აკაკი წერეთელი - უკანასკნელი ლექსი Print E-mail
ავტორი ვებ-მასტერი   
სამშაბათი, 29 დეკემბერი 2009 21:49

აღარ გსურს ჩემი ანთება,

მნათე ხარ სხვისი ლამპრისა!..

დამწუნებელო ბულბულის,

გიყვარს ჭიკჭიკი სხვა მხრისა!…


უშენოდ ვეღარ ჭიკჭიკობს,

ენა ჩავარდა ბულბულსა,

მოუახლოვდა სიკვდილი,

შხამი აპკურა მის გულსა.


მაგრამ ეს შენთვის ერთია:

ცოცხალი ვიყო, გინდ მკვდარი!

აღარ აენთვის აწ სხვისგან

ჩემი დამქრალი ლამპარი!