ხათუნა ტურძელაძე - აპრილი 2007 Print E-mail
ავტორი ვებ-მასტერი   
ორშაბათი, 25 იანვარი 2010 23:45

Sonntag, 29. April 2007

* * *

მე როცა ვიგრძნობ, რომ შენ გჭირდები
და გინდა ჩემთან უბრალოდ ყოფნა,
მე მაშინ მოვალ ჩუმი ფიქრებით
და შენს სამყაროს ფერებით მოვრთავ.
მე როცა ვიგრძნობ, რომ შენ გაკლდები,
როცა არა ვარ, ვერ ძლებ უჩემოდ,
მე ამ ფიქრებით კვლავ განვახლდები,
ღიმილს მოგიტან, თვალებს უცრემლოს.
მე როცა ვიგრძნობ, რომ გენატრები,
რომ შენი სული მიხმობს თავისთან,
დავტოვებ ყოველს და გეახლები,
და შენს ცხოვრებას მზეზე გავიტან.
მე როცა ვიგრძნობ... მე მოვალ შენთან,
სულს მოგიშორებ ნაცრისფერ ფერებს,
და შენს ოცნებებს მივიტან ღმერთთან,
უსაზღვრო გრძნობით აგავსებ ჩემებრ.



Freitag, 27. April 2007

* * *

აფორიაქდა სული საბრალო,
თითქოს მიადგა ზეცისა კარებს,
გაერთფეროვნდა ირგვლივ სამყარო,
მალე დავრეკავ სიკვდილის ზარებს,
უაზრო შიშმა შემიპყრო სულ მთლად,
თითქოს თენდება ბოლო დღე ჩემთის,
სხეული ბორგავს და მიჭირს სუნთქვა,
ხმა აღარ მესმის გულისა ფეთქვის.
ტრიალებს თავში ათასი ფიქრი,
ათასი აყრი ერთმანეთს ხლართავს,
თურმე ცხოვრება წამივით მიქრის...
ჩამომიგლიჯავს დრო მეც მის ფარდას.
ჩემს აღსასულის დადგება დილა,
დამეუფლება სიმშვიდე მკაცრი,
სამარადისოდ დავიდებ ბინას...
ეს დრო სიცოცხლეს ხელიდან მაცლის...



Freitag, 27. April 2007

* * *

როს ვფიქრობ შენზე,
გული მევსება რაღაც სხვა გრძნობით,
და ვხედავ, კარგო, ბედნიერება
ქარზე უსწრაფეს ჩვენთან ვით მოდის.
როცა ვარ შენთან,
გული სიხარულს, სითბოს განიცდის,
სულში იღვრება ტკბილი ნექტარი,
მაგრამ დრო გარბის, წამი არ იცდის.
როს ვფიქრობ შენზე,
თანდათან ვხედავ,
რომ დიდი გრძნობა სულ უფრო მითრევს,
დღითიდღე ახლოს მოდიხარ ჩემთან,
უფრო ახლოდან ვხედავ, ხელს მიქნევ.
როცა ვარ შენთან, სულ სხვა ვარ მაშინ,
შენთან ვარ ასე ყველაზე მეტად...
ვეღარ გავიგე ეს ყველაფერი
ჩემში რაც ხდება, რას ნიშნავს ნეტა?



Freitag, 27. April 2007

* * *

დღეს ოცდაორი გაგიხდა წელი,
თითქოს დიდიც ხარ, პატარავ ჩემო,
შენა ხარ ჩემი ცხოვრების ფერი,
სინათლე, სხივი, წყარო და ჩერო.
მსურს, მოგილოცო დღე დაბადების,
მოგართვა მცირე საჩუქრდ ვარდნი,
შენა ხარ ჩემი მზე აღმაფრენის,
არ ვიცი როდის, რას შემიყვარდი.
ვფიქრობ და ვეღარ ვიხსენებ უკვე,
როგორ ჩასახლდი სიღრმეში გულის,
შენა ხარ ჩემი ცხოვრების ბუდე,
მიყვარხარ ჩემო, ნაწილო სულის!



Freitag, 27. April 2007

მოგეფერები

მოგეფერები, მოგიალერსებ, ჩაგიკრავ გულში,
ვიგრძნობ შენს სუნთქვას, სიახლოვით შენით დავტკბები,
დავხუჭავ თვალებს, არ შევხედავ წამებს და წუთებს,
გაჩირაღდნდება შენით სულის მშელი ლამპრები.
მოგეფერები, წამწამებზე ცრემლებს მოგწყვიტავ,
როგორ გიხდება, რომ იცოდე, ღიმილი უფრო,
შენი ღიმილი... წუთიერად მაშორებს მიწას,
შენი თვალები მუდამ აფრქვევს ნათებას უქრობს.
მოგეფერები, არ გაგიშვებ, ვერც გამექცევი,
ჰაეროვნებას შენს თმებისას ვეამბორები,
შენს მოკრძალებას, ავდგები და კოცნით დავამსხვრევ,
მომიახლოვდი, მოდი ჩემო, ნუ გეშორები!



Freitag, 27. April 2007

* * *

ყველაფერი, რაც კი არის ირგვლივ რამე,
მე მახსენებს მხოლოდ შენს თავს, ჩემო კარგო,
ნუთუ ასე შეიძლება, ვერ გხედავდე,
და მაინც კი ყველაფერში დაგინახო?
ყველაფერი მე მახსენებს მხოლოდ შენს თავს,
თითქოს მე შენს დავიწყებას ვერც ვბედავდე,
ნუთუ ასე შეიძლება, ყველაფერში
დაგინახო, მაგრამ მაინც ვერ გხედავდე?...



Freitag, 27. April 2007

მე მენატრება...

მე მენატრება შენი თვალის ლამაზი ფერი
და მენატრება მაგ თვალების ელვარე მზერა,
მე მენატება შენი ტუჩის წითელი ფერი,
შენ მენატრები, მენატრები ყველაზე მეტად.
მე მენატრება შენი სახის ყოველი ნაკვთი
და მენატრება შენი სულის ფარული ბორგვა,
მე მენატრება შენს თითებში ჩაფლული ვარდი
და მენატრება შენს კითხვებზე პასუხის პოვნა.
მე მენატრება შენთან ყოფნის ყოველი წამი
და მენატრება მაგ თვალების ცრემლი კიაფა,
მე მენატრება შენს ფიქრებზე დევნება თვალის,
შენ მენატრები, მენატრები და სხვა კი არა!



Donnerstag, 26. April 2007

* * *

ამბობენ, როცა წვიმს, ტირისო ბუნება,
ნისლი კი ყოფილა სევდა და ფიქრი,
დღეს რად შემეცვალა, ვერ გეტყვი, გუნება,
ან რად დავინისლე, ვერაფრით ვიტყვი.
იქნებ მონატრება იზრდება ძალიან,
ჩუმად რომ ჩასახლდა სიღრმეში სულის,
იქნებ გულმა გრძნობის სასმისი დალია
და მან მიმაჩვია სულ მიდამ დუმილს.
არ ვიცი, რას მექცა გული მთელ არსებად,
ან რატომ მიღიმის ამ ლით ცისკარი.
თუკი სიყვარული ფიქრებად მაქცევდა,
არ მეგონა და რა მჭირს, გთხოვ, მითხარი!



Donnerstag, 26. April 2007

* * *

ცრემლი რა არის?
ეს ხომ გულიდან წამოსული სიმწრის წვეთია,
წვეთი, რომელიც შვებასაც გვგვრის, თუმც სულერთია,
რისთვის ან ვისთვის იღვრება იგი.
გული რა არის?
ჩვენი სხეულის თითქმის ღმერთია,
გული გრძნობაა, სიყვარულით აღსავსე გრძნობა,
მაგრამ ვაი, რომ ის ერთია, მხოლოდ ერთია.
სული რა არის?
სული გულია, სული ცრემლია,
სული ზეცაში აღმამფრენი წმინდა მტრედია,
თვით ჰაერია, სითბოა და თეთრი გედია.



Donnerstag, 26. April 2007

* * *

რად მანატრებ თავს,
რატომ გინდა გადაღალო სული გადაღლილი?
თუ მიჰყვები ქარს,
ჩქარა წადი და მეც ისევ მარტოდმარტო ვივლი.
ნუ მანახაბ ცრემლს,
ვერ გავუძლებ, ვიცი, შენძე ფიქრებსა და ნაღველს,
ნუ მატირებ მეც
და დალექილ სევდას გულში მეტად ნუ აამღვრევ.
შემიბრალებ ნუ,
განა მეფე მუდამ სწყალობს საბრალოს და ღარიბს?!
მომიგონებ თუ,
ეგ ფიქრები ჩემს სულს ცრემლად და სევდად დააწვიმს,
გარდაგსახავ ჯვარს,
დაგიფარავს ღმერთი, იყო ბედნიერი უნდა,
მე გავყვები ქარს,
დამიძახებ ნუ და უკან მომაბრუნებ ნუღარ.



Donnerstag, 26. April 2007

* * *

დღეს გაზაფხული მობრძანდა ისევ
და ძირს დახარა ზამთარმა თავი,
ცამ სიხარული ვეღარ დამალა
და აღტაცების დაყარა ნამი.
მინდა, აბკრიბო წვეთი ყოველი,
თეთრ მარგალიტთა ავასხა მძივად,
და ამ მძივებით მოვურთო მკერდი
მიწას, ჯერ კიდევ ფიქრებში მძინარს.
ამოვა მზეც და აათამაშებს,
მიწისა გულძე სხივებს ბრწყინვალეს,
ეს გაზაფხული სულს გაუთბობს და
ცხარედ ატირებს ცივსა მყინვარებს.



Donnerstag, 26. April 2007

* * *

იცი? მე წუხელ სიზმრად ვნახე შენი ხატება,
შენი თვალები, გაბუტული ეგ შენი ბაგე,
ნეტავ იცოდე, მე უშენოდ რა მემართება,
გრძნობის ვარ ცეცხლში გახვეული, ცეცხლია ცამდე.
ყვავილთ გვირგვინი გიმშვენებდა წაბლისფერ მაგ თმებს
და უწმინდესი თეთრი კაბა გემოსა ქალწულს,
შენზე ოცნებას და სიყვარულს თავს ვეღარ ვართმევ,
ჩუმად გაჩუქებ მოფერებას და კოცნას მალულს.
დაფარფატებდი ვით პეპელა ყვავილთა ზედა
და სიხარული დაჰფენოდა შენს სათნო სახეს,
იცი, პაწიავ, მე გიპოვნე მინდორში ბედად,
მაგრამ ვაი, რომ ყველაფერი სიზმარში ვნახე...



Donnerstag, 26. April 2007

თვალები

მე ვხედავ თვალებს,
თვალებს ვნებიანს,
ტვალებს ციმციმას,
თვალებს ცრემლიანს.
მე ვხედავ თვალებს
სიცოცხლით სავსეს,
მზერით რომ დაცლის
ღვინიან თასებს.
მე ვხედავ თალებს ლამაზს, სევდიანს,
მრავლის მთქმელსა და
თანაც ეჭვიანს.
მე ვხედავ თვალებს
ძლიერ იშვიათს,
თვალებს ნაზსაც და
თვალებს ცეცხლიანს,
მე ვხედავ თვალებს
მორცხვს, ალერსიანს,
თვალებს ტურფას და
თვალებს ეშხიანს.
და ეს თვალები ჩვენი სიცოცხლის,
თვით სიყვარულის მყარი ღერძია,
ვერვინ ამ თვალებს ვერ იპოვიდით,
თუნდაც უაზროდ ბევრი გეძიათ!



Donnerstag, 26. April 2007

* * *

სად გაფრენილა ოცნებების ჩუმი ლაშქარი?
სადღა ვეძებო ტკბილი ფიქრი, უძირო გრძნობა?
თუკი დარჩება გულში რწმენის ერთი მარცვალიც,
ოცნება, ფიქრი, სიყვარული უთუოდ მოვა.
თუკი იმედსაც შემორჩენილს ერთადერთს ყუთში
ქარს არ გაატნევ და არ მისცემ სიცივეს, თოვას,
მაშინ იცოდე, იცოდე, რომ შენს სათუთ სულში
სიყვარული და აღმაფრენა უთუოდ მოვა.
მწამს, ღმერთო, მაგრამ... მწამს მაგრამ როდის?
ჩვენ ვერ ვაჩერებთ ცხოვრების ქროლვას,
რომ ვერ გავუძლო მე დიდხანს ლოდინს?
ნუ გეშინია, დრო მალე მოვა...



Donnerstag, 26. April 2007

* * *

მინდა გითხრა, რომ შემიყვარდი, ვერ ვბედავ თუმცა,
თან უთქმელობის მეშინია არადა ძლიერ,
ბევრი ვეცადე, არ გამეღო კარი გულისა,
მაგრამ ფიქრებს და შენს სიყვარულს ვერაფრით ვძლიე,
და შემოგიშვი ჩუმად ჩემი სულის სიღრმეში,
გაჩუქე მასში ანთებული ლამპარი ციცქნა,
გაგანდე ყველა საიდუმლო--ახალიც, ძველიც
და გაგახვიე ქარიშხალში ჩემებურ ფიქრთა.



Donnerstag, 26. April 2007

* * *

ვარსკვლავებს ვითვლი ჩუმად,
ყოფილან უთვალავი,
მე მესმის შენი სუნთქვა,
ვგრძნობ, ვით დახუჭე თვალი.
გხედავ ოცნება ქცეულს
და მოგეახლო, მინდა,
ვარსკვლავს გაჩუქებ რჩეულს,
ვარსკვლავს, მოწყვეტილს ციდან.
გიახლოვდები თითქოს,
გზა კი გრძელდება უფრო,
ვშიშობ, არ გაგაღიძო,
მძინარს მსურს გესაუბრო.
წამწამებს არხევ, ვხედავ
შენი წარბების ჩრდილში,
ნუ აღელდები, ვბედავ
გითხრა: რად გინდა შიში?
კვალი გატყვია ფიქრის,
არ გჯერა ჩემი სიტყვის?
შენთან მოსვლამე იცი?
წამებს, ნაბიჯებს ვითვლი.
ოცნებებს სხვას ვერ მივგვრი,
უშენოდ მზეც თავს იკლავს,
რატომ დაბნელდა ირგვლივ?
თურმე ზმანება იყავ...



Donnerstag, 26. April 2007

* * *

დასძინებიათ ხეებს,
სადღაც ჩურჩულებს ქარი,
ღამეს დღე გაათენებს,
ადგება ღმერთი ქალი.
დილას მოყვება ბნელი,
ასეა მუდამ დღიდან,
წელს უკან მოსდევს წელი,
ფიფქივით ცვივა ციდან.
დაბერებულან მთებიც,
მათ გულზე ცივად ბარდნის,
დრო არ ბერდება ერთი,
სულმოუთქმელად გარბის.
დაეტყო უკვე დაღლა
სიყვარულს, სითბოს, თმენას,
ოცნებაც აღარ ახდა...
რა დაგვრჩა? მხოლოდ რწმენა!



Donnerstag, 26. April 2007

* * *

რად მიბღვერი ნეტავ?
რატომ გინდა მომეჩვენო უმრისხანეს ქალად?
შემოგხედო, ვბედავ,
მაინც შორს ხარ, ვაი, გული როგორ დაიღალა.
ნუ მარიდებ თვალებს,
გამისწორე ერთხელ მაინც ეგ გამჭოლი მზერა,
მე მივბაძავ მთვრალებს,
და თუ იქაც ვერ გიპოვი, გავიჭრები სერად.
შემოვივლი მთა-ბარს,
ყველა წყაროს შენ გაჩუქებ, მინდორსა და ჭალას,
არ დავეძებ ავდარს,
წვიმაც ცოტას გააგრილებს მზით გათანგულ ქალაქს.
თავს მოვუყრი ღრუბელს,
გადავხვეწავ ცხრა მთას იქეთ მიუწვდომელ შორეთს,
აგიშენებ ბუდეს,
ოღონდაც. გთხოვ, იქ მიგულე და ნუ მომიშორებ.
და მოგივლი ჩემო,
ვითარც ჩიტი დასტრიალებს თავს პაწია ბარტყებს.
ვით მსურს დაგიჩემო...
შენზე ფიქრი დღე და ღამე მუდამ სულ თან დამდევს.
თუ დამლოცავს ღმერთი,
შეერთდება ერთ გზად ჩვენი ცალკეული გზები,
ხომ იცი, რომ გეტრფი,
ახლოსა ხარ, გხედავ, მაგრამ მაინც მენატრები.



Donnerstag, 26. April 2007

* * *

ვეღარ ვისვენებ, სავსეა გული დარდით და სევდით,
ვეღარ ვისვენებ, ატირდა სული, უწყვეტად კვნესის,
ფიქრნი ტალღებად ბობოქრობენ, შფოთვენ და ძრწიან,
ტანჯვით დაღლილ სულს სიმშვიდესაც აღარ აცლიან.
ვიყვირო მინდა, შევანძრიო კედლები მიწის,
მე აღარ ძალმიძს, აღარ ძალმიძს ტარება ნიღბის,
დამტოვეთ მარტო, აღარ მინდა ველი ყვავილთა,
ღამის სიცივეს ტანჯვით, მაგრამ მაინც ავიტან.
გავუძლებ ყინვას და გავუძლებ სიბნელეს, უკუნს,
გავუძლებ წვიმის უსაშველო ხმაურს და გრუხუნს,
შენზე ფიქრები შევაჩერო, აღარ მაქვს ძალი,
ვეღარ ვისვენებ ამიტომაც თუნდ ერთი წამით.



Donnerstag, 26. April 2007

არ ვიცი, რატომ მეფერება ეს ცივი ქარი, არ ვიცი, რატომ...

არ ვიცი, რატომ მეფერება ეს ცივი ქარი,
არ ვიცი, რატომ დამაყარა ცრემლები ზეცამ,
ცხოვრების მწარე საიდუმლო რად არ მითხარით,
თორემ არაფრით ვისურვებდი მოსვლას ამ ქვეყნად.
ცხოვრების მწარე საიდუმლო? ვერ მიხვდით განა,
რომ ეს ცხოვრება არის მხოლოდ ამაოება,
უკან მოხედვას ვერ მოასწრებ, დრო ისე გავა,
გუშინდელივით ეს დღეც ცარსულს დაემონება...



Donnerstag, 26. April 2007

უკანასკნელი თოვლიც გაქრა, გამოზაფხულდა გულშიაც კვლავ...

უკანასკნელი თოვლიც გაქრა,
გამოზაფხულდა გულშიაც კვლავ,
ლამაზ სიმღერას სულიც კი აჰყვა,
ეს გაზაფხული ოცნებას ჰგავს.
სულ დახეულა ნისლის პერანგი,
გაუხელია თვალები ცას,
სადღაც გამქრალა მწუხრი ვერაგი,
მზის, გაზაფხულის, სინათლის მწამს!...



Donnerstag, 26. April 2007

ვიცი, ღამეა, აღარ ჩანს მთვარე, ვიცი, წაშლილა დილის...

ვიცი, ღამეა, აღარ ჩანს მთვარე,
ვიცი, წაშლილა დილისა კვალი,
დამდგარა ბნელი, მწუხრია მწარე,
ბულბული დუმს და... გვიგალობს ყვავი.
სადა ხარ? გეძებ, თუმც ვეღარ გპოვებ
ვერც მდიდართან და ვეღარც ღარიბთან,
ეგრე ეგ ფრთები როგორ შებორკე
და როგორ გაქრი ამ ქვეყანიდან?
რატომ ბატონობს სიცრუე ყველგან?
რატომ მძვინვარებს შური და ბოღმა?
თუკი სიმართლე აღარ გაელავს,
რისთვის არსებობს დღეს კაცის მოდგმა?
რისთვის იღწვიან? რისთვის ბრძოლობენ?
რისთვის დადიან აღმა და დაღმა?
რა საჭიროა, კრავდე ორ ღობეს
არ გაიხარა თუკი შიგ ბაღმა?!
აანთეთ სულში სანთლები წმინდა,
გამოიფხიზლეთ, ისმინეთ ლოცვა!
დამდგარა წამი სინანულისა,
ხალხი სიზმარში ბანაობს როცა...



Donnerstag, 26. April 2007

სიტყვები ვერაფერს ვერ შველის სევდას, სიტყვები ვერა...

სიტყვები ვერაფერს ვერ შველის სევდას,
სიტყვები ვერაფერს ვერ შველის დარდს,
ცრემლები გულიდან ცდილობს ამოხეთქვას
და სულიც იფარებს უხილავ ჩადრს.
როგორ გავუცხოვდი ჩემი სამყაროდან,
როგორ გამომრიყა კუნძულზე ზღვამ,
ვერსად ვეღარ ვნახე წმინდა წყლის წყარო და
თეთრად აქაფებულ ტალღებსღა ვსვამ.
ვერსად ვეღარ ვპოვე სითბო, სიყვარული,
ტალახით მოსვრილა ღერთისკენ გზა,
ჯვარი სადღაც მტვერში არის მიმალული,
აღარსად რეკავენ ტაძრები ზარს.
და დუმს ეკლესია, მაგივრად იმისა,
რომ წმინდა გალობა სწვდებოდეს ცას,
ეშმაკმა ადამის სული დაიმისა
და ნუთუ იგივე ელის ამ ხალხს?!
ყველგან სიცრუე და ყველგან ორპირობა,
უკვე აკვანშიაც გესლავენ ჩვილს,
შენ, ადამიანო, ხომ დადე პირობა,
რომ აროს შეჭამდი აკრძალულ ხილს?
მაგრამ ფერფლად იქცა, ფიცი, დაპირება,
მოითხოვ ღვინოს და გასმევენ ძმარს,
კაცის სიყვარულით ცრემლი დაგცვივდება?
მოვა ის კაცი და მოგიკლავს ძმას.
არევ-დარეულა ირგვლივ ყველაფერი,
აღარ მიხარია თენება დილის...
არა! მაინც ისმის ჩუმი ლოცვა ბერის!...
ნეტავ თუ მოვნახავ გაცრეცილ ბილიკს?!



Donnerstag, 26. April 2007

შენ მომიტევე უფალო გვედრებ, ჩემი ცოდვილი ცხოვრება ...

შენ მომიტევე უფალო გვედრებ,
ჩემი ცოდვილი ცხოვრება ესე,
მე ჩემი სულის სადავეს ვეძებ
და ვეძებ სითბოს, სულში რომ ვთესე.
ნუ მიმატოვებ მაღალო ღმერთო,
გვედრებ, ნუ მიმცემ ეშმაკის ხელებს,
არ მაქვს უფლება,ვიცი, მე ქვე მდგომს,
მაგრამ შემმატე, გთხოვ, შენსა ველებს.
მომეც წყალობა და მომეც მადლი,
რომ მუდამ ყველგან გინთებდე სანთელს,
რომ მუდამ ყველგან ვლოცვიდე მალვით,
მისაზრდოებდეს ეს ლოცვა კანდელს.
მომეცი ნიჭი, ვისმინო სიტყვა,
სიტყვა კეთილი და სიტყვა წმინდა,
შენს სადიდებლად ოდეს რაც ითქვა,
ყველაფერს ერთად ვგალობდე, მინდა.
მომეც უნარი ცოდვების განსჯის
და სინანულიც მომმადლე მათი,
გთხოვ, მომიტევე, ღმერთო, ნუ დამსჯი
და გამინათლე გონება ნათლით.
გამხადე, ღმერთო, ღირს ზიარების
სისხლის და ხორცის შენისა ნებით,
გთხოვ, ნუ ისუნთქავ სუნს იარების,
ნუ დამიყოვნებ დროსაც კურნების.
მიიღე ესე ცოდვილი სული
და მიეც მხოლოდ ერთი გზა შენსკენ,
შენ შემოგცირავ სიწმინდეს სულის,
გვედრებ, ნუ დამნთქავ შავ-ბნელსა ქვესკნელს.



Donnerstag, 26. April 2007

ჩემო სიცოცხლე

შენი სიცოცხლე ჩემი ცხოვრების ფესვია, ძირი,
ჩემი სიცოცხლე ერთადერთი შენა ხარ მარტო,
დავხეტიალებ ქვეყნად როგორც ეული გზირი
და ამ უფერულ სამყაროში მხოლოდ შენ გნატრობ.
აღარ არსებობს ნუთუ ჩემთვის ერთი გზაც შენსკენ?
აღარ არსებობს ნუთუ ცაზე თბილი მზე ძველი?
აღარ არსებობს დააწვიმს ნეტა კიდევ გაცრეცილ ფრესკებს?
არ გაგვაგონებს თავის სიტყვებს მოხუცი ბრძენი?
დავტოვებ მიწას, არ მენანება არც ერთი წამით,
არ მენანება არც ეს ქარი და არც ეს წვიმა,
არც მთვარის თეთრი, ვერცხლიფერი ფეთქება ღამით,
არ მენანება, რადგან უკვე სიკვდილი მინდა.
ამ ცხოვრებისთვის, ვფიცავ შენს თავს, არაფრით ვიბრძვი,
მაგრამ შენ მრჩები ერთადერთი ამ ქვეყნად ჩემი,
ჩემო სიცოცხლე, მე უშენოდ სიცოცხლე მიმძიმს,
მაგრამ შენითვე მიჯაჭვული მიწაზე ვრჩები...



Donnerstag, 26. April 2007

* * *

ლამაზად მიჰხატვია ღრუბელი ცას,
ეძებს სიხალისეს სხივები მთვარის,
ველი დაემგვანა ბობოქარ ყღვას,
ალბათ ასე იშვა ოდეს ღმერთქალი.
ნუ გაანათებთ სანთლებსაც, ნუ,
იკმარეთ ღვთიური სინათლე ამ დღეს,
ბუნება მძვინვარებს და თანაც დუმს,
ამგვარი მშვენება გინახავთ სადმე?
ტკბობა ეუფლება გადაღლილ სულს,
იძვრება ფიქრის და ოცნების ჯარი,
ამაღამ სამყაროს სიგიჟე სურს,
შელშლა და კივილი სწყურია ქარის.
ვედრებად მოისმის გუგუნი მიწის,
იბრძვის და ილაშქრებს ბუნება კვლავ,
ლანდები გაქრება, თანახმად ფიცის
ინათებს... სინათლე სიბნელეს კლავს.



Donnerstag, 26. April 2007

ვუძღვნი თეა ყოლბაიას

ნუთუ არ გაწვიმს ჩემი ცრემლები?
ნუთუ არ დაგწვა მისმა სიცხელემ?
მე მოგონებებს თავზე ვევლები
და იმ ყველაფერს ცრემლით ვიხსენებ.
ამტკივდა გული, გესმის ეს ფეთქვა?
ვცახცახებ სულმთლად და სულმთლად ვთრთოლავ,
იქნება ესეც არ უნდა მეთქვა,
მაგრამ სულია ასე რომ ბორგავს.
გიხსენებ, მე დღეს გიხსენებ უკვე,
მაგრამ დღესაც კი ვერ ვუძლებ ტკივილს,
ჩუმად მივყვები გზას ბნელს და უკვლევს
და ვეძებ შენსკენ მომავალ ბილიკს.



Donnerstag, 26. April 2007

გაგაუცხოვე...

გაგაუცხოვე, შენ მე დღეს უკვე სულ აღარ მიცნობ,
არ ვიცი, იქნებ გგონია კიდეც, თითქოს დავკარგე სულისა სითბო,
იქნებ გგონია, რომ შევიცვალე, იქნება ჩემზე ბევრ სხვასაც ფიქრობ,
და ეხლა წასვლის ბოლო წუთებში მე შენგან მხოლოდ მოსმენას ვითხოვ.
მე იგივე ვარ და ის ვიქნები, რაც კი ვყოფილვარ პირველ წამიდან,
მივყვები გზას და არ ვუბრუნდები უკვე გათელილ შარას თავიდან,
ისევ ისეა გაზაფხული და ისევ იღვრება სუნი ბაღიდან...
გაგიუცხოვე ჩემი სამყარო!!! აი, სულ ბოლო წამიც გავიდა...



Donnerstag, 26. April 2007

* * *

ბულბულობას განა რამე სჯობია?
არწივობა დამითმია თქვენთვის,
მოჭიკჭიკე ყველა ჩიტი როდია
სიმღერის და სიყვარულის ღმერთი.
ავმღერდები და გალობას გეტყვით,
სიკეთეზე დაგაფიქროთ იქნებ
დამაცადეთ,ვალს მოვიხდი ქვეყნის
და მერე კი თუნდაც მოვკვდე იქვე.



Donnerstag, 26. April 2007

ამ ცხოვრების ბრალია...

ზოგისთვის ეს ცხოვრება ჭრელა-ჭრულა ფერია,
ზოგისთვის კი ვაი, რომ უსასრულოდ ბნელია,
თითქოს კვდება იმედი მზის სხივების მიგნების
და ცხოვრებით დაღლილნი უფრო მეტად ვიღლებით.
სულ გამქრალა ღიმილი ჩვილი ბავშვის სახეზეც,
პაწაწინა თვალებსაც აქეთ-იქით აცეცებს,
დედა არის იმისთვის მაგალითი ყოველის
და სიცილის სწავლებას მხოლოდ მისგან მოელის,
მის სახეზე კითხულობს სიხარულს და გრძნობასაც
და მისგანვე ითვისებს კაცის მიმართ ნდობასაც...
მაგრამ შვილის აღზრდილისთვის დედას აღარ სცალია...
ვაი, რომ ყველაფერი ამ ცხოვრების ბრალია...



Donnerstag, 26. April 2007

როცა მინდა, რომ...

როცა მინდა, რომ გაჩუქო სულის ჩუმი ერება,
მაშინ ხარ შორს და არც კი ფიქრობ, რომ სითბო მტანჯავს,
როცა მინდა, რომ გაჩვენო ლექსი ვით იწერება,
მაშინ მიდიხარ, არ გცალია, დროს სადღაც ხარჯავ.
როცა მინდა, რომ დაგიხატო მთელი სამყარო,
თვალები მაშინ გეხუჭება, გერევა ძილი,
და როცა მინდა, დაგანახო სინათლის წყარო,
მაშინ თამაში გირჩევნია გამომშრალ სილით.
როცა მინდა, რომ... როცა მინდა... რომ იყო ჩემთან ჩემთან,
მაშინ გიტაცებს ბრჭყვიალება ფერადი ქვების...
ცხოვრებით გართულს არ გცალია ჩემს მოსასმენად,
მოდი, დაგტოვებ, შეგიშალო, არ მინდა, ხელი.



Donnerstag, 26. April 2007

* * *

ბევრი ტკივილი ამიტანია და დამიღვრია უაზროდ ცრემლი,
ბევრი სიცივეც დამინახია, დამუნჯებულა დგეს გული ჩემი,
თურმე ყოველი მცდარი აზრია, რაც კი არსებობს სიტბოს შესახებ,
ნეტავი სიკვდილს აღარ მაცლიან??? ან ამ ცხოვრებას რად შევესახლე???
და ეს ცრემლებიც სიმწრის ნამია, ნამი, რადგანაც გამიშრა წვიმა,
ისევ ჩემს სულთან ბროლის ჯამია, ეს დროც უაზროდ შორს გაიჭიმა,
სითბოთი გული ღვინით ჯამია და გამოვცალო ფიალა მინდა
ჩემს მოსასმენად არვის სცალია, დგეს სადღეგრძელო უსიტყვოდ ითქვა...



Donnerstag, 26. April 2007

არ მინდა ძილი...

შუაღამეა, დაძინება კი არ მინდა მაინც,
ნეტავი რით ვერ გავურბივარ უსაზღვრო ფიქრებს?
სულ მალე ალბათ გაფითრდება სიბნელე ღამის,
და მერე ალბათ დილის ძილი მაინც ჩამითრევს...
თუ დამეძინა, მოვწყდები ალბათ დროებით მიწას,
და მერე სულიც ვერ აღიქვამს მშვენებას დარის,
როგორ არ მინდა, დამათენდეს უგონოდ მძინარს,
როგორ არ მინდა, დილას შევხვდე ნახევრად მკვდარი.
შუაღამეა, ვიცი, მაგრამ მინდა სიფხიზლე,
მე მძულს მათიშვა გონებისა წუთითაც თუნდაც,
არ მესმის კაცის, სიმთვრალიდან ძლივს რომ იღვიძებს
და ისევ ღვინით დროებითი სიკვდილი უნდა.
მე მიყვარს ფიქრი, დაკვირვება და ისევ ფიქრი,
მიზვარს ძიება და დაჭიმვა გონების ძაფის,
არ მინდა ძილი, მცირე ხნითაც არ მინდა ძილი,
მინდა ფხიზელი შევეგებო ცხოვრების ძახილს.



Donnerstag, 26. April 2007

* * *

გაერთფეროვნდა სამყაროს ფერი,
თითქოს მივაპობ მუქ რძისფერ ნისლს,
მე აღარ ვიცი ვისთვისა ვმღერი,
ნელ-ნელა ჩემი სიმღერაც მღლის.
არ ვერიდები სიმთვრალეს, ვსვამ,
არ ვერიდები სიცივეს, წვიმს,
არ ვერიდები არც თოვლს, არც ქარს,
მაგრამ სულს მაინც რაღაცა ჭირს...



Donnerstag, 26. April 2007

დრო

მიფრინავს წამი, წუთი, საათი,
მიჰყვება დღეს დღე და წელსაც წელი,
მე ხელში შემრჩა ერთი ბარათი...
გადავიკითხე სიტყვები ძველი...
მე გამახსენდა შენი სიმღერა,
მე გამახსენდა სიცილიც, ცრემლიც,
და მომენატრე, კარგო, იმდენად,
რომ სულ მცირე ხნით გაგხადე ჩემი...
მიფრინავს წამი, გადის საათი,
ნელა ვშორდებით ერთურთის აჩრდილს,
დროვ, გაიარე ერთხელ ტაატით,
ნუ გავხარ მუდამ ცხენს ფაფარაშლილს!!!



Donnerstag, 26. April 2007

* * *

რამდენი ღამე მითევია მე შენზე ფიქრში,
რამდენი წუთი მინატრია... დრო არ მყოფნიდა,
ხან მოუთმენლად დამითვლია წამები იგი,
ხან ვაჩერებდი, ის მებრძოდა... მაინც მჯობნიდა...
იყო იმედი შეხვედრისა და მოლოდინი,
წამებს მოჰქონდათ მერე ისევ ეს განშორება,
და მერე იყო უსასრულო დროის ზოზინი,
თითქოს ათოვდა უშენობა ცისფერ ცხოვრებას.
იყო უსაზღვრო მონატრება და მერე ქროლვა
დროის ქარების არ წყდებოდა, წაშალა გზები...
მერე დაიწყო უშენობამ კვლავ ცივი თოვა
და გადათეთრდა ჩვენს ცხოვრების ცისფერი მთები...






Donnerstag, 26. April 2007

* * *

ჩუმად ფიქრში ჩაიფერფლა ღამე,
და მარტო ვარ... უსაშველოდ ცივა,
შეხვედრამდე მე დავითვლი წამებს,
შეხვედრამდე მე გავუძლებ წვიმას...
მომენატრე ძალზედ ძლიერ, მაგრამ
მომენატრე მხოლოდ ჩემთვის, ჩუმად,
როცა გნახავ, მოგიშორებ აღარ,
შეხვედრამდე თუ გამიძლო გულმა...



Donnerstag, 26. April 2007

ვიცი

ვიცი არ გამანდობ საიდუმლოს,
სადღაც გამექცევი შორს,
ჩემთან ყოფნა როგორ გაიძულო?
სულში უშენობით თოვს.
ვიცი, არ გამიმხელ შენს ოცნებებს
და არც რომელიმე ფიქრს,
მხოლოდ ერთხელ მაინც შემომხედე...
სულში უშენობით წვიმს.
ვიცი, არასოდეს არ მაჩუქებ
არცერთ გაღიმებას ჩუმს,
ამ გულს მეტად ნუღარ გააჩუმებ...
სული უშენობით დუმს.
ვიცი, არასოდეს გაიმეტებ
ჩემთვის თუნდაც ერთ წვეთ ცრემლს,
ნეტავ თავსრითიღა ვაიმედებ?...
სული უშენობით თვლემს...



Donnerstag, 26. April 2007

დამივიწყე!!!

დამივიწყე!!! დამივიწყე უსასრულოდ!!!
ნუ მიჰყვები ჩემზე ფიქრის მდინარებას,
საყვედურით ცად ღმერთი არ შეაწუხო...
გაუძელი, გაუძელი მონატრებას...
შენს თვალებში ნუ მანახებ სევდა-ნაღველს,
თვალებში ხომ შენი გული ირეკლება...
არ ანახო წვეთი ცრემლი თუნდაც ღამეს
და არც დღის ცას, როცა ღამე გაეყრება.
დამივიწყებ... განშორებით ვინ მომკვდარა?!
განა ყველა ამაყად არ დააბიჯებს?!
ერთადერთი მე ვიქნები ქვეყნად ალბათ,
ვისაც მხოლოდ უშენობა გააგიჟებს...



Donnerstag, 26. April 2007

* * *

ცვალებადია ჩემი ბუნება,
ცვალებადია ვითარცა მარტი,
წეღან თუ კარგი მქონდა გუნება,
ეხლა ცრემლების მომდის ნაკადი.
ცეღან თუ სავსე ვიყავ ხალისით,
ეხლა მაწუხებს დარდი უთქმელი,
უცებ მესტუმრა წამი დანისვლის,
უცებ ჩამოწვა სულში ღრუბელი.
შენ გამახსენდი... ვიცვალე მიტომ...
და ეხლა სევდას გავუძლო უნდა,
ბედნიერება?? არ მინდა... გითმობ...
შენთვის სიცოცხლეც მეჩუქნა მსურდა...



Donnerstag, 26. April 2007

შენთან მინდა...

შენთან მინდა... მომენატრა შენთან ყოფნა... სიახლოვე...
გრძნობით სავსე მოფერება, გრძნობით სავსე ჩახუტება...
თუ გიყვარვარ ოდნავ მაინც ყველაფერი მიატოვე,
დააჩქარე ჩემთან მოსვლა, სანამ სული გახუნდება.
შენთან მინდა... მომენატრა მაგ თვალების მზერა მწველი,
შენთან მინდა... მომენატრა შენი ჩუმი გაღიმება...
თუ გიყვარვარ ოდნავ მაინც, მიატოვე ყველაფერი,
დააჩქარე ჩემთან მოსვლა, სანამ სული დაიღლება.
ის წუთები, უსასრულო რომ მეგონა, გაიფანტა...
ფიქრად ქცეულ ღამეების თანამგრძნობი დავრჩი მარტო,
მიატოვე ყველაფერი, ოდნავ მაინც თუ გიყვარვარ,
დააჩქარე ჩემთან მოსვლა, ქარის ქროლვას ნუ მიმანდობ...



Mittwoch, 25. April 2007

რომ ვიყო...

გემი რომ ვიყო, მე მხოლოდ შენსკენ მომავალი გავშლიდი აფრებს,
ჩიტი რომ ვიყო, ჩემი გალობით მოგირჩენდი სულის იარებს,
ქარი რომ ვიყო, მე მხოლოდ შენთვის ვიქროლებდი დედამიცაზე,
ფიქრი რომ ვიყო, მე ერთადერთი შენს გარშემო თუ ვიტრიალებ.
მე რომ მზე ვიყო, ჩემს უთბეს სხივებს მარტოდმარტო შენ გაჩუქებდი,
წვიმა რომ ვიყო, მე მხოლოდ შენთვის მოვწყდებოდი ზეცის წამწამებს,
მთვარე რომ ვიყო, მე ჩემს სინათლეს შენს ფანჯრებთან ავაფეთქებდი,
რწმენა რომ ვიყო, მე მხოლოდ ჩემით აგივსებდი სულს განაწამებს.
რომ ვიყო ლანდი, მე უსათოუდ ვიქნებოდი შენი აჩრდილი,
რომ ვიყო წყარო, დავდინდებოდი მხოლოდ შენთვის მიწაზე მუდამ...
და თუ არა ვარ მე არცერთის თუნდაც ნაწილი,
მე მაინც შენით ვარსებობ და შენთვისვე ვსუნთქავ!



Mittwoch, 25. April 2007

* * *

ფიქრად მომევლინე ღამის სიჩუმეში...
სევდად და ოცნებად რჩები...
ღამევ, მომეფერე ჩვეული ნუგეშით,
ღამევ, შემიფარე, ვკვდები...
ღამევ, მომახვიე სიბნელის საბანი,
რადგან უსაშველოდ მცივა...
მე შენთან მოვედი ცრემლებით ნაბანი,
როგორც კი დაეშვი ციდან...
უკვე ვეღარ ვიტან დღეთა უხეშ ფერებს,
მიყვარს მდუმარება შენი...
ღამევ, შემიფარე, ღამევ, მომეფერე,
ღამევ, მისაშველე... ვკვდები...



Mittwoch, 25. April 2007

აღარ გენატრები...

აღარ გენატრები... აღარ გენატრები, ვიცი...
აღარ გეფიქრები... აღარ გეფიქრები, რატომ??
აღარ შემადარებ აწი ვარსკვლავების ციმციმს,
აღარც ცივ მთვარეს და აღარც ულამაზეს მნათობს,
აღარ ჩამიხუტებ... აღარ მომიფერებ კოცნით,
აწი ამატირებს მხოლოდ მონატრება შენი,
და თუ ვიზეიმებ, მხოლოდ გაზაფხულის ქორწილს,
ცრემლებს შევიყვარებ, წარსულს სინანული შვენის...
სულში დაგროვილა უკვე უშენობის სევდა...
ღამეს მივენდობი, ღამე თუ გამიგებს მარტო...
აღარ გენატრები... აღარ გენატრები ნეტავ???
აღარ გეფიქრები... აღარ გეფიქრები... რატომ???



Mittwoch, 25. April 2007

* * *

ისევ სიბნელე... ისევ ღამე... და ისევ ქარი...
ისევ მდინარის ჩუმი ხმა თუ ტკბილი ბაასი...
კვლავ მოგონება... კვლავ ზმანება საყვარელ ქალის...
კვლავ მონატრება... კვლავ ტიკტიკი მწარედ საათის...
ისევ ფიქრები... მომავალი ნაცრისფერია...
ისევ დუმილი... დროს გაძლება უნდა ხანდახან...
ისევ ლოდინი... ჩემნაირიც ალბათ ბევრია...
ისევ ოცნება... თუ იმედი იქნა თანახმა...



Mittwoch, 25. April 2007

უარი

შემცივდა და მზემ სხივები მომაფარა შიშველ მხრებზე,
ავტირდი და თვალს შეაშრო ცრემლი სითბომ,
მოვიწყინე... არ მაცადა არც მოწყენა და თითებზე
ჩუმად კოცნით მომეფერა... გამეღიმა ცოტაც თითქოს...
ფიქრს გავყევი... წყალს დაეცა და სინათლე მომაყარა,
ქარს მივენდე... თამაშიც კი აუკრძალა ჩემთან ნიავს,
მიმოფანტა ღრუბელი და წვიმაც აღარ მომაკარა...
განა ოდეს ვიფიქრებდი, რომ ვნახავდი მზეს ეჭვიანს?!...
მიმეძინა... აიკრიფა სხივები და მომასვენა,
აამღერა მერე დილით ისევ ჩემთვის ფრინველთ გუნდი,
აკაშკაშდა, სიყვარულით გამიღიმა, შემომხედა,
სიხარულით ჩამჩურჩულა: " დაგიბრუნდი! დაგიბრუნდი!"
შემომხედა თვალებში და შეცბა უცებ... დარდი ჰპოვა...
და მის სახეს განცვიფრებამ შეაყინა გაღიმებაც...
მიხვდა... მიხვდა, რომ სხვა მიყვარს და უსიტყვოდ მიმატოვა...
თუმცა ამით მან ხომ ჩემთვის თვის სიცოცხლეც გაიმეტა...



Mittwoch, 25. April 2007

წაიღეთ...

წაიღეთ ჩემგან ეს სილამაზე,

წაიღეთ ჩემი თვალების ეშხი,

ოგონდ მაჩუქეთ ბედნიერება,

თუნდაც სულ ცოტა, თუნდ ერთი პეშვი.

წაიღეთ ჩემგან წვეთები ცრემლის,

ეს მარგალიტნი სულის შექმნილი,

გთხოვთ, შემარიგეთ ბედნიერებას,

რომ აღარ ვყავდე მას განდევნილი.

მოდით, წაიღეთ მშვენება თმების

და ეს სიწითლეც ამ ბაგეების,

მისი ცქერით რომ სულ მუდამ ტკბებით,

საწყისი ცოდვის და აღელვების.

წაიღეთ ხელის გულების სითბოც

და სინატიფეც თუგინდ თითების,

გულს ნუ წამართმევთ ერთადერთს მხოლოდ,

მე მის გარეშე აღარ ვიქნები...



Mittwoch, 25. April 2007

მინდა...

მინდა აგიხდინო ყველა ნატვრა, შენთვის ვარსებობდე მინდა,
მინდა მოვყვებოდე შენს ნაკვალევს, გთხოვ, ნუ მომიშორებ გზიდან,
მინდა დაგიკრიფო მზის სხივები, გულზე გადაგფინო მძივად,
მინდა მიმოვფანტო ეს ღრუბელი, რომ არ მოგაკარო წვიმა.
შენ ხარ სინანული ჩემი, გრძნობა და სიგიჟე ფიქრთა,
თითქოს ბევრის მთქმელი, მაგრამ მაინც უპასუხო კითხვა,
შენით მიღამდება დღე და შენით მითენდება დილა,
შენ ხარ მონატრება ერთი, შენი მონატრება მტკივა...



Mittwoch, 25. April 2007

* * *

მიიკლაკნება მდინარე დაღმით
და თან მიჰყვება ცხოვრებაც თითქოს,
ფიქრისგან უკვე ძალიან დაღლილს
აღარ მაქვს თავი და მაინც ვფიქრობ.
მიიკლაკნება მდინარე საწყლად
და ძლივს მიათრევს უსუსურ ტალღებს,
მზეც მას დღითიდღე ცხოვრების მსგავსად
ნელ-ნელა აშრობს და სიკვდილს აჩვევს.
მიიზლაზნება მდინარე მდორედ,
დანებებულა ცხოვრების წესებს,
თუ მოვა წვიმა, ერთს გაიბრძოლებს
და ათქმევინებს პოეტებს ლექსებს...
მიდის ცხოვრება ნელი ნაბიჟით,
მიიკლაკნება მხოლოდღა დაღმით...
არ გებრალებით? ხელი გამიშვით!!!
არ მსურს სიცოცხლე ცხოვრებით დღლილს!!!



Mittwoch, 25. April 2007

* * *

როცა ძარღვებში შეწყდება ჩქეფა
აბობოქრებულ სისხლის ტალღების,
მაშინ თვით სული წამოვა შენთან...
დაიფერფლება ბაღში ვარდები...
როცა ქალაქში მოვა სიჩუმე
და როცა სევდა გადმოვა ზეცით,
მე ჩამოვუვლი მაშინ ჩვენს ქუჩებს
და ვივლი მხოლოდ ნაცნობი გზებით.
როცა სიტყვებით ვეღარ მოგწვდები,
როცა კოცნითაც გაგათბობ ვეღარ,
ხო, სწორედ მაშინ ნუღარ მომძებნი...
უკვე სიცოცხლის საზღვართან ვდგევარ,
და როცა უცებ შეწყდება ჩქეფა
აბობოქრებულ სისხლის ტალღების,
მე მხოლოდ სული წამოვალ შენთან
და სამუდამოდ შენთან დავრჩები...

Last Updated on ორშაბათი, 25 იანვარი 2010 23:51