დაბეჭდვა

1

     1.     ძჱ ზეცისა ქალაქისაჲ წმიდაჲ ევთჳმი.
    2.     და ერქუა მამასა მისსა სახელი პავლე და დედასა მისსა – დიონოსია.
    3.     და იყვნეს იგინი კაცნი შერაცხილნი, იქმოდეს ნებასა ღმრთისასა.
    4.     ხოლო ქალაქი მათი და საყოფელი იყო მალატიაჲ.
    5.     და იყო დიონოსია უშვილო და დაეყვნეს ქმრისა თჳსისა თანა ჟამნი მრავალნი.
    6.     და არა ესუა მათ შვილი და მწუხარებასა შინა იყვნეს ამისთჳს.
    7.     და მრავალ ჟამ ითხოვდეს ღმრთისაგან, რაჲთამცა მუანიჭა მათ შვილი.
    8.     და განვიდეს გარეშე ქალაქსა მას ეკლესიასა წმიდისა მოწამისა პოლიკტოსისსა და დაყვნეს მუნ დღენი მრავალნი ლოცვასა შინა დაუცადებელად.
    9.     და ღამესა ერთსა, ვითარ-იგი ზე დგეს და ილოცვიდეს მარტონი, ეჩუენა მათ ღმრთისა მიერ ხილვაჲ, რომელი ეტყოდა: იხარებდით, იხარებდით, რამეთუ ღმერთსა მოუცემიეს თქუენდა ძჱ და სახელი მისი – სიხარული, რამეთუ ღმერთმან შობითა მისითა მოსცეს სიხარული ეკლესიათა თჳსთა.
    10.     და დაისწავეს დღჱ იგი და უკუნიქცნეს თჳსავე საყოფლად.
    11.     და რაჟამს იშვა წმიდაჲ ევთჳმი, ცნეს, ვითარმედ სახილავი იგი ჭეშმარიტ იყო, და უწოდეს მას სახელი ევთჳმიოს.
    12.     ხოლო თარგმნებაჲ სახელისაჲ ამის არს „სიხარული“.
    13.     და აღუთქუეს აღთქუმაჲ, რაჲთა შეწირონ იგი ღმრთისა.
    14.     და იყო შობაჲ მისი თუესა აგჳსტოსსა, ჴელმწიფებასა ჯერანტიანოსისსა მეოთხესა, რომელნი აღიარებდენ, გულისხმა-ჰყოფდინ, ვითარმედ სახილავი იგი ჭეშმარიტ იყო, რამეთუ ეკლესიათა დაეყო ორმეოცი წელი მწუხარებასა შინა, და შვილნი სარწმუნოებისანი იდევნებოდეს მოწაფეთაგან არიოსისთა მწვალებელისათა ჟამითგან კოსტანტინჱსით.
    15.     და იყვნეს მორწმუნენი ჭირსა შინა დღეთა ლუკიოსისთა უღმრთოჲსთა.
    16.     და ჴელმწიფებასა ველის მეფისასა, რომელ იყო შემდგომად მისა, იშვა წმიდაჲ ევთჳმი, რომელი არს „სიხარული“.
    17.     და მოჲქცა მწუხარებაჲ ეკლესიათაჲ სიხარულად და მხიარულებად.
    18.     შემდგომად შობისა მისისა ხუთითა თჳთა აღიღო ღმერთმან საჴსენებელი ველისი მჴდომისაჲ, რამეთუ შეიკრიბა გუნდები თჳსი და წარვიდა თრაკეთა, რამეთუ ბარბაროსნი ჰბრძოდეს მას;
    19.     და ჰბრძოდა იგი მათ მრავალ ჟამ, და მერმე მეოტ იქმნა და მიიღო მისაგებელი, რომელსა-იგი ღირს იყო: სოფელსა ერთსა ანძალუბანისით კერძო მეოტ იქმნა მათგან.
    20.     და შევიდა იგი სოფელსა მას პირველმოჴსენებულსა, ხოლო მათ დაწუეს სოფელი და იგი მას შინა.
    21.     და იყო ესევითარი წელიწადი არღა გაესრულა წმიდასა ევთჳმის.


2

     1.     შემდგომად სამისა წლისა შობისა მისისა შეისუენა პავლე, მამამან მისმან.
    2.     და ესუა დედასა მისსა ძმაჲ, რომელსა ერქუა ევდოქსიოს.
    3.     და იყო იგი ეპისკოპოსისა თანა, და აზრახა მას დამან მისმან და ევედრა, რაჲთა ეზრახოს ეპისკოპოსსა ყრმისა მისთჳს.
    4.     და შევიდა იგი და უთხრა ეპისკოპოსსა.
    5.     და იყო სახელი მისი ევტარიონ.
    6.     და ფრიად განბრწყინდა იგი კრებასა კოსტანტინეპოვლისისასა და მოჰგუარა ყრმაჲ იგი და შეწირა ღმრთისა, ვითარცა მსხუერპლი კეთილი, ვითარცა შეწირა ანა სამოელი.
    7.     მაშინ შეიწყნარა ეპისკოპოსმან ყრმაჲ იგი.
    8.     და უთხრა მას ევდოქსიოს საქმენი მშობელთა მისთანი და ჩუენებაჲ იგი, რომელ იხილეს, და ვითარმედ პირველ შობადმდე აღეთქუა ეგე ღმერთსა, და სრულ იქმნა ლოცვაჲ მათი.
    9.     მაშინ დაუკჳრდა ეპისკოპოსსა და თქუა: ჭეშმარიტად, რამეთუ სული წმიდაჲ დადგრომილ არს ყრმისა ამის თანა.


3

     1.     და ვითარ მიითუალა ეპისკოპოსმან ყრმაჲ იგი, მისცა მას ნათელი და მოპარსა იგი ანაჲნოსად დიაკონად და შეიტყბო იგი და განზარდა ვითარცა შვილი თჳსი, ხოლო დედაჲ მისი მოსწრაფე იყო საქმესა ღმრთისასა.
    2.     და იგიცა აკურთხა ეპისკოპოსმან დედათა-დიაკონად ეკლესიისა.
    3.     და ვითარ იყო ევთჳმი ეკლესიასა შინა, მაშინ მოიღო თევდოსი დიდმან ბერძენთა მეფობაჲ.
    4.     და მისცა ღმერთმან მეფესა და ეკლესიათა მშჳდობაჲ დიდი.
    5.     და შემდგომად რავდენისამე ჟამისა იხილა იგი ეპისკოპოსმან, რამეთუ განმწჳსნებოდა, იწყო სწავლისა შეპყრობად და მისცა იგი მოძღუარსა სწავლად საეკლესიოთა წიგნთა.


4

    1.     და მათ ჟამთა იყვნეს ორნი ძმანი დიაკონნი, პატიოსანთა შვილნი, წმიდანი ჴორცითა მათითა, გულისხმიერნი წიგნთა საღმრთოთა და მეცნიერნი სოფლისა სიბრძნესა.
    2.     სახელი ერთისაჲ მის – აკაკიოს და მეორისაჲ მის – სჳნოდიოს.
    3.     და კეთილითა განგებითა ცხონდებოდეს და ამისა შემდგომად ეპისკოპოს იქმნნეს მალატიასა ზედა თითუეული თჳსსა ჟამსა.
    4.     და ამათთჳს მალატიელნი დიდთა სასწაულთა იტყჳან.
    5.     და ვითარ ღირს იქმნნეს მღდელობასა, და ამათ მოიყვანეს წმიდაჲ ევთჳმი ჴელთაგან ეპისკოპოსისათა, დაიმოწაფეს და ასწავეს მას მართალი სარწმუნოებაჲ.
    6.     ხოლო წმიდაჲ ევთჳმი წარემატა ყოველთა ჰასაკისა სწორთა მისთა სწავლითა და სიყუარულითა ღმრთისაჲთა.
    7.     და სწრაფაჲ მისი სძლევდა სიჭაბუკესა მისსა.
    8.     და ამისთჳს აკაკიოსს უკჳრდა სინათლჱ გონებისა მისისაჲ.
    9.     და ესრჱთ სიყრმითგან თჳსით აღიზარდა სახლსა შინა ეპისკოპოსისასა მოსწრაფებით და ბრწყინვიდა იგი და ისწავებდა იგი დღჱ და ღამჱ და სწავლასა მას შინა წმიდათა წიგნთასა სურინ მიბაძვებად წმიდათა მათ, რომელთა წერილი მუაჴსენებნ, და უხარინ, ოდეს არავინ არნ, რომელიმცა ეტყოდა მას სიტყუათა ცუდთა, და წუხნ, რაჟამს დააცადის სიტყუათაგან ღმრთისათა, და ყოველსა შინა საქმესა ემსგავსებინ მოძღუარსა თჳსსა აკაკიოსს.
    10.     და არა უნებნ მას სიმრავლჱ საჭმელთაჲ და არცა უყუარნ მას ცუდად-დიდებაჲ, და არცა პირი მისი დადუმდებოდა გალობასა ღმრთისასა, არამედ აღასრულებდა ყოველსა წესსა ეკლესიისასა და იტყჳნ ფსალმონთა ჟამისათა თჳნიერ გონებისა მიმოტაცებისა, და შიშითა და ძრწოლითა სულისაჲთა ჰმსახურებდა ღმერთსა და იტყჳნ, ვითარმედ: არა ჯერ-არს ჩუენდა ეკლესიასა შინა სიცილი, გინა ზრახვაჲ გარეწარისა სიტყჳსაჲ უფროჲსღა ჟამსა ფსალმონებისასა, არამედ გჳღირს ჩუენ, რაჲთა შევიდეთ ეკლესიად გულისსიტყჳთა მდაბლითა, ვითარცა კაცნი, რომელნი დგანედ წინაშე მეუფისა ღმრთისა და მას ზრახვედ.
    11.     ხოლო უგალობნ იგი ღმერთსა დღჱ და ღამჱ, რამეთუ უწყოდა: რომელი ზრახვიდეს რჩულსა უფლისასა დღჱ და ღამჱ, იყოს იგი ვითარცა ხჱ დანერგული თანაწარსადინელთა წყალთასა, რომელმან გამოსცის ნაყოფი თჳსი ჟამსა თჳსსა.
    12.     და ესრჱთ შესწირვიდა ნაყოფსა ღმრთისა ყოველსა ჟამსა: ჟამსა გულისწყრომისასა შესწირვიდა ღმრთისა ნაყოფსა სიყუარულისასა და მოთმინებისასა, და ჟამსა ჭამისასა იგი შესწირავნ ღმრთისა ნაყოფსა მარხვისასა;
    13.     და ოდეს მოუჴდის გულისსიტყუაჲ ბოროტი სოფლისა გემოთაჲ, შესწირავნ ღმრთისა ნაყოფსა სიმართლისასა და იცავნ თავსა თჳსსა მრავალმეტყუელებისაგან და მუცელსა თჳსსა საჭმელთაგან.
    14.     სიმდაბლითა და იწროებითა და სიწმიდითა ჴორცთაჲთა ცხონდებოდა და ჟამისწირვაჲ ფრიად უყუარდა, დაიცვიდა სანთელსა ქალწულებისასა, და ზეთად ნათლისა მისისა იყო წყალობაჲ და მოწყალებაჲ.
    15.     ესრჱთ იღუაწა წმიდამან ევთჳმი ჟამთა მრავალთა ღმრთისათჳს, და სიტყუამან ღმრთისამან განაბრძნო იგი და განადიდა სახელი მისი.


5

     1.     და ვითარ განმწჳსნა წმიდაჲ ევთჳმი და დაიმოწაფა განგებითა ეკლესიაისაჲთა აკაკი ეპისკოპოსისა მიერ, და აკურთხა იგი ხუცად თჳნიერ ნებისა მისისა მალატიაჲსა ეკლესიისათჳს და უბრძანა, რაჲთა იღუწიდეს იგი მონასტრებისათჳს მამათაჲსა და დედათაჲსა, რომელნი არიან ქალაქსა შინა.
    2.     და ვითარ ესე საქმჱ მიეცა, ზრუნვიდა მათთჳს, რამეთუ უყუარდეს მონაზონნი სიყრმითგან.
    3.     და სიყუარულითა დაყუდებისაჲთა მივიდის იგი მონასტერსა წმიდისა პოლიკტოსისსა და მონასტერსა ოცდაცამეტთა მოწამეთასა და უმრავლჱსთა დღეთა მუნ იყოფინ.
    4.     ხოლო კათოლიკეთა მარხვათა იყოფინ მთასა ერთსა ოჴერსა, რომელი იყო მუნ, ხოლო აწ აღშჱნებულ არს მას ზედა მონასტერი შუენიერი მახლობელად ქალაქისა.
    5.     და მას უდაბნოსა წარვიდის განცხადებითგან ვიდრე აღვსებადმდე, ემსგავსებინ ცხორებასა ელიაჲსსა და იოვანჱსსა და რამეთუ იყო იგი განმგჱ მონასტერთაჲ, ვითარ-იგი ზემო ვთქუთ, იწყო განზრახვად ამისთჳს, ვითარმედ ესე საქმეჲ დააბრკოლებს წარმატებასა სათნოებისასა, რამეთუ სძულდა მას დიდებაჲ და უყუარდა ღმერთი.
    6.     გამოვიდა ქალაქით ფარულად და მოვიდა იერუსალჱმდ, რამეთუ უნდა მას ყოფაჲ უდაბნოთა იერუსალემისათა.


6

    1.     და წინამძღურობითა სულისა წმიდისაჲთა მოვიდა წმიდაჲ ევთჳმი იერუსალემდ ოცდაცხრისა წლისაჲ.
    2.     და ვითარ თაყუანისცა პატიოსანსა.
    3.     ჯუარსა და აღსადგომელსა და სხუათაცა წმიდათა ადგილთა, მაშინ წარვიდა უდაბნოდ წმიდათა მამათა ხილვად.
    4.     და ჰხედავნ იგი განგებასა თითუეულისა მათისასა და დაიმარხვიდა გულსა შიდა თჳსსა.
    5.     მაშინ მივიდა ლავრასა ფარაჲსასა, რომელი შორავს იერუსალემსა ექუსით მილიონით.
    6.     და დაყუდებისა სიყუარულისათჳს დაჯდა იგი სენაკსა განშორებულსა ლავრისა მისგან.
    7.     და ყოვლადვე არარაჲ იყო მის თანა საჴმარი ამის სოფლისაჲ.
    8.     ამისთჳს ესწავა მას თხზვაჲ სირაჲსაჲ, რაჲთა არავის დაუმძიმოს და კუალად რაჲთა გლახაკთაცა მისცემდეს ნაშრომსა ჴელთა მისთასა.
    9.     და განათავისუფლა თავი თჳსი ყოველთაგან ზრუნვათა ამის სოფლისათა და ერთი ხოლო ზრუნვაჲ აქუნდა, რაჲთამცა ღმერთსა სათნო-ეყო ლოცვითა და მარხვითა, და არა ამით ოდენ, არამედ მოსწრაფე იყო საქმედ ყოველთა საქმეთა კეთილთა.
    10.     და ვითარცა ქუეყანისა მოქმედმან რაჲ ეკალი აღმოჰფხურის, ეგრჱთ აღმოჰფხურიდა გულისსიტყუათა ხენეშთა და ყოველსა სიმაღლესა, რომელი ამაღლდებოდა უფროჲს მეცნიერებისა ღმრთისა.
    11.     და აღესრულებოდა წერილი იგი წინაწარმეტყუელისაჲ, რომელსა იტყჳს: იქმოდეთ თავისა თქუენისა ანეულსა და ნუ ეკალსა ზედა სთესავთ.


7

     1.     და ესუა მას მოძმჱ ერთი ღმრთისმოშიში, რომლისა სახელი – თეოქტისტოს.
    2.     და ფრიად უყუარდა იგი სიყუარულითა სულისა წმიდისაჲთა.
    3.     და იყვნეს ორნივე ერთზრახვა და ერთსაქმე და ერთსულ, ერთითა ჴორცითა.
    4.     და ღმრთისა მიერ გამოუცხადეს ურთიერთას გულისსიტყუაჲ თჳსი და რაჲ წელიწად, შემდგომად განცხადებისა მეორესა დღესა, განვიდიან უდაბნოსა კჳტილისასა, კიდესა ზღუამკუდრისასა, და მეოტ იქმნიან სოფლისაგან, რაჲთა მუნ ზრახვიდენ ღმერთსა დაყუდებითა და ლოცვითა.
    5.     და მუნ იყვნიან ვიდრე დღედმდე ბზობისა და შეჰმუსრვიდეს ჴორცთა მათთა კეთილისა საქმითა, რაჲთამცა განუმზადეს თავთა მათთა საზრდელი სულისა წმიდისაჲ.
    6.     და აქუნდა წმიდასა ევთჳმის გარდარეული სიმშჳდჱ და სიმდაბლჱ და მარტიობაჲ.
    7.     და ამისთჳსცა მოიღო მადლი სულისა წმიდისაჲ, ვითარცა იტყჳს სიტყუაჲ ღმრთისაჲ: ვისა-მე მივხედო, გარნა მდაბალთა და ყუდროთა და მათ, რომელნი ძრწოდიან სიტყუათაგან ჩემთა.
    8.     და ამისთჳს წარემატებოდა კადნიერებასა წინაშე ღმრთისა ყოველთა დღეთა.


8

     1.     და ვითარცა დაასრულა ფარას შინა ხუთი წელი, განვიდა იგი და ამბა თეოქტისტე მასვე ჟამსა, რომელსა განვიდიან, კჳტილად.
    2.     და ვითარ-იგი ვიდოდეს უდაბნოსა, პოვეს ჴევი საშინელი, ფრიად ღრმაჲ, ყოვლადვე მიუვალი ვისგანვე.
    3.     და ვითარ იხილეს ადგილი იგი, შეუყუარდა სიღრმისა მისისათჳს და სიფცხლისა და განიხარეს, ვითარღამცა ღმერთსა მიეყვანნეს მას ადგილსა.
    4.     და პოვეს ჩრდილოჲთ კერძო ჴევისა მის ქუაბი დიდი და შრომით აღვიდეს და განიხარეს და ცნეს, რამეთუ ღმერთმან განუმზადა ადგილი იგი.
    5.     მაშინ დაეყუდნეს მას შინა, და საჭმლად მათა იყო მცენარეთაგან ქუეყანისათაჲ.
    6.     და იყოფოდა წინაშე ქუაბსა მას სიმრავლჱ მჴეცთაჲ, ხოლო იგინი უგალობდეს და ადიდებდეს ღმერთსა ყოველსა ჟამსა.
    7.     და ყვეს ქუაბი იგი ეკლესია ღმრთისა.
    8.     და ოდეს უნდა ღმერთსა გამოცხადებად საქმჱ მათი, მივიდეს მუნ მწყემსნი ვინმე ცხოვართანი, ბეთანიაჲთ კერძონი, და ვითარ იხილნეს იგინი, შეეშინა ფრიად და ეგულებოდა სივლტოლაჲ მუნით.
    9.     და ვითარ ცნეს მამათა, ვითარმედ შეშინებულ არიან, მოუწოდეს მათ და ჰრქუეს მდაბლითა ჴმითა: ძმანო ჩუენნო, ჩუენ კაცნი ვართ თქუენებრნი, და ნუ გეშინინ, რამეთუ ჩუენ ცოდვათა ჩუენთათჳს ვიყოფით ადგილსა ამას.
    10.     მაშინღა გულდებულ იქმნნეს მწყემსნი იგი და აღვიდეს მათა ქუაბად და არარაჲ პოვეს მათ თანა საჴმარი ამის სოფლისაჲ, და დაუკჳრდა ფრიად.
    11.     და ვითარ აღვიდეს სოყოფელად თჳსა, უთხრეს კაცთა მის სოფლისათა მათთჳს.
    12.     და მიერ დღითგან იწყეს ბეთანიელთა მსახურებად მათა.
    13.     და ვითარ მიესმა მამათა ფარაჲსა ლავრისათა, თუ რომელსა ადგილსა არიან, მოვიდოდეს მათა ხილვად.
    14.     და მიერ დღითგან იწყეს მოწაფეთა შეწყნარებად.
    15.     და პირველ ხოლო, რომელ მოვიდეს მათა ორნი ძმანი: სახელი ერთისაჲ მის – მარინოს და მეორისაჲ – ლუკა.
    16.     და შეუდგეს მათ და დაემოწაფნეს ყოვლითა განგებითა მონაზონებისაჲთა.
    17.     და მათ დაასწავეს სრული მონაზონებაჲ.
    18.     და შემდგომად მრავლისა ჟამისა წარვიდეს იგინი კერძოთა სოფლისათა, რომელსა ჰრქჳან მატობა, და მუნ აღაშჱნეს მონასტერი.
    19.     და მათ დაიმოწაფეს ამბა თევდოსი, რომელმან-იგი უდაბნოსა მონასტერი აღაშჱნა.
    20.     და იგი იყო მამასახლის ყოველთა ზედა მონასტერთა.
    21.     და მცირედთა ჟამთა შემდგომად განჴდა სახელი წმიდისა ევთჳმისი და განცხადნა ყოველსა ადგილსა.
    22.     და მრავალნი მოვიდოდეს მისა სმენად სიტყუათა ღმრთისათა მისგან და მის თანა ყოფად.
    23.     და წმიდასა ევთჳმის სძულდა დიდებაჲ და უყუარდა ღმერთი და უნდა, რაჲთამცა მოიგო სათნოებაჲ პირველთა მამათაჲ, და თავი თჳსი უცხოდ შეერაცხა.
    24.     და ვინცა მოვიდის მისა, მიუთუალის იგი წმიდასა თეოკტისტეს, რაჲთა მოპარსოს იგი, რამეთუ ვედრებულ იყო მისა წმიდაჲ ევთჳმი, რაჲთა იგი იყოს განმგე ამას საქმესა.
    25.     რამეთუ მორჩილ იყო წმიდაჲ თეოკტისტე, თავს-იდვა ესე განგებაჲ და არარას იქმოდა თჳნიერ ზრახებისა წმიდისა ევთჳმისა.
    26.     და პირველ დაწყებასა არა უნდა ადგილისაჲ მის მონასტრად შექმნაჲ, არამედ ლავრად, ვითარცა ფარაჲ.
    27.     და ვითარ იხილეს, რამეთუ ვერ შემძლებელ არს კაცი ღამით ეკლესიად მისლვად გზისა სიძნელითა, ამისთჳს ყვეს იგი მონასტერად.
    28.     და შეკრბიან იგინი ქუაბსა, რომელსა წმიდაჲ ევთჳმი დაეყუდის, რომელი იქმნა საკურნებელ სულთა, და განჰკურნებდა და ნუგეშინის-სცემდა, ყოველნი რომელნი მოვიდოდეს მისა.
    29.     და არავინ ძმათაგანი გამოუცხადებდა მას გულისსიტყუათა თჳსთა, ვითარმცა არა მიიღო კურნებაჲ.


9

     1.     რამეთუ იყო იგი გამოცდილ საქმეთა შინა, მრავალთა ასწავებნ, რაჲთა წინა-აღუდგეს ყოველსა გულისსიტყუასა უცხოსა.
    2.     ეტყჳნ მათ: ძმანო, ზრუნევდით, რომლისათჳს გამოხუედით ძიებად, და ნუ უდებ იქმნებით ცხორებისა თქუენისათჳს.
    3.     გჳღირს ჩუენ, რაჲთა ვზრუნვიდეთ ყოველსა ჟამსა.
    4.     ვითარცა წერილ არს, იღჳძებდით და ილოცევდით, რაჲთა არა შეხჳდეთ განსაცდელსა.
    5.     ესე უწყოდეთ, რამეთუ უღირს, რომელსა დაუტევებიეს სოფელი, რაჲთა არა ჰყოფდეს ნებასა თჳსსა, არამედ შეიკრძალოს სიმდაბლჱ და მორჩილებაჲ და მოელოდის სიკუდილსა ყოველსა ჟამსა და დღესა მას საშინელსა სარჩელისასა და ეშინოდის მას ცეცხლისა მისგან უშრეტისა და უყუარდეს მას დიდებაჲ იგი სასუფეველისა ცათაჲსაჲ.
    6.     და კუალად იტყჳნ: უღირს მონაზონთა და უფროჲსღა ჭაბუკთა, რაჲთა ეკრძალნენ შინაგანთა გულისსიტყუათა და შურებოდიან ჴელითა თჳსითა და აშრომებდენ ჴორცთა თჳსთა და მოიჴსენებდენ მოციქულისასა მას სიტყუასა, ვითარმედ: ღამჱ და დღჱ ვშურებოდე ჴელითა ჩემითა, რაჲთა არავის დაუმძიმო.
    7.     და ესე ჴელნი მსახურებდეს მე და რომელნი იყვნეს ჩემ თანა.
    8.     ესე შეუგვანებელ არს, თუ ძენი ამის სოფლისანი იურვოდიან და შურებოდიან და ნაშრომითა ჴელთა მათთაჲთა ზრდიდენ შვილთა მათთა და შესწირვიდენ ღმრთისა და იქმოდიან კეთილსა და მისცემდენ ხარკსა, და ჩუენ თავთაცა ჩუენთა არა ვზრდიდეთ ნაშრომითა ჴელთა ჩუენთაჲთა, არამედ ვსხედთ მოცალედ და გჳნებს, რაჲთა სხჳსა ნაშრომითა ვიზარდებოდით.
    9.     მოციქული იტყჳს: რომელი არა იქმოდის, ნუცაღა ჭამნ.
    10.     ესევითარითა მცნებითა წმიდაჲ ევთჳმი ასწავებნ სამწყსოსა თჳსსა და ეტყჳნ მათ, რაჲთა არა ზრახვიდენ ეკლესიასა შინა ჟამსა ფსალმონებისასა და არცა პურისა ჭამასა და არცა უნებნ ხილვად მონასტერსა თჳსსა, თუმცა ვის თავი თჳსი შეერაცხა უმეტჱს სხუათა მამათასა, უფროჲსღა ჭაბუკთა.
    11.     ესრჱთ იტყჳნ, ვითარმედ: ესე კეთილი ზომი არს, რაჲთა მცირედ დაიკლოს მონაზონმან განძღებასა თჳსსა ჟამსა ჭამისასა და დაიცვას გული თჳსი და წინა-აღუდგებოდეს ბრძოლათა, რომელნი მის თანა არიან დაფარულად.
    12.     საჭურველი მონაზონისაჲ არს ფსალმონებაჲ და განკითხვაჲ და სიწმიდჱ ჴორცთაჲ და სიმდაბლჱ და მორჩილებაჲ, რომელი არნ ღმრთისათჳს.
    13.     ესე და მსგავსი ამისღა ესმინ ძმათა, სარგებელ ეყვის და განძლიერდიან და შესწირვედ ღმრთისა ნაყოფსა თჳსსა.


10

     1.     ყოველი, რომელი გჳთხრეს მამათა ტრიბონისთჳს ბერისა, ჭეშმარიტ არს.
    2.     ძისწული მისი, რომელსა ერქუა ტრაბონ, და იყო იგი მეფე ამას ქუეყანასა ბარბაროსთა ზედა.
    3.     მითხრა ბერისა ტრიბონისთჳს: რაჟამს იყო იგი ჭაბუკ, ეშმაკმან შეიპყრა იგი და გუერდი მისი მარჯუენჱ განუჴმო თავითგან ვიდრე ფერჴადმდე.
    4.     და წარაგო მის ზედა მამამან მისმან საფასჱ დიდი კურნებასა მისსა, და არარაჲ სარგებელ ეყო.
    5.     და იყო მამაჲ მისი მორჩილებასა ქუეშე სპარსთასა და ჰმონებდა იგი კერპთა.
    6.     და იყო დაწყებაჲ იგი ბრძოლისაჲ, რომელი იყო სპარსეთს, დასასრულსა მეფობისა აზდაჯარდო მეფისა სპარსთაჲსა.
    7.     უნდა სპარსთა, რაჲთამცა შეიპყრნეს ყოველნი ქრისტიანენი.
    8.     მაშინ უბრძანეს მათ ბარბაროსთა მეფეთა, რომელნი მათსა ბრძანებასა ქუეშე იყვნეს, რაჲთა შეიპყრნენ გზანი და არავინ ქრისტიანეთაგანი განერეს და წარვიდეს საბერძნეთა.
    9.     და იყო მამაჲ ყრმისაჲ მის მეფე ბარბაროსთა.
    10.     და ვითარ იხილა უსამართლოებაჲ ესე და ჭირი, რომელსა უყოფდეს ქრისტიანეთა წარმართნი კერპთმსახურნი ყოველთა ქალაქთა, შეეწყალნეს ქრისტიანენი და გაუტევებდა მათ, და ივლტოდეს.
    11.     და მხიარულ არნ იგი ამას ზედა.
    12.     და იგიცა კერპთმსახური იყო.
    13.     და შე-ვიეთმე-ასმინეს იგი სპარსთა მეფესა, ვითარმედ გაუტევებს იგი ქრისტიანეთა მალვით სივლტოლად.
    14.     მაშინ შეეშინა მას და წარიყვანა ძჱ იგი მისი გუერდგანჴმელი და ყოველი ნათესავი მისი და ხუასტაგი და მეოტ იქმნა იგი საბერძნეთა.
    15.     და შეემთხჳა მას ანასტოლიოს, რომელი იყო მთავარ მათ ჟამთა აღმოსავალით კერძო ჴელმწიფებისა ბერძენთაჲსა, და განაჩინა იგი მეფედ ბარბაროსთა მათ ზედა, რომელნი იყვნეს არაბიას.
    16.     და ვითარ იყოფოდა იგი არაბიას, ჩუენებაჲ იხილა ძემან მისმან და უთხრა მამასა თჳსსა.
    17.     მაშინ წარიყვანა იგი მამამან მისმან და სიმრავლჱ ბარბაროსთაჲ – მის თანა.
    18.     და მოვიდეს, ვიდრემდე მოიწივნეს ადგილსა მას, რომელ ჩუენებით ეხილვა ყრმასა მას, სადა-იგი წმიდაჲ ევთჳმი და წმიდაჲ თეოკტისტოს იყოფოდეს.
    19.     და ვითარ იხილეს ძმათა სიმრავლჱ იგი ბარბაროსთაჲ, შეეშინა.
    20.     და ვითარ ცნა წმიდამან თეოკტისტოს, ვითარმედ შეეშინა ძმათა, გარდამოჴდა მიერ, შეემთხჳა ბარბაროსთა მათ და ჰრქუა: რაჲ გნებავს?
    21.     ხოლო მათ ჰრქუეს: ევთჳმი გჳნებს ჩუენ, მონაჲ ღმრთისაჲ.
    22.     მაშინ ჰრქუა მათ, ვითარმედ: დუმის იგი და არავის ზრახავს ვიდრე შაბათამდე.
    23.     მაშინ უპყრა მას ასფაპ ჴელი და უჩუენა ყრმაჲ იგი და ჰრქუა ყრმასა, რაჲთა უთხრას მას საქმჱ თჳსი.
    24.     მაშინ იწყო ყრმამან მან სიტყუად: ვითარ ვიყავ მე სპარსეთს, მეცა მე სალმობაჲ ესე, და უკურნებიე მე მკურნალთა და გრძნეულთა, და არარაჲ სარგებელ მეყო, არამედ უფროჲსღა წარემატებოდა ტკივილი იგი.
    25.     და ვითარ მოვიწიე ქუეყანასა ამას, გულისსიტყუაჲ ღმრთისამიერი მომიჴდა გონებასა ჩემსა.
    26.     და ვითარ ვიტანჯებოდე ღამესა ერთსა, განვიზრახე და ვთქუ: ტრაბონ, სადა არს დიდებაჲ იგი ამის სოფლისაჲ?
    27.     გინა სადა არს მკურნალთა იგი წადიერებაჲ?
    28.     ანუ სადა არს დიდებაჲ იგი სპარსთაჲ და ძალი იგი მათისა სარწმუნოებისაჲ და რომელნი ჰმონებენ ვარსკულავთა?
    29.     სადა არიან, რომელნი-იგი ჰხადიან ეშმაკთა და განძლიერდებიან მათ მიერ?
    30.     ხოლო მე არარას ვხედავ ამათ მიერ ჩემდა სარგებელად, არამედ ღმერთი მხოლოჲ არს მოწყალჱ.
    31.     და ვითარ ამას განვიზრახევდ, მიმეძინა და ცრემლით ვითხოვდ ღმრთისაგან და ვიტყოდე:
    32.     შენ, ღმერთო ძლიერო და საკჳრველთმოქმედო, რომელმან შეჰქმენ ცანი და ქუეყანაჲ და ყოველი, რაჲ არს მას შინა, უკუეთუ შენ წყალობა-ჰყო ტკივილთა ამათ ჩემთა ზედა და განმარინო მე მწარისა ამისგან სალმობისა, ქრისტიანე ვიქმნე და განვეშორო ყოვლისაგან ბოროტისა და დაუტეო მსახურებაჲ კერპთაჲ.
    33.     და ვითარ ესე ვთქუ, დამეძინა და ვიხილე მონაზონი მჴცითა შუენიერი და წუერითა გრძელი.
    34.     და მრქუა მე: რაჲ გევნების?
    35.     და უთხარ მას სალმობაჲ ესე ჩემი, და მრქუა მე: აღ-მცა-ასრულე, რომელი აღუთქუ ღმერთსა.
    36.     უკუეთუ აღასრულო, ღმერთმან განგკურნოს შენ.
    37.     და მე ვარქუ მას: ყოველი, რომელი აღუთქუ ღმერთსა მე, აღვასრულო, უკუეთუ განვთავისუფლდე განსაცდელისა ამისგან.
    38.     მაშინ მრქუა: მე ევთჳმი ვარ, რომელი ვიყოფი უდაბნოსა, აღმოსავალით კერძო იერუსალემსა ათ მილიონით, ჴევსა ერთსა, სამხრით კერძო გზასა, რომელი შთავალს იერიქოდ.
    39.     და უკუეთუ გნებავს განკურნების, ნუ უდებ იქმნები მოსლვად ჩემდა, და ღმერთმან განგკურნოს ჴელითა ჩემითა.
    40.     და ვითარ განმეპყრა, უთხარ მამასა ჩემსა, რაჲ-იგი მესმა და ვიხილე.
    41.     და ამისთჳს მოსრულ ვართ მისა სარწმუნოებით და მე გევედრები შენ, რაჲთა არა დამიმალო მკურნალი, რომელი ღმერთმან მაუწყა.
    42.     და ვითარ ესმა ესე წმიდასა თეოკტისტეს, აღვიდა წმიდისა ევთჳმისა და უთხრა ყოველი იგი მას.
    43.     ჰრქუა მას წმიდამან ევთჳმი: არა უღირს კაცსა წინა-აღდგომად ღმრთისამიერსა ჩუენებასა.
    44.     და გარდამოვიდა მიერ ქუაბით მათა და ულოცა ტრაბონს გულსმოდგინედ და დასწერა მას ჯუარი და აღადგინა იგი ცოცხალი.
    45.     და ვითარ იხილეს ბარბაროსთა მათ, ვითარ-იგი მყის განიკურნა, ფრიად დაუკჳრდა და ჰრწმენა მათ ქრისტე.
    46.     და დაცჳვეს იგინი წინაშე მისსა ქუეყანასა ზედა და ევედრებოდის მას, რაჲთა ნათელ-ჰსცეს მათ ქრისტეს მიერ.
    47.     ვითარ იხილა წმიდამან ევთჳმი საკჳრველთმოქმედმან, რამეთუ ყოვლითა გულითა ჰრწმენა მათ ქრისტე, ბრძანა, რაჲთა განჰმზადონ ქუაბსა მას შინა სანათლოჲ, რომელი დღესამომდე ჰგიეს მას შინა.
    48.     მაშინ დაასწავა მათ სარწმუნოებაჲ და ნათელ-სცა მათ სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა და გარდაცვალა სახელი ასფაპისი და უწოდა მას პეტრე.
    49.     და პირველად მას ნათელ-სცა და მისა შემდგომად მარისს, ცოლის-ძმასა მისსა.
    50.     და იყო იგი კაცი გონიერი და მდიდარი ფრიად.
    51.     და მათსა შემდგომად ნათელ-სცა ტრაბონს და სხუათა ყოველთა და დაიყენნა იგინი მის თანა ორმეოც დღჱ და მეცნიერ ყვნა იგინი სიტყუათა ღმრთისათა და დაამტკიცნა და ესრჱთ განუტევნა.
    52.     და არღარა იყვნეს იგინი აგარის შვილნი, არამედ სარაჲსნი, რამეთუ განთავისუფლდეს იგინი მონებისაგან ნათლისღებითა.
    53.     ხოლო მარის, დედის-ძმაჲ ტრაბონისი, არა განეშორა მონასტრით, არამედ მონაზონ იქმნა და ითმენდა მუნ შინა დღეთა ცხორებისა მისისათა და ფრიად სათნო ეყო ღმერთსა და ყოველი საფასჱ მისი მისცა მონასტრისა საშენებლად.
    54.     და ვითარ ესე საკჳრველი ქმნა წმიდამან ევთჳმი, განჴდა სახელი მისი ყოველსა ადგილსა, და მრავალნი მოვიდოდეს მისა სნეულნი და ცოფნიცა და განიკურნებოდეს.
    55.     და მცირედთა ჟამთა შემდგომად განათლდა, და განჴდა სახელი მისი ყოველსა პალესტინესა და გარემოჲს მისა.
    56.     და ვითარ იხილა წმიდამან ევთჳმი, ვითარმედ მრავალნი მოვლენან მისა კურნებად, მოეჴსენა დაყუდებაჲ, რომელსა-იგი შინა იყო, ოდეს-იგი მარტოჲ იყოფოდა და ფრიად შეწუხდა, რამეთუ მრავალნი მოვიდოდეს და ადიდებდეს.
    57.     ხოლო ვითარ შევარდა მწუხარებასა, რომელსა-ესე ჰრქჳან სიხარულ, უნდა ფარულად სივლტოლაჲ და წარსლვაჲ რუბად.
    58.     და ვითარ აგრძნა ესე წმიდამან თეოკტისტე, შეკრიბნა ძმანი, რაჲთა ევედრნენ და არა დაუტევნეს იგინი.
    59.     ხოლო რაჲთა არა შეწუხნენ, ჰრქუა მათ: არა წარვალ.
    60.     და შემდგომად დღეთა რავდენთამე წარიყვანა ძმაჲ ერთი, რომელი იყო მელეტელი, რომელსა სახელი ერქუა დომენტიანოს, გამოვიდა მონასტრით და წარვიდა რუბად.
    61.     და ვითარ ვიდოდეს იგინი უდაბნოსა ზღჳს კიდისასა, მიიწივნეს მთასა მაღალსა, რომელსა ჰრქჳან მთაჲ მარდისაჲ, და პოვეს მას შინა ლაკუაჲ წყლისაჲ და მუნ დაადგრეს.
    62.     და საჭმლად მათა იყო მდელოჲ.
    63.     და წმიდამან ევთჳმი აღაშჱნა ეკლესიაჲ და განჰმზადა საკურთხეველი მას შინა, რომელი დღესამომდე ჰგიეს.
    64.     და მისა შემდგომად გამოვიდა მიერ და წარვიდა უდაბნოსა სალჯამისასა, რაჲთა იხილოს ქუაბი იგი, სადა დავით ივლტოდა პირისაგან საულ მეფისა.


11

     1.     და მუნ შექმნა მონასტერი, და ესე იყო მიზეზი შენებისა მისისაჲ: ძჱ დედაკაცისა ვისიმე შერაცხილისაჲ, სოფელსა შინა, რომელსა ჰრქჳან რასტაბულისაჲ.
    2.     იყო ყრმასა მას შინა სული უკეთური, და ჴმითა მაღლითა ყივინ და აჴსენებნ სახელსა წმიდისა ევთჳმისსა, და ვითარ ესმა მამასა მის ყრმისასა, ვითარმედ წმიდაჲ იგი შოვრის მთასა და კაბარბარიქასა იყოფის, წარვიდა მისა და ყრმაჲ იგი – მის თანა.
    3.     და ვითარ იხილა ყრმამან მან წმიდაჲ იგი, ათრთოლდა და დაეცა.
    4.     და განჴდა მისგან ეშმაკი იგი, და მყის განიკურნა.
    5.     და ვითარ განითქუა მისთჳს საკჳრველი ესე, მივიდეს მისა კაცნი მრავალნი რისტოლიაჲთ და გარემო მისსა, და აღუშჱნეს ესე მონასტერი.
    6.     და მივიდეს მისა მონაზონნი მდაბალნი და იყოფოდეს მის თანა, და ღმერთი მოსცემდა მათ საჴმარსა ჴორცთასა.
    7.     და კაცთა ვიეთმე ზეფანელთა ეპყრა სარწმუნოებაჲ მანის მწვალებელისაჲ.
    8.     და წმიდამან ევთჳმი მუაქცივნა იგინი მოძღურებასა ღმრთისასა და უბრძანა მათ, რაჲთა შეჩუენებულ ყონ მანის და მოძღურებაჲ მისი და შეუდგენ იგინი კათოლიკე ეკლესიასა.
    9.     და შემდგომად ყოველთა მადლთა ესეცა მოსცა ღმერთმან მეტად წმიდასა ევთჳმის, რაჲთა იყოფოდის მჴეცთა თანა და ქუეწარმავალთა თანა ბოროტთა და არარაჲ ევნებოდის მათგან.
    10.     და არავის უღირს ამისი ურწმუნოებაჲ, რომელსა უკითხვან საღმრთონი წიგნნი, რამეთუ სადა ღმერთი დაადგრის, ყოველივე დაემორჩილოს მას, ვითარ-იგი დაემორჩილა ადამს პირველ გარდასლვისა მცნებასა ღმრთისასა.
    11.     და არა თუ მჴეცნი ოდენ, არამედ ყოველი დაბადებული დაემორჩილოს მას.
    12.     მეწამებიან მე ამას სიტყუასა, რომელთა-იგი ზღუაჲ მეწამული განვლეს და იორდანისა დინებაჲ დააყენეს და მზჱ დააყენეს სლვისაგან თჳსისა და ცეცხლი ცუარად გარდააქციეს და მრავალნი საკჳრველნი ქმნნეს მონათა ღმრთისათა.
    13.     და ღმერთმან, რომელმან ესე საკჳრველი ქმნა, მანვე დაამორჩილა ყოველი წმიდასა ევთჳმის და არა ხოლო თუ ესენი, არამედ სულთაცა უკეთურთა ეშინოდა მისგან და დაემორჩილებოდეს.


12

     1.     და კუალად ვითარ იხილა წმიდამან ევთჳმი სიმრავლჱ იგი ერისაჲ მისა მიმავალთაჲ, რამეთუ მონასტერი იგი მახლობელ იყო სოფელსა, ჰრქუა დომენტიოსს, მოწაფესა თჳსსა: გუალე, შვილო, წარვიდეთ და ვიხილნეთ თეოკტისტე და ძმანი.
    2.     და გამოვიდეს მონასტრისა მისგან, რომელი ეშჱნა მახლობელად კაპარბარიქასა, და მოვიდეს ადგილსა წმიდასა, სადა-იგი დღეს მონასტერი შჱნ არს, რომელი შორავს წმიდასა თეოკტისტეს სამ მილიონ.
    3.     და შეიყუარა ადგილი იგი ფრიად, რამეთუ დაყუდებულ იყო ადგილი იგი უდაბნოჲ და ჰაერითა კეთილ ფრიად.
    4.     არასადა ვინ მოვიდის მას ადგილსა.
    5.     და ჯდა მას ადგილსა იგი და მოწაფჱ მისი დადუმებით ქუაბსა მცირესა, რომელსა შინა არს დღეს საფლავი მისი.
    6.     და ვითარ ესმა წმიდასა თეოკტისტეს, ვითარმედ წმიდაჲ ევთჳმი მოსრულ არს, მწრაფლ აღმოვიდა მისა, რაჲთა იკურთხოს მისგან.
    7.     და იწყო ვედრებად მისა, რაჲთამცა შთავიდა ადგილსავე თჳსსა.
    8.     და დაყუდებისა მისთჳს, რომელსა-იგი შინა იყო ადგილსა მას, არა ინება მის თანა წარსლვად, არამედ რაჲ კჳრიაკეთა შთავიდის მათა და ჟამისწირვაჲ მუნ აღასრულის.
    9.     ვითარ ესმა პეტრეს, რომელი წმიდასა ევთჳმის მოექრისტნა, ვითარმედ წმიდაჲ ევთჳმი მოსრულ არს, მოვიდა მისა და თანა-ჰყვანდა სიმრავლჱ ბარბაროსთაჲ – მამებისა და დედებისაჲ და ყრმებისაჲ – და ევედრებოდა, რაჲთამცა მიუგო მათ სიტყუაჲ ცხორებისაჲ.
    10.     მაშინ ბერმან წმიდამან ასწავა მათ ყოველთა და შთაიყვანნა იგინი ქუემოსა მონასტერსა და მუნ ნათელ-სცა და მუნ დაყო მათ თანა შჳდი დღჱ ნათლისცემისა შემდგომად და მერმე აღმოიყვანნა იგინი მის თანა თჳსა ადგილად.
    11.     მაშინ პეტრე მოიყვანა გალატოზი და აღაშჱნა მტილსა შინა ლაკუაჲ დიდი ორპირი, რომელი დღესამომდე არს.
    12.     და გუერდით მისა აღაშჱნა პურის-საქმარი და აღუშჱნა წმიდასა ბერსა სამი სენაკი და ეკლესიაჲ შოვრის სენაკთა.
    13.     და ევედრებოდეს, რაჲთა მახლობელად მისა უტევნეს.
    14.     ხოლო წმიდამან ევთჳმი, მარტოებისა მოყუარემან, არა ინება მათი ახლოს ყოფაჲ, რაჲთა არა აშფოთებდენ, რამეთუ უყუარდა მას დაყუდებაჲ.
    15.     და მიიყვანნა იგინი ადგილსა ერთსა და ჰრქუა მათ: უკუეთუ ჩემდა მახლობელად გინებს, მაშა ადგილსა ამას იყვენით, რაჲთა ორთავე მონასტერთა შოვრის იყოფოდით.
    16.     და გამოუსახა მათ ადგილი, სადა ეკლესიაჲ აღაშჱნონ და იყვნენ იგინი კარვებითა მათითა გარემოჲს მისსა.
    17.     ხოლო იგი გულსმოდგინედ ითუალავნ მათ წუსწუთ, ვიდრემდის უკურთხა მათ ხუცები და დიაკუნები.
    18.     და რომელნი-იგი პირველად მოენათლნეს, მოჲქცეს და მის თანავე იყოფოდეს.
    19.     და მრავალნი მოვიდოდეს მისა, და ნათელ-სცემდა.
    20.     და ვითარ განმრავლდეს ფრიად და იქმნნეს ერმრავალ, მაშინ წარავლინა წმიდამან მამამან ჩუენმან ევთჳმი იობენალისა იერუსალჱმდ, პატრიაქისა, რაჲთა გაუჩინოს მათ ეპისკოპოსი.
    21.     მოუვლინა მას პატრიაქმან და ჰრქუა სიხარულით: მე ვყო ყოველი, რაჲცა გინდეს.
    22.     მაშინ წარავლინა მისა პეტრე, მამაჲ ტრაბონისი, რამეთუ შემძლებელ იყო განგებად სულთა შიშითა ღმრთისაჲთა.
    23.     და იგი იყო პირველი ეპისკოპოსი პალესტინეს ბარბაროსთა კრებულსა ზედა.
    24.     ხოლო მრავალნი ერნი მოვიდოდეს წმიდისა ევთჳმისა, და ნათელ-სცემდა მათ და ასწავებდა, ვითარ-იგი ჯერ-არს ღმრთისა მონებად.
    25.     დაესრულა სიტყუაჲ ჩუენი ბარბაროსთათჳს.
    26.     ხოლო მამასა ჩუენსა ევთჳმის არა უნდა ადგილისა თჳსისაჲ საკრებულოდ შექმნაჲ და არცა ლავრად.
    27.     და ოდეს ვინ მოვიდიან, რომელთა მონაზონებაჲ ჰნებავნ, წარავლინნის იგინი მონასტრად წმიდისა თეოკტისტჱსა.
    28.     და ვითარ უნდა ღმერთსა აღშჱნებაჲ ადგილისა მისისაჲ, პირველად მოუვლინნა მას სამნი ძმანი ქუეყანით კაბადუკიაჲთ.
    29.     ხოლო აღზრდილ იყვნეს იგინი ქუეყანასა მას სემისსა და სრულ იყვნეს იგინი სიბრძნითა და სწავლულებითა.
    30.     და იყო სახელი ერთისაჲ მის კოზმან და მეორისაჲ – ხარისიფოს და მესამისაჲ – გაბრიელ.
    31.     და ევედრნეს მას, რაჲთა დაადგრენ მის თანა.
    32.     და მან არა ინება სამისა საქმისათჳს, რომელნი აყენებდეს მათსა შეწყნარებასა, რამეთუ დაყუდებისმოყუარე იყო, და თანა ჭაბუკცა იყვნეს და რამეთუ გაბრიელ დედის მუცლითვე საჭურისი შობილ იყო.
    33.     ხოლო მას ღამესა იხილა წმიდამან კაცი ვინმე, რომელი ეტყოდა: შეიწყნარენ ძმანი ესე, რამეთუ ღმერთსა მოუვლინებიან, და ამიერითგან ნუვის უკუნაქცევ, რომელსა უნდეს ცხორების.
    34.     მამინ შეიწყნარნა იგინი წმიდამან მან და ჰრქუა კოზმანს, უხუცჱსსა მათსა: აჰა ესერა მიყოფიეს, ვითარ-იგი ღმერთმან მიბრძანა, არამედ დაიმარხე, რომელი მე გამცნო: ნუ უტევებ მცირესა ძმასა შენსა გამოსლვად სენაკით გარე, რამეთუ არა ჯერ-არს ხილვად ლავრასა შინა სახჱ და მსგავსი დედაკაცისაჲ, ბრძოლისათჳს დედაკაცისა.
    35.     ხოლო შენ არა ტევებად ხარ აქა, არამედ შემდგომად მცირედთა ჟამთა მწყსიდე ბეთსაჲდისა ეკლესიასა.
    36.     და ამათსა შემდგომად შეიწყნარა სხუაჲ, რომელსა ერქუა დომნოს.
    37.     ხოლო იყო იგი ანტიოქიაჲთ ძმისწული იოვანე ანტიოქელ პატრიაქისაჲ.
    38.     და კუალად მათ დღეთა შეიწყნარნა სამნი ძმანი მალატიელნი, ტომნი სჳნოდიოსისნი, რომელსა აკაკიოსის თანა გაეზარდა წმიდაჲ ევთჳმი.
    39.     და იყო სახელი ერთისა მის ძმისაჲ სტეფანოზ და მეორისაჲ – ანდრეა და მესამისაჲ – ღაჲნოს.
    40.     და კუალად შეიწყნარნა სამნი ძმანი, რაჲთით კერძონი.
    41.     სახელი ერთისაჲ მის – იოვანე ხუცესი და მეორისაჲ – თალასიოს და მესამისაჲ – ანატოლიოს.
    42.     და კუალად სხუაჲ შეიწყნარა ტიბერიელი, რომლისაჲ სახელი – კჳრიონ.
    43.     და იყო იგი ხუცესი ბეთსაჲდისა ეკლესიასა წმიდისა ბასილისსა.
    44.     და ვითარ ესე ათერთმეტნი შეიწყნარნა, უბრძანა ამბა პეტრეს, რაჲთა უშჱნოს მათ მცირეები სენაკები და განაგოს ეკლესიაჲ.
    45.     მაშინ ყო ადგილი მისი ლავრად მსგავსად ფარაჲსა.
    46.     მაშინ შთავიდა მისა იობენალი პატრიაქი ლავრად და თანა-ჰყვანდა დიდი ბესარიონ, განმგებელი მონაზონთაჲ, და ევსჳქი და აკურთხა ეკლესიაჲ ლავრისაჲ მაჲსსა შჳდსა.
    47.     და მათ ჟამთა ოდენ იყო წმიდაჲ ევთჳმი ერგასის და ორის წლის.
    48.     და ვითარ აკურთხეს ლავრისა ეკლესიაჲ, ხუცესნი დაადგინნეს მას შინა: იოვანე და კჳრიონ.
    49.     და პატრეაქმან აკურთხნა დომენტიანოს და დომნოს დიაკონად ეკლესიისა.
    50.     ხოლო წმიდამან ევთჳმი განიხარა სულითა, რაჟამს იხილა წმიდაჲ ბესარიონ და ევსჳქი პატრეაქისა თანა, რამეთუ ბრწყინვიდეს იგინი ქუეყანასა ზედა, ვითარცა ვარსკულავნი.
    51.     და პირველ აღსრულებისა შჳდთა თუეთაჲსა შეისუენა წმიდამან ბესარიონ.


13

     1.     და ვითარ იწყო მამამან ჩუენმან ევთჳმი შჱნებად ლავრისა, იყვნეს მის თანა ათორმეტნი ძმანი და იწროებასა შინა იყვნეს იგინი ჴორცთა საჴმრისაგან.
    2.     და პირველსა წელსა დაადგინა დომენტიანოს იკონომოსად ლავრასა ზედა.
    3.     და დღესა ერთსა გარდამოვიდოდა სიმრავლჱ სომეხთაჲ იჱრუსალემით იერიქოდ, და იყვნეს იგინი ვითარ ოთხას კაც ოდენ, და მოუქციეს მარჯუენით გზისა მის და მოვიდეს ლავრად, რამეთუ ღმრთისა მიერ იყო ესე, რაჲთა აჩუენოს საკჳრველებაჲ თჳსი ჴელითა მის წმიდისაჲთა.
    4.     და ვითარ იხილნა იგინი წმიდამან ბერმან, მოუწოდა დომენტიანოს და ჰრქუა მას: მუართუ კაცთა ამათ ჭამადი, რაჲთა ჭამონ.
    5.     მიუგო და ჰრქუა წმიდასა მას: არა არს საპურესა შინა პური, რომლითამცა ათი კაცი განძღა.
    6.     სადაჲთ მოვიღო პური, რომელი ამას ერსა ეყოს?
    7.     მაშინ წმიდამან ღმრთისამან, რამეთუ მადლი აქუნდა წინაწარმეტყუელებისაჲ, ჰრქუა მას: წარვედ და ყავ, ვითარ-იგი გარქუ, რამეთუ ესრე იტყჳს სული წმიდაჲ: ჭამონ და განძღენ და დაუშთეს ნამეტნავი.
    8.     მაშინ მივიდა დომენტიანოს სახლსა, სადა-იგი პური იდვა მცირედი, და ვერ შეუძლო კარისა განღებად, რამეთუ მადლმან ღმრთისამან აღავსო სახლი იგი პურითა, ვიდრე ზემდე.
    9.     და მოუწოდა დომენტიანოს ერთსა მამათაგანსა, და გამოუღეს კარი სახლისაჲ მის, რომელსა იყო პური.
    10.     და ვითარ კარი გამოუღეს, გამოიდვა პური იგი გარე.
    11.     და იგივე კურთხევაჲ იქმნა ღჳნოსა და ზეთსაცა ზედა.
    12.     და ჭამეს ყოველთა და განძღეს და ვერ შეუძლეს აღმართებად კარისა მის ადგილსავე თჳსსა, ვიდრე სამ თუემდე.
    13.     ვითარცა აკურთხა ღმერთმან მცირედი იგი ფქვილი და საზეთჱ იგი რქაჲ, ქურივისაჲ მის, ჴელითა ელია წინაწარმეტყუელისაჲთა, ესრევე აკურთხა აქა ღმერთმან ჴელითა მის წმიდისაჲთა უცხოთა შეწყნარებისა მისისათჳს.
    14.     მაშინ დომენტიანოსს დაუკჳრდა და დავარდა ფერჴთა ზედა მოძღურისა თჳსისათა და ითხოვდა მისგან შენდობასა, რამეთუ გულს-ეტყოდა იგი ვითარცა კაცი, რომელსა არა აქუნ სარწმუნოებაჲ.
    15.     მაშინ აღადგინა იგი ბერმან და ჰრქუა: შვილო ჩემო, რომელი კურთხევით სთესვიდეს, კურთხევითცა მოიმკოს.
    16.     ნუ მოიწყინებ უცხოთა შეწყნარებასა.
    17.     ამისთჳს თქუა მოციქულმან: უცხოთა შეწყნარებითა ღირს ვინმე იქმნეს ანგელოზთა სტუმრობად, ხოლო გრწმენინ, უკუეთუ თქუენ, გინათუ რომელნი თქუენსა შემდგომად მოვლენან, სარწმუნოებით შეიწყნარებდეთ უცხოთა და მონაზონთა და განუსუენებდეთ, ღმერთმან არა მუაკლოს არცა უგულებელს-ყოს ადგილი ესე უკუნისამდე, რამეთუ ესე მსხუერპლი სათნო არს ღმრთისა.


14

     1.     ხოლო ამის საკჳრველისა შემდგომად იწყო ლავრამან განმრავლებად.
    2.     და შეწევნითა ღმრთისაჲთა განმრავლდეს ძმანი და იქმნნეს ერგასის.
    3.     და აღეშჱნა მათთჳს სენაკები, და ფსალმონებდეს იგინი ეკლესიასა შინა.
    4.     ხოლო იკონომოსი მუართუამნ საჴმარსა მათსა.
    5.     და მოიგეს მათ კაჰრაულები მამათა სამსახურებელად.
    6.     ხოლო იყო ლავრასა მას შინა ძმაჲ ერთი ასიელი, რომელსა ერქუა ევქსანტი.
    7.     ევედრა მას იკონომოსი, რაჲთა იყოს იგი კაჰრაულთა მათ ზედა, და არა თავს-იდვა.
    8.     და ჰრქუა იკონომოსმან იოვანეს და კჳრიონს, ხუცესთა, რაჲთა არწმუნონ ძმასა მას, და თავს-იდვას მსახურებაჲ იგი.
    9.     და ევედრნეს მას, და არა უსმინა.
    10.     და ვითარ მოიწია დღჱ შაბათი, უთხრა იკონომოსმან წმიდასა მას ბერსა საქმჱ იგი ძმისაჲ მის.
    11.     მაშინ მოუწოდა მას და ჰრქუა: დაგუემორჩილე, ძმაო, და შეიწყნარე მსახურებაჲ ესე.
    12.     მიუგო ძმამან მან და ჰრქუა: ვერ შემძლებელ ვარ, მამაო წმიდაო, რამეთუ სამნი საქმენი მაყენებენ: ერთად, რამეთუ ქუეყანაჲ ესე არა ვიცი და არცა აქათა კაცთა ენაჲ;
    13.     და მეორედ, მეშინის, ნუუკუე დავეცე სიძვითა;
    14.     და მესამედ, მეშინის მიცემისაგან და მოღებისა კაცთა თანა, ნუუკუე შემდგომად ამისა ვერღარა შეუძლო ჯდომად სენაკსა ჩემსა დაყუდებით.
    15.     ჰრქუა მას წმიდამან ევთჳმი: მე ვევედრო ღმერთსა, რაჲთა დაგიცვეს ამის ყოვლისაგან, და არარაჲ გევნოს, რამეთუ ღმერთი არა უსამართლო არს და არცა დაივიწყოს მორჩილებაჲ შენი, რამეთუ მან უწყის, ვითარმედ მისისა შიშისათჳს ჰმსახურებ მონათა მისთა და მცნებისა მისისათჳს, და მან მოგცეს ძალი.
    16.     ისმინე, რომელ-იგი თქუა უფალმან: არა მოვედ, რაჲთა ვყო ნებაჲ ჩემი, არამედ ნებაჲ მომავლინებელისა ჩემისაჲ.
    17.     და ამას ყოველსა თანა არა ერჩდა ევქსანტი.
    18.     მაშინ ჰრქუა მას წმიდამან ევთჳმი რისხვით: მე, შვილნო ჩემნო, გეტყჳ საქმესა კეთილსა და შუენიერსა, და შენ სიფიცხლჱ შეგიკრძალავს.
    19.     შენ იცი, რაჲ არს ურჩებისა მოსაგებელი.
    20.     ხოლო მუნქუესვე დაეცა ევქსანტი ქუეყანასა ზედა, და შეიპყრა იგი ეშმაკმან, და იწყო პეროვად.
    21.     ხოლო მამანი იგი, რომელნი იყვნეს მის თანა, ევედრნეს წმიდასა მას მისთჳს, და მან ჰრქუა მათ: ამიერითგან წინაშე თქუენსა აღესრულა სიტყუაჲ იგი ღმრთისაჲ, რომელ თქუა, ვითარმედ: კაცსა უკეთურსა და უსმსა ღმერთმან მოუვლინოს ანგელოზი უწყალოჲ.
    22.     და ვითარ განამრავლეს მამათა მისთჳს ვედრებაჲ, შეიპყრა იგი ბერმან მოწყალემან ჴელითა თჳსითა და აღადგინა და დასწერა მას ჯუარი და განათავისუფლა იგი ეშმაკისაგან.
    23.     მაშინ აღდგა ევქსანტი და იწყო თაყუანისცემად ბერისა და ითხოვდა მისგან შენდობასა, რომელ-იგი ყო, და ევედრებოდა, რაჲთა წამართცა ულოცოს.
    24.     და ჰრქუა მას ბერმან. შვილო ჩემო, სასყიდელი მორჩილებისაჲ დიდ არს, და ღმერთსა სთნავს მორჩილებაჲ უფროჲს მსხუერპლთა, ხოლო ურჩებაჲ სიკუდიდ მიიყვანებს.
    25.     და ულოცა მას ბერმან და აკურთხა, და მაშინღა შევიდა მსახურებასა მას სიხარულით.


15

    1.     ამბა კჳრიაკოზ, მეუდაბნოეჲ, რომელი იყო ძუელსა ლავრასა, რომელი სრულ იყო ყოვლითა სათნოებითა.
    2.     და დაეყო ლავრასა მას შინა სამეოცდაათი წელი მონაზონებისა განგებასა შინა.
    3.     და ოდეს იყო იგი ჭაბუკ, წმიდისა ევთჳმის ლავრასა მონაზონ-ქმნულ იყო.
    4.     და ვიდოდა იგი გზათა მისთა ჟამთა მრავალთა და იცნოდა სასწაულნი, რომელთა იქმოდა წმიდაჲ იგი.
    5.     და მან გჳთხრა, ვითარმედ იყვნეს ლავრასა მისსა ორნი ძმანი.
    6.     სახელი ერთისაჲ – მარონ და მეორისაჲ – კლემენტოს.
    7.     და ვითარ განემზადნეს, რაჲთამცა გამოვიდეს ლავრით ღამე, თჳნიერ ბერისა ბრძანებისა, ეჩუენა მას, ვითარ-იგი დაყუდებულ იყო სენაკსა თჳსსა, ვითარმედ ეშმაკსა აღჳრნი აღესხნეს პირსა მათსა და მიითრევდა მათ სახედ სიკუდილსა.
    8.     და მიუვლინა მათ ბერმან და იწყო სწავლად მათა მოთმინებისათჳს და ეტყოდა მათ: გჳღირს ჩუენ შემდგომად ღმრთისა შეწევნითა, რაჲთა არა დავჴსნდეთ, სადაცა ვიყუნეთ.
    9.     ადამ სამოთხესა შინა იყო და გარდაჰჴდა იგი მცნებასა ღმრთისასა, და იობ სკორეთა ზედა ჯდა და დაიმარხა მცნებაჲ ღმრთისაჲ.
    10.     და კუალად თქუა: არა კეთილ არს შეწყნარებაჲ გულისსიტყუათა ბოროტთაჲ და არცა წუხილისაჲ, და არცა მოვიძულოთ ადგილი, რომელსა შინა ვსხდეთ.
    11.     და არცა რომელნი ჩუენ თანა იყოფიან, და არცა ვიდოდით ადგილითი-ადგილად, არამედ გჳღირს ჩუენ, რაჲთა ვეკრძალებოდით ყოველსა ჟამსა, რამეთუ გარე-მოსლვითა დავაკლებთ კანონსა მას ჩუენსა.
    12.     ხჱ რომელი ადგილითი-ადგილად იცვალებინ, არა გამოიღის ნაყოფი.
    13.     და ეგრევე მონაზონი ოდეს ადგილითი-ადგილად იცვალოს, ვერ ნაყოფიერ იქმნეს.
    14.     ოდეს უნდეს კაცსა კეთილისა საქმედ ადგილსა თჳსსა და ვერ შეუძლოს, ნუ ჰგონებნ, თუმცა სხუასა ადგილსა ქმნა კეთილი.
    15.     არა ადგილი ჴამს, არამედ გულისზრახვათა სიმართლჱ.
    16.     ისმინეთ, რაჲ-ესე მითხრა ერთმან მეგჳპტელთა მამათაგანმან, ვითარმედ: ძმათაგანი ვინმე ჯდა კრებულსა შოვრის, და ყოველსა ჟამსა გული უწყრებინ.
    17.     და ვითარ სულმოკლე იქმნა, გამოვიდა მონასტრისა მისგან და იყოფოდა ადგილსა ერთსა მარტოჲ.
    18.     და იწყო განზრახვად და თქუა: ოდეს არღავის თანა მედვას საქმჱ, და არცა სხუასა ჩემ თანა, გულისწყრომაჲცა წარვიდეს ჩემგან.
    19.     და დღესა ერთსა აღავსო სარწყული თჳსი წყლითა და დადგა იგი ქუეყანასა ზედა, და წარიქცა, და წყალი იგი დაითხია.
    20.     და ყო ეგრეჲთ ორგზის და სამგზის და ეგრჱთვე დაითხია.
    21.     მაშინ აღაშფოთა იგი ეშმაკმან, და გული გაიწყო და აღიღო სარწყული იგი და შემუსრა.
    22.     და ვითარ ესე წარმოთქუა წმიდამან მან, კლემენტოს განიცინნა, და მიხედა მას ბერმან პირითა მრისხანითა და ჰრქუა: ძმაო, მოგკიცხა შენ ეშმაკმან, რამეთუ უგუნურად განიცინენ.
    23.     არა გესმაა, რამეთუ უფალი ჰყუედრის მათ, რომელნი იცინიან, და ჰნატრის, რომელნი ტირედ.
    24.     უწყოდე, რამეთუ ესე უშუერება არს მონაზონისა, უკეთუ ზრახვიდეს, გინათუ იძრვოდის თჳნიერ წესისა, გინათუ კადნიერებაჲ ვის თანამე ჰქონდის, რამეთუ კადნიერებაჲ ფრიად ბოროტ არს და მშობელი არს ყოველთა ვნებათაჲ.
    25.     და ვითარ ესე თქუა, დაუტევა კლემენტოს და შევიდა შინაგანსა სენაკსა, მაშინ დასცა ეშმაკმან კლემენტოს პირსა ზედა თჳსსა, და იწყო ძწოლად.
    26.     მაშინ დაუკჳრდა დომენტიანოსს დიდად სიმშჳდჱ იგი ბერისაჲ და სიმკუეთლჱ, სადა-იგი შეჰგვანდა.
    27.     შეკრიბნა მამანი, და იწყეს ვედრებად ბერისა კლემენტოსისთჳს.
    28.     და მიითუალა ბერმან ვედრებაჲ მათი და გამოვიდა, აღადგინა და შეჭურა იგი ჯუარითა და განათავისუფლა იგი ძრწოლისაგან და ღრჭენისაგან კბილთაჲსა.
    29.     და მყის ცოცხალ იქმნნეს ჴორცნი მისნი და სული.
    30.     და ჰრქუა მას: ამიერითგან იგულე თავისა შენისაჲ და ნუ შეურაცხ-ჰყოფ სიტყუათა ღმრთისათა და სწავლასა მამათასა, არამედ იყავ მრავალთუალ, ვითარცა ქერობინი.
    31.     და ესრჱთ უღირს მონაზონსა, რაჲთა ეკრძალებოდის ყოველსა ჟამსა, და თუალნი გულისა მისისანი ხედვიდენ, რამეთუ მახეთა შოვრის ვალს მარადის.
    32.     და ვითარ ესე თქუა, განამტკიცა იგი, და სარგებელ ეყო იგი მამათა, და განუტევა იგი მშჳდობით.


16

     1.     და ვითარ იქმნა წმიდაჲ ევთჳმი ერგასის და ოთხის წლის, იყო პირველი კრებაჲ ეფესოისაჲ.
    2.     მაშინ სჳნოდიოს, პირველმოჴსენებული კაცი შუენიერი, ხუცესი მალატიისა ეკლესიისაჲ, მოვიდა, რაჲთა თაყუანისცეს წმიდათა ადგილთა.
    3.     და შთავიდა იგი ლავრასა წმიდისა ევთჳმისსა, რამეთუ უნდა კურთხევის მისგან.
    4.     და ესხნეს მას ლავრასა მას შინა სამნი თჳსნი: სტეფანოზ და ანდრეა და ღაინოს.
    5.     და ვითარ იკურთხა იგი წმიდისა ბერისაგან, უთხრა მას ნისტორისთჳს და ვითარ-იგი საყდარი კოსტანტინეპოვლისისაჲ დაიპყრა მცირედთა დღეთა და ვითარ-იგი აღაშფოთა ყოველი ქუეყანაჲ ბოროტად მოძღურებითა თჳსითა.
    6.     და კუალად უთხრა მართალი სარწმუნოებაჲ იგი კჳრილე ალექსანდრელ პატრიაქისაჲ.
    7.     და უთხრა მას აკაკიოზისთჳს მალატიელისა ეპისკოპოსისაჲ, და რამეთუ განმზადებულ არიან ეფესოჲსა დიდისა კრებისა ყოფად ნისტორისთჳს.
    8.     და ვითარ ესმა წმიდასა მას აკაკიოსისთჳს, რამეთუ მას გაეზარდა წმიდაჲ იგი, განიხარა.
    9.     და ვითარ იკურთხა სჳნოდიოს წმიდისა მისგან, თანა-წარიყვანა სტეფანოზ თჳსი იგი მისი და აღვიდა იჱრუსალემდ.
    10.     და ევედრა პატრეაქსა და აკურთხნა სტეფანოზ და კოზმან დიაკონად წმიდისა ადგომისა.
    11.     ხოლო ეპისკოპოსნი შეკრბებოდეს კრებად.
    12.     და რომელნი პალესტინეს იყვნეს, განმზადებულ იყვნეს, რაჲთა პატრეაქსა თანა-წარჰყვენ.
    13.     მაშინ უბრძანა წმიდამან ევთჳმი პეტრეს, ბარბაროსთა ეპისკოპოსსა: ოდეს მიხჳდე კრებად კჳრილე ალექსანდრელ პატრეაქისა და აკაკიოზ მალატიელ ეპისკოპოსისა, სარწმუნოებასა შეუდეგ, რამეთუ ჭეშმარიტ არს.
    14.     და ვითარ შეკრბა კრებაჲ, ამხილეს ნისტორს და შეჩუენებულ ყვეს იგი.
    15.     მაშინ პეტრე, ბარბაროსთა ეპისკოპოსი, უკმოჲქცა ლავრად და უთხრა წმიდასა ევთჳმის ყოველი, რაიცა იქმნა კრებასა მას.
    16.     და ვითარ ესმა წმიდასა მას ანტიოქელთა ჰამბავი, შეწუხნა.
    17.     და უფროჲსღა მუნისა იოვანე პატრეაქისათჳს, რამეთუ ზიარ იქმნა იგი ნისტორისა.
    18.     ხოლო დომნოს ფრიად მწუხარე იყო მამის-ძმისა მისისათჳს და ევედრა ბერსა, რაჲთა უბრძანოს მას წარსლვაჲ ანტიოქიად, რაჲთა მუაქციოს მამის-ძმაჲ თჳსი სარწმუნოებასავე მართალსა.
    19.     ხოლო ბერმან არა გაუტევა იგი და ჰრქუა მას: ნუ წარხუალ, რამეთუ არა სარგებელ გეყოს, და მამის-ძმასა შენსა არა უჴმს სწავლაჲ შენი, დაღაცათუ მცირედ ცთომილ არს სარწმუნოებისაგან, არამედ ღმერთი რომელი ჰხედავს სიმარტივესა მისსა, არა უტეოს იგი წარწყმედად, არამედ ახლოდ მოიქცეს და ცხონდეს.
    20.     ხოლო შენ, შვილო ჩემო, უკუეთუ დაადგრე ადგილსა, რომელსა წოდებულ ხარ, და არა შეიწყნარნე გულისსიტყუანი, რომელთა ეგულების განყვანებაჲ შენი უდაბნოჲთ, აღმაღლდე ღმრთისა მიერ, ხოლო უკუეთუ გარდაჰჴდე მცნებასა ჩემსა, მოიღო შენ მთავრობაჲ მამის-ძმისა შენისაგან, და კაცთა ბოროტთა გამოგაძონ შენ მუნით.
    21.     და ვითარ ესე ჰრქუა მას წმიდამან ევთჳმი, შემდგომად მცირედთა დღეთა წარვიდა დომნოს თჳნიერ ბერისა ცნობისა.
    22.     და ვითარ მიიწია ანტიოქიად, აღესრულა ყოველივე, რაჲცა ჰრქუა მას ბერმან.
    23.     და შემდგომად ამისა მოჲქცა ბერისავე და ითხოვდა მისგან შენდობასა.
    24.     ხოლო პატრიაქმან აკურთხა ეპისკოპოსად სტეფანოზ მალატიელი იობნასა ზედა და დაადგინა კოზმან ხუცად ადგომისა და ჯუარის-მცველად.


17

     1.     რომელნი იყვნეს წმიდისა ევთჳმის თანა და თანა-ექცეოდეს მრავალ ჟამ, მათ უთხრეს ამბა კჳრიაკოსს, რომელი მან ჩუენ გჳთხრა, ვითარმედ არაოდეს ეხილვა იგი ჭამად, და არცა ვის ზრახავნ თჳნიერ დიდისა ჭირისა, გარნა შაბათსა და კჳრიაკესა.
    2.     და არცა ეხილვა ყოვლად გუერდსა ზედა წოლად, არამედ ზე-ჯდომით მიიძინის მცირედ და ზოგჯერ ზე-დგომით და ჴელითა მოეკიდის საბელსა, რომელი შთამოუბამნ ქარტოცსა სენაკისასა, და ესრჱთ მცირედ დაიძინის ბუნებისათჳს, რამეთუ შეეკრძალა მას სიტყუაჲ იგი წმიდისა არსენისი, რომელსა ეტყჳნ ძილსა: მოვედ, ბოროტო მონაო!
    3.     და იტყოდეს წმიდისა არსენისთჳს, რომელსა განეზარდნეს არკადი და ონორი მეფენი.
    4.     ამისთჳს ეწოდა მას მეფეთა მამა, და ფრიად განბრწყინდა იგი ეგჳპტისა უდაბნოსა.
    5.     და ჰკითხავნ მისთჳს წმიდაჲ ევთჳმი მამათა ეგჳპტელთა, რომელნი მოვიდიან მისა, და ვითარძი ცხონდების და აიძულებნ თავსა თჳსსა მიმსგავსებად მისა ყოვლითავე დაყუდებითა და სიმდაბლითა და სამოსლითა შეურაცხითა და ჭამადითა უნდოჲთა და რაჲთა აქუნდეს მოთმინებაჲ ყოველსა საქმესა შინა და ზრუნვიდეს სულისა თჳსისათჳს, ვითარცა თქუა წმიდამან არსენი, რომლისათჳსცა გამოხუედ.
    6.     და ჰბაძავნ მას ცრემლითა და მღჳძარებითა და უდაბნოჲსმოყუარებითა და დიდებისმოძულებითა.
    7.     და არა მრავალმეტყუელებასა და ძლიერებასა ლოცვისათჳს და დიდად მოწყალებასა მისსა და სრულებასა მისსა განკითხვისათჳს, რომელ აქუნდა.
    8.     და რამეთუ წადიერებით მიემსგავსებოდა იგი ყოვლითა განგებითა წმიდასა არსენის, ღირს იქმნა მოღებად მადლსა მას, რომელი მოეცა სულისაგან წმიდისა.
    9.     და განჰკურნებდა სნეულთა და ეშმაკთა განასხმიდა, და აქამომდეცა იქმს საფლავი მისი ამას.


18

     1.     და მიგითხრათ ზოგი საკჳრველი, რომელი ყო ღმერთმან ჴელითა მისითა და წარმოუსწრო მეცნიერებამან.
    2.     ანასტასი ვისმე ერქუა მღდელთაგანსა წმიდისა ადგომისასა.
    3.     და რამეთუ ჭურჭელი ადგომისაჲ მისსავე ჴელსა ქუეშე იყო, რომელი ბესარიონის თანა ექცევინ.
    4.     და უნდა მას ხილვაჲ წმიდისა ევთჳმისი და უთხრა ესე ბიდოსსა, იოპელსა ეპისკოპოსსა, და შთავიდა იგი მის თანა.
    5.     და თანა-ჰყვანდა მათ ტომი ვინმე ბიდოსისი, რომელსა ბიდოსვე ერქუა.
    6.     და იყო იგი ჭაბუკ და დიაკონ ადგომისა და მან უთხრა ამბა კჳრიაკოსს, რომელმან ჩუენ გჳთხრა.
    7.     და დღესა, რომელსა შთავიდოდეს, ვითარ მიეახლნეს ლავრასა, ცნა მოსლვაჲ მათი და მოუწოდა ხარისფოსს, იკონომოსსა ლავრისასა, და ჰრქუა მას: განემზადე, რამეთუ პატრეაქი მოვალს ძმისა შენისა თანა.
    8.     და ვითარ მოვიდეს, ზრახვიდა ანასტასის თანა თუალითა გულისა მისისაჲთა, ვითარ-იგი ზრახვედ პატრეაქსა.
    9.     და რომელნი-იგი იყვნეს მუნ, დაუკჳრდა.
    10.     მაშინ ხარისფოს მიეახლა წმიდასა ბერსა და ჰრქუა მას: მამაო პატიოსანო, არა არს აქა პატრეაქი, არამედ ანასტასი ჭურჭლის მცველი წმიდისა ადგომისაჲ.
    11.     მი-ღა-ხედენ, რამეთუ მოსილ არს იგი სამოსლითა ეგჳპტურითა, რამეთუ პატრეაქი არა შეიმოსს გარნა თეთრისა.
    12.     მაშინ განკჳრდა ბერი და ჰრქუა მას: გრწმენინ ჩემი, შვილო, რამეთუ რაჟამს სთქუ „სამოსელი სპეტაკი“, ვხედევდ მე, რამეთუ ემოსა მას იგი.
    13.     და ჰრქუა მათ განცხადებულად: ჭეშმარიტად, რამეთუ არა ცთომილ ვარი, არამედ ვითარცა ღმერთმან მხოლომან უწყის, ყოფად არს, რამეთუ ღმერთმან არა ცუდად ყვნის ნიჭნი მისნი.


19

     1.     ხოლო ტრაბონ ბარბაროსმან შეირთო ცოლი ნათესავისა თჳსისაჲ.
    2.     და იყო დედაკაცი იგი მის თანა მრავალ ჟამ და არა შობდა, რამეთუ იყო იგი ბერწ.
    3.     და წარიყვანა იგი და მივიდა წმიდისა ევთჳმისა საკჳრველთმოქმედისა.
    4.     და იწყო ვედრებად მისა და ეტყოდა: მე უწყი, მამაო წმიდაო, ვითარმედ ღმერთმან ისმინოს ლოცვაჲ შენი, რამეთუ ყვის ნებაჲ მოშიშთა მისთაჲ.
    5.     და ამისთჳს მე გევედრები, რაჲთა ევედრო ღმერთსა, და მომცეს მე შვილი.
    6.     და ვითარ იხილა წმიდამან სარწმუნოებაჲ მისი, დასწერა ჯუარი მუცელსა მის დედაკაცისასა და ჰრქუა მათ: წარვედით და გიხაროდენ უფლისა მიერ, რამეთუ ღმერთმან მოგცნეს თქუენ სამნი შვილნი წულნი.
    7.     და მათ დაირწმუნეს სიტყუაჲ წმიდისაჲ მის და წარვიდეს ადგილად თჳსა სიხარულით.
    8.     მაშინ მიუდგა ბერწი იგი და შვა ძჱ თჳსი პირმშოჲ და უწოდა მას პეტრე სახელად, ტრაბონის მამისაჲ, რომელმან-იგი ესე უთხრა მამათა.
    9.     და შვნა შემდგომად პეტრჱსა ორნი სხუანი შვილნი, ვითარცა წინაწარმეტყუელა წმიდამან ევთჳმი და თქუა.


20

     1.     და კუალად იყო ლავრასა შინა ძმაჲ ჰრომით კერძოჲ.
    2.     და სახელი მისი ამილიანოს.
    3.     და ღამესა ერთსა, რომელი კჳრიაკედ განთენებოდა, მრავალნი ბრძოლანი აღადგინნა მის ზედა სიძვისა ეშმაკმან, და აღაშფოთნეს გულისზრახვანი მისნი ნებითა ბოროტითა.
    4.     და ვითარ ჟამსა ღამისა კანონისასა წმიდაჲ ბერი მოვიდოდა ეკლესიად, შეემთხჳა მას ამილიანოს ადგილსა ბნელსა.
    5.     და ეცა ბერსა სული მყრალობისა ეშმაკისაჲ, და ჰგონებდა, ვითარმედ სიმყრალჱ რაჲმე არს ადგილსა ამას, და წარჰბერა და თქუა: განგაშორენ ღმერთმან, ჵ, სულო არაწმიდაო!
    6.     და მაშინ დაეცა ძმაჲ იგი და იწყო ძრწოლად და პეროვად.
    7.     და ბრძანა ბერმან სანთლისა აღნთებაჲ და ჰრქუა მამათა, რომელნი მუნ შეკრებულ იყვნეს: ჰხედავთა ძმასა ამას, რამეთუ სიყრმით მისითგან ვიდრე მუაქამდე ჩუენსა კეთილად ცხონდებოდა სიწმიდეთა ჴორცთაჲთა და აწ მისდრკა მცირედ ჴორცთა ნებასა.
    8.     ამისთჳს მოიტანჯა ეგე ეშმაკისაგან, და ამისთჳს მე გეტყჳ თქუენ: მარადის დავიცვნეთ თავნი ჩუენნი მიხედვისაგან ბოროტისა, რამეთუ რომელთა-იგი ჰბრძავს ჴორცთა ნებაჲ, დაღაცათუ არა მიეახლნიან იგინი ჴორცთა, არამედ ისიძვენ.
    9.     ეგე გულისსიტყჳთა მათითა და ყოვლითა მოსწრაფებითა გჳღირს, რაჲთა ვეკრძალნეთ გულისსიტყუათა ჩუენთა და შიშით და ძრწოლით ვისწრაფდეთ ცხორებისა ჩუენისათჳს.
    10.     ისმინეთ ჭეშმარიტი თხრობაჲ, რომელსა შინა არს სარგებელი სულისაჲ, რომელი მითხრეს მე ბერთა მეგჳპტელთა, რომელნი მოვიდეს ჩემდა, კაცისა, რომლისათჳს იტყოდეს კაცნი, ვითარმედ: წმიდა არს იგი და ფარულად ღმერთსა განარისხებდა, რამეთუ შეიწყნარებდა იგი გულისსიტყუათა შეგინებულთა, და თქუეს, ვითარმედ: კაცი ერთი წმიდაჲ, რომელსა ჰქონდა წინაჲსწარი ცნობაჲ, შევიდა მას ქალაქსა და პოვა კაცი იგი სნეული ფრიად, და ყოველნი მოქალაქენი ტიროდეს და იტყოდეს: უკუეთუ წმიდაჲ ესე მოკუდეს, არღარა გუაქუს სასოებაჲ ცხორებისაჲ, რამეთუ ლოცვითა მისითა ვცხონდებოდეთ.
    11.     და ვითარ ესმა ესე კაცსა მას, მწრაფლ წარვიდა, რაჲთა იკურთხოს კაცისა მისგან, რომელსა ჰხადოდეს წმიდად.
    12.     და ვითარ მივიდა, იხილა კერიონები განმზადებული, და ეპისკოპოსსა და მღდელთა და ყოველთა მოქალაქეთა ენება განსლვაჲ მის თანა საფლავად.
    13.     და ვითარ შევიდა, პოვა იგი სულთა ბრძოლასა შინა და მიხედნა თუალითა გულისა მისისაჲთა და იხილა მცველი ჯოჯოხეთისაჲ.
    14.     და ჰქონდა ჴელთა მისთა ფუცხჳ სამპირი და დაასობდა გულსა მისსა.
    15.     და დიდითა ტანჯვითა გამოიყვანა სული იგი და ესმა ჴმაჲ ზეცით, რომელი იტყოდა: ვითარ მაგან სულმან არა გამისუენა დღესაცა ერთსა, ეგრეთვე თქუენ ისწრაფეთ ტანჯვად მაგისა.
    16.     ესე წარმოგჳთხრა, რაჲთა ყოველსა ჟამსა გუეშინოდის და ვზრუნვიდეთ გამოსლვისათჳს სულისა ჴორცთაგან, რაჲთა არა გემოჲთა ძლით ვიტანჯებოდით ჟამსა სიკუდილისასა.
    17.     ხოლო ძმასა ამას ჩუენსა, რომელსა ჰხედავთ სარგებელისათჳს ჩუენისა და მისისა, რამეთუ მრავალსა შვილსა მიუშუა ღმერთმან, რაჲთა იტანჯოს ეშმაკისაგან, რომელმან სწავლის და არა მუაკუდინის, არამედ ვევედრნეთ ღმერთსა, რაჲთა განათავისუფლოს დაბადებული თჳსი საქმისაგან ეშმაკისა გემოთმოყუარისა.
    18.     და ვითარ ულოცა წმიდამან ევთჳმი, განვიდა ეშმაკი, ღაღადებდა და იტყოდა: მე ვარ სული სიძვისაჲ.
    19.     და აღივსო ადგილი იგი სიმყრალითა, ვითარცა სულითა წუნწუბისაჲთა.
    20.     და მიერითგან განთავისუფლდა ამილიანოს მათ გულისსიტყუათაგან, და იქმნა იგი ჭურ რჩეულ.


21

    1.     მათ ჟამთა დაგჳანდა წჳმაჲ და არა გარდამოჴდა ქუეყანად, და იყვნეს კაცნი მწუხარე, რამეთუ იხილეს სიტყუაჲ იგი, რომელ თქუა მოსე: აღსრულებულ იყოს ცაჲ ზედა თავსა შენსა, ვითარცა რვალი, და ქუეყანაჲ ქუეშე ფერჴთა შენთა, ვითარცა რკინაჲ.
    2.     ხოლო წმიდაჲ თეოკტისტოს და მამანი ევთჳმის ლავრისანი მწუხარე იყვნეს, რამეთუ არა შთასრულ იყო წყალი ლაკუათა მათთა, და ამისთჳს ევედრებოდეს წმიდასა ევთჳმის, რაჲთა ევედროს ღმერთსა და მუავლინოს წყალობაჲ მისი.
    3.     ხოლო იგი ეტყჳნ მათ, ვითარმედ: ღმერთსა ჰნებავს განბრძნობაჲ ჩუენი ამით სწავლითა.
    4.     და ამისთჳს შეკრბა ერი მრავალი იერუსალჱმით და გარემო სოფლებისაგან შემდგომად განცხადებისა მერვესა დღესა, რამეთუ იცოდეს, ვითარმედ წმიდაჲ ევთჳმი განვალს უდაბნოდ ჩუეულებისაებრ თჳსისა.
    5.     და მოკრბა სიმრავლჱ ურიცხჳ და ჴელთა აქუნდა ჯუარები და ჴმობდეს კჳრელეჲსონსა.
    6.     ხოლო ვითარ ესმა ბერსა ყივილი იგი მათი და ცნა, ვითარმედ წჳმისა დაყოვნებისათჳს მოსრულ არიან მისა, გამოვიდა მათა და ჰრქუა: რასა ეძიებთ კაცისაგან ცოდვილისა?
    7.     მე, შვილნო ჩემნო, სიმრავლისაგან ცოდვათა ჩემთაჲსა არა მაქუს კადნიერებაჲ, რაჲთამცა ვევედრე ღმერთსა ამის საქმისათჳს.
    8.     არამედ ღმერთი, რომელმან დაგუბადნა, მოწყალე არს და კაცთმოყუარე, და წყალობაჲ მისი ყოველთა ზედა დაბადებულთა მისთა.
    9.     არამედ ცოდვანი ჩუენნი აყენებენ შოვრის ჩუენსა და მისა, და დაგჳბნელებიეს ხატი მისი და შეგჳგინებიეს ტაძარი მისი და ჩუენ ვჰმონებთ გემოთა ამის სოფლისათა და გჳყუარს სიმყრალჱ და მოვჰკლავთ და გუძულს ერთმანერთი.
    10.     და ამისთჳს განრისხნა ღმერთი ჩუენ ზედა და მოაწია ჩუენ ზედა განსაცდელი.
    11.     არამედ მივეახლნეთ მას, და მან ისმინოს ჩუენი.
    12.     ესე არს სიტყუაჲ იგი, რომელ თქმულ არს, რამეთუ მახლობელ არს უფალი მათა, რომელნი ჰხადიან მას ჭეშმარიტებით.
    13.     და ვითარ ესე ესმა, ჴმა-ყვეს ყოველთა და თქუეს.
    14.     შენ, მამაო პატიოსანო, ევედრე ღმერთსა, რამეთუ ჩუენ გურწამს, ვითარმედ ღმერთმან ისმინოს შენი და რამეთუ ყვის ნებაჲ მოშიშთა მისთაჲ.
    15.     და ვითარ განამრავლეს ვედრებაჲ მისა მიმართ, მაშინ მიერჩდა მათ და წარიყვანნა მამანი, რომელნი იყვნეს მუნ, და შევიდა ეკლესიად და უბრძანა სიმრავლესა მას ერისასა, რაჲთა ევედრებოდიან ღმერთსა წადიერად.
    16.     და ვითარ შევიდა წმიდაჲ იგი ეკლესიად, და თაყუანისცა წინაშე ღმრთისა და იწყო მისა ვედრებად ცრემლითა, რაჲთა შეიწყალნეს დაბადებულნი თჳსნი და მოხედოს ქუეყანასა წყალობითა და მოწყალებითა მისითა და მოსცეს წჳმაჲ.
    17.     და ვითარ იგი ილოცვიდა, აღდგა ქარი სამხრით კერძოჲ, და აღივსო ცაჲ ღრუბლითა, და გარდამოჴდა წჳმაჲ დიდძალი, და შეიქმნა წჳმრობაჲ დიდი.
    18.     და ვითარ აღასრულა წმიდამან ლოცვაჲ თჳსი, გამოვიდა ერისა მის და ჰრქუა მათ: შეისმინა ღმერთმან ლოცვაჲ თქუენი და მოგცა თხოვაჲ თქუენი, და ნაყოფიერ ყოფად არს წელიწადი ესე უფროჲს მრავალთა წელთა.
    19.     ამიერითგან იგულეთ თავისა თქუენისაჲ და კეთილითა საქმითა ადიდებდით ღმერთსა, რომელმან ყო წყალობაჲ მისი ჩუენ ყოველთა ზედა.
    20.     და ესრჱთ განუტევნა.
    21.     დაადგრა წჳმაჲ იგი და არა უტევა იგი გამოსლვად უდაბნოდ მრავალთა დღეთა, და ნაყოფიერ იქმნა ფრიად წელიწადი იგი, ვითარცა წინაჲსწარ თქუა წმიდამან მან.


22

     1.     ამბა იოვანე შეყენებული ეპისკოპოსი და ამბა თალელეოს ხუცესი რომელნი იყვნეს ლავრასა წმიდისა მამისა საბაჲსა, გჳთხრეს წმიდისა საბაჲსთჳს.
    2.     და სხუათა ბერთათჳს, ვითარმედ: უკჳრნ მათ წმიდისა ევთჳმისი იგი შური სარწმუნოებისა მიმართ ეკლესიისა, და სძულდა მას ყოველი მწვალებელი, რომელი წინა-აღუდგებინ მართალსა სარწმუნოებასა, უფროჲსღა ამათ ექუსთა: მანისს და ევტჳქის და არიოზს და საბელიოსს და ნისტორს და ევარგენის, და ვითარმედ წინა-აღმდგომ იყო მათა, რამეთუ სულსა წმიდასა განებრძნო იგი.


23

     1.     და ვითარ იქმნა წმიდაჲ ევთჳმი სამეოცდაათხუთმეტის წლის, იყო კრებაჲ ქალკიდონისაჲ.
    2.     და შეკრბა მუნ სიმრავლჱ ეპისკოპოსთაჲ დიოსკორჱსთჳს, და განდევნეს იგი ეკლესიით და ყოველნი, რომელნი იყვნეს მის თანა.
    3.     და განცხადნა სარწმუნოებაჲ ჭეშმარიტი ყოველსა ადგილსა.
    4.     და იყვნეს კრებასა მას მოწაფენი წმიდისა ევთჳმისნი: სტეფანოზ, იობნაჲსა ეპისკოპოსი, და იოვანე, ბარბაროზთა ეპისკოპოსი, რამეთუ პეტრე გარდაცვალებულ იყო, და იგინი მოვიდეს ყოველთა უწინარჱსად და მოთქუეს სარწმუნოებაჲ მართალი, რომელი დადვა კრებამან.
    5.     და მოვიდეს წმიდისა ევთჳმისა და ვითარ უთხრეს მას ჭეშმარიტებაჲ სარწმუნოებისაჲ მის, მანცა შეიწყნარა იგი.
    6.     და ვითარ განისმა, ვითარმედ წმიდამან ევთჳმი შეიწყნარა სარწმუნოებაჲ, რომელი დადვა ქალკიდონისა კრებამან, ყოველთა მონაზონთაცა შეიწყნარეს, უკუეთუმცა დიოსკორეს მწვალებელსა არა გარდაექცივნეს, რამეთუ აჩუენებდა იგი მონაზონად თავსა თჳსსა, არამედ იყო იგი მოციქული ანტისაჲ.
    7.     და ვითარ მოვიდა იგი პალესტინედ, იყო ევდოკია დედოფალი იერუსალჱმს.
    8.     და შეიცთუნა იგი.
    9.     და მიდრიკა გონებაჲ მისი მისდა მიმართ, და უბრძანა მონაზონთა, რაჲთა თქუან, ვითარმედ სარწმუნოებაჲ, რომელი გამოვიდა ქალკიდონით, არა მართალი არს.
    10.     და განაცხადა ნისტორის სარწმუნოებაჲ და მოიტაცა, ვითარცა ავაზაკმან, საყდარი იერუსალჱმელ პატრიაქისაჲ.
    11.     და მიიქცივნა კაცნი მის კერძო და დაუტევა შჯული ღმრთისაჲ და აკურთხნა ეპისკოპოსნი მრავალნი, რამეთუ ეპისკოპოსნი არღა მოსრულ იყვნეს კრებით.
    12.     და ჰბრძოდა, კაც-კლა ფრიად და ჴელთ-იდვა იერუსალჱმი ვითარ ოცსა თუესა.
    13.     და შეუდგეს იერუსალჱმელნი და მონაზონნი ცთომასა მისსა, ხოლო წმიდაჲ ევთჳმი და სამწყსოჲ მისი არა შეუდგეს.
    14.     ხოლო დიოსკორე მწვალებელმან იცოდა, ვითარმედ წმიდაჲ ევთჳმი განბრწყინვებულ არს და განთქმულ სახელი მისი ყოველთა ადგილთა.
    15.     მიუვლინა მას, რაჲთამცა ვითარ რაჲთ აღიყვანა იგი მისა და აცთუნა.
    16.     ხოლო წმიდაჲ ევთჳმი არა შევიდოდა იერუსალჱმდ.
    17.     მაშინ წარავლინა მისა დიოსკოროს მწვალებელმან ორნი კაცნი, მონასტერთა მამასახლისნი: ელპიდი, ბისარიონის მოწაფჱ, და ჯერანტიოს ვედრებად მისა, რაჲთა შეუდგეს მას.
    18.     და ვითარ მოვიდეს მისა და იწყეს ვედრებად, ჰრქუა მათ წმიდამან: ნუ იყოფინ ღმრთისა, უკუეთუმცა დიოსკორეს მწვალებელსა შეუდეგ, გინა ბოროტად სარწმუნოებასა მისსა.
    19.     მიუგეს ელპიდი და ჯერანტიოს და ჰრქუეს: გჳღირსა ჩუენ, თუ ნისტორის სარწმუნოებაჲ შევიწყნაროთ?
    20.     რომელნი წიგნნი საღმრთოთა წიგნთაგანნი ანუ რომელნი მამანი წმიდანი გჳბრძანებენ, რაჲთა ქრისტე ორითა ბუნებითა შევიწყნაროთ, ვითარ-იგი კრებამან ბრძანა?
    21.     და თქუა წმიდამან ევთჳმი: ვითარ-იგი კრებამან ბრძანა და თქუა, კეთილ არს და მე შევიწყნარებ, და ვითარ იგი ბრძანეს სამას ათურამეტთა ეპისკოპოსთა, ჭეშმარიტ არს;
    22.     და რომელი თქუეს ასერგასისთა ეპისკოპოსთა კოსტანტინეპოვლისა კრებასა, ჭეშმარიტ არს;
    23.     და რომელი თქუეს ორასთა ეპისკოპოსთა ეფესოჲსა კრებასა, შეწყნარებულ არს.
    24.     და იწყო სიტყუად მათა, და ვერ შეუძლეს წინა-დადგომად სულისა წმიდისა, რომელი დადგრომილ იყო მის თანა.
    25.     და ელპიდი აღიარა და შეიწყნარა სიტყუაჲ წმიდისაჲ მის სარწმუნოებისათჳს მუნთქუესვე.
    26.     არამედ არავე დაუტევა დიოსკოროს.
    27.     ხოლო ჯერანტიოს დაშთა ცთომილებასავე თჳსსა შინა და არა შეიწყნარა სწავლაჲ ბერისაჲ.
    28.     და მიიქცეს ქალაქადვე მისა, რომელსა-იგი წარევლინნეს.
    29.     და ვითარ დაიპყრა დიოსკორე ყოველი პალესტინჱ, მოსწრაფე იყო, რაჲთამცა განაშორა წმიდაჲ ესე მართალსა სარწმუნოებასა და უნდა, რაჲთამცა მუაცთუნა იგი სიმარჯჳთ.
    30.     და მრავალნი მიუვლინნა მას, ჰგონებდა მიდრეკასა მისსა.
    31.     და ვითარ იხილა წმიდამან ევთჳმი ურცხჳნოებაჲ დიოსკორჱსი, ვითარ იგი არა დასცხრებოდა მისა მიმართ, უბრძანა მამათა ლავრისა თჳსისათა, რაჲთა არა შეიწყნარონ დიოსკორჱსი სარწმუნოებაჲ.
    32.     ხოლო იგი განვიდა უდაბნოდ.
    33.     და ვითარ ცნეს მეუდაბნოეთა, ვითარმედ ამისთჳს განვიდა უდაბნოდ, იგინიცა შეუდგეს მას.
    34.     და იყო მათ ჟამთა მეუდაბნოჱ დიდი ლუკიელი, სახელით ჯერასიმოს.
    35.     და ოდეს იყო თჳსსაცა ქუეყანასა, შედგომილ იყო იგი პულიტიას და ფრიად წინა-აღმდგომ იყო ეშმაკისა.
    36.     და მათ ჟამთა ოდენ მოსრულ იყო ქუეყანით თჳსით და იყოფოდა იგი უდაბნოთა იორდანის პირისათა.
    37.     ხოლო იგი და სხუანი მეუდაბნოენი შედგომილ იყვნეს სწავლასა დიოსკორჱს მწვალებელისასა.
    38.     და ვითარ ესმა მიუდაბნოეთაგან, რომელნი იყვნეს მის თანა მადლისათჳს, რომელი ბრწყინვიდა წმიდისა ევთჳმის თანა, წარვიდა მისა რუბად და დაყო ჟამი დიდი.
    39.     და არწმუნა მას წმიდამან, და შეიწყნარა სარწმუნოებაჲ, რომელი გამოვიდა ქალკიდონისა კრებისაგან და განეშორა სწავლასა დიოსკორჱსსა.
    40.     და მის თანა იყვნეს სხუანიცა მეუდაბნოენი: პეტრე და მარკოზ და ივლიონ და სილოვანე.
    41.     და დაადგრა წმიდაჲ ევთჳმი უდაბნოს, ვიდრემდის განჴადეს დიოსკორე.


24

     1.     ხოლო შემდგომად ორისა წლისა აღმოვიდა წმიდაჲ ევთჳმი რუბაჲთ ლავრად.
    2.     და ვითარ დღესა კჳრიაკესა ჟამსა წარვიდა წმიდაჲ ესე, და დომენტიანოს საკურთხეველსა მარჯუენით დგა და ჴელთა აქუნდა სამწერობელი;
    3.     და ტრაბონ ბარბაროზი დგა გარეშე საკურთხეველისა და ჴელნი მისნი დაესხნეს საკურთხევლისა კანკელსა ზედა, იხილა მან ცეცხლი, გარდამომავალი ზეცით ზედა საკურთხეველსა, ვითარცა სამოსელი.
    4.     და დაებურა ზედა წმიდასა ევთჳმის და დომენტიანოსს.
    5.     და იყო იგი, ვინაჲთგან თქუეს: წმიდა არს, წმიდა არს, წმიდა არს უფალი საბაოთ, ვიდრემდის განიშორეს ჟამისწირვაჲ.
    6.     და ესე საკჳრველი არავინ იხილა, გარნა რომელნი ცეცხლსა მას შინა იყვნეს, და ტრაბონ და გაბრიელ, რომელი-იგი იყო შობითგან საჭურისი, და არა გამოსრულ იყო სენაკით თჳსით ვიდრე მუნ დღედმდე, დაეყო მას ოცდახუთი წელი შეყენებულსა, და მიერ დღითგან იწყო მოსლვად ეკლესიად.
    7.     ხოლო გჳთხრა ესე ამბა კჳრიაკოზ მეუდაბნოემან და თქუა, ვითარმედ ტრაბონისგან და გაბრიელისგან მესმა ესეო.
    8.     და ვითარ იხილა ტრაბონ ხილვაჲ ესე, შეეშინა და ზე-უკუდგა და მიერ დღითგან არღარა იკადრა დადებად ჴელი თჳსი კანკელსა ზედა ჟამისწირვასა.
    9.     და შემდგომად მისა დგან იგი ჟამისწირვასა კართა თანა ეკლესიისათა შიშით და სიმდაბლით მცნებისაებრ, ვითარმედ: იყვნენ ძენი ისრაჱლისანი შიშით და ნუ უდებებით.


25

    1.     გჳთხრეს ჩუენ მამათა, ვითარმედ ესეცა მადლი აქუნდა წმიდასა ევთჳმის, რამეთუ ხილვითა პირისა კაცისაჲთა ცნის საჲდუმლოჲცა გულისაჲ და რომელნი გულისსიტყუანი ჰქონედ, გინა რაჲცა იძლევინ და ვითარ ძლეულ არს.
    2.     და ოდეს წარვალნ იგი ჟამისწირვად, ჰხედავნ ანგელოზთა მსახურებად რაჲ მის თანა და უთხრობნ იგი მამასა ფარულად, ვითარ მრავალგზის ვხედვიდი ძმათა, მო-რაჲ-ვიდოდიან ჩემდა, რაჲთა მივსცე საჲდუმლოჲ პატიოსანი.
    3.     და ვითარ მიიღიან, ზოგნი განათლდიან მისგან და ზოგნი დაისაჯნიან და ვითარცა მკუდარნი შეიქმნიან, რამეთუ არა ღირს არიედ ნათელსა ღმრთეებისასა.
    4.     და ამისთჳს მრავალგზის ასწავებნ ძმათა, შეაგონებნ მათ და ეტყჳნ: იგულეთ სულისა თქუენისათჳს, ძმანო ჩემნო და მამანო, და თითუეულმან თქუენმან განიკითხენ თავი თჳსი და განაგენ იგი და მისა შემდგომად მიიღენ ჴორცი ქრისტჱსი და სუნ სისხლი მისი ძწოლით, ვითარცა თქუა მოციქულმან: რომელი ჭამდეს და სუმიდეს, ამისგან არა ღირსად დასაშჯელად თავისა თჳსისა ჭამს და სუამს, რამეთუ არა განაგნა ჴორცნი თჳსნი.
    5.     ამისთჳს ოდეს მღდელსა ჰნებავნ შეწირვად მსხუერპლი პატიოსანი, პირველ დაწყებადმდე წამებნ და ამცნებნ კაცთა: ზემცა არიან გულნი თქუენნი და გულისსიტყუანი თქუენნი.
    6.     და ოდეს ესე აღასრულის, აღიპყრნის ჴელნი ზე და თქჳს: საჴსრად ჩუენდა მოგუეც საჲდუმლოჲ ესე.
    7.     და ამისთჳს ჴმითა მაღლითა ჰრქჳს ერსა: წმიდაჲ წმიდათაჲ იტყჳნ ამას, ვითარმედ: მე ჴორციელ ვარ და არა ვიცნი გულისსიტყუანი, არცა საქმენი კაცთანი.
    8.     ამისთჳს მე ვიტყჳ და შეგაფუცებ ღმერთსა: რომელი ხარბ იყოს მრავალთა საჭმელთა, გინათუ შეიწყნარებდეს გულისსიტყუათა ბოროტთა და იძლეოდის მათგან, გინათუ უდებ იყოს, გინათუ ძჳრისმოჴსენე, ანუ თუ გულმოწყე და ძლეულ იყოს ამათგან.
    9.     გინათუ ამპარტავან ანუ წინა-აღმდგომ, არა უღირს მიახლებად პატიოსანსა მას საიდუმლოსა, ვიდრემდის განიწმიდოს თავი თჳსი და კეთილითა სინანულითა განიბანნეს ჴორცნი თჳსნი ყოვლისაგან ბილწებისა.
    10.     რამეთუ ესე სიწმიდჱ არა არს შეგინებულთაჲ, არამედ წმიდათაჲ.
    11.     ყოველმან რომელმან უწყოდის, ვითარმედ წმიდა არს ყოვლისაგან, რომელი ვთქუ, ვითარცა თქუა წიგნმან: მივახლენით თქუენ მას ბრწყინვალენი პირითა ურცხჳნელითა, წარმოდეგინ!


26

    1.     ხოლო დიოსკორე მოიცთუნა ევდოკია დედოფალი და განაშორა იგი კათოლიკე ეკლესიასა.
    2.     და იყო ევდოკია წინა-აღმდგომ მართლისა სარწმუნოებისა.
    3.     და ყოველნი, რომელნი მყოფ იყვნეს იერუსალჱმს, და უდაბნოჲსა მონაზონნი, შედგომილ იყვნვს მისა.
    4.     ხოლო დიოსკორე განჴადეს ადგილისაგან თჳსისა.
    5.     და მოიქცა იობენალი პატრეაქი საყდარსავე თჳსსა, და უწერდა დედოფალსა ძმაჲ თჳსი, რაჲთა დაუტეოს, რომელსა-იგი შინა არს, და შეიყუაროს კათოლიკე ეკლესიაჲ.
    6.     ხოლო ევდოკია მწუხარე იყო მათ დღეთა, რამეთუ მოკლეს ჰრომს ქმარი ასულისა მისისაჲ.
    7.     და ასული და შვილნი მისნი ტყუე იქმნნეს აფრიკეთა.
    8.     და მწუხარე იყო იგი გონებითა თჳსითა, რამეთუ არა უნდა მას დატევებად სარწმუნოებაჲ მშობელთა თჳსთაჲ.
    9.     და იწყო განზრახვად და იტყოდა: კეთილ არს, რაჲთა მივიდე მამათა თანა, რომელთა ეშინის ღმრთისა, და მითხრან მართალი სარწმუნოებაჲ.
    10.     მაშინ წარავლინნა ანასტასი და სხუანიცა ვინმე კაცნი ანტიოქიად წმიდისა სჳმეონისა, რამეთუ ბრწყინვიდა იგი, ვითარცა ვარსკულავი, სუეტსა ზედა და ჰნათობდა სოფელსა.
    11.     და მიუწერა, რაჲთა აზრახოს მას საქმჱ, რომელი ღმრთისა სათნო იყოს.
    12.     და მოუწერა მას წმიდამან სჳმეონ და თქუა: ესე უწყოდე, რამეთუ ოდეს იხილა ეშმაკმან სიმრავლჱ სათნოებათა შენთაჲ, ითხოვა ღმრთისაგან, რაჲთა აჴელმწიფოს შენ ზედა და განგცხრინოს შენ, ვითარცა იფქლი.
    13.     და დიოსკოროს ეშმაკისა მოციქული არს და მან აღაშფოთა სული შენი.
    14.     არამედ მოიქეც, არა წარწყმედილ არს სარწმუნოებაჲ შენი.
    15.     მე, დედოფალო, მიკჳრს შენი, რამეთუ გაქუს შენ თანა-შემწჱ ცხორებისაჲ და არა იცი იგი და შორად წარმუავლინე ვსებად წყლისა.
    16.     არს შენ თანა შემწყნარებელი საღმრთოჲ, წმიდაჲ ევთჳმი.
    17.     შეიწყნარე მოძღურებაჲ მისი და განზრახვაჲ და სცხონდე.
    18.     და ვითარ ესმა ესე ევდოკიას, იკითხა წმიდისა ევთჳმისთჳს, და უთხრეს მას, ვითარმედ არა შევალს იგი ქალაქად.
    19.     და განვიდა იგი ქალაქით მთასა მაღალსა, რომელი შორავს ლავრასა მას წმიდისასა ოცდაათ უტევან.
    20.     და აღაშჱნა მას ზედა კოშკი, რაჲთა ყოველსა ჟამსა განვიდოდის მისა და სარგებელ იყოფდეს სწავლისა მისისაგან.
    21.     მაშინ მიავლინა ევდოკია წმიდისა მის კოზმან ჯუარის-მცველი და ანასტასი მის თანა.
    22.     და ვითარ მივიდეს ლავრად, არა პოვეს, რამეთუ შთასრულ იყო იგი რუბად.
    23.     და შთავიდეს იგინი მისა.
    24.     და წმიდაჲ თეოკტისტოს მათ თანა.
    25.     და შემდგომად მრავლისა ვედრებისა აღმოვიდა მათ თანა კოშკად, რომელი აღაშჱნა მთასა მას ზედა, რომელსა ჰრქჳან სახილველი.
    26.     და ვითარ იხილა დედუფალმან წმიდაჲ იგი, თაყუანის-სცა მას სიხარულითა დიდითა და თქუა: აწ მიცნობიეს, რამეთუ ღმერთმან მოხედვა ყო ჩემდა, დაღაცათუ მე არა ღირს ვიყავ ხილვასა შენსა.
    27.     მაშინ ბერმან წმიდამან აკურთხა იგი და ჰრქუა: ასულო, ამიერითგან ეკრძალე თავსა შენსა, რამეთუ შეიწყნარე შენ სიტყუაჲ დიოსკორე მწვალებელისაჲ, და ამისთჳს შეგემთხჳვნეს ესე განსაცდელნი.
    28.     ამიერითგან განეშორე, რომელთა არა აქუს სიტყუაჲ სულისაჲ, და შეუდეგ სამთა წმიდათა კრებათა, რომელი იყო ნიკეას არიოზისთჳს, და რომელი იყო კოსტანტინეპოვლისს მაკედონისთჳს, და რომელი იყო ეფესოს ნისტორისთჳს.
    29.     და კუალად შეიწყნარე სარწმუნოებაჲ, რომელი იყო ქალკიდონიას, და განაგდე შენგან ცთომილებაჲ დიოსკორჱსი და შეუდეგ იობენალის, პატრეაქსა იერუსალჱმელსა.
    30.     და ვითარ ესე ჰრქუა, ულოცა მას და წარვიდა.
    31.     და ფრიად უკჳრდა ევდოკიას სათნოებაჲ იგი წმიდისაჲ მის და ყო ყოველი, რაჲცა ჰრქუა მას ბერმან, და აღასრულა იგი საქმით.
    32.     და ვითარცა პირისაგან ღმრთისა, ისმინა სიტყუაჲ მისი და შევიდა იერუსალჱმდ, შეუდგა პატრეაქსა და შეიკრძალა კათოლიკე ეკლესიაჲ.
    33.     და მრავალი ერი ერისკაცთაჲ და მონაზონთაჲ შედგომილ იყო ცთომილებასა დიოსკორჱს მწვალებელისასა.
    34.     და ვითარ ცნეს, ვითარმედ ევდოკია მოიქცა ეკლესიად, იგინიცა მოიქცეს სარწმუნოებასა მართალსა.
    35.     და ელპიდი დაუტევა ცთომაჲ იგი და მოიქცა კათოლიკე ეკლესიად.
    36.     ხოლო ჯერანტიოს დაშთა ცთომილებასავე თჳსსა შინა პირველსა.
    37.     და იყო მის თანა ერი მრავალი და მონაზონნი, რომელნი იყვნეს ჴელსა ქუეშე ელპიდისსა.
    38.     სახელი ერთისაჲ მის – მარკიანე და მეორისაჲ – რომანოს.
    39.     და მარკიანოს არს მონასტერსა, მახლობელად ბეთლემსა.
    40.     და რომანოს იყოფის თეკუაჲთ კერძოსა კრებულსა შინა ვანსა.
    41.     ხოლო ევდოკია წარავლინა და მოუწოდა ძმასა ჯუარის-მცველისასა წმიდისა ევთჳმის ლავრით და დაადგინა იგი ხუცად წმიდისა ადგომისა.
    42.     და გაბრიელ იპყრა მის თანა და აკურთხა იგი მამასახლისად წმიდისა სტეფანჱსა.
    43.     ხოლო ხარისიფოს კეთილითა განგებითა ჰმსახურებდა წმიდასა ადგომასა.
    44.     და რამეთუ ევდოკია არა უდებ-ყო და წარავლინა ლავრად წმიდისა ევთჳმისა, და მოუწოდა ანდრეას და დაადგინა მამასახლისად წმიდისა ნიაჲსა, რომელ მას აღეშჱნა.


27

     1.     და ვითარ იქმნა წმიდაჲ ევთჳმი ოთხმეოცდაორის წლის, მოვიდა მისა წმიდაჲ საბა და ევედრა მას, რაჲთამცა შეიწყნარა იგი.
    2.     და ვითარ შეიწყნარა, მისცა იგი დომენტიანოსს, მოწაფესა თჳსსა, და დაყო მის თანა ჟამი რავდენიმე.
    3.     და შემდგომად მისსა მოუწოდა და ჰრქუა: შვილო ჩემო, არა კეთილ არს შენდა ლავრასა შინა ყოფაჲ, რამეთუ ჭაბუკ ხარ, და საკრებულოჲ უმჯობჱს არს ჭაბუკთათჳს.
    4.     ხოლო წმიდაჲ ევთჳმი მოსწრაფე იყო, რაჲთა არავინ ლავრასა თჳსსა უწუერული შეიწყნაროს ბრძოლისათჳს ეშმაკისა, და წარავლინა იგი წმიდისა თეოკტისტჱსა და თანა-წარაყვანა მას ერთი მამათაგანი, და უბრძანა მას, რაჲთა ჰრქუას წმიდასა თეოკტისტეს, ვითარმედ: შეიწყნარე ჭაბუკი ესე და იღუწიდ მისთჳს, რამეთუ მიწევნად არს ეგე დიდსა მონაზონებასა.
    5.     და ესე წინაწარმეტყუელებაჲ ჭეშმარიტად აღესრულა.
    6.     ხოლო წმიდაჲ საბა სათნო-ეყო ღმერთსა, და განჴდა სახელი მისი ყოველსა ქუეყანასა.
    7.     და აწ ვერ შემძლებელ ვარ თხრობად ყოველსა განგებასა მისსა, არამედ უკუეთუ უნდეს უფალსა, და განვასრულოთ, რომელსა-ესე შინა ვართ, სხუასა წიგნსა შინა მიგითხრათ ცხორებაჲ მისი, რამეთუ არა ჯერ-არს დაფარვად, რომელი გჳთხრეს მისთჳს კაცთა წმიდათა.
    8.     ხოლო ბოროტთათჳს თჳთ საქმენი მათნი აუწყებენ.
    9.     მათსა მათ ჟამთა ლეონ ქრისტჱსმოყუარემან მიიღო მეფობაჲ მარკიანჱსგან.
    10.     და იყო კაცი სახელით ტიმოთეოს, რომელსა ეწოდა კუერნ, აღაშფოთა ალექსანდრიაჲ და მოკლა პატრეაქი მუნი სამონათლოსა შინა და დაჯდა იგი ადგილსა მისსა.და შეშფოთნა მისთჳს ყოველი იგი ეგჳპტისა ქუეყანაჲ.
    11.     და ორნი კაცნი მეუდაბნოენი გამოვიდეს ნიტრიით მთით და ვითარ მოიწივნეს პალესტინედ, მივიდეს წმიდისა ევთჳმისა საკჳრველთმოქმედისა, რამეთუ ჰამბავი მისი განთქმულ იყო ყოველთა ადგილთა, და იყოფოდეს მის თანა კაცად-კაცადი სენაკსა მარტოდ.
    12.     და იყო სახელი ერთისაჲ მარტჳრი კაბადუკიელი და მეორისაჲ – ელია არაბიელი.
    13.     და წმიდასა მას დიად უყუარდეს და ყოველსა ჟამსა უჴმის მათ და უთხრობნ მათ, რომელ-იგი ეხილვა თუალითა გულისა მისისაჲთა, ვითარმედ დასხდომად არიან იგინი საყდარსა წმიდისა იაკობ მოციქულისასა, კაცად-კაცადი თჳსსა ჟამსა, და წარიყვანნის იგინი მის თანა კჳტილაჲსა უდაბნოსა და რუბაჲსასა თოთხმეტით იანვარითგან ვიდრე ბზობადმდე, და არნ მის თანა წმიდაჲ ჯერასიმეცა და სხუანი მეუდაბნოენი.
    14.     და დღესა კჳრიაკესა მოვიდიან წმიდისა ევთჳმისა და მიიღიან ჴელითა მისითა წმიდაჲ საჲდუმლოჲ.
    15.     ხოლო სენაკები ლავრისაჲ იწროები იყო, რამეთუ წმიდასა ევთჳმის ეგრჱთ ებრძანა აღგებაჲ მათი.
    16.     და შემდგომად რავდენისამე ჟამისა შთავიდა ელია იერიქოჲთ კერძოჲთ და აღიშჱნა სენაკი გარეგან ქალაქსა, სადა-იგი დღეს მონასტერნი მისნი შჱნ არიან.
    17.     ხოლო მარტჳრი პოვა ქუაბი დასავალით კერძო ლავრისა და მას შინა დაეყუდა, და შორავს იგიჲ ლავრასა ათხუთმეტ უტევან.
    18.     და მადლითა ღმრთისაჲთა შექმნა მონასტერი დიდი.


28

     1.     და ვითარ მიიწია წმიდაჲ ევთჳმი ოთხმეოცდასამსა წელსა, შეისუენა იობენალმან, იერუსალჱმვლ პატრეაქმან, და ანასტასი პირველმოჴსენებული გამოირჩია სამწყსომან და იქმნა პატრეაქ იერუსალჱმსა ზედა ივლისსა თუე-დადეგსა.
    2.     და ვითარ დაჯდა საყდართა თჳსთა ზედა, მოეჴსენა წინაწარმეტყუელებაჲ წმიდისა ევთჳმისი, რომელი წინაწარმეტყუელა მის ზედა.
    3.     ხოლო ბიდოს, რომელი იყო მის თანა, დაადგინა იგი კერძოდიაკონად წმიდისა აღსადგომელისა და მიავლინა წმიდისა ევთჳმისა.
    4.     და ჯუარის-მცველი – მის თანა, მუაჴსენებდა ამას წინაწარმეტყუელებასა მას, რომელ წინაწარმეტყუელა მის ზედა, და ევედრა, რაჲთა უბრძანოს მას გარდამოსლვაჲ მისა ლავრად, რაჲთა იკურთხოს მისგან.
    5.     და მიავლინა მისა წმიდამან ევთჳმი და ჰრქუა: მე, მამაო პატიოსანო, ვიხარებ მშჳდობითა შენითა წმიდითა და მინებს ხილვაჲ შენი.
    6.     და წინა ამისა არა მძიმე იყო ჩემ ზედა მოსლვაჲ შენი, ხოლო დღეს მძიმე არს ჩემ ზედა, რამეთუ არა ღირს ვარ და მე ვევედრები სიწმიდესა შენსა, რაჲთა არა დაჰშურე უძლურებისა ჩემისა მომართ.
    7.     ხოლო უკუეთუ მოხჳდე ჩემდა, სიხარულით შეგიწყნარო;
    8.     და უკუეთუ შენ შეგიწყნარო, ყოველი კაცი შევიწყნარო, რომელი მოვიდეს ჩემდა.
    9.     და ამისთჳს არა მიტეონ ჯდომად ადგილსა ამას.
    10.     და ვითარ ესმა პატრეაქსა, განიზრახა და თქუა: უკუეთუ მისლვაჲ ჩემი შეაწუხებს, არა მივიდე.


29

     1.     ხოლო ტრაბონ, მთავარი იგი არაბთაჲ, წარვიდა ბოსტრედ საქმისა რაჲსმეთჳს.
    2.     და შე-ვინმე-ასმინა იგი მთავარსა მის ქალაქისასა და თქუა მისთჳს ყოველი ბოროტი.
    3.     და შეიპყრა იგი და პატიმარ ყო საპყრობილესა შინა.
    4.     და ვითარ მიესმა საქმჱ ესე წმიდასა ევთჳმის, მიუწერა ანთიპატროსს, ბოსტრელ კათოლიკოზსა, რაჲთა ნახოს საქმჱ ტრაბონისი და გამოიყვანოს იგი საპყრობილით.
    5.     და წარჰსცა წიგნი ესე გაჲნოზს, ძმასა სტეფანოზ იობნაჲსა ეპისკოპოსისასა.
    6.     ხოლო შუენიერმან ანთიპატროს ვითარ მიიღო წიგნი იგი წმიდისა ევთჳმისი, გამოიყვანა ტრაბონ საპყრობლით და მისცა მას საგზალი გზისათჳს და გაინოზ დაიყენა მის თანა ევლოგიად ყანისაგან წმიდისა ევთჳმისა და აკურთხა იგი ეპისკოპოსად მადაბა ქალაქსა.


30

    1.     ხოლო ევდოკია დედოფალმან აღუშჱნნა ღმერთსა მრავალნი ვკლესიანი და მონასტერნი და საგლახაკონი მრავალნი და ერთი ეკლესიაჲ აღაშჱნა დამართებით ლავრასა წმიდისა ევთჳმისა.
    2.     და შორავს ადგილი იგი ლავრისაგან ვითარ ოც უტევან, რომელსა ჰრქჳან წმიდისა პეტრჱსი.
    3.     და აღაშჱნა მუნ ლაკუაჲ დიდი და დღეთა მარტჳლიისათა განვიდა ხილვად ლაკჳსა მის შჱნებასა და მიხედნა სენაკებსა წმიდისა ევთჳმის ლავრისასა, ვითარ-იგი არიან უდაბნოსა ზედა.
    4.     და მოეჴსენა სიტყუაჲ იგი წერილისაჲ: ვითარ საყუარელ არიან სახლნი შენნი, იაკობ, და საყოფელნი შენნი, ისრაჱლ!
    5.     მაშინ წარავლინა გაბრიელ, იკონომოსი წმიდისა სტეფანჱსი, წმიდისა ევთჳმისა, ევედრებოდა, რაჲთა უბრძანოს მისლვაჲ მისა, რაჲთა სარგებელ ეყოს სიტყუათაგან მისთა.
    6.     და მოუვლინა მას წმიდამან მან და ჰრქუა: უწყოდე, რამეთუ არღარა ხილვად გივი კუალად ჴორცითა და რაჲსათჳს ხარ შენ, ასულო, შფოთ და უდებ?
    7.     და მე ვჰგონებ, ვითარმედ პირველ ზამთრისა მოწევნისა წარხუალ უფლისა.
    8.     ისწრაფე და იგულე სულისა შენისათჳს ამას ზაფხულსა და განემზადე სიკუდილსა და ნუღარა მომიჴსენებ, ვიდრე ჴორცთა შინა ხარ, ნუ წიგნითა, ნუ სხჳთა რაჲთ, ნუ მიღებითა და ნუცა მოცემითა, არამედ ოდეს წარხჳდე ქრისტესა, მუნ მომიჴსენე, რაჲთა მშჳდობით შემიწყნაროს, ოდესცა უნდეს ღმერთსა მოწყალესა.
    9.     და ვითარ ესე ესმა ევდოკიას, შეწუხნა ფრიად და უმეტეჲსადღა, რამეთუ ჰრქუა მას: ნუ მომიჴსენებ წიგნითა გინა სხჳთა რაჲთ, რამეთუ უნდა მას დატევებაჲ მრავალთა ღალათაჲ.
    10.     მაშინ მსწრაფლ შემოვიდა ქალაქად და მიუვლინა პატრეაქსა და უთხრა, რაჲ-იგი ჰრქუა წმიდამან მან.
    11.     და ვიდრე არღა გაეშორა შჱნებაჲ წმიდისა სტეფანჱსი, ბრძანა ევდოკია კურთხევაჲ მისი.
    12.     და იკურთხა ივნისსა ათხუთმეტსა, და მისცნა მრავალნი ღალანი და დაადგინა გაბრიელ განმგებელად საქმეთა მისთა ზედა.
    13.     და მოჰვლიდა იგი ეკლესიათა, რომელნი მას აეშჱნნეს, და კურთხევად სცემდა და მისცემდა თითოეულსა ეკლესიასა ღალასა, რომელი კმა-ეყოფოდა.
    14.     და აღსრულებასა ოთხისა თჳსასა განიშორა განგებაჲ საქმეთა თჳსთაჲ და ქმნა ყოველი, ვითარ-იგი უყუარდა ღმერთსა.
    15.     და მაშინ შეჰვედრა სული თჳსი ღმერთსა ოცსა ოკდონბერისასა.


31

     1.     და ვითარ იქმნა წმიდაჲ ევთჳმი ოთხმეოცდაათის წლის, დასნეულდა წმიდაჲ თეოკტისტე სნეულებითა დიდითა, რომელსაცა შინა შეისუენა სამსა ოკდონბერისასა კეთილითა სიბერითა.
    2.     და შთავიდა მისა წმიდაჲ ევთჳმი და დაადგრა მის თანა, ვიდრემდის შეისუენა, და დაჰმარხა იგი.
    3.     და ვითარ ეუწყა ანასტასის, ვითარმედ წმიდაჲ თეოკტისტე გარდაიცვალა და წმიდაჲ ევთჳმი მუნ არს, პოვა მიზეზი, რაჲთა შთავიდეს და იკურთხოს მისგან.
    4.     და შთავიდა იგი სწრაფით და ვითარ ვანად მიიწია, შეუპყრნა ჴელნი წმიდასა ევთჳმის და იწყო ამბორის-ყოფად მათა და თქუა: მრავალი ჟამი მაქუს, ვინაჲთგან მინდა ამათ ჴელთა ამბორის-ყოფაჲ.
    5.     არა ჴუებულ მყო ღმერთმან მისგან, არამედ გევედრები, რაჲთა ლოცვა-ჰყო ჩემ ზედა წინაწარმეტყუელებისა მისთჳს, რომელი წინაწარმეტყუელე, რაჲთა დაიცვეს იგი ღმერთმან, ვითარცა აღსასრულამდე.
    6.     და ამისა შემდგომად გევედრები, რაჲთა მომიწეროდი ყოველი, რაჲცა გიჴმდეს ჩემგან.
    7.     მიუგო წმიდამან მან და ჰრქუა: მე ვევედრები სიწმიდესა შენსა, რაჲთა მომიჴსენოდი ვედრებათა შენთა ღმრთისა მიმართ.
    8.     მაშინ მიუგო მას მამათმთავარმან და ჰრქუა: მე გევედრები, რაჲთა შენ ჩემთჳს ჰყო ესე, რამეთუ ვიცი ნიჭი მადლისა შენისაჲ და ძალი, რომელი მოგცა ღმერთმან.
    9.     და მიუგო მას ბერმან სიმდაბლით და ჰრქუა: შემინდვე მე, მამაო პატიოსანო.
    10.     მე გევედრები, რაჲთა ზრუნვიდე ვანისა ამისთჳს.
    11.     მიუგო პატრეაქმან და ჰრქუა მას: ოდეს წმიდაჲ თეოკტისტე ცოცხალ იყო, შენ განაგებდ ვანსა ამას და შენ აღაშჱნე და ჰყავ სიწმიდის ადგილ ქრისტჱსა ძალითა სულისაჲთა, რომელი არს შენ თანა.
    12.     და შენსა მე დაგიტევებ.
    13.     და აღვიდა იგი ქალაქად.
    14.     მაშინ წმიდამან ევთჳმი მოუწოდა მარისს, დედის-ძმასა ტრაბონისსა, რამეთუ სრულ იყო იგი სათნოებითა, ბერი კეთილი და შემძლებელი, განგებად სულთა ნებისაებრ ღმრთისა.
    15.     და განაჩინა იგი მამასახლისად ვანსა მას ზედა და ეგრჱთ აღვიდა ლავრად თჳსა.
    16.     და ორისა წლისა განსრულებასა შეისუენა მარის, და შთავიდა წმიდაჲ ევთჳმი და დაჰმარხა იგი საფლავსა წმიდისა თეოკტისტჱსსა და ლონგინოზ ვინმე დაადგინა მამასახლისად.


32

     1.     და შემდგომად გარდაცვალებისა წმიდისა თეოკტისტჱსა მოკუდა ბჱსანელი კათალიკოზი, და იქმნა კოზმან კათალიკოზად ადგილსა მისსა, და ხარისიფოს დადგა ადგილსა მისსა ჯუარის-მცველად, რაჲთა აღესრულოს წინაწარმეტყუელებაჲ, რომელი წინაწარმეტყუელა მის ზედა წმიდამან მან.
    2.     და მე ცოდვილი ესე ვიტყჳ სიტყუასა ამას, ვითარმედ: ღმერთმან რომელმან გამოუცხადნის წინაწარმეტყუელთა თჳსთა საქმენი თჳსნი, მანვე გამოუცხადის ამას წმიდასაცა.
    3.     და დაყო კოზმან შუენიერმან განგებასა ეკლესიისასა ოცდაათი წელი.
    4.     ხოლო ძმამან მისმან ხარისიფოს დაყო ჯუარის-ცვასა ზედა ოცდაათი წელი.
    5.     და იქმნა იგი დიდ მოძღუარ.
    6.     და გაბრიელ, ხუცესი ადგომისაჲ, რომელი მამასახლის იქმნა სტეფანე-წმიდისა, და დაყო მას ზედა ოცდაოთხი წელი.
    7.     და მერმე აღაშჱნა მცირჱ მონასტერი ჴევსა, რომელი არს აღმოსავალით მთასა ზეთისხილთასა.
    8.     და მივიდის იგი მუნ შემდგომად განცხადებისა ზატიკისა და დაეყუდის მუნ, ვიდრე დღემდე ბზობისა, ვითარ-იგი ჰყოფნ წმიდაჲ ევთჳმი.
    9.     და ამისა შემდგომად გარდაჲცვალა მას შინა დიდთა მარხვათა და დაემარხა მუნ შინა ოთხმეოცისა წლისაჲ.
    10.     და მრავალნი საკჳრველნი ქმნნა და ფრიად მოთმინე იყო და სწავლისმოყუარე.
    11.     და ესე ვთქუ მოწაფეთათჳს წმიდისა ევთჳმისთა, არამედ ამიერითგან თჳთ მისთჳს მიგითხრა.


33

    1.     მითხრობდა მე მამაჲ იოვანე, ეპისკოპოსი შეყენებული, და მამაჲ თალელეოს ხუცესი და თქუეს, ვითარმედ: ვიყვენით ოდესმე უდაბნოს გარე, და გჳთხრობდა ჩუენ წმიდაჲ საბა და თქუა: ოდეს-იგი ვიყავ საკრებულოსა შინა შემდგომად წმიდისა თეოკტისტჱსა გარდაცვალებისა, აღვედით მე და ლონგინოზ მამასახლისი წმიდისა ევთჳმისა თუესა იანვარსა, რაჲთა ვიკურთხნეთ მისგან, ვიდრე არღა შთასრულ იყო უდაბნოდ.
    2.     და ვითარ იხილა წადიერებაჲ ჩემი, წარმიყვანა მე მის თანა.
    3.     და ვითარ დავყვენით რუბას დღენი მრავალნი, და ჩუენ თანა იყვნეს მარტჳრი და ელია და წმიდაჲ ჯერასიმე.
    4.     და წარგჳყვანნა მე და დომენტიანოს, რაჲთა შევიდეთ უშინაგანჱსსა უდაბნოსა.
    5.     და ვითარ-იგი ვიდოდეთ, მივიწიენით ადგილსა ურწყულსა.
    6.     და იყო საჭმლად ჩუენდა თივაჲ ველური, რომელ არს ცხენის-ფაფარი.
    7.     და მე არა ჩუეულ ვიყავ უდაბნოს გარე ყოფასა და ფრიად მომეწყურა და ვერ შეუძლე სლვად.
    8.     და ვითარ მომხედნა მე წმიდამან ევთჳმი და იხილა სულმცირებაჲ იგი ჩემი, შევეწყალე და განგუეშორა ჩუენგან მცირედ, ვითარ ქვის-სატყორცებელ ოდენ და დავარდა პირსა ზედა თჳსსა და იწყო ვედრებად ღმრთისა მიმართ და იტყოდა: უფალო, ღმერთო ძალთაო, აღმოგჳცენე წყალი ქუეყანასა ამას განჴმელსა და დაშრიტე წყურილი ძმისაჲ ამის.
    9.     და შემდგომად ლოცვისა აღიღო მცირჱ იგი სათხრელი, რომლითა აღმოვითხარით ძირთაგან ქუეყანისათა, და მცირედ მოთხარა ქუეყანასა, და აღმოეცენა წყალი, და მიმიწოდა და მიჩუენა წყალი იგი.
    10.     და ვითარ ვსუ, სულნი მომექცეს, და მივეც დიდებაჲ ღმერთსა, რომელმან ყვის საკჳრველი ჴელითა წმიდათა მისთაჲთა.


34

     1.     და არა ოდენ ესე ნიჭი მისცა მას ღმერთმან, არამედ აუწყაცა დღჱ იგი განსლვისა მისისაჲ ამიერ სოფლით და რაჲ-იგი შემთხუევად იყო ადგილსა მისსა.
    2.     და მეცა გითხრა, ვითარმედ იგი იყო გარდაცვალებაჲ მისი.
    3.     ვითარ-იგი მითხრეს მამათა შემდგომად განცხადებისა რვითა დღითა, ჩუეულებაჲ აქუნდა განსლვად უდაბნოდ, და შემოუკრბეს მას მამანი, რომელნი მშჳდობასა დაუტევებდეს და რომელნი თანა-წარჰყვებოდეს.
    4.     და მათ თანა იყვნეს მარტჳრი და ელია.
    5.     და ვითარ-იგი იხილეს, რამეთუ არარას ამცნებდა და არცა ეკაზმოდა რას ჩუეულებისაებრ, ჰრქუეს მას: ნუუკუე განხუალა ხვალე, მამაო?
    6.     მიუგო წმიდამან და ჰრქუა: მე ვჰგონებ, ამას კჳრიაკესა, და ვითარ შაბათად განთენდებოდის, განვალ.
    7.     ხოლო იტყოდა იგი აღსრულებასა თჳსსა.
    8.     და მესამესა დღესა უბრძანა, რაჲთა ყონ დღესასწაული წმიდისა ანტონისი და ღამჱ ათიონ.
    9.     და ვითარ-იგი ღამესა ათევდეს, წარიყვანნა ორნი ხუცესნი და შევიდა სადიაკონედ და ჰრქუა მათ: ესე ღამის-თევაჲ დასასრული არს ღამის-თევისა ჩემისაჲ თქუენ თანა ჴორცითა, რამეთუ ღმერთსა მიუწოდებია ჩემდა.
    10.     განვედით და მოუწოდეთ დომენტიანოსს, და ვითარ განთენდეს, შემომიკრიბენით ჩემდა ყოველნი ძმანი.
    11.     და ვითარ შეკრბეს მისა ყოველნი, ჰრქუა მათ: ძმანო ჩემნო და საყუარელნო, მე წარვალ გზასა, რომელსა წარვიდეს მამანი ჩუენნი.
    12.     და უკუეთუ მე გიყუარ, დაიმარხეთ მცნებაჲ ჩემი, დაწყებაჲ და დასასრული საქმეთა კეთილთაჲ, მოიგეთ სიყუარული, რომელსა შინა არა იყოს ზაკუვაჲ.
    13.     ვითარცა პური არა იჭმების თჳნიერ მარილისა, ეგრჱთვე თქუენ თჳნიერ სიყუარულისა ვერ შემძლებელ ხართ საქმედ კეთილისა რაჲსამე.
    14.     ყოველი საქმჱ კეთილი სიყუარულითა და სიმდაბლითა სრულ იქმნების.
    15.     სიმდაბლჱ აღამაღლებს, ხოლო სიყუარული არავის უტევებს დაცემად დიდებისაგან.
    16.     ვითარცა რომელმან დაიმდაბლოს თავი თჳსი, ამაღლდეს, ეგრჱთვე სიყუარული არაოდეს დაეცემის.
    17.     სიყუარული უფროჲს არს სიმდაბლესა.
    18.     სიყუარულისათჳს დამდაბლდა ძჱ ღმრთისაჲ და იქმნა კაც ჩუენებრ.
    19.     და მისთჳს გჳღირს, რაჲთა ვჰმადლობდეთ ყოველსა ჟამსა და ვადიდებდეთ.
    20.     და უფროჲსღა ჩუენ, რომელნი-ესე განვერენით საქმეთაგან ამის სოფლისათა.
    21.     და არათუ აღთქუმათა ოდენ მისთათჳს, არამედ ყუდროებისა და დუმილისა ჩუენისათჳს, რომელსა შინა ვართ.
    22.     და ამისთჳს გჳღირს, რაჲთა შევწიროთ ღმრთისა სიწმიდჱ ჴორცთაჲ და სულისაჲ და სიყუარული სრული.
    23.     და ვითარცა ესე ჰრქუა მათ, ჰკითხა მათ: ვინ გნებავს მამასახლისად თქუენდა?
    24.     და ყოველთა თქუეს: დომენტიანოს.
    25.     და ჰრქუა მათ წმიდამან მან: ვერ შესაძლებელ არს ესე, რამეთუ დომენტიანოს არღარა ცოცხალ ყოფად არს შემდგომად ჩემსა, გარნა შჳდ დღე ოდენ.
    26.     მაშინ დაუკჳრდა მათ, რამეთუ კადნიერად უთხრა, რაჲ-იგი ყოფად იყო.
    27.     და გამოირჩიეს ელია, იკონომოსი ქუემოჲსა მონასტრისაჲ.
    28.     და იყო იგი ნათესავით იერიქოელი.
    29.     და ჰრქუა მას წმიდამან ევთჳმი;
    30.     ყოველნი მამანი დაჯერებულ არიან, რაჲთა იყო მათა მამასახლის და მწყემს.
    31.     აწ იხილე თავისა შენისათჳს და სამწყსოჲსა შენისათჳს და უწყოდე, რამეთუ ჰნებავს ღმერთსა, რაჲთა იყოს ლავრაჲ ესე საკრებულო და იყოს ესე შემდგომად მცირედთა დღეთა ჩემთა.
    32.     მაშინ უჩუენა მათ ადგილი, რომელსა მონახტერი ყოფად იყო და უცხოთა შეწყნარებისათჳს და ღამის-თევისა და ფსალმონებისათჳს და ძმათათჳს, რომელნი განსაცდელსა შინა იყვნენ, და უფროჲსღა მძიმეთა გულითა განაკრძალებდი და ასწავებდი.
    33.     ესე ყოველი ჰრქუა ელიას და მაშინ ჴმა-ყო და თქუა: ძმანო ჩემნო საყუარელნო, ნუმცა ვის დაუჴშავთ თქუენ კარსა მონასტრისასა, რომელი აღშჱნებად არს.
    34.     და ღმერთი არს მაკურთხეველი, დაიცავით მცნებაჲ ჩემი უვეჭუელად.
    35.     და უკუეთუ ვპოო კადნიერებაჲ წინაშე ღმრთისა, ესე თხოვაჲ პირველად ვითხოვო მისგან, რაჲთა თქუენ თანა ვიყო სულითა, და რომელნი შემდგომად თქუენსა იყვნენ ადგილსა ამას.
    36.     და ვითარ ესე თქუა, განუტევნა ყოველნი, გარნა დომენტიანოს ოდენ დაიყენა მის თანა.
    37.     და ვითარ დაყო სადიაკუნეს შინა სამი დღჱ, მწუხრი შაბათსა შეისუენა და მივიდა მამათა მისთა თანა სიბერითა პატიოსნითა.


35

     1.     იტყოდეს მისთჳს, ვითარმედ ხილვაჲ მისი იყო ვითარცა ანგელოზისაჲ და გულისსიტყუაჲ მისი – მშჳდ და განგებაჲ მისი – სიმდაბლით.
    2.     და პირი მისი ნათელ იყო და მრგუალ, თუალითა – შუენიერ, ხოლო ჰასაკითა – მოკლე, მჴცუვან.
    3.     და წუერნი მისნი შთაიწეოდეს ვიდრე მკრდ˜მდჱ.
    4.     და იყო იგი ჴორცითა და ასოჲთა მრთელ.
    5.     შეისუენა ოცსა იანვარისასა, დასაბამითგან წელთა ხუთ ათას ცხრაას სამოცდახუთსა.
    6.     და ესრჱთ იყო ცხორებაჲ მისი: ჴორცთა შინა შეიწირა იგი ღმრთისა სამისა წლისაჲ და დაისწავა ყოველი ეკლესიისა სწავლაჲ და მოვიდა იერუსალჱმდ ოცდაცხრისა წლისაჲ და დაყო უდაბნოს სამეოცდარვაჲ წელი.
    7.     და ოდეს შეისუენა, იყო იგი ოთხმეოცდაათჩჳდმეტისა წლისაჲ.
    8.     და ვითარ შეისუენა, განითქუა სიკუდილი მისი ყოველსა ქუეყანასა, და მოვიდა ერი მრავალი მონაზონთაჲ და სოფლისაგან.
    9.     ხოლო პატრეაქმან შეკრიბნა შვილნი ეკლესიისანი და ყოველნი მოქალაქენი, და განვიდეს ლავრად.
    10.     და მოვიდეს ყოველნი მეუდაბნოენი ყოველთაგან ადგილთა, და მათ თანა წმიდაჲ ჯერასიმეცა.
    11.     და მრავალნი საკჳრველნი ქმნნა ღმერთმან ჴორცთა მათ მიერ წმიდისათა.
    12.     დაუკჳრდა იგი პატრეაქსა და ყოველთა, რომელნი იყვნეს მის თანა.
    13.     და დაყვეს ვიდრე მეცხრედ ჟამამდე და ვერ შეუძლეს დაფლვად მისა სიმრავლისაგან ერისა, რომელნი იკურთხეოდეს ჴორცთაგან მისთა.
    14.     მაშინ უბრძანა პატრეაქმან მჴედართა განსხმაჲ ერისაჲ მის.
    15.     და შთადვეს იგი მამათა ლუსკუმასა და დადგეს იგი ადგილსა წმიდასა.
    16.     ხოლო მარტჳრი და ელია ფრიად ტიროდეს.
    17.     რამეთუ მიეღო მათგან მამაჲ მათი.
    18.     და ევედრებოდა მათ პატრეაქი, რაჲთა მივიდოდიან მისა ყოველსა ჟამსა.
    19.     და დაუტევა მათ თანა ბიდოს, რაჲთა აღაგო კეთილად საფლავი წმიდისაჲ მის, რამეთუ ეგულებოდა აღებაჲ გუამისა მისისაჲ ადგილისა მისგან და დადებაჲ, სადა-იგი აღაშჱნონ საფლავი.
    20.     და ვითარ აღვიდა პატრეაქი ქალაქად, წარავლინნა კირით-ხურონი და ყოველი, რაჲცა უჴმდა.


36

    1.     ხოლო დომენტიანოს, შუენიერი მოწაფჱ წმიდისაჲ მის, რომელი-იგი მოსწრაფე იყო მონასტერსა შინა და ლავრასაცა, რამეთუ დაყო მსახურებასა მის წმიდისასა ერგასისი წელი და იჭირვოდა და შურებოდა მის თანა ქუეყანასა ზედა, და ღირს იქმნა, რაჲთა დაიმკჳდროს მის თანა სასუფეველი ცათაჲ, რამეთუ სათნო-ეყო იგი ღმერთსა, და იყო იგი რჩეულ კაცთა შოვრის.
    2.     და დაყო ექუსი დღჱ და არა განეშორებოდა საფლავსა მას მოძღურისა თჳსისასა.
    3.     და განთენებასა მეშჳდისა დღისასა ეჩუენა მას წმიდაჲ ევთჳმი დიდებითა დიდითა და პირითა ბრწყინვალითა და ჰრქუა: მოვედ, შვილო, ადგილსა დიდებულსა, რომელი განმზადებულ არს შენთჳს, რამეთუ მე ვევედრე ქრისტესა შენთჳს, რაჲთა იყო ჩემ თანა ადგილსა, რომელსაცა მე ვიყო.
    4.     და მომცა მე თხოვაჲ ჩემი.
    5.     და ვითარ ესმა ესე დომენტიანოსს, მოვიდა ეკლესიად და უთხრა მამათა ჩუენებაჲ იგი, რომელ იხილა.
    6.     მაშინ შეისუენა და დაიძინა მშჳდობით.
    7.     ხოლო ბიდოს მრავლითა სწრაფითა აღაშჱნა საფლავი ქუაბსა მას შინა, რომელსა დაეყუდის წმიდაჲ ევთჳმი წინაჲს, და დაარღჳა ქუაბი იგი და შებერა იგი ქვითა და შოვრის მისსა შექმნა საფლავი წმიდისა ევთჳმისი და გარემო მისა შექმნა საფლავები მამასახლისთათჳს და ხუცესთა და ძმათათჳს.
    8.     და მოსცა პატრეაქმან მარმარილოჲ, რომელსა იყო საევლოგიეჲ ვეცხლისაჲ და გარემოჲს საფლავსა – კანკელი.
    9.     და შთამოვიდა ლავრად დიდითა პატივითა და აღიღო გუამი იგი წმიდისაჲ მის, სადაჲთ იგი იდვა, ჴელითა თჳსითა და დადვა იგი ადგილსა მას, რომელი აღაშჱნა მისთჳს.
    10.     და ვითარ დადვა, მოაგო ადგილი იგი და დაჰკრძალა, რაჲთა არავინ წარიღოს რაჲმე გუამისაგან მის წმიდისა.
    11.     და დასდვა მარმარილოჲ იგი და საევლოგიეჲ ვეცხლისაჲ დამართებით მკერდსა მის წმიდისასა, და ვიდრე მუაქამდე საევლოგიეჲ იგი მუნ არს.
    12.     და არიან მისგან კურნებანი მრავალნი, რომელნი მიიღებენ მისგან სარწმუნოებით.
    13.     შჳდსა მაისსა დაიდვა გუამი მისი, სადა-იგი დღეს არს.
    14.     და ვითარ განიშორა პატრეაქმან ჟამისწირვაჲ, წარიყვანა მარტჳრი და ელია და აღვიდა ქალაქად წმიდად და აკურთხნა იგინი ხუცად წმიდისა აღსადგომელისა.


37

     1.     მოიწია ჟამი, რომელსა ჯერ-არს, რაჲთა მიგითხრა, ვითარ იქმნა ლავრაჲ წმიდისა ევთჳმისი მონასტერ საკრებულო პირველსა წელსა შემდგომად გარდაცვალებისა წმიდისა ევთჳმისა.
    2.     ლეონ მეფემან დაადგინა ლეონტი, ძისწული მისი, ვიდრე ყრმაღა იყო, მეფედ შემდგომად სიკუდილისა მისისა.
    3.     და ცხონდა ესე მცირედთა თუეთა მეფობასა შინა თჳსსა და მოკუდა.
    4.     და მოიღო მეფობაჲ ზენონ, მამამან მის ყრმისამან.
    5.     და აღდგა მის ზედა ბასილიკოს, და მეოტ იქმნა მისგან ზენონ აისურიად და მან დაიპყრა მეფობაჲ.
    6.     და შემდგომად სიკუდილისა წმიდისა ევთჳმისა მეექუსესა წელსა შეისუენა ანასტასი იერუსალჱმელ პატრეაქმან ივლისსა თუე-დადეგსა.
    7.     ხოლო ზჱნონ მძლე ექმნა ბასილიკოსს და მოიქცა თჳსსავე მეფობასა.
    8.     მაშინ მარტჳრი პირველმოჴსენებული დადგა პატრეაქად და მიუწერა ზჱნონს მეფესა და აკაკის კოსტანტინეპოვლელსა პატრეაქსა, მწვალებელთა მათთჳს, რომელნი იყვნეს იერუსალჱმს, რომელთა წინამძღუარი იყო ჯერანტიოს, და უნდა გარდაქცევაჲ მართლისა სარწმუნოებისაჲ.
    9.     მაშინ მიწერა პატრეაქმან წიგნი მეფისა ჴელითა ბიდოს დიაკონისაჲთა და წარავლინა იგი კოსტანტინეპოვლისა.
    10.     და ვითარ შთავიდა ბიდოს იოპედ, პოვა ნავი, რომელი მივიდოდა კჳპრედ, და შეჯდა მას შინა.
    11.     და ვითარ მიიწია ფალღოსდ, რომელსა ჰრქჳან პართანიკონ, აღდგეს ქარნი ნავსა მას ზედა ღამით, და შეიმუსრა ნავი იგი.
    12.     და ღმერთმან, რომელმან ინება ჴსნაჲ ბიდოსისი, მოსცა მას ძელი, რომელსა მოეკიდა.
    13.     და ვითარ იყო იგი შიშსა მას შინა და ჭირსა ფრიადსა, მოეჴსენა მას ღმერთი და წმიდაჲ ევთჳმი.
    14.     იწყო ლოცვად და იტყოდა: უფალო ღმერთო ძალთაო, ლოცვითა წმიდისა ევთჳმისითა განმარინე ჟამსა ამას ჭირისასა.
    15.     და კუალად იტყოდა: წმიდაო ევთჳმი, ესე არს ჟამი შეწევნისაჲ და შემეწიე და მიჴსენ.
    16.     და ვითარ ესე თქუა ბიდოს, ეჩუენა მას წმიდაჲ ევთჳმი, ვიდოდა რაჲ წყალთა ზედა.
    17.     და ვითარ იხილა იგი ბიდოს, შეეშინა.
    18.     და ჰრქუა მას წმიდამან ევთჳმი: ნუ გეშინინ, მე ვარ ევთჳმი, მონაჲ ღმრთისაჲ.
    19.     უწყოდე, რამეთუ გზაჲ ესე შენი არა სათნო არს ღმრთისა, არცა სარგებელ დედისათჳს ეკლესიისა მისლვაჲ შენი კოსტანტინეპოვლისა.
    20.     არამედ უკუნიქეც და არქუ, რომელმან-იგი წარგავლინა, ვითარმედ ესრჱთ თქუა წმიდამან ევთჳმი: ნუ ზრუნავ მწვალებელთა მათთჳს, ღმერთი არს, რომელმან მუაქცივნეს იგინი კათოლიკე ეკლესიად.
    21.     და ჴელითა შენითა იყოს იერუსალჱმს ერთ სამწყსო ერთისა მწყემსისა.
    22.     და შენ წარვედ ლავრად ჩემდა და აღაშჱნე საკრებულოდ.
    23.     სადა-იგი საფლავი ჩემი აღაშჱნე, დაარღჳე სენაკები საფუძველითურთ, რამეთუ არა სთნავს ღმერთსა, რაჲთა იყოს ადგილი იგი ლავრად, არამედ საკრებულოდ.
    24.     და ვითარ ესმა ესე ბიდოსს, ჰრქუა წმიდასა მას: გიბრძანებია, მამაო წმიდაო.
    25.     და არა ჭეშმარიტ ეგონა ხილვაჲ იგი, არამედ ესრე ჰგონებდა, ვითარმედ ჩუენებასა იხილავს.
    26.     მაშინ წარმოჰბურა მას წმიდამან ევთჳმი ფიჩჳ თჳსი და გაუტევა მშჳდობით.
    27.     და აღიტაცა ბიდოს, ვითარცა აღიტაცა ამბაკუმ წამსა თუალისასა, და იპოვა იგი კიდესა ზღჳსასა და მუნით მოვიდა ქალაქად წმიდად, და არავინ, ცნა მოსლვაჲ მისი.
    28.     და ვითარ შევიდა სახიდ თჳსა და განიძუარცა ფიჩჳ იგი, რომელი მისცა წმიდამან ევთჳმი ღმრთისა მიერ, და შეიმოსა სამოსელი თჳსი, უჩინო იქმნა ფიჩჳ იგი.
    29.     და მოეგო გონებასა თჳსსა და თქუა: აწ უწყი ჭეშმარიტად, ვითარმედ ღმერთმან მუავლინა წმიდაჲ ევთჳმი და განმარინა მე სიკუდილისაგან მწარისა.
    30.     და უთხრა იგი დედასა თჳსსა, ხოლო მან ჰრქუა მას: შვილო, ვითარცა აღუთქუ წმიდასა მას, აღუსრულე გულსმოდგინედ.
    31.     მაშინ მივიდა პატრეაქისა და უთხრა მას ყოველი, რაჲცა იყო.
    32.     და დაუკჳრდა პატრეაქსა და ჰრქუა მას: ჭეშმარიტად, წმიდაჲ ევთჳმი წინაწარმეტყუელი არს ღმრთისაჲ.
    33.     პირველ სიკუდილისა მისისა თქუა ესე:
    34.     არამედ ამიერითგან წარვედ და აღაშჱნე მონასტერი იგი, და მე შეგეწიო ყოველსა საქმესა მისსა.
    35.     მაშინ წარიყვანნა ბიდოს გალატოზნი და ყოველი საჴმარი და შთავიდა ლავრად და გარდაცვალა იგი საკრებულოდ და შეზღუდა იგი ზღუდითა.
    36.     და ყო პირველი ეკლესიაჲ ადგილ პურის საჭმელად მამათა და ზედაკერძო მისა აღაშჱნა ეკლესიაჲ ახალი და კუალად აღაშჱნა მონასტერსა შოვრის გოდოლი მცირჱ.
    37.     და იყო ნაშჱნები მონასტრისაჲ გარემოჲს საფლავსა მის წმიდისასა, ხოლო იყო ნაშჱნები იგი შუენიერ ფრიად.
    38.     და შეჰგავს იგი საყოფლად მონაზონთა, რამეთუ განზავებულ არს და ჰამო ჰაერი მისი.
    39.     და აღმოსავალით მისა არს მცირჱ ბორცჳ და არს იგი შოვრის ორთა ჴევთა მცირეთა, და არს ჩრდილოჲთ მისა ქუეყანაჲ ვაკჱ, სივრცჱ მისი ვითარ სამ უტევან, და ჴევი, რომელი შთამოვალს მთაწმიდით.
    40.     და მუნით კერძო არს გოდოლი იგი და კარი მონასტრისაჲ.
    41.     და არს ადგილი იგი ჰაერგანზავებულ, ჟამსა სიცხისასა არს გრილ და სიცივისასა – ტფილ.


38

     1.     და ვითარ დაესრულა შჱნებაჲ მონასტრისაჲ მესამესა წელსა, უნდა მამათა, რაჲთამცა აკურთხეს ეკლესიაჲ და მონასტერი დღესა, რომელსა დაიდვა წმიდაჲ იგი ადგილსა მას თჳსსა.
    2.     და მწუხარე იყვნეს იგინი, რამეთუ წყლითა ნაკლულევან იყვნეს მცირედ წჳმრობისაგან, რამეთუ ყოვლადვე არა შთასრულ იყო წყალი ლაკუათა მათთა მას წელიწადსა.
    3.     და იყო ჟამი მაისისა თჳსაჲ.
    4.     და ამისთჳს უსასო ქმნილ იყვნეს წჳმისაგან და ამის გამო ელია მამასახლისი და ბიდოს დიაკონი იყვნეს დიდსა შინა მწუხარებასა.
    5.     და წარავლინეს ამბა ლონგინოზისა, ქუემოჲსა მონასტრისა მამასახლისისა, რაჲთა მოსცნეს მათ კარაულნი მათნი და მოკრიბონ მათ ზედა წყალი ფარაჲთ.
    6.     და აკაზმულ იყვნეს იგინი, რაჲთა ღამით, ცისკრისა ჟამსა, წარვიდენ.
    7.     და მას ღამესა ოდენ ეჩუენა წმიდაჲ ევთჳმი მამასახლისსა და ჰრქუა მას: რასა იქმან დღეს კარაულნი?
    8.     და მან ჰრქუა მას: წყალი არა გჳდქს და ამისთჳს წარვლენ ფარას, რაჲთა წყალი მოიღონ.
    9.     მაშინ შეჰრისხნა მას და ჰრქუა: რაჲსათჳს უდებ-ჰყავთ ვედრებაჲ ღმრთისა მიმართ, ჵ, მცირედმორწმუნენო, რომელმან გამოუცჱნა წყალი კლდისაგან ერსა მას ურჩსა, და სამსონს რაჟამს მოეწყურა, მოსცა მას წყალი ღაწჳსაგან ვირისა;
    10.     და თქუენ, რომელთა საჴმარ არს, არამცა მოგცაა?
    11.     ხოლო მე გეტყჳ: უკუეთუ ითხოოთ სარწმუნოებით, მოგცეს თქუენ, და ნუ წარავლინებთ კარაულთა წყლისათჳს, არამედ მიენდვენით ღმერთსა და ამასვე დღესა, უწინარჱს სამ ჟამისა, აღივსნენ ორნივე ლაკუანი დიდნი.
    12.     და ვითარ განიღჳძა ძილისა მისგან, მიუთხრა მამასასლისმან ბიდოსს დიაკონსა და მამათა, რაჲ-იგი იხილა, და უკუნსცნა კარაულნი იგი თჳსსავე უფალსა.
    13.     და ვითარ მზჱ აღმოჰჴდა, აღმოვიდა ღრუბელიცა და დაფარა მონასტერი იგი, და იწყო წჳმად მონასტერსა ზედა და გარემოჲს მისსა ოდენ, და უწინარჱს მესამისა ჟამისა აღივსნეს ლაკუანი, და განიპყრა წჳმაჲ იგი.
    14.     და ვითარ ესმა მარტჳრი პატრეაქსა საკჳრველი ესე, შთამოვიდა იგი სიხარულით მრავალთა თანა, რაჲთა აკურთხოს ეკლესიაჲ.
    15.     და ყვეს ღამის-თევაჲ სიხარულითა დიდითა.
    16.     და ვითარ ჟამისწირვაჲ ეგულებოდა, დასცნეს საკურთხეველსა ქრისტჱსსა ძუალნი წმიდათა მარტჳლთანი: ტარაქოჲსნი და ბარბარაჲსნი და ანდრონიკჱსნი.
    17.     და იყო ესე მაჲსსა შჳდსა, შემდგომად გარდაცვალებისა წმიდისა ევთჳმისა მეათესა წელსა.
    18.     და რავდენთამე ჟამთა შემდგომად იქმნა ბიდოს დიაკონი ეპისკოპოს ქალაქსა, რომელსა ჰრქჳან დორონ.


39

     1.     გითხრა კუალად, ვითარ მოიქცნეს მწვალებელნი, რომელნი-იგი იყვნეს იერუსალჱმს მართალსა სარწმუნოებასა, რამეთუ არა ცუდად იყოს, რომელ-იგი თქუა წმიდამან ევთჳმი, და უწყოდა პატრეაქმან, ვითარმედ სიტყუაჲ მისი ჭეშმარიტ არს.
    2.     და ამისთჳს არა ზრუნვიდა მათთჳს ამბა მაკარი პირველმოჴსენებული, რომელსა აქუს მონასტრები ბეთლემით კერძო.
    3.     შეიკრიბნა მისა ყოველნი მწვალებელნი, და ღმერთი არს, რომელმან ინება შეკრებაჲ მათი, და იწყო სიტყუად მათა: მამანო ჩემნო, ვიდრემდის ვიყვნეთ ორგულ სარწმუნოებისათჳს, რამეთუ არა ვიცით ნებაჲ ღმრთისაჲ სრულიად, არამედ ამიერითგან მოვედით და ვიგულოთ თავისა ჩუენისათჳს და ნუუკუე გუგონიეს, ვითარმედ ჭეშმარიტსა გზასა ვალთ და ჩუენ გარდაგუექციოს მისგან.
    4.     ვიზრუნოთ სულთა ჩუენთათჳს და ვყოთ ვითარცა-იგი მოციქულთა.
    5.     ვქმნეთ წილი: ერთი სახელად ეპისკოპოსთა და ერთი მონაზონთა.
    6.     და უკუეთუ აღმოჰჴდეს მონაზონთაჲ, დავადგრეთ ესრეჲთვე, და უკუეთუ აღმოჰჴდეს ეპისკოპოსთა სახელსა, მოვიქცეთ და შეუდგეთ კათოლიკე ეკლესიასა.
    7.     და ვითარ ესე თქუა, ყოველნი დასჯერდეს ამას ზედა და შთაყარნეს წილნი იგი.
    8.     და აღმოუჴდა ეპისკოპოსთა.
    9.     მაშინ დაჯერებულ იქმნნეს და დამდაბლდეს ყოველნი და შევიდეს ქალაქად და შეიკრძალეს სარწმუნოებაჲ კათოლიკე ეკლესიისაჲ.
    10.     და ვითარ შეიწყნარნა იგინი პატრეაქმან, ბრძანა, რაჲთა აღანთნენ კანდელნი წმიდისა აღდგომისანი და ყონ ღამის-თევაჲ.
    11.     და ბრძანა შემოკრებაჲ მონაზონთაჲ და მოქალაქეთაჲ.
    12.     და იყო სიხარული დიდი ეკლესიასა შინა და უბანთა ქალაქისათა.
    13.     ხოლო ჯერანტიოს დაშთა მარტოჲ და არა შეუდგა სარწმუნოებასა.
    14.     და განიდევნა ეკლესიით იგი და ვინ მის თანა იყვნეს.


40

     1.     და ჟამთა ანასტასი მეფისათა მუაოჴრეს სარკინოზთა სახლები ბარბაროზთაჲ მათ, რომელნი მოქრისტიანებულ იყვნეს ჴელითა წმიდისა ევთჳმისითა.
    2.     ხოლო მთავართა მათთა აღიშჱნეს კუალად სახლები ახლები და აღაშჱნეს ეკლესიაჲ ამბა მარტჳრის მონასტერსა თანა.
    3.     და კუალად მოიქცნეს მათა სარკინოზნი იგი და ტყუე ყუნეს ზოგნი მათგანნი, და ნეშტნი იგი განიბნივნეს სოფლებსა.
    4.     და იყო მას ჟამსა შიში დიდი ქალაქსა ამას და ჭირი ბარბაროზთაგან.


41

     1.     ხოლო ელია განაგო სამწყსოჲ წმიდისა ევთჳმისი კეთილად ოცდაათრვამეტსა წელსა და შემდგომად ამისა შეისუენა.
    2.     და დადგა მისსა ადგილსა სტეფანე არაბიელი.
    3.     და ესუა მას ძმაჲ, რომლისა სახელი ფარკობი, და იქმნა იგი ხუცეს კესარიისა ეკლესიასა.
    4.     და ვითარ მოკუდა, მისცა ყოველი მონაგები თჳსი მონასტერსა.
    5.     და იყო დღეთა მისთა კაცი, რომელსა ერქუა კესარიოს, და კეთილსა უყოფნ იგი წმიდისა ევთჳმის მონასტერსა.
    6.     და ვითარ მოვიდა ქალაქად და დაყო მას შინა რავდენიმე ჟამი, შევარდა იგი სალმობასა ჴორცთასა, და წარიყვანეს იგი მონასტრად და სცხებდეს მას ევლოგიასა წმიდისა ევთჳმის საფლავისასა.
    7.     და შემდგომად მისა განიკურნა და მრავალი შესაწირავი შეწირა მონასტერსა მას და დაიდვა თავსა თჳსსა, რაჲთა ყოველთა წელთა მოსცემდეს ევლოგიასა, და წარვიდა ანტიოქიად.
    8.     და მი-რაჲ-ვიდოდა, დადგა იგი ტრაპოლისს სტეფანჱსა შინა, მის ქალაქისა ეპისკოპოსისასა, და უთხრობდა მას მადლსა მას, რომელი აქუნდა წმიდასა ევთჳმის, და ვითარ-იგი განკურნა ყოველთაგან სალმობათა მისთა.
    9.     და ესუა ეპისკოპოსსა მას თჳსი, რომელსა ერქუა ლეონტიოს.
    10.     და ვითარ ესმა მადლი იგი წმიდისაჲ მის, განჴურდა გული მისი, და წარვიდა და მონაზონ იქმნა წმიდისა მის მონასტერსა.
    11.     და გამოჴდა იგი კეთილად მონაზონად.
    12.     და წარმოიყვანა იგი სტეფანე ეპისკოპოსმან და განაჩინა იგი იკონომოსად ეკლესიასა ზედა წმიდისა ლეონტი მოწამისასა.
    13.     და მისა შემდგომად აკურთხა იგი ხუცად და მერმე შეისუენა.
    14.     და იყო მონასტერსა შინა ხუცესი, რომელსა ერქუა ნილოს.
    15.     და წაავლინიან იგი ანტიოქიად კესარიოსისა მოღებად ევლოგიისა მის, რომელი აღეთქუა მონასტრისა.
    16.     და ვითარ მიიწია ტრაბოლოსდ, დადგა იგი ეპისკოპოსისა შინა, ხოლო მან დაადგინა იგი მთავრად ურისიდოსა ზედა.
    17.     მაშინ ამბა სტეფანე მრავალი კეთილი ყო მონასტერსა შინა ევთჳმისსა და შეწირა ექუსასი დრაჰკანი და შეისუენა ოცდაორსა იანვარსა.
    18.     და თომა, ნათესავით ეფემიელი, იქმნა მამასახლის სამწყსოსა ზედა წმიდისა ევთჳმისსა.
    19.     და მო-ოდესმე-ვიდა მისა კესარიოს პირველმოჴსენებული.
    20.     და ვითარ სხდეს ტაბლასა ზედა, ჰრქუა მას მამასახლისმან: არს აქა ჩუენ თანა სადიაკონეს შინა მცირედ ნაწილი ძელისა ცხორებისაჲ, და სტეფანეს შეექმნა მონასტრისადა ჯუარი ოქროჲსაჲ, რომელსა შინა იყო თუალები პატიოსნები, და შთაესუენა მას შინა ძელი ცხორებისაჲ.
    21.     და ჰრქუა მას კესარიოს: მიბრძანე, რაჲთა თაყუანის-ვსცე მას და მომიბოძე მცირე ძელისაგან ცხორებისა ნაწილი.
    22.     და შეიყვანა იგი სადიაკონედ და განაღო ადგილი იგი, რომელსა შინა იდვა ძელი ცხორებისაჲ, და თაყუანის-სცა მას კესარიოს და რომელნი იყვნეს მის თანა, და მისცა მას მცირედ მისგანი.
    23.     და შევიდეს შინაგანსა სახლსა.
    24.     და იყო მუნ მონაზონი, სახელით თევდოტიოს, გალატიელი.
    25.     და იგი იყო სახლსა ზედა სასტუმროსა მსახურ და შევიდოდა იგი და გამოვიდოდა სადიაკონედ, რამეთუ იგი ჰმსახურებდა მათ.
    26.     და იყო ადგილი იგი განღებულ, რომელსა შინა იდვა ექუსასი იგი დრაჰკანი, რომელი პირველ ვთქუ, სამთა ჩაჴუთა.
    27.     და ვითარ ჰმსახურებდა მათ, მოიპარა დრაჰკანი იგი.
    28.     და ვითარ განუტეობდა მამასახლისი კესარიოსს, დაჰჴშა ადგილი იგი სწრაფით და ულოცა მას და განუტევა იგი, და ვერ აგრძნო, რაჲ-იგი იქმნა.
    29.     და აღდგა დილეულ თევდოტე და იწყო ლალვად მამასახლისისა და ეტყოდა: ვერ შემძლებელ არს კაცი ცხორებად ადგილსა ამას, რამეთუ შფოთი მრავალი არის.
    30.     და განვიდა მონასტრით და დრაჰკანი იგი – მის თანა და ვითარ აღვიდოდა იერუსალჱმდ, დაჯდა დამართებით ამბა მარტჳრის მონასტერსა და მოჰჴსნა ერთსა ჩაჴუსა და აღმოიღო ერგასისი დრაჰკანი და დამალა ჩაჴუები იგი ქვასა ქუეშე დიდსა და დაისწავა ადგილი იგი.
    31.     და შევიდა იერუსალჱმდ და იმიზდა ვირი იოპედ და მისცა მას წინდი და უკუნვიდა, რაჲთამცა წარმოიღო დრაჰკანი იგი.
    32.     და ვითარ მიეახლა ქვასა მას, რომელსა ქუეშე იდვა დრაჰკანი იგი, გამოჴდა გუელი ჯარბი.
    33.     დიდი და საშინელი და დევნა-უყო მას და დააყენა მას დღესა.
    34.     და ხვალისა დღჱ კუალად მოვიდა ადგილსა მას, და კუალად გამოჴდა გუელი იგი და დევნა-უყო მას და არა უტევა შეხებად დრაჰკანსა მას.
    35.     და მესამესა დღესა კუალად მივიდა ადგილსა მას, და შეიპყრა იგი ეშმაკმან მას ადგილსა, და იდვა იგი გზასა ზედა, ვითარცა მკუდარი.
    36.     და კაცნი ვინმე ლაზარელნი მივიდეს მას ადგილსა და პოვეს იგი მდებარჱ გზასა ზედა და წარიღეს იგი ქალაქად.
    37.     და დაყუნა დღენი მრავალნი ჯერაკუმიას შინა, რომელ არს სასნეულჱ, და სალმობაჲ იგი უფროჲსადღა განდიდნებოდა.
    38.     და იხილა ჩუენებასა შინა: კაცი ვინმე მღდელი ეტყოდა მას რისხვით: ვერ შემძლებელ ხარ აღდგომად ცხედრისა მაგისგან, ვიდრემდის არა უკუნსცე ხუასტაგი იგი, რომელ მოიპარე წმიდისა ევთჳმის მონასტრით.
    39.     მაშინ მიუვლინა ქსენადოქარსა მონასტრისასა და აუწყა მას დრაჰკნისა მისთჳს.
    40.     და ვითარ ცნა თომა მამასახლისმან და ლეონტიოს, შემდგომმან მისმან, და აღვიდეს ქალაქად წმიდად, და უთხრა მათ საქმჱ იგი და ჰრქუა: ვერვინ შემძლებელ არს მიახლებად ადგილსა მას, სადა-იგი ძეს დრაჰკანი, რამეთუ გუელი იყოფის მუნ ფრიად საშინელი.
    41.     ჰრქუა მას ამბა ლეონტიოს: შენ მოვედ და გჳჩუენე ქვაჲ იგი შორით, რამეთუ ჩუენ არა გუეშინიან გუელისა მისგან.
    42.     და აღსუეს იგი ვირსა და მიიყვანეს იგი ადგილსა მას, რომელსა-იგი იდვა დრაჰკანი, და პოვეს იგი დამარხული ქვასა მას ქუეშე და არცა ყოვლად იხილეს გუელი იგი.
    43.     მაშინ უკუნიყვანეს თევდოტიოს ადგილადვე თჳსა და არარაჲ აბრალეს მას და არცა სთხოვეს, რომელ-იგი გამოეღო დრაჰკნისა მისგან.
    44.     და დაყო თომა განგებასა შინა ევთჳმის სამწყსოჲსასა რვაჲ წელი და მერმე შეისუენა ოცდახუთსა მარტსა.
    45.     და შემდგომად გარდაცვალებისა წმიდისა ევთჳმისა სამეოცდაათისა წლისა მიიღო ლეონტიოს მამასახლისობაჲ და მაშინ შემიწყნარა მე წმიდასა მას მონასტერსა.


42

     1.     ხოლო ვითარ-იგი მესმა წმიდისა ევთჳმისთჳს, კაცისა ღმრთისა, და ვცან და მითხრეს მამათა მისთჳს: არა დაუფარე მომავალსა ამას ნათესავსა, არამედ მიუთხარ და აღვწერე, რაჲთა უწყოდიან ნათესავთა, რომელნი ჩუენსა შემდგომად ყოფად არიან, და ვჰგონებდ, ვითარმედ კეთილ არს და შუენიერ, რაჲთა მიუთხრნე საკჳრველთა საქმენი, რომელნი იყვნეს საფლავსა მისსა ზედა დღეთა ჩუენთა და რომელნი განიკურნნეს.
    2.     და რომელთა იხილნეს თუალითა მათითა სასწაულნი, რომელნი იყვნეს წმიდისა მის საფლავსა ზედა, მუაქამდე ცოცხალ არიან და მათ უღირს მითხრობაჲ მათა.
    3.     ჟამსა, რომელსა შემოვედ მონასტერსა ამას, დიაკონი ვიყავ და მუნ შინა მონაზონ ვიქმენ, ვითარცა შენ იცი, მამაო გიორგი, ვითარმედ მოვედ იერუსალჱმდ თუესა ნოენბერსა ნია-ეკლესიისა კურთხევისა მიზეზითა და მოსწრაფე ვიყავ, რაჲთამცა ვიყოფოდე უდაბნოს.
    4.     და ვითარ მეგულებოდა განსლვაჲ ბედსაჲდით, მიბრძანა მე დედამან ჩემმან, რაჲთა არარაჲ ვყო თჳნიერ აბა იოვანე შეყენებულისა ზრახებისა, რომელ-იგი იყოფის ლავრასა წმიდისა საბაჲსა, რომელი ბრწყინავს კეთილითა საქმითა, რაჲთა არა შეუდგე ცთომილებასა ევარგენეჲს სარწმუნოებისასა და დაუტეო მართალი სარწმუნოებაჲ.
    5.     მაშინ მოვედ ქალაქად წმიდად და მოვილოცენ წმიდანი ადგილნი და თაყუანის-ვეც ძელსა ცხორებისასა და ესრჱთ მივედ ამბა იოვანჱსა შეყენებულისა.
    6.     და მან მრქუა მე: უკუეთუ გინებს ცხორების, წარვედ და იყოფოდე წმიდისა ევთჳმის მონასტერსა.
    7.     და მე შთავედ უდაბნოდ იორდანისა და დავადგერ მამათა თანა მრავალ ჟამ და თუესა ივნისსა მოვედ მონასტრად წმიდისა ევთჳმისა, და შემიწყნარა მე ამბა ლეონტი მამასახლისმან.


43

     1.     და მათ დღეთა ოდენ მოიყვანეს მონაზონი ამბა მარტჳრის მონასტრით, რომლისა თანა იყო სული უკეთური, და ეშმაკი იგი ფრიად ავნებდა.
    2.     და იყო იგი კილიკიელი სოფელსა, რომელსა ჰრქჳან ტამასუ.
    3.     და სახელი მისი – პავლე.
    4.     და დადვეს იგი საფლავსა შინა წმიდისა ევთჳმისა, და მცირედთა დღეთა შემდგომად ეჩუენა მას ღამით წმიდაჲ ევთჳმი და განდევნა მისგან ეშმაკი იგი.
    5.     და აღვიდა პავლე ეკლესიად ჟამსა ცისკრისა კანონისასა და ადიდებდა ღმერთსა და მადლსა მისცემდა წმიდასა მას და მიუთხრობდა საკჳრველსა მას, რომელ იქმნა მის ზედა.
    6.     და ვითარცა ცნეს მონასტრისა მისისათა, ვითარმედ განიკურნა იგი, მოვიდეს, რაჲთამცა წარიყვანეს იგი, და არა ერჩდა მათ, არამედ განვიდის და იქმნ იგი საქმესა მონასტრისასა სიხარულით.
    7.     და დღესა ერთსა, ვიყვენით რაჲ უდაბნოს შეშისა კრებასა, ვჰკითხეთ პავლეს და ვარქუთ: რაჲსაგან შეგემთხჳა სალმობაჲ იგი, რომელსა შინა იყავ, და ვითარ განიკურნე?
    8.     მოგჳგო და გჳთხრა ჩუენ ყოველი საქმჱ მისი და თქუა, ვითარმედ: ვიყავ მე მონასტერსა შინა და შევედ მსახურებასა და აღვიხუენ კლიტენი საკურთხეველისაგან.
    9.     მაშინ განვაგდე შიში ღმრთისაჲ გულისაგან ჩემისა და მოვიპარე ჭურჭლისაგან მის მონასტრისა.
    10.     და სხუათა საქმეთა მისთა ბოროტად განვაგებდ.
    11.     არა გულისხმა-ვყავ, ვითარმედ ყოველი მონასტრისა საჴმარი და წმიდათა ადგილთაჲ ღმრთისა შეწირული არს.
    12.     და ვითარ განვიშორე მსახურებაჲ იგი ჩემი, დავსხენ კლიტენი წმიდასავე საკურთხეველსა ზედა, სადაჲთ-იგი აღვიხუენ, და მიმიჴმო ერთმან ძმათაგანმან, რაჲთა პირი ვიჴსნა მის თანა.
    13.     და ვითარ ვსჳ ღჳნოჲ იგი ვიდრე განძღომადმდე, წარვედ, რაჲთა დავწვე.
    14.     და აღდგეს ჩემ ზედა გულისსიტყუანი საძაგელნი.
    15.     და ვითარ შევიწყნარენ, აღმაშფოთეს მე ფრიად, და ვიხილე მსგავსი დედაკაცისაჲ, რომელი წვა ჩემ თანა.
    16.     და ვითარ ამათ გულისსიტყუათა ვიგონებდ, ვიხილე: ეშმაკი, ვითარცა ბნელი ღრუბელი, მოვიდა ჩემდა და აღაშფოთა სული ჩემი.
    17.     და მრავალთა დღეთა ვიტანჯებოდე მისგან, და დღითი-დღე განძჳნდებოდა იგი.
    18.     მაშინ მამათა მონასტრისათა შთამომიყვანეს და დამსუეს საფლავსა თანა წმიდისა ევთჳმისსა.
    19.     და მოვეგე გონებასა ჩემსა და ვიწყე ვედრებად წმიდისა მის, რაჲთა განმათავისუფლოს საქმეთაგან ეშმაკისათა.
    20.     და მას ღამესა, რომელსა მიხილეთ ეკლესიას შინა მადლითა ღმრთისაჲთა, ვითარ წარჴდა მეხუთჱ ჟამი მის ღამისაჲ, ვილოცევდ ცრემლით.
    21.     და აღიტაცა გონებაჲ ჩემი და ვიხილე, ვითარმცა ვიყავ ადგილსა რასმე დიდებულსა და საშინელსა, რომელსა ვერ შემძლებელ არს კაცი მითხრობად.
    22.     და იყო თავსა ჩემსა კუნკული შავი, ხაოედი, სავსჱ ეკლითა.
    23.     და ხაოჲ იგი მისი ფრიად მაწყინებდა.
    24.     მაშინ აღვაღე პირი ჩემი და ვთქუ: შემიწყალე მე, ევთჳმი, წმიდაო ღმრთისაო, და განმათავისუფლე ჭირისა ამისგან.
    25.     და მას ჟამსა ვიხილე: წმიდაჲ იგი ბრწყინვიდა.
    26.     და თმაჲ მისი – სპეტაკ, ჰასაკითა – მოკლჱ, წუერითა – გრძელ, პირითა – შუენიერ.
    27.     და ემოსა მას მცირჱ საბეჭური.
    28.     და ჴელთა მისთა – შოლტი.
    29.     და იწყო სიტყუად ჩემდა: რაჲსათჳს მაწყინეს მე, გინა რასა ითხოვ?
    30.     და მიუგე მას შიშით: გევედრები, რაჲთა შემიწყალო.
    31.     და მომიგო მე პირითა მწუხარითა და თქუა: სცანა, ვითარმედ არარაჲ დაეფარვის ღმერთსა?
    32.     იცია, რაჲსათჳს შეგემთხჳა განსაცდელი ესე, რაჲთა არა უდებად იქმოდის კაცი მსახურებასა ღმრთისასა?
    33.     უწყია, რამეთუ ყოველი, რაჲ არს მონასტერსა შინა, წმიდა არს, რამეთუ მსხუერპლი არს?
    34.     რამეთუ რომელნი მონასტერსა შესწირვენ, ღმრთისა შესწირვენ და მიაქუს სასყიდელი.
    35.     და ესრჱთვე, რომელნი ბოროტად განაგებენ ღმრთისა შეწირულსა, იგი მიაგებს და სწავლის.
    36.     ანანია და ცოლმან მისმან თჳსისაგან საფასისა შეწირეს, და რავდენ იპარეს, მოკუდეს.
    37.     რავდენ უფროჲს ღირს შემთხუევად, რომელნი სხჳსა შეწირულსა იპარვიდენ?
    38.     ამიერითგან უკუეთუ აღმითქუა არღარა პარვად რაჲმე მონასტრისაგან და დაიცვე თავი შენი გულისსიტყუათაგან შეგინებულთა, ღმერთმან განგკურნოს შენ, რამეთუ მოწყალე არს და არა ჰნებავს სიკუდილი ცოდვილისაჲ, არამედ მოქცევაჲ და სინანული და ცხორებაჲ.
    39.     ესე ამისთჳს შეგემთხჳა, რამეთუ შეხუედ მსახურებასა ღმრთისასა და არა შეიკრძალე სიმართლჱ, არამედ შეიყუარე საფასჱ და იპარე, რომელ-იგი რწმუნებულ იყო შენდა, და ამპარტავანებით განაბნიენ საქმენი ღმრთისანი და განისწავლე ეშმაკისა მიერ.
    40.     და ვითარ ესე მესმა, აღუთქუ, ვითარმედ ამიერითგან ვეკრძალო საქმეთა მონასტრისათა და წმიდათა ადგილთასა.
    41.     მაშინ მიპყრა წმიდამან მან კუნკული იგი, რომელ იყო თავსა ჩემსა, და ჭირით აღმჴადა.
    42.     და იყო მას შინა მცირჱ შავი.
    43.     და გამოვიდოდა თუალთა მისთაგან ცეცხლი, და ვიხილე წინაშე მისა მთხრები, საშინელი ფრიად.
    44.     შთააგდო წმიდამან შავი იგი მთხრებსა მას შინა, ხოლო მან მომხედა მე და მრქუა: ამიერითგან ცოცხალ იქმენ, ნუღარა სცოდავ, არამედ იგულე თავისა შენისათჳს, რაჲთა არა უძჳრჱსი ამისა გეყოს.
    45.     მაშინ მოვეგე გონებასა ჩემსა და მადლი შევწირე ღმრთისა.
    46.     და მით ჟამითგან არღარა მიხილავს, გარნა კეთილი.
    47.     და ვითარ ესე გუესმა პავლჱსგან, დიდებაჲ მივეცით ღმერთსა და მადლსა, რომელი მიეცა წმიდასა ევთჳმის.


44

     1.     ორნი იგი ლაკუანი, რომელ აღაშჱნნა წმიდამან ევთჳმი ცხორებასა თჳსსა, შორავს მონასტრისაგან ვითარ ორ უტევან.
    2.     ერთსა მას შეაბა კარი, რაჲთა დაჰმარხოდის იგი მამათათჳს, და მეორჱ დაუტევა ბარბაროსთა მათთჳს, რომელნი მას მოენათლნეს.
    3.     და მათ ჟამთა წჳმაჲ მცირედ იყო და წყურილი იყო, და დაჰვკლიტეთ ლაკუასა მას მამათასა.
    4.     და დღესა ერთსა ვითარ ვსხედით კარსა თანა მონასტრისასა, მოვიდეს ორნი არაბნი.
    5.     და იყო მათ თანა კაცი ერთი ქრისტიანი, რომელსა ერქუა მელო, და იყო იგი მონათლულ წმიდისა ევთჳმის მიერ.
    6.     და ჰყვანდა მათ თანა კაცი ბარბაროზი, რომლისა თანა იყო ეშმაკი.
    7.     და გჳთხრეს ჩუენ და თქუეს, ვითარმედ: ესე მოვიდა სუმად აქლემთა მისთა და პოვა ლაკუაჲ იგი მონასტრისაჲ კლიტული და აღიღო ქვაჲ და განტეხა კარი იგი ლაკჳსაჲ.
    8.     და მუნქუესვე შეიპყრა იგი ეშმაკმან, და პეროოდა.
    9.     და აღვიდეთ და მოვიყვანეთ და ჩუენ უწყით, ვითარმედ: უკუეთუ ვინმე ავნებდეს რასმე წმიდისა ამის ადგილსა, მიიღოს პატიჟად მისა ტანჯვაჲ.
    10.     მაშინ აღვიღეთ ჩუენ ეშმაკეული იგი და შთავიღეთ საფლავად წმიდისა ევთჳმისა, და იყო მუნ, ვიდრემდის განდევნა მისგან წმიდამან ეშმაკი იგი, და შემდგომად რავდენთამე დღეთა იქმნა იგი ქრისტიანე.


45

     1.     ესე მელო ზემო მოჴსენებული იყოფოდა იგი ლაზარიონს.
    2.     და იყო ეშმაკეულ ასული ძმისა მისისაჲ, და შთამოიყვანეს იგი მონასტრად წმიდისა მის და დაყვეს მუნ სამი დღჱ და იმარხვიდეს და სცხებდეს ევლოგიასა წმიდისასა.
    3.     და განიკურნა, და წარვიდეს სიხარულით.


46

    1.     და კუალად სხუაჲ არაბი ლაზარეონელი, რომელსა ერქუა არღუბი, და ძჱ მისი მწყსიდა საცხუვართა უდაბნოს გარე.
    2.     და შეიპყრა იგი ეშმაკმან და მართლუკუნუქცია პირი მისი.
    3.     და ჴმობდა იგი და აჴსენებდა სახელსა მის წმიდისასა.
    4.     და მოიყვანეს იგი მონასტრად, და მცირედთა დღეთა განიკურნა და კუალად მოეგო პირი მისი.
    5.     ვითარ პირველ იყო.


47

     1.     და კუალად დედაკაცი ერთი ბოდისელი, ვითარ იგი ჯდა სახლსა შინა თჳსსა შუვა სამხრის ოდენ, შეიპყრა იგი ეშმაკმან და დაადგრა მის თანა შჳდ თუე.
    2.     და ქმარი მისი მწუხარე იყო მისთჳს.
    3.     და დღესა ერთსა მოეჴსენა წმიდაჲ ევთჳმი და წარიყვანა იგი და წარვიდა მონასტრად მისა.
    4.     ხოლო არა შევიდოდა დედაკაცი მონასტრად, და დაადგრეს სამ დღე გარეშე მონასტერსა.
    5.     ილოცვიდა და იმარხვიდა.
    6.     და რაჲ მწუხრ მოიღიან ევლოგიაჲ წმიდისა მის საფლავისაგან და წყალი კანდელთაჲ, რომელნი ენთებოდეს მის ზედა, და შესჳს იგი დედაკაცმან მან.
    7.     და მესამესა ღამესა ეჩუენა წმიდაჲ იგი და ჰრქუა მას: აჰა ესერა განიკურნე, წარვედ სახიდ თჳსა მშვდობით!
    8.     და შემდგომად ამისა შთამოვიდის იგი წლითი-წლად მონასტრად და ჰმადლობნ იგი ღმერთსა და წმიდასა ევთჳმის და ამბორს-უყოფნ იგი ზღურბლთა კარისა მონასტრისათა და ყვის მამათათჳს შესაწირავი სიხარულით და სარწმუნოებით.


48

     1.     იყო მონასტერსა მის წმიდისასა ძმაჲ ერთი, სახელით ფარკობიოს გალატელი.
    2.     და იყო მის თანა ეშმაკი დამალული მრავალ ჟამითგან და ფრიად აშინებნ მას და სხუასაცა მრავალსა უზამნ მას.
    3.     და ვითარ შეიწყნარეს მონასტერსა, და შთავიდა და თაყუანის-სცა საფლავსა წმიდისა ევთჳმისსა, განცხადნა სული იგი არაწმიდაჲ და დასცემნ იგი მას და დაუპყრის ენაჲ მისი და არა უტევებნ სიტყუად ჩუენ თანა.
    4.     ხოლო წმიდამან ევთჳმი განკურნა იგი და განჴსნა კრულებაჲ ენისა მისისაჲ, და იყოფოდა მონასტერსა შინა ვიდრე სიკუდიდმდე და იყო იგი ჴორცითა წმიდა.


49

    1.     დღესა ერთსა, ვსხედით რაჲ კართა თანა მონასტრისათა და ვარჩევდით მხალსა, და აჰა ესერა კაცი ვინმე უცხოჲ მოვიდოდა ჩუენდა სრბით, და იყო მის თანა სული უკეთური.
    2.     და ვითარ მოეახლა კარსა მონასტრისასა, იწყო ჴმობად და იტყოდა: რაჲ ძეს შენი და ჩემი, წმიდაო ევთჳმი, მონაო ღმრთისაო?
    3.     რაჲსათჳს შემაწუხებ?
    4.     არა გამოვალ ამისგან.
    5.     და დასცა იგი წინაშე კარსა.
    6.     და აღვდეგით ჩუენ და მეკარჱ და ჭირითა შევიყვანეთ საფლავად წმიდისა მის.
    7.     და ჴმობდა იგი და იტყოდა: რად მიმიყვანებთ მე მისა, რომელი მბრძავს მე?
    8.     რაჲსათჳს მიმიყვანებთ მე მტერისა ჩემისა?
    9.     რაჲსათჳს მიმითრევთ მე მისა?
    10.     არა მოვალ მე თქუენ თანა;
    11.     მე განვიდე ამისგან, რამეთუ ვერ დავითმენ.
    12.     მაშინ დასცა საფლავსა ზედა მის წმიდისასა და ვიდრე მიმწუხრამდე დაადგრა უსიტყუელად.
    13.     და ვითარ აღდგა დილეულ, იწყო სიტყუად განცხადებულად, ვითარმედ: ღმერთმან ლოცვითა ამის წმიდისაჲთა განმათავისუფლა საქმეთაგან ეშმაკისათა.
    14.     და ვჰკითხეთ მას: ვითარ მოხუედ აქა და რაჲსათჳს ჰჴმობდ გუშინ?
    15.     და მან გურქუა ჩუენ: არარაჲ ვიცი, რომელსა-ეგე იტყჳთ, და არცა – ვითარ მოვედ აქა.
    16.     და ვითარ ესე გუესმა.
    17.     დიდებაჲ მივეცით ღმერთსა, რომელი შეეწევის და აღამაღლებს, რომელნი ჰყუარობენ მას.


50

     1.     იყო ვინმე მონასტერსა წმიდისა ევთჳმისსა ხუცესი, რომელსა ერქუა სახელი აქთიბიოს.
    2.     და იყო იგი ნათესავით ბჱთაკაბელი, რომელი შორავს გაზასა ათორმეტ მილიონ.
    3.     და ცხონდა იგი ორმეოცდახუთსა წელსა და მერმე შეისუენა.
    4.     და დაიცვნა მცნებანი ღმრთისანი და იქმნა იგი მუშაკ ურცხჳნელ.
    5.     და ესუა მას ძმაჲ, სახელით ჰრომანოს, იყოფოდა იგი დაბასა თჳსსა.
    6.     და იყო მუნ კაცი, რომლისა თანა იყო შური ეშმაკისაჲ.
    7.     და უნდა მას მიცემად ხუასდაგი ჰრომანოსისი.
    8.     და ვითარ ვერ შეუძლო ესე ყოფად, გული გაჲწყო და წარვიდა ალევთერეპოლისა გრძნეულისა ვისამე, რომელი იყო მუნ, და უთხრა ჰრომანოსისთჳს მას, ვითარმედ: მნებავს მოკლვაჲ მისი.
    9.     და მისცა მიზდი გრძნეულსა მას.
    10.     ხოლო გრძნეულმან მან ღონჱ ყო გრძნებითა თჳსითა.
    11.     და ვითარ განვიდა ჰრომანოს ყანად მუშაკთა თანა მისთა, აღიღო იგი ეშმაკმან მან და დასცა.
    12.     და წარიღეს იგი მუშაკთა მათ სახიდ თჳსა.
    13.     და სალმობაჲ იგი მისი განდიდნებოდა, და იქმნა იგი ქუე-მდებარე, და დაჰჴსნდა ყოველი გუამი მისი, და განწირეს იგი მკურნალთა.
    14.     დღესა ერთსა გარე-მუასხდეს თჳსნი მისნი და ტიროდეს მისთჳს.
    15.     და აღიხილნა თუალნი თჳსნი და მიხედნა მათ და ჰლოცვიდა, რაჲთა განვიდენ გარე.
    16.     და გარდაიქცია პირი მისი, ვითარცა ყო ეზეკია მეფემან, ილოცვიდა და თქუა: ღმერთო ძალთაო, შენ არქუ ცოდვილსა: უკუეთუ მოიქცე და სულთ-ითქუნე და შეინანო, სცხონდე.
    17.     მომხედენ მეცა, რომელი არა ღირს ვარ კეთილსა ყოლადვე, და განმარინე ტკივილისა ამისგან.
    18.     და კუალად იწყო: წმიდაო ევთჳმი, შემიწყალე და ევედრე ღმერთსა, რაჲთა განმარინოს ტკივილისა ამისგან მწარისა.
    19.     და ვითარ ესე თქუა, რეცა მიეძინა და იხილა მონაზონი ვინმე ბერი, რომელი ეტყოდა: რაჲ გნებავს, და გიყო შენ?
    20.     მაშინ შეეშინა და განეხარნეს და ჰრქუა მას: ვინ ხარ შენ, უფალო?
    21.     და მან ჰრქუა მას: მე ვარ ევთჳმი, რომელსა მხადიდ სარწმუნოებით.
    22.     ამიერითგან ნუ გეშინინ, არამედ მითხარ ვნებაჲ შენი.
    23.     და უჩუენა მას მუცელი თჳსი.
    24.     მაშინ წმიდამან მან აღიღო ჴელითა თჳსითა რკინაჲ და განაპო ადგილი იგი და გამოიღო მუცლისა მისისაგან სტჳრი ტყჳვისაჲ, რომელსა შინა იყო საგრძნებელი, და დადვა იგი მის წინაშე ტაბლასა ზედა და განწმიდა კუეთილი იგი და იგულა ჴელითა თჳსითა და შეკურნა იგი, ვითარცა წინაჲთ იყო, და მუნქუესვე განიკურნა.
    25.     და ჰრქუა მას წმიდამან მან: ესე ამისთჳს შეგემთხჳა, რამეთუ მრავალი დღჱ გაქუს, ვინაჲთგან არა შესრულ ხარ ეკლესიად და არცა ზიარებულ ხარ ჴორცსა ქრისტჱსსა.
    26.     ერთი მახლობელთა შენთაგანი მივიდა ელევთერეპოლისა და მისცა მიზდი გრძნეულსა, და რამეთუ უდებ იყავ თავისა შენისათჳს, ამისთჳს განძლიერდეს შენ ზედა.
    27.     ამიერითგან შეგიწყალა შენ ღმერთმან, ნუღარა უდებ იქმნები ლოცვასა.
    28.     და ვითარ ესე ჰრქუა მას, უჩინო იქმნა.
    29.     მაშინ ჰრომანოს მოეგო გონებასა თჳსსა და აღდგა და წარმოყარა მუცლისა მისისაგან ყოველი სიმყრალჱ, რომელი იყო მის თანა, და ცოცხალ იქმნა და მოუწოდა ტომთა თჳსთა და უთხრა მათ ჩუენებაჲ იგი და ვითარ მკუეთრ განიკურნა.
    30.     და მადლი მისცა ღმერთსა, რომელმან მისცა მადლი თჳსი წმიდათა თჳსთა.
    31.     და აღდგა ჰრომანოს და წარიყვანნა მის თანა ზოგნი თჳსთა მისთაგანნი და წარვიდა მონასტრად წმიდისა ევთჳმისა და თაყუანის-სცა საფლავსა მისსა და უთხრა ყოველი, რაჲცა შეემთხჳა აქთიბოსს და მამასახლისსა და ჩუენ ყოველთა.
    32.     და შემდგომად საკჳრველთა მათ თხრობისა წარვიდა სახიდ თჳსა.
    33.     და დღესა, რომელსა განიკურნა, მას დღესა ყვის სიხარული ყოველთა წელთა მდაბურთა თჳსთა თანა და მოიჴსენებნ წყალობასა, რომელი ყო მის თანა ღმერთმან ჴელითა წმიდისა ევთჳმისითა.


51

    1.     აღმოსავალით ფარაჲსა ლავრასა არს დაბაჲ, რომელი შორავს ლავრასა ათორმეტ უტევან, რომელსა ჰრქჳან ფარაჲ.
    2.     და იყო მუნ კაცი, რომელსა ერქუა კჳრიკე.
    3.     და ედგა მას პირი ერთი ცხოვარი და ძოვდა უდაბნოს გარე.
    4.     და მისცნა მას კაცმან ვინმე გლახაკმან მისვე დაბისამან ათნი ცხოვარნი, რაჲთა ძოვდენ საცხოვართა მისთა თანა, და მისცეს მას სასყიდელი რაჲმე.
    5.     და შემდგომად რავდენთამე ჟამთა ეჴმარებოდა კაცსა მას გლახაკსა და უნდა განსყიდაჲ ცხოვართა მისთაჲ.
    6.     და მისცნა მას კჳრიკე რვანი ცხოვარნი.
    7.     და ჰრქუა მას გლახაკმან მან: ათნი ცხოვარნი მიგცენ შენ.
    8.     და უვარ-უყო მას კჳირიკე.
    9.     და დასხდეს მათ შოვრის კაცნი ვინმე კეთილნი და ჰრქუეს კჳრიკეს, რაჲთა ეფიცოს მას.
    10.     და ჰრქუა მას გლახაკმან მან: გუალე და წმიდისა ევთჳმის საფლავსა ზედა მეფიცე.
    11.     და წარვიდეს და ვითარ მიიწივნეს გზასა, რომელი შთავალს იერუსალჱმით იერიქოდ, და ცნა გლახაკმან მან, ვითარმედ ფიცავს იგი ტყუვილით, ჰრქუა მას: შეიქეც, ძმაო, და ნუ ჰფიცავ.
    12.     და არა ერჩდა იგი შექცევად.
    13.     და ვითარ შევიდეს მონასტრად, ფიცა კჳრიკე საფლავსა ზედა წმიდისასა ცუდად და გამოვიდა იგი მონასტრით ცოცხალი და ჰგონებდა, ვითარმედ ღმერთსა დაუვიწყებიეს, რაჲ-იგი ყო.
    14.     ჭეშმარიტად თქუა წიგნმან, ვითარმედ თქუა უგუნურმან გულსა თჳსსა: არა არს ღმერთ.
    15.     და ვითარ დღჱ ერთი გარდაჴდა, შოვაღამესა ოდენ, მეორესა ღამესა, წვა კჳრიკე მარტოჲ სახლსა შინა თჳსსა.
    16.     და იყო იგი მღჳძარე და იწყო განზრახვად გულისსიტყუათა ბოროტთა.
    17.     და მკუეთრ განეღო კარი სახლისა მისისაჲ, და იხილა ბერი მონაზონი პირითა ბრწყინვალჱ.
    18.     და განათლდა სახლი იგი ბრწყინვალებისა მისისაგან.
    19.     და ჰყვეს მას ხუთნი ჭაბუკნი.
    20.     და ჴელთა მისთა – შოლტი.
    21.     და ჰრქუა მას რისხვით: მითხარ მე, კაცო, შენ, რომელსა არა გაქუს სასოებაჲ ღმრთისა მიმართ, რაჲსათჳს მიხუედ ევთჳმის მონასტერსა?
    22.     მაშინ დაეპყრა მას ენაჲ, და ვერ შეუძლო სიტყუად.
    23.     და ჰრქუა წმიდამან მან ჭაბუკთა მათ: განართხთ ეგე და განართხეს იგი ოთხთა და ერთსა მისცა შოლტი იგი და ჰრქუა: ჰსცემდ!
    24.     და ჰრქუა კჳრიკეს: ნუღარა ეფუცი ტყუვილით, ნუ ურცხჳნო ექმნი სულგრძელობასა ღმრთისასა.
    25.     და ვითარ ჰსცა მას, უბრძანა განტევებაჲ.
    26.     მაშინ უპყრნა მას თმანი თავისა მისისანი და ჰრქუა მას: აწ უწყია, ჵ, უღმრთოო, ვითარმედ ღმერთი ჭეშმარიტ არს და მიაგებს კაცად-კაცადსა ღირსად საქმეთა მისთა?
    27.     ამას ღამესა მიგეღოს შენგან სული შენი.
    28.     და რომელ-იგი მოხუეჭ, ვისა იყოს?
    29.     რამეთუ კადნიერ ექმენ სულგრძელებასა ღმრთისასა, და მუაწია შენ ზედა რისხვაჲ ესე.
    30.     შენგან განისწავლნენ ნათესავნი, რაჲთა არავის მოჰხუეჭდენ და არცა მირბიოდიან ფიცად, დაღათუ მართალ იყვნენ.
    31.     და ამისა შემდგომად წარვიდეს მისგან.
    32.     მაშინ იწყო ყივილად და იტყოდა: შემიწყალეთ მე ღმრთისათჳს.
    33.     და მოვიდეს მისა ყოველნი ტომნი მისნი და მახლობელნი.
    34.     და ვითარ ესმა მისგან, რაჲ-იგი ეყო მას, და იხილეს ზურგი მისი, რამეთუ დახეთქილ იყო ცემისა მისგან, შეეშინა შიშითა დიდითა.
    35.     და იგი ევედრებოდა მათ, რაჲთა წარიყვანონ იგი მონასტრად წმიდისა მის, რამეთუ აღიარებდა იგი ბრალსა თჳსსა.
    36.     მაშინ აღსუეს იგი ვირსა ძაძათა ზედა ბზითა განსავსეთა და შთამოიყვანეს იგი მონასტრად.
    37.     და გჳთხრა ჩუენ ყოველი, რაჲცა შეემთხჳა მას, და გჳჩუენა ჩუენ ზურგი თჳსი, და შეგუეშინა ჩუენ ფრიად.
    38.     და მიერ დღითგან არღარავინ უტევეს ფიცად საფლავსა ზედა წმიდისა ევთჳმისსა.
    39.     და ვითარ დაყო მონასტერსა შინა დღჱ ერთი, ვერ შეუძლეს შთაყვანებად საფლავსა მის წმიდისასა, რამეთუ დიოდა სისხლი მუცლისა მისისაგან, და პირით წარმოსთხევდა.
    40.     და ხვალისა დღჱ მოკუდა და იქმნა იგი სახე საშინელ, რომელნი ფიცვიდენ და ტყუოდიან.


52

     1.     მათ დღეთა შინა მო-ვინმე-ვიდა კაცი უცხოჲ მონასტრად.
    2.     და შეიწყნარეს იგი და განუსუენეს.
    3.     და შოვაღამესა ოდენ შთავიდა საფლავად წმიდისა ევთჳმისა და აღიღო საევლოგიეჲ იგი ვეცხლისაჲ, რომელი იყო მას ზედა და ვითარ განთენა, განჰყვა იგი კარაულთა თანა მონასტრისათა.
    4.     და ფარკობიოს, რომელი-იგი წმიდასა მას განეკურნა, იყო მეკარედ მონასტრისა მის.
    5.     და იხილა კაცი იგი, რომელმან საევლოგიეჲ იგი მოიპარა, მდგომარჱ შეუძრავად, ვითარცა შეკრული წინაშე მონასტერსა მას, და უთხრა მას საქმჱ იგი.
    6.     ხოლო ფარკობიოს შეიყვანა იგი მონასტრად, და აღიარა მან მათ წინაშე და თქუა: მივლიეს მე დღეს სამი მილიონი და საზღვარი მონასტრისაჲ ამის ვერ გარდავლე.
    7.     და მოუღეთ მას საევლოგიეჲ იგი და ვადიდეთ ღმერთი და ძალი მისი და სულგრძელებაჲ მამისა ჩუენისა საკჳრველთმოქმედისაჲ.
    8.     ხოლო კაცსა მას მივეცით, რომელ-იგი მოგუცა ღმერთმან, და გაუტევეთ.


53

    1.     ესე აღგიწერე თქუენ მცირედი მრავლისაგანი, რომელი იხილეს თუალთა ჩემთა.
    2.     და მესმეს საქმენი მის წმიდისანი, ვიდრე იგი ცოცხალ იყო, რაჲთა ცნან, რომელნი იკითხვიდენ და ესმნენ ძალნი, რომელნი იყოფიან საფლავსა ზედა წმიდისა ევთჳმისა, არა თუ ოდეს ჴორცითა ცხოელ იყო და მაშინ იქმოდა საკჳრველთა და განჰკურნებდა კაცთა, არამედ შემდგომად სიკუდილისა მისისა, რაჟამს შეერთო ანგელოზთა, ქმნნა ძალნი მრავალნი, და ოდეს-იგი მიიწია განსუენებასა მიუთხრობელსა, არა განგუეშორა ჩუენგან, არამედ შეწევნაჲ მისი ჩუენ თანა არს ვიდრე აქამომდე.
    3.     და მე, რომელი-ესე არა ღირს ვარ ყოფად მონად მისა, ფრიად სარგებელ ვიყავ მისგან სულსა ჩემსა და ჴორცთა ჩემთა და ოდეს-იგი ვხედევდ კურნებათა, რომელნი აღმოეცემოდეს საფლავისა მისისაგან, მიკჳრნ სულსა ჩემსა და ვთქუ: ვითარ-მე განვლო ამან კაცობრივი ესე ცხორებაჲ, და ვითარ სათნო-ეყო ღმერთსა ჭეშმარიტად მამაჲ ჩუენი წმიდაჲ ევთჳმი, ანუ ვითარ მოიგო მადლი ღმრთისაჲ?
    4.     და ამის გამო შემიჴდა მე მჴურვალებაჲ და სურვილი ცნობად ცხორებისა და განგებისა მისისა, რაჲთამცა აღვწერე იგი, და ვიკითხევდ წადიერად ყოველთა ამათ უდაბნოთა წმიდათაგან პირველთა მამათა, რომელნი იყვნეს დღეთა მისთა და დღეთა წმიდისა საბაჲსთა და მათ თანა ცხონდებოდეს, და საქმენი, რომელნი მესმეს მათთჳს, მოსწრაფედ დავიმარხენ არა ხოლო თუ საკჳრველთა საქმენი და კურნებანი, რომელნი იყვნეს ჴელითა წმიდისა ევთჳმისითა, არამედ საქმეთა და განგებათა წმიდისა საბაჲსთაცა აღვსწერდ ქარტასა აღშალულად, რამეთუ არა ვიცოდე განგებაჲ და აღწერაჲ მისი, ვითარ-იგი ჴმდა.
    5.     და შემდგომად მცირედთა ჟამთა იყო კრებაჲ მეხუთჱ კოსტანტინეპოვლისს ნისტორისთჳს და ევარგინისთჳს, და შეჩუენებულ ყვნა იგინი კრებამან მან.
    6.     და მრავალნი მონაზონნი იყოფოდეს მათ ჟამთა ნეა-ლავრას, და ყოველნი ევარგინეს წვალებასა შედგომილ იყვნეს და მოსწრაფე იყვნეს მას ზედა და განეშორნეს კათოლიკე ეკლესიისაგან და განასხნეს იგინი ნეა-ლავრით.
    7.     და იყოფოდეს ნეა-ლავრას შინა სხუანი მამანი წმიდანი საბაჲს ლავრისანი და სხუათა წმიდათა მონასტერთანი.
    8.     ხოლო მე ზრახებითა იოვანე ეპისკოპოსისა შეყენებულისაჲთა გამოვედ საკრებულოჲსა მისგან და ვიყოფოდე ნეა-ლავრას და თანა მაქუნდა ქარტები იგი, რომელსა შინა დამეწერა ცხორებაჲ წმიდისა ევთჳმისი და საბაჲსი.
    9.     და დავყავ ნეა-ლავრას ორი წელი დაყუდებით და გულსმოდგინედ ვიკითხევდ ქარტებსა მას და არა ვიცოდე განგებით აღწერაჲ მისი, ვითარ-იგი ღირდა, და ვერცა ყოვლად დაწყებაჲ მისი, რამეთუ არა მესწავლა წიგნი სწავლულებისაჲ და უმეცარ ვიყავ, და არცა ცნობაჲ სიტყუათა ღმრთისათაჲ და ენითაცა დრგუნვილ ვიყავ.
    10.     არამედ ღმერთმან საკჳრველებათამან, რომელმან დასხნა ენანი ადგილსა თჳსსა და ძნელუვანნი წრფელ ყვნა და მან განაგნის ენანი უტყუთანი, ყო ჩემ უძლურისა ამისთჳს საკჳრველი ჴელითა წმიდისა ევთჳმისითა და წმიდისა საბაჲსითა.
    11.     და რავდენ არა ვიცოდე სიტყუაჲ, არცა მეცნიერებაჲ, რაჲთამცა აღვწერე იგი, განვიზრახე, რაჲთა დავაგდო ქარტები იგი და ვილოცევდ და ვითხოვდ მჴურვალითა გულითა მისთჳს.
    12.     და დღესა ერთსა, ვითარ ვჯედ ადგილსა ჩემსა და ჴელთა მაქუნდა ქარტები იგი, მიმერულა და დავიძინე.
    13.     და დღჱ იგი იყო ვითარ ორ ჟამ.
    14.     მეჩუენნეს მე წმიდაჲ ევთჳმი და წმიდაჲ საბა.
    15.     და იყო სამოსელი მათი სამღდელოჲ.
    16.     და მესმა, ეტყოდა რაჲ წმიდაჲ საბა წმიდასა ევთჳმის:
    17.     აჰა ესერა კჳრილეს აქუს ქარტაჲ ესე ჴელთა მისთა და აქუს მას სწრაფაჲ და მჴურვალებაჲ გულისაჲ და ფრიად დამაშურალ არს, რაჲთამცა და-ვითა-იწყო პირველ ცხორებისა ჩუენისაჲ, და ვერ შეუძლო.
    18.     მაშინ თქუა წმიდამან ევთჳმი ძლიერმან: რაჲთა შეუძლოს აღწერაჲ ჩუენთჳს, და არცა მიუღებიეს მას მადლი წინაწარმეტყუელებისაჲ აღებასა პირისა მისისასა?
    19.     ჰრქუა მას წმიდამან საბა: შენ მიეც, მამაო, მადლი.
    20.     და ერჩდა მას წმიდაჲ ევთჳმი და გამოიხუნა საჴლით თჳსით მსგავსნი სასურმაგეთანი ვეცხლისანი და თუალთ-საოლავი და შთაყო თუალთ-საოლავი იგი სასურმაგეთა მათ სამგზის, და შემასჳს იგი პირსა ჩემსა, და ჰგვანდა იგი ზეთსა.
    21.     ხოლო გემოჲ მისი თაფლისა უტკბილჱს იყო და ჭეშმარიტად იყო იგი მეცნიერებაჲ სიტყუათა ღმრთისათაჲ, ვითარცა თქუა წინაწარმეტყუელმან, რამეთუ: ტკბილ არიან სასასა ჩემსა სიტყუანი შენნი უფროჲს თაფლისა პირსა ჩემსა.
    22.     და მაშინ ვცან სიტკბოებაჲ პირსა ჩემსა და ბაგეთა ჩემთა და მომეცა მადლი და ვიწყე აღწერად პირველად ცხორებაჲ წმიდისა ევთჳმისი ძლიერისაჲ.
    23.     და მადლი იგი მიბრძანებდა მე, რაჲთა არა უდებ-ვყო იგი.
    24.     და ვითარ განვიშორე აღწერაჲ მისი, აღვწერე კუალად სხუასა წიგნსა საქმენი და განგებანი წმიდისა საბაჲსნი.
    25.     და მე ვევედრები მათ მადლითა მით, რომელი მოიღეს მათ, რაჲთა ევედრნენ ღმერთსა ჩემთჳს.
    26.     და მე, გლახაკი და უღირსი აღმწერელი ამისი ქართველთა ენითა, ვევედრები უფალსა ლოცვითა ამათ წმიდათაჲსა, რაჲთა დამაწთოს ნაწუეთი ერთი მადლისა მისისაჲ გულსა ჩემსა სადიდებელად სახელისა მისისა, რომელსა ჰშუენის დიდებაჲ უკუნითი უკუნისამდე. ამენ.

ამ საიტის გამოყენებით თქვენ ეთანხმებით Cookies-ის გამოყენების უფლებას.