საქართველო ჩვწ. აღ. XII-XV ს.-ში Print E-mail
ავტორი ვებ-მასტერი   
ოთხშაბათი, 12 მარტი 2008 22:37

საქართველოს ერთიანობის დაკარგვა

თამარის გამეფება და საქართველოს გაერთიანება

მონღოლების შემოსევა

დემეტრე II თავდადებული

გაერთიანებული საქართველოს ბოლო მეფე გიორგი V ბრწყინვალე

თემურ ლენგის შემოსევები

 

დავით აღმაშნებლის გარდაცვალების შემდეგ იმრავლა საქართელოში შინაური თუ გარეული მტრის შემოსევებმა. ტახტზე იჯდა დავითს ძე დემეტრე I. დიდი ძალისხმევის მიუხედავად მან დაკარგა ანისი და შემდგომ განძა. დემეტრე ვერ უმკლავდებოდა აჯანყებულ დიდგვაროვნებს. მათ მეფეს საკუთარი შვილი გადაამტერეს და დემეტრე იძულებული გახდა მეორე ვაჟი გიორგი მეფედ ეკურთხბინა. გიორგი III აქტიური პოლიტიკის კურსი აირჩია და შესძლო ანისისა და დვინის შემოერთება. ურჩი დიდგვაროვნები მეფის წიააღმდეგ ახალ-ახალ შეთქმულებებს აწყობდნენ. ერთ-ერთი აჯანყების ორგანიზატორი გახდა საქართველოს ჯარების იმდროინდელი ამირსსპასალარი ივანე ორბელი. აჯანყებაში მონაწილეობას დიდმოხელე აზნაურთა უმრავლესობა იღებდა გიორგი III შეძლო აჯაყების ჩაქრობა და მისი მონაწილეები მკაცრად დასაჯა. ამის მერე ბევრ დიდგვაროვანი ჩამოაცილა ხელისუფლებას და მათ ადგილას უგვარო, თუმცა ერთგული ადამიანები დანიშნა. გიორგი III ვაჟი არ ჰყვდა. ტახტის მემკვიდრე მისი ერთადერთი ქალიშვილი თამარი იყო. მეფემ იცოდა, რომ მისი სიკვდილის შემდეგ, ქალის ტახტზე ასვლას ორგული დიდგვაროვნები არ დაუშვებდნენ , ამიტომ თამარი თავის სიცოცხლეშივე აკურთხა მეფედ. 1184 წელს გიორგი III გარდაიცვალა და თამარი ქვეყნის ერთპიროვნული მართველი გახდა. ქალის სისუსტით ისარგებლეს დიდგვაროვნებმა მეფის უფლებების შეზღუდა მოითხოვეს. თამარი იძულებული გახდა დათმობაზე წასულიყო და შეიქმნა სამეფო დარბაზი, რომელშიც მხოლოდ დიდგვაროვნები და დიდვაჭრეი შედიოდნენ. იდეის ინიციატორი მაშინდელი მეჭურჭლეთუხუცესი (სახელმწიფოს საფინანსო საქმეთა გამგებელი) ყუთლუ-არსლანი იყო. თამარი იძულებული გახდა მამის მიერ დანიშნული უგვარო მოხელეების ადგილზე კვლავ მოღალატე დიდვაროვნები დაენიშნა. სამეფო დარბაზი ღებულობდა ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, ხოლო მფევალდებულიიყო მათ დამორჩილებოდა. სწორედ მათი რჩევით დაქორწინდა თამარი ნოვგოროდის ყოფილ მთავარზე იური (გიორგი) რუსზე. ორი წლის შემდეგ ერთგული დიდგვაროვნების დახმარებით თამარმა დაიბრუნა ხელისუფლების სადავეები, იური რუსი საქართველოდან განდევნა და ცოლად, ოვსეთის უფლისწულ, დავით სოსლანს გაჰყვა. შინაური პოლიტიკის მოგვარების შემდეგ თამარი საგარეო საქმეების მოწესრიგებას შეუდგა. 1195 წელს დავით სოსლანის მეთაურობით ქართველებმა ბრწყინვალე გმარჯვება მოიპოვეს შამქორთან, თურქების წინააღმდეგ გამართულ ბრძოლაში. ამით საქართველომ შესძლო შამქორისა და განძის შემოერთება. 1204 წელს ქართველმა ლაშქარმა შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ ტერიტორიის დაპყრობ შესძლო, რომელზეც უძველესი ქართული ტომები ლაზები და ჭანები სახლობდნენ. ამ ტერიტორიაზე ტრაპზონის სამეფო ჩამოყალიბდა, რომლის ხელმწიფედ თამარი ითვლებოდა. საქართველოს გაძლიერებას ძნელად ურიგდებოდნენ მცირე აზიის თურქი მმართველები. ასეთი იყო რუმის სულთანი რუქნადინი, რომელმა საქართველოს მეფეს შეურაწმყოფელი წერილი გამოუგზავნა და სახელმწფოს დათმობა მოსთხოვა. პასუხად თამარმა დიდიძალი ლაშქარი შეკრიბა და მტერს ომი გამოუცხადა. ბრძოლა მოხდა ბასიანთან 1205 წელს. ქართველებმა ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვეს და კიდევ ერთხელ დაუმტკიცეს მოფლიოს ქართული არმიის სიძლიერე. თამარის მეფობის დროს საქართველოში საგრძნობლად გაუმჯობესდა ეკონომიკური მდგომარეობა. გაძლიერდა სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგი: მევენახეობა, მებაღეობა, მეხილეობა. შეიქმნა მრვალი ტაძარი და აიგო უთვალავი ციხე სიმაგრე. ამ დროს აშენდა ხურითმოძღვრების შესანიშნავი ძეგლი ვარძია. თამარის ეპოქას უკავშირდება მწერლობის შესანიშნავი ძეგლის ვეფხისტყაოსნის შექმნა. შოთა რუსთაველმა თავისი ხელით მიართვა ქართველთა მეფეს, გრაგნილზე ხელით დაწერილი თავის უკვდავი ქმნილება. თამარი იყო არა მარტო ქართველი ქალის და დედის ეტალონი, არამედ მისაბაძი პოლიტიკოსი და ძლიერი მმართველი საქართველოს სახელმწიფოსი. თამარი 1213 წლის 19 იანვარს გარდაიცალა. საქართველოში გლოვა გამოცხდდა. საყვარე მეფეს მისტიროდა ყოველი ქართველი. მეფის სხეული ჯერ წაასვენეს მცხეთას, ხოლო შემდეგ გელათის მონასტერში. ქართულმა ელესიამ იგი შერაცხა ნეტართა შორის. ერმა კი დიდების შუქით შემოსა, მისცა უკვდავი სახელი და უწოდა მას თამარ მეფე.

1220 წელს საქართველოს შემოესვნენ სასტიკი დამპყრობლები თათარ- მონღოლები. ამ დროს მეფის ტახტზე იჯდა თამარის ძე ლაშა-გიორგი. პირველი შემოსევის მოგერიება შეძლეს ქართველებმა. 1226 წელს მონღოლებმა მეორედ სცადეს ქართლის აღება და მათი მცდელობა წარმატებული აღმოჩნდა. მაეფებულმა თამარის ქალიშვილმა რუსუდანმა ვერ შესძლო საქართველოს მთლიანობისა და სიძლიერის შენარჩუნება და ჩვენი ქვეყანა მთლიანად მონღოლებმა დაიპყრეს. მონღოლთა მბრძანებლობა საქართველოში ას წელზე მეტხანს გრეძელდებოდა. ისინი გამოირჩეოდნენ განსაკუთრებული სისასტიკითა და დაუნდობლობით. ქართველებს დიდი ხარკის გადახდა დაეკისრათ. დაიძაბა ურთერთობა ფეოდალებსა და ყმა-გლეხებს შორის. აღმოსავლეთ და დასავლეთ საქათველო ერთმანეთისგან დამოუკიდებლად არსებობდა. აღმოსავლეთ საქართველოში მეფობდა ლაშა-გიორგის ძე დავით “ულუ” (უფროსი), ხოლო დასავლეთში რუსუდანის ძე დავით “ნარინი”(უმცროსი). 1259 წელს საქართველოში ჯანყებამ იფეთქა, რომელსაც დავით ნარინი მეთაურობდა. მონღოლებმა შეძლეს აჯანყების ჩაქრობა თუმცა ქართულმა ჯარმა მათ დიდი ზიანი მიაყენა. ერთი წლის განმავლობაში აჯანყებები კვლავ მეორდებოდა, მაგრამ სამწუხაროდ ქართველებმა გამარჯვება ვერ მოიპოვეს. XIII საუკნის 70 წლებიდან აღმოსავლეთ საქართველოში დავით ულუს ძე დემეტრე II მეფობდა. ამ დროისათვის ირანის მონღოლთა საყაენოში დიდი შინაგანი ბრძლოლა წარმოებდა. შეთქმულება შეთქმულებაზე ეწყობოდა და იშვიათად თუ რომელიმე ყაენი თავის სიკვდლით კვდებოდა. ერთ-ერთი ასეთი შეთქმულების მოწყობა ყაენის პირველ ვაზირს ბუღას დაბრალდა. ბუღა და მისი მომხრეები სიკვდილით დასაჯეს. საყაენოში იცოდნენ, რომ ბუღას მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა დემეტრე II ამიტომ მისი დასჯაც მოითხოვეს. საქართველოს მეფე ურდოში დაიბარეს, სადაც მას მძიმე სასჯელი მოელოდა. მეფის წაუსვლელობის შემთხვევაში ყაენი აურაცხელი ჯარისთ შემოესეოდა საქართველოს და მთლიანად ააოხრებდა მას. სამეფო საბჭომ მეფეს დარჩენა ურჩია, თუმცა დემეტრემ მტკიცედ განაცხადა: “ რად ღირს ჩემი სიცოცხლე, თუკი მრავალი სული შემეწირება, ვფიქრობ ჩემი წასვლით ქვეყანას მძიმე განსაცდელს ავაცილებ, მე დავდებ სულსა ჩემი ერისთვის და არ დავიშლი ურდოს წასვლასო”. დემეტრემ თავის მრავალრიცხოვანი ოჯახი სხვადასხვა ადგილას გახიზნა და თვითონ ყაენს ეახლა, სადაც 1289 წლის 12 მარტს მას თავი მოკვეთეს. ამ გმირული და თავგანწირული საქციელისთვის ქართველმა ხალხმა დემეტრე II-ს თავდადებული უწოდა. მონღოლთა ბატონობის დროს მეფის ხელისუფლება დასუსტდა. საართველოს თანდათან გაოეყო მრავალი სამეფო და დამოუკიდებელი არსებობა დაიწყო. ყველაზე დიდი სამთავროთა შორის იყო სამცხე. ამ პერიოდში საქართველომ ეკუნომიკურად უკუსვლა იწყო. განადგურდა სახნავ-სათესი ადგილები, ვაჭრობა მოისპო და ქვეყანა მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. ასეთ მძიმე პირობებში სამეფო ტახტზე დემეტრეს ვაჟი გიორგი V, შემდგომში ბრწყინვლედ წოდებული, ავიდა. იგი იყო შესანიშნავი მეომარი და დიპლომატი. იგი მკაცრად გაუსწორდა ურჩ დიდგვაროვნებს და ქვეყანაში მკაცრი რეჟიმი დაამყარა. ამ დროს მონღოლთა საყაენო გაუთავებელი შინა აშლილობის ხარჯზე მეტად დასუსტებული იყო. ამით ისარგებლა გიორგი V და მონღოლებს ხარკის მიცემა შეუწყვიტა, შემდგომში კი მონღოლთა ჯარიც მთლიანად განდევნა საქართველოდან. ქართველებმა შეძლეს ტრაპზონის სამეფესი და სხვა დაკარგული ტერიტორიის დაბრუნება. გიორგი ბრწყინვალე იყო ბოლო მეფე, რომელმაც შესძლო სრულიად საქართველოს გაერთიანება და გაძლიერება. კეთილდღეობა ჩვენს ქვეყანაში XIV საუკუნის 80წლებამდე გაგრძელდა. ამ პერიდში მკვეთრად გაუმჯობესდა საქართველოს ეკონომიკური და პოლიტიკური ვითარება. იყო დიდი კულტურული აღმასვლა, მაგრამ XIV საუკუნს დასასრულს, გაძლიერების გზაზე დამდგარ ქვეყანას, დიდი უბედურება დაატყდა თავს. ეს იყო თემურ-ლენგის სისხლისმღვრელი შემოსევები. თემურ- ლენგი გათურქებულ მონღოლთა ტომს ეკუთვნიდა. მის ერთადერთ მიზანს მსოფლიოს დაპყრობა წარმოადგენდა. იგი გამოირჩეოდა არნახული სისასტიკითა და გაუგონრობით. მიუხედავად სიკოჭლისა (ლენგი ნიშნავს კოჭლს) იგი ბრწყინვალე მეომარი და მხედართმთავარი გახლდათ. თემურ-ლენგი რვაჯერ შემოესია საქართველოს და ქვეანას უდიდესი ზიანი მიაყენა. გაღლიტა მოსახლეობის დიდი ნაწილი და მიწასთან გაასწორა მრავალი ქალაქი. იგი არ ინდობდა არავის და ანადგურებდა ყველაფერს რაც კი გზაზე შეხვდებოდა. შეურაწყოფდა ქრისტიანულ სარწმუნოებას და ქართველებსაც იგივეს აიძულებდა. ბოლო შემოსევები თემურ-ლენგისა იყო 1401-1403 წლებში. ამის მერე საქართველოს იმდროინდელი ხელმწიფე გიორგი VII იძულებული შეიქმნა მასთან ზავი დაედო, რომლის თანახმად საქართველო დამპყრობელის მოხარკე ქვეყანა ხდებოდა და მისი ინტერესების შესაბამისად კისრულობდა სამხედრო სამსახურს. მიუხედავად მიყენებული ზარალისა საქართველომ მაინც შესძლო სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის შენარჩუნება.





ავტორი: ქეთი სილაგაძე (სპეციალურად Allgeo.org-თვის)


გვერდის მთლიანად ან ნაწილობრივად გამოყენება ადმინისტრაციის წერილობითი თანხმობის გარეშე არ არის ნებადართული
Last Updated on ოთხშაბათი, 12 მარტი 2008 22:48