერეპოლისისაჲ.
    25.     ესენი იყვნეს, რომელთა შეეჩუენა გამოუთქუმელისა კრებულისა ქალკიდონისაჲ და ევტჳქის და დიოსკორჱს წვალებასა ერჩდეს.


51

     1.     ხოლო ნეტარი საბა და მისთანანი, რომელ წარევლინნეს მამანი, მიიწივნეს კოსტანტინეპოლისა და აუწყეს მეფესა.
    2.     და ბრძანა შესლვაჲ მათი.
    3.     ხოლო რომელმან ადიდნის მადიდებელნი თჳსნი, ღმერთმან, უნდა, რაჲთა გამუაჩინოს მონაჲ თჳსი საბა, ესრჱთ განჰმზადა: ყოველნი ვითარ შევიდეს პალატად, მიიწივნეს ტაძარსა შინაგანსა, რომელსა ჰრქჳან სელენტიართაჲ, და რაჟამს შევიდოდეს, სხუანი მამასახლისნი შეუტევნეს, ხოლო ესე დიდი მბრწყინვალჱ გარეუკმოადგინეს, ვითარცა გლახაკი და შეურაცხი და ყოველთა უმცირჱსი.
    4.     არა შეუტევეს იგი სამოსლისა მისთჳს, რომელ ემოსა დიდად დაბებკული და შეურაცხი.
    5.     ხოლო მეფემან ანასტასი სიხარულით შეიწყნარნა მამანი და ვითარ აღმოიკითხა წიგნი იგი, მიწერილი მთავარეპისკოპოსისა მიერ, და ქებულსა მას ეძიებდა წმიდასა საბას.
    6.     და მამანი ჰხედვიდეს აქა და იქი.
    7.     და არა უწყოდეს, ვითარ განეშოვრა იგი მათგან.
    8.     ხოლო მეფემან ბრძანა მოძიებაჲ მისი წრაფით.
    9.     და შეშფოთნეს ყოველნი წინაშემდგომელნი და გამუავლინნეს სელენტიარნი.
    10.     და პოვეს იგი ყურესა მდგომარჱ ტაძარსა ერთსა, რომელსა ჰრქჳან კოსისტორიონ.
    11.     დგა და ფსალმონებდა თჳსისაგან.
    12.     წარიტაცეს იგი და შეიყვანეს შინაგანსა კარსა.
    13.     და ვითარცა ეზოჲ აღიპყრეს, იხილა მეფემან სახედ ანგელოზისა ნათლისა, რომელი წინა-უძღოდა მას, ზე აღდგა და, ვითარცა ჯერ-იყო მისა, ეგრე შეიმთხჳა იგი და უბრძანა მათ დასხდომაჲ, რამეთუ იყო მონაზონთმოყუარე, დაღათუ ურწმუნოთაგან გარდაქცეულ იყო მართლსარწმუნოებასა წინა-აღდგომად.
    14.     და იყო სიტყუაჲ წინაშე მეფისა და თითოეული მამასახლისი თჳსისა მონასტრისათჳს იღუწიდა.
    15.     რომელმანმე თქუა: გარემოჲს მონასტერსა ჩემსა არს ადგილი და მომიშორე.
    16.     და სხუამან სხუაჲ ითხოვა, ხოლო მეფემან თითუეულსა მიანიჭა თხოვისაებრ მათისა, ვითარცა ვინ ითხოვა.
    17.     მაშინ მიუგო და ჰრქუა წმიდასა საბას: კეთილო ბერო, არღარას ითხოვდ შენ, რომლისა სახისათჳს ესოდენი შრომაჲ შეიმთხჳე?
    18.     მიუგო ბერმან და ჰრქუა: მოვედ პირველად თავყანისცემად ფერჴთა შენთა და ღმრთისმსახურებასა შენსა, ვიდრე ესე სული ჴორცთა ამათღა შინა არს.
    19.     მერმე გევედრები შენ წმიდისა ქალაქისა იერუსალემისათჳს და მას შინა მყოფისა ღირსისა მთავარეპისკოპოსისათჳს, რაჲთა მშჳდობაჲ მიჰფინო ეკლესიათა ჩუენთა და უზრუნველობაჲ საკურთხეველთა მის ადგილისათა.
    20.     უკუეთუ ეკლესიანი ჩუენნი მშჳდობით იყვნენ, ჩუენცა ყუდროვებით ვიყოფოდით, და განმრავლდენ მოშიშნი ღმრთისანი, და დღჱ და ღამჱ უფროჲს გილოცვიდეთ მშჳდობასა შენსა და ღმრთისმოყუარებისა სჯულსა შენსა განვისუენებდეთ.
    21.     ხოლო მეფემან უბრძანა ათასისა დრაჰკნისა მოღებაჲ და ჰრქუა: მიიღე ესე, მამაო, და ლოცვა-ყავ ჩუენთჳს, რამეთუ მესმა, ვითარმედ მრავალთა მონასტერთა უდაბნოჲსათა ჰღუწი შენ.
    22.     და ნეტარმან საბა ჰრქუა: მინებს აქა დადგომაჲ ამას ზამთარსა და ოდესვე ღირს ვიქმნე შენსა ღმრთისმსახურებასა თავყანისცემად.
    23.     მაშინ მეფემან განუტევნა სხუანი იგი მამანი, რაჲთა წარვიდენ პალესტინედ, და მისი ბრძანა, რაჲთა მუნ დაიზამთროს და, ოდეს უნდეს შემოსლვად ჩემ წინაშე, ნუმცა ვინ აყენებს მას.
    24.     და ვითარცა დღენი რაოდენნიმე წარჴდეს, მოუწოდა მას მეფემან და ჰრქუა: თქუენი მთავარეპისკოპოსი წინა-აღმდგომად გამოჩნდა და ნესტორის თქმულნი არად შეჰრაცხნა, არამედ კრებული ქალკიდონისაჲ დაამტკიცა.
    25.     არა ხოლო თუ ესე, არამედ თანა-აღიბაძვა ფლაბიანოს ანტიოქელ მთავარეპისკოპოსი.
    26.     ესე გულსა ედვა ყოველთა, რომელნი შეკრებულ იყვნეს სიდონს ქალაქსა, რაჲთამცა შეაჩუენეს თქმული კრებულთაჲ ქალკიდონისათაჲ.
    27.     ამან დააყენა შეყოფითა მთავარეპისკოპოსისა ფლაბიანოსისითა და ეგრე ჰგონიეს, ვითარმედ განკიცხა ჩუენი ესე მეფობაჲ, რამეთუ მოჰრქუა თჳსითა სიტყჳთა და თქუა ჩუენდა მომართ: ყოველი წვალებაჲ რომელი იყოს გარეშე მართლსარწმუნოებასა, ამას განვაძებთ, რომელი არა ეზიარების კრებულსა ქალკიდონისასა.
    28.     და ეგრე ჰგონებს, ვითარმედ სიტყჳთა გუაცთუნნეს, რომელთა დაემტკიცა შეჩუენებაჲ ქალკიდონისაჲ, ამათ არა უტევეს და განიბნივნეს.
    29.     და ესეცა არა დამვიწყებიეს, არცა აწ და არცა წინაჲთ, გარდადგინებულთაჲ მათ ევთჳმისი და მაკედონისი, რომელთა შჯული ნისტორისი არა შეიწყნარეს.
    30.     ამისთჳს წინა-აღმდგომ იქმნა ესე თქმულისა მისთჳს, რომელი ითქუა ნესტორის ზედა შეკრებულთა მათგან ქალკიდონს.
    31.     და ამასცა უბრძანებთ, ვითარცა უშჯულოსა ეპისკოპოსებისაგან განძებასა.
    32.     და კაცი მართლმადიდებელი და წმიდისა მის სამოციქულოჲსა საყდრისა ღირსი დავსუათ, რაჲთა არაწმიდანი იგი ადგილნი იგინებოდიან.


52

     1.     ესე ვითარცა წართქუა მეფემან, მიუგო წმიდამან მამამან ჩუენმან საბა და ჰრქუა: დაჯერებულ იყავნ შენი მშჳდობაჲ, რამეთუ წმიდისა ღმრთისა ქალაქისაჲ ჩუენი მთავარეპისკოპოსი პირველთა და მბრწყინვალეთა მამათა და სასწაულთა-მოქმედთა ჩუენთა მეუდაბნოეთა და ღმრთისმსახურთაგან განისწავლა და ერთფერად განაძებს წვალებასა ნესტორისსა და ევტჳქისსა.
    2.     ხოლო მართლსარწმუნოებითა ეკლესიისა შოვა გზასა ვალს და არცა მარჯულ და არცა მარცხლ წერილისა მისგან გარდაქცევაჲ უნებს, არამედ შეუდგს იგი წმიდისა კჳრილე ალექსანდრელ ეპისკოპოსისა თქმულსა.
    3.     ხოლო წინა-აღმდგომთა მათ, რომელნი წინა-აღუდგებიან მას სხჳთა შჯულითა, მათ შეაჩუენებს.
    4.     გევედრებით შენსა ღმრთისმოყუარებასა, რაჲთა მშჳდობით და ყუდროებით იყოს წმიდაჲ ქალაქი იერუსალემი, რომელსა ზედა გამოჩნდა დიდი ღმრთისმსახურებისა საკჳრველებაჲ, რაჲთა შეურყეველ იყოს მის ადგილისა მღდელთმთავრობაჲ.
    5.     და მეფემან გულისხმა-ყო მოხუცებულისაჲ მის სიწმიდჱ და სიწრფოებაჲ და სულისა მისისა ღირსებაჲ.
    6.     მიუგო და ჰრქუა მას: ჭეშმარიტად, კეთილო ბერო, კეთილად წერილ არს საღმრთოთა წიგნთა: რომელი ვიდოდის სიწრფოვებით, ვიდოდის იგი სასოებით.
    7.     არამედ ლოცვასა ხოლო მოგჳჴსენენ და ნურას ჰზრუნავ, არარაჲ შევამთხჳო ბოროტი მთავარეპისკოპოსსა თქუენსა შენისა სიწმიდისათჳს და ყოვლითა განკურნებითა განგიტევო შენ მშჳდობით წარსლვად.


53

     1.     და ესრჱთ გამოვიდა მეფისაგან მოხუცებული იგი და შევიდა დედოფლისა არიაგნჱსა და აკურთხა იგი და ევედრებოდა მას, რაჲთამცა თანა-დაუდგა მართლსარწმუნოებასა წმიდისა მამისა მისისა ლეონტის დიდისა მეფისასა.
    2.     და ჰრქუა მას დედუფალმან: კეთილად იტყჳ, კეთილო ბერო, უკუეთუ არს ვინ, რომელმან ისმინოს.
    3.     და ესრჱთ გამოვიდა მისგან და ევლტოდა, შფოთსა ქალაქისასა.
    4.     და განვიდა ქალაქით და იყოფოდა ადგილსა ერთსა რუფინჱსსა და დემოსტრატჱსსა, ხოლო ივლიანა პატრიკიაჲ, ვალენტიანჱს მეფისა ძისწული, და ანასტასია, პატრიკიოსის ასული, მოყუასი მისი, რომელი აქამომდის მთასა ზეთისხილთასა საქმითა მონაზონთაჲთა ბრწყინავს, ესენი წუსწუთ მიუჴდიან ნეტარსა მას, სადა-იგი იყოფოდა, თავყანის-სცემედ და ისწავებედ საკჳრველსა მას მოძღურებასა მისსა და იხარებედ.
    5.     ესენი იყვნეს ფრიად მორწმუნე და მართლმადიდებელ და სხუათა სიმართლისა საქმეთა მომპოვნებელ.


54

     1.     შემდგომად მცირედთა დღეთა მოუწოდა მეფემან ნეტარსა საბას.
    2.     და ვითარცა შევიდა იგი მის წინაშე, წარმოიღეს სიტყუაჲ წმიდისა ქალაქისა იერუსალემისათჳს.
    3.     ხოლო ნეტარი იგი ევედრებოდა და თქუა: ყოველი საბეძნეთისა ქუეყანაჲ ჰმადლობს შენსა ღმრთისმსახურებასა, გან-რაჲ-თავისუფლდეს უწინარჱს ათცამეტისა წლისა ჟამთა უჯეროჲსა მისგან ხარკისა, რომელსა მოჰჴდიდეს უმეტჱსსა.
    4.     და აწცა გევედრები შენ, რაჲთა აღუმცირო, რომელ-იგი უმეტჱსი დასდვეს წმიდასა ანასტასიასა და მკჳდრთა წმიდისა ქალაქისათა.
    5.     რომელი მიზეზი არს, გითხრა შენ, რამეთუ: რაჲცა ხარკის მოჴდა მნეთა პალესტინისათა დააკლდის, ვითარ ასი ლიტრაჲ ოქროჲ მკოდოვთაგან და მედგართა, და ესეღა ვერ მოჰჴადიან მათ, უნებლიად განუყვიან ხარკისა მომჴდელთა თითოეულსა მსგავსად ძალისა, და მოჰჴადიან და შეკრიბიან ასი იგი ლიტრაჲ ოქროჲ, რომელი ზედა-დასდვიან თითუეულთა ადგილთა, წმიდასა ანასტასიასა და სხუათა ეკლესიათა;
    6.     და ქალაქისა მკჳდრთა – ამას უმეტჱს.
    7.     ხოლო გევედრები ხარკისა მოჴდასა, რაჲთა აღიღო.
    8.     ხოლო მეფემან ისმინა მოხუცებულისაჲ მის და მოუწოდა ეპარქოსსა, რომელსა სახელი ერქუა ზოტიკე, და უბრძანა მას, რაჲთა აჰჴადოს ნამეტავი იგი ხარკი პალესტინელთაჲ.
    9.     და ესე შენდობაჲ წმიდასა ქალაქსა მიანიჭა.
    10.     და ვითარცა დამტკიცნა სიტყუაჲ ესე ამათ შოვრის, აღ-ვინმე-დგა, რომელსა სახელი ერქუა მარინე, სავსჱ რისხვითა.
    11.     და შენდობითა ღმრთისაჲთა სამეუფოს შინა აქუნდა განგებაჲ და სიმაღლითა გულისა მისისაჲთა შეურაცხ-ჰყოფდა ბრძანებასა მეფისასა.
    12.     ამას ვითარ ესმა შენდობაჲ იგი, რომელი ყო მეფემან, მეყსეულად შევიდა მეფისა და არა უტევა შენდობაჲ იგი, რამეთუ ესრე ჰრქუა მეფესა: ნესტორეანნი და ჰურიანი არიან მყოფნი იერუსალემისანი და არა ღირს არიან ნიჭსა მეფისასა.
    13.     ხოლო წმიდაჲ საბა აღივსო სულითა წმიდითა და ჰრქუა მარინეს: დასცხერ, რომელი-ეგე არა უტევებ კეთილის საქმედ მეფესა, დასცხერ, რომელი-ეგე ჰბრძავ ეკლესიათა ღმრთისათა, დასცხერ, საფასისმოყუარეო ბოროტო, და დაიცევ თავი შენი, უკუეთუ ჩემი არა ისმინო, შემდგომად მცირედთა დღეთა მოიწიოს შენ ზედა ბოროტი და მეფესა ზედა არა მცირჱ ჭირი მუაწიო და თავადსა ქალაქსა, და განჰშიშულდე შენ ყოვლისაგან მონაგებისა შენისა წამსა შინა თუალისასა, და სახლი შენი ცეცხლითა დაიწუეს.
    14.     ესე ვითარცა ჰრქუა წმიდამან საბა მარინეს წინაშე მეფისა წრფელითა გულითა და გონებითა განმარტებულითა, ევედრა მეფესა, რაჲთამცა განუტევა იგი შთასლვად პალესტინედ.
    15.     და მოიღო ნეტარმან მან სხუაჲ ათასი დრაჰკანი ჴელთაგან მეფისათა და იჯმნა და შთავიდა პალესტინედ ნავითა თუესა მაჲსსა, ინდიკტიონსა ხუთსა.
    16.     ხოლო ხარკისა მისგანი მცირედ ნურაჲ შეუნდო პალესტინელთა და სხუაჲ რაოდენიმე შეენდო ღმრთისმოყუარისა მეფისა ჩუენისა იუსტინჱს ზე ვედრებითა და წიგნის წერითა მამისა ჩუენისა საბაჲსითა და სხუათა მამასახლისთა მეუდაბნოეთაჲთა.
    17.     ხოლო სრულიად შენდობაჲ ხარკისაჲ მის ღმრთისმსახურისა მეფისა იუსტინიანოსის ზე იქმნა შუვამდგომელობითა პაპა ევსებისითა და ესეცა უკუანაჲსკნელ.
    18.     ხოლო მარინჱსთჳს, რომელ-იგი წინაწარმეტყუელებით თქუა ნეტარმან მან მონამან ღმრთისამან, აღესრულა.
    19.     და არა წარჴდეს მცირედნი დღენი, შეილალნეს ჭაბუკნი ქალაქისანი, და სახლი მარინჱსი ცეცხლითა დაიწუა.
    20.     და რომელ-იგი წინავე ჰრქუა ბერმან, ყოველი აღესრულა.
    21.     ესე მითხრა მე ანასტასია, რომელი არს მთასა ზეთის-ხილთასა, რომელსა შეუმოსიეს სახჱ მონაზონებისაჲ და ბრწყინავს იგი წყალობითა ქრისტჱსითა და სიხარულითა, რამეთუ იყო ესე თჳსი მეფისაჲ, ხოლო ნეტარმან მამამან ჩუენმან საბა დიდადი ოქროჲ განუძღუანა კოსტანტინეპოლისით თჳსსა დაბასა, რომელსა ჰრქჳან მეტალასკენ, რაჲთა აღაშჱნოს მუნ მამული იგი სახლი მისი ეკლესიად წმიდათა მარტჳრთა კოზმა და დამიანეს სახელისათჳს, რომელიცა აღეშჱნა.


55

     1.     მამა ვისმე ერქუა მთავარმამასახლისსა, მონაზონთა მწვალებელ თასა, ელევთერეპოლისით კერძო.
    2.     და სხუასა კაცსა რომელსა სევერე ერქუა, იყო ესე განმგებელი წვალებისაჲ მის, რომელსა ჰრქჳან უწინამძღუროთაჲ.
    3.     ამან მამა წარიყვანა სევერე და აღვიდა კოსტანტინეპოლისა შესმენად მართლსარწმუნოებისა და დიდი ჴელმწიფებაჲ პოვა წინაშე მეფისა და შემდგომად მცირედთა ჟამთა განრისხნა მამა სევერეს ზედა ფრიად.
    4.     ხოლო ნეტარმან საბა შეილიქნა მამა და შთამოიყვანა იგი იერუსალემდ და ევედრებოდა მას, რაჲთამცა განეშოვრა იგი გარდაქცეულსა მას შჯულსა და კათოლიკე ეკლესიასა ეზიარა.
    5.     და დიდითა შრომითა მისითა მუაქცია იგი და მიჰგუარა იგი მთავარეპისკოპოზსა ელიას, და მიითუალა მან თქმული იგი შეკრებულთა მათ ქალკიდონისათაჲ და ეზიარა იგი წმიდასა ეკლესიასა, და შეჩუენებად ჰსცეს მას ევტჳქისი და დიოსკორჱსი შჯული, და შრომითა თჳსითა ასწავებდა მას სიმართლესა მას სარწმუნოებისასა.
    6.     ესე ვითარცა ესმა მეფესა ანასტასის, განრისხნა გულისწყრომით ელიაჲს ზედა მთავარეპისკოპოსისა.
    7.     ხოლო ნეტარმან მამამან ჩუენმან საბა შთამოღებული იგი ოქროჲ განუყო მონასტრებსა მისსა.
    8.     ხოლო რომელნი-იგი იყვნეს მის თანა მოწაფენი კოსტანტინეპოლისს, გულკლებულ იქმნნეს ოქროჲსა მის განყოფისათჳს.
    9.     მიუგო და ჰრქუა მათ ნეტარმან საბა: დაღათუ ჩუენ ჴორციელად დავშუერით, ხოლო ესენი სულიერად იღუწიდეს, და ლოცვითა მაგათითა მოგჳყვანნა ჩუენ ღმერთმან.
    10.     ესე სახედ დავითისა ყო ნეტარმან ამან: ვითარცა-იგი, რომელნი ბრძოლასა შინა დაშურეს, და რომელნი მცველად დაეტევნეს, მათ ეგრევე მისცა დავით ნაწილი.


56

    1.     ჟამი არს, რაჲთა ვთქუათ ნეტარისა საბაჲსი შრომანი და ღუაწლნი, რომელნი ქმნნა სარწმუნოებისათჳს ამან და სხუათა მამათა ამის უდაბნოჲსათა.
    2.     ხოლო ნეტარი ელია და ფლაბიანოს მთავარეპისკოპოსნი ვითარ მივიდეს სიდონდ ქალაქად, მიწერეს წიგნი მეფისა ვედრებით და ლიქნით, და რომელნი-იგი შეკრებულ იყვნეს სიდონს სარწმუნოებისა ქცევისათჳს, განაბნიეს კრებული იგი.
    3.     და წარვიდა თითუეული საყდარსა თჳსსა.
    4.     ესეღა ესმა სოტერიკოსს და ფილოქსენოსს, განბოროტნეს და განარისხეს მეფჱ და ჰრქუეს: გაცთუნეს მთავარეპისკოპოსთა გონებითა მათითა და სახითა.
    5.     და ამათ ჴელმწიფებაჲ მოიღეს მეფისაგან, ვითარცა უნდა, და ოქროჲ დიდძალი და განუყვეს ერსა მას ჭაბუკთასა ანტიოქიას შინა.
    6.     და ამათ დიდადი ჭირი შეამთხჳეს მთავარეპისკოპოსსა ფლაბიანოსს ვიდრე შეშთობამდე და აიძულებდეს მას, რაჲთამცა შეაჩუენა კრებული ქალკიდონისაჲ.
    7.     და ვითარცა მან არა ინება, განაძეს იგი ეპისკოპოსებისაგან უჯეროჲთა საშჯელითა.
    8.     ვითარცა ესმა ესე მეფესა, განიხარა ფრიად და სევერე, უწინამძღუროთა განმგებელი, მწვალებელი, მუავლინა ანტიოქიად ეპისკოპოსად.
    9.     და ვითარცა დაჯდა იგი მთავარეპისკოპოსად ანტიოქიას, დიდადსა ძჳრსა შეაჩუენებდა, რომელნი არა ეზიარებოდეს მას, და მიავლინნა კაცნი ელიაჲსა მთავარეპისკოპოსისა იერუსალჱმდ, რაჲთამცა ეწამა მას ეპისკოპოსებასა.
    10.     ხოლო მან არა მიითუალნა იგინი, აუწყა ესე მეფესა და განარისხა.
    11.     და კუალად მუავლინნა კაცნი და მღდელნი თჳსნი და მოწერა წიგნი შეწევნითა მეფისაჲთა თუესა მაჲსსა.
    12.     ესე ვითარცა ესმა წმიდასა მამასა ჩუენსა საბას, აღვიდა წმიდად ქალაქად სხუათა თანა მამასახლისთა უდაბნოჲსათა, და რომელნი მოვლინებულ იყვნეს კაცნი სევერჱსნი, წმიდით ქალაქით განასხნა.
    13.     და შეკრბა ყოველთა ადგილთაგან სიმრავლჱ მონაზონთაჲ წინაშე წმიდასა გოლგოთასა მყოფთა თანა იერუსალემისათა, ღაღადებდეს და იტყოდეს: შე-მცა-ჩუენებულ არს სევერი და რომელნი მას ეზიარებიან.
    14.     ამას ვითარ ჴმობდეს, უკმოიქცნეს მოციქულნი იგი და ისმინეს ჴმაჲ იგი დიასპანთა, მთავართა და მჴედართა, მოვლინებულთა მეფისაგან.
    15.     ესე სევეროს ამპარტავანებასა შეეპყრა და ესვიდა ძალსა მეფისასა.
    16.     და კრებული ქალკიდონისაჲ შეაჩუენა ბევრჯერ და ევტჳქის მაცთურისა თქმულსა დაამტკიცებდა: ერთობასა მეუფისა ქრისტჱსსა შემდგომად ქალწულისაგან ჴორცთა შესხმისა ესე ქადაგებდა ბუნებასა ჴრწნილებისასა.
    17.     რამეთუ შფოთისმოყუარჱ იყო და მრავალი ცთომაჲ გამოაჩინა მართლთქმულთა ეკლესიისათა დამტკიცებულთა.
    18.     და უღმრთოებაჲ და ავაზაკებრი ეფესოჲსაჲ იგი მეორჱ კრებაჲ ამან შეიწყნარა და ამსგავსა ესე პირველსა მას კრებასა წმიდათა მათ მამათა ეპისკოპოსთა მისვე ქალაქისა ეფესოჲსათა.
    19.     და ერთად მოძღურებასა იტყოდა კჳრილეს ღმრთით-შემოსილსა, სანატრელსა ალექსანდრელ ეპისკოპოსსა და დიოსკორჱსსა და ევტჳქისსა მწვალებელთასა ერთ სარწმუნოებად ჰყოფდა.
    20.     და სიწმიდისმოყუარჱ და მართლმადიდებელი ფლაბიანოს, სამეუფოჲსა ქალაქისაჲ მთავარეპისკოპოსი, ანტიოქელი, იგი გარდაადგინა და განაძო.
    21.     და ესრჱთ უღმრთოებასა შინა აღემატებოდა ესე სევეროს.
    22.     და აღილესა ენაჲ თჳსი და გმობასა ღმრთისა მიმართ იტყოდა.
    23.     და განწვალა სიტყჳთა მისითა ერთღმრთეებაჲ, რომელ არს სამებასა შოვრის განუყოფელი, რამეთუ იტყოდა და დაამტკიცებდა, ვითარმედ გუამი ბუნებაჲ არს და ბუნებაჲ არს გუამი.
    24.     და არა იცოდა ამათ სახელთა შოვრის განყოფაჲ არცა ერთი.
    25.     და იკადრა თქუმად სამგუამოვნებაჲ ღმრთეებისაჲ წმიდისა და თავყანისაცემელისა ერთარსებისაჲ სამ ბუნებად და სამ ღმრთეებად და სამ ღმრთად.
    26.     ამას თანა სულთა განმჴრწნელსა და წარმწყმედელსა მეფჱ ანასტასი აიძულებდა ელიას მთავარეპისკოპოსსა, რაჲთამცა ეზიარა მის თანა.
    27.     ხოლო ნეტარმან ელია ყოვლადვე არა შეიწყნარა სიტყუაჲ იგი მეფისაჲ.
    28.     და აღდუღნა გულისწყრომითა მეფჱ და წარავლინა, რომელსა სახელი ერქუა ოლჳმპოს კესარიელი, პალესტინისა დუქსად და მის თანა მისცა წიგნი იგი, რომელი მოეწერა სიდონ ქალაქით, რომელსა წერილ იყო დამტკეცით არა განშოვრებაჲ ქალკიდონისა კრებასა, და ბრძანა მწრაფლ გარდადგინებაჲ ელიაჲსი ეპისკოპოსებისაგან.
    29.     და ვითარცა მოვიდა ოლიმპოს ძალითა მეფისაჲთა, დიდითა ზაკუვითა და განზრახვითა წიგნი იგი წარუკითხა ელიას და ეპისკოპოსებისაგან გარდაადგინა.
    30.     და მიავლინა იგი ჰაჲლად ქალაქად, რაჲთა მუნ იყოფოდის.
    31.     და მისსა ადგილსა დაადგინა იოვანე, მარკიანჱს ძჱ, მთავარეპისკოპოსად იერუსალემს, რამეთუ სიტყუაჲ მისცა, რაჲთა აღიაროს სევეროს და შეაჩუენოს კრებაჲ იგი ქალკიდონისაჲ.
    32.     ხოლო დადგა იგი თჳსა თავსა სეკდემბერისასა, ინდიკტიონსა ათსა.
    33.     და ვითარცა ესმა ესე ნეტარსა საბას და სხუათა მამათა, უდაბნოსა მყოფთა ვითარ-იგი შეზრახულ იყო მთავარეპისკოპოსი იოვანე სევეროსს, შეკრბეს და უწამებდეს მას და თქუეს: იხილე, ნუ შეიწყნარებ სევერიანჱს ზიარებასა.
    34.     ხოლო ქალკიდონისა კრებულთათჳს წინა-მოღუაწე ვართ შენსა.
    35.     მაშინ იოვანე მთავარეპისკოპოსი გარდაექცა დუქსსა, რაჲ-იგი აღუთქუა შიშითა ღირსთა მამათაჲთა.
    36.     და ვითარცა ესმა ანასტასის მეფესა გარდაქცევაჲ იგი იოვანჱსი, განრისხნა ფრიად და უბრძანა ოლჳმპისი დუქსისაჲ ფერჴისა მოკუეთაჲ და მისსა ადგილსა მიავლინა ანასტასი, ძჱ პამფილჱსი, დუქსად პალესტინისა, რაჲთა დააჯეროს იოვანჱს სევეროჲს თანა ზიარებაჲ და კრებაჲ იგი ქალკიდონისაჲ შეაჩუენოს.
    37.     უკუეთუ ესე არა ყოს, ეპისკოპოსებისაგან განაძოს იგი.
    38.     და ვითარცა მოვიდა იგი იერუსალემდ, არა აცნობა მეფისა ბრძანებაჲ იგი და მეყსეულად შეაგდო იგი საპყრობილესა სამეფოსა.
    39.     და განიხარეს ყოველთა წმიდისა ქალაქისა მყოფთა, რამეთუ იქმნა იგი მტერ და შინაგანმცემელ ნეტარისა ელიაჲსა.
    40.     ზაქარია ვისმე ერქუა სახელი, რომელსა აქუნდა კესარიას მთავრობაჲ.
    41.     ესე იდუმალ შევიდა საპყრობილედ იოვანჱსა, შეეზრახა მას და ჰრქუა, უკუეთუ გინებს, რაჲთა კეთილად იყოფოდი და ეპისკოპოსებასა არა გარდასდგე.
    42.     ნუ შეიწყნარებ სევერის ზიარებასა, არამედ რეცათუ ნება-ეც დუქსსა და თქუ ვითარმედ: ვყო ბრძანებისაებრ შენისა.
    43.     არამედ, რაჲთა არავინ თქუას, ვითარმედ უნებლიად ვყავ ესე, განმიტევე მე აქაჲთ.
    44.     და შემდგომად ორისა დღისა კჳრიაკჱ არს და სიხარულით ვყო ბრძანებისა შენისაებრ.
    45.     ხოლო დუქსსა ვითარცა ესმეს სიტყუანი ესე, მიიყვანა იგი ეკლესიასა თჳსსა.
    46.     და ვითარცა განუტევა მთავარეპისკოპოსი, მწრაფლ წარავლინნა კაცნი და შეკრიბნა ყოველთაგან ადგილთა სიმრავლჱ მონაზონთაჲ იოვანე ეპისკოპოსმან წმიდად ქალაქად.
    47.     და რომელთამე აღრაცხეს სიმრავლჱ იგი კრებულისაჲ მის და გჳთხრეს, ვითარმედ იყო რიცხჳ მათი ათი ათასი.
    48.     და ვითარ ვერ იტევდა ერთი ეკლესიათაგანი სიმრავლესა მას, უბრძანა შეკრებაჲ ყოველთაჲ კჳრიაკესა წმიდისა და პირველმოწამისა სტეფანჱს ეკლესიასა, რამეთუ შესაძლებელ იყო ადგილი იგი სიმრავლისა მის დატევნად, და ამას თანა გულს-ედვა, რაჲთა მიეგებვოდიან იგინი ჳპატის, თჳსსა მეფისასა, რამეთუ მაშინ განტევებულ იყო იგი ტყუეობისაგან ნათესავთა ბიტალიელთაჲსა და მოვიდა იერუსალემდ ლოცვად.
    49.     და ვითარ შეკრბეს ყოველნი მონაზონნი და მოქალაქენი წინა მოჴსენებულსა სანატრელისა სტეფანეს ეკლესიასა, და შევიდეს მათ თანა ანასტასი დუქსი და ზაქარია მთავარი.
    50.     და ვითარცა შეკრბეს შინაგან მთავარნი იგი და კრებული ყოველი პირველმოწამისა ეკლესიასა, ეგრე ეგონა დუქსსა, ვითარმედ იქმნას ბრძანებული მეფისაჲ, მაშინ აღჴდა საფსალმონესა ზედა მთავარეპისკოპოსი და მის თანა აღიყვანნა ნეტარი თეოდოსი და საბა, წინამძღუარნი მონაზონთანი და მამასახლისნი.
    51.     ხოლო ყოველი იგი ერი ღაღადებდეს და იტყოდეს: მწვალებელნი შეაჩუენენ და კრებაჲ იგი ქალკიდონისაჲ დაამტკიცე, მაშინ სამთავე მათ, ვითარცა ერთითა პირითა, შეთქუმით თქუეს: შე-მცა-ჩუენებულ არს ნესტორი და ევტჳქი და სევეროს და სოტერიკოს კესარია კაბადუკიაჲსაჲ და ყოველთა რომელთა არა მიითუალონ კრებული ქალკიდონისაჲ.
    52.     და ამათ სამთა ვითარცა ესე უქადაგეს, გარდამოჴდეს მიერ.
    53.     ხოლო აბბა თეოდოსი გარეუკუნიქცა და აღჴდა მუნვე საფსალმონესა მას, აღიმაღლა ჴმაჲ თჳსი და თქუა: რომელმან არა მიითუალნეს ოთხნი ესე კრებანი, ვითარცა ოთხნი ევანგელენი, შე-მცა-ჩუენებულ არს.
    54.     და ესე ვითარცა იქმნა, შეეშინა დუქსსა მას სიმრავლისა მისგან მონაზონთაჲსა და ივლტოდა კესარიად.
    55.     ხოლო ჳპატი, მეფისა თჳსმან, დააჯერა მამათა ფიცით, ვითარმედ: მოვედ აქა და არა ვეზიარე სევერეს, არამედ ვიწრაფე, რაჲთამცა თქუენ თანა ღირს ვიქმენ ზიარებად.
    56.     და შეწირა ასი ლიტრაჲ ოქროჲ წმიდასა ანასტასიასა და წმიდასა გოლგოთასა და ცხოველსა ჯუარსა.
    57.     და მისცა თეოდოსის და საბას ასი ლიტრაჲ ოქროჲ, რაჲთა განუყონ ამის ქუეყანისა მონაზონთა.
    58.     ხოლო მეფემან ანასტასი ვითარცა აგრძნა, რაჲ-იგი იქმნა იერუსალემს შინა, განემზადებოდა ძლიერად მთავარეპისკოპოსისა იოვანეს ზედა თეოდოსისთჳს და საბაჲსთჳს, რომელნი თანა-ჰყვეს საფსალმონესა მას ზედა, რაჲთამცა ესენი განასხნა ამის ქუეყანისაგან.
    59.     ხოლო იერუსალემელთა ეუწყა რისხვაჲ იგი მეფისაჲ, და ესე მონაზონებისა წინამძღუარნი და ღმრთისმსახურებისა მოღუაწენი და მართლმადიდებლობისა აღმსაარებელნი და წინა-მბრძოლნი სარწმუნოებისათჳს, თეოდოსი და საბა, ამათ შეიკრიბნეს ყოველნი მონაზონნი უდაბნოჲსანი, დასხდეს და ზრახვა-ყვეს ურთიერთას და ერთგონება იქმნნეს, ვედრებაჲ და მოწამებაჲ მეფისა მიწერეს, რომელსა წერილ იყო ესრე:


57

    1.     მეფესა ღმრთისმოყუარესა და ღმრთისმსახურსა და ღმრთისა მიერ დადგინებულსა და თჳთმპყრობელსა ანასტასის ქრისტჱსმოყუარესა – ვედრებაჲ და შევრდომაჲ თეოდოსის და საბაჲს მიერ მთავარმამასახლისთა და ყოველთა მამასახლისთაჲ, და ყოველნი რომელნი წმიდისა ქალაქისა მონაზონნი არიან და გარემოჲს მისსა მეუდაბნოენი და იორდანისა მყოფნი.
    2.     მეუფემან ყოველთამან ღმერთმან და უფალმან იესუ ქრისტემან, მხოლოდშობილმან ძემან ღმრთისამან, რომელმან მოჰმადლა ყოველსა ქუეყანასა მეფობაჲ და შენსა ღმრთისმოყუარეობასა არწმუნა პყრობად და დიდი მშჳდობაჲ და კეთილი შენითა ღმრთისმოყუარებითა ყოველთა წმიდათა მისთა ეკლესიათა.
    3.     უფროჲს ხოლო დედისა ეკლესიათაჲსა სიონისაჲ მშჳდობაჲ გინებს, რომელსა ზედა გამოჩნდა ქრისტჱ ცხოვრებისათჳს სოფლისა და დამტკიცნა სარწმუნოებაჲ, იწყო იერუსალემით მახარებელთაგან ქადაგებაჲ, და ყოველთა კიდეთა ქუეყანისათა ნათელი ჭეშმარიტი გამობრწყინდა.
    4.     ესე პატიოსანი და აღმოცჱნებული ქრისტჱს მიერ საჲდუმლოჲ, მძლჱ და პატიოსანი ჯუარი, და განმაცხოველებელი აღსადგომელი და მერმე ყოველთა წმიდათაჲ და თავყანისსაცემელთა ადგილთაჲ სამართალი და ჭეშმარიტი აღსაარებაჲ და სარწმუნოებაჲ თავითგან და დასაბამით სანატრელთა წმიდათა მოქულთაგან ვისწავეთ ყოველთა წმიდისა ამის ადგილისა მყოფთა, შეუძრველად და გარდაუქცეველად ქრისტჱს მიერ დაგჳცავს და შეწევნითა ღმრთისაჲთა დავიცვეთ და არა გუეშინის არარად წინა-აღმდგომთაგან ჩუენთა, ვითარცა მოციქული გუასწავებს: ნუ მიმუაქუთ ყოველსა მას ქარსა მოძღურებისასა ნებითა კაცთაჲთა, რომელთა განხრწნნიან და აცთუნნიან და გარდააქცივნიან გულნი უმანკოთანი და წმიდაჲ და უბიწოჲ სარწმუნოებაჲ მათითა მედგრად დიდებითა შეაშფოთნიან.
    5.     ამას წმიდასა და უბიწოსა სარწმუნოებასა ქრისტჱს მიერ მეფობასა შენსა ღმრთისა მადლითა იშევ და განიზარდე და ესოდენ მოჲწიე, რამეთუ თჳთმპყრობელობაჲ ზეგარდამო მოიღე და ესრჱთცა გურწამს, გარნა გჳკჳრს, ვითარ ღმრთისმოყუარებისა მეფობისა შენისა ჟამთა ესევითარი მოიწია შფოთი და ჴდომაჲ, და წმიდასა ზედა ქალაქსა იერუსალემსა აღდგა რისხვაჲ შენი და განეფინა ვიდრე დედისამდე ეკლესიათაჲსა სიონისა და წმიდისა და მაცხოვრისა ჩუენისა აღსადგომელისა, რომელნი შევედრებულ არიან შესავედრებელსა ყოველთა ჭირვეულთასა და ყოვლისა სოფლისათა, რომელთა უნებნ ლხინებაჲ ესე, იგი ადგილნი წმიდანი უბან და შეგინებულ ყვნეს, რომელნი სახედ და მსგავსად ღმრთეებისა შესწირვიდეს მამათმთავარნი და აწცა შესწირვენ, არა ხოლო თუ ესენი, არამედ რომელნი მარტოდმყოფნი გამოჩინებულ არიან ესევითართა მამათა სახედ, ჰურიათა და სამარიტელთა გამოიყვანებენ წმიდისა სიონისაგან და თავყანისსაცემელისა ანასტასიაჲსაგან და ცხადად შეურაცხ-ჰყოფენ ქრისტიანეთა და ბილწთა და არაწმიდათა ადგილთა მიჰზიდვენ და ესენი განჴრწნად სარწმუნოებასა აწუევენ.
    6.     და ესეცამცა უწყი, რომელნი უცხონი შემოვლენ ლოცვად, სარგებლისა წილ და აღშჱნებისა დაპკოლებითა აღივსნიან და წარვიდიან თჳსსა ქუეყანასა.
    7.     აწ სარწმუნოებისათჳს წმიდისა ქალაქისა იერუსალემისა ესე ყოველი აღიძრა შფოთი, რომელი არს თუალი და განმანათლებელი ყოვლისა სოფლისაჲ, რომელი ანგელოზისა მიერ იქადაგა, და წინაწარმეტყუელმან თქუა: სიონით გამოვიდეს სჯული და სიტყუაჲ უფლისაჲ – იერუსალემით.
    8.     რომელნი ჴელითა თჳსითა იქმან სიმართლესა მკჳდრნი წმიდათა ადგილთანი, რომელსა შინა განკაცებაჲ დიდისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსი საიდუმლოჲ იქმნა.
    9.     და ვითარ აწ, შემდგომად ხუთასისა წლისა და უფროჲს ქრისტჱს მოსლვითგან, იერუსალემელთა სარწმუნოებაჲ სხუაჲ ვისწავოთ.
    10.     ამის გამოჲთ საცნაურ არს, ვითარმედ მომავალი ესე და ახალი სარწმუნოებაჲ არა ქრისტჱსმიერი სამართალი არის, არამედ ანტექრისტჱს სწავლაჲ არს ახალი, და მშჳდობასა ეკლესიათასა შესძრავს და ისწრაფის, რაჲთა უშჯულოებითა მისითა ყოველი აღასრულოს.
    11.     ამათ ყოველთა ზედა წინამძღურად ნებითა თჳსითა დადგა დასაბამითგან მწვალებელთა მათ უწინამძღუროთა სევეროს, ანტიოქიასა მჯდომი, წარმწყმედელი სულისა თჳსისაჲ, რომელი ცოდვითა ჩუენითა დაჯდა საყდარსა მას.
    12.     და ამან წმიდანი და ნეტარნი მამანი ჩუენნი შეაჩუენნა და წმიდათა მოციქულთა მიერ მოცემული ჩუენდა და წმიდანი მამანი ჩუენნი, რომელნი შეკრებულ იყვნეს ნიკეას და რომელთა დაამტკიცეს სარწმუნოებაჲ და ყოველნი განანათლნეს.
    13.     ამისთჳს უწინამძღუროთა მათ ზიარებასა და მის თანა შერთვასა ყოვლადვე უვარს-ვჰყოფთ და ვევედრებით შენსა ღმრთისმოყუარებასა, რაჲთა შეიწყალო დედაჲ ყოველთა ეკლესიათაჲ სიონი, რომელი შეეწევის ღმრთისმოყუარებისა შენისა მეფობასა.
    14.     და ესე გინებული ადგილი ადიდე და ბრძანე, რაჲთა დაეყენოს ყოვლად მოწევნული ღმრთისა ქალაქსა ზამთარი.
    15.     ცხოვრებასა და სიკუდილსა შოვრის სიმართლისა სარწმუნოებისათჳს უმჯობეს არს ჩუენდა სიკუდილი.
    16.     ხოლო რომელნი მტერნი არიან ეკლესიათა ღმრთისათანი და გარემო მისსა მბრძოლნი, მათ შევაჩუენებთ.
    17.     გინა სახითა, გინა სიტყჳთა არასადა ვეზიარნეთ, რამეთუ ღმრთისა მიერ გუაქუს სარწმუნოებაჲ წმიდათა მოციქულთაჲ, რომელსა ზედა ვდგათ და ვიქადით სასოებითა ღმრთისა მიმართ.
    18.     ერთობაჲ გონებისაჲ და სარწმუნოებისაჲ გუაქუს ჩუენ ყოველთა ღმრთისა მიმართ წმიდისა ამის ქუეყანისა მყოფთა.
    19.     ოთხნი ესე წმიდანი კრებანი, ვითარცა ოთხნი მახარებელნი, ქებულნი ერთად, დიდებულნი ერთითა სულითა და სიბრძნითა და მბრწყინვალებითა.
    20.     ამათითა ოხითა და ვედრებითა ღმერთმან ჩუენ ყოველნი აღგუადგინნა წინა-აღმდგომისა ამისგან შჯულისა და საცთურისა, რომელთა სიტყუაჲ ხოლო აქუს და არა ძალი.
    21.     ხოლო ჩუენ განგუანათლნა ამათ ოთხთა მახარებელთა მიერ ხატითა და ძალითა.
    22.     ესე წმიდანი კრებანი, რომელ შეკრბეს მბრწყინვალენი და მართალნი მწვალებელთა ზედა ესრჱთ: სამას ათრვამეტნი წმიდანი, შეკრებულნი ნიკეას ქალაქსა უღმრთოჲსა არიოზის ზედა, და რომელნი მას მიუდგეს, და სხუანი კუალად შეკრებულნი სამნი ესრჱთ: ასერგასისნი სულთა წარმწყმედელისა მაკედონს ზედა კოსტანტინეპოლისს, და ეფესოჲსანი ორასნი შემდგომად მათსა უღმრთოჲსა და კერპთმსახურისა ნესტორის ზედა, ეგრევე შემდგომად ამათსა ქალკიდონს ქალაქსა შეკრბეს დამტკიცებულნი წარწყმედულისა ნესტორის ზედა შეჩუენებულისა და განძებულისა და შეჩუენებულისა ევტჳქის ზედა.
    23.     და ამათ ოთხთა წმიდათაგან შეკრებულთა ერთობითა მოციქულთა სარწმუნოებითა, ვითარცა მრავალჯერ თქმულ არს, მოგჳთუალავს ჩუენ ყოველთა, წმიდისა ამის ადგილისა მყოფთა და ამათ შინა ღმრთისა მიერ დამტკიცებულთა.
    24.     ხოლო რომელი ამას სარწმუნოებასა ზედა არა დგას და არა ესავს, ვერვის ძალი-უც ჩუენი მათ თანა შეყოფაჲ, ბევრეული ღათუ სიკუდილი წინა გუედვას.
    25.     გარნა დაჯერებისა შენისათჳს, თჳთმპყრობელო, და ესეცა თქმულსა ამას ზედა შევსძინო, ვითარმედ შეჩუენებულმცა არს შჯულითურთ მისით ნესტორი სახელითა ქრისტჱს ღმრთისა ჩუენისაჲთა და რომელი მისსა ზრახვიდეს, გინა რომელმან თქუას ერთი უფალი ჩუენი იესუ ქრისტე, ძეჲ ღმრთისაჲ მხოლოდშობილი, რომელი ჩუენთჳს ჯუარს-ეცუა, ორად ძედ, რომელსა-ესე გულსა მოუჴდეს, შეჩუენებულმცა არს!
    26.     ერთისა ღმრთეებისა ძალსა, რომელი ორად ბუნებად განჰყოფდეს ესევითარი სულთა მავნებელი გინა საქმითა, გინათუ სიტყჳთა, შე-მცა-ჩუენებულ არს!
    27.     ამათ თანამცა შეჩუენებულ არს ევტჳქი, რომელმან ღმრთეებაჲ განწვალა სახითა თჳსითა, ხოლო ღმრთისა განკაცებაჲ და ერთარსობაჲ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსი და წმიდისა სამებისაჲ ვითარ ამათ უვარ-ყვეს თანა-ყოფითა უღმრთოჲსა ნესტორისითა, რომელი შეააჩუენეს წმიდათა მამათა, რომელნი წინა წერილ არიან.
    28.     ესე წიგნი სარწმუნოებისაჲ და ვედრებისაჲ მიითუალენ შენმან ღმრთისმოყუარებამა.
    29.     ჩუენ ყოველთაგან გლახაკთა, შენთა მლოცველთა, და დაგაჯერენ ღმერთმან, რაჲთა განაშოვრნე და უკუნადგინნე, რომელნი იკადრებენ ყოველსა ჟამსა და რომელნი მოწევნულ არიან შფოთნი წმიდასა ამას ზედა ღმრთისა ქალაქსა, და ღირსისა მამისა ჩუენისა მთავარეპისკოპოსისა იოვანჱსთჳს სახელითა შენითა, ღმრთისმოყუარჱ.
    30.     გარნა და-მცა-ჯერებულ არს შენი თჳთ-პყრობაჲ ღმრთისა მიერ და რჩეულთა ანგელოზთაგან, რამეთუ არა თანა-შევერთნეთ რომლითავე სახითა გინა სიტყჳთა გარდაქცეულთა მართ მწვალებელთა, არცა შევიწყნარნეთ თჳნიერად კანონთა შჯულისა გინა ტანჯვისა.
    31.     ვერცა გარდავაქციოთ სარწმუნოებაჲ და შჯული, გინა უწინამძღუროთაგანი თუ ვინმე იკურთხოს, ჩუენსა სჯულსა არა შემოვირთოთ ეგევითარი იგი.
    32.     უკუეთუ უნებლებით ესევითარი ესე ცოდვათა ჩუენთათჳს შეგუემთხუეოდის ანუ მოიწიოს, ამას ვწამებთ წინაშე წმიდისა და და ერთარსობისა სამებისა და შენისა ღმრთისმოყუარებისა, რამეთუ ჩუენ ყოველნი განმზადებულ ვართ დათხევად სისხლთა ჩუენთა, და ყოველნი ესე წმიდანი ადგილნი ცეცხლითა მოიწუნენ, ვიდრეღა არაწმიდასა ამას ქალაქსა თუ ესევითარი რაჲმე იქმნეს.
    33.     ნუ მცირე გგონიეს წმიდათა ამათ ადგილთაჲ გინებაჲ და შეურაცხებაჲ.
    34.     ხოლო მშჳდობამან ღმრთისამან, რომელი ჰსცავს ქმნულთა თჳსთა, დაამტკიცენ წმიდაჲ ეკლესიაჲ და დააცხრვენ, რომელი მოწევნულ არს მას ზედა საცთური მოხედვითა შენ თჳთმპყრობელისაჲთა დიდებად მისა და სიქადულად შენისა ღმრთისმოყუარებისა მეფობასა.
    35.     ამისვე წიგნისა სწორი სავედრებელი მიუძღუანეს მამათა ჩუენთა ნეტარსა იოვანეს, მთავარეპისკოპოსსა კოსტანტინეპოლელსა, რომელი შემდგომად ტიმოთჱსა დადგომილ იყო.
    36.     ესე სავედრებელი რაჲ მიართუეს მეფესა ანასტასის, და იგი შეძრწუნებულ იყო წინა-აღმდგომთაგან ნათესავისაგან ბიტანიელთაჲსა ბრძოლისათჳს მთეულთა.
    37.     განიზრახა გულსა თჳსსა და დადუმნა ჯერეთ და იოვანე ეპისკოპოსი არა გარდაადგინა საყდართა ჯდომისაგან იერუსალემისა.
    38.     არამედ აწვე სათქუმელ არს, ვითარ-იგი წმიდათა მამათა ღუაწლნი ყვნეს.
    39.     ესოდენ ვერ შესაძლებელ არს, ვითარ ამის მარტოჲსა მამისა ჩუენისა საბაჲსი მოსაჴსენებელ არს და დასამტკიცებელ და სარგებელ.


58

     1.     ქუეყანისა ანგელოზი ნეტარი საბა და ზეცისა კაცი, ბრძენი და სარწმუნოჲ მოძღუარი, მართლდიდებისა თანა-მზრახი და გარდაქცევისა შემასმენელი, სარწმუნოჲ და ბრძენი განმგებელი გამოჩნდა, რომელმან მცირედი ტალანტი მიიღო და განამრავლა, რომელმან მაღლით ძალი შეიმოსა ნებითა ღმრთისა და მამისაჲთა და შეწევნითა ქრისტჱსითა და ქარითა სულისა წმიდისაჲთა უდაბნოჲ ქალაქ ყო სიმრავლითა მონაზონთაჲთა და შჳდი მონასტერი საქებელი აღაშჱნა, რომელნი არიან ესე: ლავრათა შოვრის დიდი ესე ლავრაჲ პალესტინესა შოვრის და ამისსა შემდგომად ნეა-ლავრაჲ და რომელსა ჰრქჳან შჳდპირი.
    2.     ხოლო მონასტერთა შოვრის კასტელისი და სპილეონთაჲ და სქოლარისი და ზანჱსი.
    3.     ყოველთა ამათ ერთბამად იღუწიდა და ამათცა ორთა მონასტერთა პირველთა წმიდათა მამათასა იღუწიდა: ევთჳმისსა და თეოქტისტჱსსა.
    4.     ამათ მონასტერთა განგებასა და ღუწოლასა შინა იყო, არა მოუგო მათ დაბაჲ გინა ქუეყანაჲ, არამედ სარწმუნოებითა და სასოებითა ღმრთისაჲთა იღუწიდა და არასადა შევარდა ესე გულისსიტყუასა ზრუნვისასა, არა ხოლო თუ ფართოებასა, არამედ არცაღა ჟამსა სიყმილისასა.
    5.     რამეთუ ვინაჲთგან განაძეს მთავარეპისკოპოსი ელია, დაეჴშა ცაჲ და არა წჳმა ხუთ წელ და უწჳმრობასა თანა მოჴდა მკალი ქუემგოგვარი ფრიად, რომლისაჲ არა იყო რიცხჳ, და მოჭამა ყოველი პირი ქუეყანისაჲ.
    6.     და მეორესა წელსა შემდგომად მოსლვისა მის მკლისა მოვიდა სხუაჲ მკალი და დაჰფარა ცაჲ და შეჭამნა ყოველნი ხენი ქუეყანისანი.
    7.     და იყო სიყმილი ძლიერი და სიკუდილი.
    8.     ესევითარი იხილეს რისხვაჲ მოწევნული, იტყოდეს იერუსალემელნი, ვითარმედ რომელ-იგი იქმნა საქმჱ – მთავარეპისკოპოსისა ელიაჲს მიმართ ცოდვაჲ განძებისა მისისაჲ – ამისთჳს მოჲწია ესე ყოველი ჩუენ ზედა.
    9.     მაშინ წმიდამან მამამან ჩუენმან საბა მონასტრისა მისისა მამასახლისთა ნუგეშინის-სცა და აზრახებდა მათ: ნუ ჰზრუნავთ ჴორცთა საზრდელსა.
    10.     და მუაჴსენებდა მათ სიტყუასა უფლისასა, რომელსა იტყჳს: ნუ ჰზრუნავთ და იტყჳთ, რაჲ ვჭამოთ ანუ რაჲ ვსუათ ანუ რაჲ შევიმოსოთ.
    11.     იცის მამამან თქუენმან ზეცათამან, რაჲ გიჴმს ამათსა უფროს.
    12.     ხოლო უწინარჱს ამისა ეძიებდით სასუფეველსა ცათასა, და ესე ყოველი უმეტჱსი მოგმადლოს თქუენ.
    13.     გარნა მოხუცებული ესე ღმრთისა მიერ ესრჱთ ესვიდა.
    14.     ამას რაჲ ასწავებდა ძმათა, ღმერთი მოსცემდა მას, რაჲ-იგი უჴმდა, რამეთუ უფროჲს ნაკლულევან იქმნნეს, რომელნი ესვიდეს სიმდიდრესა, ვიდრეღა ამის ქუეშე განგებულნი მონასტერნი და ლავრანი.
    15.     მას ჟამსა ოდენ სიყმილისასა მოვიდა ნეტარისა მის ჳკონომოსი დიდისა ლავრისაჲ და ჰრქუა მას: არარაჲ გუაქუს, მამაო, რაჲთამცა დაურეკეთ ამას შაბათსა გინა კჳრიაკესა, არცაღა თუ შთასარღუნელად მამათა, რომელნი შემოკრბენ.
    16.     და ჰრქუა მათ მოხუცებულმან მან: მე ღმრთისმსახურებაჲ არა დავაყენო.
    17.     უკუეთუ ნაკლულევან რაჲთმე ხართ, არქუ დეკანოზსა და ჭურჭერი ეკლესიისაჲ გინა სამოსელი მისცეს მეზედაშესა, განყიდოს იგი და მოიღოს საჴმარი, გარნა ჩუენ მსახურებაჲ ღმრთისაჲ აღვასრულოთ.
    18.     ხოლო სარწმუნო არს იგი, რომელმან თქუა: ნუ ჰზრუნავთ ხვალისათჳს.
    19.     და ამისსა შემდგომად, დღესა პარასკევსა, მოვიდეს ვინმე წმიდისა ქალაქისანი ღჳნის მსყიდელნი, სოზაჲს ყრმანი, და აქუნდა მათ თანა ოცდაათი კაჰრაული, აღგებული ღჳნითა და პურითა, იფქლითა და ზეთითა, თაფლითა და ყველითა, და აღავსეს სახლი ჳკონომოსისაჲ ყოვლითა კეთილითა.
    20.     და ყვეს დღესასწაული მამათა დიდი მას დღესა შინა.
    21.     მაშინ ნეტარი იგი ბერი აყუედრებდა ჳკონომოსსა და ჰრქუა: რასა იტყჳ, უფალო ჳკონომოს, დავაყენოთა რეკაჲ?
    22.     ხოლო ჳკონომოსსა დაედვა განკჳრვებაჲ და შეუვრდა ფერჴთა მისთა და ჰრქუა მას: შემინდვე მე, მამაო.
    23.     ხოლო ბერმან აკურთხა იგი, ასწავებდა მას და ჰრქუა: ნუსადა შესძრწუნდები, არამედ სარწმუნოებითა განძლიერდი და გულისზრახვაჲ შენი მიუტევე ღმერთსა, რამეთუ იგი ზრუნავს შენთჳს.


59

     1.     მოვიდეს წმიდისა ამის ბერისა მამანი, რომელნი იყოფოდეს სპილეონისა მონასტერსა, და თქუეს, ვითარმედ: მწყემსნი მოვიდიან და გუაწყინებედ, რამეთუ მოასხიან სამწყსოჲ მათი ადგილთა მონასტრისათა და ურცხჳნოდ როჭიკი მიგუჴადიან და არცაღა თუ მშჳდობით სხდომად გჳტევებენ.
    2.     და ესე ვითარცა ცნა ბერმან, მიავლინა მათა რისხვით და შჯული შეუთხრა მათ, რაჲთა არა მიეახლნენ მონასტერსა.
    3.     ხოლო მათ არა ისმინეს მისი.
    4.     და მყის ძუძუნი საცხუვართა მათთანი დაიყვნეს და სძეჲ არა გამოუტევეს, და ამის გამო კრავნი და თიკანნი მათნი მოსწყდებოდეს.
    5.     ხოლო უცებთა მათ და უგუნურთა მწყემსთა გულისხმა-ყვეს, ვითარმედ შეურაცხებითა მით ნეტარისა ბერისა სიტყჳსა სიკუდილი საცხუვართა მათთაჲ მოიწია.
    6.     და სირბილით მოვიდეს ბერისა, შეუვრდეს მას და აღუთქუეს, რაჲთა არღარა შეეახლნენ რომელსავე მისსა მონასტერსა.
    7.     ხოლო ბერმან ვითარცა მოიღო სიტყუაჲ მათგან, ულოცა მათ, აკურთხნა იგინი და განუტევნა.
    8.     და იგინი ვითარცა წარვიდეს, პოვეს სძჱ გამომდინარჱ დაუპკოლებელად და ჰკითხეს თანათა, ვითარმედ: რაჲჟამ იწყო დინებად სძემან?
    9.     ხოლო მათ ვითარცა უთხრეს, გულისხმა-ყვეს ჟამი იგი, რომელსა ულოცა ბერმან.
    10.     მასვე ჟამსა სძემან იწყო დინებად, და ადიდებდეს იგინი ღმერთსა.


60

     1.     მეოთხმეოცესა წელსა ჰასაკისა მისისა ჟამთა წარვიდა წმიდაჲ მამაჲ ჩუენი საბა ჰაჲლად დღეთა ზაფხულისათა, ინდიკტიონსა ათერთმეტსა, რამეთუ ბრძანებითა ღმრთისაჲთა წარვიდა იგი ხილვად მთავარეპისკოპოსისა ელიაჲსა.
    2.     თანა-ჰყვანდეს სტეფანე, დიდისა ევთჳმის მონასტრისა მამასახლისი, და ევთალი, მამასახლისი მონასტრისაჲ, რომელი ეშჱნა ელიას იერიქოს.
    3.     ესენი ვითარცა იხილნა ნეტარმან ელია, სიხარულით მიითუალნა და დაიყენნა მის თანა რაოდენმე დღე.
    4.     და არა იხილნის იგინი მწუხრისა ჟამისა განტევებითგან ვიდრე ცხრა ჟამადმდე.
    5.     ხოლო ცხრა ჟამს ოდენ გამოვიდის მათ თანა, იხილნის და ეზიარის და გემოჲ იხილის მათ თანა.
    6.     და მწუხრისა ჟამითგან კუალად არღარა ეჩუენის მათ.
    7.     და ვითარ იგი ესრჱთ ჰყოფდა, შეემთხჳა მას თუესა ივლისსა ცხრასა, არა გამოსლვაჲ ჟამსა თჳსსა.
    8.     და იგინი ელოდეს მას, არცა ეზიარნეს, არცა გემოჲ რაჲსაჲ იხილეს.
    9.     და ვითარცა გამოვიდა იგი მეექუსესა ჟამსა ღამისასა, ჰრქუა მათ: აღდეგით, ეზიარენით და მიიღეთ საზრდელი, რამეთუ მე არა მცალს.
    10.     ხოლო ნეტარმან საბა შეიპყრა იგი და რეცათუ აძლევდა მას და ჰრქუა: რაჲსათჳს არა მოხუედ?
    11.     ხოლო ნეტარმან ელია ცრემლნი გარდამოსთხივნა და თქუა: ამას ჟამსა აღესრულა მეფჱ ანასტასი, და მეცა წარსლვად ვარ შემდგომად ათისა დღისა და საშჯელი ვყო მის თანა.
    12.     და შჯული შეუთხრა მონასტერთა მათთჳს მისთა, რაჲთა შემდგომად აღსრულებისა ევთალისა ნესტაბოს და ზაქარია დადგენ ადგილსა მისსა მონასტერთა მისთა და შეჩუენებაჲცა დადვა, რაჲთა არავინ განყვნეს ურთიერთას მონასტერნი მისნი.
    13.     და ესე ვითარცა თქუა, შემდგომად მერვისა დღისა სახილავისა მის, არარაჲსა გემოჲ იხილა, გარნა ზიარებაჲ და წყალი ტფილი ხოლო, და მცირედ დასნეულდა.
    14.     და მის თანა დაადგრა სამ დღე ნეტარი მამაჲ ჩუენი საბა, თუესა ივლისსა, მეოცესა დღესა, ეზიარა და ილოცა.
    15.     და ვითარ თქუა: „ამენ“, მშჳდობით მასვე ზედა დაწვა და დაიძინა ოთხმეოცდამერვესა წელსა.
    16.     ხოლო ნეტარმან საბა დაისწავა დღჱ იგი, რაჟამს იხილა ნეტარმან ელია სახილავი იგი.
    17.     და ვითარ მოვიდა იერუსალემდ ნეტარი საბა, ესმა მას, ვითარ-იგი თუესა ივლისსა, ათსა, იხილა სახილავი იგი ნეტარმან ელია.
    18.     მასვე დღესა შინა პალატსა მეფისასა იყვნეს ქუხილნი და ელვანი ანასტასი მეფისა ზედა.
    19.     და იგი ვითარ იურვოდა და ივლტოდა ადგილითი-ადგილად და სახლითი-სახლად, საწვოლსა მისსა ეწია მას რისხვაჲ.
    20.     დააგდო და მოკლა იგი, და მყის იპოვა მკუდარი.
    21.     და ვითარ აღესრულა ანასტასი მეფჱ, დადგა მის წილ იუსტინოს მეფედ.
    22.     და შჯული განთქუა ყოველთა ადგილთა, რაჲთა ანასტასის განსხმულნი შემოკრბენ თჳსთა ადგილთა და ქალკიდონისა კრებაჲ დაწესებად საღმრთოთა შინა მოსაჴსენებელთა სახელთა.
    23.     და ვითარცა ბრძანებაჲ იუსტინჱსი მეფისაჲ მოიწია იერუსალჱმდ, შეკრბა სიმრავლჱ მონაზონთაჲ და ერისკაცთაჲ, და მათ თანა შევიდა ნეტარი საბა და კრებულნი ეპისკოპოსთანი.
    24.     და ყვეს დღესასწაული თუესა აგჳსტოსსა ექუსსა, და განაცხადეს ბრძანებაჲ იგი მეფისაჲ და დაიწერნეს ოთხნი ესე კრებანი მოსაჴსენებელსა საღმრთოთა სახელთასა.


61

     1.     მაშინ მთავარეპისკოპოსმან იერუსალემისამან იოვანე დააჯერა წმიდასა მამასა ჩუენსა საბას, რაჲთამცა წარვიდა კესარიად და სკჳთოპოლისა და სხუანი მამასახლისნი უდაბნოჲსანი თანა-წარაყვანნა მას, რაჲთამცა განაცხადეს მეფისაჲ იგი ბრძანებაჲ და ოთხნი იგი კრებანი დაწერად საღმრთოთა მოსაჴსენებელთა სახელსა.
    2.     ვითარცა მიიწივნეს იგინი კესარია ქალაქად, შეემთხჳა მათ ნეტარი იოვანე ქუზიბელი, რომელი ღირს ქმნულ იყო მღდელთმოძღურებასა.
    3.     და მუნ წარიკითხეს და აღასრულეს მეფისა ბრძანებაჲ და მიერ წარვიდეს და მივიდეს სკჳთოპოლისა.
    4.     და გამოვიდეს ყოველნი მოქალაქენი და მიეგებვოდეს მათ, და მათ თანა წმიდაჲ ეპისკოპოსი მათი, რომელსა სახელი ერქუა თეოდოსი, და შეემთხჳნნეს მათ ეკლესიასა წმიდისა თომა მოციქულისასა.
    5.     და შევიდეს ქალაქად გალობით და ყვეს კრებაჲ პირველსა ეკლესიასა და მუნ წარიკითხეს ბრძანებაჲ მეფისაჲ და დაწერნეს ოთხნი კრებანი მოსაჴსენებელსა საღმრთოთა სახელთასა.
    6.     იყო ვინმე სკჳთოპოლისს კაცი სქოლასტიკოსი, რომელ არს ბრძენი, რომელსა სახელი ერქუა იოვანე, ნათესავით ხარკისა შემკრებელი, კაცი კეთილი და სულითა მბრწყინვალჱ.
    7.     ესე მოვიდა წმიდისა მამისა საბაჲსა საეპისკოპოსოდ და სილოვანჱსთჳს სამარიტელისა შოვა სიტყუაჲ წარმოიღეს, ვითარმედ ესე შემძლებელ იყო ბოროტის ყოფად ესოდენ და სამეფოს ზენაცა ქრისტიანეთა შემასმენელ.
    8.     გჳთხრობდა ჩუენ იოვანე ეპისკოპოსი ამისსა სიმედგრესა და ღმრთისა მიმართ გმობასა.
    9.     და ვითარცა ესმა ესე წმიდასა მამასა ჩუენსა საბას, აღივსო სულითა წმიდითა და ჰრქუა ეპისკოპოსსა და რომელნი წინაშე დგეს: აჰა ესერა დღენი მოვლენან, იტყჳს უფალი, და აღესრულოს სილოვანჱს ზედა თქმული დავითის მიერ ერგასის და ერთსა ფსალმონსა, ამასვე ქალაქსა შოვა ცეცხლითა შემწუარ იქმნნეს.
    10.     ესე წინაწარმეტყუელა სილოვანჱს ზედა.


62

     1.     და არს მონასტერი ერთი, რომელსა სახელი ჰრქჳან ენთენანეთ, მახლობელად ადგილთა წმიდისა იოვანჱსთა, რომელსა შინა იყო მარტოდმყოფი, რომელსა სახელი ერქუა იოვანე, სულითა მბრწყინვალჱ, და აქუნდა მას ცნობაჲ ღმრთისა მიერ.
    2.     მწუხარე იყო იგი თუალითა დიდითა ღამის-თევითა მისითა და ცრემლითა და სიგრძითა სიბერისაჲთა.
    3.     ესე გარდასრულ იყო ასსა წელსა, დაეყო მას მონასტერსა შინა ოთხმეოცი წელი, და გარე-გამოუვალად – ერგასისი წელი.
    4.     ამის საკჳრველისა კაცისა მივიდოდა ნეტარი საბა.
    5.     და ვითარ წარვიდოდა შოვა ქალაქსა, მიიწია ადგილსა, რომელსა ჰრქჳან კამარაჲ წმიდისა იოვანჱსი.
    6.     და იყო ვინმე დედაკაცი, რომელსა აქუნდა დინებაჲ სისხლისაჲ.
    7.     და მრავალი ჟამი დაეყო სნეულებასა მას შინა და ესოდენ სიმყრალესა მიწევნულ იყო, რომლითა ვერვის ძალ-ედვა მიახლებად მისა.
    8.     და წვა იგი დასავალით კერძო სტოვასა მის უბნისასა.
    9.     ამას ვითარცა ესმა წმიდისა მამისა ჩუენისა საბაჲსი, წარმო-რაჲ-ვიდოდა უბანსა მას ერისა მრავლისა თანა, იხილა იგი, ღაღატ-ყო და თქუა: შემიწყალე მე, მონაო ქრისტჱსო საბა, და განმარინე მე მოწევნულისა ამისგან განსაცდელისა.
    10.     ხოლო ნეტარსა მას ვითარცა ესმა ჴმაჲ მისი, შეეწყალა იგი და მივიდა მისა სტოვასა მას და ჰრქუა მას: რაჲმცა მიგეც შენ, არარაჲ მაქუს, გარნა რაჲ-იგი მაქუს, მიგცე – ჴელი ესე ჩემი, მიიღე და დაჲდევ სალმობასა შენსა.
    11.     და ვესავ ღმერთსა, რომელსაცა ვჰმსახურებ, ვითარმედ განიკურნო.
    12.     და მან ვითარცა მიიღო წმიდისა მის ჴელი, დაჲდვა იგი მის ზედა, და მუნქუესვე დადგა დინებაჲ იგი სისხლისაჲ მის, და განიკურნა დედაკაცი იგი მიერ ჟამითგან.
    13.     ესე სასწაული, ვითარცა თქმულ არს, პატიოსანო მამაო, ჩანს ვიდრე დღენდღელად დღედმდე ჩუენ შოვრის.


63

     1.     კაცი ვინმე იყო მასვე დედაქალაქსა შინა და ესუა მას ასული მტერისაგან ვნებული.
    2.     ამას ჰრწმენა და მოიყვანა იგი ნეტარისა ბერისა მასვე მონასტერსა, რომელსა ჰრქჳან ენთანანეთ, და უთხრა მას, რომელთა ჭირთა შეამთხუევდა მას ბოროტი იგი ეშმაკი.
    3.     ხოლო საკჳრველთმოქმედმან მან ბერმან ვითარცა იხილა იგი, შეეწყალა მას და მოღებად სცა ჯუარისა ცხოველისა ზეთი.
    4.     და გარდაიყვანა იგი მტილად თჳსისაგან და მამაჲ მისი მის თანა და უბრძანა განძარცუვაჲ მისი, და სცხო მას ჯუარისა ცხოველისა ზეთი თავითგან ფერჴადმდე მისა და განდევნა მისგან არაწმიდაჲ იგი სული, და განიკურნა ქალი იგი მიერ ჟამითგან.
    5.     ხოლო მამასა ჩემსა იოვანე ერქუა, რომელი ჰხედვიდა საკჳრველისა საქმესა, რომელსა იქმოდა ნეტარი იგი, და შეუდგა მას მსახურად და მიერ დღითგან არღარა განეშოვრა წმიდასა ბერსა ყოველთა დღეთა ცხოვრებისა მისისათა, არამედ ისწავებდა იგი მონაზონებასა და წურთასა, ვინაჲთგან სახლი ჩუენი მოსლვასა მისსა ღირს იქმნა კურთხევასა, და დედამან ჩემმან განიხარა მისითა კურთხევითა და მოსლვითა.
    6.     და ნუ გიკუირნ ესე, ღირსნო მამანო, რომლისაჲ, ესე ჭეშმარიტად იცით, რამეთუ აღწერილი ესე სამართალ არს, და ესე აღვწერეთ სარგებელად სულთა მათთა, რომელნი ამას იკითხვიდენ.


64

     1.     და ვითარ უკმოვიდეს სკჳთოპოლისით და მოვიდეს წმიდად ქალაქად ნეტარი საბა და მისთანანი იგი, და მთავარეპისკოპოსმან იოვანე ჰხადა პურად ნეტარი იგი და სხუანი მამასახლისნი უდაბნოჲსა მონასტრისანი, თანანი მისნი და ანტონი, თჳსი ძმაჲ, რომელი ასკალონს ეპისკოპოს იყო.
    2.     ხოლო წმიდასა საბას ესეცა აქუნდავე სხუათა მადლთა თანა: ესოდენ მმარხველი იყო, რამეთუ ყოველნი მარხვანი უპუროდ გარდავლნის და არა მოუძლურდის, შურებინ სიცხესა მრავალგზის და ყოველთა დღეთა ცხოვრებისა მისისათა შჳდეულთა მარხვით აღასრულებდა.
    3.     და უკუეთუ მო-ვინ-ვიდის სტუმარი მისა და თუ განჴსნიან, დღესა ორჯერ ჭამის და განძღის და გარდაერიის, და სიყუარულითა სტომაქსა არა ევნის.
    4.     ესე ნეტარი დაისუა მახლობელად მთავარეპისკოპოსმან და დაუდვის მის წინაშე პური და სხუაჲ, რომელი წინა უგიენ მას.
    5.     და ეგრევე თანა-დაისუა მარჯუენით ანტონი, ეპისკოპოსი ასკალონისაჲ.
    6.     ხოლო ნეტარი მოხუცებული ღმრთისა მიერ არარას განიკითხვიდა, არამედ გულითა წრფელითა მიიღებდა, რომელსა მისცემდა მას მთავარეპისკოპოსი და ორთავე მათ შოვრის ძმათა და მღდელთმთავართა ჯდა და წუევითა ვერ მოსცალდებოდა.
    7.     რაჲთა კუალად ვთქუა მოჴსენებისა მისისათჳს, რომელი ჰრქუა მათ: მიტევეთ, მიტევეთ, მამანო, მე, რომელი მიჴმდეს, იგიცა ვჭამო.
    8.     მაშინ დიდმან აბბამან თეოდოსი რეცათუ განცხრომით თქუა: უფალსა საბას ესოდენ ჰშიან, რამეთუ თქუენ ორთავე, რომელთა შემდგომად ღმრთისა თავადი პალესტინჱ გამოჰზარდეთ ჟამსა სიყმილისასა, მიკჳრს თუ ეგე გან-ვითარ-აძღოთ საჭმლითა.
    9.     ხოლო მთავარეპისკოპოსმან ჰრქუა: შემინდვეთ, მამანო, რამეთუ ჩუენ ვერცა შიმშილსა დაუთმობთ, ვერცა სიმაძღრესა.
    10.     ხოლო ამას ღმრთისა კაცსა მოციქულთაჲ იგი აქუს მადლი, იცის დამდაბლებაჲცა და აღმაღლებაჲცა და ყოველსა ერთობით ემსგავსების, იცის მაძღრობაჲ და სიმშილი, გარდამატებაჲ და ნაკლულევანებაჲ და ყოვლითავე განძლიერებულ არს ძლიერებითა ქრისტჱსითა.
    11.     იყო ნეტარი მამაჲ ჩუენი საბა გულისხმისყოფითა ბრძენ და მშჳდ საქმითა და წრფელ სახითა და სავსე ყოვლითა სულიერებისა სიბრძნითა და ძალითა.
    12.     ხოლო სიყუარული აქუნდა შეუნანებელი და სრული მამისა ჩუენისა მიმართ თეოდოსისა, იგივე სამართალი სიყუარული აქუნდა ამას მამისა ჩუენისა მიმართ საბაჲსა.
    13.     იყვნეს ესე ორნივე ჭეშმარიტად შვილნი ნათლისანი და შვილნი დღისანი და კაცნი ღმრთისანი, კეთილნი მორწმუნენი;
    14.     ნათელნი სოფლისანი გამობრწყინდეს, რომელთა აქუნდა სიტყუაჲ ცხოვრებისაჲ;
    15.     სუეტნი, დამტკიცებულნი სიმართლისათჳს, კაცნი სასურველნი, ჭეშმარიტნი ესე ორნივე, და წინამძღუარნი მონაზონთანი: წმიდაჲ თეოდოსი წინამძღუარ იყო და მთავარმამასახლის ყოველთა მონასტერთა, რომელნი არიან გარემოჲს წმიდასა ქალაქსა, რომელნი ავლენენ კანონსა მონასტერთასა, ვითარცა ზემო წერილ არს, ხოლო ნეტარი საბა მთავარ იყო და შჯულისმდებელ ყოველთა მარტოდმყოფთა უდაბნოჲსათა და ყოველთა, რომელთა მარტოდ სენაკსა ყოფაჲ უნებნ.
    16.     ესე ნეტარნი მთავარმამასახლისად დაადგინნა ვედრებითა ყოველთა მონაზონთაჲთა წმიდამან სალოსტი მთავარეპისკოპოსმან, ვითარცა მეუდაბნოენი და ამის სოფლისა არა მზრუნველნი.
    17.     და წესი მონაზონებისაჲ სამართლად გაჰმართეს და მრავალნი ღმრთისმსახურებასა მოაქცივნეს.
    18.     და ოდეს მივიდიან ხილვად ურთიერთას და ზრახვასა სულისასა ზრახვედ, ამისთჳსცა უმრავლჱს ეტყჳნ წმიდაჲ საბა ნეტარსა თეოდოსის: უფალო აბბა, შენ ყრმათა მამასახლისი ხარ, ხოლო მე მამასახლისთა მამასახლისი ვარ, ამისთჳს რამეთუ თითუეული, რომელ ჩემ ქუეშე არს, თჳთ ჴელმწიფე არს და თჳსისა სენაკისა მამასახლისი არს.
    19.     და ამას ვითარცა ეტყოდა ნეტარი იგი, არა ფიცხელ მიჩს სიტყუაჲ ესე, არამედ ტკბილ და კეთილ მოყუარისაჲ მოყუარისა მიმართ, და ესე ამათთჳს ითქუა.


65

     1.     მეოთხესა წელიწადისა დასრულებასა მის უწჳმრებისასა სპილეონისა მყოფნი მოწაფენი წმიდისა მამისა ჩუენისანი მოვიდეს დიდსა ლავრასა და ჰრქუეს: განგჳტევენ ჩუენ, მამაო, რამეთუ ვერ ძალ-გჳც ჩუენ მონასტერსა შენსა ყოფაჲ, რამეთუ წყალი ყოლად არა გუაქუს.
    2.     და ესე უწყით, რამეთუ თუესა მაჲსსა, დასასრულსა, წჳმაჲ არა ყვის.
    3.     ხოლო წმიდამან მან რომელთამე მათგანთა შეჰრისხნა და რომელთამე ნუგეშინის-სცემდა და ეტყოდა: ძმანო, მადლობით მოვითუალოთ ყოველივე მომავალი ჩუენ ზედა.
    4.     გარნა ვესავ ღმერთსა, ვითარმედ შემდგომად სამისა დღისა აღივსნენ ყოველნი ლაკუანი თქუენნი.
    5.     წარვედით, განჰმზადენით რუვნი.
    6.     და მესამესა დღესა გამოჩნდა ღრუბელი მას ხოლო მონასტერსა ზედა, და გარდამოჴდა წჳმაჲ დიდი, და აღივსნეს ყოველნი ლაკუანი მათნი, ვითარცა წინაწარმეტყუელა წმიდამან მან.
    7.     ხოლო გარემოჲს რომელნი იყვნეს მონასტერნი სპილეონისა მონასტერსა – აღმოსავალით კასტელისი და დასავალით სქოლარისი, რომელნი მახლობელ იყვნეს ვითარ ხუთ უტევან, და სამხრით კერძო დიდი ესე ლავრაჲ – ამათ ზედა არცაღა თუ ცუარი წყლისაჲ გარდამოჴდა.
    8.     და გულკლებულ იქმნნეს მამასახლისნი მათ მონასტერთანი, მოვიდეს ბერისა და ჰრქუეს: რაჲ არს უშჯულოებაჲ ჩუენი, მამაო, რამეთუ ესრჱთ განმთხიენ ჩუენ, რაჲთამცა არა ჰლოცე სხუათათჳსცა მონასტერთა შენთა?
    9.     ჰრქუა მათ წმიდამან მან: რომელთა უჴმდა, ღმერთმან მოსცა კურთხევაჲ მისი და თქუენცა ნუ შეიურვებთ, რამეთუ არა მოგაკლდეს თქუენ წყალი, ვიდრემდის მოსცეს ღმერთმან წჳმაჲ ქუეყანასა.


66

     1.     მეხუთესა წელსა მის სიყმილისასა ეგოდენი იწროებაჲ იყო წყლისაჲ, რამეთუ გლახაკნი წმიდისა ქალაქისანი დაყმებოდეს წყლისა თხოვითა, დიდითა მით სიჴმელითა და უწჳმრობითა.
    2.     და სილუამისა წყალიცა დაჰჴმა და ლუკილიანაჲსაჲ.
    3.     არა ხოლო თუ ამათ, არამედ წყაროთაცა კოლონიაჲსათა და ნეფთოჲსათა მოაკლდა.
    4.     მაშინ მთავარეპისკოპოსსა მას შეეშინა, რაჲთა ნუუკუე ერი იგი აღდგეს მის ზედა.
    5.     მიმოდავიდოდა და, სადა პოვის ნედლი ადგილი, დათხრად ჰსცის მრავალთა ჴელითა.
    6.     ჰგონებნ, რაჲთამცა წყალი პოვა მუნ, და არა პოვის.
    7.     და შთავიდა ჴევსა სილოამისასა, მახლობელად სუეტსა კოზმან და დამიანე წმიდისასა, გზასა დიდისა ლავრისასა და შთაიყვანა მის თანა ქუეყანისა განმწონელი და ერი მრავალი მუშაკთაჲ და დათხრად სცა სიღრმჱ ვითარ ორმეოც კაც.
    8.     და ვითარ არა პოვეს, ფრიად მწუხარე იქმნნეს, რამეთუ მუახლებულ იყო დღესასწაული იგი ენკენიისაჲ.
    9.     და ეზრახა მთავარეპისკოპოსი კაცსა ერთსა, რომელსა სახელი ერქუა სუმოს, რომელსა მრავალგზის ექმნა განგებაჲ ქალაქისაჲ.
    10.     და ჰრქუა მას შეურვებით: აჰა ესერა შემოვალს თუე სეკდემბერი, და წყალი არა აქუს ქალაქსა.
    11.     რაჲ-მე ვყო?
    12.     მოეჴსენა სუმოსს და ჰრქუა მთავარეპისკოპოსსა: მესმა ნეტარისა საბაჲსი უწინარჱს მცირედთა დღეთა წარსრულთა, ვითარმედ ერთსა მონასტერსა მისსა წყალი მუაკლდა, და გარდამოჴდა წჳმაჲ დიდძალი გარემოჲს მის მონასტრისა ხოლო, რომელსა აკლდა წყალი, და ყოველნი ლაკუანი მათნი აღივსნეს, რამეთუ ევედრებოდეს ნეტარსა მას მყოფნი მის მონასტრისანი, და მან ლოცვა-ყო მათთჳს.
    13.     ესე ვითარცა ესმა მთავარეპისკოპოსსა, მოუწოდა ნეტარსა საბას საეპისკოპოსოდ, რეცათუ სხჳსათჳს რაჲსმე და შეიყვანა იგი თჳსისაგან და ევედრებოდა მას, რაჲთამცა ევედრა იგი ღმერთსა, და შეიწყალნა ქმნულნი თჳსნი და წარწყმედულებაჲ კაცთაჲ შიმშილითა და წყურილითა.
    14.     მერმე ჰრქუა: მე თუ ვცოდე, რაჲსათჳს მოწყდების ერი ესე?
    15.     ხოლო წმიდამან საბა მიუგო და ჰრქუა: მე ვინაჲ შეუძლო გარე-მიქცევად რისხვასა ღმრთისასა, ცოდვილმან ამან და უძლურმან, რომელსა წერილი იტყჳს.
    16.     უკუეთუ ცანი დაჰჴშნეს, ვინ განახუნეს იგინი?
    17.     ხოლო მთავარეპისკოპოსმან დიდადნი სიტყუანი შემოიხუნა საქენებელნი.
    18.     და რაჲთა ვთქუათ დასასრული, მიერჩდა ღმრთით-შემოსილი საბა და ჰრქუა მას: აჰა ესერა შთავიდე მე სენაკად და ბრძანებისა შენისათჳს, ნეტარო, ვევედრო პირსა ღმრთისასა.
    19.     ვიცი, რამეთუ კაცთმოყუარე არს და მოწყალე, და წყალობანი და შეწყნარებანი მისნი – ყოველთა ზედა საქმეთა მისთა.
    20.     და ესე იყავნ სასწაულად შენდა: უკუეთუ სამნი ესე დღენი წარჴდენ და არა წჳმოს, უწყოდე, რამეთუ არა შეისმინა ჩემი ღმერთმან.
    21.     გარნა ლოცვა-ყავთ თქუენ ჩემთჳს, რაჲთა აქუნდეს ვედრებასა ჩემსა მადლი.
    22.     და ესე ვითარცა თქუა, მესამესა დღესა თუესა სეკდემბერისასა წარვიდა იგი მისგან.
    23.     და ხვალისა დღე იყო სიცხჱ დიდი ფრიად, და იყო სიმრავლჱ მუშაკთაჲ და წინა თქმულთაჲ მათ, რომელნი თხრიდეს.
    24.     ხოლო მწუხრი, ვითარცა დაასრულეს საქმჱ მათი, დაუტევეს მუნ ყოველი ჭურჭერი მათი და გოდრები და წარვიდეს, ჰგონებდეს, ვითარმედ ხვალისა დღე მოვიდენ და იქმოდიან.
    25.     და ვითარცა მოიწია ჟამი ერთი ღამისაჲ, ქარი მოჰბერა სამხრით, და აღდგეს ქუხილნი და ელვანი, და წჳმაჲ გარდამოჴდა ძლიერი, და ვიდრე განთიადმდე აღივსნეს რუვნი და ჴევნი ყოველთაგან მდინარეთა.
    26.     და ვითარ განმრავლდეს წყალნი იგი ადგილსა მას, სადა-იგი იქმოდეს ესოდენსა ჟამსა და შურებოდეს, და დიდადი საფასჱ წარაგეს და ეგოდენი იგი მიწაჲ, რომელ აღმოედვა თხრილისა მისგან, ერთსა შინა ჟამსა წარღუნა ყოველი იგი და თჳსსავე ადგილსა შთადვა და დაჰფარა.
    27.     კიბეები და ჭურჭერი და გოდრები დაშთა შიდა ვიდრე დღენდელად დღედმდე.
    28.     და მოხედვითა ღმრთისაჲთა სიმრავლემან წყალთამან ადგილი იგი ნათხარი მუასწორა, და ვაკე იქმნა, და არავინ ცნა, სადაქუეს იყო ადგილი იგი.
    29.     და აღივსნეს ლაკუანი წმიდისა ქალაქისანი, და ყვეს დღესასწაული ენკენიისაჲ დიდითა სიხარულითა.


67

     1.     ოთხმეოცდამეექუსესა წელსა მამისა ჩუენისა საბაჲსსა ჰასაკისა მისისა ჟამთა იოვანე მთავარეპისკოპოსმან დაასრულა მეშჳდჱ წელი და შჳდი თუე მთავარეპისკოპოსებასა შინა და აღესრულა.
    2.     და მისსა ადგილსა დადგა პეტრე, ნათესავით ელევთეროპოლელი, მთავარეპისკოპოსად წმიდასა ქალაქსა თუესა აპრილსა ოცსა, ინდიკტიონსა ორსა.
    3.     სამი ოდენ წელი დაეყო მეფობასა შინა დიდსა მეფესა იუსტინეს, მოხუცებულცა იყო იგი და სალმობითა ჴორცთაჲთა დასნეულდა.
    4.     ნებითა ღმრთისაჲთა და შეზრახვითა მთავართაჲთა და ყოველთა მოქალაქეთა და ეპიფანჱს ნებითა და ჴელთდასხმითა მთავარეპისკოპოსისა კოსტანტინეპოლელისაჲთა იუსტინიანოს დაადგინეს მეფედ.
    5.     და ესე იყო ღმრთისმოყუარისა მეფისა ჩუენისა დისწული.
    6.     ესე ოდეს იყო ჳპატოს გინათუ პატრიკიოს, ქალაქისა განგებასა და სოფლისასა ძლიერად იქმოდა, ესე დადგა მეფედ, ვითარცა წერილ არს, თუესა აპრილისასა ხუთსა, ინდიკტიონსა ხუთსა.
    7.     ვითარცა ოთხი თუეჲ გარდაჴდა, თუესა აგჳსტოსსა, მეორესა დღესა, იუსტინე მეფჱ აღესრულა.
    8.     არამედ, ვითარცა წინა მოჴსენებულ არს ნეტარი საბა, სამგზის სანატრელმან პეტრე ვითარცა დაყო სამი წელი საყდარსა თჳსსა, იგივე წესი იპყრა, ვითარცა მისსა წინა აღსრულებულთა მთავარეპისკოპოსთა.
    9.     და პატიოსნად ეპყრა ნეტარი საბა და სურვილით ისწრაფინ მისლვად მისა უდაბნოდ.
    10.     ამას მთავარეპისკოპოსსა დაჲ ესუა ჴორციელად, რომელსა სახელი ერქუა ისჳქია.
    11.     ღმრთისმოყუარე იყო ესე ფრიად და ესე შევარდა სალმობასა მწარესა.
    12.     და ვითარცა განწირეს იგი მკურნალთა და ვერ შეუძლეს კურნებაჲ მისი, შეეწყალა ესე ძმასა თჳსსა ფრიად და მოუწოდა ნეტარსა საბას, ევედრებოდა მას, რაჲთამცა დაშურა და მივიდა დისა მისისა ხილვად სახიდ მისა და რაჲთა ულოცოს მას.
    13.     ხოლო ნეტარმან ბერმან არა გარე-შეაქცია ბრძანებაჲ მისი, არამედ მივიდა და მკურნალთაგან განწირული იგი პოვა და ყო ლოცვაჲ მის ზედა და დასწერა მას სამგზის ნიში ჯუარისაჲ და აღადგინა იგი ცოცხალი.
    14.     და ვითარცა ესმოდეს ყოველთა გარემოჲს მყოფთა წმიდისა ქალაქისათა საქმენი იგი მისნი, ადიდებდეს ღმერთსა.


68

    1.     ვითარცა წინა მოჴსენებულ არს, პატრიკია, რომელსა სახელი ერქუა ივლიანა, ესე დიდადსა ქველის საქმარსა ჰყოფდა თჳსსა ქალაქსა კოსტანტინეპოლისს.
    2.     და ვითარცა აღესრულა იგი, ამისნი საჭურისნი მოვიდეს იერუსალემდ და ესენი მეცნიერ იყვნეს ნეტარისა საბაჲსა, ოდეს იყო იგი კოსტანტინეპოლისს.
    3.     მიუჴდეს იგინი დიდსა ლავრასა ნეტარსა მას და აქუნდა მათ საფასჱ დიდძალი.
    4.     ევედრებოდეს მას, რაჲთამცა შეიწყნარნა იგინი და შეჰრთნა კრებულსა მისსა.
    5.     ხოლო მოხუცებულმან ღმრთისა მიერ ჰრქუა მათ: აქა არა არს წესი, რაჲთამცა უწუერული გინა საჭურისი იყოფოდა.
    6.     რამეთუ სძულდა ნეტარსა მას ხილვად პირი დედაკაცისაჲ, მას და მისთა მონასტერთა და ლავრათა.
    7.     გარნა, რამეთუ მეცნიერნი მისნი იყვნეს, უნდა განკურნებაჲ მათი და აღშენებაჲ.
    8.     და მისცნა იგინი ნეტარსა თეოდოსის და ესენი მცირედთა ჟამთა ისწავებდეს წესსა მონაზონებისასა და ევედრნეს მთავარეპისკოპოსსა, რაჲთამცა მისცა მათ ადგილი კეთილი თჳსისაგან.
    9.     ხოლო მთავარეპისკოპოსმან მოუწოდა ალექსანდრეს, მამასახლისსა მონასტრისასა, რომელი ნეტარსა ელიას ეშენა იერიქოს და დაედგინნეს მამასახლისად ნესტაბოს და ზაქარია, და შემდგომად სიკუდილისა მათისა დადგომილ იყო ალექსანდრე.
    10.     და ალექსანდრეს ევედრებოდა მთავარეპისკოპოსი, რაჲთამცა შეიწყნარნა საჭურისნი იგი მცირედ ჟამ.
    11.     ხოლო ალექსანდრე ვეცხლისმოყუარებითა და ამპარტავანებითა შეპყრობილ იყო.
    12.     გარდაჰჴდა იგი ბრძანებასა, რომელი დაედვა ნეტარსა მთავარეპისკოპოსსა ელიას, და თავით თჳსით გონებაჲ თჳსი დაითრგუნა და განყვნა მონასტერნი იგი.
    13.     მიერ ჟამითგან უწოდეს ერთსა მას საჭურისთა მონასტერ.


69

     1.     მომავალსა ოთხმეოცდამეათერთმეტესა წელსა მამისა ჩუენისა საბაჲსსა ჰასაკისა ჟამთა ნეტარმან აბბა თეოდოსი დაასრულა ცხოვრებაჲ თჳსი და ღმრთისა მივიდა თუესა იანვარისასა ათერთმეტსა, ინდიკტიონსა შჳდსა, მოხუცებული და სავსჱ დღითა.
    2.     სოფრონიოს ვისმე ერქუა სახელი და იყო იგი მონაზონებასა წარმართებულ.
    3.     ამან ღირსმან მამასახლისობაჲ დაიპყრა.
    4.     მეოთხესა თუესა შემდგომად სიკუდილისა ნეტარისა თეოდოსისა პალესტინისა სამარიტნი აღდგეს ქრისტიანეთა ზედა და დიდადსა უშჯულოებასა იქმოდეს, რამეთუ რომელსა მიემთხუეოდეს ეკლესიასა, გამოტყუენიან და ცეცხლითა დაწჳან.
    5.     და კაცი ქრისტიანჱ, რომელი შევარდის ჴელთა მათთა, ტანჯიან იგი უწყალოდ და მოკლიან.
    6.     და დაბნებსა ქრისტიანეთასა, რომელსა მიემთხუეოდეს, ცეცხლითა დასწუვიდეს, უმეტჱს ხოლო რომელნი გარემოჲს იყვნეს ქალაქსა ნეაპოლისსა.
    7.     და ესოდენ წინა-აღუდგეს ქრისტიანეთა, ვიდრემდე მეფჱცა დაისუეს, რომელსა სახელი ერქუა ივლიანე, და ეპისკოპოსი ნეაპოლისისაჲ მოკლეს, რომელსა სახელი ერქუა მამონა, და ხუცესნი, რომელნი შეეპყრნეს, დაჭრნეს და ცეცხლითა დაწუნეს და მათ თანა ნაწილნი მარტჳრთანი.
    8.     და დიდადსა ბოროტსა შეაჩუენებდეს ქრისტიანეთა.
    9.     და შეიპყრნეს გზანი სამეუფონი და ვერ ძალ-ედვა ქრისტიანეთა სლვად.
    10.     და ვითარცა ესმა ესე ყოველი ნეტარსა და ღმრთისმოყუარესა მეფესა იუსტინიანოსს, უბრძანა თეოდორეს და იოანნის დიდებულთა, რაჲთა გუნდი შეკრიბონ და მიუჴდენ სამარიტთა.
    11.     და ესენი ვითარცა მოვიდეს, მოსრეს სიმრავლჱ სამარიტელთაჲ და მოკლეს მეფჱ იგი სამარიტთაჲ ივლიანე.
    12.     მაშინ სილოანე რეცათუ მშჳდობისა სახითა სკჳთოპოლისა შევიდა თჳნიერ ბრძანებისა მეფისა, და აღიტაცეს იგი ქრისტიანეთა და საშუვალ ქალაქსა ცეცხლითა დაწუეს.
    13.     და აღესრულა მისა მიმართ, რომელსა ზრახვიდეს იოვანე ხარკის-მომჴდელი და ნეტარი საბა, რომელიცა-იგი წინაწარმეტყუელა მისთჳს ნეტარმან საბა.
    14.     არსენი ერქუა სახელი დამწურისა მის სილოანის ძესა.
    15.     და ესე იყო ელჳსტრიოს და დაეყო მრავალი ჟამი კოსტანტინეპოლისს და შევიდოდა ჴელმწიფებით მეფეთა წინაშე.
    16.     ამას ვითარ ესმა სიკუდილი მამისა თჳსისაჲ, შევიდა წინაშე მეფისა და დედოფლისა თეოდორაჲსა და სხუად სახედ დააჯერა სიკუდილი მამისა თჳსისაჲ და განარისხა მეფჱ ქრისტიანეთა ზედა პალესტინისათა.
    17.     მაშინ პეტრე, მთავარეპისკოპოსი იერუსალემისაჲ, და სხუანი ეპისკოპოსნი, რომელნი მის ქუეშე იყვნეს, ევედრებოდეს ნეტარსა საბას, რაჲთამცა აღვიდა კოსტანტინეპოლისა და ევედრა მეფესა და შენდობაჲმცა ყო ხარკისაჲ პირველისა და მეორისა პალესტინისაჲ, რომელი-იგი მოწევნულ იყო სამარიტთაგან სიკუდილი და ტყუენვაჲ.
    18.     და თავს-იდვა მღდელთმოძღუართაჲ მათ ბრძანებაჲ მოხუცებულმან მან ღმრთისამიერმან და წარვიდა კოსტანტინეპოლისა თუესა აპრილსა, ინდიკტიონსა რვასა.


70

     1.     ხოლო მთავარეპისკოპოსმან წინა-წარუძღუანა წიგნი მეფესა და აუწყა მისლვაჲ ნეტარისაჲ მის.
    2.     ხოლო ღმრთისა მიერ დაცვულსა მეფესა ვითარცა ესმა მისლვაჲ ბერისაჲ, განიხარა ფრიად და ბრძანა სამეფოთა ნავთა მიგებებად მისა.
    3.     და მათ თანა განვიდეს შემთხუევად მისა ეპიფანე, მთავარეპისკოპოსი კოსტანტინეპოლისისაჲ, და პაპა ევსები და ჳპატი, ეფესოჲსა ეპისკოპოსი.
    4.     და ვითარცა იხილეს, შეიმთხჳნნეს ურთიერთას და შეიყვანეს იგი მეფისა.
    5.     ხოლო ღმერთმან მადლი მონისა თჳსისაჲ გამოუცხადა მეფესა, ვითარცა-იგი წინაჲთ ანასტასის მეფესა.
    6.     ესე ვითარცა შევიდოდა მღდელთმთავართა თანა მეფისა და შინაგანსა კარსა ვითარცა აღიპყრეს ეზოჲ, განუხუნა ღმერთმან თუალნი მეფესა და იხილა მსგავსად გჳრგჳნისა თავსა ზედა მის ნეტარისასა ნათელი მბრწყინვალჱ, ვითარცა მზისთუალი.
    7.     და მირბიოდა მეფჱ და თავყანის-სცა და სიხარულითა ცრემლით ამბორს-უყო თავსა მისსა და იკურთხა მისგან და მიიღო ჴელთა მისთაგან წიგნი იგი სავედრებელი, რომელ-იგი მიეწერა მთავარეპისკოპოსთა პალესტინისათა.
    8.     და დააჯერა მას მეფემან, რაჲთა შევიდეს და აკურთხოს დედოფალი თეოდორა.
    9.     და ვითარცა შევიდა ბერი, აღდგა დედოფალი, თავყანის-სცა მას და შეიმთხჳა იგი, სიხარულით ევედრებოდა მას და ჰრქუა: მილოცე მე, მამაო, რაჲთა ღმერთმან მომმადლოს ნაყოფი მუცლისა ჩემისაჲ.
    10.     და ჰრქუა, მას ბერმან: ღმერთმან ყოველთა უფლებათამან დაიცევინ მეფობაჲ თქუენი.
    11.     და კუალად ჰრქუა მას დედოფალმან: ლოცვა-ყავ, მამაო, რაჲთა მომცეს უფალმან შვილი.
    12.     მიუგო ნეტარმან საბა და ჰრქუა მას: ღმერთმან დიდებისამან ღმრთისმსახურებით და ძლევით დაიცევინ მეფობაჲ თქუენი!
    13.     და გულკლებულ იქმნა დედოფალი, რამეთუ არღა იგი მიითუალა, თხოვაჲ იგი მისი.
    14.     და ვითარ გამოვიდა იგი მიერ, აბრალებდეს მას მამანი, რომელნი-იგი თანა-უვიდოდეს მას, და ჰრქუეს: რაჲსათჳს შეაწუხე დედოფალი და ნებისა მისისაებრ არა ულოცე?
    15.     და ჰრქუა მათ ბერმან: გრწმენინ ჩემი, მამანო, რამეთუ არა გამოვიდეს მუცლისა მისისაგან ნაყოფი, რაჲთა არა წოვოს სებერჱს შჯულისაგან და უძჳრჱს ანასტასისსა აღაშფოთნეს ეკლესიანი.
    16.     და უბრძანა მეფემან ყოფაჲ მისი პალატს შინა.
    17.     მაშინ ღმრთისა მიერ დაცვულმან მან მეფემან ვითარცა მიიღო ვედრებაჲ იგი მოხუცებულისა მისგან ყოველთათჳს ეკლესიათა პალესტინისათა, მიაქცია რისხვაჲ იგი სამარიტელთავე ზედა და უბრძანა შჯული დადებად მათ ზედა, რაჲთა დასცხრენ სამარიტნი კრებისა მათისაგან და ქალაქთაგან განასხნენ და რაჲთა არა დაიმკჳდრნენ თჳსნიცა, და ნუცამცა ჴელ-ეწიფების მათგანსა ნიჭებად ვისა.
    18.     და ესეცა შჯული ბრძანავე, რაჲთა მთავარნი მათნი და მაშფოთებელნი მოსწყჳდნენ.
    19.     ხოლო არსენის ვითარცა ესმა ბრძანებაჲ ესე მოსრვისათჳს სამარიტთაჲსა, უჩინო იქმნა რაოდენმე ჟამ.
    20.     და ვითარცა ეგულებოდა ნეტარსა საბას გამოსლვაჲ მიერ ქალაქით, მოვიდა არსენი და შეუვრდა მას და ნათელი მოიღო მან და ყოველთა მისთა.


71

     1.     და შემდგომად მცირედთა ჟამთა მოუწოდა მეფემან ნეტარსა საბას და ჰრქუა მას: მასმიეს მე, მამაო, ვითარმედ მრავალნი მონასტერნი აღგიშენებიან უდაბნოს.
    2.     უკუეთუ ჯერ-იჩინო, ითხოვე სოფლები სამსახურებელად მონასტერთათჳს და, სადაცა ინებო, მიგცეთ ჩუენ, რაჲთა გჳლოცვიდენ ჩუენ იგინი.
    3.     ხოლო ნეტარმან საბა ჰრქუა: შენისა ღმრთისმსახურებისა უფროჲს ხოლო მლოცველნი, მათ სოფლები არა უჴმს, რამეთუ ნაწილ მათა სოფლებისა წილ უფალი არს, რომელმან უდაბნოსა ზედა ერსა ურჩსა და წინა-აღმდგომსა პური სცა და მწყერმარჴილი აღმოუცენა, იგივე უფალი არს მზრუნველ მათა.
    4.     ხოლო ჩუენ, ღმრთისმსახურო მეფეო, დამტკიცებისათჳს წმიდათა ეკლესიათა პალესტინისათა გევედრებით და შენდობასა ხარკისასა ვითხოვთ და აღშჱნებად, რომელნი სამარიტთა დააქცივნეს წმიდანი ადგილნი, და შეწევნად, რომელნი დამცირდეს და წარიტყუენნეს ქრისტიანენი პალესტინისანი.
    5.     და ამასცა ვითხოვთ, რაჲთა ერთი სასნეულოჲ აღაშჱნო წმიდასა ქალაქსა უცხოთათჳს მომავალთა საზრდელად და სნეულთა განსასუენებელად.
    6.     და მასვე ადგილსა დადებულ არს საფუძველი წმიდისა ღმრთისმშობელისა ეკლესიისაჲ, რომელი წინა ჟამთა დადვა მთავარეპისკოპოსმან ელია.
    7.     ესე აღაშჱნე და შეამკვე, რამეთუ უფროჲს ყოვლისა ესე შეჰგავს შენსა ღმრთისმსახურებასა.
    8.     და სარკინოსთა წყინებისათჳს და ზედა-მოსლვისა ვევედრებით შენსა სიმშჳდესა, რაჲთა უბრძანო სუმოსს დიდებულსა, და აღაშჱნოს ციხჱ სამეფოჲთა უდაბნოს ქუემოკერძო შჱნებულთა მათ ჩემთა მონასტერთა.
    9.     და ვესავ, რამეთუ ხუთთა ამათ წილ ღმრთისა სათნოდ ქმნულთა შესძინოს ღმერთმან შენსა მეფობასა აფრიკეთი და ჰრომი და სხუაჲ ყოველი, რომელი ონორის მეფესა ეპყრა, რომელი შენსა წინა სხუათა მეფეთა წარეწყმიდა.
    10.     და შენისა ღმრთისმსახურებისა ყუდროებითა ესეცა ყავ: არიანოსთაჲ შჯული და ნესტორიანთაჲ და ოროგინელთაჲ დათრგუნე ქუეშე ფერჴთა შენთა და ამათ სამთაგან წვალებათა ძნელთა განარინენ ეკლესიანი ღმრთისანი.
    11.     რაჲსა ანუ რომლითა სახითა ითხოვა მეფისაგან სამთა ამათ შჯულთაჲ განსხმაჲ, აწ ვთქუა: რამეთუ არიოსის შჯული უპყრიეს ამათ გუთთა და სხუათა გუთთა და ვალანდთა და გიდიათა.
    12.     ესენი ჰყოფდეს არიოსის წვალებასა და ეპყრა ყოველი დასავალითი ამათ.
    13.     და ცნა სულითა, რამეთუ ზრუნავს მათთჳს მეფჱ;
    14.     ხოლო ნესტორის წვალებასა ამისთჳს სახელ-სდვა, რამეთუ მის თანა ვინმე აღსრულ იყვნეს მონაზონნი, რომელნი იყვნეს თეოდორე მანქუესტიაჲსანი და იპოვნეს იგინი თანა-შემწე სამეფოს შინა გარდაქცეულთა მათ თანა ზრახვასა;
    15.     და ოროგინე განჴრწნილისა წვალებაჲ და თქუმული სხუათა მწვალებელთა განძებულთაჲ თანა-შეერთო, რამეთუ იპოვა ვინმე მის თანა მონაზონი, ნათესავით ბიზანტიელი, სახელით ლეონტი.
    16.     ესე შეიყვანა ნეა-ლავრად ნონოსის თანა შემდგომად აგაპის სიკუდილისა.
    17.     ამათ ეპყრა შჯული ოროგინჱსი, ხოლო ნეტარი ესე ქალკიდონისა კრებასა ზედა დგებოდა.
    18.     ამან ცნა, რამეთუ ოროგინჱს თქუმულთა ესავს.
    19.     და ვითარცა ესმა სარწმუნოდ მამასა ჩუენსა საბას, მაშინ ნეტარისა აგაპის სიტყუაჲ მოიჴსენა და განაძო ესე და რომელნი თეოდორჱს წვალებასა შეუდგეს, და არღარა უტევა თანა-მუახლებად მისა და აუწყა მეფესა ყოველთა ამათ მწვალებელთა განძებაჲ.


72

     1.     და რაოდენი რაჲ ითხოვა მამამან ჩუენმან საბა, ღმრთისმსახურმან მეფემან ჩუენმან გარდაუქცეველად ყოველივე ყო, ვითარცა დავით წინაწარმეტყუელა და კაცთმოყუარემან ღმერთმან ქმნა.
    2.     და ესეცა კუალად გონიერად უწყოდეთ: პირველად იქმნა ბრძანებაჲ მთავარეპისკოპოსისა პეტრჱსა და ყოველთა მიმართ მთავართა პალესტინისათა.
    3.     დაამტკიცა და უბრძანა ანტონის, ასკალონელ ეპისკოპოსსა, და ზაქარიას, პელელ ეპისკოპოსსა, რაჲთა ამათ მოიხილონ სოფლები იგი, მომწუარი სამარიტთაგან პირველისა და მეორისა პალესტინისაჲ და შენდობაჲ ხარკისაჲ მეცხრისა და მეათისა ინდიკტიონისაჲ, მსგავსად დაჭირვებისა თითოეულისა ადგილისა, და შეუნდო ვითარ ათცამეტი კენტენარი ოქროჲ და უბრძანა მათვე მოხილვაჲ ეკლესიათაჲ, რომელნი დაეწუნეს სამარიტთა.
    4.     და ეგრევე მსგავსად ბრძანა მიცემად თითუეულთა წმიდათა ადგილთადა ესე მისაცემელი გინა სამეფოჲსა ხარკისაგან, გინა საფასისაგან სამარიტთაჲსა სტეფანჱს მიერ, მბრწყინვალისა კომსისა, რომელსა ბრძანებაჲ აქუნდა წინამძღურობისაჲ ეპისკოპოსთაჲ მათ, რომელთა რწმუნებულ იყო აღხილვაჲ სოფლებისაჲ მის დამწურისაჲ.
    5.     მესამჱ ბრძანებაჲ უბრძანა ღმრთისა მიერ მოხუცებულსა მას აღშჱნებად სასნეულოჲ შოვა წმიდასა ქალაქსა და დადგმაჲ ასისა ცხედრისაჲ.
    6.     და განუჩინა რაჲცა წელიწად წმიდაჲ დრაჰკანი ათას რვაას ერგასისი.
    7.     და ამისსა შემდგომად კუალად უბრძანა მასვე სასნეულოსა შინა ასი სხუაჲ ცხედარი და კუალად შეურთო სხუაჲ ეგოდენივე რიცხჳ დრაჰკანი.
    8.     და ესე კეთილად დაამტკიცა ვიდრე აღსასრულადმდე.
    9.     შრომაჲ და ჭირი დიდი ყო, რაჲთამცა აღასრულა მეოთხეჲ იგი თხოვაჲ ბერმან და უბრძანა წარმოსლვაჲ იერუსალემდ თეოდორეს, საქმის აღმწონელსა, რაჲთა აღაშენოს ახალი ეკლესიაჲ წმიდისა ღმრთისმშობელისაჲ და მარადის ქალწულისა მარიამისი.
    10.     და ბრძანებაჲ მოსცა ხარკის-მკრებელთა მიმართ პალესტინისათა, რაჲთა იგინი მისცემდენ, რაჲ-იგი უჴმდეს საშენებელად.
    11.     ხოლო მთავრობაჲ მის ადგილისაჲ მისცა მთავარეპისკოპოსსა პეტრეს და ბარაქოსს, ბაკათელ ეპისკოპოსსა, უბრძანა ზედა-დგომაჲ საქმისაჲ მის.
    12.     და ესრჱთ მეათორმეტესა წელსა აღეშჱნა ახალი ეკლესიაჲ ყოვლად ქებულისა ღმრთისმშობელისაჲ.
    13.     და შეამკვეს იგი ყოვლითა სამკაულითა და სატფური ყვეს.
    14.     ხოლო პატიოსნისაჲ მის ქმნულებისა სიდიდჱ და მბრწყინვალებისა დიდებაჲ და სიმრავლჱ შემკობისაჲ უფროჲს არარაჲ გჳჴმს მითხრობად, რომელსა თუალითა ჩუენითა ვხედავთ.
    15.     ესე უფროჲს აღმატებულ არს ძუელთა მათ შჱნებულთა და თქუმულთა, რომელსა განაკჳრვებდეს კაცნი და აქებდეს უღმრთონი.
    16.     ესე მეოთხჱ, რომელი ითხოვა ნეტარმან საბა, მეოთხისა თხოვისა ნაყოფი არს.
    17.     ხოლო ღმრთისმსახურმან ჩუენმან მეფემან, იხილა რაჲ მეხუთჱ ესე თხოვაჲ, მისცა ნეტარსა საბას და დაწერა ბრძანებაჲ სუმოჲსა მიმართ და თქუა: ათასი დრაჰკანი მიეც აბბა საბას, რაჲთა აღაშჱნოს ციხჱ.
    18.     და ესე ოქროჲ ხარკისაგან პალესტინისა მიეც და მცველად მჴედარნი დაადგინენ და სცვიდენ მონასტერთა მისთა, და საზრდელი მიეცემოდენ მჴედართა სამეუფოჲსაგან.
    19.     ხოლო ღმრთით-დაცვული მეფჱ ჩუენი უცალო იყო საქმითა ამით და განიყვანა თჳსისაგან ტრიბონიანოს კესტორი ტაძარსა, რომელსა ჰრქჳან მაგნაურა.
    20.     ხოლო ნეტარი საბა გან-რე-დგა თჳსისაგან და იწყო ფსალმონებად და აღასრულა სამჟამი.
    21.     ერთი ვინმე მოწაფეთა მისთაგანი, რომელსა სახელი ერქუა იერემია, დიაკონი დიდისა ლავრისაჲ, მოუჴდა და ჰრქუა მას: პატიოსანო მამაო, აჰა ესერა მეფესა ესევითარი სწრაფაჲ აქუს შენდა მიმართ და ნებასა შენსა აღასრულებს წადიერად.
    22.     შენ რაჲსათჳს განეშოვრე და თჳსისაგან სდგა?
    23.     ჰრქუა მას ბერმან: შვილო, იგინი თჳსსა საქმესა იქმან, ჩუენცა ჩუენი აღვასრულოთ.


73

     1.     ხოლო მეფემან ესე ყოველი დაამტკიცა და ყოვლისა ბრძანებისაჲ წერილი მისცა ნეტარსა მას მოხუცებულსა და განუტევა იგი მშჳდობით.
    2.     ხოლო ღმერთმან მოსცა მადლი მეფესა ბევრ წილად და წინაწარმეტყუელებაჲ იგი ბერისაჲ აღესრულა.
    3.     და ვითარცა მცირედნი ჟამნი წარჴდეს, მეფემან ორნი ნერგნი დაჰნერგნა და ორნი ძალნი შეიმოსნა, რომელი არავის ეყო უწინარჱსთა მისსა მეფეთა: აფრიკეთი და ჰრომი, რომელი წინა-აღმდგომთა ეპყრა, იგი უკმოიპყრა და ორნივე იგი მეფენი შემოყვანებად სცნა კოსტანტინეპოლისა და იხილნა უიტიგინ, მეფჱ ჰრომისაჲ, და გელიმერა, მეფჱ აფრიკეთისაჲ.
    4.     და ესრჱთ ქუეყანისაჲ და ზღჳსაჲ ნახევარი უკმოიპყრა და მცირედთა დღეთა ბერძენთა მეფობაჲ უმეტჱს განადიდა.
    5.     და განათავისუფლა ყოველი დასავალითი, რომელნი მოჴსენებულ არიან წინა-აღმდგომთაგან არიანოსთა მონებისა და თჳსსა სარწმუნოებასა ჭეშმარიტსა მართლმადიდებელთასა მოაქცივნა.
    6.     და ყოველნი ეკლესიანი არიანოსთანი მოუხუნა, რომელი წინავე ეთქუა წინაწარმეტყუელებით ბერსა მას.
    7.     არა ხოლო თუ ესე, არამედ ნესტორის წვალებათა ზედა და ოროგინეჲსთა განძლიერდა და დაარღჳვნა და შეაჩუენნა, რომელი ქმნა თჳსითა ნებითა და შეკრებითა, რომელნი შეკრიბნა კოსტანტინეპოლისს წმიდანი მამანი, რომელნი შეკრბეს მეხუთედ.
    8.     და ესეცა უკუანაჲსკნელ იყო.
    9.     ხოლო მოხუცებულმან მან ღმრთისამიერმან განიშოვრნა, ვითარცა თქუმულ არს, ლეონტი ბჳზანტიელი და თეოდორე მამქუესტისა მოსავნი.
    10.     ესენი კოსტანტინეპოლისს დაუტევნა და თჳთ შევიდა ნავსა მოწაფითურთ და წარემართა იერუსალემდ თუესა სეკდემბერისასა, ინდიკტიონსა ცხრასა.
    11.     და ვითარცა მოვიდა იერუსალემდ, ბრძანებანი იგი მეფისანი განაცხადნა.
    12.     ხოლო რომელ-იგი ოქროჲ მოეღო კოსტანტინეპოლისით, განუყო იგი თჳსთა მონასტერთა.
    13.     ხოლო იერემიას, რომელ-იგი ზემო წერილ არს, მოწაფესა მისსა, შეუძნდა განყოფაჲ ოქროჲსაჲ მის, დაუტევა დიდი ლავრაჲ და წარვიდა და იყოფოდა იგი ჴევსა რასმე შიდა უდაბნოს, ჩრდილოჲთ კერძო სპილეონისა მონასტერსა, მახლობელად ვითარ ხუთ უტევან ოდენ.
    14.     ხოლო ნეტარი მამაჲ ჩუენი საბა მივიდა მისა და, ვითარცა იხილა ადგილი იგი, განიხარა ფრიად და წარიყვანნა ხურონი და ჭურჭერი და ფასი და საზრდელი, და მცირედთა დღეთა სწრაფით და გულსმოდგინებით აღაშჱნა ეგუტერი და რაოდენიმე სენაკნი და მისცნა მას ძმანი მის თანა ყოფად და უბრძანა იერემიას განგებაჲ ადგილისაჲ მის და კანონი დიდისა ლავრისაჲ დაუდვა.
    15.     და ესრჱთ წყალობითა ქრისტესითა ადგილი იგი ლავრად აღეშჱნა, ვიდრე აქამომდის დგას და ჰრქჳან ადგილსა მას ლავრაჲ იერემიასი.


74

     1.     ვითარცა წინა წერილ არს, ოდეს ბრძანებაჲ იგი მეფისაჲ განაცხადა იერუსალემს, მაშინ ევედრნეს მას მთავარეპისკოპოსი და სხუანი ეპისკოპოსნი, რაჲთამცა წარვიდა კესარიად და სკჳთოპოლისა, რაჲთა იგივე ბრძანებანი მეფეთანი წარკითხვად სცნეს მათ ქალაქთა.
    2.     და ვითარცა მივიდოდა სკჳთოპოლისა, წინა-მოეგებვოდა მას თეოდოსი, ეპისკოპოსი ქალაქისაჲ, და ყოველი ერი მის თანა.
    3.     და მამაჲცა ჩემი იყო მათ თანა.
    4.     და ესე იყო განმგებელ ეკლესიისა მრავალ წელ და თანა-მზრახველ ეპისკოპოსისა.
    5.     და ვითარცა განაცხადეს ბრძანებაჲ ესე ქალაქსა მას, შეიყვანეს ნეტარი ესე ბერი საეპისკოპოსოდ.
    6.     ხოლო სადგურად ეპყრა ეკლესიაჲ წმიდისა პროკოპისი, და განუშორებელ იყო მისგან მამაჲ ჩემი.
    7.     ხოლო, მე ვიყავ ყრმა და თანა-უვიდოდე მამასა ჩემსა.
    8.     და ვითარცა ვიხილეთ მღდელი ესე ღმრთისაჲ, შემიგდო მე ფერჴთა ბერისათა მამამან ჩემმან.
    9.     ხოლო მან მაკურთხა და აღმადგინა, შემიტყბო და ჰრქუა მამასა ჩემსა: ესე ყრმაჲ ჩემი მოწაფჱ არის და უდაბნოჲსა მამათა შვილი.
    10.     და ჰრქუა ეპისკოპოსსა: უფალო დიდო, მე შენ მიგცემ ყრმასა ამას და შენ ეკრძალე, რამეთუ მიჴმს მე ეგე.
    11.     ხოლო მამამან ჩემმან მიუთხრა ესე ყოველი დედასა ჩემსა.
    12.     და ვითარ ესმა ესე დედასა ჩემსა, უნდა, რაჲთამცა თავყანის-სცა წმიდასა მას.
    13.     და ვითარცა მივიდოდა ნეტარი ესე აბბა თომა შეყენებულისა, რომელი ჯდა თომა-წმიდას, ესმა დედასა ჩემსა გამოსლვაჲ ბერისაჲ თომა-წმიდად.
    14.     მიპყრა ჴელი დედამან და განმიყვანა თომა-წმიდად, სადაცა იყო ბერი.
    15.     და გარე-იდგინა მამამან ჩემმან ბერი თჳსისაგან და მოუწოდა დედასა ჩემსა თავყუანისცემად მისა.
    16.     და ცნა ბერმან, რამეთუ მჴევალი ღმრთისაჲ არს, აკურთხა იგი და, ვითარცა მიხილა მე, თქუა: აჰა მოწაფჱ ჩემი კჳრილე.
    17.     და მე თავყანის-ვეც.
    18.     ხოლო მან მაკურთხა და აღმადგინა და ჰრქუა დედასა ჩემსა: დაასწავე ამას დავითი, რამეთუ მიჴმს ეგე და ამიერითგან მოწაფჱ ჩემი არს.
    19.     და ესე ვითარცა ჰრქუა, აკურთხა დედაჲ ჩემი და განუტევა, ხოლო მე დამიყენა მამისა ჩემისა თანა.
    20.     და განვედით აბბა პროკოპისა და მის თანა ვჭამეთ და მოვედით საეპისკოპოსოდ.
    21.     ხვალისა დღე, ვითარ წარემართებოდა იერუსალემდ, მოვიდა მამისა ჩემისა თანა სახიდ ჩუენდა და ლოცვა-ყო სახლსა შინა ჩუენსა და გუაკურთხნა მამაჲ ჩემი და დედაჲ ჩემი და მე და გამოვიდა სკჳთოპოლისით პატიოსანთა მამათა თანა, რომელნი იყვნეს მის თანა.
    22.     მე ესრე მგონიეს, პატიოსანო მამაო ჩემო, რამეთუ ესე იცოდე და მეტყოდე მე და მიზრახებდ, რაჲთამცა ვიყოფოდე ლავრასა ნეტარისა საბაჲსსა.
    23.     და მე რაჲ გარქუ, რამეთუ ნეა-ლავრაჲცა მის მიერ აღეშჱნა უფროჲს ხოლო, რამეთუ მის ადგილისაგან განასხნეს ოროგინჱს მოსავნი, და შენ მომიგე და მარქუ: ჰე, ჰე, მეცა ვიცი.
    24.     ხოლო უმჯობეს ესე არს, რაჲთა იყოფოდი შენ ლავრას.
    25.     და ვიცი, რამეთუ ესეცა იყოს, რაჲთა გამოჩნდეს წინაწარმეტყუელი დიდი საბა და ესე თქუენი თქუმული ჩემდა მომართ.
    26.     ხოლო მე ღმრთისა მიერ განმზადებულ ვარ, რაჲთა თავისა ჩემისა სენაკი ვიშენო დიდსა ლავრასა და მას შინა ვიყოფოდი, რაჲთა აღესრულოს მისი იგი თქუმული წინაწარმეტყუელებით და ბრძანებაჲ თქუენი ღირსთაჲ.
    27.     ხოლო ეპისკოპოსი დედაქალაქისაჲ წუსწუთ ბასრობით ეტყჳნ მამასა ჩემსა: ვითარ მრთელ არს მოწაფჱ იგი აბბა საბაჲსი?
    28.     და უფროჲს ხოლო მაწუევდეს დასწავლასა დავითისასა და მოციქულისა წიგნთა.
    29.     და მაკურთხა მე ეპისკოპოსმან და აღმკუეცნა თმანი და დამადგინა მე ახლად-კუეცილთა თანა ეკლესიისათა.
    30.     და ვითარცა განაცხადეს ბრძანებაჲ იგი მეფისაჲ და რომელ-იგი იყო განრყუნილებაჲ სამარიტთაგან, მოიხილეს რაჲ ეპისკოპოსთა მათ, პირველსა პალესტინესა, ვითარცა აქუს ყოველი სამარიაჲ, ათორმეტი კენტენარი აღუმცირეს ხარკი.
    31.     ხოლო გარემოჲს რომელნი არიან სკჳთოპოლისსა მოხარკენი, ერთი ხოლო კენტენარი შენდობაჲ უყვეს ეპისკოპოსთა მათ, რამეთუ არა ეგოდენ ეყო განრყუნილებაჲ სამარიტელთა ადგილსა მას, ვითარ სხუათა ადგილთა.
    32.     ხოლო რომელნი დაეწუნეს ეკლესიანი, მოიღეს პალესტინისა ეპისკოპოსთა დიდძალი ოქროჲ, და თითუეულმან ეპისკოპოსმან აღაშჱნნა ეკლესიანი თჳსისა საბრძანებელისანი უხუებით და მხიარულებით და შეამკვნეს იგინი შუენიერად.


75

     1.     ხოლო დიდი ესე ღმრთისმსახურებისა მოღუაწჱ საბა, ქრისტიანეთათჳს რაჲ აღასრულა მსახურებაჲ და მოიქცა იერუსალემდ, და სიხარულით შეიმთხჳა იგი მთავარეპისკოპოსმან, და პატიოსანთა ადგილთა თავყანის-სცა და რეცათუ იჯმნა წმიდათა მათგან ადგილთა და მოვიდა თჳსსა მას დიდსა ლავრასა.
    2.     და ვითარცა წარჴდა მცირედი ჟამი, დასნეულდა.
    3.     და ესმა წმიდასა მთავარეპოსკოპოსსა პეტრეს და შთავიდა ხილვად მისა.
    4.     და ვითარ იხილა, რამეთუ არარაჲ აქუნდა განსაფრთხობელი სენაკსა შინა, გარნა მცირედ კერატი და ფინიკი ძუელი, და შესუა იგი ლეკტიკსა და მოიყვანა საეპისკოპოსოსა თჳსსა და ღუწიდა მას და თჳსითა ჴელითა ჰმსახურებდა.
    5.     ვითარ წარჴდეს მცირედნი დღენი, იხილა სახილავი ნეტარმან მამამან ჩუენმან საბა – აღსრულებაჲ თჳსი შემდგომად მცირედთა დღეთა – და უთხრა ესე მთავარეპისკოპოსსა და ევედრებოდა მას, რაჲთამცა განუტევა იგი და შთავიდა ლავრად და სენაკსა თჳსსა აღესრულა.
    6.     ხოლო მთავარეპისკოპოსსა უნდა, რაჲთამცა განკურნა იგი, და წარავლინა თჳსა ლავრად და მისცა მას საჴმარი თჳსი.
    7.     ხოლო ნეტარი ესე ვითარცა თჳსსა სენაკსა შევიდა და დაწვა გოდოლსა მას თჳსსა, მოუწოდა მამათა ლავრისათა თჳსა თავსა დეკემბერისასა და მისცა მათ მამასახლისი ვინმე, ბჳრიტელი ნათესავით, რომელსა სახელი ერქუა მელიტონ, და ამცნო მას და ჰრქუა: იხილე, ვითარ მიითუალავ წესსა მონასტერთასა, და უქცეველად დაიმარხე.
    8.     და ესე აღწერით მისცა მას.
    9.     და დაყო ნეტარმან მან ოთხი დღჱ და არარაჲსაჲ გემოჲ იხილა, არცა ვის თანა ზრახვიდა.
    10.     მწუხრი შაბათსა, რომელი განთენდებოდა ერთშაბათად, მოითხოვა სიწმიდეჲ და ეზიარა და თქუა დასასრულსა: უფალო, ჴელთა შენთა შევჰვედრებ სულსა ჩემსა.
    11.     და შეჰვედრა სული თჳსი.


76

    1.     და ესრჱთ ნეტარმან მამამან ჩუენმან საბა ღუაწლი კეთილი მოიღუაწა, სრბაჲ აღასრულა, სარწმუნოებაჲ დაიმარხა, სიმართლისა გჳრგჳნი მოიღო.
    2.     ხოლო აღესრულა ნეტარი ესე დეკემბერისა თუესა ხუთსა, ინდიკტიონსა ათსა დასაბამსა, ვინაჲთგან იწყო სოფლისა შესაქმედ მზისა სლვაჲ, არიან წელნი ექუს ათას ოცდაოთხ, ხოლო ვინაჲთგან სიტყუაჲ ღმრთისაჲ ქალწულისაგან განკაცნა და ჴორციელად იშვა, წელნი ხუთას ოცდაოთხ.
    3.     და ესე ჟამნი ესრჱთ აღწერნეს წმიდათა მამათა ჩუენთა: ჳპოლიტე ძუელი, რომელი თანა-მზრახვალ იყო მოციქულთა, და ეპიფანე, რომელი მთავარეპისკოპოს იყო კჳპრელი, და ირონ, ფილოსოფოსმან და აღმსაარებელმან.
    4.     ხოლო ჟამნი ჴორციელად ცხოვრებისა მისისანი ესრჱთ არიან: ოდეს მოვიდა პალესტინედ, იყო იგი ათრვამეტის წლის.
    5.     დაყო მონასტერსა შინა ათშჳდმეტი წელი, ხოლო უდაბნოთა და დიდსა ლავრასა ერგასის და ცხრაჲ წელი.
    6.     დაასრულა ოთხმეოცდაათოთხმეტი წელი ჰასაკისა მისისა ჟამნი შემდგომად მეფობისა ლამპადისა და ორესტის მეორისა, მეექუსესა წელსა მეფობისა მისისასა.
    7.     და განითქუა ყოველსა ქუეყანასა გარემოჲს სიკუდილი ამისი, და შეკრბა სიმრავლჱ მონაზონთაჲ და ერისკაცთაჲ, და მოვიდა მთავარეპისკოპოსი პეტრე და სხუანიცა ეპისკოპოსნი მის თანა და წმიდისა ქალაქისა წარჩინებულნი კაცნი, და ესრჱ პატიოსანნი ნაწილნი მისნი ლავრასა დიდსა დაჰკრძალნეს შოვა სამთა ეკლესიათა, სადა-იგი წინაჲთ სუეტი ცეცხლისაჲ იხილა.


77

     1.     ხოლო არა მოკუდა წმიდაჲ ესე, არამედ სძინავს.
    2.     პატიოსნითა ცხოვრებითა იყოფოდა და ღმერთსა სათნო-ეყო, ვითარცა წერილ არს: სულნი მართალთანი – ჴელთა შინა ღმრთისათა, და არა შეეხოს მათ სიკუდილი, ხოლო გუამი მისი საფლავსა შინა ძეს განურღუეველად ვიდრე დღენდელად დღედმდე.
    3.     დაცვულ არს, რამეთუ ესე მე თუალითა ჩემითა ვიხილე წარსრულსა მას მეათესა ინდიკტიონსა, რამეთუ განვაღეთ პატიოსანი საფლავი მისი, რაჲთამცა დავჰმარხეთ მუნ ღირსისა კასიანოსის გუამი და შთავჴედით თავყანისცემად წმიდისა მის ძუალთა და ვპოვეთ იგი გებულად და განურღუეველად დაცვული.
    4.     დამიკუჲრდა და ვადიდე ღმერთი, რომელმან ესრჱთ დიდებულ ყო მონაჲ თჳსი და უჴრწნელად დაჰმარხა ვიდრე ყოვლისა სულისა აღდგომადმდე.
    5.     და ესე რაჲ ვიხილენ ძუალნი მისნი წმიდანი, გულისხმა-ვყავ, რამეთუ სული მისი დიდ არს წინაშე ღმრთისა და აქუს ჴელმწიფებაჲ.
    6.     გითხრა მცირედ სხუაჲცა საკჳრველი: იყო ვინმე წმიდასა ქალაქსა ვეცხლისმჭედელი, ნათესავით დამასკელი, სახელით რომილოს, ერთი წინათა დიაკონთაგანი წმიდისა გესმანიისაჲ.
    7.     ესე რომილოს მითხრობდა მე და თქუა, ვითარმედ: ჟამსა მას, რომელსა აღესრულა ნეტარი საბა, მპარავნი შემიჴდეს და განმპარეს ასი ლიტრაჲ ვეცხლი.
    8.     ხოლო მე მუნქუესვე განვედ სამარტჳრესა წმიდისა თეოდორეჲსსა და დავყავ მუნ ხუთი დღჱ.
    9.     და რაჲცა დღე კანდელნი ეკლესიისანი მე აღუნთნი და ღამჱ და დღჱ ვტიროდი კართა წინაშე საკურთხეველისათა.
    10.     შოვაღამესა ოდენ მეხუთისა მის დღისა მიმერულა და დავიძინე და ვიხილე წმიდაჲ ქრისტჱს მარტჳრი თეოდორე.
    11.     და მრქუა მე: რაჲ გაქუს, ანუ რასა იურვი, რად ეგოდენ სტირ?
    12.     ხოლო მე მიუგე და ვარქუ მას, რამეთუ: წარმიწყმდა ჩემიცა და სხუათაჲცა და ესოდენთა ამათ დღეთა ვიურვი და არარაჲ სარგებელ მეყო.
    13.     მან მომიგო და მრქუა მე: გრწმენინ ჩემი, არა აქა ვიყავ, რამეთუ ბრძანებაჲ გამოჴდა, და შევკერბით და წმიდისა საბაჲს სულსა წინა-უძღოდეთ და მივიყვანეთ იგი ადგილსა მას განსასუენებელსა.
    14.     არამედ აღდეგ და მივედ ადგილსა მას, და ჰპოვნეთ მუნ მპარავნი და ვეცხლი შენი.
    15.     და მე აღვდეგ მასვე ჟამსა შინა და წარვიყვანენ ჩემ თანა სხუანიცა.
    16.     და ვითარცა მივედით ადგილსა მას, რომელი მიჩუენა მე წმიდამან თეოდორე, ვპოვეთ ეგრე, ვითარცა ჩუენებასა მას ვიხილე.


78

    1.     ორნი ძმანი ვინმე იყვნეს ჴორციელად ველის პირისანი, დაბით ბურირელნი.
    2.     მათ აქუნდა სარწმუნოებაჲ წმიდისა საბაჲსა მიმართ.
    3.     და ესენი ოდეს იყვნეს დაბასა თჳსსა, რომელი მივიდის მუნ მონაზონი წმიდისა საბაჲსი, ისწრაფიედ განკურნებად და მსახურებად მათა, რაჲთა მათიცა ნაშრომი სათნო-ეყოს ღმერთსა.
    4.     და ესენი დასნეულდეს ჟამსა ოდენ სთულისასა შემთხუევითა ეშმაკისაჲთა ფიცხლად.
    5.     და განწირნეს იგინი სიკუდიდ, და იურვოდეს იგინი სთუელისათჳს მაშინ მოჲჴსენეს წმიდაჲ საბა და ილოცვიდეს მისა მიმართ, და ეჩუენა მათ თითოეულსა თჳსისაგან და ჰრქუა: აჰა ესერა ვევედრე მე ღმერთსა განმრთელებისა თქუენისათჳს და ღმერთმან მომმადლა თხოვაჲ ჩემი აწ სახელითა იესუ ქრისტჱსი, ჭეშმარიტისა ღმრთისაჲთა.
    6.     აღდეგით და განვედით საქმესა თქუენსა.
    7.     ხოლო ესენი მუნქუესვე განძლიერდეს, აღდგეს და წარვიდეს საქმესა თჳსსა და უთხრობდეს სასწაულსა ამას თჳსთა მსოფლელთა.
    8.     მიერ ჟამითგან, რომელსა იხილეს სასწაული ესე, დღჱ იგი დააწესეს და ყვიან კრებაჲ და ჰხადნიან მსოფლელნი.


79

     1.     დედაკაცი ვინმე ჩუენისა დედაქალაქისა მოქალაქჱ, რომელსა-იგი სახელი ერქუა გენარუს, ამან ორისა ეზოჲსაჲ აღუთქუა ქსოვაჲ: ერთი კასტელისა მონასტერსა და ერთი სპილეონისა მონასტერსა.
    2.     და მოემზადა ყოველი საჴმარი, და რომელთა დედათა ეთქუა მის თანა ქსოვაჲ, გარდაექცეს.
    3.     ვითარცა არა მოვიდეს დედანი იგი, ფრიად გულსა აკლდა გენაროსს და იურვოდა.
    4.     ეჩუენა მას ძილსა შინა ნეტარი საბა და ჰრქუა: ცისკარს მიუვლინე დედათა მათ, და მოვიდენ და აღასრულონ საქმჱ შენი.
    5.     ნუ გულსა გაკლს, არა დაპკოლდეს შესაწირავი შენი.
    6.     და ეჩუენა დედათაცა მათ მქსოველთა რისხვით დაპკოლებისა მისთჳს საქმისა.
    7.     და ვითარცა განთენა, მეყსეულად მოვიდეს სიხარულით გულსმოდგინედ და უთხრობდეს ურთიერთას ჩუენებასა მას.
    8.     და ესრჱთ აღასრულეს საქმჱ იგი და ჰმადლობდეს ღმერთსა.


80

     1.     და ამისა შემდგომად ჟამი რაოდენიმე წარჴდა.
    2.     ჳკონომოსმან დიდისა ლავრისამან აქლემები იმიზდა სარაკინოსთაგან, რაჲთამცა მოიღო იფქლი ზღუამკუდრისა კიდით, რომელი კარაპითა წიაღმოეღო მაქერონტაჲთ.
    3.     მაშინ აღჰკიდა აქლემებსა მას და მოიღო ლავრად.
    4.     ხოლო ერთი აქლემთა მათგანი ვითარცა აღება ქსენადოქად, მიაქცია მარჯულ კერძო მცირედ და გარდაიჭრა კლდესა მას კიდებული.
    5.     ხოლო შიდა არს სიღრმჱ კლდისაჲ მის ვითარ ათ კაც ოდენ.
    6.     და უფალი იგი აქლემისაჲ მის სარაკინოსი ღაღადებდა და იტყოდა: ლოცვაო წმიდისა საბაჲსო, შეეწიე აქლემსა ამას ჩემსა.
    7.     და ვითარცა გორვიდა აქლემი იგი კიდებული, იგი უფროჲს ხოლო ღაღადებდა და იტყოდა: მამაო საბა, შეწევნა ყავ.
    8.     და იხილა ვინმე ბერი შუენიერი, ზედა-მჯდომარჱ აქლემსა მას მგორვალსა.
    9.     და სრბით სხჳთ გზით შთავიდა ჴევად აქლემისა უფალი და ბერი იგი აქლემსა მას ზედა მჯდომარჱ არა პოვა.
    10.     ხოლო აქლემი იგი უვნებელად დაცვული პოვა კიდებული ტჳრთითურთ, აღადგინა და აღმოიბა იგი სხჳთ გზით ქსენადოქად და გარდაჰჴადა იფქლი იგი.
    11.     ხოლო მთეულმან მან ვითარცა იხილა სასწაული იგი, მოვიდის იგი რაჲცა წელიწად ლავრად და თავყუანის-სცის საფლავსა ნეტარისა საბაჲსსა და მისცის ვიკონომოსსა ლავრისასა თჳსისა ნაშრომისაგან ტრიმისი ერთი შესაწირავად.


81

     1.     ამისსა შემდგომად აღაშჱნეს ლაკუაჲ დიდი გოდოლსა მას ქუეშე, სადა იყოფოდა ნეტარი მამაჲ ჩუენი საბა.
    2.     ქუაბი იგი, რომელსა შინა სენაკად მისა აღვიდოდა გზაჲ ღმრთით-ვნებულისა მისგან ეკლესიისა, და მას ზედა იყო კლდჱ ერთი დიდი.
    3.     იგი სკეპტორად აღაშჱნეს მამათა, რაჲთა მუნ დაწმიდნებოდის წყალი და მიერ დაწმედილი იგი ლაკუად მივიდოდის.
    4.     მამა ვისმე ერქუა ბეთლემელსა მგოზარსა.
    5.     ამან აღაშჱნა და განგოზა ლაკუაჲ და სკეპტორი.
    6.     ამან იცოდა ხუროებაჲ კეთილად და თანა-ჰყვანდა ყრმაჲ ერთი მოწაფჱ, რომელსა სახელი ერქუა ავქსენტი.
    7.     ჟამსა ზამთრისასა აღაშჱნებ სკეპტორი იგი.
    8.     და ვითარ განმრავლდეს წყალნი, აღივსო სკეპტორი იგი და განსთქდა.
    9.     და მამა, რამეთუ ძლიერ იყო, განივლტოდა და განერა.
    10.     ხოლო ყრმაჲ იგი შთაჲტაცა ღუარმან შიდა ეზოდ, და ნაღუარევი იგი წყლისაჲ მის ქვითურთ ზედა დაეცემოდა ეზოსა მას შინა, რომელი არს შოვა სამთა ეკლესიათა, სადაცა ძეს პატიოსანი გუამი ნეტარისა მამისა ჩუენისა საბაჲსი.
    11.     ხოლო არს სიმაღლჱ კლდისაჲ მის ვითარ ათ კაც ოდენ.
    12.     და ვითარცა დასცხრა წჳმაჲ, იპოვა ყრმაჲ იგი ქვათა ქუეშე ნაღუარევთასა წინაუკუნ ღმრთით-შენებულსა მას ეკლესიასა, და არარაჲ ევნო ყრმასა მას.
    13.     ამას საკჳრველსა მე თჳთ ვხედევდ, რამეთუ შთასრულ ვიყავ მე ნეა-ლავრით მათ დღეთა შინა დიდსა ლავრასა და ვეძიებდ ადგილსა, რაჲთამცა ვიშჱნე სენაკი.
    14.     და ესე დიდთა მათ მისთა საქმეთაგანი მცირედ რაოდენმე გამოვიღე და დავწერენ, არამედ მაწუევს მე ჟამი, რაჲთა ვთქუა, რომელი შეემთხჳა მოწაფეთა მისთა და მამასახლისთა შემდგომად მისსა.


82

     1.     და ვითარცა დაიპყრა აბბა მელეტი მამასახლისობაჲ ნეტარისა საბაჲს ლავრისაჲ, რომელ-იგი მოეღო ათასი დრაჰკანი სუმოჲსგან ბრძანებითა მეფისაჲთა საშჱნებლად ციხისა, ესე მიართუა მთავარეპისკოპოსსა პეტრეს გინა უცბობით, გინა გულსკლებით და დააპკოლა შჱნებაჲ ციხისაჲ მის.
    2.     ხოლო მთავარეპისკოპოსმან პეტრე ვითარცა მიიღო ათასი იგი დრაჰკანი, განუყო იგი თითუეულსა მონასტერსა, სადა ჴმდა.
    3.     ამან აბბა მელეტი მიითუალა ნეტარისა ბერისაჲ იგი სამწყსოჲ განმრავლებული, და ესე სამწყსოჲ მგელთა განჭრად ედვა, უკუეთუმცა არა მწყემსთმთავარი ქრისტე ღმერთი ჩუენი შეეწია.
    4.     ვითარსახედ ვთქუა, ყოვლადქებული მამაჲ ჩუენი საბა ჴორცითაღა იყო, ერთი სარწმუნოებაჲ აქუნდა ყოველთა მონასტერთა უდაბნოჲსათა, და იხილნა შეკრებულნი შვილნი იერუსალემისანი, მავალნი სახლსა ღმრთისასა, ერთობით შეზავებულნი შჯულსა ღმრთისასა, უძლეველნი და გარდაუქცეველად მყოფნი, რაჲთა აღესრულოს წერილი: აღიხილენ თუალნი შენნი და იხილენ გარემოჲს შენსა შეკრებულნი შვილნი შენნი.
    5.     ხოლო კეთილისა ამის მწყემსისა აღსრულებისა შემდგომად სამწყსოჲ იგი იურვოდა, რამეთუ არა აქუნდა მწყემსი მაგარი.
    6.     და ვითარცა იხილეს სიკუდილი მამისა ჩუენისა საბაჲსი ნონოს და მისთანათა მათ, სიღრმჱ იგი უკეთურებისა გულისა მათისაჲ და არა მართლმადიდებლობაჲ განაცხადეს და ასწავებდეს უშჯულოებასა მას მახლობელთა მათთა.
    7.     არა ხოლო თუ რომელნი ნეა-ლავრას მყოფ არიან მეტყუელნი კაცნი მიიქცივნეს მათსა მას სიცრუვესა, არამედ მარტჳრის მონასტრისანიცა და ფერმინჱს ლავრისანი, შემდგომად სიკუდილისა ნეტართა მათ მამათაჲსა ფერმინჱსა და საზომენჱსა, რომელნი-ესე მჴნე იყვნეს და თანა-მოღუაწე ნეტარისა საბაჲსა.
    8.     არა ხოლო თუ ესე, არამედ დიდისა ლავრისანიცა და სხუათა მონასტერთა უდაბნოჲსათა შეუძლეს მცირეთა ჟამთა დათესვად ოროგინჱსი იგი მედგარი სარწმუნოებაჲ.
    9.     მათ ჟამთა ოდენ დომენტიანოს ვინმე მამასახლისად დადგა მარტჳრის მონასტერსა, და თეოდორე, რომელსა ერქუა ასკიდა, ესე ნეა-ლავრას მთავარგანმგებელად იყო.
    10.     ესე ორნივე შეწყეულნი მწინკულევანისა ოროგინჱს შჯულითა სავსე იყვნეს.
    11.     და აღვიდეს იგინი კოსტანტინეპოლისა და მიზეზად რეცათუ კრებასა ქალკიდონისასა შეერთებოდეს.
    12.     და ესენი მიუჴდეს ლეონტის ბჳზანტიელსა, რომელი ზემოკერძო წერილ არს.
    13.     ამან შეიყვანნა და შეაწყნარნა იგინი პაპა ევსების.
    14.     და ევსები შეიყვანნა მეფისა ჩუენისა ღმრთისმსახურისა, და ტყუვილითა ეშმაკისაჲთა აჩუენებდეს თავსა თჳსსა, ვითარცა წმიდანი და მართლმადიდებელნი მონაზონნი.
    15.     და ამით სახითა შევიდოდეს და გამოვიდოდეს წინაშე მეფისა, ვითარცა უნდა.
    16.     მაშინ დომენტიანოს გალატიაჲსა ქუეყანასა ეპისკოპოს იქმნა, ხოლო თეოდორე კესარიას კაბადუკიაჲსასა იქმნა ეპისკოპოს.
    17.     და ვითარ ესმა ესე ნონოსს და მისთანათა, განძლიერდეს და სწრაფით და ღამის-თევით სამგზის დაწყეულისა ოროგინჱსი იგი ღუარძლი ყოველსა პალესტინესა დასთესეს.


83

     1.     ხოლო აბბა მელეტი დაყო ხუთი წელი მამასახლისობასა ლავრასა აბბა საბაჲსსა და აღესრულა.
    2.     და ვითარცა აღესრულა ნეტარი თეოდოლოს, რომელი წინა მრავალგზის მოჴსენებულ არს, ამისმან ძმამან გელასი დაიპყრა მამასახლისობაჲ ნეტარისა საბაჲს ლავრისა დიდისაჲ დასაბამსა ათხუთმეტსა ინდიკტიონისასა.
    3.     ხოლო ესე გელასი ვითარცა დაემკჳდრა მამასახლისობასა მის ლავრისასა, პოვნა ვინმე ოროგინჱს წვალებისა მავალნი კრებულსა მას შინა.
    4.     და მივიდა იგი დიდისა იოვანე დაყუდებულისა და ეზრახა მას ამის სახისათჳს.
    5.     და ამას თანა აქუნდა მოღუაწედ და შემწედ ევსტათი წიგნის მწერალი, ნათესავით გალატელი, და სტეფანე იერუსალემელი და ტიმოთე გებალელი, რომლისაჲ მოძღურებაჲ მისი ბრწყინავს მოდღენდელად დღედმდე.
    6.     მაშინ გელასი უბრძანა მოღებად წიგნი იგი ანტიპატროსის თქუმული, რომელი თქუა ოროგინელთა ზედა, და წარკითხვად სცა ეკლესიასა შინა.
    7.     მაშინ აღიძრნეს და აღშფოთნეს და განრისხნეს სულითა განხრწნილნი მწვალებელნი და აღაშფოთეს ეკლესიაჲ.
    8.     ხოლო იყო შფოთისა მის წინამძღუარ იოვანე, მთავარდეკანოზი ლავრისაჲ მის, ნათესავით ანტიოქელი, რომელი გამოეძო მამათა საკურთხევლით წვალებისათჳს, და მას თანა შეყოფილ იყო იოვანე, რომელსა ერქუა ქუხილისა ეშმაკი, და პტოლომე.
    9.     ესენი შეითქუნეს და გარდააქცევდეს მრავალთა სულთა.
    10.     მაშინ მამათა ერთითა გონებითა და განზრახვითა ჟამად-ჟამად თითოეულით გამუასხნეს.
    11.     და იპოვნეს იგინი ვითარ ორმეოც კაც ოდენ, და ყოველნი ესე მიკრბეს ნეა-ლავრად ნონოსისა და ლეონტი ბჳზანტიელისა, რომელი კოსტანტინეპოლისით შთამოსრულ იყო.
    12.     ესე აღბორგებულ იყო და სავსე გულისწყრომითა ნეტარისა საბაჲს ლავრისათჳს და გელასის და სხუათა მამათა შეასმენდა.
    13.     და შეკრბეს მუნ ყოველნი მწვალებელთა მთავარნი, რამეთუ ლეონტის დიდი შური და გულისკლებაჲ აქუნდა ძუელი ნეტარისა საბაჲსი.
    14.     და შეზრახვაჲ ყო, რაჲთამცა დააქციეს დიდი ესე ლავრაჲ, და არამცა იყო საყოფელი კაცთაჲ მას ადგილსა.
    15.     და შეკრიბა ერი მრავალი ნეა-ლავრად დაწყეულთა და უბადრუკთა მწვალებელთაჲ.
    16.     და ესე შეკრებულნი და გამოსხმულნი ლავრით წარვიდეს ნეტარისა თეოდოსის მონასტრად.
    17.     ეგრე ჰგონებდეს, ვითარმედ შეეზრახნენ იგინი მის მონასტრისა მამასახლისსა სოფრონის, კაცსა მოშიშსა ღმრთისასა, და სხუათა მამათა.
    18.     არამედ ღმერთმან დააბრმო გონებაჲ მათი, და სირცხჳლით გამოვიდეს მონასტრისაგან და აღივსნეს გულისწყრომითა დიდითა ყოველნი, ლეონტი და მისთანანი იგი, გელასის ზედა და დიდისა ლავრისათჳს.
    19.     და წარავლინნეს მათგანნი თითოეულთა ადგილთა და შეკრიბეს სათხრელები და ჰამები და კედები რკინისაჲ და სხუაჲ, რაჲ-იგი უჴმდა დასარღუეველად.
    20.     და ერი იკრიბეს გარემოჲს სოფლებისაჲ და წარემართნეს, რაჲთამცა შთავიდეს და დაარღჳეს დიდი ესე ლავრაჲ.
    21.     ხოლო ღმერთმან საბაჲსმან დიდი საკჳრველი ქმნა, და ვითარ მივიდოდეს, იყო ორი ჟამი დღისაჲ.
    22.     და დასდვა მათ ზედა ღრუბელი და ნისლი.
    23.     და დღესა მას დაილეწვოდეს შეცთომილნი, მიმოდარორინებდეს და, ვითარ მესმა კაცისა სარწმუნოჲსაგან, დიდითა ჭირითა ხვალისა დღჱ მარკიანჱს მონასტერსა თანა იპოვნეს.
    24.     და მაშინღა იხილეს ნათელი და ესრჱთ სირცხჳლეულნი თჳსად ადგილად უკუნვიდეს.
    25.     ესე საკჳრველი ქმნა საკჳრველთმოქმედმან ღმერთმან, რომელი შეჰმუსრავს ამპარტავანთა, ხოლო მდაბალთა მოსცის მადლი, რომელმანცა-იგი ლოთის ზე და ელისეს ზე წარწყმიდნა უხილავობითა.


84

     1.     მას ჟამსა ოდენ მოვიდა მთავარეპისკოპოსი ანტიოქიისაჲ ეფრემ იერუსალემდ და პაპა ევსები პავლჱსა, ალექსანდრიელ ეპისკოპოსისა, გამოძებულისა.
    2.     და ვითარცა პაპა ევსები განუტევა კრებული იგი, რომელ იყო პავლჱსთჳს, ალექსანდრელ ეპისკოპოსისა, ამისსა შემდგომად მოვიდა იერუსალემდ.
    3.     მაშინ შევიდა მისა ლეონტი ბჳზანტიელი და შეიყვანნა მის თანა გამოსხმულნი იგი მწვალებელნი ლავრით.
    4.     უდრტჳნვიდეს გელასის მამასახლისსა და თქუეს: ამან გაზოგა ლავრაჲ და ჩუენ გამოგუასხნა და მტერნი ჩუენნი შეიწყნარნა.
    5.     ხოლო ლეონტი პაპა ევსები აცთუნა სიტყჳთა და არა უთხრა მართალი, ვითარმედ წვალებისათჳს გამოსხმულ არიან.
    6.     მაშინ მოუწოდა აბბა გელასის და ჰრქუა: ანუ შეიყვანენ ესენი, უკუეთუ არა, იგი, რომელ მტერნი მაგათნი შინა არიან, იგინიცა გამუასხენ.
    7.     ესე მისთჳს ჰრქუა, რამეთუ მშჳდობაჲ უნდა ადგილისაჲ მის.
    8.     და ვითარ შეაჭირვა მათ ესრჱთ, მაშინ შეიზრახნეს მამანი და წარავლინნეს ლავრისაგანნი კაცნი ანტიოქიად: სტეფანე და ტიმოთე და სხუანი ოთხნი ძმანი, რომელთა ნეფსით თჳსით დევნულებაჲ დაითმინეს.
    9.     ესენი ვითარცა მივიდეს ანტიოქიად, ყოველი, რაჲ-იგი შეემთხჳა ადგილსა მას, აუწყეს მთავარეპისკოპოსსა ეფრემს და მიართუნეს მას წიგნნი ნეტარისა ანტიპატრე ეპისკოპოსისანი.
    10.     და ვითარცა ესმა მთავარეპისკოპოსსა წიგნთა მათგან ოროგინჱსი ღმრთისა მიმართ გმობაჲ, რომელ-იგი მათ მიართუნეს, და გულისხმა-ყო, რაჲ-იგი იქმნების იერუსალემს ოროგინელთაგან, მაშინ აღიძრა ძლიერად და კრებულსა შოვრის შეაჩუენეს ოროგინე და ბილწი იგი წვალებაჲ მისი და მრღჳისა წვალებისა მისისაგანნი მრავალნი შეჩუენებულ ყვნეს ეკლესიასა შინა.
    11.     ესე ვითარცა ესმა იერუსალჱმს, განრისხნა ნონოს და მისთანანი იგი ყოველნი მყრალნი მწვალებელნი და წარავლინეს ლეონტი ბჳზანტიელი კოსტანტინეპოლისა, რამეთუ აქუნდეს მათ ზურგად დომენტიანოს, გალატიისა ეპისკოპოსი, და თეოდორე, კაბადუკიაჲსაჲ.
    12.     ხოლო სხუანი იგი აქა შეუჴდეს მთავარეპისკოპოსსა პეტრეს და აწყინებდეს მწვალებელნი იგი, რაჲთამცა აღჴოცა მოსაჴსენებელთა სახელთა სახელი ეფრემ, ანტიოქელ მთავარეპისკოპოსისაჲ, და დიდსა წინა-აღდგომასა იქმოდეს და შფოთებდეს.
    13.     მაშინ მთავარეპისკოპოსმან მოუწოდა სოფრონის და გელასის მამასახლისთა თჳსისაგან და ჰრქუა მათ: წარვედით და მომიწერეთ წიგნი შეჩუენებაჲ მწვალებელთაჲ ფიცით, რაჲთა არა აღვჴოცოთ მოსაჴსენებელთაგან სახელთა ეფრემ მთავარეპისკოპოსისა სახელი.
    14.     და ამათ მამათა წიგნი იგი შექმნეს და მიართუეს.
    15.     ხოლო მთავარეპისკოპოსმან ვითარცა მიიღო წიგნი იგი, მუნქუესვე წარუძღუანა მეფესა და მიწერა, რასა-იგი ზმენ მწვალებელნი.
    16.     და ვითარცა მიიღო წიგნი იგი ღმრთისმსახურმან მეფემან, მეყსეულად უბრძანა წიგნისა დაწერაჲ რისხვით მწვალებელთათჳს და შეჩუენებაჲ.
    17.     და წიგნსა ამას ქუეშეკერძო წარწერა მენა, მთავარეპისკოპოსმან კოსტანტინეპოლისისამან, და ყოველთა ეპისკოპოსთა, რომელნი არიან მის ქუეშე, წარწერად სცა.
    18.     და უნებლიად წარწერად სცა დომენტიანოსს და თეოდორეს ზემოჲ კერძოჲვე იგი შეჩუენებაჲ მწვალებელთაჲ, და ყოველთაგან საცნაურ იქმნნეს, ვითარ-იგი მიზეზად ქრისტიანე იყვნეს.
    19.     ხოლო დომენტიანოს ვითარცა ჴელი წარწერა და ცნა, რამეთუ სხუათა მწვალებელთა არა წარწერეს, გულისკლებითა და ურვითა წუერნი მოიკუეცნა და თავადად განეშოვრა იგი კათოლიკისა ზიარებასა და წყლით-მაკე იქმნა კოსტანტინეპოლისს შინა და ესრჱთ აღესრულა უზიარებელი.
    20.     ხოლო თეოდორჱსი ვითარცა აგრძნეს ქრისტიანეთა, რამეთუ შეჩუენების უკუანა მასვე ზედა დადგრომილ არს წვალებასა, დიდითა პატიჟითა განდევნეს იგი ქალაქით.


85

     1.     და ვითარცა მოიღეს ბრძანებაჲ იგი მეფისაჲ იერუსალემდ მწვალებელთათჳს, განაცხადეს იგი თუესა ფებერვალსა, ინდიკტიონსა ხუთსა, შემდგომად სიკუდილისა მამისა ჩუენისა საბაჲსსა მეათერთმეტესა წელსა.
    2.     და ყოველთა ეპისკოპოსთა პალესტინისათა და ყოველთა მამასახლისთა მონასტრისა უდაბნოჲსათა ჴელი წარწერეს თჳნიერ ალექსანდრე აბელისა ეპისკოპოსისა.
    3.     მაშინ განრისხნეს ნონოს და პეტრე და იოვანე და კალისტონ და ანასტასი და სხუანი მათთანანი მწვალებელნი და განეშოვრნეს კათოლიკისა წმიდისა ზიარებასა, დაუტევეს და წარვიდეს იგინი ველის პირად და ესე კოსტანტინეპოლისს ისმა, და სიკუდილიცა პაპა ევსებისი და ლეონტისი.
    4.     ხოლო თეოდორე რომელ კაბადუკიას იყო, პალატს შინა მთავრობაჲ აქუნდა.
    5.     და მოუწოდა აპოკრისართა წმიდისა ანასტასიისათა და ჰრქუა მათ დიდითა მრისხანებითა: მიუწერეთ წიგნი მთავარეპისკოპოსსა თქუენსა პეტრეს, რაჲთა დააჯეროს მამათა და უკუვიდენ იგინი თჳსსავე ლავრასა.
    6.     უკუეთუ ესე არა ყოს, აწვე ამათ დღეთა შინა გარდაგდებად ვსცე ეპისკოპოსებასა.
    7.     მაშინ ნონოსეთ წიგნი მიუწერეს მთავარეპისკოპოსსა პეტრეს სიტყჳთა თეოდორჱსითა, რომელსა ერქუა ასკიდა, რომელსა წერილ იყო ესრე: ვევედრებით შენსა ღირსებასა, მცირითა ნურაჲთ სიტყჳთა განკურნენ გულნი ჩუენნი, რაჲთა თქუენცა ჰშჩნდეთ ყოველთა თანა გულსმოდგინედ და სთქუათ: განჴსნილმცა არიან, და განიჴსნენ სახელითა მამისაჲთა, ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა, რომელი ნათესავი არა სათნო იყოს ღმრთისა.
    8.     და ესევითარი სიტყუაჲ დავიჯეროთ და არა სხუაჲ ნურაჲ.
    9.     და ვითარცა ესევითარი ესე ებისტოლჱ მიიღო მთავარეპისკოპოსმან, პირველად არა მიითუალა მათი იგი თხოვილი სიტყუაჲ, რამეთუ საშფოთებელი იყო და არა მშჳდობისაჲ, არამედ შესმენისათჳს ასკიდაჲსა შეეშინა და თქუა: გარდავყვნე დღენი ჩემნი.
    10.     მაშინ წარავლინნა ველის პირდ და მოუწოდა ნონოსს და მისთანათა და განიყვანნა იგინი თჳსისაგან და თხოვილი იგი სიტყუაჲ აღუსრულა მათ.
    11.     და ამათ ვითარცა ესმა, წარვიდეს იგინი ნეა-ლავრადვე და იყოფვოდეს მუნ და იღრჭენდეს ბოროტად მამათა ზედა დიდისა ლავრისათა.
    12.     ხოლო ასკიდა ვითარ აღვიდა კოსტანტინეპოლისა, მთავარეპისკოპოსსა პეტრეს წიგნი მოუწერა რისხვით და აიძულა მას, რაჲთა შეიდგინნეს სჳნკელოსად პეტრე ალექსანდრელი და იოვანე მრგუალი.
    13.     ხოლო იოვანე, საჭურისი მარტჳრის მონასტრისაჲ, ახალსა ეკლესიასა მამასახლისად დადგინებად სცა წმიდისა მარიამისსა.
    14.     მიერ ჟამითგან უფროჲს ხოლო ფართოებაჲ პოვეს ნონოს და მისთანათა მათ, და მათი იგი უღმრთოებისა მყრალობაჲ განაცხადეს და ყოველსა სახლებსა და უბანთა ქადაგებდეს და დიდსა ბოროტსა და ძჳრსა ზრახვიდეს ლავრისათჳს დიდისა და მუნ მყოფთა მამათათჳს.
    15.     და თუ ვინმე იხილიან ქალაქსა წმიდასა მონაზონი მართლმადიდებელი, ესენი ერისგანთა ჴელითა გუემნიან და საბაიტელად ჰხადიედ მათ და განაძიან იგი ქალაქით.
    16.     მრავალთა მართლმადიდებელთა მამათა სცეს და ბრძოლაჲ აღადგინეს ღმრთისმსახურთა ზედა.
    17.     მაშინ ბერთა, იორდანისა მყოფთა, შური ღმრთისაჲ აღიშურეს და აღმოვიდეს ქალაქად წმიდად შეწევნად ქრისტიანეთა.
    18.     და რომელნი-იგი ჰბრძოდეს ქრისტიანეთა მართლმადიდებელთა, განცხადებული ბრძოლაჲ ყვეს ბერთა მათ ზედა და სხუათა მართლმადიდებელთა.
    19.     და ესენი შეცჳვეს ქსენადოქსა დიდისა ლავრისასა.
    20.     და მიუჴდეს მყის მბრძოლნი იგი დიდითა გულისწყრომითა და უნდა, რაჲთამცა მამანი წარწყმიდნეს.
    21.     და ვითარცა ქსენადოქისა კარნი დაჴშულნი პოვნეს, სარკუმელნი ქვითა დალეწნეს და შინა მყოფთა მათ ქვითა ესროდეს.
    22.     და ვითარცა დიდად შეაურვეს მამათა, ერთმან ვინმე, თეუდოლოს სახელით, ბესი მონაზონი, შეწყუდობილთა მათგანი, ამან პოვა ნიჩაბი და აღიღო იგი და ქსენადოქით გამოვიდა.
    23.     ხოლო მბრძოლნი იგი იყვნეს ვითარ სამას ოდენ, და ამან მარტომან ყოველნი განაბნივნა.
    24.     ხოლო უხეთქნა არავის, ხოლო ამას უხეთქნეს მათ ქვითა, და დაეცა.
    25.     და შემდგომად მცირედთა დღეთა აღესრულა.
    26.     და მუნქუესვე ღმრთისმსახურთა მათ ზედა ბრძოლაჲ იგი განქარდა, გარნა ჯაჭჳ სარკუმლისაჲ მოდღენდელად დღედმდე ჰგიეს საწამებელად ბრძოლისა მის, სადა-იგი სენაკი არს ჭურჭრის სასყიდელი.


86

     1.     მაშინ ყოველნი მამანი დიდისა ლავრისანი ევედრებოდეს გელასის, რაჲთამცა აღვიდა კოსტანტინეპოლისა და ესე ყოველი ჭირი აუწყა ღმრთისმოყუარესა მეფესა.
    2.     ხოლო აბბა გელასი ვითარცა წარემართებოდა, შეკრიბნა მამანი დიდისა ლავრისანი ეკლესიად, მოიკითხნა და იჯმნა მათგან.
    3.     და ჰრქუა მათ: აჰა, მამანო, ბრძანებისა თქუენისაებრ აღვალ კოსტანტინეპოლისა, და გზას რაჲ შემემთხჳოს, არა ვიცი.
    4.     გარნა გევედრები თქუენ, თეოდორე მამქუესტისაჲ იყოს თუ ვინმე, და გესმეს, ნუ შემოუტევებთ მას, რამეთუ იგი თჳთ მწვალებელი იყო, და ნეტარმანცა მამამან ჩუენმან საბა ოროგინჱს თანა იგიცა მოიძულა.
    5.     ხოლო მე ფრიად ვინანე, ჴელიღა წარვწერე, რომელი ქმნეს მეუდაბნოეთა ბრძანებითა მთავარეპისკოპოსისაჲთა, რამეთუ იგიცა არა შეაჩუენეს.
    6.     ხოლო ღმერთმან შეიწყალა ეკლესიაჲ თჳსი და წიგნი იგი ქმნული შეურაცხყოფად სცა და თეოდორჱსი შეჩუენებაჲ ინება.
    7.     ესე ვითარცა ჰრქუა მამათა ნეტარმან გელასი, იჯმნა და გამოვიდა.
    8.     და ვითარცა აღვიდა კოსტანტინეპოლისა, აგრძნა ასკიდა და შჯული შეუთხრა, სადა უცხონი დადგიან და საპატრიაქოსა და სამეფოსა კარსა, რაჲთა იერუსალემისა მონაზონი არა შეუტეონ.
    9.     ხოლო აბბა გელასი ვითარ არავინ შეიწყნარა და ასკიდაჲსა ეშინოდა, რამეთუ ქალაქსა ყოველსა შჯული შეეთხრა მისთჳს, მაშინ გამოვიდა იგი კოსტანტინეპოლისით და ჴმელით წარემართა პალესტინედ.
    10.     და მიიწია იგი ადგილსა, რომელსა ჰრქჳან ამორიონ.
    11.     მუნ აღესრულა იგი თუესა ოკდომბერსა, ინდიკტიონსა ცხრასა.
    12.     და ვითარცა აგრძნეს დიდისა ლავრისა მამათა, აღმოვიდეს ყოველნი ერთბამად ქალაქად წმიდად, რაჲთამცა მამასახლისი დაჲდგინეს.
    13.     და ვითარცა აუწყეს მთავარეპისკოპოსსა, გინებითა და ჭენებითა გამუასხნეს იგინი ბრძანებითა სჳნკელოსთაჲთა და მრავალნი ჭირნი შეამთხჳვნეს მათ ქალაქსა შინა.
    14.     და ესრჱთ არარაჲ ყვეს საქმჱ მათი, და წარვიდეს თჳსსავე ლავრასა.
    15.     მაშინ მრავალნი ერნი შეეძინებოდეს ოროგინელთა მყრალთა და თანა-აღიბაძვებდეს უმეცართა და გულსა უქცევდეს და ლბილად სიტყჳთა მათითა უმანკოთა და უცოდველთა აცთუნებდეს და მართალთა გარდააქცევდეს.
    16.     და უღმრთოთა ძალი და შიში აღემატებოდა.
    17.     და ესრჱთ ყოველი დაიპყრეს და საყოფლად მათა დიდი ლავრაჲ უნდა დაპყრობად, რამეთუ ესვიდეს იგინი ძალსა თჳსსა და დიდად შურებოდეს და ისწრაფდეს, რაჲთამცა მიემთხჳვნეს ამას საქმესა.
    18.     მაშინ დიდითა შრომითა და სიცბილითა უღმრთოებისა მათისაჲთა და ზაკვულებითა დაადგინეს მამასახლისი მწვალებელი, რომელსა სახელი ერქუა გეორგი, და შთაიყვანეს იგი ლავრად დიდითა პატივითა და დასუეს იგი საყდარსა წმიდისა მამისა ჩუენისა საბაჲსსა თუესა ფებერვარსა, ინდიკტიონსა ცხრასა.
    19.     და იყო დევნულებაჲ დიდი და წმიდათა მამათა ჩუენთაჲ განბნევაჲ შესლვითა მგელთაჲთა.
    20.     მაშინ იოვანე ეპისკოპოსი, პატიოსანი მამაჲ ჩუენი, დაყუდებული მრავლით ჟამითგან შეყენებისა მისისაჲთ, გამოვიდა და აღვიდა იგი მთასა ზეთისხილთასა და მის თანა ყოველნი ღმრთისმსახურებასა შინა აღზრდილნი.
    21.     და მრავალნი მათგანნი განიბნინეს ყოველსა ქუეყანასა.
    22.     ხოლო ღმერთმან დიდი სასწაული ყო, ვითარცა-იგი ოდესმე არიოსის ზედა.
    23.     მათ დღეთა შინა დევნულებისათა, ოდეს განსდევნიდეს ღმრთისმსახურთა მონაზონთა დიდისა ლავრისათა, მაშინ ბრძოლისა წინამძღუარი და უღმრთოებისა მთავარი ნონოს, ვითარცა კაცთაგან რეცა, აღიტაცა და მყის სულნი წარჰჴდეს.


87

     1.     ხოლო მძიმემან მგელმან გეორგი დაყო შჳდი თუეჲ მღდელობასა წმიდისა საბაჲს სამწყსოსა ზედა, და ესე გამუაძეს თჳსთა მოსავთა, უშჯულოებისათჳს და საძაგელად სლვისა ასმენდეს.
    2.     ხოლო მისი იგი საძაგელად სლვაჲ დავიდუმო და არა განვაცხადო, რამეთუ არცა სათქუმელ არს და არცა საჴსენებელ.
    3.     ხოლო რომელნი-იგი მცირედ დაშთომილ იყვნეს დიდსა ლავრასა მამანი, ნებითა მთავარეპისკოპოსისაჲთა დაჲდგინეს მამასახლისად აბბა კასიანოს სკჳთოპოლელი, რომელსა სუკაჲს ლავრისა კრებული მრავალ წელ კეთილად და მართლდიდებით განეგო.
    4.     ესე ნეტარი ბრძენ იყო და ნათესავით აზნაური და წმიდისა საბაჲს განსწავლული და დიდისა ლავრისა ხუცეს-ყოფილი და რვაჲ წელი დაეყო სუკაჲს ლავრასა განმგებლობასა და სკჳთოპოლისს აღეშჱნა მონასტერი, რომელსა ჰრქჳან ზუგა.
    5.     ამან კასიანე წმიდისა საბაჲს ადგილი და ღმრთისა სამწყსოჲ ათსა თუესა დამწყსო და მშჳდობით მასვე ზედა დაწვა და დაიძინა თუესა ივლისსა ოცსა.
    6.     ინდიკტიონსა ათსა, მეათექუსმეტესა წელსა შემდგომად სიკუდილისა მამისა ჩუენისა საბაჲსსა.


88

     1.     მაშინ აღდგეს მამანი დიდისა ლავრისანი ღმრთისა მიერ და მამასახლისად დააყენეს აბბა კონონი, კაცი, რომელიც ცნობილი იყო მონაზვნური მოვალეობის შესრულებითა და მართლმადიდებლური დოგმატების დაცვით.
    2.     იგი...
    3.     აბბა...
    4.     აბბა...
    5.     მაშინ...
    6.     ნონოს...
    7.     ორი...
    8.     ყველა...
    9.     ნეა...
    10.     თითოეულ...
    11.     თეოდორე...
    12.     ასეთ...
    13.     ამ...
    14.     ისიდორე


89

    1.     და ვითარცა აღვიდოდეს აბბა კონონეთნი კოსტანტინეპოლისა, თითოსახენი ჭირნი შეაჩუენნა მათ ასკიდა, ხოლო სულგრძელებითა მათითა ძლევითა შემოსილად გამოჩნდეს.
    2.     და ვითარცა მცირედნი დღენი წარჴდეს, პეტრე, იერუსალემელ მთავარეპისკოპოსი, აღესრულა, და მაკარი დაადგინეს მთავარეპისკოპოსად უშჯულოჲსა კრებულთა ნეა-ლავრელთა.
    3.     და ბრძოლაჲ იქმნა დიდი იერუსალემს შინა ქალაქსა.
    4.     ესმა ესე ღმრთისმსახურსა მეფესა და განრისხნა ფრიად ასკიდაჲს ზედა და ოროგინელთა და მაკარისი ბრძანა გარდადგინებაჲ ეპისკოპოსებისაგან.
    5.     ხოლო ნეტარმან კონონ და მისთანათა ვითარცა პოვეს ესევითარი ჟამი, შევიდეს მეფისა და უთხრეს ესე ყოველი და ამისსა შემდგომად დაწერნეს წიგნსა ყოველნი იგი უღმრთოებანი ოროგინელთანი, გამოუცხადნეს და მიუპყრეს მეფესა.
    6.     მაშინ აღესრულა ისიდორე, ხოლო ნეტარი კონონ უფროჲს ხოლო გულსმოდგინედ იღუწიდა ქრისტიანობისათჳს.
    7.     და იყო კოსტანტინეპოლისს ევსტუქი ალექსანდრელი ჳკონომოსი.
    8.     ესე მეფემან იჱრუსალემს მთავარეპისკოპოსად განაჩინა.
    9.     ხოლო ღმრთისმოყუარემან მეფემან ჩუენმან ვითარცა დაამტკიცა ევსტუქი პატრიაქად, ბრძანა შეკრებაჲ ეპისკოპოსთა ყოვლისა სოფლისათაჲ.
    10.     ხოლო აბბა კონონ ევედრა ევსტუქის, ვითარ გამოვიდოდა იგი კოსტანტინეპოლისით, რაჲთა აღავლინოს აბბა თეოდოსის მონასტრისა მამასახლისი ევლოგი, და იპოვოს კრებულსა მას.
    11.     და ევსტუქი ვითარცა მოვიდა იერუსალჱმდ, წარავლინნა სამნი ეპისკოპოსნი ზენა, რაჲთა ადგილი მისი განაგონ.
    12.     და წარავლინა მათ თანა ევლოგი და სხუანი ორნი მამასახლისნი: კჳრიაკოზ, მამასახლისი ლავრისაჲ, რომელსა ჰრქჳან „პიგი“, რომელი ითარგმანების „წყარო“, და პანკრატი ვინმე მესუეტისაჲ.
    13.     და ვითარ შეკრბეს წმიდანი იგი ყოვლისა სოფლისანი – ესე მეხუთჱ შეკრებაჲ კოსტანტინეპოლისს შეკრბა, – და ყოველთა ერთბამად განცხადებულად შეაჩუენეს ოროგინე და მისისა მის მყრალისა წვალებისა მავალნი, თეოდორე მამქუესტეანი და მისვე მწინკულისა წვალებისა მავალნი, ევაგრიოს და დიდჳმოს, და ყოველთა მათ მრღჳეჲ იგი და საძაგელი წვალებაჲ შეჩუენებულ ყვეს და დაწყევეს ოთხთა მამათმთავართა და თავადმან კრებულმან.
    14.     ხოლო ღმრთით-დაცვულმან მეფემან ჩუენმან წარუძღუანა იჱრუსალემდ თქმული იგი და ყოფილი, რაჲთა ესე ყოველთა ეპისკოპოსთა პირითა და ჴელითა.
    15.     დადვან და დაამტკიცონ თჳნიერ ალექსანდრე აბელელ ეპისკოპოსისა.
    16.     და ამისთჳსცა ეპისკოპოსებისაგან განჴადეს, და კოსტანტინეპოლისს ზენა ზრვასა სახლი დაიზულა და დაიპყრა, და ესრჱთ განვარდა ამის ცხოვრებისაგან.
    17.     ხოლო ნეა-ლავრისა მყოფთა თჳსითა სიცბილითა და უღმრთოებითა თავნი თჳსნი განაშოვრნეს წმიდისა კათოლიკისა ზიარებასა.
    18.     ხოლო მთავარეპისკოპოსი ევსტუქი მრავალგზის ეტყოდა მათ და აწუევდა, რაჲთამცა მოიქცეს, ევედრებოდა მათ რვასა თუესა და ლიქნით ეტყჳნ მათ.
    19.     და ვითარ ვერ დააჯერა მათ, რაჲთამცა ეზიარნეს კათოლიკე ეკლესიასა, მაშინ ბრძანებაჲ მოღებად სცა მეფისაგან ანასტასის დუქსსა და ესრჱთ ნეა-ლავრით განასხნა და ადგილი იგი განათავისუფლა მათისა მისგან სულმყრალობისა.
    20.     ხოლო მთავარეპისკოპოსმან არა ინება ცალიერად დგომაჲ ადგილისაჲ მის, არამედ ას ოცი მონაზონი გამორჩეული დააშჱნა მუნ, სამეოცი დიდისა ლავრისაგან გამოჲყვანა და ერთი, რომელსა სახელი ერქუა იოვანე, სქოლასტიკოს ყოფილი, ესე მამასახლისად განაჩინა.
    21.     და სხუაჲ სამეოცი შეკრიბა უდაბნოჲსა მონასტერთაგან მართლმადიდებელთაჲ, რომელთაგანი ერთი მე ვარ, რომელი შთასრულ ვიყავ დიდისა ევთჳმის მონასტრით დიდად ლავრად ნებითა მამათაჲთა და დიდისა იოვანე შეყენებულისაჲთა.
    22.     და ვითარცა ყოველნი შევკერბით ქალაქად წმიდად, მიერ განვედით მთავარეპისკოპოსისა თანა და ახლისა მამასახლისისა ჩუენისა თანა და მივედით დაბად თეკუად და ანასტასის მიერ განსხმულთაჲ მათ მწვალებელთაჲ ადგილი ჩუენ დავიპყართ, ნეა-ლავრაჲ, თუესა ფებერვარსა ოცდაერთსა, ინდიკტიონსა ორსა, შემდგომად სიკუდილისა მამისა ჩუენისა საბაჲსსა ოცდამესამესა წელსა.
    23.     და ვითარცა აღესრულა, და ესრჱთ დაესრულა ბრძოლაჲ, რომელი იყო წმიდათა ზედა და ღმრთისმოშიშთა.
    24.     და მე აქამდე დავასრულე სიტყუაჲ წმიდისა საბაჲსთჳს.
    25.     და კუალად ვიტყჳ მე სიტყჳსაებრ წინაწარმეტყუელისა: იხარებდინ უდაბნოჲ და ყუაოდენ ვითარცა შროშანი, რამეთუ შეიწყალნა უფალმან შვილნი თჳსნი.
    26.     და კუალად ვთქუ სულსა ჩემსა.
    27.     ხილვით ვიხილე მონებაჲ ერისა ჩემისაჲ, რომელი არს იჱრუსალემს და სულთქუმანი მათნი მესმეს და ვინებე ჴსნაჲ მათი.
    28.     და ოდეს უნდა, მოგუხედა და მოხედვითა მისითა გუაცხოვნნა და გჳჴსნნა ჩუენ მძლავრებისაგან ოროგინელთაჲსა და განასხნა პირისაგან ჩუენისა და დაგუაშენნა საყოფელთა მათთა და დაგჳმკჳდრა ნაშრომი მათი, რაჲთა დავიცვნეთ სამართალნი მისნი და მოვიძიოთ შჯული მისი, რომლისა არს დიდებაჲ და პატივი, ძლიერებაჲ და თავყანისცემაჲ მამისა და ძისა და სულისა წმიდისა.
    29.     აწ და მარადის და უკუუკუნითი უკუნისამდე. ამენ.


99

     1.     ესე თავები: წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა საბაჲსი ცხორებაჲ
    2.     პირველი თავი.
    3.     დაბისათჳს მისისა და მამულთა.
    4.     სადა იყოფოდა.
    5.     ვაშლისათჳს.
    6.     ვითარ იგი შევიდა ღუემლად.
    7.     შესლვაჲ იერუსალჱმდ და პასარიონ-წმიდას ყოფაჲ.
    8.     მისლვისათჳს ევთჳმისა და ვითარ იგი წარავლინა თეოქტისტჱსა.
    9.     ღუაწლისათჳს რომელი შრომაჲ იხილა მონასტერსა შინა.
    10.     წარსლვისათჳს ალექსანდრიად.
    11.     შემდგომად აღსრულებისა თეოქტისტჱსა დაყუდებისათჳს ქუაბსა შინა.
    12.     უდაბნოსა ზედა წყურილისათჳს და ევთჳმის აღსრულებისა.
    13.     მონასტრით განსლვისათჳს დიდად უდაბნოდ და განსაცდელთათჳს.
    14.     შემთხუევისათჳს სარკინოზთაჲსა.
    15.     ანთოს მონაზონისათჳს.
    16.     რომლითა სახითა მოვიდა ლავრად, ოდეს ზინონ მეფემან სძლო ბასილის და მარტჳრი მთავარეპისკოპოს იქმნა.
    17.     შჱნებისათჳს ლავრისა.
    18.     წყლისა პოვნისათჳს.
    19.     სუეტისა ცეცხლისა ხილვისათჳს და ღმრთით-შჱნებულისა ეკლესიისა.
    20.     აღსრულებისათჳს მარტჳრისა და წინა აღ-ვინმე-უდგეს და იქმნა ხუცეს.
    21.     პავლჱსთჳს და სომეხთა.
    22.     შეყენებულისათჳს.
    23.     ოდეს შევიდა ზღუად.
    24.     ოდეს განვიდა აგაპის თანა.
    25.     კუალად წარსლვისათჳს მის თანავე.
    26.     სიკუდილისათჳს მამა-დედისა მისისა.
    27.     ღრუბლისათჳს წინა-ძღუანვისა ძმისა.
    28.     კასტელისათჳს.
    29.     მცირისა მონასტრისათჳს.
    30.     არა შეწყნარებისათჳს მუნ უწუერულისა.
    31.     ყოფისათჳს მთავარმამასახლისობისა.
    32.     სიკუდილისათჳს სალოსტისა და ქსენადოქისა შჱნებისათჳს ქალაქს შინა.
    33.     გელასისთჳს და აღშჱნებისათჳს ეკლესიისა და განგებისათჳს სომეხთაჲსა.
    34.     წინა-აღმდგომთათჳს, ოდეს წარვიდა სკჳთოპოლისა და ლომისათჳს.
    35.     ვითარ იგი მონასტერი აღაშჱნა მუნ.
    36.     წარსლვისათჳს ნიკოპოლისა და მუნ აღშჱნებისათჳს მონასტრისა.
    37.     წინა-აღმდგომთათჳს და ვითარ ნეა-ლავრაჲ აღაშჱნა.
    38.     სპილიონთა მონასტრისა აღშჱნებისათჳს.
    39.     სქოლარის მონასტრისა აღშჱნებისათჳს.
    40.     შჳდპირისა ლავრისა აღშჱნებისათაჳს.
    41.     იაკობისთჳს და ჴმელისა პისრისა.
    42.     იაკობისთჳსვე, ვითარ-იგი თავი თჳსი გამოჲსაჭურისა.
    43.     აღშჱნებისათჳს ზანოჲს მონასტრისა.
    44.     ქრისტჱს მიერ განსუენებისათჳს ანთიმჱსა.
    45.     აფროდისჱსთჳს.
    46.     გერონტისთჳს მედაბელსა.
    47.     თომაჲსთჳს, ძისა მისისა.
    48.     განსწავლისათჳს საბაჲს მიერ, თუალთა შეკრძალვისათჳს.
    49.     აყიროჲსა მისთჳს მწარისა.
    50.     ლომისა მისთჳს მკელობელისა და ფლავიანოს ასურისა.
    51.     აღსლვისათჳს აბბა საბაჲსა კოსტანტინეპოლისა.
    52.     პირველისა შემთხუევისათჳს აბბა საბაჲსა მეფისა ანასტასისა და მუნ უბრძანა დაზამთრებაჲ.
    53.     მეორედ სიტყჳსათჳს ილია მთავარეპისკოპოსისათჳს იერუსალჱმელისა.
    54.     ივლიანაჲსთჳს და ანასტასიაჲსთჳს.
    55.     სიბოროტისათჳს მარინჱსისა.
    56.     ზიარებისათჳს მამაჲსა ეკლესიას.
    57.     განსხმისათჳს ფლაბიანოსისა და ილიაჲსა და დიდებისათჳს სებერჱსა და დადგინებისათჳს იოჰანეჲსა და შესუმისათჳს საპყრობილედ და რაჲ-იგი ქმნა სტეფანე-წმიდისა სამარტჳრესა.
    58.     ანასტასი მეფისა წიგნი თეოდოსისი და საბაჲსი.
    59.     შიმშილისათჳს, ჳკონომოსისა შეიწრებისათჳს და ღმრთისა საკჳრველებისა საქმისა.
    60.     დაჴსვისათჳს ძუძუთა საცხუვართაჲსა და სძისა არა გამოსლვისა.
    61.     სიკუდილისათჳს ილია მთავარებისკოპოსისა და ანასტასი მეფისა.
    62.     წარსლვისათჳს სკჳთოპოლისა.
    63.     დედაკაცისათჳს, რომელსა აქუნდა დინებაჲ სისხლისაჲ დაუცხრომელად.
    64.     განკურნებისათჳს ქალისა.
    65.     მთავარეპისკოპოსისათჳს, ვითარ-იგი საბას პურად ჰხადა.
    66.     სიყუარულისათჳს ურთიერთას თეოდოსისა და საბაჲსა.
    67.     წჳმისათჳს სპილეონისა.
    68.     ლოცვისათჳს აბბა საბაჲსა წჳმისა მოცემისათჳს.
    69.     სიკუდილისათჳს იოჰანე მთავარეპისკოპოსისა და იუსტინიანოსის მეფობისათჳს და დისათჳს მთავარეპისკოპოსისა.
    70.     საჭურისისათჳს და ივლიანაჲს სიკუდილისა.
    71.     სიკუდილისათჳს აბბა თეოდოსისა და აბბა საბაჲს კოსტანტინეპოლისა აღსლვისა სამარიტთათჳს.
    72.     შესლვისათჳს წინაშე მეფისა და დედოფლისა.
    73.     ხუთისა სათხოვარისათჳს, რომელი ითხუვა.
    74.     ვითარ-იგი მეფემან ხუთივე იგი თხუვაჲ აღუსრულა.
    75.     აღსრულებისათჳს წინაწარმეტყუელებისა აბბა საბაჲსისა ღმრთისა მიერ და აღშჱნებისათჳს ლავრისა იერემიაჲსისა.
    76.     წარსლვისათჳს აბბა საბაჲსა სკჳთოპოლისა.
    77.     მოსლვისათჳს სკჳთოპოლისით და აღსრულებისა.
    78.     ჟამთა მისთათჳს.
    79.     მადლისათჳს ღმრთისა, რომელი მოსცა მას სულთა და ჴორცთა.
    80.     ორთა მათ ძმათათჳს ქუეყანისა-მოქმედთა.
    81.     სკჳთოპოლელთა დედათათჳს.
    82.     აქლემისათჳს სარაკინოსელისა.
    83.     ყრმისა მისთჳს, რომელ დაიქოლა.
    84.     შემდგომად სიკუდილისა ნეტარისა საბაჲსა ნონოს და მისთანათა წვალებაჲ განცხადეს და მრავალთა ავნებენ და მელეტეჲს მიერ უკუნცემულისა მისთჳს ოქროჲსა.
    85.     გელასისთჳს, ოდეს მამასახლისობაჲ დაიპყრა და ოროგინელნი განასხნა და ვითარ დასცნა უხილავობითა ლეონტიელნი.
    86.     ვითარსახედ იქმნა ოროგინელთა ზედა კრებაჲ იგი.
    87.     რამეთუ კრებულისა მისგან წარვიდეს და კუალად უკმოჲქცეს, და ბრძოლაჲ იგი რომელ იქმნა.
    88.     ასრულებაჲ გელასისი და უშჯულოჲსა გეორგის დადგომაჲ.
    89.     განძებისათჳს გეორგისა და კასიანოსის დადგომისა და სიკუდილისა მისისათჳს.
    90.     დადგომისათჳს კონონისა და და დამდაბლებისათჳს ოროგინელთაჲსა.
    91.     აბბა კონონის კოსტანტინეპოლისა აღსლვისათჳს და მეხუთისა კრებისა ყოფისათჳს და ოროგინეითა გამოსხმისათჳს ნეა-ლავრით და მართლმადიდებელთა დაპყრობისათჳს.

ამ საიტის გამოყენებით თქვენ ეთანხმებით Cookies-ის გამოყენების უფლებას.