დაბეჭდვა

1

    1.     ცხორებაჲ და განგებაჲ წმიდისა მამისა ჩუენისა კჳრიაკოზისი პალავრას, რომელი მარტოდმყოფ იყო, – დიდისა მამისა ჩუენისა წმიდისა ევთჳმის მოწაფჱ
    2.     საყუარელნო, მრავალგზის ვაჴსენე მამისა ჩუენისა დიდისა წმიდისა ევთჳმის ცხორებასა შინა წმიდაჲ კჳრიაკოზ დიდებული მარტოდმყოფთა შოვრის და პატიოსანი.
    3.     აწ მაიძულებს მითხრობად და გამოცხადებად ესე მათთჳს, რომელნი ეძიებენ, ნურას მცირედი საქმეთა და სათნოებათა წმიდისა კჳრიაკოზისთა.
    4.     ხოლო მე ამიერითგან გაუწყო თქუენ მცირედი რაჲმე, რომელსა ზედა მივიწიე განგებასა მისსა და უკუეთუ დასაბამი იგი, ვითარცა წერილი იტყჳს, წმიდა არს, მაშა საცნაურ არს, ვითარმედ ძირიცა იგი წმიდა და პატიოსან არს.
    5.     რამეთუ წმიდაჲ ესე მამაჲ კჳრიაკოზ, ბრწყინვალჱ სულითა და ჴორცითა, იყო იგი ქალაქისაგან კორინთელთაჲსა, ქუეყანისაგან ალადუსიაჲთ, ძჱ კაცისაჲ, რომლისა სახელი მისი იოვანე;
    6.     კაცი წმიდაჲ და ხუცესი იყო კორინთელთა წმიდისა ეკლესიისაჲ.
    7.     და სახელი დედისა მისისაჲ ევდოკია.
    8.     და იშვა იგი აღსასრულსა მეფობისა თევდოსი მცირისასა, თუესა იანვარსა ცხრასა.
    9.     და იყო იგი ნათესავი პეტრე კორინთელთა ქალაქისა ეპისკოპოზისაჲ.
    10.     რამეთუ დედით ნათესავი იყო, და მან აკურთხა იგი კერძოდიაკონად ეკლესიისათჳს კორინთელთაჲსა.
    11.     ხოლო წმიდაჲ ესე იკითხავნ წიგნთა დღჱ და ღამჱ გულსმოდგინედ ფრიადითა წადიერებითა.
    12.     და იყო იგი დღითა მცირჱ და სიბრძნითა შემკობილ, და გონებაჲ კეთილი აქუნდა.
    13.     დაუკჳრდებოდა კითხვისა მისგან, ვითარ-იგი იდიდების ღმერთი ნათესავთა შოვრის შემდგომითი-შემდგომად მოსწრაფეთა მიერ, სარწმუნოებითა ჭეშმარიტითა სათნო-ეყვნეს მას.
    14.     და ყვნა იგინი მსგავს ვარსკულავთა ბრწყინვალე სოფელსა შინა და განაგო ყოველი ნათესავისათჳს კაცთაჲსა დასაბამითგან ცხორებაჲ.
    15.     რამეთუ აბელ შესაწირავითა ადიდა და ენოქ კუალად სათნო-ეყო, და გარდაცვალებითა პატივ-სცა მას;
    16.     და კუალად ნოვეცა ყო მსგავს ნაბერწყალისა კეთილისათჳს, დაჰმარხა იგი ნათესავთათჳს კაცთაჲსა, და აჩუენა მამამან ჩუენმან აბრაჰამ, მამამან წარმართთამან, სარწმუნოებაჲ ჭეშმარიტი და შეიწყნარა მღდელობაჲ იგი მელქიზედიკისი;
    17.     და დიდებული იოსებ და იობ სახე იქმნეს სიწმიდისა და მოთმინებისა, და აღადგინნა იგინი, და მოსე შჯულისმდებელად აღადგინა და დავით წინაწარმეტყუელად და მეფედ და მამად ხარებისა;
    18.     და ისო ნავეჲსი აღჳრმსხმელად მზისა და მთოვარისა აღადგინა;
    19.     და საჴუმილი იგი ქალდეველთაჲ, შემწუველი ცეცხლითა, ცუარად გარდააქცია;
    20.     და ლომთა, რომელნი მღჳმესა შინა დანიელის თანა იყვნეს, ასწავა მარხვაჲ;


2

     1.     და ვეშაპისა მის მუცელი ტაძარ საქორწინე წინაწარმეტყუელის ყო, რომელსა შინა იყო იონა წინაწარმეტყუელი.
    2.     ხოლო ამას ესევითარსა ყოველსა თანა განკჳრვებულ იქმნებოდა გონებაჲ მისი, და განიზრახვიდა უზეშთაესისათჳს ამისა უთესლოდ შობისა, და დედაჲ ქალწული, ვითარ იშვა ღმრთისა სიტყუაჲ, შეუცვალებელად განკაცნა და ჯუარცმითა მისითა პატიოსნითა და აღდგომითა მისითა ჯოჯოხეთი წარმოტყუენა და გუელი მზაკუვარი განაქარვა და განაქიქა და ადამ აცხოვნა, რომელი-იგი დაცემითა მისითა მომკუდარ იყო.
    3.     და კუალად სამოთხედვე აღიყვანა ესე.
    4.     და მსგავსსა ამისსა განიზრახავნ წმიდაჲ იგი, და განათლდა გული მისი შიშითა ღმრთისაჲთა.
    5.     და მაშინ განიზრახა, რაჲთა წარვიდეს ქალაქად ღმრთისა წმიდად იერუსალჱმდ და განეშოროს ყოველთაგან საქმეთა ამის სოფლისათა.
    6.     და ვითარ იგი ამას განიზრახვიდა, ესევითართა გულისსიტყუათა, ესმა მას დღესა კჳრიაკესა სახარებისაგან სიტყუაჲ, რომელსა იტყჳს: რომელსა უნდეს შემოდგომად ჩემდა, უვარ-ყავნ თავი თჳსი და აღიღენ ჯუარი თჳსო და შემომიდეგინ მე.
    7.     და მეყსეულად მასვე ჟამსა შინა მსწრაფლ ეკლესიით წარმოვიდა ადგილად, რომელსა ჰრქჳან ფაგარნა, ზღჳს კიდესა, და არავინ უწყოდა საქმჱ მისი, ვიდრემდის შეჯდა ნავსა შინა, რომელი წარმოვიდოდა ქუეყანად პალესტინისა.
    8.     და მოიწია იერუსალჱმდ.
    9.     და იყო იგი ძჱ ათრვამეტისა წლისაჲ, და მერვესა წელსა ანასტასის პატრიაქობისასა იერუსალჱმს და მეცხრესა წელსა მეფობასა დიდისა ლეონტის მეფისასა.
    10.     და ვითარცა შევიდა იერუსალჱმდ, მივიდა კაცისა ვისამე, რომლისა სახელი მისი ევსტრაჯიოს, რომელი ბრწყინვიდა სათნოებათაგან მადლითა სულისა წმიდისაჲთა, და რამეთუ აღეშჱნა მას მონასტერი შუენიერი მახლობელად სიონსა თანა.
    11.     და დაიზამთრა მის თანა მსახურმან ღმრთისამან წმიდამან კჳრიაკოზ და მერე ისურვა უდაბნოს ყოფად.
    12.     ხოლო ესმოდა მას სათნოებათათჳს წმიდისა ევთჳმისთჳს ყოველთაგან, და ევედრა მამასა დიდსა ევსტრაჯიოსს, რაჲთა ლოცვა-ყოს მისთჳს და წარავლინოს წმიდისა ევთჳმისა.
    13.     ხოლო მან ლოცვა-ყო და განუტევა იგი მშჳდობით.
    14.     ხოლო იგი მივიდა მონასტრად მამისა ევთჳმისა და შეეწყნარა კაცსა ვისმე ხუცესსა, რომლისა სახელი ანტალიოს, რომელსა თანა იყო ძმაჲ თჳსი ჴორციელად, და სახელი ძმისაჲ ტალმოთიოს, და იგინიცა ქალაქისაგანვე კორინთელთაჲსა იყვნეს, და მეცნიერნი მისნი.
    15.     და დაადგრა მათ თანა დღე რავდენმე და შევიდა წმიდისა ევთჳმისა და მოიკითხა და შეიმოსა წმიდაჲ სქემაჲ ჴელთაგან წმიდათა მისთა.
    16.     და არა ეგებოდა მუნ ყოფაჲ მისი, რამეთუ ყრმა იყო.
    17.     არამედ წარავლინა იგი წმიდისა ამბა ჯერასიმჱსა იორდანედ.
    18.     და მათ ჟამთა შინა დიდი მამაჲ ამბა თეოკტისტოს მიცვალებულ იყო.
    19.     ხოლო წმიდაჲ მამაჲ ევთჳმი ეკრძალებინ ფრიად არა შეწყნარებად უწუერული ლავრასა მისსა.
    20.     და ვითარცა მივიდა წმიდაჲ კჳრიაკოზ ამბა ჯერასიმჱსა, უბრძანა მას, რაჲთა იყოფვოდის კჳნობიონსა კრებულსა თანა.


3

    1.     რაჟამს იხილა იგი უწუერულად, შეადგინა იგი შეშისა კრებასა და წყლისა კრებასა და წუენისა ქმნასა.
    2.     და ყოველსავე მსახურებასა გულსმოდგინედ იქმოდა და დააღამებდა დღესა შრომითა და ღამესა ათევნ მღჳძარებითა და ვედრებითა ღმრთისა მიმართ, კანონსა მისსა ზე-დგომით აღასრულებდა წადიერად.
    3.     რაჟამს იგი საკრებულოს მსახურებასა იყო.
    4.     ჰმსახურებნ იგი მარტოდმყოფთა უსასყიდლოდ და ორ-ორით იმარხავნ და პურსა ჴმელსა და წყალსა მიიღებნ ჟამსა საზრდელისასა.
    5.     ხოლო ზეთი და ღჳნოჲ განზავებული ყოვლადვე არა მიიღის.
    6.     და ვითარ ხედვიდა წმიდაჲ მამაჲ ჯერასიმე მარხვასა და წესიერებასა ჭაბუკისაჲ მის , შეაშუნდა და შეიყუარა იგი მოსწრაფებისა მისისათჳს, და ვიდრემდის წარიყვანისცა მის თანა ჟამსა მარხვისასა წმიდათა დღეთა ორმეოცთასა, რამეთუ რწმუნებულ იყო მისთჳს და მიენდვებინ მოსწრაფებასა მისსა, და თანა-წარიყვანის შინაგანსა მას უდაბნოსა რუბისასა;
    7.     და ორნივე დაეყუდებოდეს მუნ ერთად, ვიდრე დღესასწაულობამდე ბზობისა, და ყოველთა დღითა შინა კჳრიაკისასა ეზიარებოდეს ჴელთაგან წმიდისა ევთჳმისთა.
    8.     ხოლო გარდაჴდეს ჟამ რავდენმე ესრჱთ სახედ.
    9.     და შემდგომად მცირედთა ჟამთა შეისუენა წმიდამან ევთჳმი და მივიდა ქრისტესა.
    10.     ხოლო წმიდამან ამბა ჯერასიმე იხილა: სული წმიდისა ივთჳმისი აღიყვანებოდა ანგელოზთა მიერ ზეცად სიმაღლესა.
    11.     ხოლო მან თანა-წარიყვანა ამბა კჳრიაკოზ და აღვიდა მონასტრად და დაჰმარხა წმიდაჲ გუამი მისი, და კუალად-იქცა.
    12.     და მეცხრესა წელსა კჳრიაკოზისთა, რაჲთგან მოვიდა ფილისტიმეს, შეისუენა მამამანცა ჩუენმან წმიდამან ჯერასიმე და შეიმკო გჳრგჳნითა სიწმიდისაჲთა ხუთსა მარტსა.
    13.     მაშინ ბასილი და სტეფანე დაიპყრეს მამასახლისობაჲ მონასტრისაჲ.
    14.     ხოლო კჳროაკოზ წარვიდა მიერ და მოვიდა ლავრად დიდისა ევთჳმისა.
    15.     და შეიწყნარა იგი ელია მამასახლისმან და მისცა მას სენაკი.
    16.     და დაემკჳდრა მას შინა.
    17.     და იყო იგი ოცდაშჳდისა წლისაჲ.
    18.     და არარაჲ მოიგო საქმეთაგანი ამის სოფლისათაჲ, არცა მცირჱ და არცა დიდი.
    19.     და ფრიად დაშურა კუალად აღშჱნებასა მონასტრისასა და აგებასა.
    20.     ხოლო მაშინ ლავრაჲ მონასტრად შეიქმნა.


4

     1.     და იყო მუნ კაცი ერთი დიდი მმარხველი, რომლისა სახელი თომა.
    2.     და ხედვიდა წმიდაჲ კჳრიაკოზ სათნოებათა მისთა და მარხვასა ძლიერსა და შეეყო მას სიყუარულითა სულიერითა უზეშთაეჲსითა და განცხადებულებით და სავსჱ მადლითა მარხვისაჲთა.
    3.     ხოლო თომა წარევლინა ფადუსის მიერ დიაკონისა ალექსანდრიად სყიდად საგებელისა და ყოვლისა საჴმარისა თითუეულისა ჭურჭელისა მონასტრისათჳს.
    4.     და მიიღო მის თანა წიგნები პატრიაქისაჲ მარტჳრისი ალექსანდრელსა თანა პატრიაქსა.
    5.     და შევიდა, რაჲთა აღასრულოს მსახურებაჲ დიაკონობისა მისისაჲ.
    6.     და ვითარ იხილა პატრიაქმან წმიდაჲ ესე.
    7.     არა დაეფარა საფასჱ იგი, რომელი იყო მის შოვრის, და აკურთხა იგი ეპისიკოპოსად ჰაბაშთა ქუეყანასა ზედა.
    8.     და ვითარცა შევიდა თომა ქუეყანად კუსიმისა საჰაბაშოსა მადლითა, რომელი იყო მის თანა ბრწყინვალჱ, აჰმართნა ეკლისიანი მრავალნი ქრისტჱსთჳს, ყოველი ეთიოპიოჲ განანათლა სათნოებათა მისთა მიერ.
    9.     და იყო მის თანა ტყავი, შესამოსელი წმიდისა ევთჳმისი.
    10.     ვითარცა-იგი უყო ელია ელისეს, ბრწყინვალენი წინაწარმეტყუელთა შოვრის, ეგრევე იქმოდა ტყავითა მით სასწაულთა მრავალთა, წმიდასა თომას თანა იყო იგი.
    11.     მათ ჟამთა შინა მონასტერნი მამათა ჩუენთანი – წმიდისა ევთჳმისი და თეოკტისტჱსი ერთსა ზედა წესსა განაგებდეს მარხვასა ზედა და საზრდელსა, ვითარცა გუამი ერთი, ვითარ-იგი დაემცნო მამათა და წმიდასა ევთჳმის.
    12.     და აღსრულებასა ოდენ მეათისა წლისასა შემდგომად წმიდისა ამბა თეოკტისტჱსა შესუენებისა შეისუენა კუალად მამასახლისმან ამბა ლონგინოზ, და მიითუალა პავლე მამასახლისობაჲ მისგან.
    13.     და მას ჟამსა ოდენ აღესრულა ტრაბონ ბარბაროსი, რომელი-იგი წმიდამან ევთჳმი განკურნა და მონათლა.
    14.     ხოლო ამან ტრაბონ ანდერძ ყო ხუასტაგი მრავალი ორთავე მონასტერთათჳს.
    15.     მაშინ პავლეს შეუჴდა სული ამპარტავანებისაჲ, განყო მონაგები და შეშურდა ტრაბონისთჳს.
    16.     მაშინღა იქმნა განყოფაჲ ორთავე მონასტერთაჲ ურთიერთას.
    17.     და განიყვეს აგარაკები, რომელნი-იგი იყვნეს წმიდისა ევთჳმის მონასტრისაჲ.
    18.     მაშინ აღაშჱნა პავლე გოდოლი რომელსამე შინა აგარაკთაგანსა, რომელიცა-იგი განიყვეს, და მისცა ორასი დრაჰკანი, რაჲთა იყიდოს იერუსალჱმს ქსენადოქი, რაჲთა საკუთრად აქუნდეს მას.
    19.     და მაშინ იყიდეს ევთჳმი-წმიდელთა ქსენადოქი მით ორასითა დრაჰკნითა მახლობელად დავითის გოდოლსა, დარისა კერძო პალავრისა.
    20.     ხოლო წმიდაჲ კჳრიაკოზ, რაჟამს იხილა განყოფაჲ მონასტერთაჲ, ფრიად შეწუხდა და განვიდა მუნით სხუად და მერმე მივიდა პალავრად.


5

     1.     მუნ ჰმსახურა ხუთი დიაკონობაჲ ზედაჲს-ზედა: პირველ ჰმსახურა სახაბაზოს, და სნეულთა მსახურებაჲ, და უცხოთა სტუმართა მსახურებაჲ, და მსახურებაჲ კონომობისაჲ.
    2.     და ამას ყოველსა შინა სათნო-ეყო ყოველთა მამათა და განუსუენებნ მათ.
    3.     მერმე შეიყვანეს საკურთხეველად და ამისთჳს, რამეთუ დიაკონი იყო ევთჳმი-წმიდას, და აღსრულებასა ოდენ მეოთხისა წელიწადისასა ყვეს იგი კიმილირიხოსად, რომელ არს მეჭურჭლეობაჲ, და კანანახად განაჩინეს წელთა ცხორებისა მისისათა მეორმეოცდამეექუსესა.
    4.     და დაყო ამას მსახურებასა შინა ათცამეტი წელი.
    5.     და რამეთუ ესეცა მაუწყა მე თჳთ მანვე, ვითარმედ: ამას ყოველსა მსახურებასა შინა და ჟამთა ამათ ყოველთა კანანახობასა და მეჭურჭლეობასა შინა არა მიხილა მზემან ჭამასა და არცაღა განრისხებულად.
    6.     და ამას მითხრობდა კუალად, ვითარმედ: არაოდეს შემეშინა ჟამის რეკისაგან ღამისა კანონსა, ვიდრემდის აღვასრული ფსალმონი ას და თრვამეტი, ესე იგი არს „ნეტარარიანნი“.
    7.     და ჟამთა ცხორებისა მისისათა წელთა სამეოცდამეჩჳდმეტესა შეჰვედრა კანანახობაჲ და განვიდა უდაბნოსა ნატუფისასა, და თანა-ჰყვანდა მოწაფჱ ერთი მისი.
    8.     და ვითარ ვერსადა პოვეს ძირი მელაღრიაჲსაჲ უდაბნოსა მას შინა, მაშინ ევედრა ღმერთსა ჴორცთა საჴმარისათჳს, რომელი-იგი თანა-აც ბუნებასა, რაჲთა მიიღებდენ საზრდელად უცუნსა, რამეთუ იგი ოდენ იპოებოდა მას ადგილსა.
    9.     და ჰრწმენა ყოველოა დამბადებელისაჲ, ვითარმედ შემძლებელ არს გარდაქცევად მწარჱ ტკბილად.
    10.     მაშინ ჰრქუა მოწაფესა თჳსსა: წარვედ, შვილო, და მოკრიბე ამის უცუნისაგან და შეგბოლე იგი.
    11.     და კურთხეულ არს უფალი, რამეთუ ვპოოთ ნუგეშინისცემაჲ, საჴმარი ჴორცთა ჩუენთაჲ, მისგან.
    12.     და წარვიდა მოწფისა თჳსისა თანა, და შეაგბეს და მარილითა შეანელეს და დაიგეს.
    13.     და მეყსეულად დაჰამდა და დატკბა მხალი იგი.
    14.     და იზარდებოდეს მისგან ოთხ წელ ოდენ.
    15.     და შემდგომად აღსრულებისა ოთხთა მათ წელთა, იყო ვინმე კაცი წარჩინებულთაგანი თაკუელი.
    16.     ეუწყა მას მწყემსთა მიერ, რომელნი იყვნეს უდაბნოსა მას შინა, წმიდისა ამისთჳს.
    17.     ხოლო კაცი იგი მივიდა მისა, და მის თანა საჴედარი კიდებული პურითა ტფილითა, და მიუძღუანა მას;
    18.     და ლოცვაჲ მისი მიიღო და წარვიდა სახედ თჳსად.
    19.     ხოლო იგინი ჭამდეს პურისა მისგან.
    20.     ხოლო მოწაფესა ვითარცა აქუნდა ჩუეულებაჲ, შეიგბო უცუნისა მისგან, თჳნიერ მოძღურისა თჳსისა ბერისა ცნობისა, და ჭამა მისგანი მცირედი რაჲმე, და ვერ შეუძლო დიდისა მისგან სიმწარისა და დაადგრა იგი უტყუად.


6

     1.     და ვითარ ცნა ბერმან მიზეზი იგი ღუაწლისაჲ მის, ლოცვა-ყო და აღადგინა იგი და აზიარა ჴორცი უფლისაჲ.
    2.     და რაჟამს აღადგინა, და იწყო მხილებით სწავლად მისა და ეტყოდა მას ესრჱთ: შვილო, რამეთუ უფალი არა იქმს სასწაულთა, გარნა ჟამსა ჭირისა დიდისასა, ანუ ჴსნისათჳს სულთაჲსა კუალად ყვის.
    3.     და რაჟამს დაელია პური იგი, და მოიწია ჟამი ჭირისაჲ საჴმარისათჳს, კუალად აკურთხა ბერმან მოწაფჱ და ჰრქუა მას, რაჲთა შეგჳმზადოს კუალად უცუნისა მისგან, ვიდრე ჟამამდე საჴმრისა მიღებისა.
    4.     ხოლო მოწაფესა ეშინოდა გემოჲს ხილვადცა.
    5.     ხოლო ბერმან მოიღო ჴელთა თჳსთა ზედა და აკურთხა და დასწერა სახჱ ჯუარისა პატიოსნისაჲ.
    6.     და მაშინ მიყო ჴელი თჳსი და ჭამა უწინარჱს მოწფისა.
    7.     და ვითარცა იხილა მოწაფემან იგი, გულპყრობილ იქმნა და იწყო ჭამად და ყოვლადვე არარაჲ ევნო მას.
    8.     ვიდრე აღსრულებადმდე მეხუთისა წლისა ჟამთა ესე იყო საზრდელად მათა ნატუფისა უდაბნოსა.
    9.     ესმა მისთჳს კაცსა ვისმე თაკუელსა და მიჰგუარა მას ძჱ თჳსი ვნებული სულისა მიერ შეგინებულისა და ევედრა მას, რაჲთა ლოცვა-ყოს მისთჳს.
    10.     ხოლო ბერსა შეეწყალა იგი და ლოცვა-ყო მისთჳს და სცხო მას ზეთი წმიდაჲ ჯუარისა განმაცხოველებელისაჲ და განკურნა.
    11.     და წარიყვანა ძჱ თჳსი კაცმან მან თაკუელმან და წარვიდა და ქადაგებდა საკჳრველისა მისთჳს სასწაულისა.
    12.     და ვითარ ამაღლდა ჴმაჲ ესე და განითქუა, იწყეს მაშინ მოსლვად მისა მრავალთა და შეაშფოთებდეს მას და არა უტევებდეს დაყუდებად.
    13.     მაშინ წმიდაჲ ამბა კჳრიაკოზ წარივლტოდა მუნით შფოთისა მისგან შინაგანსა მას უდაბნოსა რუბისასა და დაემკჳდრა მუნ და დაყო ხუთი წელი.
    14.     და ჭამდა იგი ძირსა მელაღრისასა და ლერწმისა გულსა.
    15.     და ვითარცა ეუწყა კაცთა მისი, ჩავიდოდეს მისა და მიიყვანებდეს მათ თანა სნეულთა და ეშმაკეულთა.
    16.     ხოლო იგი ჰკურნებდა მათ სახელითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსითა და სახითა ჯუარისა პატიოსნისაჲთა.
    17.     და ვითარცა აჭირვებდა მას სიმრავლჱ იგი მისა მომავალთა კაცთაჲ და შფოთი იგი, წარვიდა რუბით და მივიდა უდაბნოსა უვალსა და შესაძრწუნებელსა ფარულსა, რომელსა ყოვლადვე არავინ მარტოდმყოფთაგანი დამკჳდრებულ იყო.
    18.     ხოლო სახელი ადგილსა მას ჰრქჳან სოსიაკიმ, ვინაჲცა-იგი შეკრბებიან ორნი იგი ჴევნი, ჴევი ახლისა ლავრისაჲ და ჴევი პალავრისაჲ.
    19.     ხოლო იგინი ფრიად ღრმა და საშინელ არიან.
    20.     და რომელნიმე კაცნი იტყჳან, ვითარმედ: მდინარენი სასტიკნი, რომელთათჳს აჴსენა დავით წინაწაროეტყუელმან ფსალმონთა შინა, რომელსა იტყჳს: შენ განაჴმენ მდინარენი და სასტიკნი.


7

     1.     ხოლო წმიდამან კჳრიაკოზ დაყო მუნ შჳდი წელი მათ ჟამთა, ოდეს იყო სატლობაჲ და სიკუდილი ფრიად საშინელი დიდი.
    2.     და ვითარცა იხილეს მამათა პალავრელთა სიკუდილი იგი ფრიად მსწრაფლი საშინელი, შეძრწუნდეს შიშითა დიდითა, და ყოველნივე შეკრბეს, და ჩავიდეს მისა ლიტანიითა და ლოცვითა ყოველნივე სოსიაკიმდ და მრავლითა ვედრებითა აღიყვანეს იგი სოსიაკიმით პალავრად.
    3.     და ვითარცა მოვიდა წმიდაჲ კჳრიაკოზ მონასტრად, დაემკჳდრა ქუაბსა შინა ხარიტონისსა მარტოდ ხუთსა წელსა და წინა-აღუდგებოდა უვაგრჱს წყეულსა.
    4.     მას ჟამსა მოვედ მე იოვანე ეპისკოპოსისა თანა სოხასტრელისა ევთჳმი-წმიდით დიდისა მამისა წმიდისა საბაჲს ლავრად.
    5.     და მიმავლინეს მე წმიდისა კჳრიაკოზისა წიგნებითა.
    6.     და აუწყეს მას დიდისა მისთჳს ბრძოლისა და მწუხარებისა, რომელი იყო იერუსალჱმს, და ევედრებოდეს, რაჲთა იღუაწოს და ევედროს ღმერთსა ლოცვით დაუცადებელად, რაჲთა ისწრაფოს დამდაბლებაჲ სიმაღლჱ ნონოსისი და ლეონტიოსისი, წინა-აღმდგომთა ქრისტჱსთაჲ სიტყუათა მათ ოროგინჱსთა მიერ მწვალებელისათა.
    7.     და ვითარ მივედ მე პალავრად რუსიმოჲთურთ, და იოვანე, მოწაფჱ მისი, და მივედით ქუაბად წმიდისა კჳრიაკოზისა (რამეთუ იყო იგი ქუაბსა წმიდისა ხარიტონისსა შინა) და თაყუანის-ვეცით და ვიკურთხენით მისგან და მივეცით წიგნები იგი და ვარქუთ მას ყოველივე, რაჲცა ეთქუა ჩემდა წმიდასა იოვანე დაყუდებულსა ზეპირით.
    8.     და ვითარცა ესმა წმიდასა კჳრიაკოზს რომელი წიგნთა შინა წერილ იყო და სიტყუათა მისთაჲ, რომელი ზეპირით ესმა, აღევსნეს თუალნი ცრემლითა და მრქუა მე ესრჱთ: არქუ მას, რომელმან-იგი მოგავლინა: ნუ მწუხარე იქმნები, მამაო, რამეთუ ადრე ხილვად გჳც წარწყმედაჲ ნონოსისი და ლეონტიოსისი სიკუდილითა, და განბნევაჲ სხუათა მოყუასთა მათთაჲ, რომელნი არიან ნია-ლავრას შინა, რაჲთა დაემკჳდრნენ მას შინა მოწაფენი წმიდისა მამისა საბაჲსნი გულითადნი, და განიდევნენ მზაკუვარებაჲ მისგან.
    9.     ხოლო მე მაშინ ვარქუ მას: რასა-მე უკუე იტყჳან იგინი, ვითარმედ და-უკუე-ამტკიცებენ, რამეთუ რომელი უწინარჱს არსებისა იქმნა შოვა-მდგომელო, და მოუჴდებიან სიტყუასა მას, რომელი თქუმულ არს გრიგოლი ღმრთისმეტყუელსა შინა: გულისხმა-ყავ საქმეთა შინა სოფლისათა სულისათჳს და ბუნებათა მეტყუელთა და კეთილთა და ბოროტთა და აღდგომისა და ვნებათათჳს ქრისტჱსთა.
    10.     ესევითარსა შინა რომელი იპოოს, არა შესცთების, და რომელი სცთებოდის ესევითარსა, ფიცხელ არს.
    11.     მაშინ მომიგო ბერმან წმიდამან და თქუა: არა თუ სიტყუანი უწინარჱს არსებისა შოვა-მდგომელ, არცა ფიცხელ, არამედ საჭირო და სავნებელ და საგმობელ არს.
    12.     და რაჲთა გარწმუნო შენ სიტყჳთა მცირითა და გამოვაცხადო უღმრთოებაჲ მათი მრავალი, წარტყუენულებაჲ მათი ყოველთა ადგილთა შინა, რამეთუ იტყჳან, ვითარმედ: ქრისტე არა არს ერთი სამებისაგანიო, და იტყჳან, ვითარმედ: გუამნი ჩუენნი შემდგომად აღდგომისა წარწყმედად და განქარვებად არიანო.
    13.     და პირველად აგინებენ ქრისტესა და იტყჳან, ვითარმედ: სოფელი ესე არა სამებასა დაუბადებიესო, და რაჟამს სრულ იქმნეს მეტყუელნი, მაშინ განძლიერდესო, და ვითარმედ: ეშმაკნიცა დაჰბადებენ ჟამთაო, და იტყჳან, ვითარმედ: ამასვე ჰაერსა შინა აღდგენ გუამნი ჩუენნიო მსგავსად ბურთჳსა დღესა აღდგომისასაო, და ესრჱთვე იტყჳან, ვითარმედ.
    14.     აღდგა გუამი უფლისაო, და იტყჳან, ვითარმედ: სწორ ვიყვნეთ ჩუენ ქრისტესა სრულებითაო.
    15.     რომელმან ჯოჯოხეთმან აღმოიბოყინა ესევითარი?
    16.     ნუ იყოფინ ესევითარი მოძღურებაჲ ღმრთისამიერი, რომელი-იგი იტყოდა წინაწარმეტყუელთა მიერ და მოციქულთა!
    17.     უპირატჱს აპოლინარჱსა და ბჱთაგორის და ოროგინჱს, ევანგერე, დომოსის ისწავეს ესევითარნი სიტყუანი საძაგელნი და უშჯულოებისანი.
    18.     ხოლო მე მიკჳრს, რავდენნი შრომანი ამაოებისანი თავს-ისხნეს და დაშურეს ცუდად და ესრჱთ აღილესნეს ენანი მათნი მსახურებისათჳს ბილწებისა.
    19.     რამეთუ შეჰგვანდა მათდა, ვითარმედ რაჲთამცა უხაროდა და აქებდესმცა სიყუარულსა ძმათასა, სიყუარულსა ძმათა უცხოთასა;
    20.     და სიყუარული ქალწულებისაჲ.


8

     1.     და გლახაკთა მიცემისათჳს და მახლობელთა და ზე-დგომისათჳს ღამე ყოველ და ცრემლთათჳს ლმობიერებით, და აღჳრსხმაჲ ჴორცთაჲ მარხვითა და შეკრძალვითა და ლოცვითა და ვედრებითა ღმრთისა მიმართ, და ჴსენებითა სიკუდილისაჲთა ყოველთამცა დღეთა ცხორებისა მათისათა, და აღსასრული სოფლისაჲ, საშჯელი და განკითხვაჲ და სატანჯველი და რაჲ-იგი ყოფად არს, შიში დღესა მას საჭიროსა, რომელთა-ესე შეაქცივნეს თავნი თჳსნი ესევითართა საქმეთა შინა საძაგელთა და დაუტევეს ზრუნვაჲ სულისა მათისა ცხორებისათჳს და დააცადეს ჴსენებაჲ ესევითართაჲ, რომელი-ესე ვაჴსენეთ და რომელი-იგი ყოფად არს მას დღესა შინა, რომელსა შინა გამოცხადნენ საქმენი ჩუენნი ბოროტნი.
    2.     და განკითხვად ვართ, ვითარ-იგი დავლიენით დღენი ჩუენნი ამაოებით.
    3.     არამედ შეაქცივნეს თავნი მათნი ამაოთა ცუდთა შინა ღმრთისა სათნო-ყოფისაგან და დამშჳდებისა.
    4.     და კუალად თქუა წმიდამან კჳრიაკოზ, ვითარმედ: არა ინებეს სლვად გზასა მას ქრისტჱსსა მდაბალსა, არამედ აამაღლებენ გონებათა მათთა.
    5.     და დაუბნელდეს გულნი მათნი უგულისხმოთაჲ, და რაჟამს ჰგონებდეს თავთა მათთა ბრძენ, განცოფნეს.
    6.     ხოლო მთესვარი ამის ღუარძლისაჲ ყოვლისა და მიზეზი ნონოს იყო, რამეთუ შემდგომად შესუენებისა წმიდისა მამისა ნეტარისა საბაჲსა იწყო ასუმად მოყუსისა თჳსისა ლეონტიოსისა სიყუარული ბიზანტიისაჲ და გარდაქცევად ზაკულებად.
    7.     და იგი იყო თანა-შემწჱ და განმზრახველ მისა ამის საქმისათჳს მათ მიერ, რომელნი ზრახვიდეს ნია-ლავრას.
    8.     და რამეთუ მიიზიდვიდა მათ წვალებასა მისსა ბილწსა და ვერ კმა-ეყო მათი ოდენ ცთუნებაჲ, არამედ კუალად მონასტერთაცა უდაბნოჲსათა მოსწრაფე იყო სუმად მათა მზაკუვარებისა მისისაგან წარსაწყმედელისა.
    9.     და რავდენი რაჲ ღონჱ იჴუმია, ვიდრემდის ჩემიცა, გლახაკისაჲ ამის, უნდა მიზიდვად.
    10.     ხოლო ღმერთმან წყალობითა თჳსითა გამომიცხადა მე სარწმუნოებაჲ მისი შეგინებული წარსაწყმედელი, რომელნი შეუდგენ მას.
    11.     და რაჲ საქმჱ არა იმსახურა ღონეთაგანი?
    12.     რამეთუ უნდა პალავრელთაჲცა, რაჲთამცა ყვნა იგინი ზიარ მის თანა, და ვერ შეუძლო.
    13.     ხოლო მე მადლითა ქრისტჱსითა ვამხილებდი ძმათა, რაჲთა არა მიდრკენ სარწმუნოებისაგან მართლმადიდებლობისა.
    14.     და ფრიად გულსმოდგინედ ისწრაფდა პეტროზისთჳს ალექსანდრელისა.
    15.     რაჲთამცა ყო იგი მამასახლის ლავრასა ჩუენსა ზედა, რამეთუ განმზრახი იყო მისი და ინება, რაჲთამცა იმსახურნა კრებული ესე ძმათაჲ, და ვერ შემძლებელ იქმნა.
    16.     არამედ ერი აღიძრა ამისთჳს, და განადეს პეტროზ ლავდიკიელი მამასახლისობისაგან.
    17.     რამეთუ რომელნი-იგი აღძრულ იყვნეს მონასტრისაგანნი ნონოსისვე თანა, მათ მოჲყვანეს და დაადგინეს მამასახლისად კაცი ვინმე სხუაჲ, რომელსა სახელი ერქუა პეტროზვე ლავდიკიელი, ოროგინჱს შჯულისაჲ.
    18.     მაშინ აღიძრა ყოველი ერი შურითა საღმრთთჲთა სულიერითა და განდევნეს პეტროზ ლავდიკიელი მამასახლისობისაგან.
    19.     და მივიდეს წმიდისა საბაჲსა, და მოსცა მათ მამასახლისი, ესე, რომელი აწ არს – ამბა კასიანოს, რომელ არს ბჱთჯაბრინელი, მართლმადიდებელი, მართლითა სარწმუნოებითა ბრწყინვალჱ და შემკული სიტყჳთა და საქმითა.
    20.     და ესრჱთ მაშინღა შეუძლეთ განდევნად ოროგინჱს მწვალებელისა შჯულისა მოწაფეთაჲ.


9

     1.     ესე ყოველი მაუწყა მე წმიდამან ამბა კჳრიაკოზ, მსახურმან ღმრთისამან;
    2.     და ვითარ ცნა, ვითარმედ წმიდისა ევთჳმის მონასტრისაჲ ვარ, განიხარა ჩემთჳს ფრიად და მრქუა მე: განმახარე, ვინაჲთგან ჩემისა მონასტრისაჲ ხარი შენ.
    3.     და იწყო სიტყჳს-გებად ჩემ თანა კუალად მრავლად დიდისა ევთჳმჱსთჳს და ნეტარისა საბაჲსთჳს, ვითარ-იგი მითხრობიეს ორთა თავთა შინა, რომელნი-იგი დავსხენ ევთჳმჱსთჳს და საბაჲსთჳს – განგებაჲ მათა.
    4.     ესევითარითა ამბავითა ნუგეშინის-სცა სულსა ჩემსა და მშჳდობით წარმგზავნა.
    5.     ხოლო რაჟამს კაცნი შეაჲწრებდეს, მიმავალნი მისა, ქუაბსა შინა წმიდისა ხარიტონისსა, შემდგომად ნონოსის სიკუდილისა და ძალისა მისისა დარღუევისა, და ძალნი მისთანათანი, რომელნი-იგი თანა-მზრახვალნი იყვნეს მისა ბოროტითა სარწმუნოებითა და ბორგილებითა მათითა ბრძოლაჲ, რომელი იყო მათ შოვრის, და განიზრახა ბერმან, რაჲთა განგუეშოროს ქუაბისაგან წმიდისა ხარიტონისა და წარვიდა სოსიაკიმდვე წელთა ცხორებისა მოსისათა ოთხმეოცმეათცამეტესა და იყოფოდა მუნ დაყუდებით რვასა წელსა.
    6.     ხოლო მე მომესურვა კუალად მისლვად მის თანა სტუმრობით, რაჲთა ვიკურთხო მისგან.
    7.     და მივედ პალავრად და თანა-ვიპყარ ჩემ თანა მოწაფჱ მისი იოვანე, და ჩავედით სოსიაკიმდ.
    8.     ხოლო სიშორჱ ადგილისაჲ მის ლავრისაგან არს ვითარ ოთხმეოცდაათი უტევან.
    9.     და ვითარ მიახლებულ ოდენ ვიყვენით ადგილსა, შეგუემთხჳა ლომი დიდი, საშინელი ხილვად, ზარისა განსაჴდელი.
    10.     და ვითარცა ვიხილე, შევძრწუნდი მისგან.
    11.     ხოლო ამბა იოვანე მრქუა მე: ნუ გეშინინ!
    12.     და ვითარ გჳხილნა ლომმან მიმავალნი ბერისა, განვიდა გზისაგან კიდე, ვიდრემდის წარვჰჴედით და წარვედით.
    13.     და ვითარცა მივედით ბერისა და მოგიკითხეთ, მრქუა: მშჳდობით მოხუალა, კჳრილე, ჩემისა მონასტრისაო?
    14.     ხოლო ამბა იოვანე ჰრქუა მას: გაუწყებ, მამაო, ვითარმედ ფრიად შეშინდა, რაჟამს იხილა ლომი.
    15.     ხოლო ბერმან მრქუა მე: ნუ გეშინინ, შვილო, რამეთუ ლომი ესე მცველი არს ამას ადგილსა და გჳცავს მცირესა ამას მხალსა ნადირთაგან.
    16.     და კუალად მითხრობდა ჰამბავსა წმიდისა ევთჳმისსა, დიად მრავალსა, და მამათასა, რომელნი-იგი იყვნეს შინაგანსა მას უდაბნოსა.
    17.     მერმე გჳბრძანა ყოფად მის თანა სიყუარული.
    18.     და ვითარ ვსხედით და მივიღებდით საზრდელსა, აჰა კუალად ლომი იგი მოვიდა და დაადგრა ჩუენ წინაშე.
    19.     ხოლო ბერი წმიდაჲ აღდგა და მისცა ნატეხი პურისაჲ და წარავლინა დაცვად მხლისა.
    20.     მაშინ მრქუა მე ბერმან: არა თუ, შვილო, ლომი ესე მხალსა ხოლო ოდენ უცავს, არამედ მპარავთაცა განსდევნის ჩუენგან და შავთა აყენებს.


10

     1.     ხოლო ჩუენ დავადგერით მის თანა მას დღესა.
    2.     და აღვივსე ამბავისაგან და მოძღურებითა სულიერითა მისითა, და აღვივსე სიწმიდისა მისისაგან.
    3.     და ვითარცა იყო ხვალისა დღჱ, წარმომატანნა ჩემ თანა წმიდანი ლოცვანი მისნი საგზლად და კურთხევაჲ მისი და წარმომგზავნა მშჳდობით მოწაფითურთ მისით.
    4.     და ვითარ გამოვედით ბერისაგან, აჰა ესეთა ლომი იგი ჯდა გზასა ზედა და ჭამდა ნადირსა, თხასა ველურსა.
    5.     და ვითარ გჳხილნა ჩუენ მდგომარენი, რამეთუ ვერ ვიკადრეთ წარსლვად, აღდგა და დაუტევა ნადირი იგი და განვიდა კიდე გზისაგან.
    6.     და ჩუენ წარვედით გზასა ჩუენსა.
    7.     და ოდესმე, თუესა ივნისსა, ბერსა წყალი მოაკლდა და ფრიად შჭირდა, და მისთჳს, რამეთუ არა იყო მას ადგილსა ლაკუაჲ, ხოლო წმიდამან მოგავა ყოველი წყლისა შესაკრებელი გუბები კლდეთა მათ შინა, ვინაჲცა იგი იჴუმევნ წყალსა სამსახურებელად და სასუმელად მისა და სარწყვად მხალისა.
    8.     მაშინ აღიხილნა წმიდამან ბერმან თუალნი თჳსნი ზეცად უფლისა მიმართ, ილოცა და თქუა: უფალო ღმერთო ჩემო, მომმადლე მცირედ წყალი უძლურებისათჳს ჴორცთა საჴმრისა გლახაკისა.
    9.     და შეისმინა უფალმან მისი, და მეყსა შინა მოვიდა მცირჱ ღრუბელი და დაადგრა ადგილსა მას ზედა სოსიაკიმისასა ოდენ, და მოწჳმა გარემოჲს სენაკისა მისისა, და აღავსო გუბები იგი, რომელნი იყვნეს კლდეთა მათ შინა.
    10.     და განისუენა ბერმან და ნუგეშინის-ეცა და ჰმადლობდა უფალსა, მოქმედსა საკჳრველებათასა, მხოლოსა.
    11.     და მომეჴსენა სიტყუასა ამას შინა ცხორებაჲ საკჳრველი, სარგებელი სულთაჲ, და ჯერ-არს ჩემდა ჴსენებაჲ მისი, და არა დავფარო, რომელი-იგი მაუწყა მე ამბა იოვანე, მოწაფემან ბერისამან.
    12.     მათ ჟამთა ოდენ ვიდოდეთ უდაბნოთა შინა, მიჩუენა მე ადგილი და მრქუა მე: ესე საფლავი არს ნეტარისა მარიამისი.
    13.     ხოლო მე მას ჟამსა შინა განვკჳრდი მისთჳს და ვჰკითხე მას, რაჲთა მაუწყოს საქმჱ მისი.
    14.     ხოლო მან მომიგო და მრქუა მე: მცირედ უწინარჱს ჟამისა ამის მივიდოდე მოწაფისა თანა, რომელიცა-იგი იყო ჩემ თანა, ამბა აბრამიოს, წმიდისა ამბა კჳრიაკოსისა.
    15.     შორით ხანით ვიხილეთ მსგავსი კაცისაჲ, მდგომარჱ მახლობელად ბოლქუსა მარილმხლისასა.
    16.     ხოლო ჩუენ ვჰგონებდით, ვითარმედ ერთი ვინმე მძოვართაგანი არს, რამეთუ მათ ჟამთა მრავალნი იყოფოდეს მათ ადგილთა მარტოდმყოფნი.
    17.     ხოლო ჩუენ მივისწრაფეთ მის თანა, რაჲთამცა მოვიდეთ კურთხევაჲ მისგან, და მივეახლენით ადგილსა მას.
    18.     მიეფარა ჩუენგან იგი, ხოლო ჩუენ ფრიად შეგუეშინა, მაშინ ვიწყეთ ლოცვად და ვჰგონებდით, ვითარმედ სული რაჲმე ბოროტი გუეოცა.
    19.     და ვითარცა აღვასრულეთ ლოცვაჲ და ვთქუთ „ამენი“ და ვიწყეთ აქა და იქი ხედვად, და ვპოეთ ქუაბი ქუეყანასა შინა და განვიზრახეთ და ვთქუთ, ვითარმედ: მონაჲ არს ღმრთისაჲ აქა შინა და დაგუემალა.
    20.     და ვითარ მივედით მახლობელად ქუაბისა, ვიწყეთ ვედრებად მისა და ვაფუცეთ ღმერთსა და ვეტყოდეთ ვედრებით: ჵ, მამაო, გევედრებით, ნუ დაგუაჭირვებ დღეს წმიდასა ლოცვასა შენსა და ნუცა დაგუაჴუებ აღრევასა შენსა კეთილსა.


11

     1.     მაშინღა ძნიადრე მოგჳგო სიტყუაჲ და თქუა: რაჲ გინებს ჩემგან?
    2.     მე დედაკაცი ვარი.
    3.     და კუალად მკითხა ჩუენ და თქუა: ვიდრე უკუე გნებავს წარსლვის?
    4.     წმიდისა მის თანა ბერისა მიხუალთა?
    5.     მაშინ მიუგეთ და ვარქუთ: ამბა კჳრიაკოზის თანა მივალთ, გარნა მითხარ ჩუენი რაჲ არს სახელი შენი და ვითარ იზარდები და ვითარ მოხუედ აქა?
    6.     და მრქუა ჩუენ: წარვედით გზასა თქუენსა.
    7.     რაჟამს მო-ღა-იქცეთ, გითხრა თქუენ.
    8.     მაშინ მაჲძულეთ და კუალადცა ვჰკითხეთ და ვთქუთ, ვითარმედ: არღა წარვალთ აქაჲთ, ვიდრემდის არა ვცნათ, თუ ვინაჲ ხარ შენ.
    9.     მაშინ მომიგო და მრქუა ჩუენ: სახელი ჩემი მარიამ არს.
    10.     და დედათა-დიაკონი ვიყავ წმიდისა აღდგომისა უფლისა ჩუენისაჲ, ხოლო მტერმან დააბრკოლნა მრავალნი ჩემდა მომართ ტრფიალებად.
    11.     და მე შემეშინა, ნუუკუე მიზეზ ვისმე ვექმნე, რომელთა თანა იყოს ესე მიზეზი ჩემდა მომართ, და შევსძინო ცოდვაჲ ცოდვათა ჩემთა ზედა.
    12.     და ვითხოე უფლისაგან, რაჲთა მიჴსნეს მე ამის მიზეზისაგან.
    13.     და მაშინ შემიჴდა გულსა შიში ღმრთისაჲ ამისთჳს, და ჩავედ წმიდად წყაროდ სილოვამდ და აღვავსე ჭურჭელი ესე წყლითა და აღვიდე ამით მალაკითა დამბალი ცერცჳ და გამოვედ ქალაქით ღამჱ და შევჰვედრე ქრისტესა თავი ჩემი, რომელმან მომიყვანა ამას ადგილსა.
    14.     ხოლო დღეს აჰა ესერა ათრვამეტი წელი არს ჩემი, ვინაჲთგან მოვედ მე აქა, და მადლითა ქრისტჱსით არა მოაკლდა წყალი სარწყულისა ამისგან და არცა მალაკი დაცარიელდა ცერცჳსა დამბლისაგან, ვიდრე დღენდღელად დღედმდე.
    15.     და არა მიხილავს კაცთაგანი თქუენსა გარეშე დღეს.
    16.     არამედ წარვედით და აღასრულეთ დიაკონობაჲ თქუენი, და რაჟამს მოიქცეთ, მომიკითხეთ.
    17.     და ვითარცა გუესმა ესე, შევცბუნდით და დამიკჳრდა ჩუენ.
    18.     და წარვედით ამბა კჳრიაკოზის თანა და ვაუწყეთ ამბავი ესე.
    19.     და ვითარცა ესმა, ადიდებდა ღმერთსა და თქუა: დიდებაჲ შენდა, უფალო იესუ ქრისტე, და შენი არს სუფევაჲ და დიდებაჲ უკუნისამდე.
    20.     რავდენნი გისხენ საუნჯენი წმიდათანი დაფარულნი, და არავინ უწყნის იგინი.


12

     1.     არამედ წარვედით, შვილნო, ვითარცა გრქუა თქუენ, ყავთ ეგრჱთ!
    2.     მაშინ გამოვეთხოენით ბერისაგან და მივედით ქუაბად და ვჰრეკეთ წესისაებრ მონაზონთა მარტოდმყოფთა, და არარაჲ ვინ მოგჳგო სიტყუაჲ.
    3.     მაშინ შევედით და ვპოვეთ იგი, რამეთუ აღსრულებულ იყო.
    4.     და არაჲ იყო ჩუენ თანა სამკუდროჲ სამოსელი და არარაჲ სხუაჲ საჴმარი მკუდრისაჲ, და არცა ვიცოდეთ, თუ ვითარ დავჰმარხოთ იგი.
    5.     მაშინ აღვედით პალავრად და მოვიდეთ ყოველივე, რაჲცა-იგი ჴმდა, და შევმურეთ და დაჰვმარხეთ ქუაბსავე მას შინა, და დავყავთ კარი ქუაბისაჲ მის ქვითა.
    6.     ესე ამბავი მითხრა ამბა იოვანე, მოწაფემან წმიდისა კჳრიაკოსისმან, და სათნო-მიჩნდა დაწერად აქა, ვითარ-იგი მაუწყა, სარგებელად მათა, რომელნი-იგი ეძიებენ ცხორებასა და სადიდებელად ღმრთისა მოწყალისა, რომელმან მოსცის ესევითარი მოთმინებაჲ, რომელთა შეიყუარონ იგი.
    7.     ამიერითგან ვაქციოთ სიტყუაჲ დიდისავე ამბა კჳრიაკოზისა, რომელი იყო თავი მარტოდმყოფებისაჲ და ვარსკულავი დაყუდებულებისაჲ და მოძღუარი მოძღუართაჲ და წმიდაჲ წმიდათა შოვრის, რომელნი განშორებულ იყვნეს უდაბნოთა შინა, და წარმატებული მარხვითა და საკჳრველებითა და სასწაულებითა სათნოებათაჲთა.
    8.     ამბა კჳრიაკოზ – მეორჱ ხარიტონ, მოწამჱ აღმსაარებელი მართლმადიდებლობისა შჯულისაჲ.
    9.     რამეთუ ჟამთა მათ მამისა ჩუენისა ხარიტონისთა კერპთმსახურებაჲ იყო, ხოლო ჟამთა ამათ მამისა ჩუენისა კჳრიაკოზისთა – არიოზეთნი, უვარისმყოფელნი ღმრთისანი და წმიდისა კათოლიკე ეკლესიისა მტერნი;
    10.     და მცირედ დაკლებულ არიან მათა, რომელნი-იგი კერპთა მსახურებდეს და უცნებათა.
    11.     ხოლო სული წმიდისაჲ ამის იტანჯებოდა ჴსენებისაგან მათისა შიშითა, ნუუკუე მიერჩდენ შვილნი ეკლესიისა ღმრთისანი, და ამასვე თანა არა დაუტევებდეს ზრუნვასა და მოსწრაფებასა ღუაწლისა მისთჳს, რომელსა შინა იყვნეს.
    12.     და განცხადებულ არს ესე მრავალთა შინა ადგილთა.
    13.     ხოლო წმიდაჲ ესე ამბა იოვანე ეპისკოპოსი სოხასტრელი ფრიად შურებოდა და უწერნ ყოველსა ჟამსა ამბა კჳრიაკოზის თანა, და შეიწევდა მას, რაჲთა ლოცვითა შეეწეოდის მას წარწყმედისათჳს უღმრთოთაჲსა.
    14.     ხოლო ამბა კჳრიაკოზ მიუწერა ესრჱთ: მამაო პატიოსანო, ნუ მწუხარე იქმნები, რამეთუ მცირედთა დღეთა შინა წარწყმიდოს ღმერთმან ყოველი წინა-აღმდგომი ეკლესიისა მისისაჲ.
    15.     და ეგრჱთვე იქმნა.
    16.     და არღარა აღსრულებულ იყო შემდგომად სიტყჳსა მისისა კჳრიაკჱ ერთიღა, ვიდრემდის წარწყმდეს პირველად ნონოს და ლევანტიოს, ხოლო ევაგრე და დუმნოს და სხუანი მოყუასნი მათნი წარწმყდეს სხჳთა წარსაწყმედელითა ლოცვითა კჳრიაკოზისითა და ამბა იოვანე დაყუდებულისა ეპისკოპოზისაჲთა საბა-წმიდელისა.
    17.     ხოლო გესლი იგი მათი დათხეულ იყო ფრიად პალავრას შინა და ნია-ლავრას შინა, მიფენილ იყო ორგანვე, ვიდრემდის მოხედვა ყო ღმერთმან ლოცვითა ამათ ორთაჲთავე ჩუენ ზედა, რომელნი-ესე ვაჴსენენ: ამბა იოვანე სოხასტრელი და ამბა კჳრიაკოზ პალავრელი, თავნი მარტოდმყოფთანი და მამანი უდაბნოს განშორებულთანი.
    18.     ვიწყო ამიერითგან სიტყუად წმიდისა კჳრიაკოზისთჳს, რომელი იყო ერთი განშორებულთაჲ.
    19.     და ვითარცა აღასრულა წმიდამან რვაჲ წელი სოსიაკიმს, დაბერდა ფრიად, ხოლო მამანი პალავრელნი ჩავიდეს მისა და აღმოიყვანეს ქუაბად წმიდისა ხარიტონისა შემდგომად აჴოცისა სახელი ევაგრჱსი პალავრით და ნია-ლავრით.
    20.     და ვითარცა მოვიდა ქუაბად ხარიტონისა, რამეთუ მე გლახაკი მრავალგზის მივიდი მის თანა, და ფრიადი ნაყოფი სარგებლისაჲ აღორძნდა სულსა ჩემსა შინა მისგან.


13

     1.     და დამწჳსებულ იყო დიდად და მიწევნულ იყო ას და შჳდ წლამდე დღეთა.
    2.     რაჟამს მოვიდა იერუსალჱმდ, იყო იგი ათრვამეტისა წლისაჲ, და წმიდისა ამბა ჯერასიმჱს თანა დაყო ცხრაჲ წელი, და ევთჳმე-წმიდას მონასტერსა დაყო ათი წელი, და პალავრას თითოსახეთა მსახურებათა შინა დაყო ოცდაცხრამეტი წელი, და უდაბნოს ნატუფისასა ხუთი წელი იზარდებოდა უცუნითა, და უდაბნოსა რუბისასა – ხუთი წელი, და სოსიაკიმს დაყო შჳდი წელი, და ქუაბსა შინა წმიდისა ხარიტონისსა დაყო ხუთი წელი, და კუალად-იქცა სოსიაკიმდვე და დაყო მუნ რვაჲ წელი სხუაჲ.
    3.     და უწინარჱს აღსრულებისა მისისა გარდავიდეს მისა, ორი წლით უწინა, მამანი პალავრელნი და აღმოიყვანეს ქუაბადვე წმიდისა ხარიტონისა.
    4.     მრავლითა ვედრებითა დაემორჩილა მათ.
    5.     ხოლო წმიდაჲ ესე დაბერებულ იყო ფრიად, ვითარცა-იგი ვთქუთ, და სიბერესა მის მისა თანა დიდსა და მარხვასა ძლიერ იყო და გულსმოდგინე.
    6.     და ვხედევდ მას, რამეთუ აღდგის კანონისა ლოცვად წადიერად გალობისათჳს, და რომელნი-იგი მოვიდოდეს მისა, თჳთ თავით თჳსით ჰმსახურებნ მათ თჳნიერ უძლურებისა, გარნა ძლიერ იყო ყოვლითა ძალითა ქრისტჱსითა, ძალისა მომცემელისაჲთა.
    7.     და იყო იგი ლბილ და დაშნ, მშჳდ, სწავლულ, მოძღუარ მართლისა სარწმუნოებისა, გუამითა დიდ და ძლიერ, ასოჲთა მჴნჱ.
    8.     და ჭეშმარიტად სავსეჲ იყო მადლითა ღმრთისაჲთა, სულითა წმიდითა განმტკიცებულ იყო.
    9.     და შემდგომად დღეთა მრავალთა შევარდა სალმობასა ჴორცთასა.
    10.     მაშინ მოუწოდა ყოველთა მამათა ლავრისათა და მშჳდობაჲ დაუტევა მათ.
    11.     და ლოცვა-ყო მათთჳს და მათიცა ლოცვაჲ მიიღო.
    12.     მაშინღა შეისუენა და შეჰვედრა სული თჳსი უფალსა მშჳდობით.
    13.     და მიიღო უფლისა თჳსისაგან გჳრგჳნი კეთილი, რომელი-იგი აღუთქუა მოყუარეთა თჳსთა, რომელნი დაშურეს ამას სოფელსა შინა სათნო-ყოფითა და ნებისა მისისა აღსრულებითა.
    14.     და ესმა უფლისაგან ჴმაჲ იგი, რომელსა იტყჳს.
    15.     მოვედით ყოველნი მაშურალნი, და მე განგისუენო თქუენ სასუფეველსა ჩემსა.
    16.     და აჰა ესერა იგი მიიყვანა განსასუენებელსა წმიდათასა, სადა-იგი არს საშუებელი დაუსრულებელი და განუქარვებელი და შეუცვალებელი, სადაცა-იგი არს უფალი ჩუენი იესუ ქრისტე, მოწაფენი და მოციქულნი მის თანა და წინაწარმეტყუელნი სიხარულსა საუკუნოსა;
    17.     და სასყიდელი და მისაგებელი მიიღოს თითოეულმან საქმეთა მათთაებრ, კეთილი ექმნას გინა ბოროტი, მიაგოს მართალთა ცხორებაჲ საუკუნოჲ და საშუებელი დაულევნელი, სადა-იგი იყოფოდიან მართალნი, ჰხედვიდენ პირსა ქრისტჱს, ძისა ღმრთისასა უკუნისამდე დაუყენებელად და თჳნიერ შოვა-მდგომელობისა, სადაცა-იგი აღივსებოდიან ხედვითა პირსა ქრისტჱსა უფლისა ჩუენისასა, ვინაჲცა მიიღებდენ გჳრგჳნთა დაუჭნომელთა და შეუცვალებელთა, ვინაჲცა-იგი მიიღებდენ აღთქუმასა მამისაგან ნათლისა, რომელსა იტყჳს: რომელი თუალმან არა იხილა და ყურსა არა ესმა და გულსა კაცისასა არა მოუჴდა, საშუებელი იგი, რომელი აღუთქუა მოყუარეთა მისთა, რომელნი ჰყოფენ მორჩილებასა მისსა.
    18.     და ამისთჳსცა შეაკაფნეს წმიდათა თავნი თჳსნი ღუაწლითა და მოაკუდინნეს გუამნი მათნი სათნო-ყოფითა უფლისაჲთა სოფელსა ამას შინა ძიებისათჳს ამის ჴმისა საშინელისა, რომელი-იგი აღუთქუა წმიდათათჳს, რომელთა აღასრულეს ნებაჲ მამისაჲ, რაჟამს ესმეს მათ, ჴმაჲ იგი სანატრელი ეტყოდის რაჲ მათ: მოვედით, კურთხეულნო, და დაიმკჳდრეთ სასუფეველი ჩემი, რომელი განგიმზადე თქუენ უწინარჱს ჟამთა ქრისტჱს თანა და მოწაფეთა მისთა თანა.
    19.     დაესრულა ცხორებაჲ წმიდისა ბერისა ამბა კჳრიაკოსისი პალავრელისაჲ მარტოდმყოფისაჲ და საქმეთაგან ბრწყინვალისაჲ და მარხვითა და კეთილად მოღუაწებითა და დაყუდებითა.
    20.     ხოლო აწ ვევედრნეთ უფალსა ჩუენსა იესუ ქრისტესა, ღმერთსა ჩუენსა, მეოხებითა მშობლისა მისისაჲთა წმიდისა ქალწულისა მარიამისითა და მამისა ჩუენისა მოწამისა ხარიტონისითა და კჳრიაკოსისითა და ყოველთა მოწამეთა და წმიდათა შენთაჲთა: მოგჳტევენ ყოველთა შეცოდებანი ჩუენნი. ამენ.

ამ საიტის გამოყენებით თქვენ ეთანხმებით Cookies-ის გამოყენების უფლებას.