1

    1.     თ˜ა მარტსა კ~ე
    2.     საკითხავნი ხარებისანი. თქუმული წმიდისა გრიგოლი ნეოკესარიელ ეპისკოპოსისაჲ. ხარებისათჳს წმიდისა ღმრთის-მშობელისა
    3.     დღეს ანგელოზთა განწყობილებითა გალობანი ბრწყინვალე იქმნებიან და ნათელი იგი ქრისტჱს მოსულისაჲ მორწმუნეთა გამოუბრწყინდების.
    4.     დღეს მხიარული იგი არჱ ჩუენი ქრისტჱ, სიმართლისა იგი მზჱ, ბრწყინვალითა ნათლითა გამოგჳბრწყინდა ჩუენ და მორწმუნეთა გონებანი განანათლნა.
    5.     დღეს ადამ განახლდების და იხარებს, ანგელოზთა თანა ზეცად აღფრინდების, ამისთჳს რამეთუ სულისა წმიდისა მოსლვაჲ იქმნა.
    6.     დღეს ღმრთეებისა მადლი, უხილავთა სასოჲ, განანათლებს გონებითა უფროჲსღა მათ დიდებათა, რამეთუ საუკუნითგან დაფარული იგი საიდუმლოჲ განცხადებულად გუაუწყა ჩუენ.
    7.     დღეს სათნოებისა გამოუთქუმელისა გჳრგჳნნი იქმნებიან ღირსთა და მორჩილთაჲ დღესასწაულის მოყუარეთაჲ:
    8.     ჰნებავს ღმერთსა გჳრგჳნოსან ყოფაჲ ტრფიალთაჲ მათ უქცეველისა სარწმუნოებისათაჲ, ვითარცა ჩინებულთა და მკჳდრთა მოუწოდა, და ზეცათა სასუფეველი მწრაფლ მოუწესს ზეცისა მობაძავთა შეერთებად ღმრთის მსახურებ(ისა) ანგელოზთა კრებულსა.
    9.     დღეს ღმრთისა მიერი (იგი) აღესრულების თ(ქუმულ)ი, რომელსა იტყჳს: იხარებდით ცანი და იშუებდინ ქუეყანაჲ.
    10.     მთანი იხარებენ პირისაგან უფლისა, რამეთუ მოვალს.
    11.     და იხარებდენ ყოველნი ძელნი მაღნარისანი პირისაგან უფლისა, რამეთუ მოვალს, და დავით სამე ძელად იტყჳს, ხოლო უფლისა წინამორბედმან ხედ ნაყოფის გამომღებელად ღირსად მოსლვისათჳს უფლისა უწოდა.
    12.     ხოლო უფალმან ჩუენმან იესუ სიახარული იგი გამოუთქუმელი ყოველთა მისა მიმართ მორწმუნეთა აღუთქუა, რამეთუ ჰრქუა: გიხილნე თქუენ და გიხაროდის და სიხარული თქუენი არავინ მიგიღოს თქუენგან.
    13.     დღეს ყოველთა სასმე(ნე)ლი იგი და გამოუთქუმელი საიდუმლოჲ, რომელთა სასოებაჲ ქრისტჱს მიმართ გუაქუს ღირსად აღბეჭდულთა ქრისტიანეთა, განცხადებულად მოგუეთხრობის ჩუენ.
    14.     დღეს გაბრიელ, ღმრთისა წინაშე მდგომელი, ქალწულისა წმიდისა მოვიდა და ესრჱთ ახარა მას: გიხაროდენ, მიმადლებულო!
    15.     ხოლო იგი განიზრახვიდა: ვითარ-მე იყოს მოკითხვაჲ ესე?
    16.     ხოლო ანგელოზმან მან მეყსეულად მიაგება და ჰრქუა: უფალი შენ თანა!
    17.     ნუ გეშინინ, მარიამ, რამეთუ ჰპოვე მადლი ღმრთისაგან.
    18.     ამისთჳს მუცლად-იღო და შვე ძჱ და უწოდო სახელი მისი იესუ.
    19.     ესე იყოს დიდ და ძე მაღლის ეწოდოს, და მოსცეს მას უფალმან საყდარი დავითის, მამისა თჳსისაჲ, და მეუფებდეს სახლსა ზედა ისრაელისასა უკუნისამდე და სუფევისა მისისაჲ არა იყოს დასასრულ.
    20.     ჰრქუა მარიამ ანგელოზსა მას: ვითარ-მე იყოს ესე ჩემდა, რამეთუ მე მამაკაცი არაჲ ვიცი?
    21.     და-ღა-მე-ვადგრეა მერმე ქალწულად, ანუ მიმეღოს ქალწულებისა იგი პატივი?
    22.     ამას რაჲ განიზრახვიდა წმიდაჲ ქალწული, მეყსეულად მთავარანგელმან მან შეწირა მისა სიტყჳსა მის კუალად-გებაჲ და ჰრქუა: სული წმიდაჲ მოვიდეს შენ ზედა და ძალი მაღლისაჲ გფარვიდეს შენ.
    23.     ამისთჳსცა შობილსა მას წმიდასა სახელი ეწოდოს ძე ღმრთის.
    24.     რამეთუ რომელი-იგი არს, გარნაღა ეწოდოს.
    25.     შემსგავსებულად წმიდაჲ მარიამ ყოველთაგან ნათესავთა მხოლოჲ მადლმან მან გამოირჩია, რამეთუ ჭეშმარიტად ყოვლითავე ბძენი იყო.
    26.     არავინ მსგავს მისა ყოველთაგან ნათესავთა სადამე იპოვა.
    27.     არა ვითარ პირველი იგი ქალწული ევა მარტოჲ სამოთხესა შინა იქცეოდა, უსუსური გონებითა, და განუზრახველად ბოროტთ მთავრისაჲ მის გულის-სიტყუაჲ იგი შეიწყნარა
    28.     და ესრჱთ გულისა მისისა ზრხვაჲ განჴრწნა და მის მიერ მზაკუვარმან მან გესლი იგი თჳსი დასთხია და სიკუდილი განზავა და ყოველსა სოფელსა მოაწია, ამისთჳსცა ყოველი შრომაჲ წმიდათა შეამთხჳა, –
    29.     არამედ მხოლოჲსაგან წმიდისა ქალწულისა მისი იგი შეცოდებაჲ განიკურნების და არა პირველად წმიდამან მან ნიჭი იგი დაითმინა შეწყნარებად, ვიდრემდე ისწავა მოძღუნებული და რჴაჲ არს ნიჭი იგი, და ვინ არს მომღებელი.
    30.     ამას თავით თჳსით განიზრახვიდა წმიდაჲ იგი ქალწული და რეცა თუ ანგელოზსა მას ეტყოდა: ვინაჲ ესრე სახედ კურთხევაჲ ესე მოგუართ ჩუენ?
    31.     რომელთა საუნჯეთაგან მარგალიტი ესე სიტყუაჲ ჩუენდა მოივლინა?
    32.     ვინაჲ აქუს ჩუენდა მომართ ნიჭსა მაგას დასაბამი?
    33.     ზეცით მოსრულ ხარ და კაცისა ხატად აჩუენებ და სანთელ ნათლის ელვარე ხარ.
    34.     ამას თავით თჳსით განიზრახვიდა წმიდაჲ იგი.
    35.     ხოლო ესევითარითა სიტყჳთა მთავარანგელოზმან ორგულებაჲ იგი დაჰჴსნა და ჰრქუა: სული წმიდაჲ მოვიდეს შენ ზედა და ძალი მაღლისაჲ გფარვიდეს შენ.
    36.     ამისთჳსცა შობილსა შენსა წმიდა ეწოდოს, ძე ღმრთის.
    37.     ნუ გეშინინ, მარიამ, რამეთუ არა საშინელებით მოვედ შეძრწუნებად შენდა, არამედ რაჲთა განსდევნო შიშისა იგი მიზეზი.
    38.     ნუ გეშინინ, მარია, რამეთუ ჰპოვე მადლი წინაშე ღმრთისა.
    39.     მადლსა მას ნუ განიკითხავ ბუნებით, რამეთუ შჯულითა ბუნებისათა დამორჩილებად მადლმან არა თავს-იდვას.
    40.     გულიხმა-ყავ, ჵ მარიამ, რომელნი მამად-მთავართა და წინაწარმეტყუელთა შესცილდეს;
    41.     ისწავენ, რომელნი მოაქამომდე ანგელოზთაგანცა დაფარულ იყვნეს.
    42.     გესმა ესევითარი, რომელსა ვერსადა კრებული იგი ღმრთის შემოსილთაჲ ღირს იქმნა.
    43.     მოსე, დავით, ესაია და ყოველნი წინაწარმეტყუელნი წინავე ქადაგებდეს, არამედ ვითარ სახედ იყო, ვერ იცოდეს.
    44.     შენ ხოლო მხოლომან, ჵ წმიდაო, წმიდაო ქალწულო, რომლისა საიდუმლოსა ყოველნი უმეცარ არიან, შეიწყნარე და ისწავე, რამეთუ სადა სული წმიდაჲ, მუნ ყოველივე განმზადებულად წარმართებულ არს.
    45.     სული წმიდაჲ მოვიდეს შენ ზედა და ძალი მაღლისაჲ გფარვიდეს შენ.
    46.     ამისთჳსცა შობილსა მას წმიდა ეწოდოს, ძე ღმრთისა.
    47.     უკუეთუ ძე ღმრთის, ღმერთცა თანა-მსგავს ხატად მამისა და თანა-მფლობელ საუკუნეთა, რომელსა შინა აქუს მამასა ყოველივე გამოცხადებაჲ, ხატი პირსა შინა და ბრწყინვალებისაგან დიდებაჲ იგი განათლდების.
    48.     და ვითარცა დაუწყუედელისაგან წყაროჲსა მდინარენი გამოვლენედ, ეგრეცა ამის დაუწყუედელისა და მარადის ცხოველისა წყაროჲსაგან გამოვიდა ნათელი იგი გამოუთქუმელი.
    49.     და რამეთუ ამისთჳს წინაწარმეტყუელნი ღაღადებდეს და იტყოდეს: სლვანი მდინარეთანი ახარებენ ქალაქსა ღმრთისასა;
    50.     არა ხოლო თუ ერთსა ქალაქსა, არამედ ყოველთა, რამეთუ ვითარცა ერთსა ქალაქსა ახარებს, ეგრეცა ყოველსა სოფელსა შემსგავსებულად.
    51.     მთავარანგელოზმან წმიდასა მარიამს უპირადჱს აუწყა ესრჱთ და ჰრქუა: „გიხაროდენ, მიმადლებულო, რამეთუ შენ თანა ყოველი საფასჱ მადლისაჲ დაკრებულ იყო, რამეთუ ყოველთა შორის ნათესავთა ესე ხოლო მარტოჲ ქალწული წმიდაჲ ჴორცითა და სულითა იპოვა.
    52.     ამან მარტომან იტჳრთა, რომელსა უტჳრთვან ყოველნი სიტყჳთა.
    53.     და არა ხოლო სიკეთჱ წმიდისაჲ ამის საკჳრველ არს, არამედ სულაჲცა სათნოჲ სახჱ.
    54.     რომლისათჳსცა ანგელოზმან მან პირველად ღაღატ-ყო მისა მიმართ და ჰრქუა: „გიხაროდენ, მიმადლებულო!
    55.     უფალი შენ თანა“!
    56.     და არა ქუეყანისა სიძჱ, არამედ იგი თავადი სიწმიდისა უფალი შენ თანა, სიწმიდისა იგი მამაჲ და უჴრწნელებისა შემოქმედი და უკუდავებისა მომცემელი, აზნაურებისა იგი მოღუაწჱ ჭეშმარიტი, მშჳდობისა საუნჯისა მომცემელი,
    57.     რომელმან ქალწულისაგან ქუეყანისა დაჰბადა კაცი იგი და გუერდისაგან მისისა ევაჲ გამოიყვანა.
    58.     იგი თავადი უფალი შენ თანა და მერმე კუალად შენგან.
    59.     მოვედით უკუე აწ, საყუარელნო, ანგელოზებრსა ქებასა თანა-შევერთნეთ და მსგავსად ძალისა თანა-ნადები იგი გონიერად შევწიროთ და ვიტყოდით: გიხაროდენ, მიმადლებულო! უფალი შენ თანა!
    60.     რამეთუ შენი არს სიხარული ჭეშმარიტად, ამისთჳს რამეთუ შენ თანა მადლმან ღმრთეებისამან, ვითარცა უწყის, დაიმკჳდრა, მჴევლისა თანა მეუფემან, შუენიერისა თანა შუენიერმან სიკეთითა უფროჲს ძეთა კაცთასა, შეუგინებელისა თანა – რომელი განსწმედს ყოველთა ადგილთა.
    61.     შენ თანა ღმერთი და შენგან ღმერთი.
    62.     რომელცა სრული კაცი, რომელსა შინა დამკჳდრებულ არს ყოველივე სავსებაჲ ღმრთეებისაჲ.
    63.     გიხაროდენ, მიმადლებულო, წყაროო ნათლისაო, რომელი განანათლებ ყოველთა მისა მიმართ მორწმუნეთა.
    64.     გიხაროდენ, საცნაურისა მის მზისა აღმოსავალო და ცხორებისა შეუგინებელო ყუავილო.
    65.     გიხაროდენ, მარიამ მიმადლებულო, ვენაჴო მარადის შუენიერო, რომელი ახარებს სულთა, რომელნი შენ გადიდებენ, დაუთესველო, ნაყოფ-შუენიერო ყანაო, გონებით ჩუენდა მიმსგავსებისათჳს და ჟამთა შობისა აღვსებისათჳს,
    66.     ხოლო უფროჲს ბუნებად ზეცით მოსრულისა მისთჳს, რომელმან მუცელსა შენსა ადამი განაახლა და რამეთუ მიდგომილებისა თესლი წმიდასა ქალწულსა სულმან წმიდამან მისცა, რამეთუ ჭეშმარიტებაჲ გუემისაჲ გამოჴდა გუამისაგან.
    67.     და ვითარცა-იგი მარგალიტი ორთაგან ბუნებათა: ელვისაგან და წყლისა – უჩინოთა ამათგან სასწაულთა ზღჳსაგან – გამოვალს,
    68.     ეგრეცა უფალი ჩუენი იესუ შეუშფოთებელად და უქცეველად უბიწოჲსაგან და შეუგინებელისა ყოვლად წმიდისა ქალწულისაგან მარიამისა გამოვიდა ღმრთეებითა სრული და კაცებითა სრული.
    69.     მრავალთა წმიდათა მამათაგანთა და მამათ-მთავართა და წინაწარმეტყუელთა გულმან უთქუა ხილვად პირისპირ და ვერ ღირს იქმნნეს.
    70.     და რომელთამე ჩუენებით სახედ იგავად იხილეს, რომელნიმე სუეტითა ღრუბლისაჲთა ღმრთეებისა ჴმასა ღირს იქმნეს სმენად, და რომელნიმე წმიდათა ანგელოზთა გამოცხადებასა ღირს იქმნნეს.
    71.     მარტოჲსა ხოლო წმიდისა მარიამისა გაბრიელ მთავარანგელოზი ბრწყინვალედ მოვიდა და ახარა მას: „გიხაროდენ, მიმადლებულო“!
    72.     და ესრჱთ სიტყუაჲ იგი შეიწყნარა და ჟამსა მას ჴორციელებრ აღვსებისა მისისასა მრავალ-სასყიდლისა იგი მარგალიტი გამოიღო.
    73.     მოვედით უკუე აწ, საყუარელნო, და დავითის მიერსა მას ღმრთის სულსა საგალობელსა, რომელი ჩუენ ვისწავეთ, უგალობდეთ და ვიტყოდით: აღდეგ, უფალო, განსასუენებლად შენდა, შენ და კიდობანი სიწმიდისა შენისაჲ,
    74.     რამეთუ ჭეშმარიტად კიდობანი არს წმიდაჲ ქალწული შინაგან და გარეშე განრჩუნვილი ოქროჲთა, რომელმან-იგი თავადი საფასჱ სიწმიდისაჲ დაიტია.
    75.     აღდეგ, უფალო, წიაღთაგან მამისათა, რაჲთა აღადგინო დაცემული ნათესავი – პირველ შექმნული ადამი.
    76.     ამას დავით ევედრებოდა, რომელი-იგი მისგან აღმოცჱნებად იყო კუერთხი და ნაყოფ-შუენიერი ყუავილი, რომლისათჳს წინაწარმეტყუელებდა და იტყოდა: ისმინე, ასულო, და იხილე, მოყავ ყური შენი, დაივიწყე ერი შენი და სახლი მამისა შენისაჲ.
    77.     გულმან უთქუა მეუფესა სიკეთჱ შენი, რამეთუ იგი თავადი არს უფალი ღმერთი შენი და შენ თაყუანისცე მას.
    78.     ისმინე, ასულო, რომელნი პირველითგან შენთჳს წინაწარმეტყუელებით ითქუნეს, რაჲთა აწ მეცნიერებისაცა თუალითა იხილნე საქმენი;
    79.     ისმინე ჩემი, შენდა მიმართ მაუწყებელისაჲ, და მთავარანგელოზისაჲ, რომელი ჭეშმარიტთა საიდუმლოთა ჴმა-მაღლად გითხრობ შენ.
    80.     მოვედით უკუე აწ, საყუარელნო, და ჩუენცა წარსწრობილთასა მას მოსაჴსენებელსა მოვისწრაფოთ და რომელი-იგი იჱსჱს ძირისაგან კუერთხი ესრჱთ დიდებულად აღმოსცჱნდა, ვადიდებდეთ, უგალობდეთ და ვჰნატრიდეთ და ვაქებდეთ.
    81.     რამეთუ არა იოსებს, არამედ ღმრთის-მშობელსაცა ეწამების ლუკა სახარებასა შინა და მოასწავებს მისა მიმართ დავითისსა მას ნათესაობასა და იტყჳს,
    82.     ვითარმედ: აღმოვიდა იოსებ გალილეაჲთ ქალაქად ჰურიასტანისა, რომელსა ჰრქჳან ბეთლემ, აღწერად მარიამის თანა, რომელი-იგი თხოვილ იყო მისა.
    83.     და იყო იგი მიდგომილ, რამეთუ იყვნეს იგი(ნი) სახლისაგან და ტომისა დავითისა.
    84.     და აღივსნეს დღენი იგი შობისა მისისანი და შვა ძჱ იგი მისი პირმშოჲ უპირადჱსი ყოველთა დაბადებულთაჲ, და შეხჳა იგი სახუეველითა და მიაწვინა ბაგასა;
    85.     შეხჳა იგი, რომელმან ყოველი დაბადებული შექმნა;
    86.     შეხჳა, რომელმან შეიმოსა ნათელი ვითარცა სამოსელი.
    87.     მიაწვინა ბაგასა ქერობინთა ზედა მჯდომარჱ და ბევრეულთა მიერ ანგელოზთა დიდებულ;
    88.     პირუტყთა ბაგასა სიტყუამან ღმრთისამან განისუენა, რაჲთა ნანდჳლვე რომელნი ნებით თჳსით პირუტყუ ჭმნულ იყვნეს კაცნი, პირმეტყუელთაჲ იგი მისცეს მეცნიერებაჲ;
    89.     ტაბლასა პირუტყუათასა დაეგო ზეცისა იგი პური, რაჲთა პირუტყთ-სახეთა კაცთა საიდუმლოჲსა მის საზრდელისაჲ მისცეს მისაღებელი.
    90.     და არცაღა ადგილ იყო მათა სავანესა მას.
    91.     ადგილი არა აქუნდა, რომელმან ცაჲ და ქუეყანაჲ შეჰმზადა და დაამყარა!
    92.     ამისთჳს რამეთუ მდიდარი იყო და ჩუენთჳს დაგლახაკნა და სიმდაბლჱ დაუსრულებელი ინება ცხორებისათჳს ბუნებისა ჩუენისა...
    93.     ზეცას წიაღთა შინა მამისათა, და ქუაბსა შინა მკლავთა ზედა დედისათა განისუენა.
    94.     ბაგასა ზედა ანგელოზთა კრებული გარე-მოადგს, ზეცას დიდებასა და ქუეყანასა ზედა მშჳდობასა ახარებდეს.
    95.     ზეცას მარჯუენით მამისა დაჯდა და ბაგასა შინა ვითარცა ქერობინთა ზედა განისუენებდა.
    96.     საყდარი იყო ჭეშმარიტად ესეცა ქერობინებრი, საყდარი სამეუფოჲ, წმიდაჲ წმიდათაჲ ქუეყანასა ზედა მხოლოჲ, რომელსა შინა განისუენა ქრისტემან ღმერთმან ჩუენმან.
    97.     რამეთუ მისა შუენის ყოველი დიდებაჲ მამისა თანა და სულისა წმიდისა უკუნითი უკუნისამდე. ამენ.


2

     1.     მეორჱ, თქუმული მისივე, ხარებისათჳს
    2.     დღესასწაულთა ყოველთა და გალობათაჲ ჯერ-არს ჩუენდა მსგავსად მსხუერპლთა შეწირვად ღმრთისა.
    3.     ხოლო უპირადჱს ხარებაჲ ესე წმიდისა ღმრთის-მშობელისაჲ, რომელ-იგი მთავარანგელოზისა მისგან მისა მიმართ ითქუა: გიხაროდენ, მიმადლებულო!
    4.     ამისთჳს რამეთუ უპირადჱს ყოვლისა საღმრთოჲსა და ცხოვრებისა ამოძღურებისა ახლისა შჯულისაჲ ესე მოივლინა ჩუენდა მამისაგან ნათლისაჲსა, ვითარმედ: გიხაროდენ, მიმადლებულო!
    5.     „მიმადლებულო“ რაჲ თქუა, ყოველივე ბუნებაჲ კაცობრივი გარე-შეიცვა.
    6.     გიხაროდენ, მიმადლებულო! წმიდისა მისთჳს მიდგომილებისა და წმიდისა შობისათჳს გახარებ თქუენ სიხარულსა დიდსა, რომელი იყოს ყოვლისა ერისა.
    7.     მერმე კუალად მაცხოვარებისასა მას რაჲ ვნებასა მოვიდოდა უფალი ჩუენი, იტყოდა, ვითარმედ: გიხილნე თქუენ და გიხაროდის და სიხარული თქუენი არავინ მიგიღოს თქუენგან.
    8.     და მერმე კუალად შემდგომად აღდგომისა წმიდათა მათ დედათა მიერ ესრე გუახარა ჩუენ, ვითარმედ: გიხაროდენ!
    9.     ხოლო მათსა მახლობელად მოციქული იტყჳს, ვითარმედ: მარადის გიხაროდენ!
    10.     მოუკლებელად ილოცევდით, ყოველსა შინა ჰმადლობდით.
    11.     ჰხედავთა აწ, საყუარელნო, ვითარ გარდარეული იგი და გამოუთქუმელი მადლი განუყოფელად ყოველთა ადგილთა მოგუანიჭა ჩუენ უფალმან!
    12.     რამეთუ წმიდაჲ მარიამ ჴორცთა შინა რაჲ იყო, უჴრწნელი ცხოვრებაჲ მოიპოვა და ყოვლითავე სათნოებითა იქცეოდა და ცხონდებოდა რჩეულად.
    13.     ამისთჳსცა ღმრთისა მამისა სიტყუამან ჴორცნი შემოსად და სრული კაცებაჲ ჯერ-იჩინა მისგან, რაჲთა რომლისა ჴორცისაგან ცოდვაჲ სოფლად შემოვიდა და ცოდვისაგან – სიკუდილი, მისვე ჴორცისაგან დაისაჯოს ცოდვაჲ იგი ჴორცითა
    14.     და რაჲთა იძლიოს ცოდვისა იგი განსაცდელი დაფლვითა მით წმიდისა გუამისაჲთა, და დასაბამი აღდგომისაჲ გამოჩნდეს, და ცხოვრებაჲ საუკუნოჲ სოფელსა შინა იქადაგოს, და ღმრთისაჲ კაცთა მომართ იქმნეს ზიარებაჲ.
    15.     და რაჲ-მე ვთქუა, ანუ რაჲ-მე დავაკლო, ანუ ვითარ-მე გამოვთქუა საიდუმლოჲ იგი მიუწდომელი?
    16.     – არამედ აწ რომელსა-ესე ზედა ვდგათ, მასვე ზედა კუალად მოვიდეთ.
    17.     ქალწულისა წმიდისა გაბრიელ მოივლინა, უჴორცოჲ ჴორცთა შინა მყოფისა, რომელი მოცვალებულ იყო ცხორებასა უჴრწნელსა, სიწმიდით და სათნოებით ცხონდებოდა.
    18.     და მო-რაჲ-ვიდა მისა ანგელოზი იგი, პირველად ესრჱთ ახარა მას და ჰრქუა: გიხაროდენ, მიმადლებულო!
    19.     გიხაროდენ, მიმადლებულო, რამეთუ შენ ნანდჳლვე სიხარულისა საქმეთა ღირსად იქმ, რამეთუ შენ შეუგინებელი იგი სამოსელი გმოსიეს და ცხ˜რბჲ სიწმიდისაჲ გარე-შეგირტყამს.
    20.     გიხაროდენ, მიმადლებულო, რომელი ზეცისა მის სიხარულისა დამტევნელი ხარ;
    21.     გიხაროდენ, მიმადლებულო, რამეთუ შენ მიერ სიხარული ყოველთა დაბადებულთა განეყოფის და ნათესავი კაცთაჲ კუალად მიიღებს დასაბამითგანსა მას პატივსა;
    22.     გიხაროდენ, მიმადლებულო, რამეთუ მკლავთა შენთა ზედა შემოქმედი ყოველთაჲ ტჳრთვად გიც.
    23.     ხოლო იგი სიტყუასა მას ზედა შეძრწუნდა, რამეთუ უჩუეველ იყო მამათა მიმართ ზრახვასა, და დუმილსა ვითარცა დედასა გონიერებისასა და სიწმიდისასა მარადის მოიკითხვიდა, წმიდა იყო და უბიწო და შეუგინებელ.
    24.     ესე პირისაგან ანგელოზისა არა შეშინდა, ვითარცა-იგი მრავალნი წინაწარმეტყუელთაგანნი,
    25.     რამეთუ ქალწულებაჲ ჭეშმარიტი ანგელოზთა ნათესაობა არს და რამეთუ მოწლედ წმიდაჲ ესე სანთელსა მას ქალწულებისასა იმარხვიდა და მრავალი მოღუაწებაჲ აქუნდა, რაჲთა დაუშრეტელად და შეუგინებელად დაიცვეს.
    26.     და ვითარცა-იგი ვის სამოსელი რაჲ ბრწყინვალჱ ჰმოსიენ და ეკრძალებინ, რაჲთა ნუუკუე შეგინებაჲ რაჲმე, გინა მწინკულევანებაჲ ვინაჲვე შეეხოს მას, ესრეცა წმიდაჲ ესე ქალწული თავით თჳსით განიზრახვიდა და იტყოდა: ნუუკუე ზაკუვულებაჲ რაჲმე აქუნდეს მსახურებასა მას?
    27.     ნუუკუე ნეტარებაჲ იგი ორგულებით იქმნეს ჩემდა მომართ?
    28.     ნუუკუე გესლი რაჲმე თაფლსა მას შინა დამალულ არს?
    29.     ნუუკუე სიტყუაჲ მახარებელისაჲ იყოს და განზრახვაჲ მტყუენველისაჲ?
    30.     რამეთუ რომელი არა იცის, ვინაჲ მოიკითხავს?
    31.     ამას თავით თჳსით განიზრახვიდა და იტყოდა.
    32.     მაშინ ანგელოზმან მან ღაღატ-ყო მისა მიმართ განუყოფელი იგი სიხარული ყოველთა მორწმუნეთაჲ და ჰრქუა მას: ნუ გეშინინ, მარიამ, რამეთუ ჰპოვე მადლი წინაშე ღმრთისა,
    33.     რამეთუ ჩემ მიერ ზეცისანი იგი ძალნი შენ წმიდასა ქალწულსა მოგიკითხვენ, და უფროჲსღა თავადმან, რომელი-იგი უფლებს ყოველთა ზედა ძალთა ცისათა, შენ წმიდაჲ ქალწული ყოვლისაგან დაბადებულისა გამოგირჩია,
    34.     რაჲთა წმიდისაგან და უბიწოჲსა შეუგინებელისა მუცლისა შენისა ბრწყინვალჱ მარგალიტი გამოვიდეს.
    35.     რამეთუ რომელი-იგი შენგან იშვეს, მაცხოვარი არს ყოვლისა დაბდებულისა.
    36.     რამეთუ ყოვლისა ბუნებისა კაცობრივისა წმიდაჲცა ესე ქალწული უდიდებულჱს და უწმიდჱს და უპატიოსნე შობილ იყო, ხოლო უბრწყინვალჱს უფროჲს თოვლისა აქუნდა გონებაჲ.
    37.     რამეთუ ყოვლისა ოქროჲსა გამოცდილისა უწმიდე იყო ჴორცითა მუცელი ესევითარი, რომელცა ეზეკიელ იხილა და მოგუასწავა მსგავსებაჲ მჴეცთაჲ და თავსა აღმატებულად, ვითარცა ხილვაჲ მყინვრისაჲ საშინელისაჲ და მსგავსებაჲ საყდრისაჲ მის ზედა;
    38.     ვითარცა ხილვაჲ საფირონისაჲ, და ზედა-კერძო საყდარსა მას, ვითარცა ხილვაჲ კაცისაჲ;
    39.     და ხილვაჲ ილიკტრიონისაჲ და მას შინაგან ვითარცა ხილვაჲ ცეცხლისაჲ.
    40.     ჭეშმარიტად წინაწარმეტყუელმან წმიდისაგან ქალწულისა შობისათჳს ყოველივე ესრე სახედ იხილა, რომელ შენ, წმიდაო ქალწულო, ტჳრთვად ვერ ძალ-გედვა, უკუემცა არა ყოვლითა დიდებითა და სათნოებითა მსგავსად საყდრისა მის ელვარე იპოვე.
    41.     რომლითა-მე უკუე შესხმისა სიტყჳთა შევამკოთ ქალწულებისა იგი პატიოსნებაჲ?
    42.     რომელთა ქებათა ღაღადებითა უჴრწნელსა მას უგალობდეთ ხატსა?
    43.     ანუ რომლითა-მე სულიერთა გალობათა სიტყჳთა ვადიდებდეთ უფროჲს დიდებულსა მას ანგელოზთასა?
    44.     ესე სახლსა შინა ღმრთისასა დანერგულ იყო, ვითარცა ნაყოფი მსხმოჲ ზეთისხილი, რომლისა ფარვითა სულმან წმიდამან ძედ და მკჳდრად გჳწოდა ჩუენ სასუფეველსა ქრისტჱსსა.
    45.     ესე – მარადის შუებული უჴრწნელებისა სამოთხჱ, რომელსა შინა ცხოველს-მყოფელი იგი ხჱ დაენერგა და ყოველთავე მოგუანიჭებს უკუდავებისა ნაყოფსა.
    46.     ესე – ქალწულთა სიქადული, მორწმუნეთა სიხარული;
    47.     ესე – მორწმუნეთა სიმტკიცჱ და ღმრთის-მსახურთა სათნოებაჲ;
    48.     ესე – ჭეშმარიტებისა სამოსელი და სათნოებისა საყოფელი;
    49.     ესე – წყაროჲ დაუწყუედელი, რომელსა შინა ცხოველი იგი წყალი აღმოეცა, უფლისა იგი ჴორცითა მოსლვაჲ; ესე – სიმართლისა ზღუდე.
    50.     და რავდენნი ამისსა იქმნეს ტრფიალ და ჭეშმარიტებისა მის ქალწულებისა გული უთქუამს, ანგელოზთასა მას შებმა-უყვეს მადლსა;
    51.     რავდენნი ღჳნოსა და სიმთრვალესა და თაფლუჭისა შუებასა განეშორნენ, ცხოვრებისა შემოსილისა ნერგითა იშუებდენ;
    52.     რავდენთა სანთელი იგი ქალწულებისაჲ დაუშრეტელად დაიმარხეს, დაუჭნობელი იგი უჴრწნელებისა გჳრგჳნი დაიდგან;
    53.     რავდენთა სიწმიდისა იგი შეუგინებელი მოიგეს სამოსელი, უჴრწნელსა მას სიმართლისა სასძლოსა მიიყვანნენ;
    54.     რავდენნი ანგელოზთასა მას წესსა უმახლობელე იქმნენ, უმჯობჱს უფლისა მიერ თქმულისა მის ნეტარებისა იშუებდენ;
    55.     რავდენთა ბრწყინვალჱ იგი ზეთი გონებისაჲ და იჭჳსა განწმედილი საკუმეველი მოიპოვონ, სულნელებისა იგი სულიერისა შვილებისაჲ დაიმკჳდრონ აღთქუმაჲ;
    56.     რავდენნი ხარებასა წმიდისა ღმრთის-მშობელისასა დღესასწაულობდენ უსაკუთრჱს ხარებისა მის, რომელი-იგი თქუა: „გიხაროდენ, მიმადლებულო“, მიიღონ სასყიდლისა კუალად-გებაჲ.
    57.     ჯერ-არს უკუე ჩუენდა დღესასწაულობად ესე დღესასწაული, რამეთუ სიხარულითა და მხიარულებითა აღავსო ყოველი სოფელი.
    58.     ხოლო ვდღესასწაულობდეთ ჩუენ ფსალმუნითა და ქებითა და გალობითა სულიერითა.
    59.     დღესასწაულობდა ოდესმე ისრაელიცა, არამედ უცომოჲთა და ველის-ყრდელითა, რომელთათჳს წინაწარმეტყუელი იტყჳს: გარდავაქცინე დღესასწაულნი მათნი გლოვად და სიხარული მათი – მწუხარებად.
    60.     ხოლო ჩუენნი მწუხარებანი უფალმან ჩუენმან ნაყოფთაგან სინანულისათა სიხარულად გარდააქცინნა, რამეთუ აქუნდა პირველსა მას შჯულსა სამართალი მსახურებათაჲ, ვითარცა-იგი მამად-მთავრისა ჩუენისა აბრაჰამისი.
    61.     არამედ სალმობითა ჴორციელებრითა და ტკივილითა წინა-დაცუეთისაჲთაƒ ვიდრე ჟამთა აღსრულებადმდე, რამეთუ მათ შჯული მოსჱს მიერ მოეცა.
    62.     ხოლო ჩუენდა ჭეშმარიტებაჲ იესუ ქრისტჱს მიერ მონიჭებულ არს;
    63.     ყოველთა კეთილთა დასაბამ ჩუენდა მომართ ხარებაჲ იქმნა წმიდისა ქალწულისა და მიმადლებულისა, მრავალ-საგალობელი ესე მაცხოვრისა ჩუენისა მოღუაწებაჲ, საღმრთოჲ იგი მისი და უფროჲ დიდებული მოღუაწებაჲ.
    64.     ამიერ აღმოგჳბრწყიდებიან ჩუენ საცნაურისა მის ნათლისა მზის-თუალნი;
    65.     მიერ აღმოგჳცჱნდების ჩუენ წყაროჲ იგი სიბრძნისაჲ, ბრკინვალედ და წმიდად გამოადინებს ღმრთის მსახურებისათა მათ ნაკადულთა;
    66.     ამიერ აღმოგჳბრწყინდებიან ჩუენ საფასენი იგი ღმრთის მეცნიერებისანი, რამეთუ ცხორებაჲ საუკუნჱ ესე არს, რაჲთა უწყოდით ჭეშმარიტი ღმერთი და რომელი მოავლინა – იესუ ქრისტჱ.
    67.     და მერმე იტყჳს, რამეთუ: გამოიძიეთ წიგნთაგან, ვითარმედ მათ შინა ელით ცხორებასა საუკუნესა.
    68.     ამისთჳს რომელნი გამოეძიებენ საღმრთოთა სიტყუათა, გამოეცხადების მათ საუნჯჱ იგი ღმრთის მსახურებისაჲ.
    69.     საფასჱ დაგჳფინა ჩუენ ღმრთის სულთაჲ მათ წიგნთაჲ ნუგეშინის-მცემელმან.
    70.     საფასე იყავნ ჩუენდა სიბრძნის და წინაწარმეტყუელთა, გინა თუ სახარებისაჲ და მოციქულთაჲ, რაჲთა გუაქუნდეს ჭეშმარიტისა ცხოვრებისა სასოებაჲ.
    71.     რამეთუ წმიდათა წინაწარმეტყუელთა და მოციქულთა ენითა ჩუენ უფალი გუზრახავს, წ~თა ჴმითა ღმერთი იშუებს.
    72.     არა თუ სიტყუათაჲ იგი უჴმს, არამედ მორჩილებასა მას ზედა იხარებს;
    73.     არა თუ ნაყოფ რაჲმე აქუს კაცთაგან, არამედ გონიერსა მას ზედა სულსა მართალსა განისუენებს;
    74.     არა თუ რომლითა-იგი ჩუენ უგალობთ, ქრისტჱ იდიდების, არამედ რომლითა-იგი ჩუენ კეთილი გუეყოფის, ქველის-მოქმედებასა მას მისსა მორჩილებით ვქადაგებთ;
    75.     არა თუ რაჲთა პატიოსნებასა მას მისსა მივიწინეთ, არამედ რაჲთა მსგავსად ძალისა თანა-ნადები იგი გარდავიჴადოთ.
    76.     ხოლო რაჟამს აღმოიკითხვებოდის სახარებაჲ, გინა თუ სამოციქულოჲ, ნუ წიგნსა მას ხედავ, ნუცა მკითხველსა მას, არამედ ზეცით გამო მეტყუელსა მას, რამეთუ წიგნი არს, რომელსა-იგი ხედავ, ხოლო ქრისტჱ არს, რომელი ღმრთის-მეტყუელებით იქადაგების.
    77.     გუახარებს ჩუენ მრავალ-საგალობელსა მას მაცხოვრისა მოღუაწებასა, რამეთუ ღმერთი იყო და კაცთ-მოყუარებისათჳს კაც იქმნა;
    78.     არა თუ პირველ საუკუნითგანი იგი პატივი განიშორა, არამედ მაცხოვარებისა იგი მოღუაწებაჲ შეიმოსა.
    79.     გუახარებს ჩუენ მრავალ-საგალობელსა მას მაცხოვრისა ჩუენისა განგებულებასა, რამეთუ უძლურთა მკურნალი მოვიდა;
    80.     არა თუ წამლითა ჰკურნებს, არამედ წამის-ყოფითა კაცთ-მოყუარებისაჲთა ყოველთავე განჰკურნებს.
    81.     გუახარებს ჩუენ მრავალ-საგალობელსა მაცხოვრისა მოღუაწებასა, რამეთუ შეცთომილთა გზაჲ გამოუჩნდა, განწირულთა – მაცხოვარებისა იგი მადლი, რომელი მრავალ-ფერად ყოველთავე შეეწევის:
    82.     შეცთომილთა ეძიებს, დაბნელებულთა განანათლებს, მონათა განათავისუფლებს, მომწყუდართა განაცხოველებს, ტყუეთა გამოიჴსნის ყოვლად,
    83.     ჩუენ ყოველთა გუექმნა გზა ცხოვრების არა თუ ჩუენისა გონიერებისათჳს, არამედ შემსგავსებულად ქველის-მოქმედებისა მისისა სახიერებისათჳს ყოველსავე იქმოდა მაცხოვარი ჩუენი;
    84.     არა თუ რაჲთა თავისა თჳსისა ივაჭროს სათნოებაჲ, არამედ რაჲთა ჩუენ ცხოვრებაჲ საუკუნოჲ მოგუანიჭოს.
    85.     რამეთუ ხატად ღმრთისა დაჰბადა კაცი და სამოთხესა შინა საშუებლისასა უბრძანა, რაჲთა იქცეოდის;
    86.     ხოლო შურითა რაჲ ეშმაკისაჲთა სცთა და ღმრთისა მცნებასა გარდამავალ იქმნა, საშჯელსა შევარდა სიკუდილისასა, რომლისათჳსცა შემდგომითი შემდგომად მისნი შობილნი მამულსა მას თანა-ნადებსა ქუეშე დაკირთებულ იყვნეს და სასჯელისა ზღვევაჲ იგი ძიებით მიეჴადებოდა.
    87.     რამეთუ სუფევდა სიკუდილი ვიდრე მოსჱსამდე, ხოლო კაცთ-მოყუარემან ღმერთმან იხილა რაჲ თჳსი იგი შექმნული სიკუდილისაგან ძლეული, არა სრულიად გარე-მიიქცა მისგან, რომელმან-იგი (რ˜ნ იგი) ხატად თჳსა შექნა, არამედ ნათესავითი ნათესავად მოხედვაჲ არა დააკლო,
    88.     რამეთუ პირველად მამათა ეჩუენებოდა და შჯულსა შინა იქადაგებოდა და წინაწარმეტყუელთა მიერ მსგავსებით მაცხოვარებისა მოღუაწებასა მას წინავე გუაუწყებდა.
    89.     ხოლო რაჟამს მოიწია აღსავსებაჲ იგი ჟამთაჲ დიდებულისა მის მოსლვისა მისისაჲ, მთავარანგელოზი მახარებელად წმიდისა ქალწულისა წინაჲსწარ მოივლინა,
    90.     ხოლო იგი გამოუთქუმელთა მათგან რაჲ ზეცისა ძალთა მოვიდა წმიდისა მის, პირველად „გიხაროდენ, მიმადლებულო“ მისსა მიმართ ღაღატ-ყო.
    91.     ხოლო მას ვითარცა ესმა, ვითარმედ: „გიხაროდენ, მიმადლებულო“, მეყსეულად სასმენელით შევიდა სული წმიდაჲ შეუგინებელსა მას ტაძარსა ქალწულისასა და განწმიდა ბუნებაჲ მისი ასოთა თანა და დადგა ბუნებაჲ წინაშე მისა;
    92.     განკრთომით ხედვიდა უფალსა მას ბუნებათასა უფროჲს ბუნებისა საკჳრველთ-მოქმედებასა გუამსა შინა.
    93.     და რომლითა საჭურველითა ეშმაკი იღუწიდა ჩუენდა მომართ, მითვე საჭურველითა ქრისტემან ჩუენ გჳჴსნნა: შეიმოსნა მსგავსად ჴორცნი, რაჲთა ნაკლულსა მას უმეტჱსი მოანიჭოს მადლი.
    94.     და ვინაჲ-იგი აღემატა ცოდვაჲ, უფროჲს გარდაემატა მადლი.
    95.     შემსგავსებულად მადლი იგი წმიდისა ქალწულისა მოივლინა, რამეთუ ესრე აქუს ხარებისა მას სიტყუასა მოსწავებაჲ, ვითარმედ: თუესა მეექუსესა მოივლინა გაბრიელ ანგელოზი ქალწულისა, თხოვილისა ქმრისა, რომლისაჲ სახელი იოსებ, სახლისაგან და ტომისა დავითისი;
    96.     და სახლი ქლ˜საჲ მის მარიამ.
    97.     ესე პირველი თუჱ წმიდისა მის მიმართ, ვითარცა იტყჳს წერილი შჯულსა შინა, ვითარმედ: ესე თუჱ – თავი თუეთაჲ, ვნებაჲ წმიდაჲ, დღესასწაულობდით უფლისა ნათესავთა შორის თქუენთა.
    98.     ხოლო მეექუსედ თუედ ზაქარიაჲს მიმართ იტყჳს.
    99.     და რამეთუ ჭეშმარიტად წმიდაჲ ესე ქალწული ნათესავისაგან დავითისა იყო და ბეთლემი მამულ ეყო და იოსებს მსგავსად შჯულისა ნათესაობით სამართლად მითხოვილ იყო;
    100.     სიძჱ იგი და უჴრწნელებისა საუკუნოჲსა თანა-მყოფ.
    101.     ხოლო წმიდასა მას ქალწულსა ფრიად შემსგავსებული სახელი, რამეთუ მარიამ ეწოდა, რომელი ითარგმანების „განმანათლებელ“.
    102.     და რაჲ-მე უბრწყინვალჱს არს ქალწულებისა ნათლისა, რომლისაგან სათნოებათაცა ქალწულად უწესდ, რომელნი ბუნებათა მათთა სახიერად მიუთხრობედ!
    103.     უკუეთუ ესოდენ კეთილ არს გული ქალწულად პყრობად, რავდენ უფროჲს, უკეთუ ჴორთა სულისა თანა ქლწულებაჲ დაიმარხონ!
    104.     ეგრეცა წმიდაჲ ესე ჴორცთა რაჲ შინა იყო, უჴრწნელი ცხორებაჲ მოიპოვა და მთავარანგელოზისა მის მიერ თქუმულთა სარწმუნოებით შეიწყნარებდა.
    105.     მაშინ მსწრაფლ ელისაბედისა, ნათესავისა მისისა, მთად კერძო წარვიდა და შევიდა სახიდ და მოიკითხა ელისაბედ მიმსგავსებულად ანგელოზისა მის.
    106.     ვითარცა ესმა მოკითხვაჲ იგი მარიმისი ელისაბეთს, ჰკრთებოდა ყრმაჲ იგი მუცელსა შინა მისსა. და აღივსო სულითა წმიდითა.
    107.     აწ უკუე ჴმაჲ მარიამისი შეეწია და სულითა წმიდითა ელისაბე(დ) აღივსო.
    108.     და ვითარცა დაუსრულებელისაგან წყაროჲსა მდინარჱ მადლთაჲ, ეგრევე ენისაგან წინაწარმეტყუელებაჲ იგი თჳსსა მას ნათესავსა გამოუცჱნა და ფერჴთა ყრმისათა, დაბმულთა მუცელსა შინა, ვლდომაჲ და სიმღერაჲ მიჰმადლა,
    109.     რომელი ნანდჳლვე სიხარულისა და საკჳრველებისა ღირდა, რამეთუ სადაცა მივიდოდა მიმადლებული იგი, სიხარულითა აღივსებოდა.
    110.     და ღაღატ-ყო ჴმითა დიდითა ელისაბეთ და თქუა: კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისაჲ!
    111.     და ვინაჲ ესე ჩემდა, რაჲთა მოვიდეს დედაჲ უფლისა ჩემისაჲ ჩემდა!
    112.     კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის, რამეთუ შენ ექმენ მათ დასაბამ განახლებისა.
    113.     შენ კადნიერებაჲ სამოთხედ შესლვისაჲ მოგუმადლე ჩუენ და პირველი იგი სალმობაჲ განსდევნე, რამეთუ შენსა შემდგომად ნათესავი დედათაჲ არღარა იყუედრებოდის, არღარა ეშინოდის მკჳდრთა ევაჲსთა პირველისა მისთჳს წყევისა, არცაღა შობადისა მის სალმობისა,
    114.     რამეთუ ქრისტჱ ნათესავისა ჩუენისა მჴსნელი და მაცხოვარი ყოვლისა ბუნებისაჲ, სულიერი ადამ, რომელმან მიწისაგანისაჲ მის წყლულებაჲ განკურნა, წმიდისაგან მუცლისა შენისა გამოვალს.
    115.     კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და მამათა შორის, რამეთუ ყოველთა კეთილთა დამნერგველი შენდა ნაყოფად გამოჩნდა, რამეთუ ბრწყინვალედ ვხედავთ ბერწისათა მათ სიტყუათა.
    116.     არამედ უბრწყინვალჱსნი წმიდამან ქალწულმან აღმოთქუნა სიტყუანი და გალობაჲ მადლობისაჲ, სულნელებითა სავსენი სიტყუანი ღმრთისა შეწირნა,
    117.     დასაბამითგანთა მათ თანა ახალთა მიუთხრობდა, საუკუნითგანთა მათ თანა აღსასრულსა ამათ ჟამთასა ქადაგებდა, მცირითა ამით სიტყჳთა ყოველნივე საიდუმლონი ქრისტჱსნი გამოთქუნა.
    118.     და თქუა მარიამ: ადიდებს სული ჩემი უფალსა და განიხარა სულმან ჩემმან ღმრთისა მიმართ მაცხოვრისა ჩემისა და შემდგომი.
    119.     შეეწია ისრაელსა, მონასა თჳსსა მოჴსენებად წყალობისა თჳსისა – აღთქუმაჲ, რომელ აღუთქუა აბრაჰამსა და ნათესავსა მისსა ვიდრე მიუკუნისამდე.
    120.     ჰხედავა, ვითარ წმიდამან ქალწულმან მამად-მთავრისაცა გარდაჰმატა სრულებასა!
    121.     დაამტკიცა ღმერთმან აბრაჰამისა მიმართ აღთქუმაჲ, რომელსა იტყჳს, ვითარმედ: ესე არს აღთქუმაჲ ჩემი, რომელი დავდევ შორის შენსა და ჩემსა.
    122.     რომლისაგან მო-რაჲ-ვიდა, დაამტკიცა აბრაჰამისა მიმართი იგი აღთქუმაჲ, საცნაურად მიიღო სასწაული იგი წინა-დაცუეთისაჲ და აღმასრულებელ შჯულისა და წინაწარმეტყუელთა.
    123.     აწ უკუე ესე წინაწარმეტყუელებისა გალობაჲ წმიდამან ქალწულმან ღმრთისა შეწირა და თქუა: ადიდებს სული ჩემი უფალსა და განიხარა სულმან ჩემმან ღმრთისა მიმართ, მაცხოვრისა ჩემისა, რამეთუ მიყო მე დიდძალი ძლიერმან;
    124.     წმიდა არს სახელი მისი და წყალობაჲ მისი თესლითი თესლადმდე მოშიშთა მისთა ზედა, რამეთუ ღმრთის-მშობელ რაჲ მყო, კუალადვე დამმარხა და მუცლისაგან ჩემისა ყოველთა ნათესავთა სიწმიდედ განახლდების სავსებაჲ;
    125.     ყოველი ჰასაკი აკურთხა მამათაჲ და დედათაჲ, ჭაბუკთა და ყრმათაჲ;
    126.     ყო სიმტკიცჱ თავით თჳსით ჩუენთჳს სიკუდილისა მიმართ და ეშმაკისა მიმართ და ჩუენთა ცოდვათაჲ განხეთქა ჴელით-წერილი;
    127.     განაბნინა ამპარტავანნი გონებითა გულთა მათთაჲ;
    128.     თჳთ იგი ეშმაკი განაბნია და ერი მისი მის თანა, რამეთუ ჭეშმარიტად იგი იყო გულითა ამპარტავან, რამეთუ იკადრა და თქუა, ვითარმედ: ღრუბელთა ზედა ცისათა დავიდგნე საყდარნი ჩემნი და ვიყო მიმსგავსებულ მაღლისა.
    129.     ვითარ უკუე აწ განხეთქა იგი, შემდგომითა სიტყჳთა წინაწარმეტყუელმან გუაუწყა: ხოლო აწ ვიდრე ჯოჯოხეთამდე შთაჰჴდე და ყოველნი მძლავრნი და მსახურნი შენნი.
    130.     რამეთუ ყოველთა ადგილთა ბომონნი მისნი და ამაოთა მსახურებანი განაბნინა და წარმართთაგან მოგებული ერი თავისა თჳსისა განჰმზადა;
    131.     გარდამოსთხინა ძლიერნი საყდართაგან და აღამაღლნა მდაბალნი.
    132.     აწ უკუე ჰურიათა განვრდომაჲ და წარმართთა შემოყვანებაჲ ადვილად გუაუწყა, რამეთუ ჰურიათა მოხუცებულნი და მწიგნობარნი შჯულითა და სხჳთა მით ნეშტითა პატივითა განმდიდრებულ იყვნეს, რომლისაგან ბოროტად სიმდიდრესა მას მძლავრობასა უშჯულოდ იჴმევდეს.
    133.     ამიერ უკუე ყოვლისაგან საყდრისა გარდამოვარდა: წინაწარმეტყუელებათაგან და მღდელობათაგან, შჯულის-დებისაგან და მოძღურებისაგან მამულისა, სიმდიდრისაგან, მსხუერპლთაგან და სიმრავლისაგან დღესასწაულთაჲსა და სამეუფოჲსაგან პატივისა.
    134.     ამათ ყოველთაგან ცუდნი და დევნებულნი და შიშუველნი ტყუედ განივლი(ნ)ნეს, ხოლო მათ წილ გლახაკნი წარმართთაგანნი სიმართლითა მშიერნი ამაღლდეს,
    135.     რამეთუ მათსა მას სიგლახაკესა და რომლითა-იგი შეპყრობილ იყვნეს ღმრთის მეცნიერებისა სიყუარულითა საღმრთოჲსა სიტყჳთა მსგავსად ბჭისა, ვითარცა ქანანელი იგი ითხოვდა, და ამისთჳსცა ღმრთისა საიდუმლოთაგან სიმდიდრითა აღივსნეს.
    136.     რამეთუ ყოველივე საფასჱ საღმრთოთა კეთილთაჲ ქალწულისაგან შობილმან წარმართთა მისცვალა.
    137.     „შეეწია ისრაელსა, მონასა თჳსსა“, – და არა რომელსავე ისრაელსა, არამედ მონასა თჳსსა, რომელი საქმით აღასრულებდა ისრაელისასა მას აზნაურებასა.
    138.     და ამისთჳსცა მონად და მკჳდრად წმიდამან ღმრთის-მშობელმან უწოდა, რამეთუ ჭირვეულად რაჲ პოვა წერილსა მას ზედა შჯულითა მშრომელად, მას მადლითა ნუგეშინისცა.
    139.     აწ უკუე ესევითარსა მას ისრაელსა მოუწოდა და შეეწია მოჴსენებად წყალობისა, ვითარცა ეტყოდა მამათა ჩუენთა აბრაჰამსა და ნათესავსა მისსა ვიდრე მიუკუნისამდე.
    140.     ამით მცირითა სიტყჳთა ყოველსა მას განგებულებასა საიდუმლოსა გამოაჩინებს, რამეთუ გამოჴსნად რაჲ ნათესავისა კაცთაჲსა ინება და მამათა მიმართი იგი აღთქუმაჲ რაჲ აღსრულებად სათნო-იყო, ცანი მოდრიკნა და გარდამოჴდა.
    141.     არამედ რომელ-იგი ჩუენ შემძლებელ ვიყვენით დატევნად, ეგრჱთ გამოგუეცხადა, რაჲთა ნახვად მისა და განხილვად და სმენად ზრახვათა მისთა შეუძლოთ.
    142.     და ამისთჳსცა ღმრთისა სიტყუამან ჴორცნი და სრული კაცებაჲ დედაკაცისაგან წმიდისა ქალწულისა თავს-იდვა შემოსად;
    143.     და იშვა, ვითარცა კაცი, რაჲთა გარდაიჴადოს ჩუენი იგი თანა-ნადები და აღასრულოს ვიდრე თავისა თჳსისამდე აბრაჰამის მიმართი იგი აღთქუმაჲ წინა-დაცუეთისაჲ იგი და შემდგომითი შემდგომად შჯულისა მცნებანი.
    144.     ხოლო შემდგომად სიტყუათა ამათ წმიდაჲ ქალწული ნაზარეთა წარვიდა.
    145.     მერმე კუალად ბრძანებამან კეისრისამან ბეთლემდ აღმოსლვაჲ აწჳა.
    146.     ხოლო იგი იყო ვითარცა სამეუფოჲსაგან ტომისა, სამეუფოსავე მამულსა იოსების თანა, ქმრისა თჳსისა, მოვიდოდა, და ყოვლისა საკჳრველებისა უზეშთაეჱსი შეუდგა საიდუმლოჲ.
    147.     რამეთუ ქალწულმან შვა და მკლავთა ზედა იტჳრთა, რომელსა სიტყჳთა ყოველი დაბადებული უტჳრთავს.
    148.     და არცაღა ადგილ იყო სავანესა მას.
    149.     სძითა იზარდებოდა ყოვლისა სოფლისა გამომზრდელი;
    150.     სახუეველითა შეიხჳა, რომელსა ყოველი დაბადებული სიტყჳთა უპყრიეს.
    151.     ბაგასა მიიწვინა საყდართა ზედა ქერობინთა მჯდომარჱ;
    152.     ნათელი ზეცით გარდამოჴდა ყოვლისა დაბადებულისა განმანათლებელზა;
    153.     ერნი ცისანი წინაშე დგეს და ადიდებდეს, რომელი პორველ საუკუნეთა ცათა შინა იდიდების;
    154.     ვარსკულავი წინა უ(ნა)თებდა და აუწყებდა შორიელთა მათ ჭეშმარიტისა მის აღმოსავალით მომავალთა.
    155.     და მოვიდეს და ძღუენი მოართუეს მას, რომელი-იგი ჩუენთჳს დაგლახაკნა.
    156.     ხოლო წმიდასა მას ქალწულსა დაემარხნეს სიტყუანი ესე და დაედვა გულსა თჳსსა, ვითარცა ყოველთა საიდუმლოთა დამტევნელ(სა).
    157.     რამეთუ შენი არს, ჵ, ქალწულო წ(მიდაო), უზეშთაჱსი ყოვლისა ქებისა შესხმაჲ მისთჳს, რომელმან-იგი შენგან ჴორცნი შეისხნა ღმერთმან და იშვა ვითარცა კაცი.
    158.     შენდა ყოველივე ბუნებაჲ ზეცათაჲ და ქუეყანისაჲ და ქუესკნელთაჲ მსახურებასა შესწირავს თანა-ნადებსა, რამეთუ შენ ჭეშმარიტად საყდრად ქერობინად გამოშჩნდი;
    159.     შენ პატიოსანთა მათ და საცნაურთა სამეუფოთა ნათლად ელვის სახედ გამოუბრწყიდები, სადა იდიდების მამაჲ მაღალი, რომლისა-იგი ძალი გაქუნდა საფარველად.
    160.     თაყუანის-იცემების ძჱ, რომელი შენ ჴორციელად ჰშევ;
    161.     დიდებულ არს სული წმიდაჲ, რომელმან მუცელსა შენსა შობაჲ იგი მეუფისა დიდისაჲ მოღუაწებით განაგო.
    162.     რამეთუ შენ მიერ, მიმადლებულო, სამებაჲ წმიდაჲ და ერთი არსებაჲ სოფელსა ეუწყების.
    163.     შენ თანა ჩუენცა ღირს მყვენ მოღებად სრულისა შენისა მადლისა ქრისტე იესუჲს მიერ უფლისა ჩუენისა, რომლისა თანა შუენის მამისა დიდებაჲ წმიდით და თაყუანის-საცემელით სულით აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ.


3

     1.     მისივე თქუმული, მესამჱ
    2.     რაჟამს მოვიჴსენი ევაჲსი იგი ურჩებაჲ, ვცრემლოოდი;
    3.     და რაჟამს ვიხილი ნაყოფი იგი მარიამისი, კუალად განვახლდი, უკუდაო ნათესავით, უხილაო სიკეთითა, პირველ საუკუნეთა ნათელი ნათლისაგან, ღმრთისაგან მამისა იშევ ძჱ ღმრთისაჲ
    4.     და, სიტყუაჲ რაჲ იყავ, ჴორცნი შეიმოსენ ქალწულისაგან წმიდისა მარიამისა, რაჲთა ჴელითა შენითა წმიდითა შექმნული ადამი კუალად განაახლო.
    5.     წმიდაო, უკუდაო, საუკუნეო, მიუწდომელო, უცვალებელო, რომელი ჭეშმარიტი ძჱ ღმრთისაჲ პირველ საუკუნეთაჲ ხარ, სათნო-იყავ შესლვად საშოსა წმიდისა ქალწულისასა, რაჲთა პირველ დაბადებული იგი კაცი ჴელთაგან შენთა წმიდათა და ცოდვითა მომკუდარი კუალად განაახლო.
    6.     ნეფსით მოხუედ ნებითა მამისა უხილავისაჲთა.
    7.     გიღაღადებთ შენ ყოველნი და მეუფედ გხადით, შემწე ჩუენდა იყავ, რომელი იშევ ქალწულისაგან და შეიხჳე სახუველითა და მიიწვინე ბაგასა და სძითა იზარდებოდე მარიამისგან, რაჲთა პორველ შექმნული ადამ კუალად აღადგინო.
    8.     ღმრთის მეცნიერებისაჲ რაჲ გემოჲ ვიხილეთ, ჴმაჲ ტკბილი აღმოუტეოთ და ტკბილსა მას ღმრთისა სიტყჳსა ძალსა ვადიდებდეთ, ჴმა-ტკბილისა მის მოძღურისა საღმრთოჲსა მადლისაჲსა ღირსნი ქებანი შევწირნეთ.
    9.     რამეთუ ქუეყანაჲ და ზღუაჲ და ყოველივე დაბადებული, ხილული და უხილავი ღმრთისა კაცთ-მოყუარებასა უგალობს და ადიდებს მისისა მისთჳს სახიერებისა, რამეთუ ყო ჩუენდა მომართ.
    10.     რამეთუ ღმერთი იყო და ჴორცითა გამოჩნდა, სიმდაბლჱ გამოუთქუმელი ინება, დედაკაცისაგან წმიდისა იშვა, რაჲთა ურჩებ(ითა) მომკუდარი იგი კუალად განაახლოს.
    11.     მოვედით, ერნო, და ყოველნი ქალწულისაგან შობილსა უგალობდეთ.
    12.     რომელი დიდებაჲ და პატივი ღმრთისაჲ უპირადჱს ყოველთა საუკუნეთაჲ არს, მსგავსად ვნებისა და სიგლახაკისა ჩუენისა იქმნა დიდად შუენიერი იგი ჴელმწიფებაჲ;
    13.     რომელი ხატი ღმრთისაჲ იყო, ხატი მონისაჲ შეიმოსა;
    14.     რომელი მან შეიმოსა ნათელი ვითარცა სამოსელი, იქცეოდა კაცთა შორის ვითარცა შეურაცხი;
    15.     რომელი ქერობინთა ზედა ბევრეულთაგან ანგელოზთა იდიდების, იქცეოდა სოფელსა შინა;
    16.     რომელი პირველითვე არს და აცხოვნებს ყოველსა სოფელსა, წმიდისაგან ქალწულისა იშვა, რაჲთა პირველ შექმნული იგი კუალად განაახლოს.
    17.     იწყო დასაბამი განკაცებისაჲ ქრისტემან ღმერთმან ჩუენმან, რომელ თანა-დაუსაბამო იყო ღმრთისა და მამისაჲ, რაჲთა აღიყვანოს დაუსაბამოჲსა მის მთავრობისა ღმრთეებისაჲსა დაცემული იგი კაცი.
    18.     ხატი მონებისაჲ შეიმოსა წმიდისაგან ქალწულისა, რაჲთა კუალად-გუაგნეს ჩუენ დიდებულსა მას ხატსა უფლისა ჩუენისასა;
    19.     შეიმოსა მიწისაგანისაჲ მის ხატი, რაჲთა ზიარ მყვნეს ჩუენ ხატისა მის ზეცისაჲსა;
    20.     მკლავთა ზედა წმიდისა დედაკაცისათა დაჯდა, რაჲთა მარჯუენით გჳწოდოს ჩუენ თჳსისა მამისა;
    21.     შეურაცხი გუამი თავს-იდვა შემოსად და მითვე საფლავსა დაიდვა, რაჲთა მკჳდრად გამოგჳრჩინნეს ჩუენ საუკუნისა ცხოვრებისა;
    22.     საშოსა წმიდისა ქალწულისასა დაადგრა მიუწდომელი იგი, რაჲთა ცოდვითა განჴრწნილი ადამ კუალად განაახლოს.
    23.     ცხოველი წყაროჲ, ქრისტე ღმერთი ჩუენი, – ცხოველისა მიმართ ჴმისა გურწმენა, – ცხორების მომცემელ არს;
    24.     საიდუმლოჲ ესე ცხორებასა დაუსრულებელსა მდიდრად მოანიჭებს, რომელნი ესვენ მას და სულითა მით მადლისაჲთა თუალთა გულისათა განანათლებს.
    25.     ამის დაუწყუედედელისა და თაფლის გამომადინებელისაგან წყაროჲსა, რომელთა სარწმუნოებით სწყურის, განძღებიან;
    26.     რომლისთჳსცა ერთი ჴმაჲ თითოეულსა საცხოვრებელად მსგავსად ღირსებისა განეყოფვის: სწორად მისცემს ჭაბუკთა და ბერთა, დედათა და ყრმათა;
    27.     ერთისაგან დაუსრულებელისა წყაროჲსა გამოუთქუმელისა ღმრთეებისაჲსა აღმოეცემის მადლი იგი და ნიჭი სულისა წმიდისაჲ;
    28.     ერთისაგან წმიდისა ქალწულისა მრავალ-სასყიდლისა იგი მარგალიტი გამოვიდა, რაჲთა ცოდვითა მომკუდარი იგი პირველ შექნული იგი კაცი კუალად განაცხოველოს.
    29.     მზჱ სიმართლისაჲ ქუეყანასა ზედა გამოჩნდა, ქრისტე ღმერთი ჩუენი, სახითა ხატად კაცისა მოსლვად ნათე(ს)ავისა ჩუენისა ჯერ-იჩინა;
    30.     შესხრტულსა მას გ(უა)მსა კაცებისასა ელვარჱ იგი ბრწყინვალებაჲ ღმრთეებისაჲ დაეფარა და სულითა ღმრთეებისაჲთა მოგუეახლა ჩუენ;
    31.     ანგელოზთა გალობასა ღირს მყვნა ჩუენ გალობად მისსა;
    32.     ოქრო-ფესოვანთაგან ყუავილითა შეთხზულითა გჳრგჳნითა დღესასწაულთ მოყუარეთაჲ მორჩილად მსმენელთა სულთაჲ ჰნებავს გჳრგჳნოსან ყოფაჲ;
    33.     დაუბერებელთაგან სამოთხეთა ნაყოფ-შუენიერნი იგი ყუავილნი მოუჴდეთ და ჴელითა მოვისთულნეთ, რამეთუ ღირს არს ღმრთისა სათნოჲ იგი ტაძარი წმიდისა ქალწულისაჲ ესევითარითა გჳრგჳნითა შემკობად.
    34.     ამისთჳს მისგან განმანათლებელი იგი მარგალიტი გამოვიდა, რაჲთა ბნელსა და აჩრდილთა სიკუდილისათა შთავრდომილი იგი კუალად ნათელსა მას უკუდავებისასა აღმოიყვანოს.
    35.     საღმრთოთაგან სიტყუათა ქრისტჱ მადლითა რაჲ ვიშუებთ, ღირსნი გალობანი მისა შევწირნეთ საღმრთოთაგან საიდუმლოთა;
    36.     უკუდავებისა ნაყოფთა მოსთულებად ვისწრაფოთ ღმრთით შემოსილთა მითხრობათა ნაყოფითა სულნელებისაჲთა სიტყუათა შინა;
    37.     საღმრთოჲსა მადლისათა ვიშუებდეთ და მყრალობაჲ განბანად ვისწრაფოთ, ხოლო სულნელებაჲ იგი სათნოებათაჲ შევიმოსოთ;
    38.     ჯაჭჳ იგი სარწმუნოებისაჲ შთავიცუათ და სათნოჲ იგი ცხორებაჲ მოვიბლარდნოთ, წმიდაჲ იგი და შეუგინებელი სამოსელი სიწმიდისაჲ დავიმარხოთ, რამეთუ ესე სათნოებაჲ არს მშჳდობისა თანამყოფი და სიყუარულისა თანა-მეუღლჱ, ყუავილი, რომლისაგან სასოებისა სულნელებათა გამოვალს.
    39.     და რომელნი ამას ზედა კრავნი ძოვენ სარწმუნოებით, ნათლის-სახენი თესლნი სამებასა უგალობენ და ჩუენცა, საყუარელნო, მარანსა მას მაცხოვრისასა მივისწრაფოთ,
    40.     საღმრთოჲთა სიტყჳთა მადლისაჲთა ანგელოზთა თანა წმიდასა ქალწულსა უგალობდეთ და ვიტყოდით: გიხაროდენ, მიმადლებულო!
    41.     რამეთუ მისგან გამოვიდა ნათელი იგი მიუწდომელი და განგუანათლა ჩუენ გამოუთქუ(მე)ლითა მით მისითა სახიე(რე)ბი(თა).
    42.     კარავი განწმედილი (და) ტაძარი ღმრთისაჲ პატიოსანი ჭეშმარიტად წმიდაჲ ქ(ალ)წული იყო ოქროჲსა იგი ყოვლად დასაწუველთაჲ მათ საკურთხე(ვე)ლი გარდამეტებულ(ისა) მისთჳს მისისა სიწმიდი(სა);
    43.     საღმრთოჲ იგი შეზავე(ბ)ული საკუმეველი და წმიდაჲ იგი საცხებელი ზეთ(ისა) მრავალ-სასყიდლისა(ჲ) იგი სარწმუნოჲსა ნარდისა ალაბასტრი(საჲ);
    44.     სამღდელოჲ იგი გჳრგ(ჳნი) გამოუთქუმელისა (მ)ის ზრახვისა მაუწყებელი, რომელი მხოლოჲ (ჴო)რცითა და სულითა (წმ)იდა იყო;
    45.     ბჭჱ იგი, რომელი აღმოსავალად ხედვიდა და უფლისა შესლვითა და გამოსლვითა ყოველი სოფელი განანათლა;
    46.     მსხმოჲ იგი ზეთისხილი, რომლისაგან ჴორციელი იგი უფალი მოიღო სულმან წმიდამან და მრავალ-გუემული ნათესავი კაცთაჲ აღჰმართა.
    47.     ესე ქალწულთა სიქადული, დედათა სიხარული, მთავარანგელოზისა მიერ უწყებული, ვითარცა წერილ არს: გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენ თანა!
    48.     და კუალად: შენგან, რაჲთა ცოდვითა მომკუდარი იგი ადამ განაახლოს.
    49.     მუცელსა ქალწულისასა რაჲ დატევნად ჯერ-იჩინა უფალმან, მთავარანგელოზი წინაჲსწარ მახარებელად მოავლინა, ხოლო იგი გამოუთქუმელთაგან რაჲ ზეცისა ძალთა მარიამისა მოვიდა და პირველად „გიხაროდენ, მიმადლებულო“ უქადაგა მას და კუალად მეყსეულად მიაგება,
    50.     ვითარმედ: უფალი შენ თანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შოვრის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისაჲ, ხოლო იგი შეძრწუნდა და განზრახვიდა: ვითარ-მე იყოს მოკითხვაჲ ყ˜ლითავე?
    51.     შემსგავსებულად სამე წმიდასა მარიამს ქალწულად მადლი იგი გამოირჩევს, რამეთუ ბრძენი იყო ყოვლითავე წმიდაჲ ესე, ყოველთა ნათესავთა დედათა შორის არასადა იპოვა მსგავს მისა.
    52.     არა ვითარ პირველი იგი ქალწული ევა სამოთხესა შინა იპოვა მარტოჲ უსუსური გონებითა და გუელისაგან სიტყუაჲ იგი შეიწყნარა და ესრჱთ განიჴრწნა თჳსისაგან გულის ზრახვისა და მის გამო ყოველივე შრომაჲ წმიდათაჲ იქმნა,
    53.     არამედ მხოლოჲსაგან წმიდისა ქალწულისა მისი იგი შეცოდებაჲ განქარდების.
    54.     არა ვითარ-იგი სარას რაჲ ეხარა ძისა მიდგომილობისათჳს და თავჴედად იცინოდა;
    55.     არა ვითარ-იგი რებეკა სამკაული იგი ნებით თჳსით მეყსეულად შეიწყნარა და გულს-მოდგინედ აქლემთა მათ ქმრისა თჳსისათა ასუმიდა წყალსა;
    56.     არა ვითარ ყოველმან დედაკაცმან მხიარულებაჲ იგი მოკითხვისაჲ განუკითხველად შეიწყნარა, არამედ განცხოველებულითა გონებითა და განათლებულითა გულის სიტყჳთა თავით თჳსით განიზრახვიდა და იტყოდა: ვითარ-მე იყოს მოკითხვაჲ ესე?
    57.     ვინაჲ-მე აქუს (თ)ავი ნიჭსა ამას?
    58.     ვინაჲ ჩუენდა ესევითარი კურთხევაჲ მოიღე?
    59.     რ˜(ლთ) საფასეთაგან მარგალიტი ესე სიტყუა(ჲ) მოივლინა ჩუენდა? მ(ნე)ბავს, რაჲთა უწყოდი: რაჲ არს ნიჭი იგი და ვინ არს მომღებელი, ანუ ვინაჲ არს მომძღუნებელი იგი?
    60.     ზეცით მოსრულხ(არ) და კაცისა ხატად აჩუენებ და ლა(მპ)არ ნათლის ელვა(რე) ხარ.
    61.     ამას თავ(ით) თჳსით წმიდაჲ იგი განიზრახვიდა და იტყოდა.
    62.     ხოლო ანგელოზმან მან ესევითარითა სიტყჳთა მარიამისგან კითხვაჲ იგი დაუჴსნა და ჰრქუა:
    63.     სული წმიდაჲ მოვიდეს შენ ზედა და ძალი მაღლისაჲ გფარვიდეს შენ, რომლისაგან მუცლად-იღე და შევ ძჱ და უწოდი სახელი მისი იესუ, რაჲთა იჴსნეს ნათესავი კაცთაჲ სიკუდილისაგან ცოდვათაჲსა.
    64.     მერმე კუალად მიუგო მარიამ ანგელოზსა მას და ჰრქუა: ვითარ-მე იყოს ესე ჩემდა, რამეთუ მამაკაცი ქუეყანისაჲ ცნობად არა მნებავს?
    65.     რამეთუ ზეცისასა მას სიძესა თავი თჳსი განუკუთნე;
    66.     ქალწულად მნებავს დადგრომად და პატივი ქალწულებისაჲ არა მნებავს განცემად.
    67.     ხოლო ანგელოზი იგი ესევითარითა სიტყჳთა წმიდასა მას განამტკიცებდა: ნუ გეშინინ, მარიამ, რამეთუ ჰპოვე მადლი წინაშე ღმრთისა.
    68.     მადლსა მას ნუ განიკითხავ, რამეთუ შჯულთა ბუნებისათა მადლმან დამონებად არა თავს-იდვას.
    69.     ხოლო სული წმიდაჲ მოვიდეს შენ ზედა.
    70.     ამისთჳსცა შობილი იგი ძჱ ღმრთისაჲ თანა-ხატი და თანა-არსი და თანა-მსგავსი მამისაჲ, რომელსა შინა ყოველივე აქუს მამასა: ღმრთეებისა გამოცხადებაჲ, ხატი პირსა შინა და ბრწყინვალებისაგან დიდებაჲ იგი განახლდების.
    71.     ისწავენ, ჵ მარიამ, რომელნი აქამომდე ანგელოზთაგანცა დაფარულ იყვნეს;
    72.     გულისხმა-ყვენ, მარიამ, რომელნი წინაწარმეტყუელთა და მამად-მთავართა ვერ იცოდეს;
    73.     გესმა, რომელსა ვერსადა ვინ კრებულთაგანი ღმერთ-შემოსილთაჲ ღირს იქმნა.
    74.     დავით და ესაია და ყოველნი წინაწარმეტყუელნი უფლისა განკაცებისათჳს წინავე ქადაგებდეს,
    75.     არამედ ვითარ ეგულებოდა ყოფად, არა უწყოდეს, შენ ხოლო მარტოდ, ჵ წმიდაო ქალწულო, რომელთა ყოველნი უმეცარ არიან საიდუმლოთა, შეიწყნარე და ისწავე და ნუ განიზრახავ და იტყჳ: „ვითარ-მე იყოს ჩემდა ესე“?
    76.     რამეთუ რომელმან ქალწულისგან ქუეყანისა შექმნა კაცი, აწცა მანვე ყოს, ვითარცა უნდეს, რაჲთა აცხოვნოს თჳსი იგი შექმნული.
    77.     აწ ღმრთეებისა გამომეტყუელებისა გამოუთქუმელისა ნათლისა ლამპარნი ელვარედ გამობრწყინდებიან;
    78.     აწ დამაკჳრვებს მე წმიდისა ქალწულისა სახჱ, ვითარცა-იგი შემსგავსებულად ესე ანგელოზმან ყოვლისა უპირადჱს ესევითარითა სიტყჳთა მოიკითხა, ვითარმედ: „გიხაროდენ, მიმადლებულო“!
    79.     ყოველთაგან ნათესავთა შობად ღმრთისა ესე ხოლო ღირს იქმნა, მარ(ტო)მან იტჳრთა, რომელსა სიტყჳთა უტჳრთვან.
    80.     და არა ხოლო თუ შუენიერებაჲ იგი ღმრთის-მშობელისაჲ, დასაკჳრვებელ არს სულისა მისისაჲცა იგი სათნოებაჲ;
    81.     რომლისათჳსცა ანგელოზმან მან უღაღადა მას, ვითარმედ: „გიხაროდენ, მიმადლებულო!
    82.     უფალი შენ თანა“!
    83.     და მერმე კუალად: „შენგან“, რაჲთა ხატად თჳსა შექმნული იგი აცხოვნოს.
    84.     ვითარცა მოწყალემან სავანედ ღმერთსა წ˜ჲ სული თჳსი განუმზადა, უცხოთა საიდუმლოთა დამტევნელ იქმნა.
    85.     მოვედით უკუე აწ, საყუარელნო, და ჩუენცა მსგავსად ძალისა ჩუენისა თანა-ნადებნი იგი გარდავიჴადოთ;
    86.     ჴმასა მას ანგელოზისასა ჩუენცა შეუდგინოთ და ვღაღატ-ყოთ: „გიხაროდენ, მიმადლებულო!
    87.     უფალი შენ თანა!“
    88.     რამეთუ შენდა არს სიხარული, ვითარცა არს ჭეშმარიტ, ამისთჳს რამეთუ შენ თანა და შენ შორის უფალმან ყოველთამან დაიმკჳდრა, ვითარცა უწყის.
    89.     გიხაროდენ, მიმადლებულო! შენ თანა უფალი!
    90.     და არა ქუეყანისაგანი სიძჱ, თჳთ იგი თავადი უფალი და სიწმიდისა მამაჲ, ქალწულებისა მცველი და სიწმიდისა უფალი, უჴრწნელებისა იგი შემოქმედი და აზნაურებისა მომცემელი და ცხოვრებისა იგი მოღუაწჱ და ჭეშმარიტებისა და მშჳდობისა მეუნჯჱ და მომცემელი, –
    91.     იგი თავადი უფალი შენ თანა, რამეთუ შენ შორის ღმრთეებისა მადლმან განისუენა, რაჲთა აცხოვნოს ნათესავი კაცთაჲ, ვითარცა მოწყალემან უფალმან, და არღარა ეშინის ადამს გუელისა მისთჳს მზაკუვარისა,
    92.     რამეთუ მო-რაჲ-ვიდა უფალი ჩუენი, ყოველი ძალი მტერისაჲ განაბნია და არღარა ეშინის ნათესავსა კაცთასა ზაკუვისა მისთჳს გუელისა და საცთურისა, რამეთუ უფალმან ჩუენმან შემუსრა თავები ვეშაპისაჲ წყლითა მით ნათლის-ღებისაჲთა.
    93.     არღარა მეშინის მე სმენად, ვითარმედ: მიწაჲ ხარ და მიწადვე წარხჳდე, რამეთუ უფალმან წმიდითა მით ნათლის-ცემითა მწინკული იგი ცოდვისაჲ განმბანა მე;
    94.     არღარა ვტირ, არღარა ვიგლოვ, არღარა ვიტყჳ მე, ვითარმედ: მივიქცე მე გლახაკებად, რამეთუ განმესხა მე ეკალი, რამეთუ უფალმან ეკალთა ჩუენთაჲ იგი ცოდვაჲ აღმოჰფხურა და თავსა ზედა თჳსსა გჳრგჳნად დაიდგა.
    95.     დაჴსნილ არს ცოდვაჲ იგი ჩუენი;
    96.     დაჴსნილ არს პირველი იგი ჩუენი წყევაჲ, რომელი იტყჳს: ეკალთა და კუროჲსთავთა აღმოგიცჱნებდეს შენ ქუეყანაჲ.
    97.     აღმოიფხურა ეკალი იგი, აღმოჴუარდა კუროჲსთავი იგი, აღყუავდა წმიდისაგან ქალწულისა ხჱ იგი ცხორებისაჲ და მადლისაჲ.
    98.     არღარა ეშინის ევას ყუედრებისაგნ, არცაღა შობადისა მის(თჳს) სალმობისა, რამეთუ წმიდისაგან ქალწულისა მისი იგი შეცოდებაჲ განქარ(და) მის გამო, რომელი-იგი მის(გან) იშვა, რაჲთა აცხოვნოს, რომელი-იგი ხატად თჳსა შექ(მნა).
    99.     წყარო ცხორების მე(ყავ)ნ ჩუენ წმიდაჲ ქალწული, წყარ(ო) ნათლის ქრისტჱს მიმართ არს და აღმოსავალ საცნაურისა მის ნათლისა.
    100.     გიხაროდენ, მიმადლებულო! უფალი შენ თანა და შენგან, რომელი ღმრთეებითა სრულ და კაცებითა სრულ;
    101.     რომელსა შ(ინა) დამკჳდრებულ არს (ყოველი)ვე სავსებაჲ ღმრთეებისაჲ.
    102.     გიხაროდენ, მიმადლებულო! უფალი შენ თანა, მჴევლისა თანა მეუფჱ, შეუგინებელისა თანა განმწმედელი ყოველთაჲ, შუენიერისა თანა შუენიერი იგი სიკეთითა უფროჲს ძეთა კაცთასა, რაჲთა აცხოვნოს რომელი-იგი ხატად თჳსა შექმნა.
    103.     სიტყჳთა საღმრთოჲთა მადლისაჲთა და სარწმუნოებისაჲთა ვიხარებდეთ, რამეთუ ვარდითა და შროშნითა და სულნელებისა ნელსაცხებლითა უჴრწნელი იგი არჱ ჩუენი – ქრისტჱ ჩუენდა მოვიდა.
    104.     შუენიერმან ეკლესიათა სამოთხემან საღმრთოთაგან სულნელებათა დასაკრებელნი სულთა ჩუენთანი აღავსნა.
    105.     წმიდითა გულითა მოუჴდეთ და ვპოოთ ოქრო-ბრკინვალჱ იგი სარწმუნოებაჲ ელვარჱ და ნაყოფნი უკუდავებისანი მას შინა სულნელებითა სავსენი,
    106.     რამეთუ უჴრწნელებისაგან მარიამისა ნაყოფ-შუენიერი იგი ხჱ აღმოსცჱნდა, რაჲთა ვითარცა წმიდამან და მოწყალემან აცხოვნოს თჳსი იგი შექმნული.
    107.     ბრძენი იყო ყოვლითავე წმიდაჲ იგი, ყოველთა შორის ნათესავთა არავინ დედა შორის მსგავს მისა იპოვა.
    108.     არა ვითარ პირველი იგი ქალწული ევა მარტოჲ სამოთხესა შინა უსუსური გონებითა შეიტყუვა გუელისაგან და ესრჱთ სიტყუაჲ იგი შეიწყნარა და სიკუდილი სოფლად შემოიღო და ამისთჳსცა ყოველი შრომაჲ წმიდათა შეამთხჳა,
    109.     არამედ მხოლოჲსაგან წმიდისა მარიამისა ნერგი იგი ცხორებისაჲ აღმოგჳცჱნა ჩუენ.
    110.     და რამეთუ ესე მარტოჲ სულითა და ჴორცითა იპოვა წმიდა და გულ-დებულითა გონებითა ანგელოზსა მას ეტყოდა: ვინაჲ არს მოკითხვაჲ ესე და ვითარ იყოს ესე ჩემდა?
    111.     მინებს სწავლის, ვითარ დიდად შუენიერი იგი ჴელმწიფებაჲ მოგუემსგავსების ჩუენსა ამას სიგლახაკესა?
    112.     ვითარ, რომელსა-იგი აქუს ძლიერებისა ჴელმწიფებაჲ, შეიმოსს ხატსა ჩუენისა შეურაცხებისასა?
    113.     და რომელი უპირადჱს საუკუნეთა ღმერთ არს, ვითარ ყრმა იქმნების და ჴორციელ ი(ქმ)ნების, რომელმან შეიმოსა ნათელი (ვ̃ა) სამოსელი და აცხოვნებს თჳსთა დაბადებულთა?
    114.     ესევითართა საიდუმლოთა წმიდაჲ ქალწული ეძიებდა, მიუწდომელთა და საღმრთოთა საიდუმლოთა დამტევნელ იქმ(ნა და)ფარვითა სულისა (წ̃დი)საჲთა.
    115.     და გამოჴ(და) ჭეშმარიტებაჲ იგი (გუ)ამისაჲ გუამისა(გან), და რომელიგი თქჳს, ვითარმედ: სიბრძნემან იშჱნა თავისა თჳსისა სახ(ლი), სიტყუაჲ იგი ჴორციელ იქმნა და დაემკ(ჳდ)რა ჩუენ შორის,
    116.     ესე იგი არს, მასვე გუამსა შინა, რომელ შეემოსა კაცისაგან და სულითა საშუმინველისაჲთა (ცხო)ველყო და უცვალებელმან ღმერთმან ხატი მონებისაჲ შეიმოსა,
    117.     რაჲთა ურწმუნოთა საგონებელ იყოს ვითარცა კაცი, ხოლო მორწმუნეთა გამოეცხადოს ვითარცა ღმერთი, რაჲთა პირველ შექმნული იგი კუალად განაახლოს.
    118.     ძე ღმრთის და ღმერთ უპირადჱს საუკუნეთა რაჲ იყო, ძედ დედეკაცისა წმიდისა ჯერ-იჩინა ყოფად და უხილავი იგი იხილეს, და მდიდარი იგი ჩუენთჳს დაგლახაკნა და უვნებელმან მან და უკუდავმან ივნო ვითარცა კაცმან:
    119.     შეიერთა ჴორცითა და არა იცვალა სულითა, მოკუდავსა გუამსა დაიტია დაუტევნელი იგი, რაჲთა იგიცა უკუდავ ყოს, და თანა-უკუდავ ყო ღმრთეებისა, რაჲთა ჴელთაგან მისთა წმიდათა შექმნული იგი კუალად განაახლოს.
    120.     ნათელი მოვიდა სოფლად – ქრისტე ღმერთი ჩუენი, და განანათლებს ყოველთავე ნათლითა მით გამოუთქუმელითა;
    121.     ჴმაჲ მამისა უხილავისაჲ ზეგარდამო წამებს: ესე არს ძჱ ჩემი, სიტყუაჲ უპირადჱს საუკუნეთა არს.
    122.     ხოლო მარიამ სიტყჳთა მით ანგელოზისაჲთა მოიზღუდვოდა;
    123.     ხოლო შობასა მას უფლისასა განიზრახვიდა, და უსწორებელსა გულის-სიტყუას კაცობრივსა განიზრახვიდა: ოდესმე სიმაღლესა ღმრთეებისასა აღიწეოდა და ოდესმე სიმდაბლესა კაცობრივსა გულს-ეტყოდა და ესრჱთ საცნაურისა მის სასწორისა ორკერძოვე გამოიკულევდა.
    124.     მაშინღა ჭეშმარიტისა მის ღმრთისა მიერ შეწევნასა ღირს იქმნა, რამეთუ რომელმან წმიდაჲ იგი ქალწულებისა ქმარი უვნებელად დაიცვა და გულისაჲცა განსაკითხავი უქცეველ ყო.
    125.     და აცხოვნებს დაბადებულთა, რომელნი ხატად თჳსა შექმნა.
    126.     მადლი ჩუენდა მოვიდა ქალწულისაგან მარიამისა – ქრისტჱ, ძჱ ღმრთისაჲ, რომელი იშვა მისგან, მადლითა გუაცხოვნებს ჩუენ დამბადებლი, ყოველთაჲ, იხარებს ყოველი დაბადებული,
    127.     რამეთუ ქრისტჱ სოფელსა შინა იშვა – უგამოცდილებისა დრაჰკანი, რაჲთა მოიგოს სასუფეველისა იგი საყოფელი;
    128.     სიხარულითა შინაგან წმიდაჲ იგი ქალწული აღივსებოდა მის მიერ, რომელმან-იგი მისგან ჴორცნი შეისხნა, რაჲთა დაცემული იგი ცოდვასა ქუეშე კუალად განაახლოს.
    129.     გიგალობთ შენ, წმიდაო მამაო, რამეთუ ვიხილეთ ნათელი დიდი, რომელ მოგუეც ჩუენ ქრისტე იესუჲს მიერ, რომელი წმიდისაგნ ქ(ალ)წულისა იშვა, აღა(სრ)ულნა ღმრთეებით სა(კჳრ)ველებანი და ვნება(ნი) ჩუენთჳს თჳსითა ჴო(რც)ითა, თავს ისხნა ს(ა)შუმინველითა და სული(თა).
    130.     და ჩუენცა, ვიდრე ჴორცთ(ა) შინა ვართ, ღმრთეება(სა) ანგელოზებრითა გალ(ობ)ითა სათნო-ყოფად ვისწრაფოთ გამო(ჩინ)ებულითა სახითა (და ს)აღმრთოთა მათ მ(ეც)ნიერებათა ჭეშმა(რიტ)ებითა მორწმუნ(ესა) გონებასა ჩუენსა და(ვს)თესოთ,
    131.     რამეთუ არს საიდუმლ(ოჲ ე)სე მიუწდომელ, (უხ)ილავ, უცვალებელ, გამოუთქუმელ, მდუმრიად თაყუანის-საცემელ და, გონიერებითა დასაკჳრვებელ.
    132.     და ესეცა წმიდაჲ ქალწული დაჰკჳრდა და, ვითარ ნათლისა იგი ბრწყინვალებაჲ დედაკაცისა ნაშობ იქმნა, საფასესა მას ცხორებისასა შეიტყბობდა და მოკითხვასა მთავარანგელოზისასა განიზრახვიდა, ვიდრემდე სრულიად გამოიღო ნაყოფი იგი მაცხოვარებისაჲ, რაჲთა აცხოვნოს კაცი.
    133.     აქა უკუე ამიერითგან ხატ-შუენიერნი იგი ყუავილნი ქრისტჱს მოძღურებისანი ნაყოფთა კურთხევისათა გამოგჳცჱნებენ ჩუენ;
    134.     აქა ყოველივე სიწმიდჱ და სულნელებაჲ და ლოცვისა იგი საკუმეველი წმიდითა გონებითა ღმრთისა შევწიროთ;
    135.     აქა ქალწულებამან და სიწმიდემან მოხარულად ცხოვრებითა შემოსილი იგი ტევანი გამოიღო;
    136.     აქა მოღუაწებანი იგი ძლევითა შემოსილისა ძლიერებისანი ნაყოფთა სიხარულისათა;
    137.     აქა სამებისა წმიდისა იგი საიდუმლოჲ მთავარანგელოზისა მიერ წმიდასა ქალწულსა გამოეცხადა მსგავსად სახარებისა, ვითარმედ: სული წმიდაჲ მოვიდეს შენ ზედა და ძალი მაღლისაჲ გფარვიდეს შენ და შობილი იგი წმიდაჲ ძჱ ღმრთისაჲ.
    138.     მისა დიდებაჲ და პატივი და სიმტკიცჱ და თაყუანის-ცემაჲ უკუნითი უკუნისამდე. ამენ.


4

     1.     საკითხავი. თქუმული წმიდისა ანთიპატროს ბოსტრელ ეპისკოპოსისაჲ. წმიდისა ღმრთის-მშობელისათჳს და ზაქარიაჲს დადუმებისათჳს
    2.     ნაშობნი დედათაჲ არავინ არს უფროჲს იოვანჱსა, რამეთუ სიტყუამან მაცხოვრისამან გუაუწყა ესე ჩუენ.
    3.     ვითარ-მე აწ სიტყჳთა გჳრგჳნოსან ვქმნე, რომელსა ესევითარი ქებაჲ ესმა უფლისაგან თჳსისა?
    4.     ანუ ვითარ ვაქებდე, რომელმან შობადმდევე იცოდა დაფარული იგი საიდუმლოჲ?
    5.     ანუ ვითარ შობადმდე ქრისტჱსა მადლისა იგი ნიჭი გამოცხადებად იწყო?
    6.     ამან მადლისაჲ იგი გამოაჩინა საუნჯჱ და რომელი-იგი არა იცოდა ცათა შინა სიმრავლემან ანგელოზთამან;
    7.     ვ˜ა-(ღა) გესმა, იოვანე მუცლით გამო დედისა აუწყ(ებ)დ(ა);
    8.     საყდარნი დაუტევნა უფალმან და იოვანე საშოჲთ ღმრთის(ა მ)ოსლვაჲ გუაუწყა;
    9.     უფლებანი დაუტევ(ვნ)ა ქრისტემან და იოვანე მუ(ცე)ლსა შინა დაფარუ(ლი) საიდუმლოჲ გამოაც(ხადა).
    10.     და ვითარცა მოვიდა მთავარანგელოზი და მ(ას) უნდა სახარებაჲ (ში)ნაგან აღმოცჱნებულისა, ხოლო იოვანე ხლდომით გუახარებდა, რამეთუ მოვიდა, ვითარცა აწ გე(სმა), ყოვლისა სოფლისა მჴს(ნელი) თჳსისა მეგობრისა (და) აუწყებდა მუცე(ლს)ა შინა მიდგომილსა.
    11.     და იყო სახილველ (შემო)ქმედისა მოკითხვაჲ თჳსისა მიმართ მეუფისა და მჴედრისა კარავსა ყოფაჲ და უფლისაჲ მონისა სართულსა გარდასლვაჲ,
    12.     რომელმან საშოჲთ სასოსა შინა იხილა იოვანე ხედვით, ხლდებოდა და ბუნებისა საზღვარსა მწრაფლ თანა-წარსრბაჲ იწყო და თქუა: არა ვიცი ბუნებისა საზღვარი, რამეთუ ვხედავ ბუნებისა საზღვრის დამბადებელსა უფალსა;
    13.     არა მოველი მე შობისა ჟამთა, რამეთუ ჟამთა შემოქმედი მუცელსა შინა ქალწულისასა დადგრომილ არს ცხრა თუე.
    14.     ჩემი მუცელსა შინა არა თავს-იდვა, რამეთუ საუკუნოჲ იგი ჩემ წინაშე არს.
    15.     ვინ დედაჲ უფლისაჲ მომავალი გამოგჳცხადა?
    16.     ვინ გუეოხდა ჩუენ და წიაღთაგან მამისათა აღგჳდგინა უდედოჲ იგი?
    17.     ანუ ვინ არს ქალწული ესე, რომელი უფროჲს ყოველთა ძალთა პატიოსნად გამოჩნდა ღმრთისა?
    18.     ვინ არს, რომელმან დაუტევნელი ესე ახალსა წიაღსა დაიტია?
    19.     ვინ არს, რომელსა მიუწდომელი ესე მოაქუს მუცლითა?
    20.     ვინ შოვა-მდგომელ იქმნა კაცთა, მსგავსთა თივისათა, ცეცხლისა დამკჳდრებად ღმრთეებისა?
    21.     ვინ აუწყოს პირველსა მას ადამს დედაკაცისაგან აღმოცჱნებული საიდუმლოჲ?
    22.     ვინ თქუას, რამეთუ დარჩილსა შინაგან აქუს მსაჯული?
    23.     და რომელსა-იგი წუხილით შობაჲ ესმა შვილთა თჳსთაჲ, მასვე მოაქუს სიხარული, და გუექმნა მწუხარებისა მისთჳს სიხარული?
    24.     ეჰა, პატიოსნებაჲ! ეჰა მიუწდომელი მოსლვაჲ!
    25.     სამოთხით გამოჴადა ღმერთმან პირველი იგი ქმნული და მასვე საშოსა ნაშობისა მისისასა დაემკჳდრა!
    26.     და რომელმან-იგი ტყავი შეკერა სამოთხესა შინა, საშოსა დაეფარა!
    27.     და ვისგან-იგი პირველსა მას მამასა შეჰრისხნა და გამოჴადა, ამისთჳსვე მოწყალე ექმნა და მოვიდა!
    28.     და ვისგან ქუეყანაჲ იწყევა, ამისგანვე გამოჩნდეს ღმრთისა გზანი პირველისა მის რისხვისა განმაქარვებელად, უჴრწნელითა კუალითა შემუსრნა ცოდვისა ეკალნი!
    29.     ესე იოვანჱს ხლდომანი უფროჲსღა სიტყუანი, რამეთუ სიტყუანი იყვ(ნეს) არღა შობილისა მის (ჟა)მისა და ხლდომან(ი).
    30.     ვინ დასაბამითგა(ნ) წარმართმან ქალა(ქ)სა სულთასა ასწ(ა)ვა, რომლისაჲ ვიდრე წარ(გ)რაგნადმდე წინა-მსრბოლმან გუაუწყა, რამეთუ ესრჱთ არს მომავალისა საიდ(უ)მლოჲსა შეკრებაჲ.
    31.     და რომლისაჲ ქადაგება(ა)ჲ მნებავს, ვიპოო მე უფსკრულთა დათქმული და ჰაერთა ზედა მავალად შერაცხილ ვიქმნე, (ზეცი)სა ძალსა გამომეტყუელი.
    32.     ამისთჳს გევედრები, შენ, ნათლის-მცემელო, ლოცვაჲ მომადლე სიმტკიცედ და უცთომელად დამიცევ.
    33.     ჴმა ხარ და ჴმაჲ სამსახურებელად მე მომმადლე.
    34.     მრწამს, არ თუ ურწმუნოდ მოვედ: სიტყუათა შევსწირავ შენდა საკუმეველად და სასოებით ვიწყო სიმჴნესა შენსა მითხრობად, დავჰბრკოლდები მე.
    35.     სიხარულით ძლევა ჩემდა ჩემისა წინამძღურისა ძლევაჲ დაკჳრვებით.
    36.     და იყო მათ დღეთა ჰეროდე მეფისათა.
    37.     ნუუკუე ვინმე ერთობითა ამათ სახელთაჲთა სახარებისაგან შესცთეს უწყებასა, რამეთუ სხუაჲ იყო ჰეროდე, რომელმან წინამორბედი მოკლა, და სხუაჲ არს ჰეროდე, რომელმან ყრმანი მოთიბნა – ჯეჯლნი იგი ღმრთის მსახურებისანი ძიებასა მას იფქლისა თავწარსხმულისასა.
    38.     ესევითართა მათ დღეთა იყო ვინმე მღდელი, რომელსა სახელი ერქუა ზაქარია, და ცოლი მისი – ელისაბედ.
    39.     იყვნეს ორნივე მართალ, რამეთუ ეზიარებოდეს სოფლისა ზიარებასა – დედაკაცი მამაკაცსა, განგებულად ვიდოდეს და შჯულისაჲ ეტჳრთა უღელი, სიმართლესა მოიპოვებდეს და შვილი არა ესუა;
    40.     დაყენებულ იყო საშოჲ და სიგრძითა ჟამთაჲთა წარწყმედილ იყო წესი, რამეთუ იყო ელისაბეთ ბერწ.
    41.     ორნივე გარდასრულ იყვნეს დღეთა მათთა, უშვილო იყვნეს ბუნებით და ჟამნი ყმისა შობისანი განწესებულნი წარეწყმიდნეს უთესლობითა.
    42.     არა თუ სასოებაჲ, არამედ შვილიერებაჲ წარეწყმიდა, ხოლო მეორედ ჟამი სახითა მოიპოვეს: მოაკლდა შვილებაჲ, არამედ არა მოაკლდა ლოცვაჲ.
    43.     და იყო მღდელობასა მას ზაქარიაჲსსა ბრწყინვალჱ კრებაჲ ვნებისაჲ და შეიმოსა სამოსელი და დაიდგა გჳრგჳნი სამღდელოჲ და მოიღო სასაკუმევლჱ და წმიდასა მას შეისწრაფდა დაუბრკოლებელად.
    44.     წინაჲსწარ უსწრობდა ჟერაჲ იგი ეჟუანთაჲ.
    45.     ხოლო სიმრავლჱ იგი ერისაჲ აქებდა მღდელსა მას, რამეთუ ვითარცა ანგელოზი მოხუცებული წა(რგ)ზავნეს ღმრთისა.
    46.     და ვითარცა მიიწია იგი შინაგან კრეთსაბმელსა მას, ეჩუენა მას ანგელოზი უფლისაჲ მარ(ჯ)უენით მდგომარჱ (სა)კურთხეველისა მის (სა)კუმეველთაჲსა.
    47.     შეძრწუნდა ზაქარია და წარსლვად ვერ (შე)უძლო ანგელოზისა მის ხილვითა და უკმოვიდოდა.
    48.     ვითარ მრავალ ჟამ დგა დაკჳრვებულად, ამას იტყოდა თავით თჳსით: რა-მეა, ანუ ვითარმ(ე) არს, რომელსა-ესე ვხედავ?
    49.     არა უწყი.
    50.     სხუაჲ ვინმე მღდელობს და მახლობელად საკურთხეველსა საკუმეველთასა დგას.
    51.     მე ვითარ დავასხა ცეცხლსა საკუმეველი ესე?
    52.     რამეთუ ერთისაჲ ხოლო მღდელობაჲ ბრძანა შჯულმან.
    53.     ანგელოზი არს ესე და არა კაცი, რომელსა-ესე ვხედავ, და ესე ტაძარი არს და არა მაყუალი, რამეთუ არა გჳსწავიეს ანგელოზთა თანა მსახურებაჲ.
    54.     ვითარ-მე ვიქმნე, ანუ რასა-მე ვიქმოდი და ვინ თანა-მზრახვალად მოვიყვანო?
    55.     არამედ მიუშუა წმიდასა მას, წმიდაჲ მოვიკითხო, მივეახლო და სასაკუმევლჱ მივსცე: მი-მე-მიყვანოსა ზიარად, ანუ და-მე-მსაჯოსა კადნიერად?
    56.     ანუ განმკითხველად-მე მოსრულ არს სიწმიდისა მსახურთათჳს?
    57.     საშინელად ვისმე ვხედავ და ბრწყინვალედ.
    58.     სახარებაჲ მე მოუღებიეს და მოსრულ არსა, ანუ სიყმილითა და ბრძოლითა-მე გჳთქუამს?
    59.     და რამეთუ მსახური არს ზეცისაჲ, რომელ-ესე ჩას, დგომაჲ აუწყებს, არა თუ ღმერთი არს.
    60.     ესაია მჯდომარჱ იხილა უფალი; ეზეკიელ საყდართა ზედა განიცადა უჴორცოდ;
    61.     დანიელ ეგრევე სახედ ძუელი დღეთაჲ მჯდომარჱ იხილა.
    62.     ესე დგას და მსახურებასა გამოაჩინებს, ხოლო უპატიოსნჱსი მჴარი საკურთხეველისაჲ უპყრიეს.
    63.     ვაჲ მე! ნუუკუე ცოდვითა ჩემითა ერისა ბრალი ჩემ ზედა მოიწევის?
    64.     ამას ზაქარია განიზრახვიდა ძწოლით.
    65.     და არა უგულებელს-ყო მთავარანგელოზმან გაბრიელ მღდელისა იგი შიში.
    66.     ამისთჳსცა მყის მას ჟამსა ჴმაუყო მას, ვითარცა მარჯუენჱ ჴელი მიუპყრა განსამტკიცებელად, ღაღატ-ყო: ზაქარია, ნუ გეშინინ!
    67.     პირველად მისი იგი შიში დააცხრვო და მაშინღა სახარებაჲ იგი აუწყა, რაჲთა შეუძრწუნებელად სულითა დაწყნარებაჲ იგი შეიწყნაროს.
    68.     ჰრქუა: ზაქარია, ნუ გეშინინ სახარებისათჳს.
    69.     გულს-მოდგინედ შეესმა ვედრებაჲ შენი, რაჲთა ცოლმან შენმა გიშვეს შენ ძჱ და ამას უწოდი იოვანე.
    70.     რამეთუ მოსრულ ვარ შენდა ზეცით;
    71.     არა ხოლო თუ ყრმაჲ მომაქუს, არამედ რომელი-იგი შობად-არს, სახელი ზეცას წოდებულ- არს.
    72.     მესმა და მოვ(ედ), რამეთუ ქალაქსა ღმრთისასა აღწერილ არს, რომელი მუცელმან არა აღმოაცჱნა, რამეთუ მრავალთა შობასა მისსა უხაროდის.
    73.     შენი არს შვილი, ხოლო ნიჭი – მრავალთაჲ;
    74.     შენი არს ჯეჯლი, ხოლო ნაყოფი – ზ(ია)რ, შენ – მამაჲ, ხოლო რომელი-(გი) შობად არს – ყოველთა მ(ბრ)წყინვალე.
    75.     ესე ვითარ ესმა ზაქარიას, მხიარულცა იქმნა და გამომეძიებელცა.
    76.     გულის-სიტყუაჲ მეჭუელისაჲ გაბრიელს ესმა და ცნა, რამეთუ მიუგო არა მორწმუნედ: ვითარ ვცნა ესეო?
    77.     არა თავს-იდვა გაბრიელ ზაქარიაჲსი იგი ორგულებაჲ, არამედ შეურცხ-ყო მღდელი იგი საკუმევლისა შემწირველი და სარწმუნოებისა არა შემწყნარებელი და პირსა მისსა აუწყებდა განურისხველებასა და ჰრქუა: ესრე გამომკითხავა, ზაქარია?
    78.     რამეთუ რომელი გითხარ, მას ითხოვ.
    79.     სიტყჳსა გამოძიებაჲ გინებსა?
    80.     ღმრთის მსახურებისაგან სახარებაჲ მიმიღე და აწ წინდსა მიმჴდია?
    81.     არა ჰმადლობა ღმერთსა?
    82.     არამედ ორგულებ, მიიღებ ნიჭსა და იტყჳ: ვითარ ვცნა ესეო, ვითარ ვცნაო?
    83.     – მე ვარ გაბრიელ, წინდად სიტყჳსა ამისთჳს სახელი ჩემი მიიღე და, თუ მცირე არს ესე შენდა, ისმინე პატივი ჩემი: მე ვარ, რომელი ვდგა წინაშე უფლისა. და მეტყჳ: ვითარ ვცნაო?
    84.     შენ – მოხუცებულ და ცოლი შენი – გარდასრულ დღეთა მისთა;
    85.     ჟამი – მღდელ და შემოქმედი ჟამთაჲ უუფლჱს არს შენსა.
    86.     არა დასცხრეა ღმრთისა უშიშებად და ჟამთა დატევებად?
    87.     და იტყჳ: ვითარ ვცნა, ვითარ ვცნა?
    88.     ვითარ ისწავე აბრაჰამისაგან: არაა, ვითარ-იგი ჰრწმენა მას და ჟამნიცა შეურაცხ-ყვნა, და ვითარ-იგი ჰრწმენა მას და სიბერჱცა ერჩდა?
    89.     უკუეთუ ბერწი იგი შეუძლებელ გიჩს შენ, ვითარ ქალწულისა საიდუმლოჲ გაუწყო შენ?
    90.     რამეთუ ურწმუნოებაჲ გაქუს ხატად მრავლად და წინდსა მიმჴდი.
    91.     ვითარ შენ ზეცისა სიტყუაჲ გარწმუნო, რომელი-იგი მრავლით ნათესავით წინა ესაია წინაწარმეტყუელა სახარებაჲ: აჰა ესერა ქალწული მიუდგეს და შვეს ძჱ.
    92.     მას ჰრწმენა და უფროჲსღა ქადაგა, ხოლო შენ უმცირჱსსა ურწმუნო იქმენ და სიტყუასა გამომკითხავ მე, რომელმან ზეცით მომავლინა მე შენდა, რამეთუ შენ გული-გითქუამს სასწაულისა მიღებად.
    93.     რამეთუ ამას ითხოვ, არა გიღირს.
    94.     აწ მიიღე უტყუებაჲ ყრმისა შობისათჳს წინდად და იყავ მდუმარე ვიდრემდე სიტყუამან დაამტკიცოს ქრისტჱ.
    95.     აწ შობისა წილ სამარედ მწრაფლ ჴმითურთ მივედ უშვილოებითურთ, შეკრვით განისწავლე ჴმითა და მიუდეგ ჴმითა, რამეთუ აწ მას ხოლო მიუტევე მე შეცოდებანი მამისანი, (რამეთუ) უფლისა საყუარელი არს (და) ვითარცა უნდეს მეგობარსა, ეგრეცა სთხოვოს უფალსა.
    96.     და ესე სიტყუაჲ ვიდრე ში(ნა) აღესრულებოდა, ჟა(მ)ი გარდავიდოდა და სიმრავლესა მას ერისასა უკჳრდა გარეშე და გონებაჲ მათი მრავლად განიზრახვიდა, (თი)თოეული სხუად ჰგონებდეს, ვიდრემდე ზაქარია გამოჩნდა და მოასწავებდა დუმილით, რაჲ-იგი ევნო სიტყუასა.
    97.     ხოლო მსახურებაჲ მის დღისაჲ აღასრულა და წარვიდა სახიდ თჳსა.
    98.     სიხარული იგი აქუნდა გულსა თჳსსა, ხოლო პირსა მისა ესხნეს აღჳრნი.
    99.     ესრჱთ იყო წინამსრბოლისა დასაბამი.
    100.     უკუეთუ შობისა ქადაგებაჲ გჳნდეს, წეს-არს ყოველთა მოჴსენებაჲ მოძმეთაჲ და შეკრებად დღესასწაულსა.
    101.     მეექუსესა თუესა მიდგომასა ელისაბედისსა ნაზარეთა მივიდა გაბრიელ, მივიდა ქალწულისა და აქუნდა სიხარული დედისა, რომელი სახლსა შინა იხილა და მოიკითხა.
    102.     პირველად საუფლოდ კაცსა მას განიზრახვიდა და ჰრქუა: გიხაროდენ, სახარულევანო, უფალი შენ თანა!
    103.     გიხაროდენ, რომელი პირველად შენ შობ ყრმასა, თავისუფალ წყევისაგან!
    104.     გიხაროდენ ს˜ხრლდ მიდგომილსა ყოველთა ნათესავთა!
    105.     გიხაროდენ სოფლისა ყოვლისათჳს ცხორებისა მშობელსა!
    106.     გიხაროდენ უჴრწნელსა, არამედ არა უშობელსა!
    107.     გიხაროდენ უქორწინებელსა, არამედ არავე უშვილოსა!
    108.     გიხაროდენ უთესლოსა, არამედ არა უნაყოფოსა!
    109.     გიხაროდენ სალმობისა მომლოდესა, რომელსა სალმობაჲ არა გაქუს!
    110.     გიხაროდენ, რომელსა შენისა მამისა ადამის შემოქმედი მოგაქუს!
    111.     გიხაროდენ, რომელსა უშრომელად გიტჳრთავს დაბადებულისა საფუძველი!
    112.     გიხაროდენ, რომელმან შევ ღმერთი, არა თუ შიშუველი და კაცი, არა თუ არა-სრული!
    113.     გიხაროდენ, სახარულევანო, უფალი შენ თანა!
    114.     ხოლო მას ვითარცა ესმა სიხარული, არა განემარტა სმენად, არამედ დაჰკჳრდა ჴმასა მას და თქუა: ვინაჲ-მე არს ესე მოკითხვაჲ?
    115.     ანუ ვინ არს ესე, რომელი თავით თჳსით უწოდებელად სართულსა ჩუენსა შემოვიდა?
    116.     არცა ჩუეულ, არცა ნათესავ, არცა ადამის ნაშობ!
    117.     დაკჳრვებულ ვარ ხატსა, უცხო არს მოკითხვაჲ.
    118.     არა აქა არს იოსებ, არცა უთხრა ესე მარტოსა.
    119.     ვითარცა თქჳან, პირველსა მას შექმნულსა ზრახვიდა პირველი იგი ბოროტი.
    120.     ხოლო მან ჰრქუა: მარიამ, ნუ გეშინინ, რამეთუ მადლი ჰპოვე, რომელი-იგი წარწყმიდა პირველ შექმნულმან;
    121.     მან მარტომან ცთომაჲ შეიწყნარა, ხოლო შენ მარტოსა ცთომისა დაჴსნაჲ მოგიღებიეს, რამეთუ შვე ძჱ და ამას ეწოდოს იესუ.
    122.     ხოლო მას ვითარცა შობაჲ ესმა და ძჱ, (თქუა): ვითარ-მე იყოს ესე ჩემდა, რამეთუ მამაკაცი მე არა ვი(ცი)?
    123.     არა თუ აცილობდა, არამედ ბრძანებასა ი(სწ)ავებდა: მე ხოლო ბუნებ(აჲ) განვაახლოა, ჩემ მიერ განჰჴსნდენა შ(ვი)ლთა შობისა მიზეზნი?
    124.     მითხარღა შენ, უცხ(ოო) სახელო, რამეთუ უცხოსა (ვხ)ედავ მე შენსა ხარ(ებ)ასა.
    125.     ჰრქუა მას ანგელოზმან მან: სული წმიდაჲ მოვიდეს შენ ზედა და ძალი მაღლისაჲ გფარვიდეს შენ.
    126.     მიიღე, ქალწულო, (თ)ქუმული და ნუ (ეძ)იებ დუმილსა.
    127.     შობასა ვეწამო, სახელსა განვეყო.
    128.     ანგელოზი არა თუ მოძღურად მოსრულ ვარ, ქადაგად მოვივლინე უფლისა მოსლვასა, არა თუ თარგმანად, ვითარ იყოს ესე.
    129.     ვითარცა იცის მან თავადმან, რომელიცა მოვალს, რამეთუ მოსრულ არს, ვიცი, წინაჲსწარ აუწყებ შენ თანა დადგრომასა შინაგანი იგი დამტკეცილი, ხოლო სახისა სიტყუად ვერ შემძლებელ ვარ, ქალწულო.
    130.     და რამეთუ არა ვტყუვი მე სიტყუასა ამას, ელისაბეტ მოწამე არს ჩემდა ბერწობითა და სიბერითა, რომელი შენ თანა მიდგომილ არს წინამსრბოლისათჳს.
    131.     უკუეთუ ბერწობაჲ და სიბერჱ მიდგომილად ვთქუა, არა მცირე არს წინდი ბერწისაჲ და მოხუცებულისაჲ და ქალწულისა შობილისათჳს შორის არარაჲ არს.
    132.     ხოლო ესე მარიამს ვითარ ესმა, ისწრაფა და შევიდა სახლსა ზაქარიაჲსსა და პოვა ელისაბედი მიდგომილი და მოიკითხა.
    133.     ხოლო ყრმაჲ იგი შინაგან მიუგებდა და საშოჲთ გამო დედისა პირითა.
    134.     ესმა დედისაჲ სმენაჲ, რამეთუ ბუნებისა საზღვარი იოვანჱსთჳს არა განჴსნილ იყო.
    135.     ამისთჳს ვერ შეუძლო სიტყუად, ხოლო ვლდომით იტყოდა, რამეთუ თჳსსა დედასა კრთომისა მისგან აუწყებდა.
    136.     ხოლო მაცხოვრისა დედასა თჳსისა დედისა ენითა მიუგებდა.
    137.     ვერ დაითმინა ელისაბეტ შვილისა თჳსისა კრთომაჲ, სულითა წმიდითა აღივსო, ჴმა-ყო და ჰრქუა ქალწულსა: კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისაჲ!
    138.     შენ ხოლო კურთხეულ, რომელსა გიტჳრთავს განმაქარვებელი წყევისაჲ!
    139.     შენ კურთხეულ, რომელსა მოგაქუს სიბრძნისა ნიჭი!
    140.     შენ კურთხეულ, რომელი მიდგომილ ხარ მისთჳს, რომელი სამოთხესა იქცეოდა!
    141.     შენ, კურთხეულო, ტაძრად ღმრთისა გამოშჩნდი!
    142.     შენ კურთხეულ, რომლისა მუცელი იპოვა სამღდელოდ წმიდად!
    143.     კურთხეულ ხარ შენ შორის დედათა და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისაჲ!
    144.     კურთხეულ არს ნაყოფი, რომელი ჭამოს ადამ და სძლოს მტერსა;
    145.     კურთხეულ არს ნაყოფი – ყოვლისა სოფლისა საზრდელი და სამოსელი.
    146.     და ვინაჲ არს ესე ჩემდა, რაჲთამცა მოვიდა დედაჲ უფლისა ჩემისაჲ ჩემდა?
    147.     ესე მე, ქალწულო, შ˜ნგან მცენარემან მასწავა: შენსა მოკითხვასა უფროჲს ბუნებისა ჰკრთებოდა.
    148.     ესე ელისაბედისნი ღმრთისა სიტყუანი.
    149.     ხოლო ზაქარია სახლსა შინა, ვითარცა პირველად ვთქუ, დადგრომილ იყო მდუმრიად და ურწმუნოებისათჳს აღჳრნი ესხნეს, რამეთუ სწორად მიდგომისა უტყუ იყო იგი, საზღვრად დაშჯისა ყრმისა შობისათჳს მიეღო.
    150.     და ვითარ გამოვიდოდა უდაბნოჲსაგან საშოჲსა უდაბნოსა იგი მყოფი, მაშინ ფიცარი მოითხოვა მამამან მისმან და მეცნიერად დაწერა, რომელი-იგი ესმა ურწმუნოდ, და ყრმასა სახელი მისცა და მან ჴმაჲ მისგან მოიღო.
    151.     ესე ესრჱთ არს შენი, წინამსრბოლო და ნათლის-მცემელო, ვიდრე შობადმდე საიდუმლოჲ, რამეთუ ესრჱთ ღმერთმან ვიდრე მიდგომადმდე მოგმადლა შენ პატივი, გაბრიელ რომელმან უფლისა შობაჲ და შენი მიდგომაჲ ახარა,
    152.     რამეთუ ტაძარსა მას შინა, ვითარცა საქორწინესა, ახარა ნიჭი დიდი, ერისა კრებასა ღმრთის-მოყუარეთასა შობაჲ შენი აუწყა მთავარანგელოზმან, სულითა წმიდითა შემოსილ იქმნა.
    153.     მადლი წინაწარმეტყუელებისაჲ საშოჲთ გამოიტანე, ვლდომით იტყოდე მუცლით გამო, რომელი-იგი სიბერესა მოსეს აუწყა ღმერთმან.
    154.     ამისთჳს შენ უფროჲს წინაწარმეტყუელთა ეკლესიათა სიძემან მოგიწოდა.
    155.     ვინ წინაწარმეტყუელთაგანმან საშოჲთ გამო დედასა თჳსსა საიდუმლოჲ აუწყა?
    156.     ვინ მართალთაგანი იშვა და ძღუნად ჴმაჲ შეწირა მამისა?
    157.     ხოლო შენ აქა მშობელი შენი უტყუებისაგან განჰკურნე.
    158.     წინაწარმეტყუელად ღირს იქმენ, რამეთუ ჟამისა წინა უტყუ სულითა წმიდითა აღივსე, გალობაჲ ჩუენ გუასწავე.
    159.     მცირედ შევცვალო და ჟამსა თჳსსა ვგალობდე, რამეთუ ამას იტყოდე: კურთხეულ არს უფალი, ღმერთი ისრაელისაჲ!
    160.     ხოლო მე ვიტყჳ: კურთხეულ არს ღმერთი ქრისტიანეთაჲ!
    161.     რამეთუ მისი შუენის დიდებაჲ და პატივი უკუნითი უკუნისამდე. ამენ.


5

    1.     საკითხავნი წმიდისა ქრისტჱს შობისანი
    2.     თქუმული წმიდისა ათანასე ალექსანდრელ მთავარეპისკოპოსისაჲ. ვითარ კაც იქმნა უფალი ჩუენი იესუ ქრისტჱ და რამეთუ ღმრთის-მშობელი მარადის ქალწული მარიამ და რომელი იშვა მისგან ღმერთი და იგივე კაცი
    3.     საიდუმლოსა უცხოსა და დიდებულსა ვხედავ: მწყემსნი სასმენელთა ჩემთა ოხრიან;
    4.     არაჲ უდაბნოსა ქადაგებენ სახარებასა, არამედ ზეცისასა აქებენ გალობასა, ანგელოზნი ღაღადებენ, მთავარანგელოზნი გალობენ, აქებენ ქერობინნი, ადიდებენ სერაბინნი.
    5.     ყოველი დაბადებული დღესასწაულობს, რამეთუ ღმერთსა ხედვენ ქუეყანასა ზედა და კაცსა ცათა შინა, ქუესკნელსა ზესკნელად განგებულებით და ზესკნელსა ქუესკნელად კაცთ-მოყუარებით.
    6.     დღეს ბეთლემი ზეცისა მობაძავ იქმნა: ვარსკულავთა წილ ანგელოზნი მაქებელად ჰქონან, მზისა წილ მზჱ იგი სიმართლისაჲ მიუწდომელად დაიტია.
    7.     და ნუ ეძიებთ, ვითარ დაიტია, რამეთუ სადა ღმერთსა ჰნებავს, იძლევის ყოველივე ბუნებისა წესი, რამეთუ ინება და იქმნა, გარდამოჴდა და იჴსნა და თანა-მორბედ ყო ყოველივე ღმრთისა.
    8.     დღეს ძლიერი იგი არსი იშვების და დამბადებელი დაებადების, რამეთუ რომელი-იგი არს იყო, იქმნა კაც;
    9.     არაჲ თუ წარმჩინებით კაცობისაგან იქმნა იგი ღმერთ, არამედ სიტყუაჲ ღმრთისაჲ უვნებელად იქმნა ჴორციელ და უცვალებელად ჰგიეს ბუნებასავე ზედა ღმრთეებისასა.
    10.     არამედ ოდეს იშვა, ჰურიანი უვარ-ჰყოფდეს უცხოსა მას შობასა, ფარისეველნი სხუად თარგმანებდეს საღმრთოთა წიგნთა, მწიგნობარნი წინააღმდგომ შჯულისა იტყოდეს, ჰეროდე შობილსა მას ეძიებდა, არა რაჲთამცა თაყუანისცა, არამედ რაჲთამცა მოკლა.
    11.     დღეს ყოველი წინა-აღმდგომი ვიხილეთ, რამეთუ მეფენი ქუეყანისანი მოვიდეს და ზეცისა იგი მეუფჱ უკჳრს: ვითარ უკუე მოვიდა ქუეყანად?
    12.     არა ანგელოზნი მის თანა, არაცა მთავარანგელოზნი, არცა საყდარნი, არცა უფლებანი, არცა ძალნი, არამედ უცხოსა და უკულეველსა გზასა მოვიდა და უქმნელისაგან ყანისა და უთესველისა გამოჩნდა – საშოჲსაგან ქალწულისა!
    13.     ანგელოზნი მისნი თჳსაგან დაუტევნა, არცა ჩუენთჳს განკაცებითა თჳსი იგი ღმრთეებაჲ განიშოვრა.
    14.     არამედ მეფენი ქუეყანისანი მოვიდეს თაყუანისცემად ზეცისა მის მეუფისა;
    15.     ერისაგანნი ერისთავსა მას ძლიერებისასა ჰმსახურებენ;
    16.     დედანი – დედაკაცისაგან შობილსა, რაჲთა დედანი სიხარულსა მოიყვანნეს;
    17.     ქალწულნი – ქალწულისაგან ყრმასა, რომელი ძუძუთა თჳთდინებასა სძისასა მოსცემს, დედისაგან სძჱ მიიღო ვითარცა ყრმამან;
    18.     ჩჩჳლნი ყრმანი – მისთჳს, რამეთუ ჩჩჳლ იქმნა, რაჲთა პირთაგან ჩჩჳლთაჲსა დაემტკიცოს ქებაჲ ყრმათათჳს მოწამეთა, რომელნი ეროდეს სიცბილითა მოწყდეს;
    19.     მამანი – მისთჳს, რომელი-იგი განკაცნა ადამის მსგავსად და განკურნა ვნებაჲ;
    20.     მწყემსნი – მწყემსისა მისთჳს კეთილისა, რომელმან თავი თჳსი დადვა ცხოვართა თჳსთაჳს;
    21.     მღდელნი – მისთჳს, რომელი-იგი წესსა მას ზედა მელქიზედეკისსა მღდელთ-მოძღუარ იქმნა;
    22.     მონანი – მისთჳს, რომელმან ხატი მონისაჲ შეიმოსა, რაჲთა მონებასა ჩუენსა აზნაურებითა პატივ-სცეს;
    23.     მესათხევლენი – მისთჳს, რომელმან მესათხევლენი თევზთანი მონადირე კაცთა ყვნა;
    24.     მეზუერენი – მისთჳს, რომელმან მეზუერენი მახარებელად გამოაჩინნა;
    25.     მეძავნი – მისთჳს, რომელმან მეძავისა ცრემლითა ფერჴნი დაიბანნა;
    26.     და რაჲთა მოკლედ ვთქუა, ყოველნი ცოდვილნი მოვიდეს ხილვად კრავისა მის ღმრთისა, რომელმან აჴოცნეს ცოდვანი სოფლისანი.
    27.     ყოველთა უხარის და ხლდებიან.
    28.     მეცა მნებავს სიხარული და ვიხარებდე;
    29.     გალობაჲ მნებავს და დღესასწაულობაჲ მწადის.
    30.     არა ხეთა რტოჲ მიპყრიეს, არცა ქნარი მაქუს, არცა ლამპარნი მიპყრიან აღნთებულნი, არამედ სახიობისა წილ და ქნარისა ქრისტჱს სახუეველნი მქონან და იგი არს ჩემდა ქნარ და იგი არს ჩემდა ლამპარ.
    31.     და რასა ვიტყჳ ლამპარსა? იგი არს ჩემდა მჴსნელ და იგი არს ჩემდა ცხოვრება.
    32.     ამისთჳსცა ესე მაქუს, რაჲთა მათითა შეწევნითა მოვიღო ძალი სიტყჳსაჲ მის და ვიტყოდი ანგელოზთა თანა: დიდებაჲ მაღალთა შინა ღმერთსა!
    33.     და მწყემსთა თანა ვიტყოდი: ქუეყანასა ზედა მშჳდობაჲ და კაცთა შორის სათნოებაჲ!
    34.     რომელი იშვა წინა საუკუნეთა გამოუთქუმელად მამისაგნ ნეფსით თჳსით, რომლისაგან ზეგარდამო შობაჲ მისი გამოთქუმად ვერ შესაძლებელ არს, არცა უკუანაჲსკნელთა ჟამთა მოსლვაჲ მისი საცილობელ არს.
    35.     და რამეთუ დღეს ქალწულმან შვა, ვიცი და ღმერთმან დაუსაბამოდ შვა, მრწამს.
    36.     ხოლო სახესა მას შობისასა პატივის-ცემაჲ მისწავიეს დუმილით დარა სიტყჳთ გამოძიებაჲ.
    37.     ხოლო ღმრთისა თანა არა ჯერ-არს ბუნებისა საქმჱ ხედვად, არამედ ძალისა მის მოქმედისა სარწმუნოებაჲ, რამეთუ ბუნებისაჲ არს სრბაჲ.
    38.     ხოლო ოდეს ქალწულმან, ქორწილისა უმეცარმან, შვა და მერმე ქალწულივე ჰგიეს, უფროჲს ბუნებისა არიან ესევითარნი საქმენი.
    39.     აწ ბუნებისასა მას ვეძიებ, ხოლო უფროჲს ბუნებისასა ვდუმი, არა ვითარმცა ვივლტოდე, არამედ ვითარცა გამოუთქუმელსა და ვერ შესაძლებელსა დუმილით პატივის-ცემაჲ ღირს.
    40.     არამედ მეცით მე შენდობაჲ, რამეთუ მეგულების მე სიტყჳსაჲ ამის სხუად კერძო ქცევად, რამეთუ მეშინის მე უფროჲს ძალისა ჩემისა გამოძიებაჲ.
    41.     არამედ ადვილად კერძო ვაქციო სიტყუათაჲ ამათ ნავისა მანქანაჲ.
    42.     რაჲმე ვთქუა, ანუ რასა-მე ვიტყოდი?
    43.     მშობელსა ვხედავ და შობილსა განვიცდი თუალითა, ხოლო სახესა მას შობისასა ვერ ძალ-მიც მიწდოლვად.
    44.     იძლევის ბუნებაჲ, იძლევიან წესნი სრბისანი, ოდეს-იგი ღმერთსა ჰნებავნ, რამეთუ არა ბუნებით იყო საქმჱ იგი, არამედ უფროჲს ბუნებისა საკჳრველებაჲ იგი: უქმ იქმნა ბუნებაჲ, არამედ იქმნა უფლისა იგი ნებაჲ.
    45.     ჵ მადლისა ამის გამოუთქუმელისა!
    46.     რომელი-იგი საუკუნეთა უწინარჱს მხოლოდ-შობილ და ჴელ-შეუხებელ, წრფელ, უსხეულო, შემოვიდა ჩუენსა ამას განჴრწნადსა და ხილულსა ჴორცსა!
    47.     რამეთუ კაცთა ხილული სმენილსა უფროჲს სარწმუნოდ შეჰრაცხიან, და რასაცა ხედვედ, იგიცა ჰრწამნ;
    48.     რომელსა არა ხედვედ, აცილობედ.
    49.     ამისთჳს თავს-იდვა თავისა თჳსისაჲ ხილულად და ჴორციელად მოსულაჲ, რაჲთა დაჰჴსნეს ურწმუნოთაჲ მათ ორგულებაჲ,
    50.     რამეთუ იშვა ქალწულისაგან ჭეშმარიტად, რომელმან არა იცოდა საქმჱ იგი, არცა თანა-ექმოდა ვინ, არცა თანა-შეერთო შობასა მას, იყო ლიტონი გუამი გამოუთქუმელისა ძალისაჲ.
    51.     გარნა გაბრიელისაგან იკითხა, ისწავა და თქუა: ვითარ-მე იყოს ესე ჩემდა, რამეთუ მამაკაცი არა ვიცი?
    52.     და ჰრქუა მას გაბრიელ: სული წმიდაჲ მოვიდეს შენ ზედა და ძალი მაღლისაჲ გფარვიდეს შენ.
    53.     ხოლო ვითარ იყო მის თანა და მცირედრე შემდგომად მისგან?
    54.     ვითარცა იგი ხურომან პოვის ნივთი, უსაჴმარჱსად და უმჯობჱსად ჭურჭლად შექმნის იგი, ეგრეცა ქრისტემან პოვა ქალწულისაჲ მის სული და გუამი წმიდაჲ და სულიერი, თავისა შექმნა მისგან ტაძარი,
    55.     ვითარცა უნდა მას, დაჰბადა კაცი ქალწულსა მას შინა, შეიმოსა იგი და დღეს გამოვიდა.
    56.     არა სირცხჳლ უჩნდა შეურაცხისა ესე ბუნებაჲ, რამეთუ არცაღა გინება იყო მისა თჳსი იგი ქმნული შემოსად.
    57.     და დაბადებულმან მან დიდი ნაყოფი მოიღო დიდებისაჲ, რამეთუ სამოსელ ხუროთ-მოძღურისა იქმნა.
    58.     ვითარცა-იგი პირველ შეუძლებელ იყო შესაქმედ კაცი, ვიდრე თიჴისა ამის ჴელთა მისთა მოსულადმდე, ეგრეცა განრყუნილი იგი ჭურჭელი და შეურაცხი შეუძლებელ იყო მეორედ შესაქმედ, უკუეთუმცა არა იქმნა სამოსელი შემოქმედისა თჳსისა.
    59.     აწ რაჲ-მე ვთქუა, ანუ რასა-მე ვიტყოდი?
    60.     განმაკრთობს მე საკჳრველებაჲ ესე: ძუელი იგი დღეთაჲ, დაუსაბამოჲ დღეს იშვების ყრმად;
    61.     რომელი საყდართა ზედა აღმაღლებულთა და აღმატებულთა მჯდომარე არს, ბაგასა შინა დაიწვინა;
    62.     ჴელ-შეუხებელი იგი და წრფელი და უსხეულოჲ კაცობრივითა ჴელითა წარიგრაგნა;
    63.     რომელმან-იგი ცოდვისა საკრველნი განხეთქნა, სახუეველითა შეხუეულ არს.
    64.     რამეთუ ჰნებავს ესრჱთ უპატიოჲ იგი პატიოსან ყოფად და დიდებულსა მას შემოსად არა დიდებაჲ და გინებისა იგი სიტყუაჲ გჳრგჳნოსან ყოფად.
    65.     რომლისაგან შეიმოსს ჴორცთა ჩემთა, რაჲთა მე დავიტიო სიტყუაჲ მისი;
    66.     მიიღებს ჴორცთა ჩემთა და მომცემს სულსა წმიდასა მისა, რაჲთა მომცეს და მიიღოს და საუნჯჱ ცხოვრებისაჲ მომადლოს მე;
    67.     მიჰქონან ჴორცნი ჩემნი, რაჲთა წმიდა ყვნეს იგინი, და მომცემს სულსა თჳსსა, რაჲთა მიჴსნეს მე.
    68.     აწ რაჲ-მე ვთქუა, ანუ რასა-მე ვიტყოდი?
    69.     აჰა ესერა ქალწული მუცლად-იღებს.
    70.     არა იტყჳს ვითარცა ყოფადსა, არამედ დააკჳრვებს ვ̃ა ყოფილსა.
    71.     ჰურიათა თანა სიტყჳთ ითქუმის, რომელთა თანა ქმნულ იყო, ხოლო ჩემ თანა სარწმუნო არს;
    72.     ჰურიათა თანა სახელით ხოლო სახელ-ედების, რამეთუ „აჰა ესერა ქალწული მიუდგეს“, წერილი ესე – შესაკრებელსა მათსა, ხოლო ნაყოფი – ეკლესიასა ჩუენსა.
    73.     შესაკრებელმან მათმან ფიცარნი ქვისანი მოიხუნა, ხოლო ეკლესიამან მარგალიტი მოიგო;
    74.     მან მატყლი ოდენ შეღება, ხოლო ეკლესიამან ძოწეული შეიმოსა.
    75.     ჰურიასტანს იშვა იგი და ყოველმან სოფელმან შეიწყნარა იგი;
    76.     ეკლესიამან შეიწყნარა იგი და ნაყოფი გამოიღო;
    77.     შესაკრებელს მათსა – რტოჲ ხოლო ვენაჴისაჲ, ხოლო ეკლესიასა შინა – ტევანი იგი ჭეშმარიტებისაჲ;
    78.     მან მარცუალი იფქლისაჲ დასთესა შესაკრებელსა მათსა და წარმართნი მანგლითა სარწმუნოებისაჲთა იფქლსა მოიმკიან;
    79.     წარმართთა ვარდი კეთილად მსახურებითა მოიკრიბეს, და ჰურიათა თანა ეკალი ურწმუნოებისაჲ დაადგრა;
    80.     მართუენი იგი გამოფრინდეს და უგუნურნი იგი ბუდეთაღა ზედა სხენან;
    81.     ფურცელსა მას წერილისასა ჰურიანი თარგმანებენ, და ნაყოფსა მას სულისასა წარმართნი მოიმკიან.
    82.     „აჰა ესერა ქალწულმან მუცლად-იღო“.
    83.     ჵ ჰურიაო, მითხარღა მე: რომელი-იგი იშვა?
    84.     აწ მკადრეღა, რომელი-იგი იშვა, ვითარცა-იგი ჰკადრე ჰეროდეს.
    85.     არამედ ვერ მკადრო, რამეთუ ჰეროდეს უთხარ, რაჲთა მოკლას იგი, ხოლო მე არა მითხრობ, რაჲთამცა თაყუანის-ვეც მას.
    86.     ვინ არს, რომელი-იგი იშვა, ვინ არს?
    87.     – არამედ უფალი ბუნებათაჲ. და ღათუ შენ სდუმნე. არამედ ბუნებანი ღაღადებდენვე, რამეთუ იშვა ჭეშმარიტად, ვითარცა ინება.
    88.     შობაჲ იგი არა თუ ბუნებისაგან იბრძანებოდა, არამედ ვითარცა-იგი უფალსა ბუნებათასა ჰნებავს: უცხოჲ შემოჰყავს ბუნებისა სახჱ, რაჲთა აჩუენოს, ვითარმედ კაც ღათუ იქმნა, არა თუ ვითარცა კაცი იშვა, არამედ ღმერთი კაც იქმნა ქალწულისაგან.
    89.     დღეს იშვა სძლო ბუნებასა, რამეთუ შე-ვე-მისა-ჰგვანდა, რამეთუ მან თავადმან პირველ ქალწულისაგან ქუეყანისა ადამი დაჰბადა, და ადამ თჳნიერ დედაკაცისა დედაკაცი მოიყვანა.
    90.     ეგრეცა დღეს წმიდამან ქალწულმან თჳნიერ მამაკაცისა მამაკაცი შვა.
    91.     რამეთუ იტყჳს წიგნი, ვითარმედ: კაცი არს და ვინ-მე იცნას იგი?
    92.     რამეთუ თანა-ედვა დედათა ნათესავსა მამათა მადლი კუალად მოცემად, ვითარცა-იგი რომელ თჳნიერ დედაკაცისა აღმოაცჱნა.
    93.     ამისთჳის დღეს ქალწულმან შვა თჳნიერ მამაკაცისა უფროჲს ევაჲსსა და კუალად-მოაგო მამათა თანა-ნადები.
    94.     რაჲთა არა დიდად თავი სთნდეს ადამს, რამეთუ თჳნიერ დედაკაცისა დედაკაცი აღმოაცჱნა, ამისთჳს ქალწულმან თჳნიერ მამაკაცისა მამაკაცი შვა, რაჲთა ახლითა მით საკჳრველებითა ზოგადი პატივი აჩუენოს ბუნებისაჲ.
    95.     ვითარცა-იგი ადამისაგან გუერდისა გამოიღო და ადამს არაჲ დააკლდა, ეგრეცა ქალწულისა თანა სულიერი კაცი აღმოაცჱნა და ქალწულებაჲ არა დაჰჴსნა.
    96.     ცოცხალი და გებული დაადგრა ადამ შემდგომად გამოღებისა მის გუერდისა, და უბიწოჲ დაადგრა ქალწულიცა შემდგომად გამოსლვისა მის ყრმისა.
    97.     ამისთჳსცა არა სხჳთ თავისა თჳსისა შეჰმზადა ტაძარი, არცა სხუაჲ გუამი დაჰბადა და შეიმოსა, რაჲთა არა საგონებელ იყოს ადამისი იგი ბუნებაჲ გინებულ, რამეთუ სცთა ადამი და ჭურჭელ ეშმაკისა იქმნა.
    98.     ამისთჳსცა რომელ საგონებელ იყო ჭურჭლად ეშმაკისა, სულიერი შეიმოსა უფალმან კაცი, რაჲთა მოქმედისა მის შეერთებითა ეშმაკისაგან ჩუეულებისა განაშოვროს იგი.
    99.     და ღათუ კაც იქმნა, არა ვითარცა კაცი იშვა, არამედ ღმერთი კაც იქმნა.
    100.     უკუეთუმცა ჩუენებრისაგან ქორწილისა იყო, ნაცილმცა ეგონა მრავალთა, ხოლო აწ ქალწულისაგან იშვა.
    101.     და იშვა რაჲ, საშოჲ იგი გებულად დაიმარხა და ქალწულეებაჲ განუჴრწნელად დაიცვა, რაჲთა უცხოჲ იგი მიდგომილებისა შობაჲ სარწმუნოებისა დიდისა მექმნეს მომატყუებელ.
    102.     რომლისაგან გინა თუ ჰურიაჲ, გინა თუ წარმართი მეტყოდის მე: რომელი იგი ბუნებით ღმერთ იყო და კაც იქმნა თჳნიერ ბუნებისა?
    103.     ხოლო მე ვჰრქუა მათ: ჰე, მოწამედ სიტყჳსა ამის შეუგინებელებასა მას ქალწულისასა ბეჭდად ვხადი, რამეთუ ესე ღმერთი არს და წესსა მას ბუნებისასა სძლევს.
    104.     ესე არს საშოჲსა მის შემოქმედი და ქლ˜ებისა მომპოვნებელი, რამეთუ შეუგინებელად აქუნდა საშოჲთ გამოჲ იგი შობაჲ და თავისა თჳსისა გამოუთქუმელად აღაშჱნა ტაძარი, ვითარცა სახედ უნდა.
    105.     მითხარღა მე აწ, ჰურიაო, შვა ქალწულმან, ანუ არა?
    106.     უკუეთუ შვა, აღიარე აწ ახალი იგი შობაჲ;
    107.     უკუეთუ არა შვა, რაჲსათჳს ეროდე აცთუნე?
    108.     რამეთუ შენ გკითხვიდა იგი და გრქუა: სადა შობად არს ქრისტჱ?
    109.     და შენ უთხარ მას: ბეთლემს ჰურიასტანისასა.
    110.     ნუუკუე ადგილი იგი, ანუ დაბაჲ მე ვიცოდეა?
    111.     ანუ შობილისაჲ მის პატივი მე ვიცოდე?
    112.     ანუ არა ესაია ღმრთით გაუწყა თქუენ და იტყჳს: შვეს ძჱ და უწოდიან სახელი მისი ენმანუელ?
    113.     ანუ არა თქუენ, გონიერნო მტერნო, ჭეშმარიტი სთქუთ?
    114.     ანუ თქუენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო, ჭეშმარიტისა შჯულისა მტერნო, ყოველივე თავისა თქუენისა ძჳრად ჩუენ გუასწავეთ?
    115.     ნუუკუე ჩუენ ებრაელებრი ვიცოდეთა?
    116.     ანუ არა თქუენ სიტყუაჲ იგი გამოგჳთარგმანეთ? და რაჲღა-მე ვთქუა?
    117.     პირველ შობისა ქალწული და შემდგომად შობისა ქალწულივე;
    118.     რაჲთა არა გეგონოს, ვითარმედ რეცა ღმერთსა მიჰმადლებთ თარგმანებასა ამის სიტყჳსასა, ანუ არა თქუენ ეროდჱს წინაშე მოწამედ მიქეა წინაწარმეტყუელი მოიყვანეთ, რაჲთა თქუენი იგი სიტყუაჲ სარწმუნო ჰქმნეთ?
    119.     რამეთუ იტყჳს: და შენ, ბეთლემ, სახლი ეგე ევფრათაჲსი, არასადა უმწემჱს ხარ მთავართა შორის იუდაჲსთა, რამეთუ შენგან გამოვიდეს ჩემდა წინამძღუარი, რომელმან დამწყსოს ერი ჩემი ისრაელი.
    120.     კეთილად თქუა წინაწარმეტყუელმან, რამეთუ: „შენგან გამოვიდეს ჩემდა წინამძღუარი“, რამეთუ თქუენგან გამოვიდა და სოფლად მოვიდა.
    121.     რომელ-იგი პირველად არნ, იგი მოვიდის;
    122.     ხოლო რომელ იგი არა არნ, ანუ დაებადის ანუ იქმნის.
    123.     არამედ იგი თავადი იყო და უწინარჱს საუკუნეთა იყო და მარადის არს და იყო დაუსაბამოდ და მარადის ღმერთ და განაგებდა სოფელსა, ხოლო დღეს მოვიდა ვითარცა კაცი, და ვითარცა კაცი მწყსის სამწყოსოსა თჳსსა და რამეთუ ღმერთ არს და აცხოვნებს სოფელსა.
    124.     ჵ ბრძენთაჲ მათ ტკბილთაჲ! ჵ შემასმენელთა კაცთ-მოყუარეთაჲ, რომელთა ბეთლემს დაფარული იგი ღმრთად გამოაჩინეს, რომელთა ბაგასა შინა დამალული იგი ღმრთად აუწყეს, არა ნეფსით კეთილი ქმნეს, არამედ უნებლიაჲთ გამოაცხადეს, რომლისაჲ დაფარვაჲ უნდა.
    125.     აწ იხილენით უსწავლელნი ესე მოძღუარნი, რომელნი სხუათა ასწავებენ და მათ არა იციან;
    126.     მათ შის და სხუათა ზრდიან; მათ სწყურის და სხუათა ასუმენ.
    127.     მოვედით აწ, სიხარულით დღესასწაულსა ამას ვჰყოფდეთ;
    128.     მოვედით აწ და კრებათა აღვასრულებდეთ, რამეთუ უცხო არს დღესასწაულისა ამის სახჱ, ვითარცა-იგი დიდებულ არს შობისა მისისა სიტყუაჲ,
    129.     რამეთუ დღეს მრავალ-ჟამისა იგი საკრველნი განჰჴსნდეს, შემასმენელსა მას ჰრცხუენა, ეშმაკნი ივლტიან, სიკუდილი დაირღუა, სამოთხჱ განეღო, წყევაჲ განქარდა, ცოდვაჲ შორის განვიდა,
    130.     საცთური განიდევნა, ჭეშმარიტებაჲ კუალად-მოეგო და სიტყუაჲ ღმრთის მსახურებისაჲ ყოველსა ადგილსა განეფინა და ზეცისა ცხორებაჲ ქუეყანასა დაენერგა;
    131.     კაცნი ანგელოზთა ეზიარნეს და ანგელოზთა თანა უშიშად იტყჳან: რაჲსათჳს-მე?
    132.     – ამისთჳს რამეთუ ღმერთი ქუეყანად გარდამოჴდა და კაცი ზეცად აღვიდა და ყოველი ერთბამად იქმნა, რამეთუ მოვიდა ქუეყანად და ყოვლადვე ცათა შინა იყო და ყოვლადვე ქუეყანასა ზედა იყო.
    133.     ღმერთი იყო და კაც იქმნა და არა უვარ-ყო ღმრთეებაჲ თჳსი.
    134.     სიტყუაჲ იყო უვნებელი და ჴორციელ იქმნა, რამეთუ ღმერთ არა მერმეღა იქმნა, არამედ იყო.
    135.     ამისთჳს ჴორციელ იქმნა, რ˜ა რომელსა-იგი ვერ იტევდეს ცანი, დღეს დაიტია ბაგასა;
    136.     და რომელი ზრდის ყოველთა ყრმათა, საზრდელი მიიღო ქალწულისაგან.
    137.     რაჲსათჳს მერმეთა საუკუნეთა მამაჲ ვითარცა ყრმაჲ ძუძუჲს მწოვარი მკლავთა ზედა ქალწულისათა თავს იდებს?
    138.     – არამედ რაჲთა მოგუნი უშიშად მოუჴდენ.
    139.     რამეთუ შოვრით მოგუნი მოუჴდეს მას, დღეს დასაბამი მოიღეს უვარის-ყოფად მძლავრისა მის, რამეთუ ვარსკულავი იგი უფალსა მათსა აუწყებდა.
    140.     და უფალი ღრუბელთა ჴორცთა მათ ზედა მჯდომარჱ მათ შევალს ეგჳპტედ, საგონებელად, რეცა ივლტის ჰეროდჱს ძჳრის ზრახვისაგან, ხოლო ჭეშმარიტად აღესრულა თქუმული იგი ესაია წინაწარმეტყუელისაჲ: მას დღესა შინა იყოს ისრაელისაჲ მესამჱ ნაწილი ასურეთს შინა და ეგჳპტეს.
    141.     რამეთუ ასურნი და ეგჳპტელნი უწინარჱს დაეწესნეს, და პირმშოჲ ისრაელისაჲ თანა-შეერაცხების.
    142.     ჰე, ჭეშმარიტად ასურნი უწინარჱს დაეწესებიან, რამეთუ მათ პირველად მოგუთა მათ მიერ თაყუანისცეს მას, და ეგჳპტელნი – შემდგომად ასურთა,
    143.     რამეთუ მათ იგი თავადი შეიწყნარეს, ივლტოდა რაჲ ძჳრის ზრახვისაგან ჰეროდჱსა, ხოლო უკუანაჲსკნელ ისრაელი თანა-შეერაცხების, რამეთუ შემდგომად აღმოსლვისა იორდანით, მაშინ მოციქულთა მიერ ისრაელმან იცნა.
    144.     შევიდა ეგჳპტედ და შეარყინა ჴელით ქმნულნი ეგჳპტისანი, არა თუ ცალიერად, არამედ რაჲთა დაჰჴსნეს შესავალნი ეგჳპტისანი პირმშოთა მათ წარწყმედისაჲ.
    145.     ამისთჳს დღეს შევიდა მუნ ვითარცა პირმშოჲ, რაჲთა პირველისა მის მწუხარებისაჲ დაჰჴსნეს გლოვაჲ.
    146.     რამეთუ პირმშოდ წოდებულ არს ქრისტჱ, მოწამედ წარმოდეგინ დღეს ლუკა მახარებელი, რამეთუ იტყჳს: და შვა ძჱ მისი პირმშოჲ და შეხჳა მას სახუეველი და მიაწვინა იგი ბაგასა, რამეთუ არა იყო ადგილი სავანესა მას.
    147.     შევიდა ეგჳპტედ, რაჲთა ძუელისა მის მწუხარებისაჲ დაჰჴსნეს გლოვაჲ და ტანჯვისა მისთჳს მოსცეს მადლი და ღამისა მის წილ და ბნელისა ცხორებისაჲ იგი მოჰმადლოს ნათელი.
    148.     შეგინებულ იყო ნილოსისა იგი წყალი ყრმათა მათ უჟამოდ მოწყუედჳსათჳს.
    149.     შე-რაჲ-ვიდა ეგჳპტედ, რომელმან მაშინ წყალი იგი სისხლად გარდააქცია, ყვნა ნილოსისა იგი წყალნი ცხოვრებისა მშობელ, არაწმიდებაჲ იგი მათი და შეგინებაჲ განწმიდა ძალითა სულისა წმიდისაჲთა.
    150.     ბოროტ იყვნეს ეგჳპტელნი და სიცბილითა მათითა ღმერთსა უვარჰყოფდეს.
    151.     შე-რაჲ-ვიდა ეგჳპტედ, დასაბამად მეცნიერებითა ღმრთისაჲთა სულნი ღმრთის-მოყუარეთანი აღავსნა და ნილოსა მოსცა მოწამედ გჳრგჳნოსნებაჲ იფქლისა უნაყოფიერჱსი.
    152.     არამედ იწროებისათჳს ადგილსა მნებავს სიტყჳსა ამის დაცადებაჲ.
    153.     ამიერითგან საქმისა ამის გამოცხადებაჲ მერმესა დღესა დაგიმარხო თქუენ.
    154.     ხოლო აქა დავაცადო და სიტყუაჲ იგი დავასრულო, რამეთუ ვითარ-იგი იყო ღმრთისა სიტყუაჲ უვნებელი და ჴორციელ იქმნა და უცვალებელად ჰგიეს ბუნებასა მას თჳსსა.
    155.     აწ რაჲ მე ვთქუა, ანუ რასა-მე ვიტყოდი?
    156.     ხუროსა ვხედავ და ბაგასა და ქალწულსა მშობიერსა და ყრმასა და საჴმართაგან უპოვარსა.
    157.     ყოველივე დავრდომილთაჲ აქუს, ყოვლადვე სიგლახაკითა სავსჱ.
    158.     იხილეთ აწ სიმდიდრჱ სიგლახაკითა მრავლითა, რამეთუ ვითარ-იგი მდიდარ იყო და ჩუენთჳს დაგლახაკნა!
    159.     ვითარ-იგი არა აქუნდა ცხედარი, არცა სარეცელი, არამედ ჴმელსა შინა ბაგასა დავრდომილ არს!
    160.     ჵ სიგლახაკეო და სიმდიდრეო ქუეყანისაო აურაცხელო!
    161.     სიგლახაკისა ხატი მოაქუს და ბაგასა შიდა წევს და სოფელსა აღსძრავს;
    162.     და სახუევლითა შეხუეულ არს, რომელმან საკრველნი ცოდვისანი განხეთქნა.
    163.     ამან სიმტკიცისა სიტყუაჲ აღმოთქუა და მოგუნი იგი აღადგინნა ღმრთისა მოქცევად.
    164.     რაჲ-მე ვთქუა, ანუ რასა-მე ვიტყოდი?
    165.     აჰა ესერა ყრმაჲ სახუევლითა შეხუეულ არს და ბაგასა შიდა წევს და მარიამ, დედაჲ, და იოსებცა თანა არს, რომელსა სახელ-ედვა მამად მისა.
    166.     ესე მამაკაცად ითქუმის და იგი – დედაკაცად, მოიკითხვების სახელი მეუღლისაჲ სიტყჳთ და არა საქმით.
    167.     ამას ეთხოვა იგი და სული წმიდაჲ ჰფარვიდა მას.
    168.     რომლისაგან ვერას ჰპოებს იოსებ და არა იცოდა, რაჲმცა უწოდა ქალწულსა მას: მრუშებითმცა თქუა იგი?
    169.     – ვერ იკადრებდა, რამეთუ მართალი იყო კაცი იგი და ვერ იკადრა სიტყუაჲ გმობისაჲ დადებად წმიდასა მას ქალწულსა; შვილადმცა თჳსა თქუა იგი?
    170.     – ვერ იკადრებდა, რამეთუ იცოდა კეთილად, ვითარ, ანუ ვინაჲ იშვა ყრმაჲ იგი.
    171.     რომლისაგან ვერას ჰპოვებდა საქმისა მისთჳს, გამოცხადებაჲ ზეცით ანგელოზისა პირითა მოიწია და ჰრქუა მას: ნუ გეშინინ, იოსებ, რამეთუ რომელ-იგი შობად არს მაგისგან, წმიდა ეწოდოს მას, ძე მაღლის, ესე იგი არს, ვითარმედ: სული წმიდაჲ ჰფარვიდეს ქალწულსა მას.
    172.     აწ რაჲსათჳს ქალწულისაგან იშვების და ქალწულებასა უბიწოდ და ცოცხლად დაიმარხავს?
    173.     – რამეთუ ძუელი იგი ქალწული ევა აცთუნა ეშმაკმან, ამისთჳს რამეთუ ქალწული იყო მარიამ და გაბრიელ ახარებს.
    174.     არამედ ევაჲ სცთა და სიტყუაჲ შვა სიკუდილისა თანა-მდები.
    175.     ეხარა სახარებაჲ მარიამს და სიტყუაჲ ჴორციელი შვა, ცხორებისა საუკუნოჲსა ჩუენდა მომატყუებელი.
    176.     სიტყუამან ევაჲსმან ხჱ გამოაჩინა, რომლისა ხისაგან ადამი სამოთხით გამოჴადა;
    177.     ხოლო სიტყუამან წმიდისა ქალწულისამან ჯუარი გამოაჩინა, რომლითა ადამის წილ ავაზაკი შეიყვანა, რამეთუ არა ჰრწმენა არცა ჰურიათა, არცა წარმართთა, არცა მწვალებელთა ნათესავსა, ვითარმედ ღმერთმან გამუჴუებელად და უვნებელად შვა იგი.
    178.     ამისთჳს დღეს ვნებულისაგან ჴორცისა მოვიდა და უვნებელითა მით ვნებული ჴორცი დაიცვა, რაჲთა აჩუენოს:
    179.     ვითარცა-იგი ქალწულისაგან იშვა და ქალწულებაჲ არა დაჰჴსნა, ეგრეცა ღმერთი გამოუჴუებულად და უცვალებელად ეგო, წმიდაჲ იგი არსებაჲ, რამეთუ ღმერთმან ღმერთი ღმრთის-შუენიერად შვა.
    180.     და დაუტევეს იგი კაცთა და კაცისა ხატი გამოთალეს – კერპი, რომელსა ჰმსახურებდეს საგინებელად დამბადებელისა მათისა.
    181.     ამისთჳს სიტყუაჲ ღმრთისაჲ კაცისა ხატად გამოჩნდა, რაჲთა საცთური იგი დაჰჴსნდეს და დაფარულად თავისა თჳსისა მსახურებაჲ იგი მოაქციოს.
    182.     რამეთუ არა ჰრწმენა იგი წარმართთა, არცა ჰურიათა, არცა ნაშობსა მწვალებელთასა, ვითარმედ ღმერთმან იგი გამოუჴუებელად და უვნებელად შვეს.
    183.     ამისთჳს ვნებულისაგან ჴორცისა მოვიდა და უვნებელითა მით ვნებული ჴორცი დაიმარხა.
    184.     ამისთჳს თაყუანის-ვსცემთ წდ˜სა მარიამისგან შობილსა იესუ ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა, რომლისა შუენისა დიდებაჲ და პატივი მამისა და ძისა და წმიდისა სულისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ.


6

    1.     ბ~. ნეტარისა პროკლჱსი, კოსტანტინელ ეპისკოპოსისაჲ, ღმრთის-მშობელისათჳს თქუმული
    2.     ქალწულისა კრებაჲ დღეს მოუწესს ენასა ჩუენსა, ძმანო, ქებად და მოწევნული ესე დღესასწაულისაჲ ამის სარგებლის მომატყუებელ იქმნების და უფროჲსღა ჭეშმარიტად სიწმიდისაჲ აქუს ხატი ნათესავისათჳს დედათაჲსაჲსა სიქადული;
    3.     რომელსა-ესე დღეს აღვასრულებთ დღესასწაულსა, დიდებაჲ დედათაჲ არს მისთჳს, რომელ-იგი ჟამ ერთ დედა იყო და ქალწულ, მიუწდომელი კრებაჲ დღესასწაულებისაჲ;
    4.     რამეთუ აჰა ესერა ქუეყანაჲ და ზღუაჲ პატივ-სცემს ქალწულსა მარიამს.
    5.     ზღუამან ზურგი თჳსი განუმარტა ღელვათაგან და ქუეყანამან კუალნი ზედა-მავალთანი წარუმართნა დაუბრკოლებელად.
    6.     უხაროდენ ბუნებასა კაცთასა, რამეთუ დედანი პატიოსან იქმნებიან.
    7.     მხიარულ იყვნედ მამანი, რამეთუ... სადა გარდაერია ცოდვაჲ, მუნ უფროჲსად აღემატა მადლი.
    8.     რამეთუ მომიწოდა ჩუენ წმიდამან მარიამ, შეუგინებელმან ქალწულმან, ჭურჭელმან სიწმიდისამან, მეტყუელისა მის მეორისა ადამისა სამოთხემან, საქმარმან ერთობისა ორთა ბუნებამან, კრებამან მაცხოვრისამან, მოცვალებამან სასძლოჲსამან,
    9.     რომელსა შინა სიტყუამან სიძე ქმნა ჴორცნი, სულიერმან მან ბუნებისა ჩუენისა მაყუალმან, რომელ-იგი საღმრთომან მიდგომილებისა ცეცხლმან არა დაწუა.
    10.     ნანდჳლვე სულმცირემან ღრუბელმან ქერობინთა ზედა მჯდომარჱ იგი ჴორცითა იტჳრთა, რომელ-იგი ზეცისა წჳმისა წმიდაჲ საწმის იყო, რომელ-იგი მწყემსმან პირმეტყუელთა ცხოვართამან შეიმოსა.
    11.     მარიამ მჴევალი და დედაჲ და ქალწული და ცაჲ, მხოლოჲ ჴიდი ღმრთისაჲ კაცთა მომართ მოსულისაჲ, საშინელი მოღუაწებისა ჩუენისა ქსელი, რომელსა შინა გამოუთქუმელად ჴორციელებისაჲ იგი საუფლოჲ იქსოვა სამოსელი,
    12.     რომელსა მექსლე იყო სული წმიდაჲ, ხოლო მქსოველ – რომელ მაღლით ჰფარვიდა მას ძალი, და მატყლ – დასაბამისა იგი ადამის ტყავი, და საგუსალ – ქალწულისანი იგი ჴორცნი, და ცხემლ – განუზომელი იგი შემოსილისა მადლი, და ხურო – რომლითა-იგი მორჩილებითა შევიდა მისსა სიტყუაჲ.
    13.     ვის ესმა, ანუ ვინ იხილა, ვითარმედ ღმერთი მუცელსა და საშოსა დაემკჳდროს?
    14.     რომელსა ცანი ვერ იტევენ, მუცელი ქალწულისაჲ არა იწრო უჩნდა, არამედ იშვა დედაკაცისაგან ღმერთი, ღმერთი არა შიშუველი და კაცი არა ლიტონი.
    15.     რამეთუ ბჭჱ იყო ცხოვრებისაჲ, რომელი იშვა, და პირველი იგი აჩუენა კარი.
    16.     სადა-იგი გუელმან ურჩებითა დასთხია გესლი, მიერვე სიტყუაჲ იგი მორჩილებითა შევიდა მისა და ტაძარი იგი ცხოველი დაჰბადა მას შინა;
    17.     ვინაჲ-იგი ცოდვისა კარი გამოჩნდა, მიერვე ნათესავისა ჩუენისა მჴსნელი ქრისტჱ უთესლოდ აღმოსცჱნდა.
    18.     არა სირცხჳლ-უჩნდა კაცთ-მოყუარესა დედაკაცისაგან შობაჲ, რამეთუ ცხორებაჲ იყო, რომელი-იგი იქმნებოდა;
    19.     არა შეაგინა, იყო რაჲ იგი ასოთა შინა ქალწულისათა, რომელი-იგი მანვე შეუგინებელად დაჰბადა.
    20.     უკუეთუმცა არა ქალწულივე ეგო დედაჲ იგი, ლიტონიმცა იყო, რომელი-იგი იშვა, და არამცა დიდებულ იყო შობაჲ იგი.
    21.     უკუეთუ შემდგომად შობისა ქალწულივე ეგო იგი, გამოუთქუმელად იშვა, რომელცა-იგი კართა ჴშულთა შევიდა დაუბრკოლებელად, რომლისა შეუღლვილებაჲ ბუნებათაჲ თომა ღაღატ-ყო და თქუა: უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი!
    22.     ნუ სირცხჳლ-გიჩნ შობაჲ იგი მისი, კაცო, რამეთუ იგი გუექმნა ჩუენ მიზეზ ცხოვრების.
    23.     უკუეთუმცა დედაკაცისაგან არა იშვა, არცამცა მოკუდა, არცამცა სიკუდილითა მისითა განქარდა, რომელსა აქუნდა ჴელმწიფებაჲ სიკუდილისაჲ, ესე იგი არს ეშმაკი.
    24.     არა გინება არს ხუროთ-მოძღურისა ყოფაჲ მას შინა, რომელი იგი მან აღაშჱნა.
    25.     არა შეაგინის მეკეცჱ თიჴამან, რაჟამს განაახლებნ თჳსსა მას შექმნულსა.
    26.     ეგრევე უჴრწნელი იგი საშოჲსაგან ქალწულისაჲსა მოსლვაჲ, რომელ-იგი შესაქმესა არა შეაგინა.
    27.     ჵ მუცელსა მას, რომელსა შინა სიკუდილისა იგი მძლჱ გამოიჭედა საჭურველი!
    28.     ჵ ყანასა მას, რომელსა შინა ბუნებისა იგი ჩუენისა შემოქმედი ქრისტჱ უთესლოდ აღმოსცჱნდა!
    29.     ჵ ტაძარი, რომელსა შინა ღმერთი მღდელ იქმნა!
    30.     არა ბუნებაჲ ცვალა, არამედ წესისა მისებრ მელქიზედეკისა წყალობისათჳს ჴორცნი შეისხნა, სიტყუაჲ იგი ჴორციელ იქმნა და დაემკჳდრა კაცთა შორის.
    31.     და ღათუ არა ჰრწამს ჰურიათა უფალი, ხოლო ღმერთმან ხატი კაცისაჲ შეიმოსა;
    32.     და ღათუ წარმართნი გუბასრობენ საკჳრველებასა ამას, ამისთჳს ჰურიათა – საცთურ და წარმართთა – სისულელე.
    33.     საიდუმლოჲ ესე... უფროჲს სიტყჳსა გარდარეულ არს და საკჳრველება.
    34.     უკუეთუმცა სიტყუაჲ იგი არა დაემკჳდრა მუცელსა, არცამცა დაჯდა ჴორცითა საყდართა.
    35.     უკუეთუ ღმრთისა გინება არს საშოსა შესლვაჲ...
    36.     ანგელოზთაცა გინება არს კაცთა მსახურებაჲ.
    37.     რომელი-იგი ღმერთი ბუნებით უვნებელი იყო, იქმნა მოწყალებით მრავალვნებულ.
    38.     არა თუ წარმოჩინებით ქრისტე იქმნა ღმერთ – ნუ იყოფინ!
    39.     – არამედ მოწყალებით იქმნა კაც, ვითარცა-ესე გურწამს.
    40.     არა კაცსა ლიტონსა ღმერთ ყოფად ვქადაგებთ, არამედ ღმერთსა ჴორციელ ყოფად აღვიარებთ.
    41.     და თჳსი მჴევალი იჩემა დედად, რომელი იყო არსებით უდედო და მოღუაწებით – უმამო, უკუეთუ არა მსგავსად მოციქულისა მის სიტყჳსა უმამო და იგივე უდედო.
    42.     უკუეთუ ლიტონი კაცი არა უდედო, არამედ უვის დედაჲ, და თუ შიშუველი ღმერთი არა უმამო, არამედ უვის მამაჲ, ხოლო აწ იგივე უდედო ამისთჳს – ვითარცა დამბადებელი, და უმამო – ვითარცა დამბადებლი;
    43.     უმამო – ქუეყანასა ზედა და უდედო – ცათა შინა.
    44.     შეიკდიმე აწ, მწვალებელო, მოკითხვისა მისთჳს ანგელოზ მთავრისა გაბრიელისა, რომელმან-იგი მარიამს ახარა, რამეთუ გაბრიელ ერქუა.
    45.     აწ რაჲ ითარგმანების გაბრიელ?
    46.     – ესრე სამე: ღმრთისა კაცი.
    47.     რამეთუ რომელი-იგი მის მიერ ეხარა, ღმერთი იყო და კაცი.
    48.     უსწრო მოკითხვამან მან, რაჲთა სარწმუნო იყოს საქმჱ იგი.
    49.     ისწავეთ მიზეზი იგი მოსლვისაჲ და ადიდებდით ძალსა მას ჴორცთ შესხმისასა.
    50.     ფრიად თანა-ედვა კაცთა ბუნებასა, და თანა-ნადებსა მას მიცემად ვერ ჰპოვებდა.
    51.     ადამის მიერ ცოდვასა მას ყოველთა ჴელითა ჴელი დაგუეწერა და მონა ვეპყრენით ჩუენ ეშმაკსა.
    52.     ჴელით-წერილი იგი წინა-დაგჳპყრის ჩუენ, რამეთუ ქარტისა წილ იმსახურებდა მრავალ-ვნებულთა ამათ ჴორცთაგან.
    53.     დადგა ბოროტი იგი ვნებათაჲ მათ ცილის მწერალი და აღმიდგინებდა ჩუენ აღნადგინებისა მის ვახშსა და მიმჴდიდა ჩუენ სარჩელსა.
    54.     აწ უკუე ჯერ-იყო ორკერძოვე: ყოველთა ზედა მოწევნად საშჯელისა მისგან სიკუდილი, – რამეთუ ყოველთა შესცოდეს, – ანუ ეგოდენი კუალად მიცემად, რომელი იყო სამართალი ვედრებად.
    55.     აწ უკუე კაცი ვერ შემძლებელ იყო ჴსნად, რამეთუ თანა-ნადებსა მას ქუეშე იყო ნაჴუთევად.
    56.     ანგელოზსა ვერ ეძლო გამოჴსნად, რამეთუ ვერ მომპოვნებელ იყო ისევითარისათჳს გამოჴსნისა.
    57.     აწ უკუე უცოდველსა მას თანა-ედვა ცოდვილთათჳს სიკუდილი.
    58.     ესე ხოლო აკლდა, გარნა ბოროტისაჲ მის დაჴსნაჲ.
    59.     რაჲ-მე უკუე ჯერ-იყო ყოფად?
    60.     მანვე, რომელმან-იგი ყოველი ბუნებაჲ მოიყვანა ყოფად, – რამეთუ ღმერთ არს, – და არაჲ უნაკლულოდ მიცემად გამოიძია და შვილთა მათთჳს ცხორებაჲ შუენიერი და სიკუდილისა დაჴსნაჲ მტკიცჱ და იქმნა კაც, – ვითარცა მან თავადმან იცის,
    61.     რამეთუ სიტყუასა მას საქმეთაჲ მათ თარგმანებად ვერ ძალ-უც, – და მოკუდა, რომელ-იგი ყო, და იჴსნა, რომელი-იგი დაიპყრა, მსგავსად სიტყჳსა მის პავლჱსისა: რომლისა მიერ გუაქუს ჩუენ გამოჴსნაჲ სისხლითა მისითა და მოტევებაჲ ცოდვათაჲ.
    62.     ჵ საკჳრველებათაჲ ამათ! რამეთუ სხუათა განუმზადა უკუდავებაჲ, ხოლო იგი იყოვე უკუდავ.
    63.     ესევითარი სხუაჲ მოწყალებისათჳს არავინ აღესრულა, არცა იყო, არცა არს, არცა ყოფად არს, გარნა მხოლოჲ ქალწულისაგან შობილი ღმერთი და კაცი.
    64.     არა თანა-შეასწორებს, რამეთუ აკლს პატივი სიმართლესა მას დარჩილთასა, არამედ ყოველსავე რიცხუსა ჰმატს შვილად ყოფითა, უცვალებელად აჩუენებს თავსა თჳსსა მამისა მიმართ,
    65.     ხოლო შემოქმედებითა ძლიერებაჲ იგი უნაკლულოდ აქუს და მოწყალების მოყუარებაჲ წყალობისათჳს გარდაუქცეველად მრავალთათჳს განაგო.
    66.     ხოლო მღდელთ-მოძღურებაჲ უჯმნელად ღირს, სარწმუნოდ მოაქუს, რომელ-იგი არავინ პოვოს სხუამან არარასა ზედა სიტყუად მსგავსი ამისი.
    67.     აწ იხილეთ მისი იგი კაცთ-მოყუარებაჲ, რამეთუ ნეფსით დაისაჯა და ჯუარის-მცუმელთაჲ მათ განაქარვა სიკუდილი, მოაქცია მომკლველთაჲ მათ უშჯულოებაჲ, უშჯულოებისა მოქმედთაჲ მათ მათთავე საცხორებელად!
    68.     კაცისა ლიტონისა ვერ შესაძლებელ იყო ჴსნაჲ, გარნა მისი ხოლო ჯერ-იყო, მაცხოვრისაჲ, მსგავსად სიტყჳსა მის პავლჱსისა, ვითარმედ: ყოველთა შესცოდეს.
    69.     რამეთუ ცოდვაჲ იგი ეშმაკისა მიჰგურიდა და ეშმაკი სიკუდილსა მისცემდა და დიდსა ჭირსა ჩუენ ზედა მოაწევდა.
    70.     ვერვინაჲ მოსაპოვნელ იყო გამოჴსნაჲ ჩუენთჳს.
    71.     მოივლინნეს მკურნალნი და შეასმენდეს.
    72.     აწ უკუე რაჲ ჯერ-იყო სიტყუად?
    73.     ვითარცა იხილეს წინაწარმეტუელთა უფროჲს ჴელოვნებისა კაცთაჲსა წყლულებაჲ იგი ზეცით მოსულად, მკურნალსა მას ევედრებოდეს.
    74.     რომელიმე იტყოდა: უფალო, მოდ/დრიკენ ცანი და გარდამოჴედ;
    75.     და სხუაჲ იტყოდა: განმკურნე მე, უფალო, და განვიკურნო;
    76.     და რომელიმე იტყოდა: აღდეგინ ძლიერებაჲ შენი და მოვედინ ჩუენდა.
    77.     და სხუაჲ იტყოდა: უკუეთუ ნანდჳლვე ღმერთი ესრჱთ დაემკჳდროს კაცთა თანა?
    78.     და კუალად სხუაჲ იტყჳს: ადრე მეწიენ ჩუენ წყალობაჲ შენი, უფალო, რამეთუ დავგლახაკენით ჩუენ ფრიად.
    79.     და ერთი წინაწარმეტყუელი იტყოდა: ვაჲ, სულო ჩემო, რამეთუ წარწყმდა ღმრთის-მოშიში ქუეყანით და რომელმანცა ქმნა სიმართლჱ კაცთა შორის, არღარა იპოვების.
    80.     და ერთი იტყჳს: უფალო, შეწევნად ჩემდა მომხედენ;
    81.     უფალო, შეწევნად ჩემდა ისწრაფე.
    82.     და სხუაჲ იტყჳს: მომავალი იგი მოვიდეს და არა ყოვნოს, და კუალად სხუაჲ იტყჳს: ვიქმენ მე, ვითარცა ცხოვარი წყმედული; მომიძიე მონაჲ შენი, უფალო.
    83.     ამისთჳს არა უგულებელს-ყო გონებაჲ ჩუენი მიმძლავრებისაგან, რომელი-იგი არს ბუნებით მეუფე და ღმერთ, არამედ მოვიდა, რომელი-იგი მარადის ყოველსა ადგილსა არს,
    84.     და მოგუცნა საჴსრად თჳსნი სისხლნი, და მისცა ნათესავისა ჩუენისათჳს ჴელით-წერილი იგი სიკუდილისაჲ, რომელ-იგი ქალწულისაგან შეისხნა ჴორცნი, და მოიყიდა სოფელი წყევისა მისგან შჯულისა.
    85.     აწ რომელმან-ესე მოიყიდა, არა ლიტონი კაცი არს, ჵ ჰურიაო, რამეთუ კაცთა ბუნებაჲ ცოდვასა დამონებულ იყო;
    86.     არამედ არცა ღმერთი შიშუველი კაცობისაგან, რამეთუ ჴორცნი ესხნეს, ჵ მანიქეველო.
    87.     უკუეთუმცა არა შემემოსა მე, არცამცა მიჴსნა მე, არამედ მუცელსა ქალწულისასა განაჩინა და დაშჯილი იგი შეიმოსა.
    88.     აწ იხილე საშინელი იგი და შესაძრწუნებელი ცვალებაჲ: არა თუ სხუამან ჴორცნი შეისხნა თავადისა ქალწულისაგან და სხუაჲ ჰფარვიდა მას, ხოლო იგი ჴორციელ იქმნა მისგან.
    89.     უკუეთუ სხუაჲ არს ქრისტჱ და სხუაჲ არს სიტყუაჲ ღმრთისაჲ, არღარა სამება, არამედ ოთხება არს.
    90.     ნუ განხეთქ მოღუაწებისასა მას მოსლვასა ზეგარდამო ქსოვილსა;
    91.     ნუ დაემოწაფები არიოსს უღმრთოსა, რამეთუ იგი თავადი უშჯულოებით არსებასა მას განჰყოფს, ხოლო შენ ერთობასა მას ნუ განჰყოფ.
    92.     ვინ არს, რომელი-იგი გამოუჩნდა მსხდომარეთა მათ ქუეშე აჩრდილთა სიკუდილისათა? კაცნი სამე იყვნეს.
    93.     და ვითარ-მე, რომელნი-იგი ბნელსა შინა იქცეოდეს სიტყჳსა მისებრ პავლჱსისა, რომელსა იტყჳს, ვითარმედ: ოდესმე იყვენით ბნელ, ხოლო აწ ნათელ ხართ უფლისა მიერ?
    94.     ხოლო რომელი-იგი გამოჩნდა და ვითარ ასწავებს და იტყჳს: კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა.
    95.     და ვინ არს მომავალი იგი? თქუ განცხადებულად, ჵ დავით!
    96.     და იგი იტყჳს: ღმერთი უფალი, და გამოგჳჩნდა ჩუენ.
    97.     შეერთო ბუნებაჲ იგი და შეურწყუმელად ჰგიეს ერთობაჲ იგი.
    98.     მოვიდა ცხორებაჲ იგი, არამედ თანა-ედვა სიკუდილიცა.
    99.     ვითარ შესაძლებელ იყო ორივე ესე?
    100.     კაცი ლიტონი ვერ შემძლებელ იყო ჴსნად, ღმრთისა შეუძლებელ იყო თჳნიერ ჴორცთა ვნებისა, რომელ-იგი ყო, ბუნებით და კაცთ-მოყუარებით იქმნა კაც;
    101.     რომელი-იგი არსი იყო, მან აცხოვნა, და მერმე რომელი-იგი კაც იქმნა, მან ივნო.
    102.     ამისთჳს ვითარცა იხილა იგი ეკლესიამან გჳრგჳნოსანი ეკლითა, შესაკრებელისა მის მათისა კადნიერებასა ჰგოდებს და იტყჳს: ასულნო იჱ˜ლმისანო, გამოვედით და იხილეთ გჳრგჳნი, რომლითა გჳრგჳნოსან ყო დედამან მისმან.
    103.     რამეთუ ეკლისა გჳრგჳნი დაიდგა და ეკალთაჲ იგი დაჰჴსნა პატიჟი.
    104.     იგივე წიაღთა მამისათა იყო და წიაღთა ქალწულისათა და ქალწულებისა კლიტჱ არა განხეთქა;
    105.     რამეთუ ღმერთი იყო და ესრჱთ საშოჲსაგან გამოვიდა და ეგრევე იშვა, ვითარცა მუცელსა შევიდა;
    106.     უვნებელად შევიდა და უჴრწნელად გამოვიდა სიტყჳსა მისებრ ეზეკიელ წინაწარმეტყუელისა, ვითარცა იტყჳს: და მომაქცია მე უფალმან გზასა მას ბჭისა მის წმიდათაჲსა აღმოსავალად. და იყო იგი დაჴშულ.
    107.     და მრქუა მე უფალმან: ძეო კაცისაო, ბჭჱ ესე იყოს დაჴშულ და არა განეღოს ესე, არცა გან-ვინ-ვიდეს მიერ, რამეთუ ღმერთი მხოლოჲ შევიდეს და იგი თავადი გამოვიდეს. და იყო ბჭჱ იგი დაჴშულ.
    108.     აჰა ესერა განჩინებაჲ ქმნული წმიდისა ღმრთის-მშობელისა მარიამისი.
    109.     დასცხერინ ამიერითგან ყოველი ცილობაჲ და ჩუენ წმიდათა მიერ წიგნთა მოძღურებისათა განვნათლდებოდით,
    110.     რაჲთა სასუფეველსა ცათასა მიწევნად ღირს ვიქმნეთ ქრისტჱს იესუს მიერ, უფლისა ჩუენისა, რომლისაჲ არს დიდებაჲ და ძალი მამისაჲ და ძისაჲ და სულისა წმიდისაჲ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ.


7

     1.     თქუმული წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა ეტჳფანე კჳპრელ მთავარ-ეპისკოპოსისაჲ, რომელი კოსტანტინეს დედაქალაქისა იწამა სარწმუნოებისათჳს, წმიდისა მარადის ქალწულისა მარიამისთჳს, რამეთუ ამისგან ჴორციელ იქმნა უფალი ჩუენი იესუ ქრისტჱ, ძჱ ღმრთისაჲ
    2.     ღმერთი არასადა ვის უხილავს, არამედ რომელი-იგი არს წიაღთა მამისათა, მან იცის იგი.
    3.     მამან ძჱ იცის და ძემან – მამაჲ;
    4.     და სული წმიდაჲ მათ თანა შეყოფილ არს.
    5.     ესე მამაჲ და ძჱ და სული წმიდაჲ არა განყოფილ, – ნუ იყოფინ!
    6.     – არამედ ერთ სამება წმიდა, ერთ ძალ, ერთ ჴელმწიფება, ერთ უფლება, ერთ მთავრობა, რომელი პირველ ყოველთა საუკუნეთასა იყო და იყოს და არს.
    7.     რომელი წმიდისა და ტრედისა მარიამისგან იშვა უკუანაჲსკნელთა ჟამთა, ჩუენ კაცთათჳს და ჩუენისა ცხოვრებისათჳს ჯერ-იჩინა ჴორცთა ამათ ჩუენთა შესხმაჲ ძემან.
    8.     აწ აღვიარებთ ღმერთსა, მამასა და ძესა და წმიდასა სულსა: მამაჲ სრული, ძჱ სრული, სული წმიდაჲ სრული;
    9.     ერთ არსება, სამებაჲ წმიდაჲ, ძჱ ჭეშმარიტი, მამისაგან შობილი, და სული წმიდაჲ – არა უცხო მამისაგან და ძისა, არამედ მარადის იყო სამებაჲ წმიდაჲ და არასადა შეეძინა და არცა მოაკლდა რაჲ, ერთ ღმრთეება და ერთ მთავრობა ღმრთისა და მამისა და ერთ ნება.
    10.     და ამის სამებისაგან წმიდისა – მამისა და ძისა და სულისა წმიდისა – ყოველივე შეიქმნა.
    11.     არა ყოფილ სადამე იყვნეს, არცა თანა-მზრახველ ღმრთისა, არცა პირველად შობილ, არარაჲსაგან შექმნულ.
    12.     და ამის ყოვლისა დასასრული ვიცით და გურწამს.
    13.     ხოლო მამისა და ძისაჲ და სულისა წმიდისაჲ არცა დასაბამი, არცა აღსასრული ყოფად არს.
    14.     და ესე ჭეშმარიტად ვიცით და გურწამს და აღვიარებთ.
    15.     და ესე მამაჲ და ძჱ და სული წმიდაჲ წმიდათა მისთა ჩუენებით გამოეცხადებოდა, ვითარცა ძალ-ედვა თითოეულსა დატევნად ძლიერებითა ღმრთეებისა თჳსისაჲთა, ვითარცა ვინ ღირს იქმნა თითოეული მადლსა მისსა.
    16.     აწ უკუე ვთქუათ მამაჲ ხილულად, ვითარცა ვის ძალ-ედვა სმენად დატევნად ჴმისა მისისაჲ, ვითარცა თქუა პირითა ესაიაჲსითა: აჰა ესერა გულისხმა-ყოს მონამან ჩემმან, რომელი შევიყუარე. ესე – ჴმაჲ მამისაჲ.
    17.     დანიელ იხილა ძუელი იგი დღეთაჲ. ესე – ჩუენებაჲ მამისაჲ.
    18.     ვითარცა კუალად: წინაწარმეტყუელსა შინა მე ჩუენებანი განვამრავლენ და ჴელითა წინაწარმეტყუელთაჲთა ვემსგავსე. ესე – ჴმაჲ ძისაჲ.
    19.     და კუალად ეზეკიელ იტყოდა: აღმიღო მე სულმან ღმრთისამან და განმიყვანა მე ველად. ესე – სულისა წმიდისათჳს იტყჳს.
    20.     და სხუანი მრავალნი არიან სათქუმელად, რომელი მცირედ რაჲმე მოვიჴსენეთ და თანა-წარვჰჴედით, დაუტეოთ საჩუენებელად და სახედ ეკლესიაჲსა.
    21.     აწ ორთა სიტყუათა წარმოვადგინებთ უფროჲს ბევრეულთა და ათასეულთა, ღმრთით წერილთა სიტყუათა ძუელისა და ახლისა შჯულისათა,
    22.     რამეთუ უფალმან შექმნნა ჴორცნი ადამისნი და შთაბერა მას სული ცხოველი და მან მოსცა შჯული მოსეს, ღმერთმან – მამამან და ძემან და სულმან წმიდამან – ერთი ღმრთეებაჲ, და ამის ღმრთეებისაგან მოივლინნეს და რამეთუ ესე არს ღმერთი ჩუენი.
    23.     ჰურიათა მოუწოდა სიმართლედ, რომელთა არა უვარ-ყვეს უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსი ჴორცითა მოსლვაჲ, და ყოველთავე აცხოვნებს, რომელთა ჭეშმარიტებით სარწმუნოებაჲ მისი დაუმარხავს და რომელთა არა უვარ-ყვეს ჭეშმარიტი ქადაგებაჲ მისი და სახარებისა მისისა მოძღურებაჲ.
    24.     ესევითარნი ესე არა დაისაჯნენ სოფელსა თანა, რამეთუ ჭეშმარიტად მოვიდა მხოლოდ შობილი, და ესე შეიწყნარა დედამან ჩუენმან ეკლესიამან,
    25.     რომელ არს წყაროჲ ცხოვრებისაჲ და მშჳდობისა ჩუენისა სიხარული, ახლისა ვენაჴისა კჳრტი, რომელმან ტევანი გამოიღო კურთხევისაჲ და დაჰჴსნნა სალმობანი ჩუენნი დღითი-დღედნი სუმითა მით ამით სისხლითა ქრისტჱსითა, რომელმან მოგუანიჭა ჩუენ ჭეშმარიტი.
    26.     რამეთუ ჭეშმარიტად შვა ქრისტჱ ქალწულმან მარიამ სულისა წმიდისა მიერ, არა თესლისაგან მამაკაცისა, არამედ ქალწულისა მისგან წმიდისა ჴორცნი შეისხნა ჭეშმარიტად და არა საგონებელად:
    27.     ჴორცნი ჭეშმარიტად და ტყავი ძუალითურთ და ძარღჳთ და ყოვლით კერძოვე მსგავსი ჩუენი, არარაჲთ ჩუენგან განშორებული, არამედ მით ხოლო სიწმიდისა მისისა დიდებითა, და ჭურჭელი სიწმიდისაჲ შეუცოდებელი, ყოვლითავე სრული აქუნდა,
    28.     და აქუს სული კაცისაჲ ჭეშმარიტად და გონებაჲ კაცისაჲ ჭეშმარიტად, არა ვითარ ჩუენი გონებაჲ დამტკეცილი ჴელმწიფებასა ქუეშე ცოდვისასა ყოვლით კერძოვე, არა იჴმია ცოდვაჲ;
    29.     პირი – უტყუველი ბაგეთა, რომელთა არა თქუეს ზაკუვაჲ;
    30.     გული – რომელი არა მიდრკა უშუერსა ზრახვასა;
    31.     გონებაჲ – უცვალებელი ყოვლით კერძოვე, მიუდრეკელი უკეთურებასა;
    32.     ჴორცნი – არა თუ ამათ ჴორცთაებრ მოქმედნი არაწმიდებასა.
    33.     ნუ ვინმე დაგაჯეროს, ანუ თუ გარწმუნოს ვინმე შვილმან მწვალებელთამან, რომელნი იტყჳან, ვითარმედ ჴორცნი არა შეისხნა უფალმან კაცთაგანო, არამედ ზეცით ჰქონდესო;
    34.     რომელნი წერილთა აღმოიკითხვენ, რომელ დაწერილა ღმრთისა მიერ მართლ, და ძენი ეშმაკისანი გარდასდრეკენ მრუდად.
    35.     ამისთჳს იტყჳს უფალი: ესევითართაჲ გული და გონებაჲ გარდაქცეულ არს მამისა მათისაგან ეშმაკისა.
    36.     ამისთჳს ეკრძალენით კეთილად შვილნი წმიდისა კათოლიკე ეკლესიისანი, რომელთა შეგიყუარებიეს უფალი ჩუენი იესუ ქრისტჱ, რომელი წმიდამან და მარადის ქალწულმან მარიამ გჳშვა ჩუენ.
    37.     ესევითართა მათ ნუცა მოიკითხავთ, ნუცა მათ თანა შჭამთ, ნუცა მათ თანა სუამთ, ნუცა გემოსა იხილავთ, ნუცა სიტყუასა ჰყოფთ მათ თანა, ნუცა ყოველივე, რაჲცა არს დიდითგან მცირედმდე,
    38.     რამეთუ სიტყუა-ტკბილობითა მათითა და ქენებითა გარდააქცინიან გულნი და გონებანი უმანკოთანი, რაჲთამცა მათსა მას წარწყმედასა თანა წარწყმიდნეს ძენი ნათლისანი.
    39.     ხოლო შენ, კაცო, რომელი აღგზარდა შენ დედამან შენმან ეკლესიამან, სულისა შენისათჳს ჰრბი, ეკრძალე კეთილად სულსა შენსა.
    40.     უკეთუ იზღვიო სული შენი, რაჲ მისცე ნაცვალად სულისა შენისათჳს?
    41.     ვითარცა იტყჳს უფალი ჩუენი პირითა თჳსითა: უკუეთუ შეიძინოს კაცმან ყოველი სოფელი და სული თჳსი წარიწყმიდოს, რაჲ მისცეს ნაცვალად სულისა თჳსისა?
    42.     იხილე და ეკრძალე, ნუუკუე მწვალებელთა თანა შეჰრიო სიტყუაჲ შენი.
    43.     ნუ დასთესავ იფქლსა თანა ღუარძლსა, რაჲთა არა განრყუნეს ყანაჲ შენი და ნაყოფი შენი.
    44.     ეკრძალე კეთილად მოწაფეთა ოროგინჱსთა მცბიერისათა და სამ გზის დაწყეულისათა, რომელმან წვალებანი ყოველნი შემოიხუნა და ღუარძლი დასთესა შოვრის იფქლსა, პალესტინჱ ყოველი შეაცთუნა და ვიდრე დღენდელად-დღედმდე წვალებანი მრავალნი იქმნებიან მისგან.
    45.     ესე არს მამაჲ ყოველთა მწვალებელთაჲ.
    46.     ამან ოროგინე გესლი, შერეული თჳსი წამლითა სასიკუდინჱთა, გარეშე კართა ეკლესიისათა წარმოსთხია, და რომელნი არა ეკრძალებიან, შეიგინებიან მრავალნი მისგან.
    47.     ხოლო ამისთა გმობათა ყოვლადვე ნუმცა სახელ-ედების, რაჲთა არა პირი ჩუენი შეიგინოს, ნუცა მოწაფისა მისისა არიოსისთა, ნუცა ნისტორისთა, ნუცა ევტჳქისთა.
    48.     ნუცა ყოველადვე რაჲ არს ეშმაკისა მოძღურებაჲ და სწავლაჲ მისი.
    49.     ამისგან სასმენელნი ჩუენნი გარე-წარვაქცინეთ და დედისა ჩუენისა მოძღურებასა შეუდგეთ,
    50.     რომელ არს მართლ-მადიდებელი წმიდაჲ კათოლიკე ეკლესიაჲ, რომელ დაამტკიცეს წმიდათა მოციქულთა ქრისტჱსთა, რომელმან გჳშვა უფალი ჩუენი იესუ ქრისტჱ, სრული ზეგარდამო ღმრთეებაჲ, რამეთუ სიტყუა ღმრთისაჲ კაც იქმნა;
    51.     არა შეიცვალა ბუნებაჲ, არამედ ღმრთეებამან ჯერ-იჩინა განკაცებაჲ, საშოსა შინა ქალწულისასა იქმნა ჭეშმარიტად;
    52.     მუცლითა იტჳრთა, ვითარცა არს წესი ჟამთა რიცხჳსაჲ, რამეთუ იშვა, ვითარცა არს შობაჲ ბუნებისაჲ ურცხჳნელად, უჴრწნელად, უვნებლად, ყრმა იქმნა და აღიზარდა და ჰასაკი მიიღო მამაკაცისაჲ, მკლავთა ზედა მიიქუა სჳმეონისთა და ანაჲსთა, წმიდისა მარიამისგან იტჳრთა;
    53.     გზასა ვიდოდა ვითარცა კაცი, დაშურა ვითარცა კაცი, უცხოვებასა შინა იქცეოდა.
    54.     ესე ყოველი თავს-იდვა, რაჲთა შექმნული თჳსი აცხოვნოს.
    55.     ყოველივე აქუნდა თავისა თჳსისა თანა, სრულებაჲ რიცხუსა ჟამთა, თუეთა და წელიწადთასა შეერაცხა, მუცლითა იტჳრთა, იშვა დედაკაცისაგან და იქმნა შჯულსა ქუეშე.
    56.     მოვიდა იორდანედ და ნათელ-იღო იოვანჱსგან.
    57.     არაჲ თუ საბანელი რაჲ უჴმდა მას, არამედ რაჲთა აჩუენოს სახჱ შჯულისაჲ, ვითარმედ კაც იქმნა, რომელმან არა შეძრა სიმართლჱ, რაჲთა აღესრულოს ყოველივე წერილი, ვითარცა თქუა მან, რაჲთა აჩუენოს მან, რამეთუ ჭეშმარიტად ჴორცნი შეიმოსნა და ჭეშმარიტი განკაცებაჲ შთაიცუა.
    58.     შთა-რაჲ-ჴდა წყალთა, მისცა უფროჲს მოღებისა;
    59.     უფროჲსღა მიანიჭა და არაჲ უჴმდა მას მოღებაჲ, არამედ განანათლნა და განაძლიერნა იგინი.
    60.     ესე – სახჱ მერმეთაჲ მათ განსრულებაჲ, რაჲთა რომელთა ჰრწმენეს მისი ჭეშმარიტად, აქუნდეს სარწმუნოებაჲ ჭეშმარიტი, ისწაონ, რამეთუ ჭეშმარიტად ნათელ-იღო.
    61.     რამეთუ ესრჱთ თავს-იდვა თჳსითა კაცთმოყუარებითა და სიმდაბლითა და იგიცაღა, რომელნი მოვიდოდიან და აქუნდეს მისისა მის სიმდაბლისა ძალი, განათლდენ ჭეშმარიტითა მით მისითა ნათლითა,
    62.     რაჲთა აღესრულოს სიტყუაჲ იგი წინაწარმეტყუელისაჲ დაგებითა მით ძლიერებისა მისისაჲთა, რაჲთა მოგუცეს ცხოვრებად პური იჱ˜ლმთ და სიმტკიცჱ წყლისაჲ.
    63.     ამას ქრისტჱსთჳს დავამტკიცებთ ძალსა პურისასა და სიმტკიცესა წყლისასა, რაჲთა ნაყოფი ჩუენი იყოს ძლიერებით, არამედ პური – საჭმელ, ხოლო ძალი – ამას ზედა განმაცხოველებელ;
    64.     და არა რაჲთა წყალმან ხოლო განწმიდნეს, არამედ სიმტკიცჱ იგი წყლისაჲ იყოს ჩუენდა სარწმუნოება და სასოება და სიყუარულ და საიდუმლო მშჳდობის, ერთობა სიწმიდის იყავნ ჩუენდა, სრულება და ცხოვრება,
    65.     რაჲთა მას მხოლოსა ვადიდებდეთ ჭეშმარიტითა გონებითა და უქცეველითა სარწმუნოებითა და მისა ხოლო გუეშინოდის. ამენ.
    66.     და აღმო-რაჲ-ჴდა იორდანით, მოიწია ჴმაჲ ზეცით მამისაგან და ესმა მოწაფეთა, რომელნი მის თანა იყვნეს, რაჲთა უჩუენოს, ვინ არს, რომელ წამებს მისთჳს და სული წმიდაჲ მის ზედა გარდამომავალი.
    67.     ამისთჳს მრავალ გზის წინა-აღუდეგით მწვალებელთა, რომელნი სხუად სახედ რასმე მოძღურიან მამისა მათისა ეშმაკისაჲთა, ხოლო ჩუენ არა შევარწყუათ სამებაჲ და ვაგონოთ მიზეზ სულსა, არამედ თჳსითა ჴელმწიფებითა მჯდომარჱ სულით წმიდითურთ და გარდამომავალი მას ზედა,
    68.     რამეთუ ჭეშმარიტად ჩას, რომელი წამებს მისთჳს, რაჲთა ჴორცი განწმიდოს ამბორის-ყოფითა წმიდისა მამისაჲთა და წმიდისა სულისაჲთა, და წამონ,
    69.     რამეთუ მამამან სათნო-იყო ქადაგებაჲ ძისა თჳსისაჲ ჴორცითა მოსრული, რამეთუ ძჱ ჭეშმარიტად გამოჩნდა და აღასრულა თქუმული იგი წინაწარმეტყუელისაჲ.
    70.     ამისა შემდგომად ქუეყანასა ზედა გამოჩნდა და კაცთა შორის იქცეოდა, აღმო-რაჲ-ვიდა იორდანით, არა თუ საუცრით, არამედ ჭეშმარიტად მტერისაგან გამოიცადა უდაბნოსა გარე;
    71.     უკუანაჲსკნელ შეემშია, ვითარცა არს ჭეშმარიტად წესი ამათ ჴორცთაჲ;
    72.     მერმე გამოირჩინა მოწაფენი და ქადაგა ჭეშმარიტებაჲ, განკურნნა წყლულებანი, განჴადნა ვნებანი, ეძინა ვითარცა კაცსა, შიოდა ვითარცა კაცსა, ღმრთეებრ სასწაულსა იქმოდა, ზღუასა ზედა ვიდოდა ვითარცა ჴმელსა, ქართა შეჰრისხნა და დააყუდნა,
    73.     მკუდარნი აღადგინნა, ბრმათა თუალნი აუხილნა, მკელობელთა და განრღუეულთა სიმტკიცჱ მიჰმადლა, რაჲთა ქადაგოს ჭეშმარიტებაჲ სახარებისაჲ და სასუფეველი ცათაჲ მოგუანიჭოს ჩუენ მისითა კაცთ-მოყუარებითა, მამისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა;
    74.     რომელმან ვნებაჲ ჩუენთჳს დაითმინა ჭეშმარიტად ჴორცითა და სრული კაცებაჲ შეიმოსა, ივნო ჭეშმარიტად ჯუარსა ზედა თანაყოფითა ღმრთეებისაჲთა, არამედ არა ვნებითა, რამეთუ ღმრთეებაჲ უვნებელ არს და უქცეველ ორთავე ამათგან ბუნებათა, ნათელ, განუცადებელ.
    75.     ქრისტემან რაჲ ივნო ჩუენთჳს ჴორცითა, უვნებელად ჰგიეს ღმრთეებაჲ კაცსა თანა, ხოლო უვნებელ ღმრთეებაჲ, რამეთუ გამოუკულეველ არს და გამოუთქუმელ სიბრძნითა, რამეთუ ივნო ჴორცითა,
    76.     ხოლო ცხოველ არს ღმრთეებითა, და აღადგინნა მკუდარნი ჭეშმარიტად და დაეფლა ჴორცითა და თჳნიერ საშუმინველისა იდვა სამ დღე უსულოდ და შეუძრველად, და შეიხჳა სამკუდროჲთა ტილოჲთა და დაიდვა საფლავსა.
    77.     და დასდვეს ლოდი და დაებეჭდა ბეჭდითა.
    78.     არა თუ ღმრთეებაჲ შეეყენა, არა თუ ღმრთეებაჲ დაეფლა.
    79.     ხოლო შთავიდა მის თანა ქუესკნელთა გარდასკნელისათა და აღმოჴდა მიერ და წარმოტყუენა და გამოიყვანნა სულნი, შემუსრნა ბჭენი სიკუდილისანი, განხეთქნა მოქლონნი და კლიტენი ადამანტიაჲსანი და დაჴსნა სალმობანი ჯოჯოხეთისანი,
    80.     რამეთუ თჳსითა ჴელმწიფებითა აღმოჴდა ქუესკნელით.
    81.     არღარა მიიქცეს სული მისი ჯოჯოხეთს, არცა იხილონ ჴორცთა მისთა განსაჴრწნელი, აღ-რაჲ-დგა იგი მკუდრეთით,
    82.     რამეთუ აღადგინა იგი ღმერთმან უფალი და სიტყუაჲ და ძჱ მხოლოდ-შობილი სულითურთ და ჴორცით და ყოვლით კერძოვე ჭურჭერი შეერთებული სულითა და ჴორცითა, რამეთუ სულიერად ჰგიეს.
    83.     არამედ ივნო და გუემასა მიეცა ნეფსით ნებითა ღმრთეებისა მამისაჲთა.
    84.     და ოდეს-იგი გამოიცადა ეშმაკისაგან შენდობითა, შიმშილითა გამოიცადა, შრომითა და გულის-კლებითა და ურვითა.
    85.     ესე ჴორციელობით, არამედ სიწმიდჱ ღმრთისაჲ შეერთებულ და განუშორებელ მისგან, რამეთუ თანა-შეყოფილ.
    86.     და ესევითართაგან ივნო წმიდაჲ იგი ჴორცი მისი, რამეთუ აღდგა მკუდრეთით და შეერთნეს ერთ სულ, ერთ ღმრთეება, ერთ დიდება, რამეთუ განცხადდა ჭეშმარიტად შემდგომად აღდგომისა და ჴელითა განიხილა თომაჲსგან და მოციქულთა თანა ჭამდა და იქცეოდა ორმეოც დღე და ორმეოც ღამე,
    87.     არამედ შევიდა ბჭეთა ჴშულთა და შემდგომად შესლვისა უჩუენნა ძუალნი და ძარღუნი და სახჱ სამსჭუალთაჲ და ადგილი ლახურისაჲ, რამეთუ იგი იყო ჭეშმარიტი ჴორცი.
    88.     და ოდეს-იგი იქმნა ერთ ღმრთეება და ერთ არსება, არღარა მოელის ვნებასა, არღარა იხილოს სიკუდილი, ვითარცა იტყჳს წმიდაჲ პავლე: რამეთუ აღდგა ქრისტჱ, არღარა მოკუდეს და სიკუდილი მის ზედა არღარა უფლებდეს.
    89.     ივნო უვნებელმან, რამეთუ უვნებელად ჰგიეს მარადის ღმრთეებრი;
    90.     ჴორცი და სული ყოველივე მისი კაცებისაჲ ღმრთეებრ იყო, რამეთუ აღჴდა ზეცად და დაჯდა მარჯუენით მამისა დიდებითა, არა თჳნიერ წმიდათა მათ ჴორცთასა, არამედ შთაეცვალა სულიერად,
    91.     რამეთუ სრულ იყო და ერთ ღმრთეება, ვითარცაღა ჩუენთაჲ ამათ ჴორცთაჲ ყოფად არს: რომელნი დათესულ არიან განჴრწნადნი და აღდგენ უჴრწნელნი, და რომელნი დათესულ არიან მოკუდავად, აღდგენ უკუდავად.
    92.     უკუეთუ ჩუენი ესე ესრჱთ, რავდენ უფროჲს მისნი იგი წმიდანი და გამოუთქუმელნი და განუკითხველნი და გამოუხატველნი ღმრთისა თანა-შეყოფილნი და შეერთებულნი და ერთ ხილვა!
    93.     ვითარცა ამისთჳს წამებს წმიდაჲ პავლე მოციქული და იტყჳს: უკუეთუ სადამე ვიცოდე ქრისტჱ ჴორციელად, აწ არღარა ვიცი ჴორციელად.
    94.     არა თუ განვაშორებ ჴორცთა ღმრთეებისაგან, არამედ ჰგიან და ღმრთეებასა თანა შეერთებულ არიან.
    95.     არღარა არიან ჴორციელად, არამედ სულიერად, ვითარცა იტყჳს სულისაგან წმიდისა აღდგომითა მით მკუდრეთით უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსითა.
    96.     ესე ერთად აქუს ღმერთეებასა ვნებაჲ და არა-ვნებაჲ, რომელი დაეფლა და აღდგა და აღმაღლდა და დიდებითა მომავალ არს განრჩად ცხოველთა და მკუდართა, ვითარცა იტყჳს ჭეშმარიტად წერილი მისთჳს, რომლისა სუფევისა მისისაჲ არა არს დასასრულ,
    97.     და რამეთუ ესრჱთ ჰრწამს წმიდასა დედასა ჩუენსა ეკლესიასა და ქადაგებს ჭეშმარიტად და ჭეშმარიტ არს ქადაგებაჲ მისი, რამეთუ ყოველთავე შევისუენოთ და აღვდგეთ ამით ჴორცითა და ამით სულითა, რაჲთა თითოეულმან ჩუენმან მოიპოვოს, რაჲცა ვინ ქმნა.
    98.     პირი დაეყავნ მწვალებელთა, რომელნი მრუდად იტყჳან კეთილად წერილსა, სხუად სახედ და სხუად გარდააქცევენ.
    99.     პირი დაეყავნ ოროგინეს და მოწაფეთა მისთა, რომელნი მისსა მას მრუდებისა მოძღურებასა ერჩიან, რამეთუ მისგან და მის მიერ წვალებანი მრავალნი შემოვიდეს შორის ეკლესიასა და ეკალნი დასთესნეს შორის ვარდსა.
    100.     ხოლო წმიდაჲ ეკლესიაჲ დაფუძნვილი და დამტკიცებულ არს კლდესა ზედა შეუძრავსა, არასადა შეირყიოს უკუნისამდე. ნუ იყოფინ!
    101.     პირი დაეყავნ არიოსს, რომელმანცა ღუარძლი დასთესა შორის იფქლსა წმიდასა.
    102.     პირი დაეყავნ ნისტორს და ევტჳქის, რომელთა მრავალნი შეაცთუნნეს მათითა მით გულარძნილად მოძღურებითა და გმობითა მათითა;
    103.     რომელნი ძისა და სულისა წმიდისასა არა დასცხრებიან და წმიდასა და მარადის ქალწულსა მარიამს ღმრთის-მშობელად არა აღიარებენ;
    104.     რომელთა თავით თჳსით მთხებლი აღმოთხარეს და იგინივე შთაითხინეს მას.
    105.     ხოლო ჩუენ, ქრისტიანენი და შვილნი მორწმუნეთანი, დედისა ჩუენისა ეკლესიაჲსა შჯულსა და მოძღურებასა შეუდგეთ,
    106.     რომელსა შინა ნათელ-ვიღეთ და აღვიზარდენით, რომელი წმიდათა მოციქულთა დაამტკიცეს, რომლისათჳს ქადაგებდეს ყოველნი წინაწარმეტყუელნი მოსჱსითგან ვიდრე იოვანჱსამდე.
    107.     გურწამს და აღვიარებთ წმიდასა და მარადის ქალწულსა მარიამს ღმრთის-მშობელსა, რომლისაგან ჴორციელ იქმნა უფალი და ღმერთი ჩუენი იესუ ქრისტჱ.
    108.     გიხაროდენ, ქალწულო მარიამ, ღმრთის-მშობელო, დედაო და ტაძარო და კიდობანო ძუელისა და ახლისა შჯულისაო, რომლისაგან ტაკუკი ოქროჲსაჲ სავსჱ მანანაჲთა გამოჩნდა.
    109.     გიხაროდენ, ღმრთის-მშობელო წმიდაო მარიამ, რამეთუ შენგან და შენ მიერ ცხორებაჲ იქმნა ძეთათჳს კაცთაჲსა.
    110.     ვითარცა ევაჲსგან წყევაჲ, ეგრჱთვე შენ მიერ კურთხევაჲ;
    111.     ევაჲსგან მიწაჲ მიწად მიიქცა, ვითარცა ესმა ადამს, რამეთუ: მიწაჲ ხარ და მიწადცა მიიქცე.
    112.     ხოლო შენ მიერ მიწაჲ იგი საყდართა დიდებისათა ცათა შინა მარჯუენით ღმრთისა დაისუა.
    113.     შენთჳს ყოველი დაბადებული განჰკრთა;
    114.     შენთჳს დაუკჳრდა ანგელოზთა და მთავარანგელოზთა და ძალთა და უფლებათა და ჴელმწიფებათა, სერაბინთა და ქერაბინთა, ცათა და ქუეყანასა, მზესა და მთოვარესა, ზღუასა და ჴმელსა, პირმეტყუელთა და პირუტყუთა და ყოველსავე ბუნებასა, რამეთუ ღმერთი ჰშევ.
    115.     ჵ მუცელი! რომელსა ცანი და ცანი ცათანი ვერ დაიტევენ, ესე მუცელმან ქალწულისამან დაიტია!
    116.     ჵ საშოჲ, რომელმან დაიტია დაუტევნელი!
    117.     ჵ საკჳრველი ხილვაჲ! რომელმან მოხედოს ქუეყანასა და შეიმუსრვინ იგი, შეჰრისხნის ზღუასა და განაჴმის იგი, ესე მუცელმან დაიტია, საშომან წმიდისა ქალწულისამან იტჳრთა!
    118.     გიხაროდენ, მარიამ ქალწულო, ღმრთის-მშობელო, რამეთუ უფალი და ღმერთი იესუ ქრისტჱ შევ, რომელმან აჴოცნა ცოდვანი კაცთანი და აღიხუნა იგინი ჩუენგან და შემშჭუალნა იგინი ჯუარსა;
    119.     რომელმან შეწირა თავი თჳსი მსხუერპლად ღმრთისა ცოდვათა ჩუენთათჳს და გუაცხოვნნა ჩუენ;
    120.     რომელი გუექმნა ჩუენ პურ ცხოვრებისა;
    121.     რომელმან მომწყდარნი სიყმილითა განაძღნა;
    122.     წყარო ცხოვრების, რომელმან წყურიელნი გამოზარდნა;
    123.     უძლურთა შემწჱ, დაცემულთა ჴელის ამპყრობელი, ჭირვეულთა ნუგეშინის-მცემელი, მაშურალთა განმსუენებელი, ცოდვილთა მწყალობელი.
    124.     გიხაროდენ, მარიამ ქალწულო, რამეთუ ესრჱთი უფალი, სულგრძელი და ტკბილი, გჳშევ ჩუენ!
    125.     გიხაროდენ და მხიარულ იყავ, ქალწულო, წმიდაო მარიამ, რამეთუ შენგან და შენ მიერ იხარებენ და იქადიან დედანი;
    126.     რამეთუ ევა ძელისაგან გამოჴდა სამოთხით, ხოლო შენგან ძელი თაყუანის-იცემების ყოვლისა ნათესავისაგან;
    127.     შენგან ეშმაკსა ჰრცხუენა, ჯოჯოხეთი დაეცა, სიკუდილი განქარდა, საცთური განიდევნა.
    128.     იხარებდინ წმიდაჲ და მართლ-მადიდებელი კათოლიკე ეკლესიაჲ!
    129.     იხარებდით და მხიარულ იყვენით ქრისტიანენი, რომელთა წმიდად და ჭეშმარიტად სარწმუნოებაჲ ღმრთისაჲ დაიმარხეთ!
    130.     წუხდედ წარმართნი, ჰრცხუენოდენ მწვალებელთა, რომელნი არა აღიარებენ აღდგომასა ჴორცთა და სულისასა.
    131.     ხოლო ჩუენ გურწამს აღდგომაჲ მკუდართაჲ – ჴორცთაჲ და სულისაჲ, სასუფეველი დაუსრულებელი მართალთათჳს და სატანჯველი საუკუნოჲ ცოდვილთათჳს, და განსასუენებელი მართალთაჲ და სასუფეველი და საყოფელი მორწმუნეთაჲ და ცხორებაჲ ანგელოზთა თანა,
    132.     რომელთა დაიმარხეს სარწმუნოებაჲ, სასოებაჲ და მცნებანი უფლისანი სიწმიდით.
    133.     და ჭეშმარიტად ქადაგებულ არს და დამტკიცებულ, რამეთუ ესენი აღდგენ ცხორებასა საუკუნესა, ხოლო ესენი – სატანჯველსა საუკუნესა, ვითარცა წერილ არს სახარებასა და რავდენსა იტყჳს მოციქული და ყოველნი წინაწარმეტყუელნი.
    134.     და ჭეშმარიტ არს წამებაჲ მათი.
    135.     უკუეთუ ურწმუნოთა ძენი მედგრად სცნობენ და სხუად და სხუად სახედ შემოაქუს მათი იგი მოძღურებაჲ, სასმენელნი ჩუენნი გარე-წარვაქცინეთ მათისა მისგან მოძღურებისა, ვითარცა ვთქუთ ზემო-კერძო.
    136.     ხოლო ჩუენდა იყავნ ზრახვაჲ მამისაჲ და ძისაჲ და სულისა წმიდისაჲ და წმიდაჲ მისი ბეჭედი გუაქუნდინ – ჯუარი აღდგომასა და დაჯდომასა, გარე განსლვასა და შინა შემოსლვასა, ანუ თუ დაძინებასა, ანუ განღჳძებასა,
    137.     ანუ თუ ჭამასა, ანუ სუმასა, ანუ თუ ზრახვასა, ანუ ყოველსა რასაცა იქმოდი, თუალთა წინაშემცა გაქუს წმიდაჲ მისი ჯუარი, რაჲთა მტერთა მათ ჩუენთა იხილონ ესე სასწაული და დიდითა შიშითა და ძწოლითა ივლტოდიან ჩუენგან,
    138.     რამეთუ ამისითა ძლიერებითა უფალმან და ღმერთმან ჩუენმან განაქიქნა იგინი და სასწაულად დაგჳტევა იგი ქუეყანასა ზედა.
    139.     და იყავნ ესე ჩუენდა სარწმუნოება და ესე პატივ.
    140.     და ვითარცა დედაჲ ჩუენი ეკლესიაჲ სარწმუნოებით ცხონდების და სასოებითა განძლიერდების და სიყუარულითა ქრისტჱსითა სრულ ქმნულ არს და აღსარებითა და საიდუმლოჲთა დიდისა ღმრთისაჲთა,
    141.     რომლითა მომიწოდნა ჩუენ საბანელსა მას მეორედ შობისასა, რომლითა განმწმიდნა ჩუენ არაწმიდებათა ჩუენთაგან ძალითა და შეწევნითა სულისა წმიდისაჲთა,
    142.     რამეთუ: წარვედით და ნათელ-სცემდით სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა, სიხარულითა ღმრთეებისა სამებისაჲთა სახელ-სდებდით და ნუცამცა ერთი განრყუნილებაჲ აქუს,
    143.     რამეთუ ჩუენ თანა არს ღმერთი, რამეთუ შჯული და წინაწარმეტყუელნი და მახარებელნი და მოციქულნი, ძუელი და ახალი შჯული ქადაგებენ და ახარებენ, და გურწამს ჭეშმარიტად მამაჲ და ძჱ და სული წმიდაჲ.
    144.     ეკრძალენით კეთილად, ნუუკუე ვინმე ერთად შეარწყუას ღმრთეებაჲ, არამედ წმიდაჲ სამებაჲ სრული: მამაჲ სრული, ძჱ სრული, სული წმიდაჲ სრული – ერთი ღმერთი და ერთ ღმრთეება,
    145.     რომლისა შუენის დიდებაჲ და პატივი და ძალი და თაყუანის-ცემაჲ მამისა და ძისა და სულისა წმიდისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ.
    146.     ესე საკითხავი ქრისტჱს შობასა და განცხადებასა და ხარებასა შეეტყუების. თუ გინდეს, ამსახურო.


8

    1.     თ̃ა დეკენბერსა კ~ვ
    2.     წმიდისა იაკობ მოციქულისა და ძმისა უფლისა საკითხავი
    3.     და იყო რაჟამს ნებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსითა სცვალებდა ტაძარსა მას, რომელი იყო ი˜ჱლისჲ კათოლიკედ ეკლესიად, იაკობ, რომელსა წოდებულ იყო ძმად უფლისა.
    4.     და ესე იყო პირველ ეპისკოპოს იერუსალემს და წოდებულ იყო ყოვლისაგან ერისა „იაკობ მართალი“, რამეთუ მრავალთა მოწაფეთა უფლისათა ერქუა იაკობ, ხოლო ესე იყო ძმაჲ უფლისაჲ.
    5.     და საშოჲთგან დედისა თჳსისაჲთ წმიდაჲ იყო, ღჳნოჲ და თაფლუჭი არა ესუა და მშუმინვიერისაგანი არა ეჭამა და მახჳლი არა აღსრულ იყო თავსა მისსა და ზეთი არა ეცხო და აბანოდ არა მივიდის.
    6.     და ესე მარტოჲ შევიდოდა ტაძრად სიწმიდესა მას, და არა შეიმოსის მან მატყლისა სამოსელი, არამედ ჰმოსიედ მას სელისა სამოსელი და ესრჱთ შევიდის ტაძრად.
    7.     მარადის მუჴლ-დადგმით დგან და ილოცავნ ღმრთისა მიმართ მოტევებისათჳს ყოვლისა ერისა.
    8.     და მარადის ლოცვითა მისითა იქმნა ტყავი მუჴლთა მისთაჲ დაკანებულ ვითარცა მუჴლნი აქლემისანი.
    9.     და მარადის სიმართლისა მისისაგან წოდებულ იყო ყოვლისაგან ერისა „იაკობ მართალი“.
    10.     და თქუეს ებრაელებრ ობე, რომელ არს „სიმტკიცჱ ერისაჲ და განმართლებაჲ“.
    11.     და რომელნიმე შჳდისა მის წვალებისაგანნი ჰკითხვიდეს და ეტყოდეს, ვითარმედ: რომელი არს კარი ღმრთისაჲ?
    12.     და იგი მოასწავებდა მათ მაცხოვრისასა.
    13.     და რომელთამე მათგანთა ჰრწმენა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსთჳს.
    14.     ხოლო პირველთა მათ განდგომილთა მწვალებელთა არა ჰრწმენა აღდგომაჲ და არცაღა მოსლვისა მისისაჲ და მიგებად კაცად-კაცადსა საქმეთა მათთაებრ.
    15.     ხოლო იაკობის გამო ჰრწმენა მრავალთა მთავართაგანთაცა.
    16.     და იყო შფოთი დიდი მწიგნობართა მათ ჰურიათასა და ფარისეველთა და იტყოდეს: განგუადგების ჩუენგან ყოველი ერი მოლოდებითა იესუ ქრისტჱსითა.
    17.     და ეტყოდეს შემოკრებულნი იაკობს;
    18.     გევედრებით შენ, დააყენე ერი ესე, რაჲთა არა შეუდგენ ქრისტესა;
    19.     შეგივრდებით, დააყენე ერი ესე მოსრული დღესასწაულსა ამას ვნებისასა, რამეთუ ყოველნივე გერჩიან შენ, და ჩუენ მოწამე ვართ, ვითარად მართალი კაცი ხარ და თუალთ-ხუმით არარას ჰყოფ.
    20.     აწ დაარწმუნე სიმრავლესა ამას ერისასა, რაჲთა არა სცთებოდიან შემდგომითა ქრისტჱსითა, და ყოველი ესე ერი და ჩუენ გერჩით სიტყუათა შენთა.
    21.     აწ აღჴედ გოდოლსა ამას ტაძრისასა, რაჲთა უაღრჱს შჩნდე ყოველთასა და ადვილად ისმინონ ჴმაჲ შენი სიმრავლემან ამან ერისამან, რომელნი პასექისა ამისთჳს მოსრულ არიან ჰურიანი და წარმართნი.
    22.     და დაადგინეს წმიდაჲ იაკობ ფარისეველთა მათ და მწიგნობართა ზედა გოდოლსა მას და ჴმა-ყვეს მისა მიმართ და თქუეს ერთბამად:
    23.     მართლისა მაგის რომლისა ჩუენ ყოველნი დამორჩილებულ ვართ, ხოლო ერი ესე სცთების შემდგომითა იესუ ჯუარ-ცუმულისათჳს, აწ გჳთხარ ჩუენ განცხადებულად იესუჲსთჳს.
    24.     და მან აღიმაღლა ჴმაჲ თჳსი და ეტყოდა მათ: რაჲსა მკითხავთ მე იესუჲსთჳს, ძისა კაცისაჲსა?
    25.     რამეთუ იგი თავადი არს იესუ, ძჱ ღმრთისა ცხოველისაჲ, და იგი ზის მარჯუენით ღმრთისა და განმზადებულ არს მოსლვად ღრუბლითა და მიგებად თითოეულსა საქმეთა მათთაებრ.
    26.     და მრავალნი მორწმუნენი ეწამებოდეს იაკობს, ღაღადებდეს და იტყოდეს: ჵსანა ძესა დავითისსა!
    27.     მაშინ მწიგნობართა მათ და ფარისეველთა თქუეს ურთიერთას: ბოროტად ვყავთ საქმჱ ესე, რომელ ვქმენით, რამეთუ ამან წამა იესუჲსთჳს.
    28.     აწ მოვედით და აღვჴდეთ და გარდამოვაგდოთ იგი, რაჲთა შეშინდეს ერი ესე და არა ჰრწმენეს მისი.
    29.     და ჴმა-ყვეს ჴმითა დიდითა და თქუეს: ჵჵ, მართალი ესე სცთა!
    30.     და აღესრულა წერილი იგი ესაია წინაწარმეტყუელისაჲ, რომელ თქუა: მოვედით და მოვკლათ მართალი იგი, რამეთუ განმაძნებელ ჩუენდა არს.
    31.     ამიერითგან ნაშრომსა ჴელთა მათთასა ჭამდენ.
    32.     მაშინ აღჴდეს და გარდამოაგდეს მართალი იგი გოდლისა მისგან და იტყოდეს ურთიერთას: ქვაჲ დაჰკრიბეთ ყოველთა იაკობს მართალსა! და ქვასა დაჰკრებდეს მას.
    33.     ხოლო იგი გარდავარდა სიმაღლისა მისგან და არა მოკუდა, არამედ დაიდგნა მუჴლნი, ღაღადებდა და იტყოდა: გევედრები, შენ, უფალო ყოვლისა მპყრობელო, მიუტევე ამათ, რამეთუ არა უწყიან, რასა იქმან.
    34.     და ვიდრე-იგი ქვასა დაჰკრებდეს მას, ერთი ვინმე მღდელთაგანი რომელი იყო ძეთაგანი რექაბისთა, ძისა რექაბინისი, რომელი მოიჴსენა იერემია წინაწარმეტყუელმან, ჴმა-ყო ჴმითა დიდითა და თქუა: დასცხერით! რასა-ეგე იქმთ?
    35.     რამეთუ ილოცავს თქუენთჳს მართალი ესე.
    36.     და აღდგა ერთი მათგანი, რომელი იყო სამოსლისა მრცხელი, აღიღო ძელი, რომლითა გარდაართხიან სამოსელი, და უხეთქნა თავსა მის მართლისასა.
    37.     და ესრჱთ აღესრულა წამებითა ქრისტჱსით (ქ˜ჱსით).
    38.     და დაჰფლეს იგი ადგილსა მას მახლობელად ტაძრისა მის.
    39.     და მან წამა ჭეშმარიტად ჰურიათა მიმართ და წარმართთა ჲესუსთჳს, რომელ არს ქრისტჱ.
    40.     და მახლობელად მათვე დღეთა შინა სპასიონი ვინმე, განსაკჳრვებელი კაცი, მოვიდა და მოიცვნა ჰურიანი.
    41.     და ესრჱთ განუცხადებდა სიმართლესა ნეტარისა იაკობისსა.
    42.     და ჰურიათაგანნიცა ბრძენნი ადიდებდეს მას და იტყოდეს, ვითარმედ: ამისთჳს მწრაფლ მოიცვა იჱ˜მი ვესპასიონისა მიერ, და არა თუ სხჳთ რაჲმე იყო მათა შემთხუევაჲ ესე, არამედ ამისთჳს რამეთუ მიყვნეს ჴელნი მათნი მართლისა მის ზედა წარმდებებით.
    43.     რომლისა იოსებცა წადიერ იქმნა დაწერად: ესევითარიმცა შემთხუევაჲ შეემთხუევის ჰურიათა შურის საძიებელად იაკობის მართლისა, რომელი იყო ძმაჲ ჲესუსი, რომელ არს ქრისტე, რამეთუ მართალი იგი და მართლ-მადიდებელი მოკლეს ჰურიათა.
    44.     და ესევითარი ესე შემთხუევაჲ ნეტარისა მისთჳს და მართლისა იაკობისთჳს შეემთხჳა ჰურიათა, რომელიცა უწინარჱს კათოლიკეთა ებისტოლეთა დაიწერა.
    45.     და ესე არს წამებაჲ წმიდისა იაკობისი, რომელი იქმნა წინაჲთ ებისკოპოს და დაჯდა საყდართა წმიდისა ქალაქისა ი˜ჱმისათა, რომელი წოდებულ იყო ძმად უფლისა და მართალ საქმითა თჳსითა.
    46.     რომლისაჲ არს დიდებაჲ მამისაჲ და ძისაჲ და სულისა წმიდისაჲ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ.


9

     1.     წამებაჲ წმიდისა სტეფანჱსი
    2.     დღეთა მათ პილატჱსთა, მეოთხისა მის ჴელმწიფებისათა, ანაჲსა და კაიაფაჲსა მღდელთ-მოძღუართაჲსა, წელსა მეათრუამეტესა მასვე ჟამსა, განკაცებასა უფლისა ჩუენისა ჲესუ ქრისტჱსსა, მწრაფლ გამოძიებაჲ იყო ფარისეველთაჲ და სადუკეველთაჲ, რომელნი არიან ცასა ქუეშე.
    3.     ზრახვა-ყვეს და თქუეს, ვითარმედ: აღდგა დაფლული იგი და გუეჩუენნეს ჩუენ მკუდრნი, რომელი ჩუენცა უწყოდეთ.
    4.     ხოლო რომელნიმე იტყოდეს, ვითარმედ: ღმერთი არს, და რომელნიმე იტყოდეს: მწვალებელი არს, და რომელთამე თქუეს: გამოჩნდა მშია, რომელსა ჰრქჳან ქრისტე, მათ ჟამთა, ვითარცა გამოთარგმანებდეს წიგნნი აღუთქუმისანი და წინაწარმეტყუელთანი და შემდგომნი წიგნნი.
    5.     ხოლო ვერვინ თქუა მისთჳს, ვითარმედ დედაკაცისაგან იშვა იგი.
    6.     მას ჟამსა აღ-ვინმე-დგა შორის ზრახვასა მა შჯულის მასწავლელი, რომელსა სახელი ერქუა სტეფანე, მოუწოდა ერსა მას და ჰრქუა: წინაწარმეტყუელთა იკითხავთ და არა გულისხმა-ჰყოფთ.
    7.     პირველად ესაია ღაღად-ყო და თქუა რომელმან აღვლნა შჳდნი ცანი, ვითარ-იგი უთხობდა მისსა მას განკაცებასა საყუარელისა მისთჳს, იგი წინაწარმეტყელებდა და თქუა: აჰა ესერა ქალწული მიუდგეს და შვეს ძჱ და უწუდიან სახელი მისი ენმანუელ, რომელი ითარგმანების ძედ ღმრთისა.
    8.     მერმე ნათან წინაწარმეტყუელმან თქუა, ვითარმედ: ქალწულისაგან შობილისა განიხაროს ყოველმან ჴორციელმან და სიტყუაჲ უფლისაჲ მას შინა დამტკიცნეს.
    9.     და მერმე ჲ˜ჳ ძჱ ნევეჲსი იტყჳს: ვიხილე დასაბამი იგი – ყრმაჲ წიაღთა ქალწულისათა და შჯული, რომელ თქუენ გაქუს, მისთჳს იტყჳს ნაყოფი იგი, რომელი იშვა ქალწულისა მისგან: განმეშოროს ისრაელი შჯულისაგან მისისა და ნათესავნი რომელ დაშთენ, დაემტკიცნენ იგინი.
    10.     აწ გულისხმა-ყავთ, მოხუცებულნო ერისანო, რამეთუ მე თქუენსა მაგას შჯულსა ამიერითგან არღარა ვიდოდი, ხოლო მადლსა დაფლულისა მის და აღდგომილისა ჲესუ ქრისტჱსსა თაყუანის-ვსცე და უგალობდე სახელსა მისსა.
    11.     და ვითარცა ესე თქუა, განრისხნა ნეტარი სტეფანე და წარვიდოდა კრებულისა მისგან.
    12.     მას ჟამსა აღდგა კაიაფა მღდელთ-მოძღუარი და უკმოიქცა სტეფანე მუნვე კრებულად.
    13.     მერმე სირცხჳლეულნი ვერღარა იტყოდეს განკაცებისა მისთჳს ქრისტჱსისა, არამედ ესრე თქუეს, ვითარმედ: მარიამს ღმრთის-მშობელად შენ იტყჳ.
    14.     და აღადგინეს მწგინობართა და მღდელთ-მოძღუართა სტეფანე და წარადგინეს წინაშე პილატე ბჭისა.
    15.     ვითარცა იხილა პილატე ბჭემან, ჰრქუა მათ: რაჲ უქმნიეს კაცსა ამას, მღდელსა შუენიერსა, რამეთუ წარმოადგინეთ ჩემ წინაშე ვითარცა ძჳრის-მოქმედი?
    16.     მიუგო პილატე სტეფანეს და ჰრქუა: მოვედ და დაჯედ მარჯუენით ჩემსა, სტეფანე, რომელი მარადის ჰყუავი ვითარცა გჳრგჳნი.
    17.     ქვაო პატიოსანო დიდისა სასყიდლისაო, სტეფანე, მწყემსო შემდგომთა მოწამეთაო, სტეფანე, მოძღუარო ღმრთის მსახურებისაო!
    18.     და ვინ-მე იყოს მსგავს შენდა საუკუნესა მას და მერმესა ცხორებასა და განსუენებასა?
    19.     და ამბორს-უყო პილატე პირსა სტეფანჱსსა და ჰრქუა: გევედრები შენ, მონაო ღმრთისაო, ილოცე ჩემთჳს უფლისა მიმართ, რაჲთა მეცა რიცხუსა შევერთო, რომელთა ჰრწამს ქრისტჱ.
    20.     და ჰრქუა პილატე მღდელთა მათ და ყოველსა კრებულსა: შემძლებელ ვარ და ჴელ-მეწიფების განტევებად სტეფანჱსა სატანჯეელთაგან, ხოლო არა დავაბრკოლო ეგე გზისა მისგან სიმართლისა, არამედ წარიყვანეთ ეგე ჩემგან, ვ˜ა გნებავს.
    21.     მაშინ წარიყვანეს ნეტარი სტეფანე მღდელთ-მოძღუართა მათ და მწიგნობართა და წარადგინეს იგი წინაშე ათასისთავისა მის კლავდიოსისა.
    22.     და ვითარ-იგი მიუგებდა სტეფანე და ეტყოდა, მას ჟამსა მოვიდა სავლე ფარისეველი კილიკიაჲსაჲთ, რომელსა აქუნდა ჴელმწიფებაჲ შეკრვად და შესხმად საპყრობილესა ყოველთათჳს,
    23.     რომელნი სახელ-სდებენ ქრისტესა, და დაჯდა ათასისთავისა მის თანა და ჰკითხვიდა ნათესავსა სტეფანჱსსა და სამკჳდრებელსა.
    24.     ვითარცა გულისხმა-ყო, ვითარმედ ქრისტესა სახელ-სდებს, და ვითარცა ესმა ესე, მწრფლ უბრძანა გუემაჲ მისი და შეკრვაჲ და ჰრქუა მას: თქუ, სტეფანე, ვითარ ჯუარ-ცმულსა აღიარებ ღმრთად, რომელ ჩუენ არა დავიჯერეთ, უფროჲსღა ესე, რამეთუ მარიამს ღმრთის-მშობელად ხადით?
    25.     მიუგო წმიდამან სტეფანე და ჰრქუა: ჵ, ვითარ ორთა ძაღლთა სისხლის მჭამელთა ვჰბრძოდი, რომელთა პური იგი მიიღეს და ჴელნი მისნი შეუკრნეს და დამშჭუალეს ძელსა!
    26.     და მიუგო სტეფანე და ჰრქუა ათასისთავსა მას: მკჳდრო ჯოჯოხეთისაო და თანა-ზიარო ეშმაკისაო, რაჲ გნებავს, თქუ შენცა, ათასისთაო, დაბრმობილო თუალითა და დარღუეულო ჴორცითა და სულითა და გულითა გარდაგულარძნილო!
    27.     რომელმან ხურომან შეუძლოს შენდა ხატად აღმართებად, ვითარ სახედ ქრისტჱს ჩუენისაჲ,
    28.     რომელი გამოუჩინებელ არს და ბრწყინვალე მზითა ბრწყინვალითა და მთოვარჱ და ვარსუკლავები და ქუეყანაჲ ყოველი ყოვლითა ნაყოფითა და ყოვლითა შუენიერებითა შეამკო და აერნი ყოველნი ყოველთა მფრინველთა მიერ შეამკვნა და ზღუაჲ ფერად-ფერადითა ქუეწარმავალითა აღავსო,
    29.     რომელმან ესე ყოველი ქმნა, რომელ არს ძჱ ღმრთისაჲ, ქრისტჱ, ღ˜თისაგა შობილი, ძჱ მამისაგან, ძალნი ძალთაგან, რაჲსათჳს ჯუარს-ეცუა?
    30.     ჵ უგუნურნო! ანუ ვითარ იტყჳთ, ვითარმედ: ვითარ დედაკაცისაგან იშვა იგი?
    31.     – რ˜ა ცთომაჲ იგი, რომელ იყო სამოთხესა მას დედაკაცისა მის განჴრწნილებისაგან, განწმიდა.
    32.     ანუ ვითარ იტყჳთ, ვითარმედ: ვითარ ჩჩჳლ იწოდა?
    33.     – რაჲთა ჩჩჳლნი იგი დაიცვნეს;
    34.     სამარიტად იწოდა, რაჲთა ყოველნი ნათესავი მისა მოაქცინეს;
    35.     ცთომილად იწოდა, რაჲთა შეცთომილნი აცხოვნნეს;
    36.     აღდგა, რაჲთა ყოველნივე აღგუადგინნეს.
    37.     აწ ვითარ ჰგონებთ, ჵ უგუნურნო?
    38.     დასცხერ, სავლე, მდევარო ღმრთის მსახურებისაო!
    39.     და შენცა წინა-აღგიდგეს სასუმელი ეგე სუმდ, ამას ღამესა დაგადგეს შენცა ანგელოზი უფლისაჲ, რამეთუ მრქუა მე შენთჳსცა.
    40.     მაშინ განრისხნა სავლე და აღაზრზინა ათასისთავი იგი, რაჲთა თავი მოჰკუეთონ ღირსსა მას ღმრთისასა.
    41.     და სცეს მას მახჳლითა, და არა იპოვა ყოვლადვე წყლულებაჲ ქედსა მისსა.
    42.     მერმე მოიქცა სავლე და უბრძანა ქვისა დაკრებაჲ ახოვანსა მას ღმრთისასა.
    43.     და ვითარცა ქვასა დაჰკრებდეს წმიდასა სტეფანეს, და ქვისა მისგანი ეცემოდა ათასისთავსა მას და რომელიმე ეცემოდა ერისაგანთა მათ.
    44.     ხოლო წმიდამან სტეფანე ვითარცა იხილა გუემულებაჲ იგი ერისაჲ მის, შეეწყალა ერი იგი და დაიდგნა მუჴლნი ქუეყანასა ზედა და აღიხილნა თუალნი ზეცად და აღიპყრნა ჴელნი თჳსნი ზე, ილოცვიდა და თქუა: გმადლობ შენ, ჲესუ ქრისტე, რამეთუ ყოველსა ჟამსა ისმინი ჩემი.
    45.     და აწცა გევედრები შენ, რაჲთა განიკურნნენ გუემულნი ესე, რომელნი იქმ˜ უგუნურებით ჩემ ზედა.
    46.     და ვითარ ილოცვიდა ოდენ წმიდაჲ სტეფანე, და მეყსეულად ძრვაჲ იყო დიდ და განეხუნეს სამყარონი ცისანი,
    47.     და იხილა ცათა შინა მამაჲ, მჯდომარჱ ზედა საყდართა მბრწყინვალეთა, და ძჱ ჲესუ ქრისტე მარჯუენით მამისა, და ტრედი ერთი სპეტაკი გარდამოფრინვიდა და მოაქუანდა გჳრგჳნი მბრწყინვალჱ ვითარცა მზისთუალი.
    48.     და ვითარცა იხილა წმიდამან სტეფანე დიდებაჲ იგი ღმრთისაჲ, მაშინ ჴმაჲ იყო ზეცით გარდამო და თქუა: მჴნე იყავ, სტეფანე, რჩეულო ჩემო, და ნუ გეშინინ, მწყემსო კეთილო, რამეთუ მრავალნი აცხოვნენ შენითა სარწმუნოებითა და მოთმინებითა.
    49.     აღმოგუალე, ჭეშმარიტო ერისთაო ერისა ჩემისაო, განხმულ არიან ცანი შენთჳს, მხიარულ არს მამაჲ და ძე და წმიდაჲ სული შენ ზედა;
    50.     უხარის ანგელოზთა და კაცთა მართალთა სიმჴნჱ ეგე შენი.
    51.     ჰე, სტეფანე, რჩეულო ჩემო, იყავნ ნებაჲ შენი და განკურნენ ეგენი, რაჲთა ცნან ძალი ჩემი და მოწყალებაჲ.
    52.     მაშინ მიხედა სტეფანე ერსა მას და იხილნა გუემულნი იგი ქვისა მისგან, ჯუარი დასწერა ერსა მას და ჰრქუა: მიგეტევენ თქუენ უგუნურებაჲ თქუენი, და სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და წმიდისა სულისაჲთა განიკურნენით.
    53.     ხოლო ზაქეოს, მამაჲ იგი სტეფანჱსი, თანა-დგა და არა შეურგულდა და არცაღა დააბრკოლა წმიდაჲ სტეფანე ლოცვასა მას ერისასა, არამედ მანცა აღიპყრნა ჴელნი და თქუა: უფალო, შეივედრე სული მონისა შენისაჲ, რომელი ღირს ჰყავ მადლისა მოღებად და იჩინე სასუფეველსა შენსა.
    54.     მაშინ დაიძინა სტეფანე ძილითა სულნელითა, ხოლო ერი იგი განიკურნა გუემისა მისგან და ცოცხალ იქმნეს, ვითარცა პირველ იყვნეს.
    55.     მაშინ უბრძანა ათასისთავმან კლაჳდიოს და სავლე და მღდელთა მათ და განაგდეს წმიდაჲ სტეფანე ქალაქით გზასა მას კედარით კერძო და შჯული დადვეს, რაჲთა, და-თუ-ვინმე-ჰმარხოს იგი, სიკუდილით მოკუედინ და ნაყოფი მისი იავარ იქმენინ,
    56.     არამედ რაჲთა შეჭამონ იგი მფრინველთა ცისათა და მჴეცთა ქუეყანისათა, რაჲთა სხუანი ხედვიდენ და არა იკადრონ სახელითა მით ჲესუსითა სწავლად ერსა მას.
    57.     და დაყო დღჱ და ღამჱ, და ანგელოზნი სცვიდეს მას.
    58.     და მო-ვინმე-ვიდა კაცი მორწმუნჱ ქრისტჱსი, რომელსა სახელი ერქუა გამალიელ, მრავლითა მოყუსებითა და ღამე წარიღო იგი და დაჰმარხა დიდითა პატივითა და მრავლითა სულნელებითა.
    59.     მაშინ წარიყვანა პილატე ბჭემან ცოლი თჳსი პროკლა, და მივიდეს ადგილსა მას, სადა-იგი ისხნეს ჴორცნი წმიდისა სტეფანჱსნი, რაჲთამცა დამარხეს იგი, და არა პოვეს.
    60.     ტიროდეს ფრიად პილატე და ცოლი მისი და იტყოდეს: მოგჳჴსენენ ცოდვილნი ესე, ნეტრეულო სტეფანე, მოგჳჴსენენ და ღირს გყუენ ჩუენ ქრისტჱს ბეჭედსა.
    61.     ესე თქუეს და თაყუანის-სცეს ღმერთსა და წარვიდეს სახიდ თჳსსა და ფრიად წუხდეს ორნივე.
    62.     და მასვე ღამესა გამოეცხადა წმიდაჲ სტეფანე და ჰრქუა პილატეს: ნუ მწუხარე ხართ ჩემთჳს, რამეთუ იყოს რომელთამე ჟამთა გამოცხადებაჲ ესე ჩემი, ვიდრემდე არა გამოჩნდენ ჩემ თანანი მოწამენი;
    63.     ხოლო შენ ნუ მწუხარე ხარ, არამედ ნათელი მოიღეთ და ჰყოფდით საჴსენებელსა ჩემსა ყოველსა ჟამსა და ნუ დააკლებთ და ამცენ შვილთა შენთა და ყოველთა, რომელთა იციან სახელი ქრისტჱსი.
    64.     მაშინ წარიყვანა პილატე ცოლი თჳსი და მივიდა მოციქულისა პეტრჱსა და ნათელი მოიღო პილატე და ცოლმან მისმან და სიმრავლემან ერისამან მას დღესა, ხუთასმან კაცმან, რომელთა ჰრწმენა ქრისტე.
    65.     და აღესრულა წმიდაჲ სტეფანე თთუესა სურწყნისასა მეექუსესა, დღესა პარასკევსა, ჟამსა მეშჳდესა.
    66.     და ესრჱთ ვიხილე წმიდაჲ სტეფანე მე, პილატე, ზედა ათორმეტთა ვარსკულავთა მჯდომარჱ, ხოლო პირი მისი მბრწყინვალე, ვითარცა ანგელოზისაჲ;
    67.     და თავსა მისსა ზედა იყო ჯუარი და ფრიად ბრწყინვალებითა მისითა ვერ განვიცდიდ ხატსა მას მისსა.
    68.     და ამის ყოვლისა შემდგომად ვიხილენ ეტლნი ცეცხლისანი და ვიხილე მათ ზედა მჯდომარჱ წმიდაჲ სტეფანე, და ესრჱთ აღიყვანეს იგი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსა, რომლისაჲ არს დიდებაჲ და პატივი უკუნითი უკუნისამდე. ამენ.


10

     1.     პოვნაჲ წმიდისა სტეფანჱსი, რჩეულისა მის მსახურისაჲ და პირველ-მოწამისაჲ
    2.     რომელნი ხართ ქალაქთა შინა და დაბნებსა წმიდანი და ღმრთის მსახურნი,
    3.     რომელნი სიმჴნესა შინა ხართ ეპისკოპოსნი და ხუცესნი და ერთბამად ყოველთა მორწმუნეთა ქრისტე იესუს მიმართთა მსახურთ ეკლესიისათა და ძმათა მარტო-მყოფთა, ლუკიანე საწყალობელი და უნარჩევჱსი ყოველთაჲ უფლისა მიერ გიკითხავ.
    4.     ქველის-მოქმედმან და კაცთ-მოყუარემან ღმერთმან ინება, რაჲთა უმეტჱსად აღამაღლოს რქაჲ ცხებულისა თჳსისაჲ,
    5.     რომელ არს ქადაგებაჲ სახარებისაჲ, ინება ჩემ გლახაკისა ჴელითა უკუანათა მათ დღეთა გამოცხადებაჲ წმიდათა მონათა თჳსთაჲ სამ გზის სანატრელისა მის და დიდებულისა სტეფანჱსი, არქედიაკონისაჲ მის და პირველ-მოწამისაჲ,
    6.     რომელმან-იგი თუალითა იხილა ზეცისა მეუფჱ, და ნიკოდემოსისიცა, რომელ-იგი სახარებასა შინა კეთილითა საჴსენებელითა სანატრელად ითქუმის, და გამალიელისი,
    7.     რომელ-იგი საქმესა მოციქულთასა კეთილად მზრახვალობითა მადლის მომღებელად იქების უმეტჱსღა აბიბაჲსი, ძისა მისისაჲ, რომლისათჳს წიგნსა შინა არა იჴსენების.
    8.     ხოლო გარეშე წერილისა წმიდათა თანა წინაშე ღმრთისა იდიდების, ვითარცა მეჩუენა ჩემსა ამას უღირსებასა სამითა სახითა გამოცხადებისაჲთა,
    9.     რომელ-ესე, ვითარცა გესმეს, შემწე ჩემდა იყვენით ლოცვითა წმიდითა დიდებად მისა, რომელმან ესევითარისა გამოცხადებისა მადლი მოსცის ცოდვილთა კაცთა, რომელთა პირველი მე ვარ.
    10.     და იყო სახჱ გამოცხადებისაჲ მის ესრჱთ: მეძინა, ვითარცა წინაჲთ ჩუეულებასა ჩემსა, განშორებულსა მას სახლსა სანათლოჲსასა, სადა-იგი დგა კიდობანი, რომელსა-იგი შთადვიან სამსახურებელი ეკლესიისაჲ,
    11.     დღჱ რომელი განთენებოდა პარასკევად, აპნისა თთუესა სამსა, ჟამსა მას მეათხუთმეტესა ინდიკტიონისასა, მეათესა მას უპატიონსა და მეექუსესა მას წელსა თევდოსისსა, უფალთა მათ ჩუენთა თჳთმპყრობელთასა შარავანდედთასა.
    12.     მესამესა ჟამსა მის ღამისასა, ვიდრე მღჳძარეღა ვიყავ და რეცა და-რამე-მკჳრდებოდა და შევსულბი.
    13.     და ვიხილე კაცი ერთი ჰასაკოვანი და მოხუცებული და საკჳრველად შუენიერი, რომელსა მოებლარდნა საბლარდნელი სპეტაკი.
    14.     და იყვნეს ოთხთავე ყურთა მის საბლარდნელისათა სადგმელნი ოქრო-ქსოვილნი და ქუეაღ სადგმელთა მათ – სახჱ ჯუარისა მის საუფლოჲსაჲ ოქრო-ფერად;
    15.     და ესხნეს სანდალნი ოქრო-ღუედნი და კუერთხი ოქროჲსაჲ აქუნდა მარჯუენესა ჴელსა მისსა.
    16.     და მოვიდა, დადგა მახლობელად წინაშე ჩემსა და შემიგუმირა მე კუერთხითა მით სამ გზის და მიწოდა მე სახელით სამ ჯერ.
    17.     და მე მიუგე: რაჲ არს, უფალო?
    18.     და მრქუა მე: აღვედ იერუსალემდ და არქუ წმიდასა მას ეპისკოპოსსა: ვიდრემდე ესრჱთ დაფარულ ვიყვნეთ და არა აღგუაღებ ჩუენ და არა მიმოდასდებ ჩუენსა ამას სიმჴნესა?
    19.     რამეთუ არსვე წეს ჟამსა მას მღდელთ-მოძღურებისა შენისასა გამოცხადებაჲ ჩუენი.
    20.     აწ აღგუაღე ჩუენ ადრე, რაჲთა ჩუენ გამო კარი კაცთ-მოყუარებისაჲ განეღოს სოფელსა, რამეთუ ურვასა შინა დგას და მიახს წარსაწყმედელად მრავალთათჳს უშჯულოებათა, რომელ იქმნებიან მას შინა მარადღე.
    21.     და არა ესოდენი ესე ურვაჲ ჩემთჳს ხოლო, არამედ უფრ˜სღა მათთჳს, რომელნი-იგი არიან ჩემ თანა, რომელნი არიან ღირს მრავლისა დიდებისა და პატივისა.
    22.     და ადგილი იგი ჩუენი უღუაწ არს და ძუალნი ჩუენნი სადამე ჟამ წჳმითა დაილტვნიან, და არნ ჟამი სადამე, მზითა განჴმიან და გამოეჴუების ძუალთა ჩუენთა სლვითა უღირსთაჲთა ჩუენ ზედა დღითი-დღედ.
    23.     და მე, გლახაკმან ლუკიანე, მიუგე და ვარქუ: და შენ ვინ ხარ, უფალო, და ვინ არიან იგი , რომელ შენ თანა არიან, ანუ რომელსა ადგილსა გპოვნეთ?
    24.     და მრქუა მე: მე ვარ გამალიელ, რომელმან პავლე განვზარდე და შჯულის-მოძღუარ ვყავ იერუსალემს.
    25.     ხოლო რომელი-იგი ჩემ თანა არიან დამარხულ, იგი თავადი არს უფალი ჩემი სტეფანე, რომელი ქვითა განიტჳნა ურწმუნოთაგან ჰურიათა იერუსალემს, და განაგდეს იგი გარეშე ბჭეთა ქალაქისათა გზასა მას კედარით კერძოსა;
    26.     და დაყო დღჱ და ღამჱ, რამეთუ შჯული დაედვა უშჯულოთა მათ მღდელთ-მოძღუართა, რაჲთა არავინ დაჰფლას, არამედ რაჲთამცა იყო იგი შესაჭმელად მჴეცთა და განსაჭრელად მფრინველთა.
    27.     და მე, გამალიელ, უწყოდე სიმჴნჱ იგი მისი.
    28.     რაჲთამცა ნაწილი მაქუნდა სარწმუნოებისაჲ აღდგომასა, აღვდეგ ფარულად ღამე და მოუწოდე, რომელნი უწყოდენ წმიდანი კაცნი და მორწმუნენი ქრისტჱს მიმართნი, რომელთა მუნქუეს ოდენ ნათელი მოეღო,
    29.     და გულისხმა-უყავ და ვანებე და ვასწავე მათ მისლვად და წარმოღებად ჩემითა თავს-დებებითა და მიღებად ჩემსა მას აგარაკსა, რომელსა ჰრქჳან ჩემდა სახელად კაპარ გამალ, რომელი შორავს ქალაქსა ვითარ ოც მილიონით ოდენ.
    30.     და მუნ წესი ორმეოცთა დღეთაჲ აღასრულეს მსგავსად შჯულისა ბრძანებისა და საჴმარი იგი მეტყებელთაჲ მათ უბრძანე მიცემად ჩემისა სფ˜ლისაგ˜ნ.
    31.     და ესრჱთ დაჰმარხეს იგი ჩემსა მას ახალსა სამარხოსა, რომელსა მებრვე არავინ დიდებულ იყო.
    32.     ხოლო მის თანა რომელ-იგი დამარხულ არს, იგი თავადი არს ნიკოდემოს, მამის-ძმაჲ ჩემი, რომელ-იგი მივიდა ღამე მაცხოვრისა ჩუენისა იესუსა და ისწავა მისგან და ჰრწმენა, ვითარმედ ჯერ-არს წყლისა და სულისა წმიდისაგან მეორედ ზეგარდამო შობაჲ.
    33.     და ნათელ-იღო მოწაფეთა მისთაგან ჴელითა პეტრჱსითა.
    34.     და ვითარცა აგრძნეს მღდელთ-მოძღუართა მათ და სხუათა ფარისეველთა, განრისხნეს მის ზედა და იზრახეს მოკლვაჲ მისი, ვითარცა წმიდისა სტეფანჱსი, ხოლო პატიოსნებისა ჩემისათჳს ვერ იკადრეს მოკლვაჲ მისი, – უწყოდეს, რამეთუ ნათესავი ჩემი იყო, –
    35.     არამედ შეჩუენებულ ყვეს იგი და მიუღეს პატივი მთავრობისა მისისაჲ და ყოველი ნაყოფი მისი იავარ-ყვეს და გუემეს იგი დიდითა გუემითა და წყლულებაჲ დასდვეს მის ზედა და განაძეს იგი ქალაქით.
    36.     ხოლო მე, გამალიელ, წარმოვიყვანე იგიცა ფარულად დაბასა მას ჩემსა, რომელსა შენ, ლუკიანე, სდგა მღდელად, და განუწესე როჭიკი ჩემთაგან საფასეთა.
    37.     და შემდგომად მცირეთა ჟამთა მანცა შეისუენა ვითარცა აღმსაარებელმან ქრისტჱსმან, და უბრძანე დამარხვაჲ მისი მახლობელად ფერჴთა თანა წმიდისა სტეფანჱსთა.
    38.     ხოლო მესამჱ იგი, რომელ ჩემ თანა დამარხულ არს, იგი არს აბიბა, საყუარელი შვილი ჩემი მწემი, რომელმან (რ~ნ) მე და მან ნათელი მოვიღეთ ჴელითა მათვე მოწაფეთაჲთა,
    39.     რომელ-იგი იყვნეს მოწაფენი მაცხოვრისანი, რომელსა-იგი ჰურიაებასა სახელი ერქუა ადდა, ხოლო ნათლის-ღებასა უწოდეს საყუარელ, რომელ ითქუმის სახელი ესე ასურებრ აბიბოს.
    40.     ესე ოც წელ შჯულის მოწაფე იყო უფროჲს ჩემსა და პავლჱს თანა იზარდებოდა ბაგინსა შინა.
    41.     დედაკაცი მებრვე არა შეემთხჳს, არცა იხილის, გარნა დედაჲ ხოლო თჳსი.
    42.     და უბიწოჲ და შეუგინებელი აღესრულა.
    43.     მაშინღა მე, გამალიელ, შემდგომად მისსა აღვესრულე და დავემარხე შვილისა ჩემისა თანა ზეჟთა სამარხვოსა მას სტეფანჱსსა.
    44.     ხოლო ცოლი ჩემი ედნა და პირველი ძჱ ჩემი სელემია, – რამეთუ არა თავს-იდვეს სარწმუნოებაჲ ქრისტჱსი, არამედ უფროჲსღა ლალვაჲ აღადგინეს ჩუენ ზედა ნათლის-ღებისა ჩუენისათჳს, –
    45.     განგუყენნეს, განგუეშორნეს, წარვიდეს და მივიდეს დაბასა მას დედულსა ჩუენსა, რომელსა ჰრქჳან კაპარ სელემია, და მუნ მოწყდეს და არა ღირს იქმნეს დამარხვად ჩუენ თანა ჩუენსა ამას სამარხვოსა.
    46.     და ესრჱთ მე, ლუკიანე, აღვდეგ და ვჰმადლობდ უფალსა და ვევედრე ღმერთსა მას ღამესა და ვარქუ: უფალო, უფალო საუკუნეო, უკუეთუ კაცთმოყუარებისა შენისაგან მოივლინა ჩემდა ხილვაჲ ესე, ჯერ-გიჩნდინ და ბრძანე, რაჲთა მეორედ და მესამედ გამომეცხადოს.
    47.     და ვიწყე მიერითგან მარხვად და ვედრებად, მსგავსად წმიდათა მათ ორმეოცთა დღეთა.
    48.     და მერმესა პარასკევსა, ჟამსა მისვე ღამისასა, მოვიდა, დადგა ჩემ წინაშე იგივე გამალიელ მითვე ხატითა და მრქუა მე: რად უდებ-ჰყავ და არა ახუედ და უთხარ იოვანე ეპისკოპოსსა, რასა-იგი მე გეტყოდე შენ?
    49.     ხოლო მე მიუგე და ვარქუ: შემინდვე, უფალო, რამეთუ ერთითა ჩუენებითა ვერ ვიკადრე ეგევითარისა მის მღდელთ-მოძღურისა ღმრთისაჲსა აღძრვად და ეგემლევანისა მის ერისა, უფროჲსღა, რამეთუ მასმიეს წიგნთაგან საღმრთოთა,
    50.     ვითარმედ: პირითა ორისა და სამისა მოწამისაჲთა დაემტკიცოს ყოველი სიტყუაჲ.
    51.     ხოლო ესე ვიკადრე და ვთქუ: უკუეთუ არს ხილვაჲ ესე ჩემდა უფლისა მიერ, ჯერ-იჩინენ მეორედცა და მესამედ ჩუენებად.
    52.     აწ ამიერითგან, უფალო, განმამხიარულე მრჩობლ მოსლვითა მაგით, ხოლო მესამედღა თუ, სრულ ხოლო იყოს.
    53.     და მან აღიმაღლა ჴმაჲ, ჴელი განყარა და თქუა სამ-ჯერ: შენდობილ იყავნ შენდა!
    54.     და ვითარცა ეგულვა განსლვად კართა ოდენ, დაიპყრა ფერჴი, უკმოიქცა და მრქუა მე: ჩემდა მოიხილე, ხუცეს!
    55.     მაქუს სხუაჲცა სიტყუაჲ შენდა.
    56.     და ვარქუ: რაჲ არს, უფალო? და თქუა: უწყი, რამეთუ შეორგულდი და სთქუ გონებასა შენსა: უკეთუ იყოს და ვპოვნე ოთხნივე ერთსა სამარხოსა შინა, ვითარ-მე ვაგო ცნობაჲ ძუალთა მათ წმიდისა სტეფანჱსთაჲ?
    57.     არა ეგრე არს, ვითარ-ეგე შენ ჰგონებ, არამედ თითოეულად ჩუენი სამარხოჲ ჩას.
    58.     და ვარქუ: ვითარ, უფალო? და მრქუა მე: დაიდევ გონებასა შენსა და გიჩუენო შენ.
    59.     და განიპყრნა ჴელნი თჳსნი აერთა მიმართ და ვხედევდ დამოკიდებულთა ოთხთა კიშტეთა: სამნი ოქროჲსანი და ერთი ვეცხლისაჲ.
    60.     და ოქროჲსანი იგი კიშტენი სავსე იყვნეს: ორნი იგი ვარდითა სპეტაკითა და ერთი იგი ვარდითა მეწამულითა, ფერად სისხლისა.
    61.     და ვეცხლისაჲ იგი სავსე იყო სულნელითა შროშნითა.
    62.     და შეკიცულ იყო ვეცხლისაჲ იგი ოქროჲსაგანსა მას ერთსა, და უმაღლჱს ჩნდეს სხუათა მათ.
    63.     დადგა კიშტჱ იგი, რომელ-იგი სავსე იყო ვარდითა მეწამულითა, მარჯუენით ჩემსა მზის აღმოსავალით კერძო, და კიშტჱ იგი სავსჱ ვარდითა სპეტაკითა და ერთი ერთიგი კიშტჱ სავსჱ შროშნითა დადგა მარცხენით ჩემსა ჩრდილოჲთ კერძო.
    64.     ხოლო ორნი იგი დამოეკიდნეს აღყენებულად ქუეყანისაგან ვითარ სამით წყრთით ოდენ.
    65.     და მრქუა მე: იხილენა კიშტენი ეგე? და მიუგე: ჰე, უფალო.
    66.     და მრქუა მე: კიშტენი ეგე არიან სამარხონი ძუალთა ჩუენთანი.
    67.     და რომელ-იგი ვარდითა მეწამულითა სავსე არს, იგი არს უფალი სტეფანე, რამეთუ იგი ხოლო გურთავს ჩუენ შორის მოწამედ.
    68.     და რომელსა ეგე წინაშე შენსა მართლ ჰხედავ, არს უფალი ნიკოდემოზ, აღმსაარებელი ქრისტჱსი.
    69.     ხოლო მე და ძჱ იგი ჩემი ვართ, რომელთა-ეგე აღყენებულად დამოკიდებულთა ჰხედავ.
    70.     და მე ვიკადრე და ვჰკითხე: რაჲსა-მე, უფალო, ერთი იგი კიშტჱ ოქროჲსაჲ [არს] და ერთი იგი ვეცხლისაჲ?
    71.     ანუ რაჲსა ერთი იგი სავსე არს ვარდითა მეწამულითა და ერთი იგი სავსე არს შროშნითა?
    72.     და მრქუა მე: ვეცხლისა იგი კიშტჱ სამარხოჲ ძისა ჩემისაჲ არს, რამეთუ წმიდა იყო ჴორცითა და მბრწყინვალე სულითა ვითარცა ვეცხლი;
    73.     ბაგინსა მას ღმრთისასა განზრდილ იყო, დედაკაცი მებრვე არა ეხილვა, გარნა დედაჲ თჳსი ხოლო ამისთჳს სავსე არს შროშნითა.
    74.     ამისსა შემდგომად ვჰმადლობდ მადლსა მას ღმრთისასა და დავადგერ მასვე მარხვასა და მოველოდე მესამედ მოსლვასა მისსა.
    75.     და მესამესა პარასკევსა, ჟამსა მას წინანდელსავე, მოვიდა, დადგა წინაშე ჩემსა იგივე უფალი საკჳრველი გამალიელ, თქუმით შემრისხნა და მრქუა: რაჲ განიზრახე და უდებ-ჰყავ და არა ახუედ და უთხარ ეპისკოპოსსა მას?
    76.     მართლიად გეტყჳ შენ: უკუეთუ არა ადრე ახჳდე და უთხრა ეპისკოპოსსა, მოწევნად არს შენ ზედა ტანჯვაჲ არა-საგონებელი.
    77.     და ვთქუ: წინაჲსწარვე გევედრე, უფალო, რამეთუ მოგელოდე მესამედ ჩუენებად ჩემდა, რამეთუ (რ˜) ესრჱთ დამტკიცებულად და დაუბრკოლებელად განვთქუა გამოცხადებისა თქუენისათჳს.
    78.     და ვიდრე-იგი დგა და მითქუმიდა მე ჩუენებასა მასვე შინა, მივიტაცე ქალაქად და უთხარ ყოველი იგი ჩუენებაჲ ეპისკოპოსსა იოვანეს.
    79.     და მასვე ჩუენებასა შინა მრქუა მე ეპისკოპოსმან: უკუეთუ იხილე, საყუარელო, თუ ნანდჳლ ეგე ეგრე გამოგეცხადა ჟამთა ამათ ჩუენთა,
    80.     უკუე ჩემდაცა წეს-არს გამოპყრობად ჴარი იგი მთავარი, უკუანა საბამი, მშრომელი და ურნატ-სავსედ განმმართებელი იგი და ურმად მჴნჱ იგი, და შენდად მიგეტეო აგარაკი იგი ნაყოფითჳრთ, რომელ მას შინა იყოს.
    81.     და მე მიუგე მასვე ჩუენებასა შინა და ვთქუ: უფალო, რაჲთა-მე იყოს ჩემდა აგარაკი, უკუეთუ არა მედგას ჴარი მშრომელი?
    82.     და მან მრქუა მე: ეგრე წეს-არს, რამეთუ ქალაქი ესე ურემ-დიდ და ტჳრთ-მძიმის მოხარკე არს და ჴამს დიდისა მის ურმისა ჴარი მჴნჱ და ითქუმოდის მოგებულ შენ მიერ.
    83.     რამეთუ სამართალ არს მოცემად ქალაქსა ამას ეგევითარი და შენდა კმა-არიან ორნი იგი ჴარნი სამწყულითჳრთ შემწეობითა ჴარისა მის დიდისაჲთა საჴმარად საქმისა აგარაკისა მის შენისათჳს.
    84.     და ესე ვითარცა მრქუა ეპისკოპოსმან, ჩუენებასა მას ვიხილე უფალი გამალიელ, რამეთუ მოვიდა და მიპყრა ჴელი ჩემი და მიმიყვანა მე მასვე აგარაკსა და მრქუა:
    85.     უკუეთუ გნებავს პოვნაჲ ჩუენი, მოგჳძიენ აგარაკსა მას, რომელსა ჰრქჳან ასურებრ ელაგაბარია, რომელ არს გამოთარგმანებით: „ღმრთისა კაცთაჲ“.
    86.     და ვითარცა განვიღჳძე შემდგომად მესამედ ჩუენებისა მის, განვიზრახევდ, ვითარმედ: რომელი-მე არს აგარაკი იგი?
    87.     და არავის უთხარ ჩუენებაჲ იგი, არამედ მივედ და ვიხილე ყანობირი იგი საზღვრით დიდ-ვაკე, შუენიერ, განსათქუმელ.
    88.     და შორის მას ველსა ბორცჳ ერთი ერთი მქჳშოვანი, რომელსა ვჰგონებდ პოვნასა მათსა.
    89.     და ამისსა შემდგომად შევედ ქალაქად და ვაუწყე პირველად მორწმუნეთა და ღირსთა ხუცესთა, რაჲთამცა მასწავეს, ვითარმედ რაჲმე-რაჲ ვ˜დ ჯერ-არს ყოფად ჩემდა.
    90.     და მათ მრქუეს მე: ჰხედავა, ვითარ-ესე ზედაჲს-ზედა ძრვანი იყოფიან ყოველსა ჟამსა და ესევითარი ესე გუალვაჲ და დაყენებაჲ წჳმისაჲ, და გნებავს დაფარვად გამოცხადებული ესე ჩუენებაჲ, რომელ კაცთ-მოყუარებისათჳს სოფელსა გამოცხადნა ღმრთისა მიერ? აწ ნუ დასდუმნები.
    91.     და პირველ იგინი შევიდეს და უთხრეს ჩემთჳს ეპისკოპოსსა იოვანეს.
    92.     და მან შემიწოდა მე და მკითხვიოდა, ვითარმედ: ნანდჳლ ეგრე არსა?
    93.     და ესრჱთ დავდეგ და მიუთხარ ჩუენებაჲ იგი – ხილვაჲ იგი პირველი და მეორჱ, და კერძოჲ მესამისა მის ჩუენებისაჲ დავიპყარ და არა უთხარ ხილვაჲ იგი, რომელ ჴარისა მისთჳს უკუანა საბამისა იოვანე მომიგო, და ველოდე სმენად მისგან.
    94.     და მან ადრე-ადრე აღიმაღლა ჴმაჲ თჳსი და თქუა: კურთხეულ არს უფალი!
    95.     უკუეთუ ნანდჳლ ეგრე იხილე, საყუარელო, და ჟამთა ამა ჩუენთა უნდა უფალსა წმიდათა თჳსთა გამოცხადებაჲ, ჩემდა წეს-არს,
    96.     რაჲთა მოვიხუნე ძუალნი იგი წმიდისა სტეფანჱსნი, პირველ-მოწამისაჲ, მის და არქედიაკონისაჲ, მჴნისაჲ მის და კეთილად მსახურისაჲ, რომელმან-იგი თუალითა თჳსითა იხილა სასუფეველი ცათაჲ.
    97.     და ამისა შემდგომად მიუთხარ ნეშტი იგი მესამისა მის ჩუენებისაჲ.
    98.     და მრქუა მე, ვითარმედ: ნანდჳლვე ჭეშმარიტად უნებს გამოცხადებად წმიდათა მათ, ვითარცა-ეგე შენ გეჩუენა.
    99.     და აღივსო სიხარულითა სახარებისა ამისთჳს და მიბრძანა, მე, ვითარმედ: შთავედ და თხარე და იძიენ ბორცუსა მას ოდენ;
    100.     და რაჟამს ჰპოვნე, დაიცევ ადგილი იგი შენ თჳთ და მაუწყე წიგნითა.
    101.     და მე ვითარცა ესევითარი ბრძანებაჲ მოვიღე მისგან, შთამოვედ დაბასა მას ჩემსა და უთხარ ყოველთა მწუხრისა ჟამსა და ვამცენ, რაჲთა ყოველნივე ერთბამად ხვალისაგან მსთუად მივკრბეთ თხრად ბორცუსა მას ოდენ.
    102.     და მასვე ღამესა მეჩუენა იგივე უფალი გამალიელ და თქუა: ხუცეს, ნუ დაშურები თხრად ბორცუსა მას ოდენ, რამეთუ არა მუნ ვართ, არამედ ბორცჳ იგი საწამებელად ხოლო არს,
    103.     რომელსა ზედა აღასრულეს შჯული იგი ტყებისაჲ ჩუენთჳს, არამედ ბღუარით კერძო ყანობირსა მას გჳძიენ ჩუენ და მიზომე ბორცჳსა მის გზითგან ყანობირად წყრთითა ოთხას სამეოც და ათხუთმეტ.
    104.     ეგრე სახედ სხუასაცა ვისმე მონაზონსა წრფელსა და უბიწოსა, რომელსა სახელი ერქუა მეგეთეს, ეჩუენა მასვე ღამესა იგივე უფალი გამალიელ და ჰრქუა: მივედ და არქუ ლუკიანე ხუცესსა,
    105.     ვითარმედ: ნუ ცუდად დაშურები ძიებად ჩუენდა ბურცუსა მას, რამეთუ არა მუნ ვართ, არამედ ბღუარით კერძო ყანობირსა მას შინა.
    106.     უჩუენა მას ადგილი იგი, რომელცა-იგი მე გლახაკსა ამას მეჩუენა.
    107.     მერმე კუალად მეჩუენა მე, ლუკიანეს, სამნი ცხედარნი ოქროჲსანი.
    108.     და იყვნეს ორნი იგი უმდაბლჱს და ერთი იგი უმაღლჱს.
    109.     და ერთსა მას ცხედარსა ზედა ისხნეს ორ კაც: ერთი იგი მჴრცოვან და ერთი იგი ჭაბუკ.
    110.     და შემკულ იყვნეს ცხედარნი იგი ესრე სახედ: ერთი იგი უმაღლჱსი და ერთი იგი უმდაბლჱსი გარდაგებულ იყვნეს შუენიერად, და რომელი-იგი მათ ზედა ისხნეს, შემკულ იყვნეს ვითარცა ახალ ნათელ-ღებულნი, და მესამჱ იგი ოქრო-ქსოვილად სამკაულითა სამეუფოთაჲ შემკულ იყო.
    111.     და ვითარცა აღვდეგით რიჟურაჟუს ოდენ, მივიმართეთ მისლვად პირველად ბორცუსა მას, ხოლო მონაზონი იგი გუაყენებდა ჩუენ და მრქუა მე: ესე და ესე ვიხილე თხრობად შენდა.
    112.     ხოლო მე ვითარცა მესმა, ვცან, ვითარმედ ჭეშმარიტ იყო ხილვაჲ იგი მისი.
    113.     ხოლო პირველად ბორცუსა მასვე მივიმართეთ და ვთხარეთ ვითარ სამ ჟამ ოდენ.
    114.     და ვპოვეთ ძეგლი ერთი, რომელსა წერილ იყო ჰებრაელებრ.
    115.     და მუნქუესვე მოვიყვანეთ მწიგნობარი, რომელმან იცოდა ჰებრაელებრ.
    116.     და მუნქუესვე მოვიყვანეთ მწიგნობარი, რომელმან იცოდა ჰებრაელებრ, რომელი მოვიდა და აღმოიკითხა წერილი იგი და მრქუა მე: ესე წერილი ესრე არს: ესე ადგილი ტყებისაჲ კაცთა მართალთაჲ.
    117.     მაშინღა დაუტევეთ ადგილი იგი და მივედით ადგილსა მას, რომელი გუეჩუენა ჩუენ მას ღამესა, და ვთხარეთ ყოვლად განცხადებულად და ვპოვეთ მსგავსად სახისა მის, ვითარცა-იგი გუეჩუენა ჩუენ.
    118.     და ზედაწერილი იგი მათი აღმოვიკითხეთ;
    119.     და წერილ იყო ესრჱთ აღმოკოდით: ქელელიელ, ნასოამ, გამალიელ, აბიბას.
    120.     და გამოითარგმანების ესრე: ქელელიელ ასურთა ენისაგან ბერძენთა ენასა სტეფანოს, და ბერძენთა ენისაგან ქართველთა ენად გჳრგჳნ;
    121.     და ნასოამ, რომელ არს ნიკოდემოს, რომელ არს მძლჱ სიმართლისაჲ;
    122.     გამალიელ, რომელ არს: მომაგო მე ნიჭი ღმერთმან;
    123.     აბიბას, რომელ არს: საყუარელი შვილი.
    124.     და მუნქუეს ოდენ მეყსეულად იყო ძრვა დიდ და აღიმღერნეს ძუალთა მათ წმიდისა სტეფანჱსთა და განმხიარულდეს, და სული სულნელებისაჲ დიდძალი გამოჴდა მისისა მის ლუსკუმისაგან, და ჩუენ ყოველთა ვითარცა მთრვალთა მიგუერულებოდა.
    125.     და განეფინა და მიიწია სულნელებაჲ იგი ვითარ ათ მილიონ ოდენ გარემოთა მათ ადგილთა, და მოვიდეს სულნელებასა მას გარემო ოთხ კერძოვე და მითხრეს ჩუენ, ვიდრემდე მიიწია სულნელებაჲ იგი.
    126.     და განიკურნნეს მრავალნი უძლურებათა და სნეულებათაგან მას შინა, რომელნი-იგი მუნ მოემთხჳნეს.
    127.     და ამისსა შემდგომად ვაუწყე წმიდასა მას ეპისკოპოსსა.
    128.     და შთამოვიდა იგი და ორნი ეპისკოპოსნი სხუანი მის თანა.
    129.     და ვითარ იხილეს, განიხარეს ფრიად.
    130.     და წარიღეს წმიდაჲ სტეფანე წმიდად ქალაქად იერუსალემდ და დადვეს წმიდასა სიონს.
    131.     და შეკრბეს და აღაშჱნეს ერთბამად საყოფელი ღირსთათჳს ძუალთა სტეფანჱსთა.
    132.     რომლისაჲ არს დიდებაჲ და ძლიერებაჲ აწ და მარადის და უკუნითა უკუნისამდე. ამენ.


11

     1.     თ̃ა იანვარსა :ა~: წმიდისა ბასილისი
    2.     სიტყუაჲ ბასილი მთავარ-ეპისკოპოსისათჳს
    3.     და იყო მათ დღეთა შინა აღძრვაჲ მწვალებელთაჲ მართლ-მორწმუნეთა ზედა, რამეთუ იტყოდეს მეფისათჳსცა, ვითარმედ: არიანოს არს.
    4.     და მოვიდეს არიანოსნი სარჩელად წმიდისა ბასილი ეპისკოპოსისა და ეტყოდეს მას კათოლიკე ეკლესიისათჳს კესარია კაბადუკიისა, ვითარმედ: ჩუენი არსო და შენ რაჲსთჳს გიპყრია?
    5.     ხოლო იგი მიუგებდა სიტყუათა მათთაებრ.
    6.     და ვერ უძლეს მათ წინა-დადგომად სიტყუათა მისთა სიბრძნისა მისგან და სულისა წმიდისა, რომლითა იტყოდა.
    7.     და მათ ვითარცა იხილნეს თავნი თჳსნი უძლურად წინაშე მისსა, განიზრახვიდეს, ვითარმედ: მივაწიოთ სასჯელი ჩუენი წინაშე მეფისა.
    8.     და ჰრქუა მას, ვითარმედ: მივაწიოთ სასჯელი ჩუენი წინაშე მეფისა.
    9.     და ჰრქუეს მას, ვითარმედ: ეკლესიაჲ ჩუენი უპყრიეს თჳნიერ სამართლისა.
    10.     ხოლო მეფემან ჰკითხა მას: უკუეთუ ესრჱთ არს?
    11.     მაშინ ჰრქუა წმიდამან ეპისკოპოსმან მეფესა: უფალო მეფე, ჯერ-არს სახლისათჳს ღმრთისა თჳთ თავადმან ყოს სასჯელი.
    12.     და ჰრქუა მეფემან: ჭეშმარიტად ეგრე იყავნ!
    13.     აჰა ესერა უბრძანო დაკრძალვად კარი ეკლესიისაჲ კლიტითა და ბეჭდითა თქუენითა და ჩუენითაცა.
    14.     და იყოს, რომელსაცა განეღოს ღმრთისა მიერ, მანცა დაიმკჳდროს ეკლესიაჲ.
    15.     და დაჰკრძალეს კარი ეკლესიისაჲ ბრძანებითა მეფისაჲთა და დაჰბეჭდეს ყოველთა ერთბამად.
    16.     ჰრქუა წმიდამან ეპისკოპოსმან არიანოსთა მათ: უკუ ჯერ-გიჩს თქუენ, დავადგრეთ სამ დღე ლოცვასა და შემდგომად სამისა დღისა მოვიდეთ ეკლესიად. და ყვეს ეგრჱთ.
    17.     და დაადგრეს სამ დღე ლოცვასა და შემდგომად სამისა დღისა მოვიდეს ეკლესიად.
    18.     ჰრქუა წმიდამან ეპისკოპოსმან არიანოზთა მათ: მივედით თქუენ პირველად კარად ეკლესიისა და ილოცეთ, რაჲთა განგეხუნენ, რამეთუ უმრავლე ხართ თქუენ.
    19.     ხოლო იგინი მივიდეს განთიადითგან და ილოცვიდეს შოვა-სამხრამდე და კართა მათ ეკლესიისათა, და არაჲ იყო ჴმაჲ, არცა სმენაჲ, ვითარცა წერილ არს ქურუმათა მათთჳს ბაალისთა.
    20.     ჰბასრობდა მათ წმიდაჲ ეპისკოპოსი, ვითარცა ელია ქურუმთა მათ.
    21.     და ვითარცა ვერ მიიღეს თხოვაჲ იგი, ჰრქუა მათ: განდეგით აწ თქუენ თჳსგან.
    22.     და უკუნდგეს იგინი სირცხჳლეულნი ერთ კერძო და ჰხედვიდეს მას, ვითარმედ რაჲ-ძი ყოს მანცა.
    23.     მაშინ წარმოჴდა წმიდაჲ ეპისკოპოსი ხუცესთა და დიაკონთა თჳსთა თანა და უბრძანა კ˜რქისისა თქუმაჲ.
    24.     და შეწირა ლოცვაჲ და უბრძა ფსალმუნისა თქუმაჲ რიზ: განმეხუენით მე, ბჭენო სიმართლისანო, შევიდე მათ და აუვარო უფალსა.
    25.     ამისა შემდგომად უბრძანა პავლეს მოციქულისა მიწერილი ტიმოთჱსა მიმართ პირველისა თავისა საკითხავი: ამას მივსწერ შენდა და ვესავ ჩემსაცა ადრე მოსლვასა, რომელსა შინა არს საღმრთოჲსა ჴორცთ შესხმისა განგებულებაჲ.
    26.     და იტყჳს ეკლესიისათჳს სახლად ღმრთისა და სუეტად სიმტკიცისა და ჭეშმარიტებისა.
    27.     და შემდგომად საკითხავისა ასწავა თქუმად ალელუაჲ, ფსალმუნი ჲე: შევიდე სახლსა შენსა მსხუერპლითა და მიგცნე შენ აღნათქუემნი ჩემნი, რომელ აღთქუნეს ბაგეთა ჩემთა.
    28.     ხოლო შემდგომად ალ˜ჲსა მისცა მათ სახარებაჲ მათჱს თავისაჲ საკითხავად: და მო-რაჲ-ვიდა იესუ საზღვართა კესარია ფილიპჱსათა, რომელ არს აღთქუმაჲ ეკლესიისათჳს უფლისა მიერ, ვითარმედ: ბჭენი ჯოჯოხეთისანი არა ერეოდიან მას.
    29.     და შემდგომად წარკითხვისა სახარებისა დასწერა ჯუარი კარსა ეკლესიისა, ღაღატ-ყო და თქუა: განმიხუენით მე ბჭენი თქუენი, მთავარნო, და განეხუნენ ბჭენი საუკუნენი და შევიდეს მეუფჱ დიდებისაჲ.
    30.     და მეყსეულად დაირღუეს კლიტენი იგი, და ბეჭედნი იგი დასცჳვეს კართა მათგან, და განეხუნეს კარნი.
    31.     და შევიდა წმიდაჲ ეპისკოპოსი და ყოველნი მოწესენი მის თანა და აღასრულა საღმრთოჲ საიდუმლოჲ.
    32.     მაშინ სირცხჳლეულ იქმნა არიოს და ყოველნი მოწაფენი მისნი, და ვერღავინ იკადრა სიტყჳს-გებად წმიდისა ბასილისა მაცილობელთაგანმან, რამეთუ სული წმიდაჲ დამკჳდრებულ იყო მის თანა მარადის.
    33.     რომელსა ჰშუენის დიდებაჲ უკუნითი უკუნისამდე. ამენ.


12

     1.     ბ~. სიტყუაჲ ბასილისივე
    2.     და იყო ვინმე ჰურიაჲ მაცილობელი, რომელი მარადის წინა-აღუდგებოდა ქრისტიანეთა.
    3.     ესე მრავალ გზის მოვიდის წმიდისა ბასილი ეპისკოპოსისა და გამოეძიებნ მის თანა სიტყუასა შჯულისა და წინაწარმეტყუელთასა არა თუ სარწმუნოებისათჳს, არამედ ჴდომისათჳს;
    4.     და სიტყჳთა ლალვისაჲთა ეშჯინ მას და აცილობნ ქრისტჱსთჳს.
    5.     ხოლო იგი სულითა წმიდითა გამოუთარგმანებნ ყოველთა წიგნთა სიტყუასა უფლისა განკაცებისათჳს, ვნებისა და ადგომისათჳს და სასუფეველისათჳს ცათაჲსა და წარმართთა ცხორებისათჳს.
    6.     ხოლო იგი თჳსსავე მას ურწმუნოებასა დადგრომილ იყო.
    7.     მერმე მოვიდა ოდესმე ჩუეულებისაებრ და იტყოდა ცილობით მის თანა, ვითარცა-იგი მარადის.
    8.     ხოლო წმიდამან ეპისკოპოსმან ჰრქუა მას: რ˜ ურწმუნოებად განიკითხვის თქუენ შორის: უკუეთუ სიტყუანი ხოლო წერილთანი ჰქონდენ და სარწმუნოებისაგან და საქმეთაგან ცალიერ იყოს, ანუ რომელსა სიტყუანი სარწმუნოებითჳრთ აქუნდენ და საქმითა ნაყოფიერ იყოს?
    9.     მიუგო ჰურიამან და ჰრქუა: თქუენ უკუე ხართ აწ, რომელნი სიტყჳთა სარწმუნოებისაჲთა საქმეთა ნაყოფიერად იქადით.
    10.     და აწ რამეთუ თქუა უფალმან თქუენმან, ვითარცა თქუენ თჳთ სწამებთ, ვითარმედ: უკუეთუ ვისმე აქუნდეს სარწმუნოებაჲ ვითარცა მარცუალი მდოგჳსაჲ, ჰრქუას მთასა ამას:
    11.     იცვალე ამიერ, და იყოს ეგრე, აწ უკუე შენ ხარ მოძღუარი ქრისტიანეთაჲ და გაქუს სარწმუნოებაჲ უფროჲს სხუათა ყოველთა, არქუ ბორცუსა ამას, რომელი დამტკიცებულ არს დასაბამითგან, სიტყჳთა ღმრთისაჲთა, რაჲთა იცვალოს ამიერ.
    12.     უკუეთუ სიტყჳთა იყოს ეგრე, მრწმენეს მეცა ქრისტჱსთჳს, ვითარმედ ღმერთი არს და ძჱ ღმრთისაჲ, და თაყუანის-ვსცე მას.
    13.     ხოლო წმიდაჲ იგი, სავსჱ მადლითა და სულითა წმიდითა, შეორგულებულ იყო და უფროჲს განძლიერდებოდა საღმრთოჲთა შეწევნითა და აღუთქუმიდა ყოფად ამას და ჰრქუა მას: შემომიდეგ და გიჩუენო შენ ძალი ქრისტჱსი.
    14.     ხოლო ჰურიაჲ იგი შეუდგა მას სიცილით და ბასრობით, რამეთუ ჰგონებდა მსგავსად ურწმუნოებისა თჳსისა შეუძლებელ ყოფად.
    15.     და ვითარცა გამოვიდეს ქალაქით და მოვიდეს ბორცუსა მას თანა, და სხუაჲცა სიმრავლჱ ქრისტიანეთაჲ და ჰურიათჲ და წარმართთაჲ, მაშინ ჰრქუა მას წმიდამან ეპისკოპოსმან:
    16.     გრწამსა, ჰურიაო, ვითარმედ შემძლებელ არს ქრისტე მონისა მიერ თჳსისა ყოფად, ვითარცა თქუა უკუეთუ არა გრწამს, შენ ყავ, და მე მრწმენეს შენი.
    17.     მიუგო ჰურიამან მან და თქუა: მე არასადა აღგითქუ შენ ყოფად ესე, არამედ შენ. აწ ყავ, ვითარცა აღმითქუ.
    18.     ხოლო წმიდამან ეპისკოპოსმან მოიდრიკნა მუჴლნი და ილოცვიდა და ხადოდა უფალსა;
    19.     და აღემართა ლოცვისა მისგან და აღიპყრნა ჴელნი თჳსნი, ღაღატ-ყო ჴმითა დიდითა და თქუა: უფალო იესუ ქრისტე, შენ ხარ ღმერთი დიდებისაჲ და უფალი ძლიერებისაჲ და შენ დაამყარენ ცანი და დაამტკიცე ქუეყანაჲ და დააფუძნენ მთანი.
    20.     შენ ხარ, რომელმან სთქუ საქმედ ესე, და შენ ხარ, რომელი შემძლებელ ხარ ყოფად ამას.
    21.     ისმინე ლოცვაჲ მონისა შენისაჲ და მოეც თხოვაჲ მვედრებელსა შენსა და გარდაცვალე, რომელი შენ დაამტკიცე, რაჲთა იხილონ მოძულეთა შენთა და ჰრცხუენოდის.
    22.     და ვითარცა ესე თქუა, დასწერა ჯუარი ბორცუსა მას და ჰრქუა: სახელითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსითა აღიფხუერ და იცვალე ამიერ იქი!
    23.     და მეყსეულად სიტყუასა მას აღიფხურა ბორცჳ იგი და იცვალა იმიერ იქი, ვინაჲცა-იგი ჰრქუა მას.
    24.     ვითარცა იხილა ჰურიამან მან საკჳრველი იგი, შეძრწუნდა ფრიად და შეუვარდა ფერჴთა ეპისკოპოსისათა და ჰრქუა: გევედრები შენ, უფალო, შემინდვე, რაჲთა ვიტყოდიღა ერთ გზის, – რაჲთა კუალად მოეგოს ბორცჳ ესე ადგილსავე თჳსსა, ვითარცა იყო პირველ.
    25.     ხოლო წმიდამან ეპისკოპოსმან ილოცა მერმეცა და კუალად მოიყვანა ბორცჳ იგი ადგილსავე თკსსა;
    26.     და არა უბრძანა დადგომად ქუეყანასა, არამედ აღშორებულად ქუეყანისაგან, ვითარცა ღრუბელი ჰაერთა დამოკიდებულ იყო ზედა ადგილსა მას თჳსსა, და დგა შეუძრველად მყოვარ ჟამ.
    27.     მაშინ ჰრქუა წმიდამან ეპისკოპოსმან ჰურიასა მას: ირწმუნეთ აწ, ჰურიანო, და ნუღარა აცილობთ ამიერითგან საღმრთოსა ძლიერებასა.
    28.     ვითარცა ესე თქუა, უბრძანა ბორცუსა მას, და კუალად მოეგო ადგილსავე თჳსა.
    29.     მაშინ ყოველთა მათ ჰურიათა ჰრწმენა და სიმრავლესა წარმართთასა და ნათელ-იღეს სახელითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსითა და ადიდებდეს ღმერთსა.
    30.     ხოლო წმიდაჲ ეპისკოპოსი ჰმადლობდა მომცემელსა მადლისასა, რომელმან ყვის საკჳრველი მხოლომან.
    31.     რომლისაჲ არს დიდებაჲ და ძალი უკუნითი უკუნისამდე. ამენ.


13

     1.     საკითხავნი წმიდისა განცხადებისანი
    2.     თქმული წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა იოვანე მთავარ-ეპისკოპოსისაჲ კოსტანტინეპოვლელისაჲ. ნათლის-ღებისათჳს უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსა
    3.     დასაბამი სახარებისაჲ სასუფეველისათჳს ცათაჲსა არს დღენდელი ესე წმიდაჲ დღესასწაული და აღთქუმაჲ გუაქუს ცხოვრებისა საუკუნოჲსაჲ მის მიერ, რომელმანცა-იგი გამოგჳჩინა კეთილი სარწმუნოებაჲ და გამოგჳბრწყინა უკუდავებაჲ.
    4.     დღეს დღესსასწაულობს ყოველი სოფელი და პატივ-სცემს ეკლესიაჲ.
    5.     დღეს ეწამების მამაჲ და ბრწყინვალე-ჰყოფს სული წმიდაჲ ჩუენებითა ვითარცა ტრედისაჲთა.
    6.     დღეს გალობენ ქერობინნი და სერაბინნი, ადიდებენ ანგელოზნი, და მთავარანგელოზნი აქებენ.
    7.     დღეს მამათდმთავარნი და წინაწარმეტყუელნი წმიდისა მისთჳს დღეს˜სწოლისა იხარებენ.
    8.     დღეს მხიარულ არს ცაჲ და ქუეყანაჲ და ყოველნი დაბადებულნი ადიდებენ.
    9.     ამას დღესა იხარებს იოვანე და პატიოსან იქმნების მონაჲ, ამისთჳს რამეთუ ეჩუენების უფალი და გამოუბრწყინდების უხილავი ღმრთეებაჲ.
    10.     დღეს განიწმინდების ჴორცი და განიჴსნების კრულებისაგან ადამ.
    11.     დღეს გჳრგჳნოსან იქმნების წმიდაჲ და დიდებული ღმრთის-მშობელი მარიამ, და ყოველნი წინაწარმეტყუელნი მის თანა იხარებენ;
    12.     რომელნი-იგი წინაჲთ მისთჳს ქადაგებდეს ღმერთსა უხილავსა, აწ თუალითა ხედვენ ჴორციელად.
    13.     ამას დღესა ცხორებაჲ სიკუდილსა დაამჴობს და უკუდავებაჲ გამოჩნდების, შჯული დასცხრების და მოსე მოჰრიდებს;
    14.     წინაწარმეტყუელნი დადუმნეს, რამეთუ მადლი გამობრწყინდების.
    15.     ამას დღესა ეშმაკი იწყლა, ვეშაპი განსთქდა და ყოველივე მისი დაეცა, ამისთჳს რამეთუ ღმერთი გამოჩნდა.
    16.     და მრავალნი მოწამენი გუასწავებენ, უფროჲს ხოლო ესე, ოთხმეოცდამეათჱ ფსალმუნი რომელსა გჳთხრობს, ვითარმედ: დაეცნენ მარცხენით შენსა ათასნი და ბევრნი – მარჯუენით შენსა და შენ არა მიგეახლნენ.
    17.     ჯერ-არს, რაჲთამცა ყოველი წარმოვთქუთ და გამოვაჩინეთ დიდებაჲ ღმრთისაჲ და, ვითარ-იგი წერილ არს, ძლევაჲ ეშმაკისაჲ და რომელ-ესე სახარებისაგან გუესმა იორდანესა ზედა მოსლვისათჳს მხოლოდშობილისა.
    18.     ხოლო აწ ფსალმუნისაჲ იგი სხჳსათჳს დავჰმარხოთ და რომელ-ესე წინა-გჳც, მას მოვისწრაფდეთ დღესა ამას შუენიერსა გამოჩინებასა მას ღმრთეებისასა, რავდენ-ესე ჩუენ ცნობაჲ მოგუცა.
    19.     აჰა დღეს განშუენდების ქ˜ჱ შემოსილი იგი კრებული, რამეთუ ამან დღეს ჩუენთჳს ნაყოფი გამოიღო კეთილი სარწმუნოებისაჲ, და ღმრთის გამოჩინებისა იგი თესლი გუაუწყა და ღმერთი ჴორცილად გჳჩუენა.
    20.     ამან დღეს წერილნი იგი წმიდანი გულისხმა-გჳყვნა და სასუფეველი მოგუატყუა.
    21.     ამას დღესა იხარებს ყოველი დაბადებული და დღესსასწაულობს ეკლესიაჲ, რამეთუ იდიდების მამაჲ და ძჱ და სული წმიდაჲ.
    22.     ამას დღესა ყოველნი ზეცისანი იხარებენ;
    23.     იხარებს დღეს ყოველი დაბადებული მას ზედა, ოხრის ზღუაჲ, რამეთუ უხარის, და მას შინა მყოფნი ყოველნი მას ადიდებენ, რამეთუ იორდანჱ მიიწია და ახარა.
    24.     იხარებენ მამადმთავარნი, იშუებენ წინაწარმეტყუელნი, რამეთუ ხედვენ ღმერთსა დიდებულსა იორდანეს ზედა.
    25.     ამას დღესა იორდანჱ პატიოსან იქმნა და ყოველნი წყალნი მისგან განწმიდნეს,
    26.     იოვანე განშუენდების, ღმრთეებაჲ გამოჩნდების, უფლებაჲ გამოცხადნების და ჰურიაებრი იგი საბურველი გულსა მორწმუნეთასა მოეძარცუვის, წინადაცუეთაჲ იგი პირველი დაჰჴსნდების თჳნიერ ჴელთა და წინადაცუეთისა წილ არს სარწმუნოებაჲ.
    27.     ამას დღესა ცხორებაჲ გამოჩნდა, სიკუდილი განქარდა, ბნელი იმხილა, ეშმაკი იგლოვს, ვეშაპი განსთქდა.
    28.     ამას დღესა აღდგების ნიში უკუდავებისაჲ და ყოველი მედგარი უშჯულოებისაჲ დაეცემის.
    29.     დღეს ქალწული იდიდების, რამეთუ რომელ-იგი მისგან იშვა ღმერთი და კაცად იპოვა, რომლისა მამაჲ არა იცოდა უხილავი და უჴორცოჲ, ესე დღეს იორდანესა ზედა იხილვა ზეცით მამისა მიერ წამებული.
    30.     ეჰა, რავდენითა სიხარულითა სავსე არს მარიამ!
    31.     რომელი-იგი არა იცოდა, არცა ეგონა, სულისა წმიდისა მიერ ღირს იქმნა შობად;
    32.     და ესე მერმე მდინარესა ზედა ჴელმწიფებით შთასლვასა მას და განკჳრვებასა წყალთასა იდიდა, განხუმასა ცათასა და გარდამოსლვასა სულისა წმიდისასა სახედ ტრედის მის ზედა და ჴმასა მამისა მიერ ზეგარდამო მეტყუელსა წამებით,
    33.     ვითარმედ: ეგე არს ძჱ ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო-ვიყავ, და ჰხედვიდა იოვანჱს დგომასა მას და ანგელოზთა კრებულსა, ჰურიათა განლიგებულთა და ეშმაკისა მწუხარებით სივლტოლასა.
    34.     ამას ყოველსაღა ხედვიდა ქალწული იგი, კადნიერებით ჰურიათა მათ ეტყოდა: ჵ ჰურიანო და შჯულისა გარდამავალნო, სიმართლისა მბრძოლნო და ჭეშმარიტებისა მტერნო, მშჳდობისა შემასმენელნო,
    35.     აწ თავისუფალ მყო მე თქუენსა მას დრკუობასა და თქუენსა მას განსაკითხავსა წყლისა მისგან მხილებითა, აწ გიჩუენო თქუენ იოსებისი სიმართლჱ და სიწმიდით ღმრთის მსახურებაჲ და ჩემი უბიწოებაჲ და სიწმიდჱ და მუცლისა ნაყოფი.
    36.     გარნა აწ საქმენი იგი ახლად ეჩუენებიან შობილისა მისგან და შჯულის მდებელისა, რამეთუ შჯულისაჲ და წინაწარმეტყუელთაჲ მოგუეცა დამასრულებელი, და რომელი-იგი პირველ სიტყუანი ითქუნეს, აწ გამოჩნდეს.
    37.     ამას ყოველსა მარიამ სულისა სიხარულითა იტყოდა.
    38.     აწ ამას ეკლესიაჲცა გამოჩინებულსა მას ქრისტჱს კაცთ-მოყუარებასა იტყჳს ესაიაჲს მიერ: ნათელ-იღე, ნათელ-იღე, იჱ˜ლემ,
    39.     რამეთუ მოწევნულ არს ნათელი შენი, და დიდებაჲ უფლისაჲ შენ ზედა გამობრწყინდეს ჭეშმარიტად გამოგჳბრწყინდა ჩუენ ნათელი, რომელნი ვიყვენით ბნელსა და აჩრდილთა სიკუდილისათა.
    40.     რომელ-იგი ბეთლემს იშვა და აღვასრულეთ დღესასწაული შობისა მისისაჲ უწინარჱს მცირედთა ამათ დღეთა, ესე დღეს იორდანედ მოვიდა და ნათელ-იღო იოვანჱსგან და განანათლნა ყოველნი დაბადებულნი მისნი.
    41.     ამიერითგან ჩუენცა მათ ქერობინთა თანა ვიხარებდეთ დღენდელსა ამას დღესა და ვიტყოდით წინაწარმეტყუელისა მის თანა და ვთქუათ, ვითარმედ: ესე არს დღჱ, რომელ ქმნა უფალმან.
    42.     ვიხარებდეთ და ვიშუებდეთ ამას შინა, რაჲთა ყოველსა ჟამსა მტკიცედ დადგენ ფერჴნი ჩუენნი სიწრფელესა ეკლესიასა შინა მარადის.
    43.     ვაკურთხევდეთ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ.


14

     1.     ბ~. თქუმული იოვანე ოქროპირისაჲ. ნათლის-ღებისათჳსვე
    2.     უფალმან ჩუენმან იესუ ქრისტემან ოდეს-იგი იხილა დედაკაცი სამარიტელი ჯურღმულსა მას ზედა, არა თუ მარტოდ ყოფაჲ იგი დედაკაცისაჲ მის შე-რად-ჰრაცხა,
    3.     არამედ სწავლადცა მოუწოდა და დიდებულსა მას მის მიერ სარწმუნოებასა აუწყებდა და გარდამატებულსა მას ბუნებისასა სიბრძნით უთხრობდა.
    4.     ხოლო დედაკაცმან მან ჰრქუა მას: უფალო, მამანი ჩუენნი მთასა ამას თაყუანისცემდეს.
    5.     ჰრქუა მას იესუ: სულ არს ღმერთი და თაყუანის მცემელთა მისთა ეძიებს სულითა ჭეშმარიტებისაჲთა.
    6.     უკუეთუ ქრისტემან მას დედაკაცსა მარტოსა მერწყულსა მაღალი იგი სარწმუნოებაჲ წინა-დაუდვა კიბედ და ასწავებდა და მერმე სხუათა მათ სამარიტელთა ქუე მყოფთა მაღალსა სწავლასა ეკლესიისასა წინა-უძღოდა.
    7.     რავდენ უფროჲს ჩუენ, რომელ-ესე დღეს აქა შეკრებულ ვართ!
    8.     და ღათუ რაჲმე მცირედ არიან, არამედ მათისა მოსწრაფებისათჳს გჳღირსვე სწავლად, რამეთუ იგიცა წყლადვე მოსრულ არიან ვითარცა-იგი დედაკაცი სამარიტელი.
    9.     არა თუ ჴორცთა ნებისა წყურილი აქუს, რაჲთამცა ჴორცნი იგი განიძღნეს, არამედ რაჲთამცა სული იგი შემწიკულული განბანეს და განწმიდნეს;
    10.     არა თუ ჴორცთაჲ იგი მწინკული რაჲ ენება განბანად, არამედ რაჲთამცა ურვილი იგი სული განასპეტაკეს, რამეთუ წერილსა მას გულს-ეტყოდეს აღსრულებად, ვითარმედ: განმბანო მე და უფროჲს თოვლისა განვსპეტაკნე.
    11.     აწ ნუმცა შეურაცხ-ვჰყოფთ, რომელი-იგი ქრისტემან არა შეურაცხ-ყო შემოსად, და ნუმცა გუწუნს ჩუენ სიმცირჱ ესე კრებულისაჲ ამის, რომელსა ქრისტჱცა თანა-შეერთო.
    12.     არა მცირე არს და შეურაცხ, რომელთა თანა ქრისტჱ მახლობელ არს.
    13.     უკუეთუ რავდენნი ქრისტჱს მიერ ნათელ-იღებენ, ქრისტჱ შეიმოსეს, რომელ-ეგე შენცა შეიმოს, ნუ ადვილ და მცირე გგონიეს.
    14.     ეჰა, რომელი-ეგე იხარებ ძალითა და სულითა ელიაჲსითა, ესთენთა საკჳრველებათა წინამორბედო!
    15.     უკუეთუ ჴმაჲ უფლისაჲ წყალთა ზედა, შენ ვითარ კადნიერად სდგა წყალთა შინა?
    16.     რამეთუ ჴმამან უფლისამან განკუეთის ალი ცეცხლისაგან;
    17.     და კუალად: ჴმამან უფლისამან შეძრის უდაბნოჲ, ვითარ არა შესძრწუნდი?
    18.     არამედ სთქუა სამე, წინამორბედო, და მასწაო ჩუენ, ვითარმედ: ჴმაჲ უფლისაჲ ეგოდენ თუ ძლიერებით, არამედ დიდადცა შუენიერ;
    19.     და კუალად: ჴმამან უფლისამან განამტკიცნის ირემნი;
    20.     და უფალმან წყალი რღუნისაჲ დააწყნარის;
    21.     და ისმინო ხოლო თუ, რამეთუ უფალმან ძალი ერსა თჳსსა მოსცეს.
    22.     აწ დავდუმნე ვითარცა ძლეული ამას სიტყუასა და სხუათა სახეთა გამოვეძიებდე.
    23.     უკუეთუ იოვანეს და მისთანათა მათ ღაღადებაჲ იგი ესმა, ვითარმედ ჴმაჲ უფლისაჲ წყალთა ზედა, და მირბიოდეს იგინი იორდანედ;
    24.     და კუალად ესმა ესევითარი ჴმაჲ ზეცით, ვითარმედ: ესე არს ძჱ ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო-ვიყავ;
    25.     და ესმა მათ, ვითარმედ წყალთა ზედა შესულად არს ქრისტჱ, არა ხოლო თუ ხილვად მოვიდეს, არამედ რაჲთამცა შთაჴდეს მის თანა.
    26.     და ცნეს, რამეთუ ნათლის-ღებითა მით უფლისაჲთა წყალნი განწმიდნებოდეს;
    27.     და ცნეს, რამეთუ ნათელ-იღებდა უფალი.
    28.     არა თუ წყალთაგან-რაჲ იგი განწმიდნა, არამედ წყალნი მისგან განწმიდნებოდეს;
    29.     ცოდვაჲ მის თანა არა იყო, არამედ წყალნი მისგან განწმედილ იქმნნეს.
    30.     მჴურვალედ ჰხედვიდეს სანათლოსა მას და შთაცჳოდეს ნიჭსა მას მადლისასა და ხედვიდეს იგინი სახესა ტრედისა მის მფრინვალისასა და თავთა თჳსთა ზიარ-ჰყოფდეს ძეობასა.
    31.     აწ იხილე, ვითარ უკუდავ არიან ჴმანი იგი მართალნი!
    32.     რავდენი ჟამი არს იოვანჱს ქადაგებითგან და აქამომდე ყოველნივე მირბიოდეს ნათლისღებად დღესა მას.
    33.     იოვანე ბუნებისა იგი შჯული შეუნდო, ხოლო გონიერთათჳს ჴმაჲ იგი იოვანჱსი ყურთა განუხუამს და მორბიან, არა თუ რაჲთამცა ცოდვანი იგი ხოლო მოეტევნეს, არამედ იოვანე ამას ქადაგებდა, რაჲთამცა სიწმიდჱცა იგი მოიღეს, რამეთუ ესრჱთ ღირს, რომელნი ქრისტჱს თანა ნათელ-იღებენ.
    34.     იოვანჱსსა მას ნათლის-ცემასა შთავიდოდა წყალსა კაცი ტჳრთოსანი ცოდვითა და აღმოვიდოდა სულმცირჱ, ხოლო ქრისტჱს სახელითა რომელნი ნათელ-იღებენ, შთავლენან ტჳრთოსანნი ცოდვათაგან, გარნა აღმოსლვასა არა ხოლო თუ ცოდვაჲ იგი განეყენის, არამედ სულიცა სიწმიდისაჲ შეემოსის;
    35.     იოვანჱსსა მას ნათლის-ცემასა სინანუულისასა სალმობანი განიკურნებოდეს, ხოლო ქრისტჱს მიერ ნათლის-ცემითა უშუერი იგი სული შუენიერ იქმნებოდა და გჳრგჳნოსან: შთაჴდის მეზუერჱ და აღმოჴდის მახარებელად;
    36.     შთაჴდის მეძავი და აღმოჴდის, ნელსაცხებელსა შესწირავნ;
    37.     შთაჴდის მჴეცი და აღმოჴდის ცხოვარი.
    38.     აწ ესოდენსა ამას საიდუმლოსა ნიჭსა განვიმზადნეთ თავნი თჳსნი, საყუარელნო, და ნელსაცხებლისა იგი ჭურჭელი განვიმზადოთ, რამეთუ სიძესა მას ნათლისასა მიგებებად ვართ,
    39.     და განვშუენდეთ და ვიცხებოდით ნელსაცხებელითა მით სარწმუნოებისაჲთა და სულით და ჴორცითურთ დავივიწყნეთ პირველნი იგი საქმენი ცოდვისანი და ამით ესევითარითა ჩუენ ქუეყანისათა მოვიპოვოთ უფალი.
    40.     არა ჩემი არს სიტყუაჲ ესე, არამედ დავით იტყჳს, ვითარმედ: ისმინე, ასულო, და იხილე, დაივიწყე ერი შენი.
    41.     და აწ ჩუენ ნათლის-ღებადმდე სიბოროტჱ იგი პირრველი განვიშოროთ და გესლი იქედნისაჲ წარმოვსთხიოთ.
    42.     ნუუკუე სადამე ჩუენცა გურქუას იოვანე: ნაშობნო იქედნეთანო, ვინ გიჩუენა თქუენ სივლტოლაჲ მომავალისაგან რისხვისა?
    43.     რამეთუ ხედვიდა იგი სიმწარესა მას – დამკჳდრებულსა გესლსა ჰურიათასა, რომელნი-იგი არა ღირსად მოვიდოდეს მისა, და უწოდა მათ ნაშობად იქედნისა.
    44.     და ეტყოდა მათ: „ვინ გიჩუენა თქუენ სივლტოლაჲ რისხვისაგანა“?
    45.     და რომელ-იგი იოვანე იქედნედ უწოდდა, მათ ქრისტჱ ძაღლად და ღორად ხადოდა და იტყოდა: ნუ მისცემთ სიწმიდესა ჩემსა ძაღლთა და ნუცა დაუსხამთ მარგალიტსა წინაშე ღორთა, ნუუკუე დათრგუნონ.
    46.     რამეთუ ანგაჰრებასა და უძღებებასა მას მათსა ძაღლად ეტყოდა, ხოლო არაწმიდებასა მას ჴორცთასა და შებღალულებასა ღორად ამსგავსებდა.
    47.     აწ იყავნ განმზადებააჲ ჩუენი მოღებად გჳრგჳნსა მას სარწმუნოებისასა და უხილავსა მას სარწმუნოებასა თუალითა ხედვად.
    48.     ღირსმცა ვართ დამკჳდრებად ცხორებასა მას საუკუნესა ქრისტჱს იესუჲს მიერ უფლისა ჩუენისა, რომლისა დიდებაჲ სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ.


15

     1.     გ~. თქუმული მისივე. ნათლის-ღებისათჳს უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱესა
    2.     და ვითარცაღა ველნი შუენიერნი და სავსენი, ყუავილითა ოქრო-ფერითა შემკულნი, და ვითარცა ხენი, შუენიერად შემოსილნი ფურცლითა, და სადგურნი მფრინველთა სულნელ-მჴმობარეთანი,
    3.     რომელთა-იგი სმენითა ყურნი კაცთანი განაცხვრნიან და თუალნი, ოდეს-იგი გამოეფინის მზჱ ადგილთა მათ;
    4.     და ვითარცა წყარონი გულის-სათქუემელნი, რომელნი დაუცხრომელად დიედ, ეგრეცა აქა ეკლესიათა შინა სიტყუათა ღმრთისათა წურთანი და ღმრთისა მიერ სწავლანი განანათლებენ ნათესავსა კაცთასა.
    5.     მუნ მფრინველთა ფერად-ფერადთა სახიობით რეცა ჴმანი, ხოლო აქა წმიდათა ფსალმუნთაგან რჩეულთა გალობანი;
    6.     მუნ გურიტნი უდაბნოსა შინა მყოფნი, მღუმინველნი და ზაფხულისა მომატყუებელნი, ხოლო აქა მწუანვილსა მდელოთასა და თაფლსა ველურსა მჭამელი წინამორბედი სულიერითა მით ქადაგებითა აღსძრავს ეკლესიათა ღმრთისათა და ზეცისა იგი ზაფხული გუაუწყა – ქრისტჱ,
    7.     რომელი გამოჩნდა მაცხოვრად სოფლისა, რამეთუ იტყჳს: მათ დღეთა შინა მოვიდა იოვანე ნათლის-მცემელი, ქადაგებდა უდაბნოსა და იტყოდა: შეინანეთ, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ღმრთისაჲ.
    8.     დღეთა მათ, რომელთა გამოჩნდა ძჱ ღმრთისაჲ და ზეცისა მეუფჱ, მისთჳს ესრე თქუა მახარებელმან, ვითარმედ: „მათ დღეთა შინა მოვიდა მოვიდა იოვანე ნათლისმცემელი, ქადაგებდა და იტყოდა: შეინანეთ, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ღმრთისაჲ“.
    9.     აწ სინანულითა ვითარ მოგუატყუებს სასუფეველსა ღმრთისასა!
    10.     ეჰა, სინანული და ცრემლი, რომელი-იგი მადლი და მოტევებაჲ აქუს ცოდვათაჲ, და სამოსლისა სასიძობელისა შემმოსელი!
    11.     ეჰა, სინანული და ცრემლი მწთოლვარჱ, რომელმან-იგი სალმობანი ცოდვათანი განკურნნის და საუკუნოჲ იგი გეჰენიაჲ ცეცხლისაჲ დაშრიტის!
    12.     ეჰა, სინანულო, ეშმაკისა მარცხუენელო და მონანულთა ჴელის-ამპყრობელო!
    13.     აწ ვითარ გჳთხრობს, ვითარმედ: გამოვიდოდა იჱ˜ლმი და ყოველი ჰურიასტანი და ყოველნი გარემოჲს მყოფნი იორდანისანი და ნათელს-იღებდეს იოვანჱსგან და აუვარებდეს ცოდვათა მათთა.
    14.     და სიმრავლესა მას ერისასა თავადიცა იესუ შეერთო მათ.
    15.     ხოლო იოვანე ვერ იცნა იგი, ვითარცა თჳთ იგივე იტყჳს, ვითარმედ: მე არა ვიცოდე იგი, არამედ, რომელმან მომავლინა მე წყლითა ნათლის-ცემად, მან მრქუა მე, და ჭეშმარიტად მადლმან სულისა წმიდისამან გულისხმა-უყო მას მაცხოვრისაჲცა მათ შორის ყოფაჲ.
    16.     და ვითარცა მოვიდა იესუ იოვანჱსა, რაჲთამცა ნათელ-იღო მისგან, მიხედა იოვანე და წინამძღურებითა სულისა წმიდისაჲთა იცნა იგი.
    17.     ზეუკუნ იპყრა იოვანე ჴელი და თავი მოუდრიკა;
    18.     დაუტევა მან ნათლის-ცემაჲ და შეერთო იგი ნათლის-მღებელთა.
    19.     და იყო სიტყუაჲ მათ შორის განგრძობილი.
    20.     იოვანე ჴელსა მას იფარვიდა, ხოლო იესუ ასწრაფებდა მას ნათლის-ცემასა, ხოლო იგი ძრწოდა და ვერ იკადრებდა შეახლებად მისა;
    21.     და სიმრავლჱ იგი ერისაჲ დაყოვნდებოდა: უნდა მათ, რაჲთამცა გულისხმა-ყვეს, ვითარმედ: რაჲ-მე არს დაცადებაჲ ესე?
    22.     და რომელნი შ˜ს იყვნეს, მორბიოდეს, რაჲთამცა ცნეს, ვითარმედ: რაჲ-მე-რაჲ არს?
    23.     და ვითარცა მიიწინნეს, ხედვიდეს და ესმოდა, ვითარ-იგი იოვანე ევედრებოდა უფალსა იესუს, ვითარმედ: მე შენგან მიჴმს ნათლის-ღებაჲ და შენ ჩემდა მოხუალა?
    24.     ფრიად განჰკრთეს და დაუკჳრდა ყოველთა.
    25.     და ეტყოდა იოვანე: ნუ მაიძულებ, უფალო, რამეთუ მე შენგან მიჴმს ნათლის-ღებაჲ და მარჯუენჱ ჩემი სხუათაცა ნათლის-ცემად.
    26.     ვინაჲთგან შენ გიხილე, არასადა ვიცი ბანაჲ მზისა მბრწყინვალისაჲ, არცაღა განბანის თიჴამან წყაროჲ.
    27.     და რომელნი-იგი მუნ დგეს და იგინიცა, რომელნი შორით მორბიოდეს ხილვად იოვანჱსა, დაცადებასა მას ნათლის-ცემისასა ჰხედვიდეს და ესმოდა იოვანჱსი, ვითარ-იგი სიმდაბლით ესევითარსა ევედრებოდა იესუს და ეტყოდა.
    28.     ჰკითხვიდა ერთი-ერთსა და ეტყოდა, ვითარმედ: ვინ-მე არს ესე, რომელსა ნათლის-მცემელი ვითარცა ცოდვილი შეურდების და ეტყჳს, ვითარმედ: „მე შენგან მიჴმს ნათლის-ღებაჲ“?
    29.     ანუ რაჲსათჳს ესრჱთ დაიმდაბლა თავი, რომლისაგან ჩუენ ნათელ-ვიღებთ, და განწმიდნების, ვითარღამცა შჯულისმდებელი ვინმე იყო, ეგრე დაემორჩილების?
    30.     და ვინ მე არს ესე, რომელმან ესოდენი ერი შეაძრწუნა და, ოდეს-იგი სადუკეველთა და ფარისეველთა მთავართა ნათელ-სცემდა, ესოდენ არა შეეშინა?
    31.     ეგრჱთ ვის-მე განკჳრვებით ხედავს, ვითარღამცა უფროჲს მისა იყო და ყოველსა შჯულსა უფროჲს ყოველთა კაცთასა იგი აღმასრულებელ იყო?
    32.     და ვინ-მემცა უფროჲს იოვანჱსა იყო, რომელი უდაბნოსა გარე იყოფოდა და მწუერვალსა მდელოჲსასა ჭამდა?
    33.     და არცა მიხედვაჲ ამისი და სამოსელი იოვანჱსსა ესწორების, რამეთუ უჩჩო არს, რამეთუ ამისი ხატი – ფეროვან და შუენიერ, ხოლო იოვანჱსი ფერი – ყჳთელ და ჰმოსიეს მას ძაძაჲ.
    34.     ანუ ვინაჲმე არს ამისი მოსლვაჲ?
    35.     და ვითარ-იგი ერთმანერთისაგან ეძიებდეს მისთჳს და იკითხვიდეს, გულისხმა-ყვეს იოვანჱსგან, ვინ იყო იგი, რამეთუ სიმდაბლით იგი გამოჩნდა და არა ამპარტავნებით და ყოველსავე შჯულსა სიმდაბლით აღასრულებდა:
    36.     წინადაცუეთისაჲცა იგი შჯული აღასრულა, და შესაწირავიცა იგი და ძღუენი შეწირა, და ტაძრისაჲცა იგი შესლვაჲ არა შეურაცხ-ყო, და მოსჱს მიერ წიგნთაცა მოსწრაფე იყო, და იოვანჱსგანცა ნათლის-ღებასა ყოველთა ეზიარა.
    37.     არაჲ თუ წყალმან რაჲ განწმიდა იგი, – რამეთუ იგი იყო განმწმედელი წყალთაჲ, – ამას ყოველსა ჩუენისა ცხოვრებისათჳს აღასრულებდა და ესრჱთ ასწავებდა ნათლის-მცემელსა მას უფალი და ეტყოდა:
    38.     აცადე აწ, რამეთუ ესრე წეს-არს აღსრულებად ყოველი სიმართლჱ, რამეთუ საწუთროსა მომცემ მე დიდებასა და არღა არს ჟამი გამოჩინებად დიდებისა მის ჩემისაჲ;
    39.     და ნუ გამოუჩინებ საიდუმლოსა ღმრთეებისა ჩემისასა ეშმაკსა, რომელი არღა მნებავს: ნუუკუე მიცნას მე ეშმაკმან და ვერღარა მკადროს მე განცდად ვითარცა ადამსა, ამისთჳს რამეთუ დაეცეს იგი ღმრთეებისა ჩემისაგან და სიბრძნისა, და აწ ნუ აოტებ ნადირსა მას.
    40.     მოვიდენ ჟამნი, რომელსა ვიდიდო მე და სიტყუანი ჩემნი.
    41.     გარნა აწ ესრე შუენის აღსრულებად ყოველი სიმართლჱ, რამეთუ მსხოვრად ნათესავისათჳს კაცთაჲსა მოსრულ ვარ, რაჲთა თანა-ნადები იგი მათი მე გარდავიჴადო;
    42.     ვითარცა კრავი ნათესავისათჳს კაცთაჲსა მოვედი დაკლვად.
    43.     აწ ჯერ-არს ჩემდა, რაჲთა კაცთა თანა ვიქცეოდი, და ნუღა მადიდებ მე, არამედ ვითარცა კაცსა.
    44.     აცადე აწ, რამეთუ ესრე შუენის აღსრულებად ყოველი სიმართლჱ.
    45.     რამეთუ იოვანე აღიპყრა მარჯუენჱ თჳსი ძწოლით და დასდვა შიშით თავსა ზედა უფლისასა და ზეცანი განეხუნეს და ანგელოზნი ზეგარდამო განკჳრვებით ხედვიდეს, რომელ-იგი იქმნებოდა, და სული წმიდაჲ სახედ ტრედისა გარდამოჴდა და დაადგრა თავსა ზედა უფლისასა.
    46.     ხოლო ერი იგი განკჳრვებით დგა და იტყოდეს: რაჲმე არს საკჳრველებაჲ ესე, ანუ ვინმე არს ესე, რომლისათჳს ესოდენი საკკრველებაჲ იქმნების?
    47.     და ვითარ იგინი ამას განკჳრვებასა და ზრახვასა შინა იყვნეს, მუნთქუსვე ზეცით ჴმაჲ ესმა მამისაგან, ვითარმედ: ესე არს ძჱ ჩემი საყუარელი, მაგისი ისმინეთ.
    48.     აწ, საყუარელნო, ჯერ-არს ჩუენდა, რაჲთა ვცნათ და გულისხმა-ვყოთ სახიერებაჲ იგი კაცთმოყუარისა ღმრთისაჲ,
    49.     რამეთუ ესრჱთ შეიყუარა ღმერთმან სოფელი ესე, ვიდრემდე ძჱცა თჳსი მხოლოდ-შობილი მოსცა მონათათჳს უკეთურთა, მოძულებულთათჳს საყუარელი იგი, ცოდვილთათჳს უცოდველი იგი.
    50.     აწ ჴორცთა იგი სიმდაბლჱ ჩუენთჳს და არა ღმრთეებისა ბუნებისათჳს, რამეთუ ღმრთეებაჲ არასადა დამცირდების და ჴორცნი იგი, რომელ განუშორებელად არიან ღმრთეებისა მას თანა, ჴორცთა მათ მისთა გარდამატებული დიდებაჲ აქუს.
    51.     იოვანჱსსა მას ნათლის-ცემასა ყოველთა მათ ეზიარებოდა, არამედ მისგან და ყოველთა მიერ თაყუანის-იცემებოდა;
    52.     და მერმე იყიდებოდა იუდაჲსგან იეზრაელისა, და განმსყიდელსა მას განსყიდაჲ იგი შიშთვილ ექმნა;
    53.     გჳრგჳნი დაედგმოდა მას ეკლისაჲ.
    54.     არამედ მას ყოვლისა მეუფებისა გჳრგჳნი მიეცემოდა;
    55.     ჯუარს ეცუმოდა, არამედ მან ჯუარ-ცუმულმან მზჱ ბნელად გარდააქცია;
    56.     ავაზაკნი დამოკიდებულ იყვნეს მის თანა, არამედ მუნთქუესვე ავაზაკი სამოთხედ შეიყვანა;
    57.     საფლავსა დაიდებოდა, არამედ მან მკუდარნი საფლავისაგან აღადგინნა;
    58.     და ღათუ იცვებოდა ვითარცა მკუდარი, არამედ მცველნი იგი შეაძრწუნნა;
    59.     სამსა მას დღესა ჯოჯოხეთისაგან ღათუ იპყრობებოდა, არამედ მან სამითა მით დღითა ჯოჯოხეთი წარმოტყუენა და უკუნისამდე იძლია.
    60.     და თუ ვისმე ეგონოს, ვითარმედ არა ჩუენთჳს მან ესეოდენი ესე თავს-იდვა?
    61.     რამეთუ იგი თჳთ დიდებულ არს და დიდებულ არს და დიდებისა მისისაჲ ვინ შეუძლოს გამოთქუმად!
    62.     აწ მოვედით, საყუარელნო, და ჩუენცა ყოველთა დიდებაჲ მისა შევწიროთ, ვითარცა პავლე მოციქულმან გუასწავა, და ვთქუათ: მადლი ღმერთსა, გამოუთქუმელთა მათ ნიჭთა მისთა!
    63.     და რომელ-იგი ჴმაჲ გუესმა, „ესე არს ძჱ ჩემი საყუარელი“ მამისაგან სულით წმიდითურთ, თაყუანის-ვსცემდეთ და ვადიდებდეთ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ.


16

     1.     დ~. თქუმული კჳრილჱსი. ნათლის-ღებისათჳს უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსა
    2.     იხარებდინ ცანი და გალობდინ ქუეყანაჲ მათთჳს, რომელნი-იგი სხურებითა მით ბანად არიან და განმწმედად არიან საპკურებელითა მით ცნობისაჲთა და ძალითა მით ვნებისა მისებრ, რომელსა-იგი უსუპითა და ლერწმითა ასუეს.
    3.     და ძალნი ცათანი იხარებდეს და რომელნი-იგი სულნი მოსლვად არიან, ზეცისასა მას სიძესა შეერთებოდეთ.
    4.     ჴმაჲ ღაღადებისაჲ უდაბნოსა: განჰმზადენით გზანი უფლისანი.
    5.     რამეთუ არა მცირე არს საქმჱ ესე, ვითარმცა უცნობელი რაჲმე შერთვაჲ იყო, არამედ სულისა მიერ შეერთებაჲ არს, რომელი-იგი ყოვლისა გამომეძიებელი არს და სარწმუნოთა გამოირჩევს.
    6.     რამეთუ ამის სოფლისანი იგი ქორწილნი არა ეგრჱთ არიედ განკითხვით, არამედ, სადაცა სიმდიდრჱ გინა თუ სიკეთჱ, მუნ უადრე მიხედის სიძემან.
    7.     ხოლო აქა არა თუ სად-იგი ჴორცთა სიკეთჱ არს, არამედ სადა სულისაჲ იგი შეუგინებელი გონებაჲ;
    8.     აქა არა თუ მამონაჲსი იგი შეკდემული, არამედ სულისაჲ იგი ღმრთის მოშიშებით სიმდიდრჱ.
    9.     აწ უკუე ერჩდით, შვილნო, იოვანეს სიმართლისა ქადაგებასა, რომელი გლოცავს თქუენ და იტყჳს: წრფელ ყვენით გზანი უფლისანი, განიშორეთ ყოველი დრკუჲ და საცთური,
    10.     რაჲთა წრფელსა მას ხჳდოდით ცხორებად საუკუნოდ, განჰმზადოთ სულისაჲ ჭურჭელი წმიდაჲ შეორგულებითა მით სარწმუნოებისაჲთა შეწყნარებითა სულისა წმიდისაჲთა.
    11.     იწყეთ განრცხად სამოსელთა თქუენთა სინანულითა, რაჲთა სასძლოსა მას, რომელსა ჩინებულ ხართ, წმიდად იპოვნეთ.
    12.     რამეთუ სიძჱ იგი უწესს ყოველთა ერთად უხუებით, რამეთუ ნიჭით არს მადლი და ჴმაჲ მაღალთაგან ქადაგთა ჴმითა შეჰკრებს ყოველთა, ხოლო შინაგან შესრულთა მათ განიკითხავს და აღიხილავს იგი თჳთ თავადი.
    13.     ნუ იყოფინ უკუე აწ სახელ-დებულთა ამათ სმენად ესე: მოყუასო, ვითარ შემოხუედ აქა, რომელსა არა გმოსიეს სამოსელი საქორწინჱ?
    14.     არამედ იყავნ თქუენ ყოველთა სმენად: ეჰა, მონაო სახიერო და სარწმუნოო, მცირესა ზედა სარწმუნო იქმენ და მრავალსა ზედა დაგადგინო შენ.
    15.     შევედ სიხარულსა უფლისა შენისასა!
    16.     რამეთუ აწ გარეშეღა სდგა კართა, არამედ იყავნ, რაჲთა თქუენ ყოველთა სთქუათ: იხარებდინ სული ჩემი უფლისა მიმართ.
    17.     რამეთუ შემმოსა მე სამოსელი ცხორებისაჲ, ვითარცა სიძესა დამადგა მე გჳრგჳნი და ვითარცა სძალი შემმოსა მე სამკაულითა, რაჲთა იპოოს თქუენ ყოველთა სული შეუგინებელ და უბიწო.
    18.     არა ვიტყჳ, პირველ მოღებადმდე მადლისა რაჲსა-მემცა უკუე იჩინენით მოტევებასა ცოდვათასა, არამედ შემდგომად მოღებისა მის მადლისა, რაჲთა უბრალო იპოვოს გონებაჲ შენი და თანა-მორბედ ექმნეს მადლსა მას.
    19.     ნანდჳლვე დიდ არს საქმჱ ესე, ძმანო.
    20.     აწ კრძალვით მოუჴდეთ მას, რამეთუ კაცად-კაცადი თქუენი წარდგომად არს წინაშე ღმრთისა და წინაშე ბევრთა მათ ანგელოზთა, და სულმან წმიდამან აღგბეჭდნეს თქუენ და სული თქუენი, და აღწერად ხართ თქუენ ერისა კაცად დიდისა მეუფისა.
    21.     ამიერითგან განემზადენით და განეკრძალელენით.
    22.     არა თუ სამოსელი ბრწყინვალჱ ჴამს აქა მოსად, არამედ სულისაჲ იგი გონიერებით ღმრთის მოშიშებაჲ.
    23.     ნუ ვითარცა წყალსა ლიტონსა ხედავ შენ ბანასა მას, არამედ წყალსა თანა მოცემულსა მადლსა.
    24.     ვითარცა ბომონთა მათ ზედა კერძოთასა, შეწირული იგი დაღათუ ბუნებით არნ ლიტონ, ხოლო შე-ვე-გინებულ იქმნის სახელ-დებითა კერპთაჲთა, ეგრე ცვალებულად ჩ˜ნცა ლიტონმან მან წყალმან სახელ-დებითა მით მამისა, ქრისტჱსითა და წმიდისა სულისაჲთა ძალი სიწმიდისაჲ მოიღო.
    25.     რამეთუ მრჩობლი არს კაცი – სულთაგან და ჴორცთა შეყოფილ.
    26.     ეგრეცა მრჩობლ არს განსაწმედელი იგი: უსხეულოჲ იგი უსხეულოსა, ჴორცი იგი ჴორციელსა, წყალი იგი განსწმედს ჴორცთა და სული წმიდაჲ აღჰბეჭდავს სულთა, რაჲთა სხურებოლნი გულითა, განბანილნი ჴორცითა წყლითა მით წმიდითა მოუჴდეთ ღმერთსა.
    27.     აწ, რაჟამს წყალსა ამას შეხჳდოდი, ნუ წყალსა ამას ლიტონსა ხედავ, არამედ შეწევნასა სულისა წმიდისასა და ცხოვრებასა ელოდე, რამეთუ თჳნიერ მათ ორთასა ვერ ეგების სრულ-ყოფაჲ.
    28.     არა თუ მე ვიტყჳ ამას, არამედ უფალი იესუ, რომელსა-იგი ჴელმწიფებაჲ აქუს საქმისაჲ ამის და იტყჳს: უკუეთუ ვინმე არა იშვეს წყლითა და სულითა, ვერ შევიდეს სასუფეველსა ღმრთისასა.
    29.     არცაღა რომელი წყლითა ხოლო ბანილ არს და ვერ ღირს-ქმნულ არს იგი სულისა, ვერ ჴელ-ეწიფების მას, ვითარმცა სრული აქუნდა მადლი;
    30.     და არცაღა თუ ვინმე იყოს საქმითა და არა მოეღოს ბეჭედი იგი სულისაჲ, ვერ შევიდეს სასუფეველსა ცათასა.
    31.     საკადრებელ არს სიტყუად ესე, არამედ არა მე ვიტყჳ ამას.
    32.     არამედ იესუ არს, რომელი იტყჳს ამას.
    33.     მოვედით აწ სიტყჳსა ამის გამოცხადებასა საღმრთოთაგან წიგნთა.
    34.     კორნელიოს იყო კაცი მართალი, რამეთუ ანგელოზთა ხილვასა ღირს იქმნა ვითარცა ძეგლი კეთილი.
    35.     ლოცვანი მისნი და საქმენი კეთილნი ცათა შინა წინაშე ღმრთისა აღემართნეს, ხოლო რაჟამს პეტრე მოვიდა, მას ჟამსა შინა მეყსეულად სული წმიდაჲ მოხეფინა მორწმუნეთა მათ.
    36.     მაშინ იტყოდეს ენათა და წინაწარმეტყუელებდეს.
    37.     შემდგომად მოცემისა მადლისა სულისა წმიდისა, – იტყჳს წიგნი, – უბრძანა მათ პეტრე სახელითა უფლისა იესუ ქრისტჱსითა ნათლის-ღებაჲ, რაჲთა პირველად სარწმუნოებითა მით სული იგი იშვეს და მერმეღა მიიღონ ჴორცთა ჴრწნილი იგი.
    38.     და უკუეთუ ვისმე სწადის კითხვად, ვითარმედ რაჲსა წყლისაგან და არა სხჳსაგან წესისა მოეცემის მადლი იგი, საღმრთონი წიგნნი აიხუენ და ჰპოო, ვითარმედ დიდ და მთავარ არს წყალი და ოთხთა საჩინოთა მათ წესთა უმჯობჱს.
    39.     ანგელოზთა საყოფელ ცანი არიან, არამედ წყალთაგანვე არიან.
    40.     ქუეყანაჲ არს საყოფელი კაცთაჲ, ეგრევე წყალთა ზედა არს;
    41.     და უწინარჱს ყოველთა მათ შობათა შესაქმესა ექუსა დღეთასა სული ღმრთისაჲ იქცეოდა ზედა წყალთა.
    42.     დასაბამი სოფლისაჲ არს წყალი, დასაბამი სახარებისაჲ იორდანჱ არს.
    43.     განთავისუფლებაჲ ისრაელისაჲ ფარაოჲსგან ზღჳთა მით და განთავისოფლებაჲ ცოდვათაგან განბანითა მით წყლისაგან სიტყჳთა.
    44.     სადაცა ვის მიმართ იყოს აღთქუმაჲ, მუნცა წყალი.
    45.     შემდგომად წყლით რღუნისა დაიდვა შჯული ნოვჱს მიმართ;
    46.     და იჱ˜ლსა მიმართ მოეცა შჯული მთასა სინასა, არამედ შემდგომად სხურებისა მის წყლისა მატყლითა მეწამულითა და უსუპითა ელია ამაღლდა, არამედ არა თჳნიერ წყლისა – პირველად წიაღჴდა იორდანესა და მაშინღა მჴედრ აღვიდა ზეცად.
    47.     ეგრევე პირველად მღდელთმოძღუარი იგი იბანის და მაშინღა კუმევად წარდგის.
    48.     პირველად აჰრონ განიბანა და მაშინღა იქმნა მღდელთმოძღუარ ვითარმცა უკუე შეჰგვანდა სხუათა მცველად, რომელი-იგი წყლითა არა განწმედილ იყო!
    49.     და მუნ სახჱ ნათლის-ცემისაჲ – ემბაზი იგი საბანელ იყო კრავსა მას შინა წამებისასა.
    50.     ძუელისა შჯულისა დასასრული და ახლისა შჯულისა არს ნათლის-ღებაჲ, რამეთუ იოვანე იყო წინამძღუარ საქმისა მის, რომლისა იგი უფროჲს არავინ იყო შობილი დედათაგანი და დასასრული წინაწარმეტყულთაჲ,
    51.     რამეთუ წინაწარმეტყუელნი ყოველნი და შჯული ვიდრე იოვანჱსამდე, ხოლო სახარებისა მის საქმეთა დასაბამ.
    52.     რამეთუ დასაბამი სახარებათაჲ იესუ ქრისტჱ არს.
    53.     და მისა შემდგომად იტყჳს: იყო იოვანე უდაბნოსა და ნათელ-სცემდა.
    54.     და ღათუ ელიაჲსი თქუა, რომელი ამაღლდა, არამედ არავე უფროჲს იყო იოვანჱსა.
    55.     არა თუ მე ვიკადრებ წინაწარმეტყუელთა შეტყუებად, არამედ უფალი იგი მათი და ჩუენი იესუ ქრისტჱ იტყჳს: უფროჲსი დედათა ნაშობი იოვანჱსა არავინ აღდგომილ არს.
    56.     არა თქუა შობილი ქალწულისაგან, არამედ დედათაგან, რამეთუ მონისაჲ მის მონათა მიერ არს შეტყუებაჲ, ხოლო ძისა მადლი მონათა მიერ შეუტყუებელ არს.
    57.     აწ იხილე, რომელი კაცი წინამძღურად მადლისა მის გამოირჩია ღმერთმან, უპოვარი და უდაბნოჲს მოყუარჱ, ხოლო არაჲ თუ კაცის მოძულჱ;
    58.     მკალსა ჭამდა და ფრთოვან იქმოდა სულსა, თაფლითა იზრდიდა და თაფლისა უტკბოჲსსა და უსარგებლჱსსა იტყოდა.
    59.     სამოსლად ემოსა სტევისაგან აქლემისა და მონაზონებისა საქმესა თჳსაგან აჩუენებდა, რომელი-იგი სულისაგან წმიდისა საშოსა შევიდა დედისასა.
    60.     განწმიდნა იერემიაცა, არამედ არა წინაწარმეტყუელებდა საშოსა შინა, ხოლო იოვანე ხლდებოდა წინავე საშოსა შინა სიხარულით, და ღათუ ჴორციელითა თუალითა არა ხედვიდა უფალსა, არამედ სულითა იცნა იგი.
    61.     რამეთუ დიდ არს ნათლის-ღებისა მადლი, ჯერ-იყო დიდიცა იგი წინამძღუარი აღდგინებად.
    62.     ესე ნათელ-სცემდა იორდანესა ზედა მდინარესა და განვიდოდეს მისა ყოველი იჱ˜მი და პირველსა მას ნაყოფსა ნათლის-ცემისასა მოიღებდა: უფროჲს ყოველთა მათ კეთილთა პატივი იჱ˜ლმს შინა.
    63.     არამედ გულისხმა-ყავთ და ცანთ, იჱ˜ლმელნო, რავდენნი იგი განვიდოდეს და ნათელს-იღებდეს მისგან და აუვარებდეს ცოდვათა მათთა, პირველად უჩუენებდეს მას წყლულებათა მაათთა.
    64.     მაშინღა დასდებდა წამალსა მას მორწმუნეთა მათ, მოსცემდა გამოჴსნასა ცეცხლისა მისგან საუკუნოჲსა.
    65.     და გნებავს თუ ცნობად, რამეთუ ჴსნაჲ არს ნათლის-ღებაჲ ცეცხლისა მისგან საუკუნოჲსა: ნაშობნო იქედნეთანო, ვინ გიჩუენა თქუენ სივლტოლაჲ მომავალისა მისგან რისხვისა?
    66.     ამიერითგან ნუღარამცა ხართ იქედნე, არამედ ოდესმე იყვენით.
    67.     აწ განიძარცუეთ პირველისა საცოდველისა ცხოვრებისა ძალი ყოველივე.
    68.     გუელი ჴურელსა იწროსა შევალს და განიძარცუავს სიბერესა და სიძუელჱ შეჭირებითა მით იწროებისაჲთა განიყარის და მიერითგან ახალ არნ იგი ჴორცითა.
    69.     ესრჱთ შევედ შენცა იწროჲსა მის მიერ და შესაჭირვებელისა კარისა, შეიიწრე თავი შენი მარხვითა.
    70.     იიძულე, განიშორე შენგან წარსაწყმედელი იგი, განიძარცუე ძუელი იგი კაცი საქმითურთ მისით და თქუ, რომელი-იგი ქებათასა წერილ არს: განვიძარცუე სამოსელი ჩემი, ვიდრემდე შევიმოსო იგი.
    71.     უკუეთუ ვინმე იყოს თქუენ შორის ორგული კაცთ მოთნჱ და ღმრთის მოშიშად საგონებელ იყოს და გულითა არ ჰრწმენეს, ეგევითარსა მას სჳმონ მოგჳსაჲ აქუს ორგულებაჲ;
    72.     არა თუ რაჲთა მოვიდეს და მიიღოს მადლისა მისგან, არამედ რაჲთა ვაჭრობდეს მიცემულსა მას.
    73.     ისმინენ ეგევითარმან მან იოვანჱსგანვე, ვითარმედ: აწვე ეგერა ცული ძირთა ხეთასა ძეს.
    74.     ყოველმან ხემან რომელმან არა გამოიღოს ნაყოფი კეთილი, მოეკუეთოს და ცეცხლსა დაედვას.
    75.     რამეთუ თუალ-უხუავ არს მსაჯული იგი, ამისთჳს განიშორე შენგან ორგულებაჲ და რომელნი-იგი არიან ნაყოფნი სინანულისანი.
    76.     და რომელსა ედვას ორი სამოსელი, მიეცინ, რომელსა-იგი არა აქუნდეს და., საზრდელი, ეგრევე ყავნ.
    77.     სარწმუნო იყო მოძღუარი იგი, რამეთუ პირველ ჰყოფდა, რომელსა-იგი ასწავებდა;
    78.     არა ჰრცხუენოდა, რომელსა-იგი იტყოდა, და არა დააყენებდა იჭჳ ენასა თჳსსა.
    79.     აწ შენ სულისა წმიდისა მადლი მოღებად გნებავს და საჭმელთა წარმავალთა გლახაკთა არა გნებავს ცემად!
    80.     დიდსა ეძიებ და მცირჱ იგი გეწყალის;
    81.     და ღათუ მეზუერჱ ხარ, გინათუ ვინმე მეძავი ხარ, შეინანე და ესევდ ცხოვრებასა, რამეთუ იტყჳს: მეზუერენი და მეძავნი წინა-გიძღუენ სასუფეველსა ღმრთისასა.
    82.     უწამებს ამას პავლე და იტყჳს: არცა მეძავთა, არცა მეკერპეთა, არცა შემდგომითი-შემდგომად, ვითარცა იტყჳს, სასუფეველი ღმრთისაჲ ვერ დაიმკჳდრონ.
    83.     და ესრე ოდესმე იყვენით, არამედ განიბანენით, არამედ განიწმიდენით.
    84.     არა თქუა: „ვიეთნი ხართ“, არამედ: „ვიეთნი-ეგე იყვენით“ უმეცრებასა შინა, ცოდვაჲ მიეტევების, ხოლო რომელი დაადგრეს ბოროტსა მას ზედა, დაისაჯოს.
    85.     გაქუს შენ სიქადულად ნათლის-ღებისად თავადი ძჱ ღმრთისაჲ მხოლოდშობილი.
    86.     ამიერითგან რაჲ ღამე მიჴმს კაცისათჳს სიტყუად?
    87.     დიდი იყო იოვანეცა, არამედ რაჲ სწორება-უც უფლისა თანა?
    88.     ჴმოვან იყო ჴმითა, არამედ რაჲ სწორება იყო სიტყჳსა მის?
    89.     კეთილ იყო ქადაგი იგი, არამედ რაჲ ესწორების მეუფესა?
    90.     უმჯობჱს იყო იგი, რომელი-იგი ნათელ-სცემდა წყლითა, არამედ რაჲ სწორება-უც მის თანა, რომელ-იგი ნათელ-სცემდა სულითა და ცეცხლითა?
    91.     ნათელ-სცა მოციქულთა მაცხოვარმან, რაჟამს-იგი იყო მეყსეულად ზეცით ოხრაჲ ვითარცა ქარისა სასტიკისაჲ, და აღივსო ყოვლად სახლი იგი, სადაცა-იგი სხდეს,
    92.     და ეჩუენნეს მათ განყოფანი ენათანი ვითარცა ცეცხლისანი და დაადგრა თითოეულსა კაცად-კაცადსა მათსა და აღივსნეს ყოველნი სულით წმიდითა.
    93.     რომელმან არა ნათელ-იღოს, მას ცხორებაჲ არა აქუს, გარნა მარტჳლთა ხოლო, რომელთა თჳნიერ წყლისა ნათლის-ღებისა დაიპყრან სასუფეველი,
    94.     რამეთუ, რაჟამს იჴსნიდა ჯუარითა სოფელსა მაცხოვარი და გუერდსა უგმირის, გამოჴდა სისხლი და წყალი, რაჲთა რომელთამე ჟამსა მშჳდობისასა სულითა წმიდითა და წყლითა ნათელ-იღონ და რომელთამე კუალად ჟამსა დევნისასა თჳსითა სისხლითა ნათელ-იღონ.
    95.     და წამებს ამას, იცის ნათლის-ღებად სახელი წოდებად იესუ და იტყჳს: შემძლებელ ხართა სასუმელისა მის შესუმად, რომელ-იგი მე შევსუა, და ნათლის-ღებაჲ იგი, რომელი მე ნათელ-ვიღო, ნათელ-იღოთ?
    96.     და მარტჳლთა აღიარეს და სოფლისა საჩუენებელ იქმნნეს და ანგელოზთა და კაცთა.
    97.     ხოლო შენ წუთ მელოდ და აღვიარო, არამედ არღა არს ჟამი სმენად შენდა.
    98.     ამისთჳს განწმიდა ნათლის-ღებაჲ უფალმან იესუ, რამეთუ მან თავადმან პირველად ნათელ-იღო.
    99.     უკუეთუ ძემან ღმრთისამან ნათელ-იღო, ვინმე უკუე შეურაცხ-ყოს ნათლის-ღებაჲ და ეგევითარი იგი ღმრთის მსახურ იყოს?
    100.     ხოლო ნათელ-იღო ამისთჳს: არა თუ მან მოტევებაჲ ცოდვათაჲ მოიღო, – რამეთუ იგი უცოდველ არს, – არამედ, დაღათუ უცოდველ არს, ნათელ-ვე-იღო, რაჲთა მადლი თჳსი და პატივი მოსცეს ნათლის-მღებელთა.
    101.     ვითარცა-იგი ყრმანიცა იზიარნა ჴორცთა და სისხლთა და მანცა იგივე ვნებაჲ მოიღო, რაჲთა, ვითარცე-იგი ჴორციელად მოსლვასა მისსა ზიარ ვიქმნენით, ეგრეცა ღმრთეებისასა მის მადლსა ვეზიარნეთ.
    102.     თავადმან ნათელ-იღო იესუ, რაჲთა ამისთჳსცა ჩუენ ზიარებაჲ იგი მოვიღოთ და ცხორებასა თანა პატივი.
    103.     ვეშაპი იყო წყალთა შინა, ვითარცა იტყჳს იობი, რომელმან შთაიწრიდის იორდანჱ თუალსა მისა და, რამეთუ ჯერ-იყო შემუსრვად თავები ვეშაპისაჲ მის, შევიდა თავადი წყალთა მათ შინა და შეკრა ძლიერი იგი,
    104.     რაჲთა ფლობაჲ მოგუეცეს ჩუენ დათრგუნვად გუელთა ზედა და ღრიაკალთა და ყოველსა ძალსა მტერისასა.
    105.     არა მცირჱ მჴეცი იყო, არამედ საშინელი.
    106.     ყოველი ნავი მესათხეველთაჲ ვერ შემძლებელ იყო მოღებად ერთსა ქეცსა ბოლოჲსა მისისა.
    107.     წინაშე მისა რბის წარსაწყმედელი და მოსრვიდა, რომელი შეემთხუეოდა მას.
    108.     წარმოუძღუა ცხოვრებაჲ, რაჲთა დაიკრას პირი სიკუდილმან, რაჲთა ყოველთა მათ ცხოვრებულთა თქუან: სადა იყო ძლევაჲ შენი, სიკუდილო?
    109.     ანუ სადა იყო ძლევაჲ შენი, ჯოჯოხეთო?
    110.     ... რომელი-იგი არს ნათლის-ღებაჲ.
    111.     რ̃ შეხუალ შენ წყალსა მას და შე-ღა-გმოსიეს ცოდვაჲ იგი, არამედ მადლსა მის მოსლვამან აღბეჭდოს სული შენი და მიერითგან არღარა უტეოს შთანთქმად საშინელისა მისგან ვეშპისა.
    112.     მომკუდარი ცოდვითა შეხუალ მას და ამოხჳდე მიერ განმართლებული სიმართლითა.
    113.     უკუეთუ თანა ნერგ ექმნე შენ მსგავსებასა მას სიკუდილისა მისისასა, ეგრეცა აღდგომასა ღირს იქმნე, ვითარცა-იგი იესუ ცოდვანი სოფლისანი თავს-ისხნა და მოკუდა, რაჲთა მოაკუდინოს ცოდვაჲ და სიმართლით აღდგეს,
    114.     ეგრეცა შენ შთახჳდე წყალსა მას და ვითარცა სახედ რაჲმე დაეფლვი წყალთა მათ შინა, ვითარცა-იგი იესუ კლდესა მას შინა, მერმე კუალად აღსდგე და განახლებული ცხოვრებითა ხჳდოდი.
    115.     და ოდეს-იგი ნიჭსა მას ღირს იქმნე მოღებად, მაშინცა მჴდომისა მის ბრძოლად მოგეცეს შენ ჴელმწიფებაჲ.
    116.     ვითარცა-იგი ნათლის-ღებისა შემდგომად უფალი გამოიცადებოდა ორმეოც დღე, არა თუ უწინარჱსცა მისა ძლევად ვერ ეძლო, არამედ ყოველივე წესით და შემდგომითი-შემდგომად ეგულებოდა ყოფად;
    117.     ეგრეცა შენ პირველ ნათლის-ღებისა მჴდომთა მათ ნუ იკადრებ ბრძოლად, ხოლო, რაჟამს მიიღო მადლი იგი, მიერითგან გულ-პყრობილ იყავ სიმართლისა მის საჭურველითა, მჴნდებოდე მას შინა და, გინდეს თუ, ახარებდეცა.
    118.     იესუ, ძჱ ღმრთისაჲ, პირველ ნათლის-ღებისა არა ახარებდა.
    119.     უკუეთუ თჳთ უფალი მოვიდა ჟამითი-ჟამად წესიერად ჟამთა მათ ჩუენ მონათა, ვჰრიდოთ-მეა უწესოდ ჟამთა მათ გარდასვლად?
    120.     მიერითგან იწყო იესუ ქადაგებად.
    121.     მაშინ გარდამოჴდა სული წმიდაჲ, ჴორციელად ხილული ვითარცა ტრედი, არა თუ რაჲთა იესუ იხილოს იგი პირველად, – რამეთუ იცოდა იგი მისა წინაცა, – ჴორციელად მოვიდა, რაჲთა იხილოს იოვანე ნათლის-მცემელმან.
    122.     და იტყჳს: მე არა ვიცოდე იგი, არამედ, რომელმან მომავლინა მე ნათლის ცემად, მან მრქუა მე: რომელსა ზედა იხილო სული წმიდაჲ, გარდამომავალი მის ზედა, იგი არს თავადი.
    123.     უკუეთუ გაქუნდეს შენცა შეუორგულებელი სარწმუნოებაჲ ღმრთის მოშიშებისაჲ, მოვიდეს შენ ზედაცა სული წმიდაჲ და ჴმაჲ მამისაჲ ზეცით ოხრიდეს შენ ზედა, რამეთუ არა „ესე არს ძჱ ჩემი“, არამედ: „ესე აწ იქმნა ძედ ჩემდა“.
    124.     ი˜ჳს ზედა არსებაჲ იგი ითქუა, რამეთუ დასაბამსა იყო სიტყუაჲ და სიტყუაჲ იგი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყუაჲ იგი.
    125.     მის ზედა არსებაჲ იგი, რამეთუ მარადის და ოდესვე არს ძჱ ღმრთისაჲ;
    126.     ხოლო შენ ზედავე „აწყა იქმნა ძე“, რამეთუ არა ბუნებით ხარ ძჱ, არამედ მადლით შვილებასა მას მიიღებ.
    127.     იგი სამარადისო არს, ხოლო შენ წარმოჩინებით მიიღებ მადლსა მას.
    128.     აწ უკუე განუმზადე თავისა შენისა ჭურჭელი, რაჲთა იქმნე შვილ ღმრთის და მკჳდრ ღმრთისა მიერ.
    129.     უკუეთუ ეგრჱთ განჰმზადო თავი შენი, რაჲთა მი-ცა-იღო, და, თუ სარწმუნოებით მოხუალ, რაჲთა სარწმუნოცა იქმნე.
    130.     განოშოვრე ძუელი იგი კაცი ნეფსით თჳსით.
    131.     ყოველი, რაჲცა გიქმნიე, – გინა თუ სიძვაჲ, გინა თუ მრუშებაჲ, გინა თუ სხუაჲ რაჲმე არაწმიდებაჲ, – შეინანე და მოგეტეოს.
    132.     არარაჲ უფროჲს ცოდვა არს ჯუარ-ცუმისა ქრისტჱსისა და ამის განმწმედელი ნათლის-ღებაჲ არს.
    133.     რომელნი-იგი მოუჴდეს პეტრეს სამ ათასნი და ეტყოდა მათ, რომელთა-იგი ჯუარს-ეცუა ქრისტჱ, ჰკითხვიდეს მას და ეტ[ყოდეს]........................................................................................


17

     1.     [თ̃ა ფებერვალსა ბ~
    2.     მიგებებაჲ. დღესა, რომელსა მიიქუა სჳმეონ მკლავთა თჳსთა ზედა უფალი
    3.     თქუმული ევსუქი ხუცისაჲ იერუსალემელისაჲ. მეორმეოცისა მის დღისა შობითგან ქალწულისა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსა ოდეს მიიყვანეს ტაძრად, ვითარ აკურთხევდა წ̃ა სჳმეონ]
    4.     .................................................(სილო)ამდ მის პირველისაებრ სარწმუნოებით და მანცა იგივე ხედვაჲ მოიპოვენ.
    5.     უკუეთუ ვინმე დაჴსნილი იყოს, შევედინ იგიცა პირველსავე მას საბანელსა პროდიაკისასა და ეყოს მას, რაჲცა ენებოს, გარნა ჰრწმენინ ხოლო და ესევდინ მას, რომელმან-იგი ათვრამეტისა წლისა დაჴსნილი აღადგინა.
    6.     უკუეთუ ვინმე ქურივი იყოს, ჰბაძევდინ იგი წმიდასა ანნას წინაწარმეტყუელსა მარხვითა, მღჳძარებითა და ლოცვითა.
    7.     უკუეთუ ამის ცხოვრებისა განმაძღარი იყოს, ესმსგავსენ იგი წმიდასა სჳმეონს და ჰბაძევდინ იგი მისა მას ღირსებით ცხოვრებასა და იგიცა იქმენინ ტაძარ და სადგურ სულისა წმიდისა;
    8.     და შენცა მიისწრაფე, ვითარცა მან ტაძარსა მას.
    9.     რამეთუ მუნ ორნი გურიტნი ანუ ორნი მართუენი ტრედისანი შეიწირვოდეს, ხოლო აქა გურიტისა წილ წმიდაჲ იგი წმიდათაჲ შეიწირვის, რამეთუ სულისაჲ იყო შესაწირავი და ჴორცთაჲ მუნ მხოლოდ-შობილი ყრმად ჩჩჳლად აჩუენებდა.
    10.     ხოლო იორდანეს ჰხედევდ მას განშიშუვლებულად და დაგიკჳრდებოდა გარდამოსლვაჲ იგი სულისა წმიდისაჲ სახედ ტრედისა მას ზედა და გესმოდა ზეცით გარდამოჲ იგი წამებაჲ მამისაჲ და აღიაარებდ მას ღმრთად;
    11.     ჰხედევდ მას ჯუარსა ზედა დამოკიდებულსა და მიეგებვოდე კურთხევად მკუდრეთით აღდგომილსა.
    12.     ოდეს შევიდეს იესუ იერუსალემდ, ყრმაჲ ყოველი დაბადებული იძრვოდა, რამეთუ სჳმეონს ვითარცა ყრმაჲ აქუნდა მკლავთა ზედა, ხოლო ღმრთად ქადაგებდა და იტყოდა: აწ, უფალო, განუტევე მონაჲ შენი მსგავსად სიტყჳსა შენისა მშჳდობით.
    13.     არა ხოლო თუ მე, არამედ პირველ ჩემსა ადამი პყრობილებისაგან განეტევების და მისი იგი საცთური დაჴსნდების.
    14.     ამიერითგან არღარავინ აყუედროს გარდასლვაჲ იგი მცნებათაჲ და აღმოცჱნებაჲ იგი ეკალთაჲ, რამეთუ მდიდარი იგი მისთჳს დაგლახაკნა და ეკლისაჲ იგი გჳრგჳნი მის წილ მან დაიდგა და ჯუარსა ზედა განიპყრნა ჴელნი, რაჲთა თანა-ნადები იგი მისი მან გარდაიჴადოს.
    15.     აწ, უფალო, განუტეო მონაჲ შენი მშჳდობით.
    16.     სიტყჳთა ჰყოფს ესე, რომელ-იგი თქუა ესაია, ვითარმედ: არა თუ მოციქულმან, არცა ანგელოზმან, არცა მამშჳდებელმან, არამედ მან თავადმან აცხოვნნა იგინი.
    17.     აწ არა თუ ძალნი ცათანი რაჲ საშინელებით მოავლინნა, არცა ანგელოზნი იგი ცეცხლებრ მოტყინარენი განსადევნელად მისთჳს, რომელმან-იგი თქუა, ვითარმედ: აღვიდე სიმაღლესა ცისასა და მუნ დავიდგნე საყდარნი ჩემნი,
    18.     არამედ თჳთ თავადმან ქუაბითა მით და ბაგასა შინა შეხუეულმან სახუეველითა მოუღო სამოსელი იგი დიდებისაჲ, რომელ-იგი ზაკუვით მიეპარა ადამისგან.
    19.     და ამის ყოვლისათჳს დასძინა სჳმეონ და თქუა: რამეთუ იხილეს თუალთა ჩემთა მაცხოვრებაჲ შენი.
    20.     რაჲ იხილეს თუალთა შენთა, ჵ სჳმეონ? ნუ დაჰფარავ ჩუენგან!
    21.     და იგი იტყჳს: რომელი-იგი პირველ ევაჲსგან წყევაჲ იქმნა, აწ ესერა ასულსა მისსა წყაროჲ იგი ცხორებისაჲ მოაქუს და ჭეშმარიტად, რამეთუ იხილეს თუალთა ჩემთა მაცხოვარებაჲ შენი, რომელ განუმზადე წინაშე პირსა ყოვლისა ერისასა.
    22.     რომელმან ჩუენთჳს ჴორცნი შეისხნა, გუექმნა ჩუენ თაყვანის-საცემელ, რაჲთა არღარა ძელთა და ქვათა და ყოველთა დაბადებულთა ცთომით თავყანის-სცემდენ კაცნი,
    23.     არამედ ჭეშმარიტსა ღმერთსა უხილავსა და ძესა მისსა მხოლოდ-შობილსა, რომელმან-იგი ჩუენთჳს ჴორცნი შეისხნა და ვიხილეთ ჩუენ, და სულსა წმიდასა.
    24.     აწ ვითარ ყოვლად განკრძალულად თქუა სულიერად წინაწარმეტყუელმან შემდგომიცა ესე: ნათელი გამობრწყინებად წარმართთა ზედა და დიდებად ერისა შენისა ისრაელისა?
    25.     უკუეთუმცა არა მოვიდა მაცხოვარი ყოველთაჲ, წარმართნიმცა არა ცხომდეს;
    26.     და უკუეთუმცა ნათესავი აბრაჰამისი არა შოვამდგომელ იქმნა, განბნეულნი ისრაელისანი არამცა შეკრებულ იყვნეს;
    27.     და უკუეთუმცა ბუნებისა იგი შემოქმედი და მუშაკი სარწმუნოებისაჲ არა მოსრულ იყო ზეცით, წინადაცუეთილებისა იგი ზღუდჱ არამცა დაცემულ იყო;
    28.     და უკუეთუმცა ქვაჲ იგი საკიდური ჩუენ არა ხურო გუექმნა, დაჴსნილი იგი სახლი ვერ შესაძლებელ იყო აღშჱნებად.
    29.     და იყვნეს მამაჲ მისი და დედაჲ მისი დაკჳრვებულ სიტყუათა მათ ზედა სჳმეონისათა, რომელთა-იგი იტყოდა წინაწარმეტყუელებით იესუჲს ზედა, რამეთუ ლიტონ იყო მიხედვაჲ მისი და ღმრთეებრ ადიდებდა ყრმად მიქუმული და ღმრთად საგონებელი.
    30.     და აკურთხნა იგინი სჳმეონ და თქუა: აჰა ესერა ესე დგას დაცემად მრავალთა და აღდგინებად ისრაელსა შორის.
    31.     რაჲ არს დაცემაჲ იგი და აღდგინებაჲ?
    32.     გუნებავს, წინაწარმეტყუელო, რაჲთა გულისხმა-ვყოთ.
    33.     – დაეცა იუდა და აღდგა პავლე;
    34.     ჰურიათაჲ იგი კრებული განისხმის და მეძავი იჩინების;
    35.     ფარისეველნი დაიშაჯებიან და მეზუერენი ინატრებიან;
    36.     მწიგნობარნი შეურაცხ-იქმნებიან და მოგუნი წინაწარმეტყუელად იწოდებიან.
    37.     და მარიამს ჰრქუა, ვითარმედ: შენსაცა სულსა განვიდეს მახჳლი.
    38.     ოდეს იხილო იგი ჯუარსა ზედა განკუართული, რომელსა-იგი ჰმოსიეს დიდებაჲ მამისაჲ;
    39.     ოდეს-იგი იხილო, იგი შენ ჰშევ, რაჟამს აგინებდენ მას, ჰურიანი და ყოველნი დაბადებულნი მათსა მას კადრებასა მის ზედა განკრთენ და შეიშალნენ;
    40.     ოდეს იძრვოდის ქუეყანაჲ და კლდენი განსთქდენ და ქვანი აღცჳვოდიან, და ენებოს, რაჲთამცა დაჰკრბეს ღმრთის მბრძოლთა მათ;
    41.     ოდეს იხილო ტაძარსა მას შინა თჳნიერ ჴელისა განპებაჲ იგი კრეთსაბმელისაჲ მის, და მაშინ გამოჩნდენ მრავალთაგან გულთა ზრახვანი.
    42.     ვითარ, ჵ, წინაწარმეტყუელო? გულთა ზრახვანიცა იგი გუაუწყენ ჩუენ.
    43.     რომელთა მრავალთანი? – ცან, რამეთუ პილატჱსი იგი დაბანაჲ ჴელთაჲ, განზრახვაჲ და ცნობაჲ გულისაჲ ძისა ღმრთისაჲ იყო და გამოჩინებით თქუა: უბრალო ვარ მე სისხლისაგან ამის მართლისა.
    44.     და რაჲთა კაიფაჲსი იგი სიბოროტჱ და ანნაჲს კადნიერებაჲ გამოჩნდეს და მღდელთა ცილობაჲ გამოცხადნეს და ასისთავისა იგი წამებაჲ გჳრგჳნოსან იქმნეს
    45.     და ავაზაკისაჲ მის აღსაარებაჲ ყოველსა ქუეყანასა განეფინოს და დედათაჲ იგი მოწრაფებაჲ ყოველთა უფროს გამოჩნდეს და ცნან ყოველთა წარმართთა,
    46.     რამეთუ ჯუარცჳმასა მას თანა იყვნეს და საფლავისაგან არა განეშოვრნეს და მჴსნელსა მას და მწყალობელსა სასოებით მოელოდეს მესამესა დღესა აღდგომად და ერთობით დიდებად მამისა და ძისა და წმიდისა სულისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ.


18

     1.     მეორჱ. თქუმული წმიდისა და ნეტარისა ტიმოთე ხუცისა იჱ˜მელისაჲ
    2.     უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱს შობისა შემდგომად მეორმოცისა დღისათჳს, ვითარ-იგი მიიყვანეს ტაძრად მარიამ დედამან და ქალწულმან და იოსჱფ, რაჟამს აკურთხევდა მათ წმიდაჲ სჳმეონ წინაწარმეტყუელი
    3.     მხოლოჲ კაცთა შორის სრული კაცი სიმართლისაჲ, რომელი-იგი მართალთაგან იპოვების საქმით, რომელთა-იგი მარადის განანათლებს, რომელნი ვლენან გზასა ჭეშმარიტსა, ვითარცა იტყჳს წერილი: ნათელი მართალთა ზედა მარადის.
    4.     რომელი ნათელი? – ნათელი არა თუ ესე, რომელი ღამჱ აღვინთით საჴმარად, გინა თუ მზჱ ესე შექმნული, რომელი ყოველთა გუაქუს საწუთროსა ამას.
    5.     „ნათელი მართალთა ზედა მარადის“, რომელი ნათელი?
    6.     – უპირადეს ცათა დადგრომილი, რომელი საყდართა თანა მარადის დგას;
    7.     იგი, რომელ მართალმან აბრაჰამ იცნა, რამეთუ იცნის თჳსნი და შეიწყნარნის, გარნა, რომელთა თანა ნათელი არა არნ, ეგევითარნი ბნელსა წარავლინნის.
    8.     ამისთჳს ჴმობს მღაღადებელი და იტყჳს: ნათელი მართალთა ზედა მარადის, ხოლო ნათელი უღმრთოთაჲ დაშრტეს.
    9.     არარაჲ არს უფროს მართლისა ცხოველ კაცთა შორის, ვითარცა იტყჳს წერილი: მართალნი უკუნისამდე ცხომდენ და უფლისა მიერ სასყიდელი მათი და სასოებაჲ მათი მაღლისაგან.
    10.     და რაჲ არს – მართალი დანაკისკუდსა მიემსგავსა, ვითარცა წერილ არს: მართალი ვითარცა ფინიკი ყუავოდის და ვითარცა ნაძჳ ლიბანისაჲ განმრავლდეს, რამეთუ ვითარცა ფინიკი ყუავინ და სიტკბოვებაჲ იგი სარწმუნოებისაჲ აქუნ.
    11.     არასადა შეორგულდის მართალი განსაცდელითა სარწმუნოებასა ღმრთისა მიმართ, ვითარცა წერილ არს: მრავალ არს ჭირი მართლისაჲ და ყოვლისავე მისგან იჴსნეს იგი უფალმან.
    12.     მართალი, ნათესავსა შორის უსჯულოსა მყოფი, ჴორცითა მიიცვალების შუენიერსა სასუფეველსა.
    13.     ამას მეწამების მე მართალი ენუქ და ნათესავი იგი უკეთური, რომელ წყლით რღუნითა წარწყმდა და მათ შორის რომელი-იგი სარწმუნოებითა განერა;
    14.     მეწამების მე ნოვე და ქალაქნი, რომელ დააქცინნა უფალმან ცოდვისათჳს და მათ შორის რომელი ანგელოზთა განარინნეს;
    15.     მეწამების მე ლოტ მართალი, რომელი განსაცდელსა ეშმაკისასა განერა; ამას მეწამების მე იობ;
    16.     მართალმან სარწმუნოებითა ერთითა ქვითა გმირი იგი გოლიად დასცა, – ამას მეწამების მე დავიდ.
    17.     მცირედ მოვიჴსენოთ ელიაჲსიცა, რომელი-იგი ქუეყანასა ზედა ვითარცა ანგელოზი იქცეოდა და მერმე აღმაღლდა ეტლითა ზეცად.
    18.     და სხუათაჲ მათ ყოველთაჲ დაყოვნებისათჳს და-ღა-უტევოთ ამის ჟამისათჳს.
    19.     აწ მოვიდეთ უკუანაჲსკნელისა ამის მართლისა.
    20.     და ვინ არს ესე მართალი უკუანაჲსკნელი?
    21.     – იგი არს, რომელ აწ გესმა ლუკა მახარებელისაგან, რომლისაჲ სახელი სჳმეონ.
    22.     ესე პირველიცა და უკუანაჲსკნელიცა;
    23.     დასასრული შჯულისაჲ და დასაბამი მადლისაჲ;
    24.     ნათესავით ჰურიაჲ, არამედ მადლითა ქრისტიანე;
    25.     მწიგნობარ კითხვით და ანგელოზ ცნობით;
    26.     ფარისეველთა მათ შორის ვითარცა ვარდი ეკალთაგან განშოვრებულ.
    27.     და სჳმეონ ესოდენ მართალ იპოვა, ეუწყა სულისაგან წმიდისა არა ხილვად სიკუდილი, ვიდრემდის იხილოს ცხებული უფალი ჩუენი იესუ ქრისტჱ და მიიქუას იგი მჴართა თჳსთა ზედა.
    28.     აწ მან მართალმან რაჟამს იხილა ჴორციელად მოსლული უფალი, იხილა და განიცადა და მიიქუა იგი მჴართა თჳსთა ზედა და ვითარცა მონაჲ უფლისაგან იჯმნიდა იგი მისგან განსლვად ჴორცთაგან,
    29.     რომელ-იგი ჩნდა ყრმად ყოველთა უფალი და ესრჱთ იტყოდა: აწ, უფალო, განუტეო მონაჲ შენი მშჳდობით, რამეთუ იხილეს თუალთა ჩემთა მაცხოვარებაჲ შენი.
    30.     ვიხილე, რაჲთა განვიტეო მშჳდობით;
    31.     ვიხილე დიდებაჲ შენი და კრებული მთავარანგელოზთაჲ, რომელნი მიგცემდეს შენ დიდებასა, დაბადებულისა ყოვლისა სიხარული და ცისაჲ და ქუეყანისაჲ ერთ-გზაობაჲ, სული წმიდაჲ ჩემ ზედა და წინავე ვხედევდი შენსა.
    32.     აწ განვიტეო, რაჲთა არღარა ვიხილო ჰურიათაჲ შენ ზედა კადრებაჲ.
    33.     ნუცამცა ვიხილავ მე გჳრგჳნსა მას ეკლისასა, ნუცამცა მონისა მიერ ყურიმლის ცემასა, ნუცა ლახუარი გუერდსა შენსა, ნუცა მზჱ ესე შენ ზედა დაბნელებული.
    34.     აწ, უფალო, განუტეო მონაჲ შენი მსგავსად სიტყჳსა შენისა მშჳდობით, რამეთუ იხილეს თუალთა ჩემთა მაცხოვარებაჲ შენი, რომელ განუმზადე წინაშე პირსა ყოვლისა ერისასასა.
    35.     და ვითარცა მახარებელმან თქუა და თქუენ გესმა, ვითარმედ: იყო კაცი ერთი იერუსალემს და სახელი მისი სჳმეონ და იყო კაცი იგი მართალ და მოელოდა ნუგეშინის-ცემასა ისრაელისასა და სული წმიდაჲ იყო მის ზედა
    36.     და იყო მისა უწყებულ სულისაგან წმიდისა არა ხილვად სიკუდილი, ვიდრემდე იხილოს ცხებული უფლისაჲ, და მოვიდა იგი სულითა ტაძრად.
    37.     და რაჲ არს მისი მოსლვაჲ ტაძრად, ისმინეთ: ესე სჳმეონ ჯდა სახლსა შინა თჳსსა და ამას ილოცვიდა, რაჲთამცა უწყებული იგი სულისა წმიდისაჲ იხილა.
    38.     და, ვითარ იგი ამას გულის სიტყუასა შინა იყო, მაშინ იოსეფს და მარიამს მოჰყვანდა ყრმაჲ იგი იესუ ტაძრად, რაჲთამცა აღასრულეს მსგავსად შჯულისა ყოველივე, რაჲ წერილ იყო.
    39.     და მუნქუესვე აუწყა მას სულმან წმიდამან და ჰრქუა: აღდეგ, მოხუცებულო! რად ჰზი?
    40.     აღდეგ და მირბიოდე ტაძრად, რამეთუ მოვიდა განმტევებელი შენი.
    41.     განაგე სახლი შენი და განჰმზადე სამკუდროჲ შენი, რამეთუ მოწევნულ არს ჟამი შენი, და წინაწარმეტყუელებდ ტაძარსა მას შინა.
    42.     ვითარცა ესმა ესევითარი, მეყსეულად აღდგა და განძლიერდა და წინამძღურობითა სულისა წმიდისაჲთა მირბიოდა ტაძრად და მიუსწრვო ქალწულსა მას, რომელსა მოჰყვანდა დიდებული იგი.
    43.     ოდეს შევიდა სჳმეონ და დადგა იგი წინაშე საკურთხეველსა და მოელოდა ცხებულსა მას, რომელი სულმან წმიდამან აუწყა მას, და ჰხედვიდა იგი მრავალთა დედათა, რომელთა შეჰყვანდეს ყრმანი.
    44.     შევიდა მარიამცა ტაძარსა მას შორის მათსა, რამეთუ თანა არა ზიარ იყო შობასა მას ბუნებისასა, და სჳმეონ ჰხედვიდა ყოველთა დედათა, ვითარცა არს მიხედვაჲ კაცისაჲ.
    45.     და ვითარ მიჰხედა წმიდასა მას ქალწულსა არა ვითარ სხუათა მათ, არამედ ვითარცა მადლითა შემოსილსა და ყოვლად უჴრწნელსა და მბრწყინვალესა, მირბიოდა მისა და ეტყოდა იგი სიმრავლესა მას დედათასა:
    46.     გზა-მეცით მე, რაჲთა მივეახლო მე წმიდასა მას და სასურველსა და ვიხილო, რომელსა-იგი წინაჲთვე უხილავ.
    47.     და თქუენ, მჴევალნი ეგე, რაჲსათჳს აზნაურსა მას დედოფალსა ეგოდენ შეეახლებით, ანუ რაჲსათჳს საკურთხეველად მიგყვანან ყრმანი თქუენნი?
    48.     მოიქეცით და მოჰგუარენით აქა ყრმასა, რომელი უწინარეს აბრაჰამისსა არს.
    49.     და ვითარ მიიქუა უფალი, რომელი-იგი ყრმად ჩნდა, მკლავთა თჳსთა წინაწარმეტყუელმან, აკურთხნა იოსეფ და ქალწული იგი, ხოლო წინაწარმეტყუელებაჲ უფლისა შეწირა და ქალწულსა მას ეტყოდა: ვითარ სახედ ჰხედავ შენ ყრმასა ამას, ქალწულო?
    50.     შენი და არა შენი, რამეთუ შენ ქალწულებასავე ჰგიე, და რაჲსა მაგას შენ ძუძუსა აწოვებ, რაჲთამცა აღჰზარდე და გესუა ეგე ყრმად?
    51.     არა უჴმს საზრდელი, რამეთუ მაგან უწჳმა ერსა მანანაჲ და ყოველნი დაბადებულნი მაგან შექმნნა – ცაჲ და ქუეყანაჲ და ყოველი, რაჲ არს მათ შინა.
    52.     ესე არს დაცემად და აღდგომად და სასწაულად მრავალთა და შენსაცა სულსა განვლოს მახჳლმან.
    53.     ესე სჳმეონ ამას რაჲ ეტყოდა ქალწულსა მას მისთჳს, რომელი-იგი ყრმად ჩნდა იესუ, ვითარმედ „დაცემად და აღდგომად“.
    54.     და რაჲსათჳს დაცემად გინა აღდგომად?
    55.     აწ ჭეშმარიტ არს სიტყუაჲ იგი.
    56.     არა თუ სჳმეონ თჳსითა გონებითა, არამედ უწყებითა სულისა წმიდისაჲთა ეტყოდა ქალწულსა მას უფლისათჳს: დაცემად ურწმუნოთათჳს იტყოდა და აღდგომად – მორწმუნეთათჳს.
    57.     დაცემაჲ იგი – კრებულსა მას ჰურიათასა, ხოლო აღდგომაჲ – ეკლესიათაჲ;
    58.     რამეთუ დაეცა იუდა და აღდგა მატათია;
    59.     დაცემაჲ მარცხენითისაჲ მის ავაზაკისაჲ და აღდგომაჲ – მარჯუენითისაჲ მის, რამეთუ ჰრწმენა და მყის სამოთხჱ მოიპოვა, ხოლო იგი ურწმუნოებითა დაეცა და წარწყმდა.
    60.     „დაცემად და აღდგინებად და სასწაულად მრავალთა“.
    61.     ჭეშმარიტ არს სასწაული იგი საცილობელი.
    62.     უფალი გამოჩნდა, რომელი ქალწულისაგან იშვა.
    63.     დიდი სასწაული არს შობაჲ ქალწულისაგან და კუალად დადგრომად ქალწულადვე, რამეთუ სასწაულ არს ქალწული.
    64.     ისმინე ესაიაჲსი, რასა ეტყჳს აქაზს;
    65.     ეტყჳს, ვითარმედ: ითხოვე სასწაული უფლისა მიერ ღმრთისა შენისა სიღრმედ ანუ სიმაღლედ.
    66.     და თქუა აქაზ; არა ვითხოვო, არცა განვცადო უფალი.
    67.     და თქუა ესაია: რამეთუ თავადმან უფალმან მოგცეს თქუენ სასწაული: აჰა ესერა ქალწული მიუდგეს და შვეს ძჱ და უწოდიან სახელი მისი ემმანნუელ.
    68.     ამის ქალწულისაგან, რომელი-იგი იშვებოდა სასწაულად, რომელი-იგი ეყო მრავალთა ენოვანთა საცილობელ, სჳმეონ წინავე ჰრქუა ქალწულსა: ესე არს დაცემაჲ დ აღდგომაჲ ისრაელისაჲ და სასწაულად მრავალთა;
    69.     და შენსაცა სულსა განვლოს მახჳლმან, რაჲთა გამოცხადნენ ყოველთა კაცთა გულის სიტყუანი.
    70.     ამას სიტყუასა ვინმე ჰგონებდეს, ვითარმედ მახჳლითა აღესრულოს წმიდაჲ ქალწული და იმარტჳროსო, რომელი-იგი სჳმეონ ჰრქუა, ვითარმედ „შენსაცა სულსა განვლოს მახჳლმან“.
    71.     არს, გარნა არა ეგრე, რამეთუ მახჳლი მჭედელთაგან განიჭედის და ჴორცი განიკუეთის, არა ხოლო თუ სულიცა.
    72.     ოდეს ჯუარს აცუეს იესუ ჰურიათა და მზესა მოაკლდა ნათელი და კლდენი განსთქდეს, ამისთჳს ვითარცა მახჳლმან განვლო სულსა მისსა.
    73.     ამას მახჳლსა იტყოდა სჳმეონ, რომელი-იგი ურვაჲ მოწევნად იყო ქალწულისა და მისი წინავე აუწყა.
    74.     და კუალად, ოდეს-იგი ჰგონებდა წარწყმედასა მისსა, რომელ-იგი მოსლულ იყო მოძიებად წარწყმედულთა.
    75.     და რამეთუ ურვასა შევარდა ქალწული იგი და ჰგონებდა წარწყმედას ძისა თჳსისასა.
    76.     ისმინე აწ, ვითარ იტყჳს ლუკა: და ოდეს იყო იგი ათორმეტის წლის.
    77.     და რაჲ არს „ოდეს იყო იგი ათორმეტი წლის“?
    78.     რამეთუ ცნობაჲ ცნობასა წარჰმატებს და ძიებაჲ ძიებასა აუწყებს: „და ოდეს იყო იგი ათორმეტის წლის“.
    79.     ვინ? – მხოლოდ-შობილი ძჱ ღმრთისაჲ უწინარჱსი საუკუნეთაჲ.
    80.     და ოდეს იყო იესუ ათორმეტის წლის?
    81.     ვინაჲთგან? – არამედ ქალწულისა მიერ შობითგან და ჟამითი-ჟამად წარემატებოდა ჰასაკითა და კაცობრივსა მას ზომასა დაამტკიცებდა, ვითარცა იტყჳს მახარებელი: და ყრმაჲ იგი იესუ აღემატებოდა ჰასაკითა და სიბძნითა და მადლი ღმრთისაჲ იყო მის ზედა.
    82.     აწ იხილე მახარებელისაჲ იგი ჭეშმარიტად გამოთქუმაჲ.
    83.     არა თქუა, ვითარმედ „სიტყუაჲ ღმრთისაჲ წარემატებოდა“, არამედ „კაცობისა ჰასაკითა“.
    84.     ამისთჳს მახარებელმან თქუა: ოდეს იყო იგი ათორმეტის წლის, აღიყვანეს ყრმაჲ იგი მშობელთა მისთა იერუსალემდ დღესასწაულსა მას ზატიკობისასა და აღასრულნეს დღენი იგი და მიიქცეს იგინი სოფლადვე თჳსა.
    85.     და დაშდა იესუ მარტოჲ. და არა უწყოდა ესე მარიამ, ჰგონებდა, ვითარმედ თანა-მავალთა თანა არს.
    86.     და, ვითარ მოვიდეს დღისა სავალსა და ეძიებდეს ნათესავთა და მეცნიერთა თანა და ვითარ არა პოვეს, უკუნიქცეს მუნვე იერუსალემდ ძიებად მისა.
    87.     აწ ვითარ აღესრულების სიტყუაჲ იგი სჳმეონისი ქალწულისა მიმართ, ვითარმედ „შენსაცა სულსა განვლოს მახჳლმან“? – ურვისა და ძიებისა მისთჳს.
    88.     და ღაცათუ ქალწულ დედაჲ იგი, არამედ მუცელმან იტჳრთა და ზრუნვით ზრდიდა მას და აქუნდა ვითარცა შვილისა მიმართ დედობისაჲ იგი შრომაჲ და ზრუნვაჲ და ეგონა, ვითარმედ წარუწყმდა, და ეძიებდა მას სამ დღე ურვითა გულისაჲთა და იტყოდა: ვაჲმე! რაჲ ესე შემემთხჳა მე?
    89.     რამეთუ, ოდეს-იგი ვჰგონებდი შესაძინელსა, მაშინ განმეჴუა მე!
    90.     ვინ-მე-რაჲ მიმპარა საუნჯჱ იგი?
    91.     აწ მე არღარა დედათა შორის კურთხეულ;
    92.     არღარა თქუან ჩემთჳს, ვითარმედ: „ნეტარ იგი მუცელი, რომელმან გიტჳრთა შენ, და ნეტარ იგი ძუძუნი, რომელნი გაწოვებდეს შენ“! ვინ-მე რაჲ მიმპარა?
    93.     აჰა ესერა ელისაბეტს უხარის და მე ვწუხ;
    94.     მას მჴედარი იგი აქუს და მე მეუფჱ იგი განმეჴუა;
    95.     მონაჲ დაიცვების და უფალი არა ჩას.
    96.     სადა არს გაბრიელისი იგი ხარებაჲ?
    97.     სადა არს მოგუთაჲ იგი თავყანის-ცემაჲ და მწყემსთა სიხარული?
    98.     ოდეს-იგი დედოფლებასა ვჰგონებდი, მაშინ გლახაკ ვიპოვე!
    99.     აწ სჳმეონ ესრჱთი ესე ურვაჲ ვითარცა მახჳლისა განსლვაჲ წინავე ქალწულსა მას აუწყა, რამეთუ ეტყოდა: „შენსაცა სულსა განვლოს მახჳლმან“.
    100.     არა თქუა, თუ „დაადგრესო“, ანუ „ეუფლოსო“, არამედ „განვლოსო“.
    101.     ესე არს, რამეთუ მცირედსა ჟამსა ურვაჲ შეგემთხჳოს და მუნქუესვე განერე.
    102.     აწ იხილე, რომელსა ურვასა ქალწული შევრდომილ იყო და ჰგონებდა წარწყმედასა, რომელი-იგი მოსლულ იყო მოძიებად წარწყმედულთა, ვითარცა იტყჳს სახარებაჲ: და მესამესა დღესა პოვეს იგი ტაძარსა მას შინა, რამეთუ ჯდა იგი მღდელთმოძღუართა შორის და ჰკითხვიდა და ისმენდა მათსა.
    103.     და ჰრქუა დედამან: შვილო, რაჲ ესე მიყავ ჩუენ, რამეთუ აჰა ესერა ურვით გეძიებთ შენ?
    104.     და ვითარ-იგი წინაჲთ ვთქუთ, აღესრულებოდეს სიტყუანი იგი სჳმეონის წინაწარმეტყუელისანი, ვითარმედ „შენსაცა სულსა განვლოს მახჳლმან“, და ქალწული იგი ეტყოდა იესუს:
    105.     რაჲსათჳს არა მოხუედ ჩუენ თანა, შვილო, ანუ რად ჰზი შენ შორის მღდელთმოძღუართა და ჰკითხავ და ასწავებ, რომელსა წიგნი არღა გისწავიეს, და იგინი გხედვენ, ვითარცა მჴეცნი კრავსა?
    106.     ხოლო უფალი გამოუცხადებდა მათ საიდუმლოსა ღმრთეებისა თჳსისასა კაცობრივ და ჰრქუა მათ: რად მეძიებთ მე?
    107.     არა იცოდეთა, რამეთუ სახლსა მამისა ჩემისასა ჯერ-არს ჩემი ყოფაჲ?
    108.     რასა იტყოდა ჩემთჳს სჳმეონ? არა უფლით მხადოდაა მე და ღმრთად აღმიარა?
    109.     და თქუენ ვითარცა ყრმასა მეძიებთ!
    110.     ერთი მივის მამაჲ, ხოლო თქუენ მსახურად ოდენ მოგიგენ.
    111.     აწ სიტყუაჲ ესე დავასრულოთ და მოვიწრაფოთ საკურთხეველად და საიდუმლოსა ზიარ ვიქმნნეთ,
    112.     რომლისა მიერ ყოველი სოფელი განმტკიცნების და ეკლესიაჲ განმრავლდების ქრისტე იესუჲს მიერ უფლისა ჩუენისა, რომლისაჲ არს დიდებაჲ თანა მამით და ყოვლად წმიდით სულითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ.


19

    1.     საკითხავნი წმიდათა მარხვათანი. თქუმული წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა იოანე ოქროპირისაჲ. მარხვისათჳს და იონაჲსთჳს
    2.     გამოჩინებულ და შუენიერ არს დღესასწაული ესე და უზეშთაეს და უმაღლჱს არს ჩუეულთა მათ დღესასწაულთა კრებაჲ ესე.
    3.     და რაჲ-მე არიან ძალნი? ხოლო მე ვიტყჳ, ვითარმედ მარხვისაგან არიან განწესებანი მართლ მმარხველთანი, არა შემოახლებული ესე, არამედ რომელსა-იგი მოველით.
    4.     რამეთუ იგი არს, რომელმან-იგი შემკრიბნა მამულსა ამას სახლსა და რომელნი-ეგე პირველ უდებ იყვენით და მოზარე და მორიდე და განბნეულ, ამან ვითარცა დედამან შემოგკრიბნა და შეგიწყნარა თქუენ.
    5.     უკუეთუ მოლოდებასა ამას ესთენსა განკრძალვასა გიბრძანებს, რაჟამს მოვიდეს და მოიწიოს, რავდენ არა უფროჲს შიში და მოთმინებაჲ გიჩუენოს!
    6.     ესრე სახედცა ქალაქი განეკრძალის და განემზადის მოლოდებასა და შემოსლვასა საშინელისა ჴელმწიფისასა და ადრე-ადრე დაუტევიან უდებებაჲ და განეკრძალნიან შიშსა და მიგებებასა.
    7.     ხოლო მარხვაჲ და სიწმიდჱ ნუვის უჩნ საშინელ და საზარელ.
    8.     არამედ არა თქუენდა საშინელ არს, არამედ ბუნებასა დევთასა.
    9.     და თუ ეშმაკეულ ვინმე იყოს, უჩუენე მას სახჱ მარხვისაჲ.
    10.     იპოოს ვითარცა ლოდი შეუძრავი და შეურვებულ შიშითა მით და დანაბულ და ვითარცა საკრველითა რკინისაჲთა შეკრულ და უფროჲს, რაჟამს იხილოს თანა-მოღუაწჱ იგი მარხვისაჲ – ლოცვაჲ.
    11.     რომლისათჳსცა ქრისტჱ იტყჳს, ვითარმედ: ესე ნათესავი არარაჲთ განჴდეს, გარნა ლოცვითა და მარხვითა.
    12.     აწ ვინაჲთგან მტერისა ამისთჳს ჴსნისა ჩუენისა და მჴდომის ცხოვრებისა ჩუენისა ესრჱთ საშინელ არს მარხვაჲ, უკუე წეს-არს შეყუარებად იგი და მიახლებად მისა და არა მორიდებად მისგან.
    13.     ხოლო მორიდებაჲ წეს არს ნაყროვანებისაგან და მთრვალობისაგან და არა მარხვისაგან.
    14.     რამეთუ იგ არს, რომელმან შეგუკრნა ჩუენ საკრველითა ნაყროვანებისაჲთა და მიგუცნა ჩუენ ჴელთა ბუნებასა სალმობიერსა, გუეუფლა და დაგჳმორჩილნა ჩუენ ვითარცა ტყუენი დამონებულნი.
    15.     ხოლო მარხვამან და ლოცვამან განგუათავისუფლნა ჩუენ მონებისაგან და განგჳტევნა ჩუენ კრულებათაგან და გამოგჳყვანნა ჩუენ მძლავრებისაგან და მასვე პირველსა აზნაურებასა დაგუადგინნეს ჩუენ.
    16.     აწ ვინაჲთგან მტერსა ამას ჩუენსა წინა-აღუდგეს და მონებისაგან გამოგჳყვანნეს და აზნაურებად მოგჳზიდნეს, რაჲღა უფროჲს გჳჴმს გამოცდილებაჲ სიყუარულისა მის მათისაჲ, რომელ არს ჩუენდა მომართ?
    17.     აწ გნებავს ცნობად, რავდენ-რაჲ სამკაულ არს კაცთა მარხვაჲ და ლოცვაჲ, ანუ რავდენი მცველობა და კრძალულება არს?
    18.     აწ გნებავს გულისხმის-ყოფად და ცნობად, ხოლო ამითვე გულისხმა-ყავთ მოვანეთაგან დაწესებულთა წესი, თუ ვითარ იგინი განყენებულ და განშორებულ არიან ყოველთაგან აღძრვათა და განცხრომათა ამის სოფლისათა:
    19.     ვიეთნიმე თავთა ზედა მთათასა, ვიეთნიმე ტალავრებითა უდაბნოსა დაყუდებულ და ვითარცა ნავთსადგურსა მშჳდობისასა შევედრებულ, ამათ შეყოფილ შეძინებად და მოდგამ ცხორების შეთუალულ.
    20.     და იგინივე მათგან გამოაჩინნა ანგელოზად კაცთა შორის და არა თუ იგი ხოლო, არამედ რომელნი ქალაქთაცა შინა მყოფ არიან, რომელნი-იგი მახლობელ არიან ლოცვასა და მარხვასა, მასვე სიმაღლესა დიდებისასა ახილვასა გჳრგჳნოსან იქმნენ,
    21.     ვითარცა-იგი მოსე და ელია, თავნი იგი და მოწაფენი ძუელისა მის შჯულისაგანნი, რომელნი რომლითა სახითა იქმნეს წარმოჩინებულ და ძლიერ, რომელთა აქუნდა კადნიერებაჲ სიყუარულისა მის მიმართ ღმრთისა,
    22.     რამეთუ, რაჟამს უნებნ მიახლებად მისა და სიტყუად მისა, ვითარცა კაცმან მიიახლნის და შეივედრნის იგინი.
    23.     ამისთჳსცა ღმერთმან რაჟამს შექმნა დასაბამსა კაცი, ადრე-ადრე მუნთქუესვე მარხვისა მცნებაჲ უბრძანა მას და ვითარცა მოწლესა დედასა და შჯულიერსა მოძღუარსა მითვე იგი შეჰვედრა მას,
    24.     რამეთუ, რაჟამს ეტყჳს, ვითარმედ: ყოვლისა მის ხისა სამოთხისა ნაყოფი შჭამოთ, ხოლო ხისა მისგან ცნობისა კეთილისა და ბოროტისა არა შჭამოთ, არცა მიეხნეთ.
    25.     ამით გჳჩუენა ჩუენ სახჱ მარხვისაჲ.
    26.     უკუეთუ სამოთხესა შინა პატიოსან და შერაცხილ იყო მარხვაჲ, რავდენ არა უფროჲს გარეშე სამოთხესა მას!
    27.     უკუეთუ გუემამდე შერაცხილ იყვნეს წამალნი იგი, რავდენ არა უფროჲს შემდგომად გუემათა მათ!
    28.     უკუეთუ ვიდრე არღა ზრზენადი იგი გულის თქუმათაჲ მათ ბრძოლილ იყო, მარჯუე და წეს-იყო საჭურველი იგი, რავდენ არა უფროჲს შემდგომად გულის თქუმათა მათ წეს-არს მოპოვნებად, რამეთუ პირის საცემელად ეშმაკთა დიდი საჭურველი და შეწევნაჲ არს მარხვაჲ.
    29.     უკუეთუ ამის ჴმისამცა მორჩილ იყო ადამი, არღარამცა ესმა ჴმაჲ იგი მეორედ, რომელი ისმა მისა მიმართ, ვითარმედ: მიწაჲ იყავ და მიწადვე მიიქცე,
    30.     ხოლო, ვინაჲთგან-იგი არა ისმინა, ამისთჳს შრომაჲ, ჭირი, მწუხარებაჲ, სიკუდილი და ცხოვრებაჲ უმძიმჱს სიკუდილისა განეწესა მის ზედა, ამისთჳსცა ეკალი და კუროჲსთავი;
    31.     ამისთჳს სალმობანი, სალმობაჲ შობასა და ცხორებაჲ დაშრომითი.
    32.     ჰხედავ, ვითარ განრისხნა ღმერთი შეურაცხებას ზედა მარხვისასა!
    33.     და ისწავე მეორედ, ვითარ უხარინ პატივის-პყრობა ზედა მარხვისასა.
    34.     რამეთუ, რაჟამს შეურაცხ-იქმნა მარხვაჲ, პატიჟად სიკუდილი განაჩინა შეურაცხის მყოფელსა მას ზედა მარხვისასა.
    35.     ესრე სახედცა, რაჟამს პატიოსან ყო მარხვაჲ, დაიყენა სიკუდილი იგი.
    36.     აწ ჰნებავს, რაჲთამცა აჩუენა ძალი საქმეთაჲ მათ, რომელ მისცა მას ჴელმწიფებაჲ შემდგომად ბრძანებისა მის და შემდგომად ჭირთა მათ, რომელნი შეყენებულ იყვნეს სიკუდილსა, ჴელთ დებულნი მისგან მოუხუნა და მუნვე მასვე ცხოვრებასა დაამტკიცა და განაწესა.
    37.     და ესე არა თუ ორითა და სამითა, გინა ოცითა კაცითა, არამედ დიდი იგი სიმრავლჱ აღმურვილი დიდისა მის და საკჳრველისა ქალაქისა ნინეველთაჲსა,
    38.     რომელნი მუჴლ-დადგმით დავრდომილ იყვნეს და თავ-მოდრეკილ რეცა მღჳმესა შთავრდომილნი ისხნეს და მოელოდეს ზეგარდამო გუემასა მას რისხვისასა,
    39.     მაშინ ადრე-ადრე შეუდგა მწრაფლ და მიიწია ფრთე-მალედ ძალი იგი და მუნვე კუალდ ბრძანებასა მას რისხვისასა მიაქცევდა, გამოზიდვიდა და გამოიყვანებდა, ჴელთაგან მძლავრ ბრძანებისა მისგან განარინებდა და მასვე ცხოვრებასა ზედა ნუგეშინისცემდა.
    40.     ხოლო აწ ამიერითგან, თუ გნებავს სმენად სიტყუათაჲ ამათ, ვიწყო თხრობად საკითხავთაჲ ამათ.
    41.     და იყო სიტყუაჲ უფლისაჲ იონაჲსა მიმართ და ჰრქუა: აღდეგ და მივედ დიდსა მას ქალაქსა ნინევედ, რომლითაცა ჰნებავნ დიდითა მით ქალაქითა განსწავლაჲ მისი, რომლისაჲ იგი მეოტებაჲ წინაჲსწარ უწყოდა.
    42.     აწ პირველად ვისმინოთ ქადაგებისაჲ მის, რომელსა იტყჳს: შემდგომად სამისა დღისა ნინევჱ დაემჴუას.
    43.     აწ რაჲსა-მე წინაჲსწარ უთხრობს, რომელსა ზედა ჰნებავს რისხვაჲ?
    44.     – წინაჲსწარ უთხრობს, რაჲთა არა ჴელს-ჴელ გუემნეს ამისთჳს გეჰენიაჲთა მით;
    45.     უთქუმიდა, რაჲთა არა გეჰენიასა მას დაითქნენ;
    46.     ზარსა განგუჴდის ჩუენ სიტყჳთა, რაჲთა არა საქმითა გუსაჯნეს.
    47.     ანუ რაჲსა ჟამი იგი ბრძანებისაჲ მის იწროდ და მოკლედ განაჩინა?
    48.     – რაჲთა უსმთაჲ მათ ნათესავთაჲ ისწაოს საქმჱ, რომელთა-იგი ორსა მას დღესა შეუძლეს ეგოდენთაჲ მათ შეცოდებათა აჴოცაჲ და წარწყმედაჲ და ღმრთისა დამშჳდებაჲ.
    49.     აწ ღმრთისა კაცთ-მოყუარებისა მისთჳს დაგიკჳრდინ, ვითარ მესამესა დღესა შემძლებელ იქმნეს მოუგონებელთა მათ ქველის საქმეთა მოღებად, და შენ ნუ დაჰბრკოლდები და იჯმნი, და თუ ბევრ წილ შეცოდებულ იყო,
    50.     რამეთუ, რომელ-იგი უსუსურ და დაჴსნილ არნ გონებითა და ღათუ მრავალი ჟამი დაყვის სინანულსა შინა, არა პოვის სარგებელი თავისა თჳსისაჲ და ვერცა დაიგის ღმერთი განბნეულითა მით გონებითა თჳსითა.
    51.     ეგრე სახედცა, რომელი მოსწრაფე და გულს-მოდგინე არნ და ნუგეშინის-ცემულად ცხონდებინ და დიდითა შრომითა სინანული აჩუენის, ესევითარი ესე შემძლებელ არს მცირითა ჟამითა მრავალთა წელთა შეცოდებათა თანა-ნადებთა გარდაჴდად.
    52.     არა პეტრე ფიცით სამ გზის უვარ-ყოა?
    53.     არა ერთისა ქალისა მჴევლისა სიტყჳსა შეშინდა და შებრკოლდა?
    54.     და მერმე რაჲ ნუთუ მრავალი წელი დაშურაა სინანულსა?
    55.     – არასადა, არამედ მუნთქუესვე და მასვე ღამესა დაეცა და აღემართა, იწყლა და დასნეულდა და მერმე განიკურნა და განცოცხლდა.
    56.     და თუ სთქუა, ვითარ ანუ ვითარ სახედ? – იტყჳს: ტიროდა მწარედ.
    57.     არა თუ უდბ˜დ და ვითარ ხუნდა, არამედ დიდითა გულს-მოდგინებითა.
    58.     ამისთჳსცა მახარებელი იტყჳს: არა უდბად ტიროდა, არამედ „ტიროდა მწარედ“.
    59.     და რავდენ მე რაჲ იყო ცრემლთაჲ მათ ძალი, სიტყჳთ ხოლო ვერ მიგაწიო და გაცნობო, ხოლო ძალი და ახილვაჲ საქმისაჲ მის გამოაჩინებს: რამეთუ შემდგომად გარდარეულად შეცოდებისა მის უვარებისა, – რამეთუ ვერ ესწორების ამას შეცოდებასა სხუაჲ ბრალი და შეცოდებაჲ, –
    60.     ხოლო შემდგომად ესოდენისა მის ძჳრისა, მერმე მასვე დიდებასა და პატივსა განაწესა და დაადგინა ჴელმწიფედ ეკლესიათა ზედა და ყოველთა ცისკიდეთა ზედა დაადგინა, თავად ყოველთა ზედა გჳჩუენა ჩუენ იგი, უმეტჱს ყოველთა მოციქულთასა ყო იგი.
    61.     რამეთუ სიყუარული იგი მისი ახილვა იქმნების მისა უფლისა მიერ მისისა, ვითარცა იტყჳს: პეტრე, გიყუარ- მეა შენ უფროჲს ამათსა ანუ მსგავს ამათსა?
    62.     რაჲ-მე უფროჲს არს წადიერებისა და გულს-მოდგინებისა და მჴნისა გონებისა?
    63.     ნუ იტყჳ, ვითარმედ ნინეველთა მათ კაცთა მართლად ულხინა ღმერთმან, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: მონამან რომელმან არა უწყინ ნებაჲ უფლისა თჳსისაჲ და არა ყოს ბრანებაჲ მისი, მიიღენ ცემაჲ და მცირედ,
    64.     რაჲთა არა ამას იტყოდი: ამისთჳს წარმოგიდგინა შენ პეტრე – მონაჲ თჳსი საშოვალ, რომელმანცა-იგი იცოდა ნებაჲ უფლისა თჳსისაჲ, რამეთუ შესცოდა მიუტევებელი და მოუგონებელი შეცოდებაჲ, იხილე აწ, რომელსა კადნიერებასა ანუ პატივსა დიდებისასა აღამაღლა!
    65.     ეგრე სახედცა შენ, რაჟამს სცოდო, ნუ განვრდომილ სცთები ყოვლითურთ, რ̃ შეუძლებელ და მიუტევებელ ცოდვაჲ იგი არს, რომელსა დგანან და ყოვნიან მასვე შინა.
    66.     რამეთუ ამას თჳთ მოციქული ზრუნვით და ჭუვილით იტყჳს და ამასცა მისწერს: ნუთუ, რაჟამს მივიდე თქუენდა, და-ნუ-რაჲ-მამდაბლოს მე ღმერთმან თქუენთჳს და გლოვასა შევრდომილ ვიპოო მრავალთათჳს თქუენ შორის,
    67.     არა მათთჳს, რომელთა ცოდეს ხოლო, არამედ მათთჳსცა, რომელთა-იგი არა შეინანეს გულის-თქუმათა და სიბილწეთა, რომელ ქმნეს.
    68.     ხოლო აწ სინანულისათჳს. რომელი ჟამი ყოფად არს მარჯუე უფროჲს ამის ჟამისა, რომელ არს მარხვაჲ?
    69.     ხოლო აწ მივიქცეთ მათვე საკითხავთა და სათხრობელთა.
    70.     და რაჟამს ესმა წინაწარმეტყუელსა მას მოციქულებაჲ იგი, შთავიდა იოპედ, რაჲთა მიივლტოდის თარშით პირისაგან უფლისა.
    71.     ვიდრე ივლტი, ჵ, კაცო? არა გასმიეს წინაწარმეტყუელისაჲ მის, რომელსა იტყჳს: ვიდრე ვიდე სულისაგან შენისა, ანუ პირისა შენისაგან ვიდრე-მე ვივლტოდი? – ქუეყანას ზედა?
    72.     იტყჳს: უფლისაჲ არს ქუეყანაჲ და სავსებაჲ მისი.
    73.     ჯოჯოხეთა შთა-თუ-ვჴდე, მუნცა ახლოსვე ხარ, მუნცა ჴელი შენი მიძღოდის მე და მარჯუენემან შენმან შემიწყნაროს მე.
    74.     ესე ყოფილცა არს, ხოლო, რამეთუ ცოდვაჲ ესრჱთ არს, დიდსა უგუნურებასა და ცთომილებასა დაანთქნის სულნი ჩუენნი.
    75.     ვითარცა მთრვალობამან და ბრუ-ქცეულებამან ვინმე შეიპყრის, ცუდად მიმოდავალნ და ეფუეშუებინ და, თუ მოემთხჳის მთხრები ანუ კლდჱ, გარდავარდის ანუ რომლითავე სახითა უნასეულ იქმნის ურიდად და უშიშად სლვითა მით დაცემულ.
    76.     ესრე სახედცა რომელნი ცოდვითა შეპყრობილ არიან, ვითარცა მთრვალობითა უწესოებისაჲთა და საქმითა გულის თქუმისაჲთა, შეკრულ არიან და მოჭიმულ და შეპყრობილ არიედ და არა უწყიედ, რასა იქმედ;
    77.     არცა მახლობელი უწყიედ, რაჲ არნ, არცა შორიელი უცნობიენ, რაჲ ყოფად არნ, და არცა უფალი თჳსი მოიჴსენიან.
    78.     ხოლო აწ შენ ამიერითგან მერჩდი და ისმინე წუთ ერთ და საქმისა მისგანვე სცნა ძალი იგი.
    79.     ხოლო ჴელთაგან ზღჳსათა მონა-მოყუსისაგან ვერ ივლტოდა, ვერცა განერა და, ვიდრე არღა მიახლებულ იყო ნავსა მას, მუნთქუესვე ზღუაჲ იგი ღელვათა აღამაღლებდა და განძჳნებულ და განძლიერდებოდა.
    80.     და ვითარცა მონამან უფლის მოყუარემან და სარწმუნომან მოყუასი იგი თჳსი პოვა, ვითარცა განდგომილი და მეოტი, ვითარცა მპარავი და ავაზაკი საუფლოჲსა ფასისაჲ, და არა განეშორების და არცა განეყენების მათ,
    81.     რომელნი-იგი მასპინძელ ექმნნეს მას, მრავლითა მიზეზითა და ყუედრებითა არცხუენდა მას, ვიდრემდის მო-ცა-უღო მას მოცემული უფლისა მიერი.
    82.     ესე უყო ზღუამან მან: ვითარცა პოვა მოყუასი იგი თჳსი და იცნა იგი, ათასითა ფერითა დააშრო იგი ამბოხი და ღაღადებაჲ, და რისხვაჲ აღადგინა მის ზედა.
    83.     არა საშჯელად მიიზიდა და მიიყვანა, არამედ თჳთ თავადი უთქუმიდა და სასტოოდა, რაჲთამცა დაათქა იგი, და არა თუ მოყუასსა მას თჳსა განმართ გაუტევებდა, ვითარცა ესე ყოველი იქმნებოდა.
    84.     მერმე რაჲ ყვეს მენავეთა მათ?
    85.     – იტყჳს: გარდააბნიეს ჭურჭელი იგი ნავისა მისგან, და მითცა ნავი იგი არა აღმცირდებოდა, რამეთუ, რომლისათჳს-იგი განრისხებულ იყო ზღუაჲ იგი, ნავსა მას შინაღა იყო – თჳთ ჴორცნი იგი წინაწარმეტყუელისანი მის.
    86.     არაჲ თუ სიმრავლჱ ჴორცთაჲ მათ რაჲმე მძიმე იყო, არამედ ცოდვაჲ შეცოდებათაჲ მათ ვითარცა ტჳრთი მძიმე იყო, რამეთუ არა არს უმძიმე და უძნელე ტჳრთ, ვითარცა ცოდვაჲ და განდგომილებაჲ.
    87.     ამისთჳსცა წინაწარმეტყუელი ზაქარია იტყჳს და ბრპენსა ამსგავსებს ცოდვასა.
    88.     წინაწარმეტყუელი დავით ბუნებასა ცოდვისასა მოგუასწავებს და იტყჳს: რამეთუ უშჯულოებანი ჩემნი აღმემატნეს თავსა ჩემსა და ვითარცა ტჳრთი მძიმჱ დამიმძიმდა ჩემ ზედა.
    89.     და ქრისტჱ ეტყჳს მათ, რომელნი მრავალსა ცოდვასა წარგრაგნილ ცხონდებიან, ღაღადებს და ეტყჳს მათ: მოვედით ჩემდა ყოველნი დამაშურალნი ეგე და ტჳრთ-მძიმენი და მე განგისუენო თქუენ.
    90.     აწ იგი არს, რომელმან იგი მაშინ ნავი დაამძიმა და უნდა შთანთქმაჲ მისი და იონას ეძინა და ხურინვიდა.
    91.     ჴშირ იყო ძილი იგი, ხოლო არა იყო ტკბილ ძილი იგი, არამედ მწუხარებისაჲ იყო;
    92.     არა იყო უზრუნველებისაჲ, არამედ შენანებისაჲ, რომელმან მონამან ადრე ცნის შეცოდებაჲ ცოდვისა თუისისაჲ, ვითარცა-იგი მან ცნა, რამეთუ შემდგომად საქმისა მის ცოდვისა გულისხმა ყო და მოეგონა ძალი შეცოდებისაჲ მის.
    93.     რამეთუ იყოცა ეგრე შეცოდებაჲ იგი;
    94.     და შემდგომად, ვითარცა იშვა ცოდვაჲ იგი, მაშინღა აღადგინებს და განარისხებს სალმობასა სულთასა.
    95.     ცოდვაჲ იგი შობილი მჴდომ არს შჯულისა მის ჩუენისა შობისა, რამეთუ, ჩუენ რაჟამს ვიშვენით, სალმობაჲ იგი შობისაჲ მის დასცხრის და მშობელი იგი დაყუდნის.
    96.     ხოლო ცოდვაჲ რაჟამს იშვის, განბძარის და განხეთქის, ცოდავნ მშობელი, იგი არს ესე: შობილი იგი – ცოდვაჲ პირად-პირადი და ზრახვაჲ ბოროტი.
    97.     და მერმე რაჲ მენავეთ-მოძღუარი იგი აღდგომილი ეტყჳს მას: აღდეგ და ხადოდე უფალსა ღმერთსა შენსა, რამეთუ მიერითგანცა გულისხმა-ყო ზედამიწევნით, ვითარმედ არა არს აღძრვაჲ ესე ზღჳსაჲ ამის ჩუეულებათაებრ და აღძრვათა პირველთა,
    98.     არამედ ღმრთისა მიერი ბრძანებაჲ არს და უზეშთაეს და უძლიერჱს ჴელოვნებისა კაცთაჲსა და არაჲ სარგებელ და შემძლებელ არიან ჭირნი ესე და შრომანი მანქანათაჲ ამათ და ჴელოვნებათა მენავეთაჲ ამათ,
    99.     არამედ ესე სხუასა ვისმე ევედრების შემწედ და განრინებად მოიხადის მას, რომელმან ყოველი სოფელი შექმნა, განჰმზადა და დაამყარა თჳსითა სიბრძნითა.
    100.     ამისთჳსცა შემწესა ზესკნელსა შევედრებოდა.
    101.     ამისთჳსცა დაუტევნეს მენავეთა მათ საქმარნი იგი და აფრაჲ იგი უბოვანი, სუეტი იგი შუენიერი და მაღალი და საბელნი იგი განზიდულნი და ყოველი საქმარი მსგავსად აღსაგებელისა მის და ზომისა,
    102.     ვითარცა არნ, და ჴელ ზეაპყრობით ლოცვასა და ვედრებასა შინა იყვნეს, თუალნი ზეცად აეხილნეს და ღმერთსა ევედრებოდეს.
    103.     და ვითარ ვერარაჲ სარგებელ ექმნებოდა, მაშინღა წილ-იგდეს.
    104.     ამიერითგან მიეცემის წილსა მას თანა-მდები იგი ჴელთა პატიჟისათა, ხოლო მათ მითცა არავე შთააგდეს ზღუასა მას, ხოლო ეგდენსა მას შინა ჭირსა და აღძრვასა ზღჳსასა,
    105.     ვითარცა შორის მრავალსა მშჳდობასა, გულ-განურინებელად ნუგეშინის-ცემულ იქმნებოდა და საშჯელსა და განკითხვასა იქმოდეს ნავსა მას შინა.
    106.     მიუგებდა ერთიერთსა ქენობით და ეტყოდა და მიწევნით გამოეძიებდეს, ვითარ-მე ანუ რაჲთა-მე გამოაჩინონ, თუ ვინ ცოდა ანუ ვინ-მე მათგანი თანა-მდებ იპოვა.
    107.     აწ ისმინე მათი, რამეთუ, ვითარცა საშჯელსა შინა ყოველსა გამოიკითხვენ, ჰკითხვენ, ვითარმედ: რაჲ არიან საქმენი შენნი?
    108.     ვინაჲ ხუალ ანუ ვიდრე ხუალ? ანუ რომლისა სოფლისაჲ ხარ? ანუ რომლისა ერისაჲ ხარ?
    109.     მას ჟამსა ზღუაჲ იგიცა საშჯელად აღუდგა, ღაღადებდა და შეეტყუებოდა წილი იგი და შესწამებდა.
    110.     მითცა არცა ზღჳსა მის ღაღადებასა და არცა წილისა მის შეწამებასა არღა მიაწევდეს პატიჟსა, არამედ, ვითარცა საშჯელსა შინა, შ˜ს მსაჯულთა არა პირველად განაჩინიან და არცა თავ-ადგიან შეცოდებულთა მათ ზედა,
    111.     ვიდრე არა აღიარარის შეცოდებაჲ თჳსი, რომელ ქმნა, ესრე სახედცა მენავეთა მათ: იყვნეს უცებ და უმეცარ სასჯელსა და ბჭობასა შჯულისასა.
    112.     და რავდენი შიში და ზარი ღელვათაჲ მათ აღმაღლებულთაჲ, და ეგდენსა რისხვასა შეცულ და შეყენებულ იყვნეს და ზღუაჲ იგი საშინელად აღძრულ იყო!
    113.     და მისა ვინაჲ-მე იქმნებოდა ეგოდენი მხილებაჲ და ღუწოლაჲ, არა თუ ღმრთისა მოღუაწებათაგან?
    114.     რამეთუ ღმერთი არს, რომელი განჰმზადებდა და შეტყუებით ამხილებდა ამით სახითა და საქმითა განსწავლიდა წინაწარმეტყუელსა მას, რაჲთა ისწაოს კაცთ-მოყუარებაჲ და მორჩილებაჲ.
    115.     და ეტყჳს: მენავეთა ოდენ მაგათ ესმსგავსე, კაცთა უცებთა და უსწავლელთა, რამეთუ მაგათ ერთი ეგე სული არა უდებ-გყვეს და არცა მოუთუალველ და შეურაცხ, ხოლო შენ ქალაქი ერთი დიდი ყოვლითა კეთილითა სავსჱ და ურიცხჳ ბევრეული უდებ-ჰყავ, რავდენ შენ ჴელ-გეწიფა.
    116.     და ეგენი ეგერა ჰპოვენ მიზეზსა ჭირთა მათ თჳსთა შინა, რომელ შენ გამო არიან, და მითცა ეიძულების წარწყმედაჲ შენი და არა ჰნებავს.
    117.     ხოლო შენ ეგევითარი მიზეზი არა გაქუს ჴელთა ნინეველთა წარწყმედისათჳს.
    118.     რაჲსათჳს წინაჲსწარ განმზადებულ ხარ დაცემად ქალაქისა მაგის და წარწყმედად?
    119.     შენ ჩემსა ბრძანებასა არა მერჩდი, რაჲთამცა იჴსნა ქალაქი ნინევჱ ქადაგებითა.
    120.     ხოლო მათ არავისგან ესმა და არცა ამცნო ვინ.
    121.     ყოვლითავე განმზადებულ არიან და განკძალულ შენთჳს.
    122.     და შენ რომელი-ეგე მიზეზი ხარ მაგათისა მაგის წარწყმედისაჲ, არა ჰნებავს შენი წარწყმედაჲ, არამედ განრინებაჲ.
    123.     შემდგომად ზღჳსა მის დაშჯისა და წილისა მის შეწამებისა თჳთ თავსა თჳსა დაშჯიდა და სივლტოლასა მას აღიარებს.
    124.     და მათ მითცა არა ჴელი შეყვეს წინაწარმეტყუელსა მას, არამედ დგეს და ხედვიდეს მას და თავთა თჳსთა დაშჯიდეს და ბრალეულად ეპყრა და შემდგომად ესოდენისა შეცოდებისა უნდა მათ განრინებაჲ მისი ზღჳსა მისგან ღელვათაჲსა.
    125.     ხოლო ზღუაჲ იგი მითცა არა მიუტევებდა მას, არცა შეუნდობდა.
    126.     და არცა თუ ზღუაჲ იგი თჳთ მას იქმოდა, არამედ ღმერთი.
    127.     და ვითარცა ზღჳთა მით განსწავლიდა მას, ეგრეცა თევზითა მით აცნობებდა მას, რამეთუ, რაჟამს ესმა მისგან,
    128.     ვითარმედ: აღმიღეთ და შთამაგდეთ ზღუასა მაგას, და მენავენი იგი ფრიად ჰბრძოდეს, რაჲთამცა ჴმელად ვითარ-რაჲ გამოადგინეს ნავი იგი, ხოლო ღელვანი იგი ზღჳსანი არა ერჩდეს.
    129.     აწ შენ ჰხედავ წინაწარმეტყუელსა მას მეოტსა მისგანვე.
    130.     ისმინე აღსაარებაჲცა იგი შიგან მუცლით მჴეც-თევზისა მისგან, რამეთუ სივლტოლაჲ მისი ვითარცა კაცისაჲ ხოლო იქმნებოდა;
    131.     ხოლო აღსარებაჲ მისი – ვითარცა წინაწარმეტყუელისაჲ, რამეთუ ამიერითგან მიიღო და დაათქა იგი ზღუამან და, ვითარცა საპყრობილესა შინა,
    132.     რეცა თუ საკრველითა რკინისაჲთა შეჰკრვიდა და დასდებდა მას მუცელსა შინა თევზისასა და დაუმარხვიდა მას უფალსა მას თჳსა, ვითარცა მეოტსა მონასა.
    133.     რამეთუ ღელვათა მათ ურჩთა არა მოაშთვეს იგი და არცა მჴეცისა სახემან მან თევზმან, რომელმან შთანთქა იგი, არა განრყუნა, არცა წარწყმიდა, არამედ დაჰმარხა და მოიყვანა და ქალაქად მიავლინა.
    134.     რამეთუ ზღუაჲ იგი და თევზი სადა იყვნეს, უცნობელი ბუნებაჲ იყო და ესმოდა და ერჩდეს საღმრთოსა მას ბრძანებასა, რომლითაცა წინაწარმეტყუელი იგი განისწავლა.
    135.     მაშინღა ამისა შემდგომად შევიდოდა ქალაქსა მას შუენიერსა და დიდსა და უქადაგებდა ბრძანებასა მას პატიჟისასა, ვითარცა მუჰრაკითა სამეუფოჲთა მოსასრველსა მას ბრძანებასა, ღაღადებდა და იტყოდა, ვითარმედ: შემდგომად სამისა დღისა ნინევჱ დაქცევად არს.
    136.     და მათ ვითარცა ესმა ბრძანებაჲ იგი, არას ორგულებდეს დ არცა უდებ-იქმნნეს, არამედ ყოველნი ადრე-ადრე მირბიოდეს, თაყუანის-ცემასა.
    137.     და მარხვასა შეევედრებოდეს: მამანი და დედანი, ჴელმწიფენი და მფლობელნი, მოხუცებულნი და ნინველნი ყრმანი და ჭაბუკნი და საცხოვართა ბუნებაჲცა დამორჩილებულ იუზმებოდეს,
    138.     ყოველნივე ერთბამად ძაძა-შთაცუმულ და ნაცარ-თავსა-გარდასხმულ იქმნებოდეს, ყოველნი გლოვასა და მწუხარებასა შევარდებოდეს.
    139.     და თჳთ მეფჱ იგი მათი, რომელსა შარავანდნი თავსა ედგნეს, გარდამოსრულ საყდრით სამეუფოჲთ, ძაძასა შთაიცუმიდა და ნაცარსა თავსა გარდაისხმიდა და ესრჱთ შეუძლებდა განრინებად შეურვებულსა მას ქალაქსა მრავლისა მისგან ურვისა და ბრძანებისა მისგან საღმრთოჲსა.
    140.     და მუნ არს ხილვაჲ, საქმჱ საკჳრველი!
    141.     ძაძაჲ და ნაცარი პატიოსან იპოვა, ვიდრე შარავანდი და ძოწეული, რამეთუ რომლისაგან ვერ განარინნეს შარავანდმან და ძოწეულმან, ერეოდეს და განარინნეს ძაძამან და ნაცარმან.
    142.     აწ ჰხედავა, ვითარ არა უდებად ვთქუთ პირველსა მას თქუმულსა, ვითარმედ არა ჯერ-არს შეშინებაჲ და მორიდებაჲ მარხვისაჲ და თაყუანისცემისაგან, არამედ ნაყროვანებისაგან და მთრვალობისაგან ჯერ არს შიში და მორიდებაჲ:
    143.     რამეთუ მთრვალობამან და ნაყროვანებამან ქალაქი იგი აღმართებული და მტკიცჱ შეძრა და შეარყია და უნდა დამჴობაჲ მისი, ხოლო მარხვამან და თაყუანის-ცემამან დაამტკიცეს და აღჰმართეს.
    144.     ამათ გამოვე შთაჴდა დანიელ მღჳმესა მას ლომთასა და ვითარცა ცხოვართა შორის მშჳდთა და ყუდროთა მათებრ ვითარცა მათგანი დგა.
    145.     და ღათუ განძჳვნებულ იყვნეს კლვად მისა მეშალილებისა მისგან ბუნებისა დამზადებულსა მას ზედა ჴორცსა, და, ღათუ ბუნებაჲ იგი მჴეცთაჲ აწუევდა, შეიშინეს და ვერ იკადრეს შეხებად ჴორცთა.
    146.     ესე უწყი, რამეთუ მძჳნვარ და ძლიერ არს ლომი, განმტეხელ და წარმწყმედელ – უფროჲსღა, რომელნი-იგი შჳდ დღე შეყენებულ და უზმებულ იყვნეს ჩუეულისა მისგან საზრდელისა და ვითარცა მრისხანეთა მკლველთა შეიხილნეს ურთიერთას, მოასხნეს მისა გარემო მკლავნი მათნი,
    147.     რაჲთამცა ჭამეს და განძღეს ჴორცითა და სისხლითა მისითა, და მეყს შეშინდეს და დაჰჴსნდეს და რეცა შეირცხჳნეს მიახლებად ჴორცთა მის წინაწარმეტყუელისათა.
    148.     ამათ გამოვე სამნი იგი ყრმანი ბაბილოვნს საჴუმილსა მას ცეცხლისასა შევიდოდეს და მყოვარ ჟამ ცეცხლსა მას შინა იტყოდეს და უმბრწყინვალჱს და უნათლჱს ჴორცნი მათნი საჴუმილისაგან გამოვიდეს.
    149.     აწ, უკუეთუ ცეცხლ იყო ცეცხლი იგი, რად არა იქმოდა საქმესა ცეცხლისასა?
    150.     და თუ ჴორცნი იყვნეს ჴორცნი იგი მათნი, რად არა იგუემნეს ვითარცა ჴორცნი?
    151.     აწ, თუ ესრე სთქუა: ვითარ-მე არს ესე?
    152.     მიეახლე მარხვასა და ჰკითხე მას და მან მოგიგოს და განგიმარტოს ძალი მარხვისაჲ, რამეთუ ნანდჳლ არსვე სახე: ბუნებაჲ ჴორცთაჲ მათ უთმინო და მეოტ ბუნებასა ცეცხლისასა და აქა ძლეულ იპოვების ბუნებაჲ ცეცხლისაჲ.
    153.     იხილე ღუაწლი იგი საკჳრველი, იხილე საკჳრველად ძლევაჲ და დაგიკჳრდინ და აქე მარხვაჲ და შეიწყნარე იგი შენდად სიხარულით,
    154.     რამეთუ ვინაჲთგან საჴუმილსა შინა შემძლებელ არს განრინებად და მღჳმესა მას ლომთასა შემძლებელ არს დაცვად და ეშმაკთა შემძლებელ არს განდევნად
    155.     და რისხვით იგი ბრძანებაჲ ღმრთისაჲ წყალობად გარდააქციის და აღბორგებული იგი გულის-თქუმაჲ დაშრიტის და აზნაურებად მოგჳზიდნის, მრავლისა მშჳდობისა მიზეზი გონებასა ჩუენსა განაწესის,
    156.     ვითარ არა სიმედგრე არს გონებისა უჴმარისა, რომელსა ესოდენი ესე ნუგეშის-საცემელი და კეთილი ჴელთა აქუს და ერიდების და ეშინის მარხვისაგან?
    157.     და, ვინ უწყის, თქუასცა ვინმე: გარდაიქციან და მოუძლურდიან ჴორცნი ესე.
    158.     – ხოლო რავდენ გარეშჱ ესე კაცობაჲ ჩუენი გარდაიქცინიან და მოუძლურდის, შინაგანი ესე კაცობაჲ ჩუენი განახლდის და განძლიერდის დღითი-დღედ.
    159.     და თუ გინდეს ჭეშმარიტად კითხვად და ზედა-მიწევნად და გამოცდად ძალისა მისისა, უფროჲსღა დედად სიმართლისად ჰპოო მარხვაჲ.
    160.     და თუ ჩემნი ესე სიტყუანი არა გრწმანან, მკურნალთაგან მეცნიერ იქმენ და ისწავე მათგან და მათ გამო დაემორჩილე და გულისხმა-ყავ, რამეთუ მათ დედა სიმართლისა თქჳან მარხვაჲ,
    161.     რამეთუ ვნებაჲ თავისაჲ და სალმობაჲ ფერჴთაჲ, ანუ მეყს შებოროტებაჲ ვითარ შესწყდნის, და სიმძიმჱ და განრყუნილებაჲ სტომაქისაჲ, და წყლით განსივებაჲ მუცლისაჲ, და, მსივნებაჲ,
    162.     ანუ ზარის განჴდანი ჴორცთანი, ანუ ბევრნი სიმრავლენი სალმობათანი – ნაყროვანებისაგან და ფუფუნებისაგან იტყჳედ მკურნალნი.
    163.     აწ ცან, ვითარცა მძიმე და აღმომცემელთა წყაროთა ანუ ვითარცა ჴშიად და მრღჳედ მრავალთა მდინარეთა სიმართლჱ ჴორცთასა და მღჳძარებასა სულთასა გარდააქცევედ და განრჰყუნიან.
    164.     ამიერითგან ნუ უდებ ხარ მარხვასა, რომელმან ესევითართა ბოროტთა ვნებათაგან განგუარინნეს, რამეთუ არა უდებად რას მიგცემ თქუენ მარადის სწავლასა ამას, არამედ ვხედავ მრავალთა თქუენგანთა კაცთა,
    165.     ვითარცა დედაკაცისა ბოროტისა და სახე-უკეთურისაგან ზარ-გაც და ერიდებით მარხვასა, ხოლო მთრვალობასა და უძღებებასა ვითარცა ქმნულ-კეთილსა და მშჳდსა და კრძალულსა და ნანარსა გწადის მიახლებაჲ.
    166.     ამისთჳს გამცნებ თქუენ, რაჲთა, რომელსა შესაძინელი და სარგებელი თქუენი მარხვითა იყოს და ნაყროვნებითა და მთრვალობითა ნუმცა შეურაცხ-იქმნების და განგუეშორების.
    167.     და ვითარცა სახედ სტომაქ-სალმობიერთა კაცთა რაჟამს ჰნებავნ შესუმად წამლისა და მაძღარ და სავსე არიედ ჭამადითა და მასვე ჟამსა შესჳან წამალი იგი საკურნებელი, გემოჲ იგი სიმწარისაჲ დაუშთის,
    168.     ხოლო სარგებელისაგნ შორს იპოვნიან: ძნელად შეჴდიან ურთიერთას წამალი იგი და ჭამადი, და მათსა მას ბრძოლასა ევნის სალმობიერსა მას.
    169.     ამისთჳსცა უბრძანიან ჴელოვანთა უსეროდ და გემო-უხილველად დაძინებად.
    170.     მაშინღა შეუძლის წამალმან მან განკურნებად და განრინებად სნეულისა მის.
    171.     ესრე სახედცა, რაჟამს მიეახლებოდი მარხვასა და დიდითა მთრვალობითა და გარდარეულად ჭამადითა დასტენო და აღმოივსო მუცელი შენი დღეს, და ხვალე და შემდგომად შესუა წამალი იგი, უდებ და ურგებ არს იგი შენდა, გარნა სალმობათა მათ ხოლო ზიარ ხარ.
    172.     ხოლო სარგებელთა მათგან შესცეთ, რომელ მთრვალობათაგან იქმნა შენდა უწესოებაჲ, რომელმან განლიის და წარწყმდის სიმრთელჱ და ძალი სულთა და ჴორცთაჲ.
    173.     ამიერითგან ფრთხილად და მღჳძარედ ჴამს თავთა ჩუენთა პყრობაჲ და მშჳდად და მდაბლად გონებაჲ ჩუენი, და მაშინღა წამლისა მის საკურნებელისა გემოჲს-ხილვად, და მრავალ-წლისა შეცოდებაჲ და ბრალი შეუძლო განწმედად.
    174.     და ნუ ამიერითგან შესულებულნი და მიმოხილვით და რორინებით ეფუეშუებოდით ჟამსა მას მარხვისასა და ნუუკუე მეოტ-ქმნულ მარხვისაგან დავითქნეთ მთრვალობითა.
    175.     და ნუმცა ვემსგავსებით მას, ვითარცა სახედ ვინ დასნეულდის და მოუძლურდის ჴორცთა ზედა და მერმე, კნინ უკეთე-ქმნულ და აღდგომილ, ეცის ნუ რაჲ უსუსურსა მას, მივარდის და იწყლის.
    176.     ვითარცა გჳცნობიეს კაცად-კაცადსა თავთა ჩუენთაჲ, ორკერძოჲთვე უძნელე არს პირველისა მის შემდგომი იგი, გინა თუ სულიერად, გინა თუ ჴორციელად, რომლისა მარხვითა შემძლებელ ვართ განკრძალვად და განრინებად.
    177.     ვითარცა მჴეცთათჳს მკლველ, შეჭურვილ და მახჳლოსან, და განმზადებულმცა ვართ დაფარვად და განრინებად ჴორცთა ჩუენთა და ურვათაგან ამის სოფლისათა, რომელნი გჳმზირიან და გუბრძვანან ჩუენ, ესრე სახედცა აწ მრავალნი კაცთაგანნი მარხვასა,
    178.     ვითარცა მჴეცთა ბრძოლასა, ზარ-განჴდილნი და შეშინებულნი შევლენედ და განკრძალულ და სხენედ და აღმოავსებედ უპესა და მუცელსა თჳსსა და განსივებულნი კუნესიედ
    179.     და დაბნელებულ და შესულებულ თავნი მათნი არიედ მრავლითა მით უგუნურებითა და მჴდომ ეპოვნიან მშჳდსა მას და მყუდროსა და შუენიერსა მარხვასა.
    180.     და მეყს თუ ჰკითხო ვისმე: რაჲსა მიისწრაფი აბანოდ დღეს?
    181.     მოგიგოს და თქუას: რამეთუ ხვალე მარხვაჲ შემოვალს.
    182.     აწ ვითარ ეგების ესე, ანუ ვითარ მარჯუე არს?
    183.     უკუეთუ ჴორცთა მაგათ განიწმედ, სულსა მაგას რაჲსა წიდოვანს იქმ?
    184.     ეგების-მე რაჲა ამისა უფროჲსი სიტყუაჲ და მოძღურებაჲ მარხვისათჳს?
    185.     ხოლო ბრძენთა კაცთა მცირედნიცა სიტყუანი შემძლებელ არიან კუალს-დგინებად და მოქცევად.
    186.     რომლისათჳსცა თანა-გუაც კმა-ყოფად სიტყუათაჲ ამათ, რამეთუ გუწადის სმენად ჴმისაჲ მამად მთავრისაჲ ამის: და ღათუ ჩუენ ვითარცა ყრმანი უსრულნი და მწყემსნი გისტჳნევდით ნესტჳთა სულიერითა,
    187.     ვითარცა საგრილსა ქუეშე მუხასა, გინა თუ ძეწნასა, ესრჱთ დავსხედით მთავართა შორის მღდელთა და გასმინეთ თქუენ ჴმაჲ ებნისაჲ მის ჩუენისაჲ, რავდენ ძალ-გუედვა.
    188.     ხოლო ამან, რომელ-ესე მამაჲ ჩუენი არს, ვითარცა ჴელოვანთ მოძღუარმან და ბრძენმან, უფროჲს სახესა მას ოქროჲსა ნესტჳსა და ერთად ჴმად და ერთად სახედ დაჰბეროს და განგებულად გასმინოს და ტკბიადითა მით ჴმითა და სასმენელითა მით სიტყჳთა ყოველნი შემოგუკრიბნეს,
    189.     ნუგეშინის-გუცეს, შეგჳწყნარნეს არათუ ნანდჳლ ნესტჳთა, არამედ ერთობისა სიტყჳთა და საქმითა და მრავლითა შეძინებითა სარგებელითა.
    190.     რამეთუ ქრისტემანცა ესევითარნი გამოირჩინა მოძღუარნი და იტყჳს: რომელმან ყოს და ასწაოს, ესე დიდ იწოდოს სასუფეველსა შინა ცათასა.
    191.     აწ ლოცვითა ამისითა და ყოველთა ამათ თანა-მოსაყდრეთაჲთა ღირსმცა ვართ ჩუენცა მიწევნად სასუფეველსა ცათასა მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსითა,
    192.     რომლისა თანა მამასა დიდებაჲ და პატივი სულით წმიდითურთ და ქველის მოქმედებით აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ.


20

     1.     თქუმული ეფრემისი. მარხვისათჳს
    2.     ძმანო, არაჲ ვითარმცა ვგუემენ ჴორცნი ეგე თქუენნი მახჳლითა, არამედ გაწუვ თქუენ, საყუარელნო, რაჲთა ვახარო სულთა თქუენთა მოძღურებითა ქრისტჱსითა.
    3.     ვიწრაფით ჩუენ, ძმანო, რამეთუ საჭმელმან ჩუენმან განასუქნის ჴორცნი და ღჳნომან ფეროვან ქმნის ფერი პირისაჲ.
    4.     ამან უმეტჱს გესლოვან ქმნის გონებაჲ, რაჲთა არა განწმიდნეს, და შეაშთვის სული იგი შიმშილითა გულის თქუმისაჲთა.
    5.     და ვითარ სახედ მოგუეახლნიან ჩუენ მარხვანი, მოგუეცნიან ჩუენ გონებანი ანგელოზთანი, რამეთუ ამით მიზეზითა ვჰმსახურებდით უფალსა ქუეყანასა ზედა, ვითარცა-იგი ცათა შინა.
    6.     საჭმელმან და სასუმელმან დამდაბლიან კაცი და მიაწიიან სახესა პირუტყუთასა, რომელნი დაკლებულ არიან სასოებისაგან აღდგომისაჲსა.
    7.     უწყით თქუენცა, საყუარელნო, რამეთუ სასოებაჲ პირუტყუთაჲ მუცელი მათი არს და აღსასრული მათი – დღჱ სიკუდილისა მათისაჲ.
    8.     და ყოვლისათჳს, რომელი მსგავს არს მათა, ესრე თქუა პავლე მოციქულმან, ვითარმედ: რომელთაჲ ღმერთ მუცელი მათი არს და დიდებად – სირცხჳლი მათი.
    9.     ხოლო ჩუენ არა ესრჱთ ვისწავეთ ქრისტჱსგან, არამედ ესრჱთ გურქუა ჩუენ, ვითარმედ: ნეტარ იყვნენ, რომელთა შიოდის და სწყუროდის სიმართლისათჳს, რამეთუ იგინი განძღნენ.
    10.     უკუეთუმცა არა გუაუწყა ჩუენ საუკუნისა ცეცხლისათჳს, ვინ უწყის, ვჰგონებდითმცა, ვითარმედ ყვიან მათ, რომელთა არა დაიდვიან უღელი მარხვისაჲ სიტყჳსა მისებრ, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: ვსუათ და ვჭამოთ, რამეთუ ხვალე სიკუდილდ ვართ.
    11.     ვითარმედ არცა ამას სოფელსა სარგებელ არს ნაყროვანებაჲ და სიმთრვალჱ, რომელთა მოიპოვიან იგი, რამეთუ ნაყროვანებამან შეამძიმნის ჴორცნი და აურვებნ ასოთა, აჭირებნ სტომაქსა და აღაგზნის აღძრვანი გონებათანი.
    12.     და რამეთუ მრავალ არიან საცთურნი მთრვალთანი, ვითარცა გარდასცთის კაცი ღჳნითა, უფროჲს პირუტყჳსა უგუნურ იქმნის, რამეთუ პირუტყუმან იცნის მომგებელი თჳსი, ხოლო მთრვალმან არა იცნის მეზობელი თჳსი.
    13.     აწ უკუე რომელი-მე ვნებაჲ არს, რომელი არა შეაბს სიმთრვალესა?
    14.     თავი ალმვის შეტევებითა ღჳნისაჲთა, და სლვანი ფერჴთანი შეურღჳნის, და აცთუნებნ სიტყუათა პირისა მისისათა, და უქცევნ წრფელად ჰხედვასა გუგათასა, და შთააგდის მთრვალი მღჳმესა დღისი,
    15.     და წარმოუდგინნის სიზმრად ღამე საყუარელნი თჳსნი, და დაჰჴსნის გონებანი სიმტკიცისაგან, მოუღის სირცხჳლი მორცხჳნეთაგან, და განეფინის სულთა ზედა ვითარცა ნისლი საცთურებაჲ, და ჰგავნ იგი განმრყუნელსა მას დევსა.
    16.     და იქმან მთრვალნი, რომელი მათ არა უნებნ.
    17.     ხოლო სიმტკიცჱ მარხვათაჲ განმტკიცებულ არს მათა მიმართ, რომელთა მოიგნეს იგი, რამეთუ წარჰმართის სტუანვაჲ სახიერთა თუალთაჲ, და აღჳრ-ასხნის წამ-წამ სიდაშნისათჳს, და აღუხუნის ყურნი მოძღურებასა ქრისტჱსსა, და განწმიდის ენაჲცა სალხინებელი ცოდვათაჲ,
    18.     და განაღჳძის გონებაჲ ლოცვისათჳს, და ასწავის სულთა სიყუარულისათჳს ღმრთისაჲსა, ჴელთა ასწავის გლახაკთა ღუწოლაჲ, და ფერჴთა ასწავის სლვაჲ და ხილვაჲ სნეულთაჲ.
    19.     და რამეთუ დაღათუ კაცი არნ, ხოლო შრომითა მით ანგელოზ იქმნის, რამეთუ ჴორცნი ასხენედ ძესა მას ადამისსა, ხოლო ხატი სულიერთაჲ შთაუცუამს მათ,
    20.     რამეთუ ესე ყოველი შესძინიან მარხვათა, რომელთა მოიპოვიან იგი, და ესემლევანითა კეთილითა ნაყოფითა აღივსნიან საუნჯენი სულთა მათანი.
    21.     ჭეშმარიტად მმარხველთათჳს ვიტყჳ, რომელნი იმარხვენ პურისაგან და წყლისა ჴორცთა განკაფისათჳს და დაყენებულ არიან უნასისაგან ბოროტისა სულთა სარგებელისათჳს.
    22.     ხოლო არიან ჰურიანიცა, რომელნი იმარხვენ პურისათჳსცა დ ღჳნისა და მთრვალ არიან შურითა გონებანი მათნი და სილაღითა.
    23.     და არიან რომელნიმე, არა ჭამედ ჭამადთა, ხოლო შეშჭამენ კბილითა ანგაჰრებისა მათისაჲთა ობოლთა და ქურივთა.
    24.     და რომელნი ესემლევან არიედ, ისმინედ მათ, რამეთუ არა სასყიდელი ხოლო მარხვისაჲ არა მიიღონ მათ, არამედ თანა-მდებცა არიან იგინი დასასრულსა ჯოჯოხეთისასა, რამეთუ მარხვანი რომელ არიან შესაძინელნი კეთილთანი, მის გამო აღიკიდიან ტჳრთი ბოროტი.
    25.     ხოლო გლოცავ თქუენ, საყუარელნო, ვიმარხოთ საჭმლისაგან, რაჲთა არა შთაჴდენ მუცელთა ჩუენთა სავნებელად, და ვეკრძალნეთ ბოროტისაგანცა, რაჲთა არა გამოჴდენ გულისა ჩუენისაგან მრავალთა სავნებელნი.
    26.     ვიმარხვიდეთ ფარულად და ცხადად მისა, რომელი-იგი ხედავს გარეშესა ხატსა ჩუენსა და უწყის შინაგანი ზრახვაჲ ჩუენი, და ყავნ ქველის მოქმედმან უფალმან წყალობითა თჳსითა,
    27.     ვითარცა-იგი განისუენა მარხვასა შინა მართალთასა და წმიდათა მისთასა, ეგრე განისუენენ თქვენსა მარხვასა და ლოცვასა და მოგეცინ სასყიდელი წმიდათა და უბიწოთა მარხვათა თქუენთათჳს, რაჟამს მოვიდეს დიდებითა თჳსითა და განუყოფდეს მარჯუენითა თჳსითა.
    28.     და აღმოვთქუათ ერთობით ჩუენ და თქუენ: დიდებაჲ მამისაჲ და ძისაჲ და წმიდისა სულისაჲ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ.
    29.     მარხვანი განცხადებულნი ფარულითა მარხვითა აღესრულებიან, დაყენებაჲ ჭამადთაჲ დაყენებითა ჴორცთაჲთა აღესრულის, რამეთუ არა ერთსა ასოსა შეუმოსიეს ყოველი ჴორცი, არცა ერთითა ქვითა აღეშჱნის ყოველი ნაშჱნები.
    30.     ხოლო რომელთა-იგი კეთილად იმარხიან, ყოვლისაგან ბოროტისა შემოკლდიან, კეთილსა მიეახლნიან;
    31.     და რომელნი ბოროტსა განეშორიან, ღმერთსა მიეახლნიან, ეზიარნიან და მშჳდობით ააღლდიან.
    32.     მოსე რომელმან კეთილად იმარხა, აეროვან იქმნა პირი მისი და გარდამოართუა შჯული ერსა თჳსა;
    33.     ელია შემდგომად მარხვისა თჳსისა იხილა დიდებაჲ ღმრთისაჲ და აცხოვნა მკუდარი იგი და აღიტაცა ეტლითა ცეცხლისაჲთა მაღლად;
    34.     და დანიელცა და რომელთა იმარხეს, განერნეს ცეცხლისგან დაწუვისა და ლომთაგან და ღირს იქმნნეს, რამეთუ გამოეცხა[და] მათ ღმერთი.
    35.     მარხვანი სარწმუნოებით დაშრეტენ ალსა ცეცხლისასა და დაუყვნეს პირნი ლომთანი;
    36.     მარხვანი სიქადულ არიან წინაწარმეტყუელთა და საყუარელ – მოციქულთა და ზღუდე – წმიდათა;
    37.     მარხვანი საჭურველ არიან კეთილთა და ფარ არიან ბოროტთა.


21

     1.     თქუმული წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა ბასილი მთავარეპისკოპოსისა კესარია კაბადუკიელისაჲ. ჴსენებასა წმიდათა ორმეოცთა მოწამეთასა
    2.     მარტჳლთა ჴსენებითა ვინ-მე განძღეს მარტჳლთა მოყუარჱ?
    3.     რამეთუ სახიერთა მათ მიმართ მონათა პატივის-ცემასა მოყუასთაგან გამოჩინებაჲ აქუს და თჳსისა მის უფლისა ერთგულებაჲ ჩას;
    4.     რამეთუ რომელმან მჴნენი კაცნი შეიწყნარნეს, მსგავსად ჟამისა მის მათისა არა დააკლდეს მობაძაობისაგნ მათისა.
    5.     აწ ჰნატრიდ შენ გულითად მოწამესა მას, რაჲთა იყო შენ მოწამე გონებითა შენითა და განვლოთ თჳნიერ დევნათა და თჳნიერ ტანჯვათა და ღირს ვიქმნნეთ მათსა მას ქებულებასა.
    6.     ხოლო ჩუენდა არა ერთისა მიმართთ ღირს დაკჳრვებაჲ, არცა ორისა ხოლო, არცაღა ვიდრე ათადმდე არს რიცხჳ იგი მოწამეთაჲ მათ, არამედ ორმეოცნი კაცნი არიან,
    7.     რომელთა ვითარცა ერთი სული განუყოფელად თითოეულად გუამთა მათთა აქუნდა ერთისა სულისა აღმოტევებითა, და ერთითა სარწმუნოებითა ერთიცა მოთმინებაჲ ღუაწლისაჲ მის მიმართ და ჭეშმარიტებისა ზედა მისლვაჲ აჩუენეს.
    8.     ყოველივე ურთიერთას მახლობელ მოყუსობითა და სწორ გონებითა და სწორ სიმჴნითა და სწორად პატიოსანსა მასცა გჳრგჳნსა დიდებისასა ღირს იქმნნეს.
    9.     ვინ-მე უკუე მისწუდეს სიტყჳთა მათსა მას ღირსებასა?
    10.     არცაღა თუ ორმეოცნი ენანი კმა არიან ეგოდენსა მას მათ კაცთა სათნოებასა მითხრობად.
    11.     და ღაცათუმცა ერთი ხოლო იყო განსაკჳრვებელი იგი, სიტყუათა მათ ჩუენთა ძალი ვერვემცა კმა-ეყო გამოთქუმად, აცადე აწ ესოდენსა სიმრავლესა, გუნდსა მას ერისა კაცთასა, კრებულსა მას უძლეველსა, ეგრევე ბრძოლასა შინა უძლეველსა და ქებითა მიუწდომელსა!
    12.     აწ მოვედით და შორის წარმოვიხუნეთ იგინი და მოჴსენებითა მით ზოგადი სარგებელი მათ მიერ მოსრულსა ამას ერსა განუყოთ.
    13.     წინაჲსწარ უჩუენებდეთ მათ, ვითარცა წიგნითა, სიმჴნესა მას მათსა;
    14.     რამეთუ ბრძოლისა სიმჴნესა მას სიტყჳსა მწერალნი და კედელსა მხატვარნიცა აუწყებენ, რომელნიმე სიტყჳთა შეამკობენ და რომელნიმე ფიცართა გამოჰხატვენ.
    15.     და მრავალთა აღაბაძვეს სიმჴნედ ორკერძოთავე მათ სახეთა;
    16.     რომელსა-იგი სიტყუაჲ უწყებისაჲ სასმენელთაგან აქუს და წარმოადგინებს ამას კუალად წიგნი დუმილითა და აღბაძვებასა უჩუენებს.
    17.     ეგრეცა ჩუენ მოვაჴსენოთ შემოკრებულსა ამას სათნოებაჲ იგი კაცთაჲ მათ და წინაშე მათსა წარმოვიხუნეთ საქმენი მათნი და აღვძრნეთ მიბაძვებად, რაჲთა მჴნედ და უმჯობჱსად გამოჩნდენ გონებითა.
    18.     რამეთუ ესე არს მარტჳრთა ქებაჲ სათნოებისა მიმართ, ნუგეშინის-ცემაჲ იგი შემოკრებულთაჲ ამათ.
    19.     არცაღა თავს-იდებს შჯულსა მას ქებისასა მონებად წმიდათა მათთჳს სიტყუაჲ იგი, რამეთუ რ~ლნი-იგი აქებედ, ამის სოფლისა მიზეზთაგან დასაბამი იგი იწყიან, ხოლო რომელთათჳს სოფელი ესე ჯუარს-ცუმულ არს, ვერ ჴელ-ეწიფების მიზეზის ცემად წარჩინებულისა მის.
    20.     არა ერთი სოფელი იყო წმიდათაჲ მათ, არამედ სხუაჲ სხჳთ მოსლულ იყო.
    21.     აწ რაჲ? უქალაქო ვთქუნეთ იგინი, ანუ ყოვლისა სოფლისა მოქალაქე?
    22.     ვითარცა-იგი მორეწეთაჲ მათ თითოეულისა მოღებული შოვა რაჲ წარმოიღიან ზოვგად სარგებელად შემოკრებულთა მათ, იპოვის ეგრეცა ნეტართაჲ ამათ: თითოეულისა მათისაჲ სოფელი ზოვგად არს და ყოველნი არიან ყოველსა ადგილსა და ურთიერთას მისცემენ პატივსა.
    23.     და რაჲ ჴამს ქუემდებარისა ამის სოფლისა ძიებაჲ და არა აწინდელი იგი, რომელ ქალაქი ღმრთისაჲ არს, რომლისაჲ ხუროთ მოძღუარ და შემოქმედ ღმერთი არს?
    24.     ქალაქი იგი ჭეშმარიტი – ქალაქი ზეცისა იერუსალემი, აზნაური იგი – დედაჲ პავლჱსი და მსგავსთა მისთაჲ.
    25.     ნათესავი იგი კაცობრივი – სხუაჲ და სხუაჲ, ხოლო სულიერთაჲ ყოველთაჲ ერთი არს და ზოვგადი, მამაჲ მათი ღმერთი არს, – და ყოველნი ძმანი არიან.
    26.     არა ერთისაგან მამისა და ერთისაგან დედისა შობილ არიან, არამედ შვილებისაგან სულისა წმიდისა სიყუარულისა მიმართ ერთობისა ურთიერთას შეწყნარებულ არიან.
    27.     განწყობილი მზად კრებული დიდი, საუკუნითგან მადიდებელნი უფლისანი არა შემდგომითი-შემდგომად მოვიდოდეს, არამედ მეყსეულად შეკრბეს.
    28.     და რაჲ მე იყო სახჱ იგი შეკრებისაჲ მის?
    29.     ესენი სიმწჳსითა ჴორცთაჲთა და შუენიერებითა ჰასაკთაჲთა და ძალითა უფროს სახელოვნად იქცევოდეს და სასაგროსა მას დაწესებულ იყვნეს შჯულსა
    30.     და გამოცდილებითა მით ბრძოლასა შინა და სიმჴნითა გულისაჲთა პირველითგანვე აქუნდა მეფეთაგან მთავრობაჲ და სახელოვან იყვნეს უმეტჱს ყოველთა სათნოებითა მით.
    31.     და რაჟამს მიმოდაედვა უშჯულოჲ იგი და უღმრთოჲ ბრძანებაჲ, რაჲთა არავინ აღიაროს ქრისტჱ და, უკუეთუ ვინმე აღიაროს, პატიჟსა შევარდეს, და უთქუმიდეს ყოველსავე მას თითოფერსა სატანჯველსა, და დიდ იყო გულის წყრომაჲ მძლავრებისაჲ მსაჯულთაჲ მათ სიცრუვისათაჲ,
    32.     და ღმრთის მსახურთათჳს აღძრულ იყვნეს ძჳრის ზრახვანი, და ზაკუვანი მათთჳს იზრახებოდეს, და ფერად-ფერადი ხილვად სატანჯველი მათთჳს განემზადებოდა,
    33.     და მტანჯველნი იგი თუალ-უხუავ იყვნეს, ცეცხლი განმზადებულ იყო, მახჳლი აღლესულ იყო, ძელი აღმართებულ იყო, მღჳმჱ და ურმის თუალი და სატანჯველი ყოველი,
    34.     რომელნიმე ივტოდეს, რომელნიმე დაემორჩილებოდეს, რომელნიმე ირყეოდეს, რომელნიმე ხილვადმდე ტანჯვისათჳს უმეტეს შეშინდეს და რომელნიმე, მი-რაჲ-იწინნეს მახლობელად სატანჯველთა,
    35.     შეიურვეს და სხუანი ღუაწლსა მას შე-ოდენ-ჴდეს და სრულიად ვერ დაითმინეს და შოვა ოდენ ღუაწლსა მას შევიდეს და მერმე განეშოვრნეს, ვითარცა უფსკრულსა შინა დაზამთრებულნი, და რომელთა აქუნდა ტჳრთი იგი მოთმინებისაჲ, ნავი დაექცა და წარწყმდეს.
    36.     მას ჟამსა მჴნენი ესე და უძლეველნი მსახურნი ქრისტჱსნი მოვიდეს და შორის წარმოდგეს, ხოლო მთავარი იგი უჩუენებდა ბრძანებულსა მას მეფისასა და მორჩილებად ყოველთავე მოხდიდა.
    37.     და მაშინ აზნაურითა ჴმითა კადნიერად და მჴნედ არა შეძრწუნდეს ყოვლისა მისთჳს ხილვულისა და არცა შეეშინა თქუმისა მისთჳს, წარმოდგეს შორის მათსა და ქრისტიანედ თავნი თჳსნი ქადაგნეს.
    38.     ჵ სანატრელთა მათ ენათა, რომელთა წმიდაჲ იგი აღუტევეს ჴმაჲ, რომელ-იგი აერმან შეიწყნარა და განწმ[ი]დნა!
    39.     ანგელოზთა ესმა და განიხარეს და ეშმაკი მსახურთა თანა იწყლა, ხოლო უფალმან ზეცას აღწერნა იგინი.
    40.     და კაცად-კაცადი მათი მათ თანა წარმოდგებოდა და იტყოდა, ვითარმედ: ქრისტიანე ვარ.
    41.     და ვითარცა ასპარეზსა შინა მოღუაწენი იგი შორის წარმოდგიან და ყოველთა ერთბამად თქჳან სახელი თჳსი და ადგილსა მას ღუაწლისასა მიდგიან, ეგრეთცა ესენი.
    42.     მაშინ დაუტევნეს წოდებულნი იგი სახელნი მათნი შობითგანნი და ზოგადისა უფლისა სახელი კაცად-კაცადმან სახელ-იდვა და ესრეთ კაცად-კაცადი უწინარჱსსა მას შეხუდგინებდა სიტყუად და იყო სახელი მათი ყოველთაჲ ერთი;
    43.     არღარა ესე და ესე, არამედ ყოველთა ქრისტიანედ ქადაგნეს თავნი.
    44.     აწ უკუე იხილე მთავარი იგი, რომელი იპყრობდა მაშინ, რამეთუ ბოროტ იყო მრავალ სახედ: ოდესმე მოქენებით მოვიდოდა მათა, ოდესმე თქუმითა შეიქცევდა მათ, ხოლო პირველად ჰმოგუნიდა მათ კეთილის ყოფითა, რაჲთამცა დაჰჴსნა ძალი ღმრთის მსახურებისა მათისაჲ;
    45.     და ესრეთ გამოსცდიდა მათ და ეტყოდა: ნუ შინა-განმცემელ ექმნებით სიჭაბუკესა მაგას თქუენსა;
    46.     ნუცა სიკუდილსა უჟამოსა ცხოვრებისა მის წილ ტკბილისა შეიმთხუევთ, რამეთუ უჯერო არს, რომელნი-ეგე ბრძოლასა მჴნედ გამოშჩნდით, ვითარმცა ძჳრის მოქმედებრ მოჰსწყედით.
    47.     და ამას თანა კუალად საფასესაცა აღუთქუმიდა და რომელსამე მისცემდა, და პატივსა მეფისაგან და აზნაურებისა მოცემასა და ბევრითა განზრახვითა ეწყვებოდა მათ.
    48.     და ვითარ-იგი არა დაემორჩილებოდეს ზმნასა მას, სხუად სახედ მანქანებად იქცა: ტანჯვასა და გუემასა და სიკუდილსა უთქუმიდა მთავარი იგი და ესევითარითა სიტყჳთა ეტყოდა,
    49.     ხოლო მოწამენი იგი ამას ეტყოდეს მას: რაჲსა მაიძულებ ჩუენ, ღმრთის მოლალეო, განდგომად ღმრთისაგან ცხოველისა და მონებად ეშმაკთა არაწმიდათა და წინა-გჳყოფ ჩუენ შენთა მათ კეთილთა?
    50.     რაოდენი მოგუცე, ეგევითარი მიღებადცა იწრაფე;
    51.     მძულს ნიჭი, ზღვევისა მომატყუებელი;
    52.     არა თავს-ვიდებთ პატივსა – უპატივოებისა დედასა;
    53.     ფასი მომცე აქა დაშდომადი და დიდებაჲ ყუავილებრ დაცჳვნებადი;
    54.     მეცნიერ სამე მქმნე მეფისა, არამედ მეუფისაგან ჭეშმარიტისა უცხო მქმნე.
    55.     რაჲსა მცირისა ჰმეტყუელობ და მცირედსა წინა-გჳყოფ ჩუენ ამის სოფლისა ხილულსა, და ღმრთისა მიერთაჲ მათ კეთილთაჲ გნებავს დაკლებაჲ?
    56.     ყოველი ესე სოფელი შეურაცხ-გჳყოფიეს ჩუენ;
    57.     არარაჲ სწორ ხილული ესე, რომლისა-იგი სასოებისა ჩუენ გული გჳთქჳამს.
    58.     ჰხედავ სამე ამას, ვითარ შუენიერ არს ხილვად და დიდ ქუეყანაჲ ესე და რაჲ არიან მას ზედა საკჳრველებანი!
    59.     არამედ არარაჲ ამათგანი ესწორების ნეტარებასა მას მართალთასა, რამეთუ ესენი წარჴდენ, ხოლო ჩუენი იგი ჰგიეს უკუნისამდე.
    60.     ერთისა მის გული მითქუამს ნიჭისა გჳრგჳნისა მის სიმართლისა;
    61.     ერთისა მის დიდებისათჳს დამაშურალ ვართ, რომელ არს სასუფეველსა შინა ცათასა;
    62.     პატივის მოყუარე ვართ ზესკნელისა მის პატივისა;
    63.     მეშინის ტანჯვისა მისთჳს გეჰენიასა შინა ცეცხლისა მის საშინელისა, ხოლო თქუენი ესე ცეცხლი ჩუენ თანა-მონა არს;
    64.     იცის სირცხჳლი კერპთა შეურაცხის მყოფელთა მიმართ;
    65.     ისარ ჩჩჳლად შემირაცხიეს ტანჯვაჲ ეგე თქუენი.
    66.     რამეთუ ჴორცნი ესე სტანჯნე, რომელთა უფროს-რე თუ მიუსრულო ტანჯვაჲ, უბრკინვალჱსად გჳრგჳნოსან ჰქმნნე;
    67.     უკუეთუ მეყსეულად წარსწირო, წარვიდეს და განერეს უზავობასა მაგას თქუენსა, რომელთა-ეგე ჴორცთა მსახურებაჲ მოგიღებიეს;
    68.     მერმე კუალად სულთაცა ზედა მთავრობად ჰჴდებითვე და ვითარმცა ღმრთისა ჩუენისა უფროს პატივ-ცემულ იყვენით და მერმე გინებისა მის ჩუენისათჳს განჰრისხნებით და საშინელთა მათ სატანჯველთა გჳთქუამთ და ბრალად ღმრთის მსახურებასა დაგჳდებთ.
    69.     ხოლო არა მედგართა და არცა ცხორებისა ამის მოყუარეთა და არცა მოშიშთა შემთხუეულ ხარ: ღმრთის მსახურებისათჳს და სიყუარულისა თავს-ვიდებთ ჩუენ ურმის თუალისა დაკრვასა და ხუეტასა და განხერხვასა და ყოველთავე სატანჯველთა განმზადებულ ვართ დათმენად.
    70.     და ვითარცა ესმა ესე მძლავრსა მას და უცხო თესლსა, ვერღარა დაითმინა კაცთაჲ მათ კადნიერებაჲ, აღდუღნა გულის წყრომითა და განიზრახვიდა, რომლისათჳსცა მანქანებაჲ ესევითარი მოიპოვა, რაჲთა განგრძობილი და მწარჱ განუმზადოს მათ სიკუდილი.
    71.     და პოვა უკუე მანქანებაჲ და განიზრახა ბოროტი, რამეთუ იხილა ბუნებაჲ იგი ჟამისაჲ მის და ადგილისაჲ, რამეთუ სანეფხავ არს და ზამთარი იგი მის წლისაჲ – ბოროტ;
    72.     და ღამჱ ეგევითარი გამოირჩია, რომელსა ნეფხვაჲ იგი ბოროტი ყოფად იყო და ქარი იგი ჩრდილოჲთ ანქრევდა.
    73.     მაშინ ბრძანა მათ ყოველთაჲ შიშუელთაჲ აერსა ქუეშე შორის ქალაქსა ნეფხვითა მოსიკუდილი.
    74.     იცით სამე ყოველთავე, რომელთა ზამთარი გამოგიცდიეს, ვითარ-იგი დაუთმენელ არს ტანჯვაჲ მისი, რამეთუ ვერვის ჴელ-ეწიფების ცნობად, გარნა მათ, რომელთა გამოუცდიეს იგი.
    75.     რომლისა სახისათჳს-ესე ვიტყჳ, რამეთუ ჴორცნი, რომელნი მყინვარსა შეცჳვიან, პირველად ლებ იქმნნიან შეყინებითა მით სისხლისაჲთა;
    76.     მერმე განტყდებიედ ძუალნი და მიერ აღმოდუღნ სიტფოჲ იგი;
    77.     კბილნი ერეკებიედ და ძარღუნი განსთქდებიედ;
    78.     და ყოველი გუამი არა ნეფსით შეიმჭუალვინ;
    79.     ჭირი მტკივანი და სალმობაჲ გამოუთქუმელი, რამეთუ თჳთ მას ტჳნსა შეიწევინ და დაუთმენელად შეეგონებინ შენეფხულთა ვნებაჲ იგი;
    80.     და მერმე მწუერვალნი თითთანი წარსცჳვიედ, ვითარცა ცეცხლისაგან მომწუარნი;
    81.     რამეთუ ივლტინ სიტფოჲ იგი ყოველთაგან კიდეთა გუამისათა და შეივტინ სიღრმესა მას, რომლისაგან სიტყუაჲ იგი განეშოვრის და მკუდარი დაუტევის;
    82.     და რომელსა ადგილსა შეკრბებინ იგი, სალმობასა მოუგონებელსა უჩუენებნ, რამეთუ მცირე-მცირედ შეყინებითა მით სიკუდილი შეუვალნ.
    83.     მას ჟამსა შინა ღამე ყოველ აერსა ქუეშე დაშჯაჲ მათი ბრძანა, რამეთუ ტბაჲ იყო, სადა-იგი ქალაქი დაშჱნებულ იყო, რომელსა შინა მჴნდებოდეს წმიდანი იგი,
    84.     რომელი-იგი ვითარცა ველი ცხენთ სარბიელი იყო, დაყინებისა მისგან მყარ ქმნულ იყო, ნეფხვისა მისგან ვითარცა ჴმელი ქუეყანაჲ სავალ იყო, გარემო კიდეთა მდინარენი მარადის დიოდეს,
    85.     მყინვარითა მით შეიყინნეს და დინებისაგან დადგეს დ სიჩჩჳლჱ იგი ყოვლისა მის ბუნებისაჲ სახედ ლოდისა გარდაიქცა და ჩდილოჲსა იგი ქარნი ძლიერად აქრევდეს, ყინელნი ფრიად სიკუდილსა უჩუენებდეს.
    86.     მაშინ ვითარცა ესმა ბრძანებაჲ იგი ნეტართა მათ – იხილე აქა უძლეველობაჲ იგი კაცთაჲ მათ!
    87.     – სიხარულით დასთხია კაცად-კაცადმან აღსასრულისაჲ იგი სამოსელი და მყინვარსა მას სიკუდილად შევიდოდეს და იტყოდეს: არაჲ თუ სამოსელსა განვიძარცუავთ, არამედ ძუელსა მას კაცსა განვიშოვრებთ, განჴრწნადსა მას, მსგავსად გულის-თქუმისა მის მაცთურებისა.
    88.     მადლიერ ვართ, უფალო, სამოსლისა მის, რამეთუ მას თანა ცოდვასა განვიძარცუავთ;
    89.     რომელი გუელისა მიერ შევიმოსეთ, აწ ქრისტჱსთჳს განვიძარცოთ.
    90.     ნუმცა გუეწყალიან სამოსელნი ესე, რომლისა ძლით სამოთხჱ წარვიწყმიდეთ.
    91.     რაჲ მივაგოთ უფალსა ჩუენსა? რამეთუ უფალიცა ჩუენი განიძარცუა.
    92.     რაჲ არს მონისაჲ, უფლისაებრვე თუ ევნოს უფროს ხოლო?
    93.     რამეთუ ჩუენ ვართ, რომელთა უფალი განვძარცუეთ.
    94.     რამეთუ სტრატიოტთაჲ არს ეგევითარი კადნიერებაჲ: მათ განძარცუეს და განიყვნეს სამოსელი მისი.
    95.     აღწერილი იგი ბრალისა ჩუენისაჲ თავით აღვჴოცოთ.
    96.     მტკივან არს ზამთარი ესე, არამედ ტკბილ არს სასუფეველი;
    97.     მავნებლ არს მყინვარი ესე, არამედ კეთილ არს განსუენებაჲ;
    98.     წუთ ერთ დავითმინოთ და წიაღი იგი მამათ მთავრისაჲ გუეფუფუნებოდის ჩუენ;
    99.     ერთითა ამით ყოველნი იგი საუკუნენი მოვიცვალნეთ;
    100.     დავიწუნეთ ფერჴნი, რაჲთა მარადის ანგელოზთა თანა ვიდოდით;
    101.     წარგუცჳვედ ჴელნი, რაჲთა აქუნდეს კადნიერებაჲ აღპყრობად უფლისა მიმართ.
    102.     რაოდენნი ჩუენ თანა ერისაგანნი ბრძოლასა შინა დაეცნეს, რომელნი მეფესა განჴრწნადსა ერწმუნნეს, ხოლო ჩუენ ჭეშმარიტისა მისთჳს მეუფისა ცხოვრებაჲ ესე აღვირჩიოთ;
    103.     რაოდენნი ძჳრის მოქმედნი სიკუდილსა მიეცნეს, არამედ იგინი სიცრუვისათჳს, და აწ ჩუენ სიმართლისათჳს სიკუდილი ვერ-მე დავითმინოთა?
    104.     ნუმცა მივაქცევთ მართუკუნ ამიერითგან, ჵ თანა-მოღუაწენო ჩუენნო, ნუმცა მივაქცევთ ეშმაკისა, ჴორცნი არიან, ნუმცა ვერიდებით, რამეთუ სიკუდილი ზედავე-გუედების;
    105.     მოვწყდეთ უფლისათჳს, რომლითა ვცხონდეთ ჩუენ სრულიად.
    106.     შეიწირენ მსხუერპლი ესე ჩუენი შენ წინაშე, უფალო;
    107.     სათნომცა გეყოფით შენ, ვითარცა საკუერთხი ვერძთაჲ;
    108.     კეთილ არს მსხუერპლი და ახალი არს შესაწირავი არა ცეცხლითა, არამედ მყინვარითა.
    109.     და ამას ნუგეშინის-ცემისა სიტყუასა ურთიერთას ეტყოდეს და ერთიერთსა უბრძანებდეს.
    110.     და ვითარცა პირველსა საჴუმილავსა ბრძოლისასა, გარდაჰჴდიდეს ღამესა მას და დაითმენდეს მჴნედ მოწევნულსა მას მათ ზედა ტანჯვასა დ უხაროდა სასოებისა მისთჳს და ეკიცხევდეს ეშმაკსა, ხოლო ლოცვაჲ მათი ერთიერთისათჳს იყო.
    111.     ორმეოცნი შემოვედით ასპარეზსა ამას და ორმეოცნივემცა გჳრგჳნოსან ვიქმნებით!
    112.     უფალო, ნუმცა დავაკლდებით რიცხუსა ამას ნუცა ერთი, რამეთუ რიცხჳ ესე პატიოსან არს, რომელთა შენ პატივ-ეც წმიდათა მათ შენთა მარხვითა ორმეოც დღე, რომლითა შჯულის დებაჲ სოფლად შემოჴდა მოსჱს მიერ;
    113.     ორმეოც დღე მარხვითა ელია გამოირჩია ღმერთი და დიდსა მას ხილვასა შეემთხჳნნეს იგინი.
    114.     ამას ესრჱთ ილოცვიდეს წმიდანი იგი.
    115.     ხოლო ერთი ვინმე რიცხუთა მათგანი აღბეჭდულთაჲ უძლურ იქმნა ტანჯვისა დათმენად და სულ-მოკლე იქმნა და ივტოდა, გლოვაჲ უზომოჲ დაუტევა წმიდათა მათ, არამედ არავე დაუტევა ღმერთმან ლოცვაჲ მათი უსრულად,
    116.     რამეთუ, რომელსა-იგი ცვაჲ მოწამეთაჲ მათ შევედრებულ იყო, მახლობელ იყო და, ვითარცა წურთისაგან რომლისამე, იფუფუნებოდა და ჰხედვიდა, ვ̃დ მისსა შემდგომად რაჲძიმცა იყო, და განმზადებული დგა, რაჲთა შეიწყნაროს, რომელი მოივტოდის მისა წმიდათა მათგანი.
    117.     რამეთუ აბანოჲ იყო მახლობელად ტბასა მას, რაჲთა შესაწევნელ იპოვოს, უკუეთუ ვინმე გარდაიქცეს მათგანი, რომელ-იგი მტერთა მათ ზაკუვით განეზრახა და ეგევითარისა საღუაწოჲსა მის ადგილი ესევითარი განემზადა ნუგეშინის-საცემელი ნეფხვისა მის საჴსენებელად მოღუაწეთა მათთჳს.
    118.     ხოლო იგი უმბრწყინვალჱს გამოაჩინებდა მოთმინებასა მას მარტჳრთასა.
    119.     რამეთუ არა რომელ-იგი შორს არს საჴმართა მათ, იგი მოთმინედ გამოჩდების, არამედ რომელი უხუად საშუებელსა შინა იყოს და ითმენდეს ბოროტსა მას.
    120.     ვითარცა-იგი ღუაწლსა შინა, მჴნედ დგეს მარტჳრნი, ხოლო მცველნი იგი ჰხედვიდეს აღსასრულსა მას.
    121.     მას ჟამსა ოდენ იხილა ხილვაჲ უცხოჲ: ძალნი რომელნი ზეცით გარდამოვიდეს და ვითარცა მეუფისა ვისგანმე ნიჭთა განუყოფდეს მოღუაწეთა მათ.
    122.     და ღათუ სხუათა განუყვეს ნიჭი იგი, ხოლო ერთი იგი დაშთა, დიდებისა მის ვერ ღირს იქმნა ზეცისასა მას პატივსა, – რომელ-იგი სალმობათა მათგან მყის მოუძლურდა და მტერთა მიმართ მიივლტოდა.
    123.     საწყალობელ იყო ხილვად წმიდათა მათ, რამეთუ მოღუაწჱ იგი ივლტოდა, ახოვანი იგი წარიტყუენა, ცხოვარი იგი ქრისტჱსი ნამგლევ იქმნა და უფროჲს ამისსა საწყალ იქმნა,
    124.     რამეთუ ზეცისა ცხორებასა შესცთა, და ამას ცხორებასა იხილა რაჲ სიმძაფრითა მით სიცხისაჲთა, მეყს ჴორცნი მისნი დაირღუეს და ცხორების მოყუარჱ იგი დაეცა და უშჩულო იქმნა ცუდად.
    125.     ხოლო მცველმან მან ვითარცა იხილა იგი, რამეთუ ივლტოდა და აბანოდ მირბიოდა, თავი თჳსი შერთო კრებულსა მას განწყობილისასა, სამოსელი დასთხია და შიშუელი შეერთო მათ, ღაღადებდა ჴმასა მას წმიდათასა, ვითარმედ: ქრისტიანე ვარ.
    126.     და მეყსეულად გარდაცვალებითა მით დააკჳრვა მის თანათა მათ და რიცხჳი იგი აღავსო.
    127.     და მწუხარებაჲ იგი მათი შეძინებითა მით მისითა ნუგეშინის-ცემულ იქმნა.
    128.     და მსგავსად ყო, ვითარცა-იგი წყობასა შინა: უკუეთუ ვინმე წინაჲსაჲ განწყობილისაჲ დაეცის, მეყსეულად ადგილსა მისსა სხუაჲ დადგის, რაჲთა არა შეწევნაჲ იგი დაჰბრკოლდეს დაკლებითა მით.
    129.     ეგრეცა მან ყო: იხილა ზეცისა საკჳრველებაჲ იგი და გულისხმა-ყო ჭეშმარიტებაჲ, შეჰვედრა თავი თჳსი უფალსა და თანა-შეერაცხა მარტჳლთა;
    130.     მოწაფეთაჲ იგი განაახლა: ვითარცა განვარდა იუდა, და მის წილ შეერ~ცხა მატათია;
    131.     მობაძავ იქმნა პავლჱსა, რომელი გუშინ მდევარ იყო და დღეს ახარებდა.
    132.     ზეცით გარდამო იყო ამისიცა წოდებაჲ არა კაცთაგან და არცა კაცთათჳს;
    133.     ჰრწმენა, არამედ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱს მიმართ ნათელ-იღო.
    134.     არა თუ სხჳსა ვისგანმე, არამედ თჳსითა სარწმუნოვებითა, არცაღა წყლითა, არამედ თჳსითა სისხლითა.
    135.     და ესრჱთ აღმოსლვასა ოდენ მზისასა, ვიდრე სულიერღა იყვნეს, ცეცხლსა მისცნეს წმიდანი იგი და ცეცხლისა იგი ნეშტნი მდინარესა შთასთხინეს.
    136.     და ვიდრე ყოველთა დაბადებულთამდე განჴდა სიმჴნჱ იგი ნეტართაჲ მათ: ქუეყანასა ზედა იღუაწეს, აერსა ქუეშე დაითმინეს, ცეცხლსა მიეცნეს, წყალმან შეიწყნარა იგინი.
    137.     მათი არს სიტყუაჲ ესე: განვლეთ ჩუენ ცეცხლი და წყალი;
    138.     გამომიყვანენ ჩუენ განსასუენებლად; შენთჳს ვილოცავთ, უფალო.
    139.     ესე იგი არიან, რომელთა სოფელი ჩუენი გნ~თლეს და ვითარცა გოდოლნი მტკიცენი შესავედრებელ არიან, რომელნი მიივლტიან მათა მტერთა დევნისაგან.
    140.     არა ერთსა ადგილსა შეკრებულ არიან, არამედ მიერვე უცხოთა სოფელსა განეფინნეს, მრავალნი თესლნი შეამკვნეს წმიდათა მათ.
    141.     და საკჳრველ ესე არს: არა თუ თითოეულად განუჩუენეს, რომელთა მოჰქონან იგინი, არამედ აღერინეს ურთიერთას და ერთბამად იქცევიან.
    142.     ჵ საკჳრველებაჲ ესე! არცა დააკლდებიან რიცხჳსა ამას და არცა უმეტჱსსა შეიწყნარებენ და თუ თითოჲთ განჰყვნე იგინი, თჳსსა მას რიცხუსა არა გადაჰვლენ.
    143.     უკუეთუ ერთად შეჰკრიბნე იგინი, ეგრეცა ორმეოცნივე არიან, ვითარცა-იგი ცეცხლისა ბუნებაჲ, რამეთუ, რომელმან აღინთის მისი, თანა წარიღის და, სადაცა-იგი ჰნთიედნ, ყ̃დ მუნ არნ.
    144.     ეგრეცა ორმეოცნი ყოველნი არიან ერთბამად კაცად-კაცადისა თანა, უხჳ იგი ქველის საქმჱ, დაუსრულებელი იგი, განმზადებული შეწევნაჲ ქრისტიანეთაჲ, კრებული მარტჳლთაჲ, ერი ღუაწლისა მძლჱ, გუნდი მადიდებელთაჲ.
    145.     რავდენმცა დაჰშუერ, რაჲთა ჰპოვე ერთი მეოხი ღმრთისა მიმართ, არამედ ესე ორმეოცნი არიან, რომელნი ერთბამად ლოცვასა შესწირვენ უფლისა მიმართ!
    146.     სადა ორი და სამი შეკრებულ არს სახელისა მისისათჳს, მუნ არს შორის მათსა უფალი, ხოლო, სადა ორმეოცთაგანნი არიან, ვინ არს მაცილობელ ღმრთისა არა მუნ ყოფასა?
    147.     პირვეულ თუ ვინმე არს, ორმეოცთავე მიივლტოდის;
    148.     მოხარულ თუ ვინმე არს, მათავე მიისწრაფის, რაჲთა რომელმანმე ლხინებაჲ პოვოს ჭირისაგან და რომელიმე დაადგრეს სიტკბოებასა მას ზედა;
    149.     მათავე მიილტის დედაჲ შვილთათჳს, გზად წარსრულისათჳს ქმრისა მშჳდობით მოსლვასა ილოცავს, სნეულისა სიცოცხლისათჳს ევედრების.
    150.     მარტჳლთა თანა იყავნ ყოველი ცხორებაჲ თქუენი, ჭაბუკნი მოხუცებულთა თანა ემსგავსენით, მამანი – ეგევითართა შვილთა, ილოცევდით დედანი, კეთილისა დედისა მოძღურებასა ისწავებდით.
    151.     ერთისა მის ნეტარისა დედამან ვითარცა იხილა, ვითარმედ სხუანი იგი მყინვარსა მას შინა აღესრულნეს, ხოლო შვილი იგი მისი სულიერღა იყო ძალისა მისგან სიჭაბუკისა და ტანჯვასა მასღა შინა იყო, დაუტევეს იგი ერისაგანთა მათ,
    152.     ვითარმედ შემძლებელღა იყო განზრახვად რაჲსმე, ხოლო მან თჳსითა ჴელითა აიღო და დადვა იგი ურემსა მას ზედა, სადაცა-იგი სხუანი ისხნეს და საჴმჳილსა მას ცეცხლისასა მიაქუნდეს.
    153.     ჭეშმარიტად ესე არს მარტჳრისა დედაჲ, რამეთუ არცა ცრემლნი გარდამოსთხინა მედგარნი, არცა თქუა რაჲ სიტყუაჲ მდაბალი და არა-ღირსი მის ჟამისაჲ,
    154.     არამედ ესე თქუა: წარგუალე, შვილო, კეთილსა მაგას გზასა მოყუასთა შენთა თანა და ნუ დააკლდები თანა-მკჳდრსა მაგას კრებულსა და ნუცა უკუანაჲსკნელ სხუასა უფალსა ეჩუენები, არამედ უფალსა ღმერთსა შენსა!
    155.     ნანდჳლვე კეთილისა ძირისაჲ კეთილი მორჩი აჩუენა მჴნემან მან დედამან, რამეთუ უფროჲსღა მოძღურებითა ღმრთის მსახურებისაჲთა განზარდა, ვიდრეღა სძითა, და, რომელი-იგი ესრჱთ აღზრდილ იყო, ესრჱთ წარეგზავნა ღ~თს მსახურისაგან დედისა.
    156.     ხოლო ეშმაკი წარვიდა სირცხუილეული, რამეთუ ყოველივე დაბადებული აღძრა მათ ზედა და ყოველივე იგი პოვა მოუძლურებული კაცთა მათ სიმჴნესა ქუეშე: ღამჱ იგი ძნელი, სოფელი იგი საზამთროჲ, ჟამი იგი ფიცხელი წელიწადისაჲ მის, ჴორცთაჲ იგი შიშულობაჲ.
    157.     ეჰა კრებული წმიდათაჲ! ეჰა განწყობილი შუენიერი! ეჰა შეწევნაჲ სათნოჲ!
    158.     ეჰა, ზოგად მცველნო ნათესავისა კაცთაჲსანო კეთილნო, ზოგადნო მზრუნველნო, ლოცვისა შემწენო, ძლიერნო მეოხნო, ვარსკულავნო სოფლისანო, ყუავილნო ეკლესიათანო!
    159.     თქუენ არა თუ ქუეყანამან დაგფარნა, არამედ ცამან შეგიწყნარნა.
    160.     განგეხუნეს თქუენ ბჭენი სამოთხისანი, საკჳრველ იყვენით ხილვად ანგელოზთა ერსა, საკჳრველთა მადლთაჲ და მამად მთავართა მოციქულთა და წინაწარმეტყუელთა და მართალთა კაცთა,
    161.     რომელთათჳს ყუავილოსნებაჲ იგი სიჭაბუკისაჲ შეურაცხ-ყვეს და უფროჲს მამა-დედათა და შვილთა უფალი შეიყუარეს და ამას ოდენ ჰასაკსა ცხორებისსა ზედა დადგეს, უგულებელს-ყვეს საწუთროჲ ესე ცხორებაჲ,
    162.     რაჲთა ადიდონ ღმერთი ასოთა მათთა ზედა, სახილველ იქმნნეს სოფელსა ანგელოზთა და კაცთა, დაცემულნი აჰმართნეს, ორგულნი დაამტკიცნეს, ღ~თს მსახურთა მათ მარტჳლთა კეთილი გულის თქუმაჲ მრჩობლი შთაუგდეს გულსა
    163.     და ღ~თს მსახურებასა ყოველნივე მჴნედ განემზადნეს და ერთითაცა გჳრგჳნითა სიმართლისაჲთა შეიმკვნეს ქრისტე იესუჲს მიერ უფლისა ჩუენისა,
    164.     რომლისაჲ არს დიდებაჲ მამისა თანა ერთბამად, ყოვლად წმიდით, სახიერით და ცხოველს-მყოფელით სულით, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ.


22

     1.     საკითხავნი წმიდისა ლაზარჱსნი. თქუმული იოვანე ოქროპირისაჲ. მარიამისთჳს და მართაჲსთჳს, დათა ლაზარჱსთა, და ელია წინაწარმეტყუელისა
    2.     საყუარელნო, რავდენნი საუფლოსა ადგომასა ტრფიალ იქმნნეს, რომელი აწ ჩუენ ვითარ აღმოგუეკითხვის მარიამისი იგი ქრისტჱს მოყუარებაჲ, ვითარ-იგი წადიერად ნელსაცხებელი მოაქუნდა მაშინ, და აწცა სულნელ არს ეკლესიაჲ და სავსე!
    3.     აჰა სანელსაცხებლჱ იგი დაცალიერდების და საკურთხეველი აღივსების საკუმეველითა!
    4.     მარიამ უფალსა ნელსაცხებელსა სცხებს და მართაჲ ჰმსახურებს!
    5.     და ლაზარე, რომელი სამკუდროჲთ საშოჲთ გამოსრულ არს, თანამეინაჴედ უზის!
    6.     დედანი ჰმსახურებენ და მამაკაცი თანა-მეინაჴედ!
    7.     რაოდენ უპატიოსნეღაა მამაკაცობისა ნათესავი, რამეთუ მამაკაცი ხატად ღმრთისა შექმნა, ხოლო დედაკაცი – ხატისაგან მამაკაცისა;
    8.     და მამაკაცსა ადიდებს, ხოლო ღმერთსა ვერ ემსგავსების.
    9.     აწ ვინ არს ამას მოწამჱ, რაჲთა არა ბრალეულ ვიქმნნეთ?
    10.     ისმინე პავლე მოციქულისაჲ, რომელი იტყუის, ვითარმედ: მამაკაცსა არა უღირს დაბურვაჲ თავისაჲ, რამეთუ ხატი და დიდებაჲ ღმრთისაჲ არს, ხოლო დედაკაცი დიდებაჲ ქმრისაჲ არს, დედაკაცი თჳსისა ქმრისა დიდება, არა თუ უცხოთა;
    11.     არა პირველისა შეთქუმისა ამაოჲსა, არამედ შემდგომად შეთქუმულებისა შვილთ-სხმასა.
    12.     ამან რაჲმე დედაკაცი წყევისაგან გამოიჴსნა – ერთგულებისა შვილებამან.
    13.     ვინ-მე არს ამისა მოწამე?
    14.     – იგივე პავლე, რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: ადამ არა სცთა, ხოლო დედაკაცი იგი სცთა და გარდამავალ იქმნა, არამედ ცხონდებისვე შვილთ-სხმისაგან.
    15.     ჰხედავა, ვითარ შვილთ-სხმისაგან ცხონდების დედაკაცი!
    16.     არა ვითარ ევა კაენი შვა, არამედ დიდებულმან ქალწულმან თჳნიერ მამაკაცისა უფალი მუცლად-იღო.
    17.     აწ მისგან შობილსა – უფალსა ყოველთასა მარიამ ნელსაცხებელსა სცხებს და მართაჲ ჰმსახურებს, და ლაზარე თანამეინაჴედ, ვითარცა აწ გესმა.
    18.     მარიამ ეკლესიისა ხატად გამოსწერს და აღწერილ არიან ეკლესიისა სულნელებანი, და მართა შესაკრებელსა გჳჩუენებს, რამეთუ მცირედ მორწმუნე და ქუეყანისათა მოყუარე, ხოლო ლაზარეს სასწაული აღდგომისაჲ უპყრიეს,
    19.     ვითარცა გესმა სახარებისაჲ: უწინარჱს ექუსისა დღისა მოვიდა იესუ ბეთანიად, სადა იყო ლაზარე, რომელი აღადგინა მკუდრეთით, და მზა-უყვეს მას სერი, და მართა ჰმსახურებდა, ხოლო ლაზარე იყო თანა-მეინაჴედ.
    20.     და მარიამ მოიღო ლიტრაჲ ერთი ნელსაცხებელი, ნარდიონი სარწმუნოჲ მრავალ-სასყიდლისაჲ, და სცხო ფერჴთა იესუჲსთა და თმითა თჳსითა წარჰჴოცნა და ყოველი იგი სახლი აღივსო სულნელებითა ნელსაცხებლისაჲთა.
    21.     აწ იხილე დედაკაცისა საქმჱ, ვითარ მარიამ წინავე ხატად გამოსწერდა!
    22.     მრავალნი დედათაგანნი დააცადნა მარიამ ბოროტთაგან საქმეთა და ასწავა მათ ლიტრისა ნელსაცხებლისა პყრობაჲ;
    23.     არა ეგრე, ვითარცა-იგი რომელთამე თავისა წარკუეთაჲ წინამორბედისა და ნათლის-მცემელისაჲ.
    24.     ყოველსა ჟამსა მოისწრაფე უფლისა ნელსაცხებლისა ცხებად ვითარცა მარიამ და ნუ იუდაჲს თანა მპარავ იქმნები და ეგრევე თმათა განიჴსნიდ და ნუ თანა-შეითხზავ ცოდვასა.
    25.     დაჲ იგი ლაზარჱსი მოიკითხეთ და ნუ ასულსა მას ეშმაკისა ეროდიაჲსსა განსთქუამთ.
    26.     ხოლო მე ამას შესაკრებელისათჳს ჰურიათაჲსა ვიტყუი, ვითარცა-იგი უფალსა ნელსაცხებელი არა სცხეს, არამედ ძმარი და ნავღელი მიუპყრეს და სისხლისა სიყუარულითა მარადის წინააღმდგომად ქრისტჱსა იქმოდეს და ისწრაფდეს მოკლვად ლაზარე, რომელი აღადგინა მკუდრეთით.
    27.     ვინ-მე უმტკიცჱს იყოს?
    28.     რომელი უფალმან აღადგინოს და რომელსა საცხებელსა იგინი დააცალიერებდეს, ვითარცა აწ გესმა სახარებისაგან: აგრძნა ერმან ჰურიათამან,
    29.     ვითარმედ მუნ არს იესუ, მოკრბა არა ხოლო თუ იესუჲსა, არამედ რაჲთა ლაზარეცა იხილონ, რომელი აღადგინა მკუდრეთით, რამეთუ მრავალნი ჰურიანი მისთჳს მოვიდეს და ჰრწმენა იესუჲსი.
    30.     იხილე აწ შესაკრებელი ჰურიათაჲ, ვითარ ყოვლად კაცის მკლველ არს: წინაწარმეტყუელნი მოწყუიდნეს და მერმე უფლისაცა მკლველად გამოჩნდეს!
    31.     თჳთ თავადი უფალი თჳსითა პირითა ვითარცა მოყუარეთა სისხლისათა და ავაზაკებისათა ეტყოდა: იერუსალემ, იერუსალემ, რომელმან მოსწყუიდენ წინაწარმეტყუელნი და ქვაჲ დაჰკრიბე მოვლინებულთა შენ ზედა, ვიდრემდე ჰკლვიდე და არა მოიქცე?
    32.     გთრავს მთრვალობითა არა ღჳნისა სუმითა, არამედ სისხლისა სიყუარულითა და აწ რაჲთა ისწავო, რამეთუ არა დიდ არს სიტყუაჲ ესე და განსაკჳრვებელ, ისმინე სიტყუაჲ უფლისაჲ წინაწარმეტყუელისა მიერ:
    33.     ისმინეთ ესე ყოველი მთავართა მაგათ სახლისა იაკობისთა და ნეშტთა ისრაელისათა, რომელთა გძაღუს საშჯელი და სამართალსა გარდააქცევთ, რომელნი აშჱნებთ სიონსა სისხლითა, იერუსალემსა უმშჯავროებითა.
    34.     და კუალად: უკუეთუ განიპყრნეთ ჴელნი თქუენნი ჩემდა მომართ, გარე-მივიქციო პირი ჩემი თქუენგან, და უკუეთუ განამრავლოთ ვედრებაჲ, მე არა ვისმინო, რამეთუ ყოვლადვე ჴელნი თქუენნი სავსე არიან სისხლითა.
    35.     აწ მასვე სიტყუასა მოვიდეთ სახარებისასა, ვითარმედ: უწინარჱს ექუსისა დღისა ვნებისა მოვიდა იესუ ბეთანიად, სადა-იგი იყო ლაზარე, რომელ აღადგინა მკუდრეთით.
    36.     რომელი-იგი უფალი ბეთანიად მოვიდა, იგივე უფალი მოვიდა აქა, იგივე უფალი წარმოდგა აქა, რამეთუ ბეთანია „სახლ მშჳდობის“ ითქუმის, ხოლო სახლად მშჳდობისად მოსრული უფალი – სახლად,
    37.     რომლითა სახლეულ ვართ მარადის, ყოველთა დღეთა ჩუენთა სახელისა მიმართ ვღაღადებთ უფლისა მიმართ და ვიტყჳთ: დიდებაჲ მაღალთა შინა ღმერთსა, ქუეყანასა ზედა მშჳდობაჲ, კაცთა შორის სათნოვებაჲ!
    38.     რომელი-იგი ბეთანიად მოვიდა, იგივე აქა მოვალს, ხოლო მოვალს არა ვითარცა მოსრული, არამედ ვითარცა არსი და მოსრული და მომავალი.
    39.     ამას უფლისა მოსლვასა წინაწარმეტყუელი წინავე ჰხედვიდა და იტყოდა: აჰა უფალი ძლიერებით მოვალს, და მკლავი მისი უფლებით.
    40.     ჭეშმარიტ არს სიტყუაჲ ესე, რამეთუ „უფალი ძლიერებით მოვალს“.
    41.     ვითარ ძლიერებით? – რომელმან ჯოჯოხეთი წარმოტყუენა და სიკუდილი მოაკუდინა და ლაზარე აღადგინა;
    42.     რომელმან ბევრეულითა საკჳრველებითა აღავსო ყოველი.
    43.     „აჰა უფალი ძლიერებით მოვალს“;
    44.     ვინ-მე არს უძლიერჱ მის მეტყუელისა, რომელმან თქუა, ვითარმედ: ლაზარე, გამოვედ გარე!
    45.     მოვალს, რომელი არა განშორებულ არს, და რამეთუ მოვალს, განვიდეთ მიგებებად მოსრულისა მის და მომავალისა არა ქუეყანით ფერჴითა წარდგმითა, არამედ ს̃ლთა განვამტკიცებდეთ უმჯობჱსითა სახითა;
    46.     განვიდეთ მიგებებად მოსრულისა და მადლობით ვჰყოფდეთ მას, რომელი-იგი ყო მარიამ, დამან მოსჱსმან.
    47.     უშემკულჱს ჴმასა მოვიღებდეთ და აღვიღოთ ძლევისა სამძალი.
    48.     არა ბობღნითა და ჴელთ ტყუელვითა, არამედ მცენარისაგან რტოებისა ფინიკისა, და ღაღატ-ვყოთ მორწმუნეთა ძმათა ჩუენთა თანა: ჵსანა!
    49.     კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა მ~ფჱ ისრაელისაჲ!
    50.     ამას სამეუფოსა მოსულსა ესაჲა წინავე ჰხედვიდა და იტყოდა: აჰა უფალი ძლიერებით მოვალს, და მოვალს ვითარცა მკუდართა აღმადგინებელი.
    51.     არა ხოლო თუ მკუდართაჲ, არამედ დამპალთაჲცა და სოფლისაგან განსრულთა და თმა-გარდასრულისა მეოთხისა დღისა ლაზარჱს საფლავით გამოყვანებად და, ვითარცა-იგი გესმა სახარებისაჲ,
    52.     ვითარმედ: უწინარჱს ექუსისა დღისა ვნებისა მოვიდა იესუ ბეთანიად, სადა-იგი ლაზარე მკუდრეთით აღადგინა.
    53.     რომელი ესევითარი ქმნა მოსე სასწაული, ვითარ-იგი უფალმან ჩუენმან იესუ ქრისტემან?
    54.     მოსე კაცი არა თუ აცხოვნა, არამედ მოკლა.
    55.     ჰრცხუენოდენ აწ ჰურიათა, რომელნი მოსეს შეასხმენ და უფალსა ი~ჳსს შეასმენენ!
    56.     და ჰურიაჲ გამორბის და იტყჳს: აქა მკუდარი არავინ აღადგინაო, ვითარ, ჵ ჰურიაო?
    57.     არა აღადგინა ელია წინაწარმეტყუელმან სარეფთას ქურივისა ძჱ?
    58.     და ელია კაცივე ღა იყო!
    59.     ვითარ უკუე თქუენისა მოძღურისათჳს უმეტჱს ჰბრძნობთ?
    60.     აწ ჩუენ ღმერთსა ძლიერსა იესუ ქრისტესა ვწამებთ, რომელმან აღადგინა ლაზარე მკუდრეთით ოთხისა დღისაჲ.
    61.     ჵ ჰურიაო, არცა ჩუენსა აღადგინა ელია მკუდარი და კაცივე იყო, და არა ღმერთი.
    62.     ვითარ უკუე უმეტჱს ჰბრძნობთ აღდგომისათჳს ლაზარჱსისა მკდრეთით და ღმერთ ჰყოფთ მოძღუარსა თქუენსა? რასა იტყჳს?
    63.     ჵ ჰურიაო, თანა-ეწამები ელიას, რომელმან-იგი ვედრებითა ღმრთისაჲთა მკუდარი აღადგინა.
    64.     ანუ ვითარ უფალსა ჩუენსა იესუ ქრისტესა გუასწავებთ მონებისასა, რომელმან-იგი ოთხისა დღისა მკუდარსა უჴმო ლაზარეს?
    65.     და გამოვიდა იგი ბრძანებისა მისგან საფლავით.
    66.     ცან, რამეთუ სხუაჲ არს ჴელმწიფებაჲ ღმრთეებისაჲ.
    67.     არა თუ სცნა პირველად სახჱ მკუდართა აღდგომისაჲ, ვერ გულისხმა-ჰყო სიტყუაჲ ღმრთეებისა ჴელმწიფებისაჲ.
    68.     აწ ისმინე გულისხმის-მყოფელად, რამეთუ რომელი-იგი ელიაჲსზე მკუდარი სარეფთელისა დედაკაცისაჲ აღადგინა, და ღათუ სიკუდილსა მიეცა, არა თუ ბუნებისა მოკლებითა, არამედ სწავლისა და ურვისათჳს ელიაჲსისა და მოდრეკისათჳს სიფიცხლისაგან გულისაჲსა და შეწყალებისათჳს.
    69.     გან-რაჲ-რისხნა ოდესმე ელია სახლისათჳს აქაბისა და ყოვლისა ისრაელისა უშჯულოებისა მისთჳს იეზაბელისა და ფიცით აღმოთქუა და იტყოდა: ცხოველ არს უფალი ღმერთი!
    70.     უკუეთუ იყოს წელთა ამათ ცუარი ანუ წჳმაჲ ქუეყანასა ზედა გარნა პირისაგანვე ჩემისა, ამას ურწყულებისა განჩინებასა ელიაჲსსა ყოველთა შემოქმედისა ღმრთისაგან არა ითქუა ესე, ხოლო აღ-ვე-ასრულებს მონისა მის განჩინებასა.
    71.     უნდა მისი ღმერთსა, რომელმან შეკრნა ღრუბელნი სიმდიდრეთაგან წჳმათაჲსა, მეყს განჴსნად შეპყრობილებისა მისგან ურწყულებისა.
    72.     ხოლო ელია არა შესძინებდა შენდობასა, ვითარმედ სხუად ღმერთი მოწყალე და სხუად კაცი განფიცხებად, ხოლო უფალსა სიფიცხლისათჳს მონისა უნდა ვედრებაჲ, რაჲთა მოსცეს ქუეყანასა წჳმაჲ.
    73.     შეუმსგავსებელ იყო ღმრთისაჲ კაცისა მიმართ ვედრებაჲ.
    74.     და ვითარცა ღმერთი სხუითა მოვიდა საქმითა.
    75.     რომლითა? – ამით: ისმინე და გულისხმა-ყავ უწუიმროებისა იგი განგრძობაჲ: სამ წელ და ექუს თუე არა აღივსო ღრუბელი შობად წჳმისა.
    76.     მერმე იწყო ელიაცა შეურვებად წყურილითა.
    77.     ხოლო ელოდა და ეტჳრთა და ამას ჴდომით ჰყოფდა, რამეთუ უნდა ამას შემუსრვად და უტყუ ყოფად სახლი იგი აქაბისი.
    78.     და რასა უფალი განიზრახავს მონისათჳს განფიცხებულისა და ვითარ-იგი ეტყჳს: აღდეგ ამიერ და წარვედ ჴევსა მას ქორათისასა, და მუნ ჰსუმიდე წყალსა ჴევისასა და მუნ უბრძანო ყორანსა გამოზრდაჲ შენი.
    79.     ამას რაჲ ეტყოდა უფალი ელიას, არა რაჲთამცა დიდებულ ყო, არამედ რაჲთა საგინებელისა მისგან საზრდელისა მოიყვანოს იგი მოწყალებად.
    80.     შეუმსგავსებელ იყო წინაწარმეტყუელისაჲ ყორნისა მიერ გამოზრდაჲ ჴორცითა სავსისა ტაბლისა დაგებად, რომელსა-იგი დასაბამითგან შრომაჲ აქუნდა მარხვისაჲ.
    81.     შემძლებელ იყო უფალი ანუ ტრედისაგან გამოზრდად მართლისა, გინა თუ მანანჲთა, ვითარცა ძენი ისრაელისანი, ანუ სწორისა მისისა დანიელისებრ საზრდელი მიღებად კაცისა მიერ, ვითარცა ამბაკუმ.
    82.     შემძლებელ იყო უფალი ჩუენებად ელიაჲსა და ნებიერად გამოზრდად რომლითა მერმეცა ივლტოდა იეზაბელისგან და მიიწია უდაბნოდ და მიიძინა მრავლითა შიმშილითა და წყურილითა, რამეთუ ფრიად იყო გზაჲ იგი.
    83.     და რაჲ დაუდვა სასთუნალ მისა უფალმან?
    84.     – პური და წყალი და მეყს უგუმირა გუერდსა მისსა.
    85.     და რაჲსათჳს გუერდსა და არა სხუასა ადგილსა, რაჲსათჳს?
    86.     – ისმინე: რაჲთა შეკრთომითა მით გუერდისაჲთა ივლტოდის.
    87.     და რასა ეტყჳს მას უფალი? – ელია, აღდეგ, ჭამე და სუ, რამეთუ დიდ არს შენდა გზაჲ იგი.
    88.     აღდგა ელია, ჭამა და სუა და წარემართა ძალითა საზრდელისაჲთა ორმეოც დღე და ორმეოც ღამე არა ვითარცა მშიერი, არამედ ვითარცა მაძღარი.
    89.     ესევითარი იყო ღმრთისა მიერი მონიჭებული საზრდელი!
    90.     და მოვიდა იგი ჴევსა მას ქორათისასა და არარაჲ პოვა, რაჲმცა რაჲ ჭამა, არამედ ყორნისა მიერ ჴორცი და წყალი ჴევისაგან და იქმნა იგი შეურვებულ.
    91.     შემძლებელ იყო რომელმან-იგი უდაბნოს გამოზარდა ერი, აქაცამცა ეცა ჭამადი სულნელი.
    92.     გარნა ამას დაუგო ჭამადი უშუერი ამისთჳს, რაჲთამცა სიფიცხლისაგან მოდრიკა წყალობად.
    93.     არამედ იგი დაადგრა მასვე სიფიცხლესა და არა მოდრკა.
    94.     შეჰგვანდა ელიაჲსა, ოდეს ესმა უფლისაჲ, ვითარმედ: „ჰსუმიდე შენ წყალსა ჴევისასა და უბრძანო ყორანსა გამოზრდაჲ“, შე-მცა-უვრდა და ევედრა უფალსა და ჰრქუა,
    95.     ვითარმედ: უფალო, არასადა შესრულ არს პირსა ჩემსა არაწმიდაჲ, აწ შენ ყორანსა წარმომიდგინება, რომელი-იგი ნოვეს ეცრუვა, და ჴორც-დაგებულსა ტაბლასა დამიგება ვითარცა წარმართსა?
    96.     შეჰგვანდა ელიაჲსა, რაჲთამცა ესევითარნი ვედრებანი შეწირნა უფლისა, არამედ მან არარაჲ ყო ესე, ამისთჳს რამეთუ იცოდა ელია: უკუეთუ ითხოვოს უფლისაგან ტაბლაჲ კეთილი, ჰრქუას მას უფალმან, ვითარმედ: რასა იტყჳი, ელია?
    97.     არა ღირს გყოფ წყალსა მაგას მრღოოიესა სუმად, რომელმან არა უტევე წჳმაჲ და განაჴმე ქუეყანაჲ ისრაელისაჲ.
    98.     არა იპოვების ნაწუეთი წყლისაჲ ლაკუასა და არცა ნოტიაჲ წყაროთა.
    99.     აწ რომელი გიყოფია, თავს-იდევ, და თუ არა გნებავს ჴორცი იგი ყორნისაჲ მიღებული ჭამად, არა იპოვების პური, არცა მჭლეული, არცა მდელოჲ, არცა წჳმაჲ, არცა ცჳარი, რამეთუ ყოველივე პირმან შენმან წარწყმიდა.
    100.     და არარაჲ იპოვების თჳნიერ ჴორცისა და იგიცა მკუდრისაჲვე, რომელნი მოწყჳდეს ურწყულებისაგან და საჭმლისა. აწ შეიწყნარე ტაბლაჲ ეგე.
    101.     ამას ესევითარსა სიტყუასა ჰგონებდა ელია უფლისა მიერ და შეიწყნარა ტაბლაჲ იგი უშუერი, რაჲთამცა არა მოდრკა სიფიცხლისაგან და არავე ენება, რაჲთამცა წჳმა ქუეყანასა.
    102.     და ოდეს იხილა უფალმან, რამეთუ არა მოდრკა, სხუითა სახითა უჩუენა მას უძჳრჱსითა პირველისა, ვითარ-იგი განაჴმო ჴევიცა იგი და ჴორციცა იგი და ვე-აცხრვო.
    103.     და ჰრქუა მას: წარვედ შენ სარეფთად სიდონიაჲსა და მუნ უბრძანო დედაკაცსა ქურივსა გამოზრდაჲ შენი.
    104.     აწ იხილე, ვითარ მოჰყვანდა ელია უფალსა წყალობად!
    105.     რამეთუ არა მიავლინა სახლსა მეფეთა და მთავართასა, არამედ ქურივისა და გლხ~კისა, რაჲთა ამით ესევითარითა მოდრკეს წყალობად.
    106.     არამედ იგი დაადგრა სიფიცხლესავე მას და გულისხმა-ყო ელია: უკუეთუ ამის ყოვლისა ჭირისათჳს ვევედრო უფალსა, მრქუას მე, ვითარმედ: რად არა თავს-იდებ, რომელმან ბერწ ჰყავ ქუეყანაჲ ურწყულობითა?
    107.     და წარემართა ელია რეცა სიხარულით.
    108.     ისმინე აწ: და რამეთუ ისტუმრა ელია ქურივისა მისგან და პოვა მცირედ ფქვილი, ზეთი და წყალი;
    109.     და მას ქურივსა მიაქუნდა შეშაჲ.
    110.     ესე ქურივი რომელ მოვიჴსენეთ, აჩუენებდა ხატსა ეკლესიაჲსასა, რომლისა მიივლინა წინაწარმეტყუელი.
    111.     და ოდეს შევიდა ელია სახლსა მას ქურივისასა, პოვა მან ჭეშმარიტად, ვითარღა ჩუენსა ამას ეკლესიასა აქუს წყალი და ზეთი, შეშაჲ და ფქვილი.
    112.     იყო სახჱ ესე წყალი ნათლის-ღებაჲ, ზეთი იგი – ცხებისაჲ, პური – კურთხევისაჲ და შეშაჲ იგი – პატიოსანი ჯუარი, რომელი ყოფად იყო.
    113.     და რომელი თქუა ელია, ვითარმედ: რქასა ამას საზეთესა არა მოაკლდეს, და ლაგჳნსა საფქვილესა არა მოაკლდეს, და რამეთუ არა არს მოკლებაჲ მადლისაჲ მართლ-მორწმუნეთათჳს.
    114.     და ოდეს პოვა ელია ტაბლაჲ იგი დაგებული, განეხარა და ეტყოდა თავსა თჳსსა: ამიერითგან აქა დავადგრე, რამეთუ ვპოვე ტაბლაჲ კეთილი;
    115.     და რაჲ ძეს ჩემი სახლსა ამას აქაბისსა და ერისა ისრაელისა?
    116.     აქუნდინ მათ უკეთურებისა მისთჳს იაზაბელისა ურწმუნოებისა იგი ნაყოფი!
    117.     ამას იტყოდა ელია და არა ცნა, ვითარ კაცსა შუებასა თანა მოუჴდის ურვაჲცა.
    118.     მოიჴსენეთ თქუენცა, ოდეს-იგი დედაკაცსა მას მოუკუდა შვილი იგი, არა თუ შემოსა, რაჲთამცა დაჰმარხა იგი, არამედ მივიდა ელიაჲსა, ევედრებოდა და უთხრა, ვითარმედ: მოკუდა შვილი იგი ჩემი; გევედრები, შემიწყალე!
    119.     და უფროჲს ხოლო შეაურვებდა.
    120.     ამისა შემდგომად ჰრქუა დედაკაცმან მან ყოველთა წინაშე: რაჲ ძეს ჩემი და შენი, კაცო ღმრთისაო?
    121.     შემოხჳედ ჩემდა, რაჲთამცა მომაჴსენენ ცოდვანი, ვიდრემდე მოაკუდინე ძჱ ჩემი.
    122.     ჰხედავა, ვითარ სიხარული იგი ელიაჲსი ურვად გარდაიქცა!
    123.     ვითარცა მკლველსა შეიპყრობს მას და ეტყოდა: ნუუკუე ძჱ ჩემი სნეულ იყოა შენსა შემოსლვასა?
    124.     მომეც ძჱ ჩემი ცოცხალი! ფიცხლად ვისმე გხედავ შენ; მასწავე აწ, რაჲ ვყო.
    125.     ნუუკუე ივლტოდი შენ ღმრთისაგან ვითარცა იონა?
    126.     ნუუკუე შენ გაქუს უწუმრებაჲ იგი ისრაელისაჲ, რამეთუ ეგევითარად იჩუენები?
    127.     ნუუკუე შენგან მოწყდეს სამნი იგი ერგასისნი? მომეც ძჱ ჩემი!
    128.     მერმე რაჲ ყო ელია? მოდრკა მკუეთრ, რამეთუ ცნა, ვითარმედ უფლისა მიერ იყო სახჱ ესე.
    129.     და დიდითა სულ-თქუმითა ღაღად-ყო ვითარცა ძლეულმან და თქუა: ვაჲმე, უფალო, რომელი მოწამე ხარ ქურივისა ამის, რომლისა თანაცა ვდგა.
    130.     რამეთუ შენ ჰყავ სიკუდილი ძისა მისისაჲ;
    131.     მიცნობიეს, უფალო, რამეთუ შენ ჰყავ სიკუდილი.
    132.     აწ ესერა შეპყრობილ ვარ მე დედაკაცისა ამისგან ქურივისა და სხჳსა დედაკაცისა ფიცხლისა მიმავლინება იაზაბელისა, რომლისაგანცა ვივლტოდე?
    133.     და აწ შეურდები ქურივსა ამას.
    134.     დიდი განსაცდელი შემემთხჳა მე, რამეთუ ვერ დაუთმობ ენასა ამისსა, შენ რაჲ-მე მიბრძანე ამის ქურივისა თანა მოსლვაჲ და გამოზრდაჲ.
    135.     აწ ესერა ვითარცა მკლველი შეუპყრიე, და ეგე მართალა: მართალარ~ ყრმაჲ იგი მხირული ვიხილე მე.
    136.     ვითარ შემოლვასა ჩემსა სიკუდილსა მიეცა, არა უწყი, უფალო.
    137.     მიჴსენ მე, უფალო, ამისისა ამისგან შეპყრობისა და აღუდგინე მკუდარი ესე, და მეცა შევძრა ენაჲ წჳმისათჳს.
    138.     ესე ყოველი, საყუარელნო, პირველ თქუმულთა მათთჳს ლაზარჱსთა და ჰურიათა მათთჳს მაცილობელთა წარმოვთქუ და მოგაჴსენე, რამეთუ სხუად სახედ მონაჲ აღადგინებს ლოცვითა და ვედრებითა და სხუად – უფალი ჴელმწიფებითა.
    139.     ელია აღადგინა მკუდარი, არამედ არა ჴელმწიფებით, რამეთუ იურვოდა იგი და იწროებასაცა შევარდა, ვიდრემდის ღაღად-ყო ლოცვით და იტყოდა: ვაჲმე, უფალო!
    140.     აწ სადა ვაჲმე ითქუმის, მუნ ურვაცა, არა თუ ჴელმწიფებაჲ.
    141.     და ევედრა ღმერთსა და სამ-ჯერ შთაჰბერა ყრმასა მას.
    142.     აწ ვითარ ესე აჩუენებდა მადლსა მას საიდუმლოჲსასა?
    143.     – რამეთუ სამი იგი შთაბერვაჲ – სამებისა განუშორებელობაჲ აჩუენა.
    144.     და შთაჰბერა ყრმასა სამ-ჯერ და ილოცა ღმრთისა და თქუა: აწ, უფალო, მოიქეცინ სული ამის ყრმისაჲ ამისავე! და იქმნა ეგრე.
    145.     რასა იტყჳ აწ, ჰურიაო? ანუ ესრევე ყო უფალმან, ვითარცა ელია?
    146.     ანუ უფალმან მოიდრიკნა მუჴლნი, ვითარ-იგი ელია?
    147.     რამეთუ ყოველი მუჴლი მისა მოდრკების.
    148.     ანუ განამრავლაა ლოცვაჲ, ვითარ-იგი ელია?
    149.     რამეთუ ყოველნი მისა შევსწირავთ ლოცვასა.
    150.     ერთ ჴმა-ყო უფალმან, ვითარმედ: ლაზარე, აღდეგ და გამოვედ გარე!
    151.     და მყის გამოვიდა სმენით, ვითარცა მონაჲ ბრძანებითა უფლისაჲთა, არარაჲთ შებრკოლდა.
    152.     რამეთუ ვერ იკადრა ჯოჯოხეთმან პყრობაჲ მისი და, ოდეს ჴმაჲ უფლისაჲ საფლავსა მას შევიდა, ვერ იკადრა დაყენებაჲ მისი სიკუდილმან.
    153.     და გამოსულასა მისსა განჰკრთეს მცველნი ჯოჯოხეთისანი და იტყოდეს: ვინაჲ-მე არს ესე, რომელი ჴელმწიფებით უწოდის?
    154.     ვინ-მე არს ესე, რომელი განაღჳძებს მკუდართა ვითარცა მძინარეთა და ეტყჳს: „ლაზარე, აღდეგ და გამოვედ გარე“?
    155.     ჴმაჲ კაცისაჲ არს, ხოლო ძალი და ჴელმწიფებაჲ – ღმრთისაჲ.
    156.     აწ გან-სამე-უტეოთ ადრე ლაზარე, ნუუკუე შთამოვიდეს მისი მწოდებელი და შემუსრნეს ბჭენი და განიყვანნეს ყოველნი.
    157.     უმჯობჱს არს განტევებაჲ ერთისაჲ, ვიდრე ყოველთაჲ.
    158.     და ესრჱთ გამოვიდა ლაზარე ბჭეთა ჯოჯოხეთისათა. და აღადგინა იგი მკუდრეთით.
    159.     მერმე კუალად უწინარჱს ექუსისა დღისა ვნებისა მოვიდა იესუ ბეთანიად, სადა-იგი იყო ლაზარე, რომელი აღადგინა მკუდრეთით.
    160.     და დაუმზადეს მას სერი, და ლაზარე იყო ერთი მეინაჴეთა მისთაგანი.
    161.     და გულისხმა-ყო ყოველმან ერმან, ვითარმედ იესუ მუნ არს;
    162.     მოვიდოდეს არა ხოლო თუ ი~ჳსსა არამედ რაჲთა ლაზარეცა იხილონ, რომელი-იგი აღადგინა მკუდრეთით, და მრავალთა ჰრწმენა მისი.
    163.     და აწ ჩუენცა გჳღირს, საყუარელნო, რაჲთა მოვიჴსენნეთ სასწაულნი და საკჳრველებანი მისნი, რომელთა შეუძლოთ.
    164.     და უფროჲს ხოლო ლაზარჱს თანა ვადიდებდეთ ჩუენ დღენდელსა ამას დღესა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსსა და შემდგომსაცა ამას განვემზადნეთ და აღვიღოთ რტოები ხეთაჲ, მივეგებვოდით პირველთავე მათებრ,
    165.     რომელნი მიეგებვოდეს და იტყოდეს: კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა მეუფჱ ისრაელისაჲ!
    166.     რომლისაჲ არს დიდებაჲ მამისა თანა სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ.


23

    1.     საკითხავნი ბზობისანი. შესხმისათჳს ყრმათაჲსა და დაჯდომისათჳს უფლისა კიცუსა ზედა შესულასა მას მისსა იერუსალემდ. თქუმული სებერიანოს გაბალონელ ეპისკოპოსისაჲ
    2.     პირველსა მას სიტყუასა და-ღა-ვაცადოთ, ძმანო, და ამას მოვიდეთ: რამეთუ ოდეს ვნებად ეგულებოდა იესუს, რაჟამს შეეახლნეს იერუსალემდ, მოვიდეს ბეთბაგედ მთასა მას ზეთისხილთასა, ოდეს-იგი მიავლინნა მოწაფენი მისნი, და მოჰგუარეს მას კიცუი ვირისაჲ.
    3.     არა თუ სხჳსათჳს რაჲ კიცუსა მას ზედა ჯერ-იჩინა დაჯდომაჲ, არამედ რაჲთამცა სიმდაბლითა მით ამპარტავანებაჲ დაჴსსნა და სხუად არარად იყო მისი იგი მას ზედა დაჯდომაჲ, არამედ რაჲთამცა დააცხრო კაცთა იგი სილაღჱ, რომელნი-იგი ეტლთა და ცხენთა ზედა ზუაობენ.
    4.     ამისთჳს იტყოდა კეთილად წინაწარმეტყუელი, ვითარმედ: გიხაროდენ ფრიად, ასულო სიონისაო, რამეთუ ესერა მეუფჱ შენი მოვალს, მჯდომარჱ კიცუსა ზედა.
    5.     და რაჲსათჳს მოვალს კიცჳთა, შემდგომად თქუა ხოლო, ვითარმედ: მოსრას ეტლეები ეფრეემისი და ცხენები ისრაელისაჲ.
    6.     აწ ჰხედავა, ვითარ სიმდაბლით დააცხრობს ყოველთა მათ ამაღლებულთა!
    7.     და ვითარცა-იგი ვნებითა მისითა ვნებანი დაჴსნა და სიკუდილითა სიკუდილი შეკრა და ჯუარითა ყოველთა წინა-აღდგომითა ძალთა არცხჳნა, ეგრეცა ამით კიცჳთა ეტლთა ზედა მსხდომარენი იგი დაამდაბლნა.
    8.     იტყჳს წინაწარმეტყუელი: გიხაროდენ, ასულო სიონისაო, ქადაგებდ ასული ეგე იერუსალემისაჲ!.
    9.     „გიხაროდენ“ და „ქადაგებდ“, რამეთუ მორწმუნეთა მათ კეთილთა არა ხოლო თუ მიღებად ღმრთეებისა ნიჭი, არამედ სხუათაცა რაჲთა ახარონ და მისცენ, რამეთუ: „ესერა მეუფჱ შენი მოვალს მშჳდობით მჯდომარჱ კიცუსა ზედა“.
    10.     კეთილად თქუა სიმშჳდჱ იგი, რაჲთამცა აჩუენა არა შეურაცხებით ჩუენებაჲ იგი.
    11.     აწ არა თუ ვერ შემძლებ იყო, რაჲთამცა აქუნდა ეტლები გინა ცხენები, რამეთუ იგი იყო მეუფჱ ძალთაჲ და მხოლოდ-შობილი, რომლისათჳს თქუა წინაწარმეტყუელმან: ეტლნი ღმრთისანი ბევრ წილ არიან და ათასეულნი წარუმართებენ მას.
    12.     არა თუ ნაკლულევან რაჲ იყო ეტლებითა, რომელი-იგი მჯდომარე არს ქერობინთა ზედა;
    13.     არა ნაკლულევან იყო ეტლითა, რომელმან-იგი შეაბნის ქარნი ეტლად და განკჳრვებით აქცევნ.
    14.     და ღათუ ვერ საკადრებელ არს ესე მსგავსებაჲ ქუეყანისაჲ ზეცისათა თანა და მისთავე ქმნულთა მისთჳსვე სახედ მოვიღებთ: ვითარცა-იგი ჩუენ ვსხდით ცხენთა ზედა, ეგრეცა სუფევნ იგი ქართა ზედა, ვითარცა-იგი დავით იტყჳს: იქცევინ იგი ფრთეთა ზედა ქართასა;
    15.     ვითარცა-იგი შენთჳს ეტლნი, ეგრეცა ღმრთისათჳს ქარნი.
    16.     და ვითარცა ჩუენ ეტლსა შევაბნით ცხენნი ოთხნი, ეგრეცა ღმერთმან განაბნა ოთხნი ქარნი, ვითარცა ზაქარია იტყჳს: ვიხილენ ცხენნი ოთხნი და ვთქუ: რაჲ არიან ესე, უფალო?
    17.     და მრქუა მე: ესე არიან ოთხნი ქარნი, რომელნი გამოვლენ პირსა ზედა ქუეყანისასა.
    18.     და აწ, ძმანო, ვითარცა-ესე სოფლისა განგებაჲ და მეფისაჲ განაგებნ სარგებელსა ყოველთა გზათა ზედა, რაჲთამცა არა შებრკოლდა საქმეჲ მისი,
    19.     ეგრეცა ღმერთმან დასხნა სარბიელად აერნი არა დაძუელებადნი, არცა დასაჴრწნელნი, დაუცხრომელნი და რომელთა მიავლინებს ამიერთა იმიერ და იმიერთა – ამიერ.
    20.     აწ იხილე ქმნულთა მათ ღმრთისათაჲ არა ხოლო თუ ქუეყანასა ზედა, არამედ ზღუათაცა შინა.
    21.     გულისხმა-ყავ ქართაჲ იგი სირბილი, რომელთაჲ-მე აღმოსავალითი დასავალად და დასავალითი აღმოსავალად, ავლენს იგი ნავთა და დასხმულ არიან მის მიერ, რომელმანცა შექმნა იგინი.
    22.     და არავის უფლიეს მათი წარმართებაჲ თჳნიერ მისა.
    23.     ესე ჩუენ არა მდიდართათჳს ოდენ განაგო მას შინა ნავისა იგი სლვაჲ, არამედ გლახაკთათჳსცა და შეურაცხთა და ვაჭართათჳსცა სარგებელად. და არავინ არს მაბრკოლებელ.
    24.     გან-ღა-იცადე შენ, კაცო, სახიერისა ღმრთისა უშურველობაჲ და მისი სიბრძნით განგებაჲ!
    25.     ესეღა მე ვთქუ, შენცა სცნა იგი.
    26.     არა თუ შეუძლებელ იყო პოვნად, რომელმან მისცა ყოველთა კაცთა, რაჲთამცა ვერ მოვიდა იგი ეტლითა ძლიერითა და შუენიერითა, არამედ მოვიდა იგი სიმდაბლით, ვითარცა-იგი პირველ ვთქუ, რაჲთამცა სილაღჱ კაცთაჲ დაჴსნა.
    27.     აწ, საყუარელნო, კიცუსა მას სახედ გჳჩუენებდა.
    28.     რამეთუ მოსე დაწერა, ვითარმედ: რ~ლსა ჭლაკნი არა განპებულ იყვნენ, არცა აღმოიცოხნიდეს, არა-წმიდათა თანა პირუტყუთა შერაცხილ იყავნო.
    29.     და ვირიცა არა იცოხნის, არცა ჭლაკნი განპებულ ასხენ, და შერაცხილ არს არა-წმიდათა პირუტყუთა თანა.
    30.     ესეცა სახედ გჳჩუენა, რამეთუ შორის ერსა არა-წმიდასა შესულად იყო, რამეთუ ღმერთი სუფევნ შორის წმიდათა.
    31.     და ვითარცა ცხენი დაიმორჩილის ზედა-მჯდომელმან, ეგრეცა ღმერთმან დაიცვნის სულნი წმიდათანი, ვითარცა-იგი წინაწარმეტყუელმან თქუა, ვითარმედ: აჰჴედ ეტლთა შენთა ზედა და მჴედრობაჲ შენი ცხორება არს.
    32.     ესრჱთვე სადამე იყო ცხენ ერთ მტრიობალ – წმიდაჲ პავლე და არა უნდა მას აღღებად აღჳრი სარწმუნოებისაჲ და ჰწიხნიდა იგი დეზსა და ძოვდა იგი შჯულსა შინა და მადლსა მას სახარებისასა ჰკრთებოდა.
    33.     და ოდეს აღასხნა მას აღჳრნი ყოველთა უფალმან განკჳრვებითა მით და მწყსიდა მას სიტყჳთა, ვითარმედ: საულ, საულ, რაჲსათჳს მდევნი?
    34.     ფიცხელ არს შენდა წიხნაჲ დეზსა.
    35.     აწ ესრჱთ შემძლებელ არს უფალი აღსხმად აღჳრსა მას სარწმუნოებისასა და სიმართლისასა, რომელმან აღჳრ-ასხნეს ყოველსა საქმესა ბოროტისასა და აღჳრითა მით სიყუარულისაჲთა სიძულილი წარდევნის.
    36.     აწ, ძმანო, აღჳრმან ვითარ ორი სახჱ მოსცის საჴმარი: ერთი ესე, რამეთუ ზედამჯდომელი მტკიცედ ზინ, და მეორედ, რამეთუ პირუტყჳ იგი შუენიერად ვალნ და, თუმცა წარჰყარენ აღჳრნი, შუენიერებაჲ იგი წარუწყმდის.
    37.     ეგრეცა აღჳრმან მან სარწმუნოებისამან არა ხოლო თუ განამტკიცნის, არამედ გან-ცა-აშუენნის სულნი.
    38.     რაჲ უშუენიერჱს არს ჴორცთა, რომელნი სიწმიდით დაცულ არიან, აღჳრ-უსხმან გულის-თქუმასა!
    39.     და რაჲ უშუენიერჱს არს, რომელთა პირსა თჳსსა აღჳრ-უსხმან და აყენებს იგი სიტყუასა უშუერსა!
    40.     ძალ-უც ეგევითარსა მას სიტყუად, ვითარცა დავით თქუა, რამეთუ: არა იტყოდის პირი ჩემი საქმესა კაცთასა.
    41.     აწ იპოვე შენ, კიცო, ქრისტჱსა და შეიწურე ზედამჯდომელი იგი არ თუ დამამძიმებელი, არამედ აღმაფართებელი.
    42.     და ვიდრემდის ჩუენ ქრისტჱ არა ვიტჳრთით ყოვლითა ცოდვითა, ტჳრთ-მძიმე ვიყვნით.
    43.     ხოლო ოდეს ქრისტჱ ვიტჳრთით, ყოვლისაგნ თავისუფალ ვიქმნით, ვითარცა თჳთ იტყჳს, ვითარმედ: აღიღეთ უღელი ჩემი თქუენ ზედა და ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშჳდ ვარ და მდაბალ გულითა, რამეთუ უღელი ჩემი ცხებულ და ტჳრთი ჩემი ფართო.
    44.     აწ პირველსავე მას სიტყუასა მოვისწრაფოთ და ვითხოვოთ მაცხოვრისაგან, რაჲთა შემდგომიცა გულისხმა-გჳყოს კიცჳსა მისთჳს, რამეთუ იტყჳს მამად–მთავარი, ვითარმედ: გამოაბას ვენაჴსა საჴედარი მისი და რქასა ვენაჴისასა – კიცჳ მისი.
    45.     დაჯდა იესუ კიცუსა ზედა, რომელი ზის ქერობინთა ზედა;
    46.     ზეცას საშინელ ჴელმწიფებით, და ქუეყანასა ზედა სასურველ მადლისათჳს;
    47.     მაღალთა ზედა ყოველთაგან შიშით და ძწოლით თაყუანის-იცემების და ქუეყანასა ზედა გამოცხადებით იქადაგების;
    48.     ვითარცა ზეცას საშინელ შობაჲ იგი მისი, ეგრეცა ქუეყანასა ზედა სასურველ აღმოცჱნებაჲ მისი;
    49.     ზეცას ანგელოზთა ერნი უგალობენ, და ქუეყანასა ზედა ყრმანი აკურთხევდეს;
    50.     ზეცას ქერობინთა და სერაბინთაგან დაუცხრომელად იდიდების, რომელნი-იგი ჩუენცა მოგუესწავა ესაიაჲსგან, რამეთუ ესმა, ვითარმედ დაუცხრომელითა პირითა უგალობდეს: წმიდა არს, წმიდა არს, წმიდა არს უფალი საბაოთ, რომლისაიგი დიდებითა მისითა სავსე არიან ცანი და ქუეყანაჲ.
    51.     ამას ყრმანი ქუეყანასა ზედა უგალობდეს: კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა!
    52.     მაცხოვნენ ჩუენ, რომელი ხარ მაღალთა შინა.
    53.     და ღათუ მწჳსთა გონებანი რომელთანიმე დაბრმეს, არამედ ჩჩჳლთა უმანკოთანი ქმნულთა მისთანი სულნი განათლდეს და აქებდეს.
    54.     და მოხუცებულნი ადუმებდეს თჳსითა უგუნურებითა და არა მოიჴსენეს ზაქარიაჲსი იგი დაწერილი: არქუთ ასულსა მაგას სიონისასა: აჰა მეუფჱ შენი მოვალს შენდა და ზე ზის კიცუსა ვირსა.
    55.     აწ რაჲსათჳსღა სხუათათჳს დაგიწერა წინაწარმეტყუელმან, ჵ ჰურიანო, ანუ ვისთჳს ისწავეთ ესე: „კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა“?
    56.     და ღათუ ჟამი იგი შემოსლვისაჲ ვერ სცანთ, გინა თუ დაწერილი წინაწარმეტყუელისაჲ, რომელ დაგისწავიეს, ვერ მოიჴსენეთ, ამათ ყრმათაგან ღათუ მოიჴსენეთ და იცანთ მეუფჱ და მიეგებვოდეთ;
    57.     უკუეთუ არა, ნუ დაადუმებთ უსწავლელთა ყრმათა: რასა უმეტჱს ღაღადებენ წინაწარმეტყუელისაგან და წერილისა?
    58.     ფარისეველნი იგი უფროჲს ხოლო ამით ადუმებდეს, რამეთუ უძნდა გალობაჲ იგი მათი.
    59.     ხოლო ძალითა ღმრთისაჲთა ამათი იგი შეწამებაჲ თჳსითა მით მედგრობითა მათგანვე ემხილებოდა, რამეთუ იგი შჯულსა სწვლულ იყვნეს, წინაწარმეტყუელთა წიგნი აღმოეკითხა და იცოდეს უფლისა მოსლვაჲ.
    60.     და ვითარ იხილეს მათ ნათელი იგი მომავალი, განფიცხეს და გარდაიქცეს და მეუფესა ყოველთასა ექმნეს დაუმორჩილებელ.
    61.     და ვითარ იხილა ღმერთმან მათი იგი სული გარდაქცეულად, და ოდეს-იგი სწავლასა მას შჯულისასა არა შეირცხჳინეს, რომელი მისთჳს მოასწავებდა, მაშინ აღახუნა პირნი მათ ყრმათანი და უფროჲსად უგალობდეს და იტყოდეს: ჵსანა, ძეო დავითისო.
    62.     და რომელთა-იგი ესმოდა, იწყლვოდეს და ეტყოდეს იესუს: არა გესმისა, რასა ესენი იტყჳან შენთჳს?
    63.     ხოლო იესუ ჰრქუა მათ: არა აღმოგიკითხავსა წერილი ესე, ვითარმედ: პირითა ყრმათა ჩჩჳლთა მწოვართაჲთა დაემტკიცოს ქებაჲ?
    64.     გეტყჳ თქუენ: და ღათუ ეგენი დუმნენ, არამედ ქვანი ღაღადებდენვე.
    65.     აწ, ძმანო, უკუეთუ ჰურიათაგანსა ვისმე ესმოდის ესევითარი გალობაჲ და ჰგონებდეს უგუნურებით და თქუას: ესრჱთ ესე წამებაჲ და გალობაჲ ღმრთისათჳს იყოო და მან თჳსისა თავისათჳს იჩემაო, ჩუენცა თანა-გუაც სიტყჳს მიგებაჲ და მოჴსენებად წერილისაჲ,
    66.     რომელი-იგი მისთჳს თქუმულ არს: უფალო, უფალო ჩუენო, ვითარ საკჳრველ არს სახელი შენი ყოველსა ქუეყანასა ზედა!
    67.     აქა განშორებაჲ ახლისა შჯულისაჲ ძუელისაგან, რამეთუ ძუელი შჯული და მსახურებაჲ და კაცთაგან დიდებაჲ იგი ღმრთისაჲ ერთსა ხოლო ადგილსა აღესრულებოდა, რომელ-იგი თქუა დავით: განცხადებულ არს ჰურიასტანს ღმერთი და ისრაელსა ზედა დიდ არს სახელი მისი.
    68.     და წარმართთა არღა ქადაგებულ იყო და ეცნობა, და ოდეს-იგი ერთსა ადგილსა აღესრულებოდა, ესე თქუა დავით.
    69.     ხოლო რაჟამს სახარებაჲ ძისა ღმრთისაჲ მიმოდაფენად იყო ყოველსა ქუეყანასა, მანვე ნეტარმან დავით მომავალისა მისთჳს პირველვე დაწერა და თქუა: უფალო, უფალო ჩუენო, ვითარ საკჳრველ არს სახელო შენი ყოველსა ქუეყანასა ზედა!
    70.     და შემდგომიცა იგი გულისხმა-ყავ: რამეთუ ამაღლდა დიდად შუენიერებაჲ შენი ზესკნელ ცათა.
    71.     ჯერ-არს, რაჲთა უმეტჱსცა მოვიჴსენოთ, ვითარ-იგი იტყჳს საქმესა მოციქულთასა, ვითარმედ: ამაღლდა იგი თუალთაგან მათთა და ღრუბელმან შეიწყნარა იგი.
    72.     და „რამეთუ ამაღლდა დიდად შუენიერებაჲ შენი ზესკნელ ცათა“.
    73.     და კუალად: „პირითა ყრმათა ჩჩჳლთა მწოვართაჲთა დაემტკიცოს ქებაჲ“.
    74.     რაჲსათჳს ყრმათაგან ვერ-მე კმა-იყვნესა მწუისნი?
    75.     – ამისთჳს რამეთუ ფარისეველნი იგი და მწიგნობარნი შურით ჰგონებდეს დაფარვად მისსა მას დიდებასა და ყრმათა მათგან მტერნი იგი მხილებულ იყვნეს და დადუმნეს;
    76.     რამეთუ შესულასა მისსა არა ხოლო თუ ყრმანი აქებდეს, არამედ რომელნიმე სამოსელსა წინა დაუფენდეს, და აღიძრა ყოველი იერუსალემი და მიეგებვოდეს.
    77.     და აღესრულებოდა შემდგომიცა იგი: რაჲთამცა განირყუნა მტერი იგი და შურის-მგებელი.
    78.     და რაჲ-მე არს შურის-მგებელი? უმეტჱსადრე გუნებავს ცნობაჲ.
    79.     – ესრჱთ არს, რამეთუ იყვნეს იგინი მართალისა მის სარწმუნოებისა მტერ და შჯულისა შურის-მგებელ, ძმანი იეზაბელისნი.
    80.     ვითარცა-იგი იეზაბელ რეცა აჩუენებდა ღმრთისათჳს შურის-გებასა და ღმერთსავე ჰბრძოდა, რამეთუ უნდა მას ნაბუთჱსი მოკლვაჲ და შესწამებდა ცილსა და იტყოდა, ვითარმედ ნაბოთე ღმერთი გმოო.
    81.     და ვის-იგი ჰბრძოდა, რეცა მისთჳს შურს-იგებდა და რეცა თუ სახიერებასა აჩუენებდა და მანკიერებასა აღასრულებდა.
    82.     ეგრევე სახედ ჰურიანი ჰყოფდეს.
    83.     ამისთჳს თქუა: რაჲთამცა დაჰჴსენ მტერი იგ და შურის-მგებელი.
    84.     და კუალად პატივი იგი მისი თქუა ხოლო: რამეთუ ვიხილენთ ცანი, ქმნულნი თითთა შენთანი, რამეთუ ყოვლისა შემოქმედი მხოლოდ-შობილი ძჱ ღმრთისაჲ ქუეყანასა ზედა იჩჳენებოდა, ვითარცა კაცი ჴორციელებისათჳს, არამედ ზეცას იდიდებოდა პატივით.
    85.     და კუალად: რაჲ არს კაცი, რამეთუ მოიჴსენო იგი, ანუ ძჱ კაცისაჲ, რამეთუ მოხედო მას?
    86.     ოდეს-იგი თქუა წინა საუკუნეთა მისი იგი პატივი, შე-ხოლო-უდგინა ჴორციელებაჲ მისი.
    87.     რამეთუ ესრჱთ შემოქმედმან ცისა და ქუეყანისამან ძესა კაცისასა მოხედა. და რაჲ-მე არს მოხედვაჲ?
    88.     – რამეთუ ვითარცა მკურნალმან მოხედნის, ეგრე მოხედა კაცთა მკურნალმან სულთა და ჴორცთამან, რამეთუ იტყოდა, ვითარმედ: არა უჴმს ცოცხალთა მკურნალი, არამედ სნეულთა.
    89.     და კულად: არა მოვედ ჩინებად მართალთა, არამედ ცოდვილთა სინანულად.
    90.     იტყჳს: დააკლე იგი მცირედ ანგელოზთა შენთა.
    91.     რაჲ-მე არს ესე?
    92.     რომელი-იგი კაცებაჲ შეიმოსა მხოლოდ-შობილმან.
    93.     ამისთჳსცა პავლე იტყჳს ებრაელთა მას თავსა: დააკლე იგი მცირედ ანგელოზთა შენთა.
    94.     და თქუა: ხოლო ვხედავ აწ იესუს ვნებითა მით და სიკუდილითა.
    95.     აწ ვითარ გამოაჩინებს სიტყუასა და არა ტყუვილ არს ჭეშმარიტი!
    96.     შევიდა იესუ იერუსალემდ და ყრმათაგან იდიდებოდა, რომელი დაიცავს ჩჩჳლთა, და აღახუნა პირნი მათნი, რომელნი ვერღა შემძლებელ იყვნეს გალობად.
    97.     და აღესრულებოდა წერილი, ვითარმედ: განცხადებაჲ სიტყუათა მათ შენთაჲ განმანათლებელ არს და გონიერ ყვნის ჩჩჳლნი, რაჲთა მხილებულ იყვნენ ყრმათა ჩჩჳლთაგან მოხუცებულნი.
    98.     და მკითხველნი შჯულისანი უვარ-ჰყოფდეს, წინაწარმეტყუელისასა იკითხვიდეს და ვისთჳს-იგი წინაწარმეტყუელნი ასწავებდეს, მას ვერა სცნობდეს.
    99.     გამოვიდა ყრმათა უმანკოთაგან უმანკოებაჲ და ემხილა გონებაჲ იგი მათი სიცრუვისაჲ.
    100.     შევიდა იერუსალემდ უმანკოჲ იგი ქებულად უმანკოთაგან.
    101.     და შე-ვე-ეგრე-ჰგვანდა სახიერსა ღმერთსა, რაჲთამცა მგალობელნიცა უბიწონი ჰქონდეს, რამეთუ ბუნებით უბიწონი იყვნეს ყრმანი იგი.
    102.     და ღათუ ვინმე აცილობდეს მათსა მას უმანკოებასა, არამედ თჳთ მაცხოვარი იტყჳს, ვ~ე: უკუეთუ არა მოიქცეთ და არა იქმნეთ, ვითარცა ყრმანი უბიწონი, ვერ შეხჳიდეთ სასუფეველსა ღმრთისასა.
    103.     აწ ჯერ-არს ჩუენდა, რაჲთა ყოვლისაგანვე სიცრუვისა უბიწო ვიყვნეთ და უბიწოებით უგალობდეთ ქრისტესა, რამეთუ იგი მხოლოჲ უბიწო არს, რომლისათჳს იტყჳს პავლე, ვითარმედ: შე-ვე-ეგრე-ჰგვანდა მღდელთ-მოძღუარი წმიდაჲ, უბიწოჲ, უმანკოჲ და განშორებული ცოდვისაგან.
    104.     ესრჱთ შევიდა ქალაქად მეუფჱ ისრაელისაჲ, რამეთუ იტყჳს: აჰა მეუფჱ შენი მოვალს შენდა.
    105.     და ოდეს გესმეს იერუსალემი სამეუფოჲ ქრისტჱსი, ნუ განჰყოფ მეუფესა მას, რამეთუ ერთი არს მეუფჱ მამაჲ;
    106.     და ოდეს სთქუა მეუფედ მამაჲ, ნუ განჰყოფ ძესა, რამეთუ მამისაგან სცან ძჱ;
    107.     და თუ სთქუა ძჱ მეუფედ, ნუ განაშორებ მამასა, რამეთუ ძისაგან გულისხმა-ჰყავ შენ მამაჲ.
    108.     და რამეთუ ერთი სუფევაჲ მამისაჲ და ძისაჲ და სულისა წმიდისაჲ არს.
    109.     აწ, ძმანო, გულისხმა-ყავთ, რამეთუ წინაწარმეტყუელნი ქრისტესა ქადაგებენ, მეუფესა ისრაელისასა: მხიარულ იყავ, ასულო სიონისაო, რამეთუ ესერა მეუფჱ შენი მოვალს შენდა მაცხოვარი.
    110.     ხოლო უფალმან თჳსი დიდებაჲ მამისა მიმართ შეწირა და იტყოდა: ნუ ჰფუცავთ იერუსალემსა, რამეთუ ქალაქი არს მეუფისა დიდისაჲ.
    111.     არა თუ „მამისაჲო“, არამედ „მეუფისაჲ“, რამეთუ ჴელმწიფებაჲ იგი დაფარა და არა ერთობისაჲ განაქარვა და რამეთუ მხოლოდ-შობილი ძჱცა მეუფე არს და აქუს სუფევაჲ საუკუნოჲ საუკუნესა თანა დაუსრულებელსა,
    112.     რამეთუ იტყჳს: სუფევაჲ შენი სუფევა არს ყოველთა ზედა ო˜კე და უ˜ფლბჲ შენი ყოველსა შორის თესლსა და თესლსა.
    113.     ამას იტყჳს მამისათჳს წერილი და მასვე – ძისათჳს: ერთ არს სუფევაჲ მათი.
    114.     ხოლო აწ მამისაჲ ვთქუათღა, რაჲთა ეგრჱთ აღვასრულოთ სიტყჳისა იგი ძალი.
    115.     არა თუ ესე წინაწარმეტყუელებაჲ მამისა და სხუაჲ ძისა, არამედ ესე თუ ძისაჲ მეგონოს, მამისად ვქადაგო;
    116.     და სხუაჲ თუ მამისაჲ მეგონოს, ძისად გამოვიტყოდი, და ღაცათუ სიტყუამან დააცხროს დაუცხრომელი იგი ძალი და დიდებაჲ.
    117.     და რაჲთამცა არა თჳს-თჳს ვიტყოდე მეუფებასა მას მათსა, აწ ითქუნ მამისათჳს: „სუფევაჲ შენი სუფევა არს ყოველთა ზედა უკუნისამდე და უფლებაჲ შენი ყოველსა შორის თესლსა და თესლსა“.
    118.     და კულად დანიელისგან ძისათჳს: ვხედევდ და აჰა ესერა ღრუბელთა ზედა ცისათა მოვიდოდა ვითარცა ძჱ კაცისაჲ და მოიწია ვიდრე ძუელისა მის დღეთაჲსა და მას მიეცა პატივი და ჴელმწიფებაჲ, და სუფევაჲ მისი სუფევა საუკუნე და ჴელმწიფებაჲ მისი თესლითი თესლამდე,
    119.     რომელი არასადა წარვალს და მას, რომელი-იგი მიეცა ჴორციელობისა მისთჳს და რომელი-იგი აქუნდა ჴელმწიფებით, მიაქუს ჴორციელობისათჳს, ვითარცა იტყოდა: მადიდე მე, მამაო, დიდებითა მით, რომელი მაქუნდა შენგან წინა სოფლის დაბადებისა.
    120.     რამეთუ პირველი იგი დიდებაჲ აქუს და ახალი იგი მიაქუს ჴორციელობისა მისთჳს, რამეთუ იტყჳს: ითხოენ ჩემგან და მიგცნე შენ წარმართნი.
    121.     ვის ეტყჳს, ვითარმედ ითხოევო?
    122.     – მას, რომელმანცა თქუა, ვითარმედ: მე დავდეგ მეუფედ.
    123.     დაიწერა ესე პირველვე წინაწარმეტყუელისაგან ვიდრე მოსლვადმდევე და ჴორცთა შესხმად.
    124.     არა თუ ეტყჳს მას ჴორცთამდე: „ითხოვენ ჩემგანო“, რამეთუ აქუნდა მას მის თანა დიდებაჲ იგი და ჴელმწიფებაჲ, არა თუ ოდეს მოვიდა, მაშინ მიიღო ჴელმწიფებაჲ სოფლისაჲ.
    125.     ისმინე იოვანჱსი, ვითარმედ: სოფელსა შინა იყო და სოფელმან არა იცნა იგი;
    126.     თჳსთა მოვიდა და თჳსთა არა შეიწყნარეს, გარნა აქუნდა მას ჴელმწიფებით და მოაქუს მას ჴორციელობისა მისთჳს.
    127.     უკუეთუ ესე შეურაცხება რაჲმე ეგონოს მხოლოდ-შობილისათჳს, რომელი-იგი ითქუა, ვითარმედ „ითხოეო“, ისმინე აწ, ვითარ-იგი ღმერთი სთხოვდა კაცთა. გნებავსა ძიებაჲ?
    128.     და ჰგონებ დამცირებასა ძისასა მამისა მიმართ თხოისა მისთჳს.
    129.     გიჩუენო, ვითარ-ღა ღმერთი ითხოვდა კაცთაგან, იკადროღა მერმე თქუმად: რაჲ-მე ჰყვნეა, რომელთაგან ითხოვს უფრო, ვიდრე რომელი-იგი ითხოვს ღმერთი უმცრო.
    130.     ისმინე ძუელისაგან შჯულისა, რამეთუ იტყჳს: აწ, ისრაელ, რასა ითხოვს შენგან უფალი?
    131.     – არამედ რაჲთამცა გეშინოდა შენ მისგან.
    132.     უკუეთუ თხოვაჲ იგი სახელ-ძჳრ გიჩს, ვითარ ღმერთი კაცთაგან ითხოვდა შიშსა მაშინ?
    133.     აწ თხოვაჲცა იგი არა თუ ლიქნისაჲ არს, არამედ ჴორციელობისა მისთჳს დადებული მადლი.
    134.     „ითხოვენ ჩემგანო“, რომელი აქუს ჴელმწიფებით, მიაქუს მას ჴორციელებისა მისთჳს, ვითარცა იტყჳს წინაწარმეტყუელი: უფალო, უფალო ჩუენო, დაგუბადენ ჩუენ, არა თუ სხჳსა ვისნი იყვნეს, არამედ ყოველნი შენდა მონა.
    135.     ესრჱთცა ძჱ, ყოველთა უფალი, სთხოვს ჴორციელობისათჳს.
    136.     უკუეთუ „ყოველი მისა მონა“, რად სთქუ, ვითარმედ: „დაგუბადენ ჩუენ?“
    137.     აწ ჩუენებით რეცა ვამსგავსო და ვთქუა: უკუეთუ ვისმე ყანაჲ უცნ უქმარი და უნაყოფოჲ და ეკლოვანი და კუალად ქუეყანაჲ კეთილი და მოაქუნ ნაყოფი, შე-სამე-ურაცხიენ უნაყოფოჲ იგი ვითარცა სხუაჲ?
    138.     ეგრეცა ღმერთმან: ყოველივე შექმნული მისი არს.
    139.     გარნა რომელთა საქმენი უნაყოფონი ჰქონდენ, შერაცხილ არიან მისა ვითარცა-იგი უნაყოფოჲ.
    140.     ამისთჳსცა ყოველთა შემოქმედმან ღმერთმან იხილა ნათესავი კაცთაჲ ქუეყანასა ზედა უნაყოფოდ, წარავლინნა მოციქულნი.
    141.     და ვითარცა-იგი ჴარნი ორნი შეაბმიან და საშოვალ მათსა საჴნველნი, ეგრეცა უფალმან წარავლინნა ორნი მოციქულნი და შოვა მათსა ჯუარი, რაჲთა აღმოაბნევდენ იგინი გონებათა, რომელთანი-იგი იყვნეს ვითარცა ქვანი, და ჰყოფდეს იგინი ყოველთავე შვილ ღმრთისა,
    142.     ვითარცა თქუა იოვანე, ვითარმედ: შემძლებელ არს ღმერთი აღდგინებად ქვათაგანცა შვილად აბრაჰამისა.
    143.     ვითარცა-იგი მუშაკმან ყანაჲ ურგები და განრყუნილი პირველად ცეცხლითა მოწჳს და ამისა შემდგომად ძირი იგი საჴნველითა აღმოჰფხურის და განარჩიის, ეგრეცა ღმერთმან იხილა ქუეყანაჲ ესე განრყუნილი კერპთაგან, მოჰფინა ცეცხლი და მოწუა;
    144.     არა თუ ქუეყანასა წუვიდა, არამედ მას ზედა ეკალნი, რაჲთამცა მას ზედა ურწმუნოებაჲ იგი წარწყმიდა.
    145.     და ყოველნივე განკრძალოლნი წარუდგინნა მამასა.
    146.     და ღათუ განვაგრძვე სიტყუაჲ ესე, არამედ ჩჳენისავე აღშჱნებისათჳს აწ პირველსა მას მოვიდეთ, ოდეს შევიდოდა იესუ სიმდაბლით იერუსალემდ და ჯერ-იჩინა კიცუსა დაჯდომაჲ.
    147.     და თუ დაჯდა კიცუსა ზედა, არამედ სიმრავლჱ იგი ერისაჲ დაუფენდა სამოსელსა.
    148.     კეთილ და სასურველ და ღირს პატიოსნისაჲ მის, რომელნი შემძლებელ არიან მისა პატივის-ცემად, რამეთუ ღმერთი არა თჳსსა ჴელმწიფებასა ჰხედავს, არამედ ძალსა, რომელნი პატივ-სცემენ.
    149.     ვერვინ შემძლებელ-არს ღირსად პატივის-ცემად მისა, ვითარ-იგი ჯერ-არს;
    150.     და ღათუ ცაჲ და ქუეყანაჲ და ანგელოზნი და ყოველნი დ~ბლნი ენა იქმნენ, ვერ შემძლებელ იქმნენ დიდებისა მიცემად ღმრთისა, ვითარ-იგი ჯერ-არს.
    151.     აწ რაჲთამცა ორგანვე არა ვცოდეთ და შოვა ვიდოდეთ, და ნუცა კუალად სიღრმისა მისთჳს სარგებელსა ყოვლადვე ვევლტოდით, ვადიდოთ ქრისტჱ, არა თუ რავდენ-იგი ზედა-გუაც, არამედ რავდენცა შეუძლოთ, რამეთუ ღმერთი არა სიტყუასა ჰხედავს, არამედ გონებათა.
    152.     დაჯდა კიცუსა, რომელი ზის ზეცისათა მათ ეტლთა.
    153.     დაუფინეს მას სამოსელი კაცთა.
    154.     აწ ჯერ-არს, რაჲთა სამოსლისა წილ დაუფინნეთ გონებანი და სულნი ჩუენნი.
    155.     აწ დაუფინენ სამოსელსა თანა სულნი მომავალსა, კიცუსა ზედა მჯდომარესა, დაუფინე ღმერთსა სული შენი, რაჲთა მას ზედა იხარებდეს, რამეთუ იტყოდა მახარებელი: განმზადენით გზანი უფლისანი და წრფელ ყვენით ალაგნი მისნი.
    156.     ჯერ-არს, რაჲთა გზათა წილ სულნი ჩუენნი დაუფინნეთ წინაშე მისსა და ყრმათა მათებრ ბაჲაჲ და რტოები ხეთაჲ აღვიღოთ და სიხარულით ვიქცეოდით წინაშე მისსა და ანგელოზთა ჴმასა, რომელსა ყრმანი უგალობდეს,
    157.     და სიტყუასა წინაწარმეტყუელისასა დღეს ჩუენცა მათებრ უგალობდეთ და ვიტყოდით: ოსანა – რომელ არს „მაცხოვნენ ჩუენ“ – მაღალთა შინა!
    158.     კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა, მეუფჱ ისრაელისაჲ!
    159.     ვითარცა შევიდა მაცხოვარი ტაძარსა მას, ყოველი იგი მოფარდული და კერმის მსყიდელი გამოასხა შოლტითა.
    160.     აწ ჩუენცა შევიმოსოთ ხატი იგი ნათლისაჲ და გამოვიხატოთ გულთა ჩუენთა ჯუარი,
    161.     რაჲთა გუექმნეს იგი შოლტ და განასხას გონებათაგან ჩუენთა ყოველი უკეთურებაჲ და ვიქმნეთ ტაძარ სულისა წმიდისა, და ყოველნი ვადიდებდეთ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ.


24

    1.     თქუმული წმიდისა იოვანე კს~ტნტლ ეპისკოპოსისაჲ. შესლვასა უფლისასა იერუსალემდ. საკითხავი ზაქარია წინაწარმეტყელისაჲ
    2.     გიხაროდენ ფრიად, ასულო სიონისაო, ქადაგებდ ასული ეგე იერუსალემისაჲ, რამეთუ აჰა ესერა მ~ფჱ შენი მოვალს შენდა მართალი და მაცხოვარი, იგი თავადი მშჳდ არს და ზე ზის კარაულსა კიცუსა ახალსა და შემდგომი ამისი.
    3.     საკჳრველთაგან საკჳრველსა მოუჴდეთ, ძმანო, და ვეწინეთ, რამეთუ ვითარცა ჯაჭჳთა ოქროჲსაჲთა ვერძნი ერთად შეკრულ არიედ და ერთი-ერთსა ვერ გაეშორნიან და ეგრჱთ მიიძღუანნიან მეფისა,
    4.     ეგრეცა წმიდათა სახარებათა საკჳრველებანი ურთიერთას წარუძღუან ერსა მას ღმრთის მოყუარეთასა, ახარებედ არა თუ საწუთროჲსა ჭამადითა, არამედ რომელი უკუნისამდე ჰგიეს.
    5.     აწ ჩუენცა, საყუარელნო, განმარტებულითა გულითა და ყურითა მორჩილებით გუესმინოს, რაჲ გურქუა ჩუენ უფალმან წინაწარმეტყუელთა მიერ და სახარებათა წმიდისა ამის დღესასწაულისათჳს.
    6.     მან განაღა ჰქრუას მშჳდობაჲ ერსა წმიდათა მისთასა და მათსა, რომელნი მოქცეულ არიან გულითა.
    7.     დღეს წინაწარმეტყუელთა ჴმათა ფართო ქმნეს სფ~ლი და ეკლესიანი განაშუენნეს და გჳრგჳნოსან ყვნეს და წმიდათა ამათ დღეთა ერგასისთა ერი მორწმუნჱ შეირთეს და გალობასა ახალსა მისცემენ უძლეველსა უფალსა.
    8.     აწ მოვედით და ვიხარებდეთ უფლისა მიმართ.
    9.     აწ ყოველნი თესლნი მოვედით და აღვიტყჳელნეთ ჴელნი და ღაღად-ვყოთ ღმრთისა მიმართ ჴმითა სიხარულისაჲთა.
    10.     და ნუვინ დააკლდებინ წოდებასა ამას სიხარულისასა, რამეთუ თესლი იგი ურწმუნოჲ წარწყმედასა მიეცა.
    11.     აწ ნუვინ დაბრკოლდებინ და შეურაცხ-ჰყოფნ მიგებებასა მას მეუფისასა, ნუუკუე სასიძობელსა მას გარე დაშთეს და დაეჴშას კარი, ნუვინ მწუხარე და მგლოვარე არნ ამას მოსლვასა, რაჲთა არა დაესაჯოს მას ბოროტთა მოქალაქეთა თანა.
    12.     რომელთა ვიტყჳ მოქალაქეთა? – რომელთა არა შეიწყნარეს უფალი თჳსი მეუფჱ.
    13.     აწ ყოველნი გულს-მოდგინედ მივეგებვოდით და ყოველთა სიხარულით შევიწყნაროთ და ვდღესასწაულობდეთ;
    14.     სამოსლისა წილ დაუფინნეთ გულნი ჩუენნი წინაშე მისსა და ფსალმუნითა და გ~ლბთა მადლობით მივეგებვოდით და ვიტყოდით: „კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა“!
    15.     დაუცხრომელად ვღაღადებდეთ, რამეთუ მაკურთხეველნი მისნი კურთხეულ არიან და მწყევარნი მისნი წყეულ არიან.
    16.     და კუალად ვთქუა და უფროჲს გულს-მოდგინე გყვნე და კეთილი იგი არაჲ დავაცადო.
    17.     მოვედით, საყუარელნო, ვაკურთხოთ კურთხეული იგი, და რაჲთა ჩუენცა ვიკურთხნეთ მისგან, რამეთუ ყოველი ჰასაკი და ყოველი მოწესჱ გჳიჩინა კურთხევასა მას და გალობასა უფალმან.
    18.     მეფენი ქუეყანისანი და ყოველი ერი, მთავარი და ყოველნი მსაჯულნი ქუეყანისანი აქებდით სახელსა უფლისასა!
    19.     და უფროჲს ხოლო საკჳრველი ესე, რამეთუ ყრმათა ჩჩჳლთა მიჰმადლა ესევითარი გალობაჲ უფალმან, რამეთუ მის მიერ ესწავა მათ, ვითარცა პირველსა მას მოსეს მაშინ ერისა თანა.
    20.     დღეს იხარებს სიხარულით ნეტარი დავით, რამეთუ მოეპარა მას ყრმათაგან ქნარი იგი ათ-ძალი საგალობელი.
    21.     აწ თჳთ იგი მათ თანა იხარებს და გალობს სულითა, ვითარცა პირველ წინაშე კიდობანსა მას უფლისასა.
    22.     დღეს ამათ თანა გალობს, უხარის და იტყჳს: „კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა“.
    23.     აწ რომელსა-ესე ვიკითხავთ, წინაწარმეტყუელო დავით, გჳთხარ ჩუენ, ვინ არს ესე „მომავალი სახელითა უფლისაჲთა?“
    24.     და იგი იტყჳს: და ღათუ ჩემი არს სიტყუაჲ, არამედ თქუმად ყრმათა მიცემულ არს და მათგან დამტკიცებულ არს ქებაჲ მისგან, რომელმანცა მისცა მათ;
    25.     რამეთუ პირითა ყრმათა ჩჩჳლთა მწოვართაჲთა დაემტკიცოს ქებაჲ, რაჲთა დაჰჴსნდეს მტერი იგი შურის-მგებელი, რაჲთამცა ესევითარითა საკჳრველებითა უკმოიქცეს გულნი მათნი შვილთა ზედა და ურწმუნონი გონებითა მართალთაჲთა.
    26.     აწ, ყრმანო, გჳთხართღა ჩუენცა, ვინაჲ თქუენდა ესევითარი გალობაჲ შუენიერი?
    27.     ვინ გასწავა, ანუ ვინ გულისხმა-გიყო, ანუ ვინ შეგკრიბნა, და თუმცა შეგჳიზიარენით ჩუენცა?
    28.     და იგინი გუეტყჳან: გალობდით თქუენცა და გესწაოს მოსჱსი.
    29.     ამიერითგან ჩუენცა შეგჳრთნეს ყრმათა მათ და მოგუცნეს ჴელნი, აწ მოვედით, საყუარელნო, და ჩუენცა მათ თანა ამას გალობასა ღმრთისა მიმართ ვიტყოდით და ვადიდებდეთ მას,
    30.     რომელი-იგი ამაღლდა ცასა ცათასა აღმოსავალით და ქუეყანასა ზედა, ვითარცა მას სათნო-უჩნდა, ჯერ-იჩინა კიცუსა ზედა დაჯდომაჲ.
    31.     აწ ყრმათა თანა აღვიღოთ რტოები ზეთისხილისაჲ და ვგალობდეთ, რაჲთა ჩუენცა სულმან წმიდამან მოგუხედოს.
    32.     და ამას ღმრთით სწავლულსა გალობასა დაწყნარებით ვ~ტყდით: „კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა! ჵსანა მაღალთა შინა“!
    33.     დღეს იაკობცა მამად-მთავარი იხარებს, რამეთუ ჰხედავს წინაწარმეტყუელებულსა მისსა, რამეთუ საქმით იქმნა, ვითარმედ: გამოაბას ვენაჴსა კიცჳი თჳსი, რომელცა ესე ჯერ-იჩინა მაცხოვარმან დაჯდომაჲ კიცუსა ზედა.
    34.     და მცირედრე შემდგომად თქუა ხოლო, ვითარმედ: იგი არს სასოებაჲ წარმართთაჲ.
    35.     აწ იგიცა სულითა იხარებს მორწმუნეთა თანა და ესევითარითა მით წოდებასა მას წარმართასა აუწყებს, რომელ-იგი პირველ დაუმორჩილებელ იყვნეს.
    36.     აწ მათცა მოიყვანებს სარწმუნოებად, რამეთუ დღეს მ~ფჱ დიდებისაჲ ქუეყანასა ზედა წინაწარმეტყუელებით იდიდების და ზიარ-ჰყოფს ქუეყანისათა ზეცას, რაჲთა აჩუენოს, ვითარმედ იგი არს ორთაჲვე უფალი და ვითარ ორთაგან იდიდების.
    37.     ისმინე, ამისთჳს რამეთუ ზეცისანი იგი ქუეყანისა ცხორებასა უთხრობენ და გლ~ბთ იტყჳნ: წმიდა არს, წმიდა არს, წმიდა არს უფალი საბაოთ, სავსე არიან ცანი და ქუეყანაჲ დიდებითა მისითა.
    38.     ამას სიტყუასა მეწამების მე ჴმა-მაღალი ესაია, და ქუეყანით ყრმანი ზეცისა თანა მობაძავად სიხარულით იტყჳან: ოსანა მაღალთა შინა! ოსანა ძეო დავითისო!
    39.     კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა!
    40.     კურთხეულ არს დიდებული უფალი ადგილსა წმიდასა მისა ზეცას!
    41.     მშჳდობაჲ და დიდებაჲ მაღალთა შინა!.
    42.     და ესევითარიღა ესე აღესრულებოდა, უფროჲს ხოლო აღივსნეს მოწაფენი სიხარულითა.
    43.     და ვითარცა შევიდა იესუ იერუსალემდ, შეიძრა ქალაქი იგი და იტყოდეს: ვინ არს ესეო? არა ნუ იცოდესა?
    44.     გარნა დაბრმეს შურითა დიდებისა მისისათჳს.
    45.     უფლისა ქალაქიღა ესე ვთქუ, ძუელსა ამას ვიტყჳი კრებულსა დაუწყნარებელსა.
    46.     რამეთუ ჰკითხვენ უკეთურნი იგი: ვინ არს ესეო, სახელოვანი და საკჳრველთ-მოქმედიო?
    47.     რამეთუ ბნელი ვერ ეწია ნათელსა მას.
    48.     ვითარ არასადა იხილეს მამათა მათთა და რომელ-იგი ესაია თქუა მათთჳს: ყრუთა ისმინეთ, ბრმათა აღიხილენთ!
    49.     და ვინ ბრმა, გარნა ყრმანი ჩემნი?
    50.     და ვინ ყრუ, რომელნი-იგი მათ ეუღლებიან არამედ დაბრმეს მონანი ღმრთისანი.
    51.     იხილეთ მრავალ-ჯერ და არა დაიმარხეთ;
    52.     გეხსნეს ყურნი და არა ისმინეთ.
    53.     აწ ხედავთა, ვითარ ჭეშმარიტ არს სიტყუაჲ ესე, რომელ წინავე თქუა სულმან წმიდამან, რამეთუ ჰხედვიდეს უმადლონი იგი თუალითა და ჴელითა ჩმუნვიდეს საკჳრველ-მოქმედსა მას და ურწმუნოებასა ზედა დაადგრეს!
    54.     იხილეს მათ ყრმაჲ შობითგანი ახილული და მადიდებელი უფლისაჲ;
    55.     იხილეს მათ განრღუეული, რომელსა დაეყო ათურამეტი წელი, სიტყჳთა აღდგომილი;
    56.     იხილეს იგი ზღუასა ზედა მავალი;
    57.     იხილეს ლაზარე ოთხისა დღისა აღდგომილი;
    58.     არა ნუ იხილესა კანას ქორწილსა მას, ოდეს-იგი წყალი გარდააქცია ღჳნოდ?
    59.     გინა თუ ოდეს-იგი მცირედითა პურითა რავდენი სული გამოზარდა?
    60.     და ვითარ-იგი სნეულნი და ეშმაკეულნი განიკურნებოდეს, და ყოველსა სოფელსა განითქუმოდა მისი იგი საკჳრველებაჲ?
    61.     აწ ესევითარი გალობაჲ მისთჳს ითქუმის და იტყჳან: „ვინ არს ესეო?“
    62.     ჵ უგუნურებაჲ მოძღუართაჲ და ურწმუნოებაჲ და უჯერობლობაჲ მოხუცებულთაჲ!
    63.     ჵ თესლო ქანანისო ურცხჳნოო, და არა იუდაჲსო ღმრთის მოშიშო!
    64.     შვილთა იცნეს შემოქმედი, და მამანი დაბრმეს და იტყოდეს: „ვინ არს ესეო?“
    65.     ჩჩჳლნი და მცირენი უფალსა უგალობენ და დაძუელებულნი დღეთა ბოროტთანი ჰკითხვენ: „ვინ არს ესეო?“
    66.     ძუძუჲს მწოვარნი ყრმანი კეთილითა სარწმუნოებითა გალობასა მღვდელთასა შესწირვენ, და მღდელნი უგუნურ იქმნებიან და ჰგმობენ, გარდაქცეულნი გონებითა, მოაქციენთ გულნი თქუენნი შვილთაგან და ისწავეთ საიდუმლოჲ ღმრთისაჲ,
    67.     რომელი მისთჳს წამებს, რამეთუ ღმერთი არს, რომელი ესრჱთ იდიდების ჩჩჳლთაგან და უსწავლელთა ენათა.
    68.     გამოიძიეთ წიგნთაგან, ვითარცა გესმა უფლისაგან, რამეთუ იგინი არიან მოწამედ მისა, გესწაოს თქუენ საკჳრველი იგი.
    69.     აწ ისმინეთ, რასა იტყჳს ზაქარია წინაწარმეტყუელი: გიხაროდენ ფრიად, ასულო სიონისაო, აჰა ესერა მეუფჱ შენი მოვალს წმიდაჲ და მაცხოვარი;
    70.     და იგი თავადი მშჳდ არს და ზე ზის იგი კიცუსა.
    71.     აწ რაჲსათჳს სიხარულსა მას აყენებთ?
    72.     ანუ რაჲსათჳს მზჱ ბრწყინავს, და თქუენ გიყუარს ბნელი?
    73.     რად მშჳდისა მისთჳს ბრძოლად განმზადებულ ხართ?
    74.     უკუეთუ ხართ ძენი სიონისანი, შეერთენით სიხარულსა შვილთა თქუენთასა და სარწმუნოებით გალობაჲ შეწირეთ.
    75.     ჰკითხეთღა ყრმათა მაგათ, ვინძი შეკრიბნა ანუ ვინ ასწავა მათ ახალი გალობაჲ ღმრთისაჲ და ძჳელი წინაწარმეტყუელებაჲ?
    76.     – არამედ არა კაცმან, და იგინი ღმრთეებისასა მას გალობასა იტყჳან.
    77.     აწ ცანთ, რამეთუ ღმრთისა მიერ ესწავა მათ, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: პირითა ყრმათა ჩჩჳლთა მწოვართაჲთა დაემტკიცოს ქებაჲ.
    78.     აწ ამიერითგან მრჩობლ გიხაროდენ, რამეთუ ესევითართა ყრმათა მამად იპოენით.
    79.     და რომელი-იგი მღდელთა ვერ ცნეს, მას გალობენ.
    80.     აწ მოაქციენთ გულნი თქუენნი შვილთა თქუენთა და აღიხილენთ თუალნი თქუენნი ჭეშმარიტისა მიმართ.
    81.     და თუ პირველსა უგუნურებასა დაადგრეთ და სმენით არა გესმოდის და ხედვით არა ხედვიდეთ, ცუდად რაჲმე ხართ და იტყჳთ, ვითარმედ ჩუენ უგონიერჱს ვართ ყრმათაო,
    82.     რამეთუ იგინი იყვნენ თქუენდა განმკითხველ, ვითარცა თქუა მაცხოვარმან ესაიაჲსგან: აწ არა ჰრცხუენის იაკობს, არცა შეიცვალოს პირი ისრაელ;
    83.     გარნა მაშინ იხილნენ საქმენი ჩემგან, წმიდა-ყონ სახელი ჩემი და წმიდა-ყონ წმიდაჲ იაკობისი და ღმერთი ისრაელისაჲ და ეშინოდის და ცნან, რომელნი-იგი სულითა სცთებიან გონებასა;
    84.     და მდრტჳნვალთა ისწაონ სმენაჲ და ენამან ბრგუნვილმან ისწაოს სიტყუაჲ მშჳიდობისაჲ.
    85.     აწ იხილეთ, ვითარ წინაწარმეტყუელნი წინავე იტყოდეს თქუენსა სირცხჳლსა თქუენისა უგუნურებისათჳს!
    86.     ისწავე, ვითარღა ღმრთით იყო სწავლაჲ შვილთაჲ, რომელსა გალობდეს, ვითარცა ნეტარმან დავით თქუა, ვითარმედ: პირითა ყრმათა მწოვართაჲთა დაემტკიცოს ქებაჲ.
    87.     აწ ანუ ყრმათაჲ მათ სარწმუნოებაჲ შეიწყნარეთ და სიწმიდჱ და გიხაროდენ, ანუ სარწმუნოებასა თანა ყმანი ეგე ჩუენ მოგუანიჭენთ,
    88.     და ჩუენ მათ თანა ვხ~რბთ და ვიშუებდეთ და ვდღესასწაულობდეთ და ერთობით ღმრთივ სწავლულსა მას გალობასა ვიტყოდით: „კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა“!
    89.     ოდესმე პირველ მოხუცებული და წინაწარმეტყუელი სჳიმეონ მიეგებვოდა მაცხოვარსა და შემოქმედსა საუკუნეთასა და მოიქუა მკლავთა თჳსთა ზედა, ვითარცა ყრმაჲ, და ღმრთად და უფლად ქადაგა.
    90.     აწ ესერა მოხუცებულთა მისი იგი აღსაარებული არა ჰრწამს, და მათ წილ შვილნი მცირენი მიეგებვიან და მკლავთა წილ რტოთა ხეთაგან დაუფენენ და ღმერთსა მათსა აკურთხევენ კიცუსა ზედა მჯდომარესა ვითარცა ქერობინთა ზედა და იტყჳან: „ჵსანა, ძეო დავითისო!
    91.     კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა“!
    92.     ჩუენცა ყრმათა თანა ვიტყოდით: კურთხეულ არს ღმრთისაგან ღმერთი მეუფჱ დიდებისაჲ, რომელი დაგლახაკნა ჩუენთჳს მდიდარი იგი, რაჲთა ჩუენ განვმდიდრდეთ მისითა მით სიგლახაკითა.
    93.     კურთხეულ არს მომავალი სიმდაბლით და კუალად მომავალი დიდებით, პირველ კიცუსა ზედა ჯდომით, ვითარცა წერილი აღესრულების: გამოჩნდეს სლვანი შენნი, უფალო, სლვანი ღმრთისა ჩუენისანი და მეუფისანი, მეორედ – საშინელებით, ღრუბლითა, და ანგელოზნი და ძალნი მსახურებენ.
    94.     ეჰა უზაკუველი სწავლაჲ, ღმრთისა სათნოჲ!
    95.     რამეთუ დავით წინავე თქუა სახელი ფარულად, გარნა ყრმათა საუნჯჱ განაღეს და სიმდიდრჱ გამოაჩინეს გალობით და ყოველნი იჩინნეს შუენიერსა შუენიერებასა.
    96.     აწ ჩუენცა შევიკრიბოთ ყოველთა მათ თანა სიმდიდრჱ იგი ნიჭისა ღმრთისაჲსაჲ, დავიუნჯოთ სახლთა ჩუენთა და დაუცხრომელით ჴმითა ღაღად-ვყოთ: „კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა“!
    97.     ღმრთისაგან ღმერთი მოვიდა, ვითარცა სახელითა უფლისაჲთა, ყოვლისა მპყრობელისაგან, ძჱ სახელითა მამისაჲთა, მეუფჱ ჭეშმარიტი მეუფისაგან, რომელი-იგი საუკუნითგან აქუნდა მეუფებაჲ მამისა თანა,
    98.     რამეთუ თანა-სწორებით არს მეუფებაჲ მათი, და არა სხჳით, ვინაჲ პატივი ძისაჲ მოპოვნებულ მოუკლებელად.
    99.     რამეთუ ერთი სუფევაჲ მამისაჲ და ძისაჲ და სულისა წმიდისაჲ, ერთი საუნჯჱ, ერთ უფლება, ერთობით თაყუანის-ცემასა მისა შევსწირავთ ერთობისასა მას სამებისა ღმრთეებისასა;
    100.     მიუხედველ, განუცადებელ, გამოუთქმელ;
    101.     არცა მამისაჲ სადა იყოს დასასრული მამობისაჲ, არცა ქრისტესი ძეობაჲ და მეუფებაჲ, ეგრეცა სულისა წმიდისაჲ;
    102.     ვითარცა არს ერთობითა მით, არცა გამოეჴუას სამებასა, არცა დასცხრეს...
    103.     არა თუ განკაცებისათჳს თ~ვ თავს-იდვა ჩუენთჳს ძემან ღმრთისამან და ჩუენსა მტერსა სძლო ჴორცითა, ამისთჳსცა მეუფებაჲ მიეცა, არამედ უფალ და ღმერთ იყო იგი, არს და იყოს მარადის მეუფე.
    104.     აწ ნუვინ ჰგმობნ ქრისტესა მას მეუფებასა, რაჲთა არა მშობელი იგი მისი განრისხნეს.
    105.     უკუეთუ ხარ მორწმუნე, მორწმუნედცა შეემთხუიე ქრისტესა, ჭეშმარიტსა ღმერთსა, და ნუ დაფარულად გაქუნ აზნაურებაჲ იგი.
    106.     და უკუეთუ მონაჲ ხარ ქრისტესი, შიშით დაემორჩილე, რამეთუ მაცილობელი არა-ერთგული მონაჲ არნ, გარნა ჩას, ვითარ უკეთურ არს, რამეთუ წერილ არს: რომელმან არა პატივ-სცეს ძესა, მან არა პატივ-სცა მამასა მომავლინებელსა მისსა.
    107.     არამედ ჩუენ, საყუარელნო, ამასვე გალობასა ვიტყოდით: „კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა“!
    108.     მწყემსი იგი კეთილი სახიერი, რომელი დასდებს სულსა მისსა ცხოვართა მისთათჳს.
    109.     ვითარცა-იგი მწყემსი ეკრძალებინ ცხოვართა მჴეცთაგან, ეგრეცა ამან მწყემსმან ჭეშმარიტმან ჴორცნი იგი დაიფარნა, რაჲთამცა პირველ წარტაცებული იგი მჴეცისაგან ადამი უკმოიჴსნა და მჴეცი იგი მოკლა ჯუარითა.
    110.     „კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა, მეუფჱ ისრაელისაჲ“!
    111.     უფალი მოწყალე არს თჳსთა ქმნულთა და მაცხოვარ, რომელმან თჳსნი ქმნულნი ნათლად აღმოიყვანნა და დააცხრვნა ცთომანი იგი კერპ-მსახურებისანი და მის წილ მოგუცა ცნობაჲ ღმრთეებისაჲ და ცხოვრებაჲ და ყოველი სოფელი განწმიდა და საცთური და სიძულილი წარდევნა.
    112.     „კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა“!
    113.     მოვიდა და იჴსნა გლახაკი ჴელთაგან ძლიერისათა, გლახაკი და დავრდომილი მიმოდამტაცებელთაგან მისთა.
    114.     „კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა, მეუფჱ ისრაელისაჲ“!
    115.     რომელმან გუაცხოვნა ჩუენ, ვითარცა იტყუის წინაწარმეტყუელი, ვითარმედ: არა მოციქულმან, არცა ანგელოზთა, არამედ მან თავადმან უფალმან მაცხოვნეს ჩუენ.
    116.     ამისთჳსცა ჩუენ გუაკურთხენ, უფალო, მამისა თანა და სულისა წმიდისა, კურთხეულსა პირველ საუკუნითგან უკუნითი უკუნისამდე.
    117.     აწ, საყუარელნო, რასა იტყუის სახარებაჲ?
    118.     ოდეს შევიდა იესუ იერუსალემდ ტაძარსა მას შინა, მოუჴდეს მას ბრმანი და მკელობელნი და განკურნა იგინი.
    119.     და ვითარცა იხილეს მღდელთ-მოძღუართა მათ და ფარისეველთა, რაჲ-იგი ქმნა იესუ სასწაული და ყრმათაჲ მათ ჴმაჲ, ვითარ-იგი დ~თს ძედ ხადოდეს და იტყოდეს: „კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა“, განსთქდებოდეს გულითა და ვერ თავს-იდვეს ქებაჲ იგი;
    120.     მოუჴდეს იესუს და რქუეს: არა გესმის, რასა-ესე იტყუიან?
    121.     გიძნავსა არა ესე შენ, რამეთუ ვითარცა ღმერთსა გხადიან?
    122.     ანუ ღმერთმან რაჲ თქუა, ვითარმედ: დიდებაჲ ჩემი სხუასა არა მისცეო.
    123.     აწ შენ კაცი ხარ და ვითარ შეიწყნარებ დიდებასა ღმრთისასა და გიყოფიეს თავი შენი ღმერთ?
    124.     ხოლო მან სულ-გრძელმან და მოწყალემან ეგე ვ~რ კადრებაჲ მაცთურთაჲ მათ თავს-იდვა და დააცხრობდა მათსა სიბოროტესა და მოაჴსენებდა წერილთაგან წამებასა და რქუა: არა გესმაა ჩემ მიერ წინაწარმეტყუელისა თქმული:
    125.     მაშინ სცნათ, რამეთუ მე ვარ მეტყუელი, და კულად: პირითა ყრმათა ჩჩუილთა მწოვართაჲთა დაემტკიცოს ქებაჲ და რაჲთამცა განირყუნა მტერი იგი და შურის-მგებელი.
    126.     რომელ ხართ თქუენ, რომელნი-ეგე შჯულსა და წინაწარმეტყუელთასა აღმოიკითხავთ და მე, რომელი წინაწარმეტყუელთაგან ვიქადაგები, მეცრუვებით?
    127.     აწ თქუენ ჰგონებ, ვითარღამცა შჯულითა და წინაწარმეტყუელებითა შურს-აგებდით ღმერთსა.
    128.     და ვითარ გიცნობიეს, რამეთუ რომელსა მე არა ვრწამ ღმერთი არა რწამს.
    129.     რამეთუ მე მამისაგან მოვედი სოფლად და ჩემი დიდებაჲ დიდება არს მამისა თანა.
    130.     და ოდეს-იგინი ესრჱთ მხილებულ იყვნეს უგულისხმონი იგი ჰურიანი მაცხოვრისა ჩუენისაგან ღმრთისა, დააცხრვეს სიტყუის-გებაჲ იგი, რამეთუ დაიყო პირი ჭეშმარიტისა მიერ, და სხუასა ძუირის სიტყუასა და სიბოროტესა შეცუივეს მის ზედა.
    131.     ხოლო ჩუენ ვგალობდეთ გალობასა ამას: დიდ არს უფალი ჩუენი, დიდ არს ძალი მისი და გულისხმისა მისისაჲ არა არს რიცხუ.
    132.     და რამეთუ ესე ყოველი ამისთჳს იქმნებოდა, რამეთუ აღმღებელი იგი ცოდვისაჲ ძჱ ღმრთისაჲ თჳთ ნებსით ვნებასა ჯუარისასა მოვიდოდა და განმსყიდელნი იგი ერთიერთსა შეეზავებოდეს ოც და ათსა მას ვეცხლსა,
    133.     და კრავი იგი რაჲთამცა ჩუენთჳს დაიკლა – ქრისტე, რაჲთა პატიოსნითა მით სისხლითა ვიპკურნეთ და ესრჱთ განვერნეთ უკეთურსა მას მბრძოლსა.
    134.     რამეთუ ქრისტემან ივნო ჩუენთჳს ჯუარსა ზედა, დაეფლა და აღდგა მესამესა დღესა, ამაღლდა ზეცად და დაჯდა მარჯუენით მამისა თანა და სულისა წმიდისა ერთ პატივად, ერთ დიდებად და ყოვლისაგან დაბადებულისა თაყუანის-იცემების,
    135.     რამეთუ ყოველი მუჴლი მისა მოდრკეს, ზეცათანი და ქუეყანისათანი, ყოველმან აღუვაროს, რამეთუ უფალი არს ქრისტჱ სადიდებელად ღმრთისა მამისა სულით წმიდითურთ აწ, მარადის, უკუნითი უკუნისამდე. ამენ.


25

    1.     თქუმული წმიდისა მელეტი ანტიოქიელ ებისკოპოსისაჲ. ბზობისათჳს და შესხმისა ყრმათაჲსა
    2.     ვითარცა მოვიდა და მოიწია დღესასწაული იგი ბალარჯობისაჲ, რომელსა ჰყოფდეს ჰურიანი იგი მსგავსად მამათა მათთა, დაჯდა იესუ კიცჳსა ზედა და შევიდა იერუსალემდ.
    3.     და თუ სასწაულთა მათ გამო ვერ იცნეს იგი, მდაბლად მისულითა ღათუ იცნან იგი?
    4.     მაშინ უფროჲსღა აღივსნეს შურითა;
    5.     რომელთაჲ ჯერ- და წეს-იყო ყრმებსა მას თანა ჴმობაჲ და წინა მიგებებად, იგინი ყრმებსა მასცა ადუმებდეს.
    6.     ვითარ იხილეს კრებაჲ იგი ერისაჲ მის, რამეთუ ჴმითა კურთხევისაჲთა აღასრულებდეს წინაწარმეტყუელებასა მას ზაქარიასა, მოვიდეს ი~ჳსსა და რქ~ს: შეჰრისხენ ყრმათა მაგათ, რაჲთა არა ეგრე ჴმობდენ.
    7.     რქ~ა მათ იესუ: და ღათუ ეგენი დადუმნენ, რომელთაგან წინაწარმეტყუელებაჲ აღესრულების, ქვანი ესე ღაღადებდენ მაგათ წილ.
    8.     ხოლო არა ეგების უტყუთა ჴმობაჲ და პირ-მეტყუელთა უმანკოთა დადუმებაჲ.
    9.     უკუეთუ ჴმობდენ ყრმანი ეგე თქუენნი, აღ-ვ̃ემე-ასრულებენ წინაწარმეტყუელებასა.
    10.     და ერიცა იგი, რომელ მოკრებულ იყო, აკურთხევდეს, და წარმართნი რტოებითა მით დანაკის კუდისაჲთა წინა მიეგებვოდეს მჴსნელთა მას სოფლისასა.
    11.     ხოლო უფალმან ვითარცა იხილა იერუსალემი, მწუხარე იყო დღესა მას სიხარულისა თჳსისასა, ტიროდა მას ზედა და თქუა: ნეტარმცა იყო შენ ზედა, იერუსალემ, გამო-თუმცა-ცხადებულ იყო შენდა ჟამი ესე ჴსნისაჲ!
    12.     ხოლო მღდელთა მათ რაჲთამცა რწმენა საქმეთაჲ მათ, რომელი ეხილვა თუალითა მათითა, გულის-წყრომაჲ გულის-წყრომასა დაურთეს და აყენებდეს წინაწარმეტყუელებასა მას,
    13.     რომელი ჩჩჳლთა მიერ აღესრულებოდა და ეშინოდა მძლავრ დადუმებად ყრმებისა მის, ნუუკუე ქვაჲ დაჰკრიბოს ერმან მან.
    14.     მოვიდეს ი~ჳსსა და რქუეს: არა გესმისა, რასა-ესე იტყუიან შენთჳს?
    15.     რქუა მათ იესუ: მესმის მე, რასა უწესსა იტყუიან, რამეთუ დაადუმებთ მაგათ;
    16.     ნუუკუე უცხოდ ანუ ძედ უცხოჲსად იტყუიანა და არა ღმრთად და ძედ ღმრთისად?
    17.     უკუეთუ ძედ ღმრთისად სახელ-მდებენ, თქუენ რაჲსა განრისხნებით ანუ მათ რად დაადუმებთ?
    18.     აწ რაჲსა-მე დაადუმებენ ყრმებსა მას, რამეთუ აჰა ეგერა რომელი სოლომონის ზედა იყო შესხმაჲ, რაჟამს-იგი დაჯდებოდა მეფედ იერუსალემს ზედა, რომელსა არცა ბრმასა თჳალნი აეხილნეს და არცა მკელობელნი ევლინნეს და ეგრჱთ ოხრიდა ქუეყანაჲ ღაღადებითა მით და ქებითა.
    19.     ხოლო ამან რომელმან ეგოდენნი სასწაულნი და საკუირველებანი ქმნა, ვითარ-მე იკადრეთ თქუმად, ვითარმედ: დაადუმეთ ერი ეგე მცირედისა მაგისთჳს ქებისა?
    20.     ამის დღისათჳს მიეცა ქებაჲ ეგე მაგათ და ჴმობაჲ, რომელი თქუენცა აღმოგიკითხავს თქუმული დავითისი, ვითარმედ: პირითა ყრმათა ჩჩჳლთა მწოვართაჲთა დაემტკიცოს ქებაჲ.
    21.     ხოლო დასამტკიცებელა საქმეთა მათ ბრძანა უფალმან შეძრვაჲ ქ~ყსა, და იგინი არცაღა შეძრვისა მისთჳს ქუეყანისა დაემორჩილნეს უფალსა.
    22.     მაშინ მოვიდა ჴმაჲ ზეცით და თქუა: გადიდე და მერმე უმეტეჱს გადიდო.
    23.     და ღათუ ძალი ჴმისაჲ მის ვერ გულისჴმა-ყვეს ჰურიათა მათ, ხოლო ჴმაჲ იგი ესმა, რამეთუ იტყოდესცა რომელნიმე: ქუხილი იყოო;
    24.     და ზოგნი იტყოდეს: ანგელოზი ეტყოდაო;
    25.     და არცა ჴმისა მისთჳს შეირცხუინეს და არცა სასწაულთა მათგან და არცა ძლიერებათა მისთათჳს, რომელთაჲ კიცჳსა მას ზედა ჯდომისათჳს, ხოლო ჯერ-იყო წინა მიგებებად და სიხარული.
    26.     ხოლო ჩუენ, საყვარელნო, განვაგდოთ ეგევითარი უგუნურებაჲ ურწმუნოებისაჲ და წადიერებით აღვიმსთოთ და ყრმათა თანა აღვიღოთ მცენარეთა რტოჲ და სიხარულით აღვიპყრნეთ ჴელნი ჩუენნი
    27.     და გულითა წმიდითა შებმა-უყოთ საღმრთოსა გალობასა, ერთობით ყოველნი მივეგებვოდით და ვადიდებდეთ სარწმუნოებით ო˜ა ღ˜თსა ჩ˜ნსა და ს˜ლთ წმიდიდურთ აწ და მარადის და უკუნითი ო˜კსე ამ~ნ.