«კვლავ შნებელესა და გაუჩის შესახებ» Print E-mail
ავტორი ვებ-მასტერი   
ოთხშაბათი, 23 დეკემბერი 2009 01:17

ტფილისი, 23 აპრილი

შნებელეს საქმეა და მთელი ჟურნალ-გაზეთობა, რაში მდგომარეოს ეს საქმე, უკვე მოვახსენეთ ჩვენს მკითხველებს. ეხლა მეტი არ იქნება მოვუჩხრიკოთ სათავე და წვერი ვუპოვოთ გამოსახსნელი იმ მრავალფერობაში, რომელშიაც ეს საქმე ჟურნალ-გაზეთების სიტყვით, დღეს ჩაყენებულია. შნებელეს დაჭერას თითქმის ყველა გაზეთები გერმანულთა გარდა და ზოგიერთი გერმანულიც, ბისმარკს აბრალებენ, რადგანაც თითქმის ყველანი ამას ამტკიცებენ და ბისმარკსაც ამისთანაები არ დაეფიცება. ეხლა საკითხავი ეს არის: რისთვის მოჰსურვებია ბისმარკს ამისთანა ნაპერწკალის გადაგდება იქით, საცა უამისოდაც ასაფეთქებლად გადადებულია მშვიდო-ბიანობა, თოფის წამლით გარშემორტყმული?
აქ ჟურნალ-გაზეთობის აზრი ორნაირია: ერთნი ამბობენ, რომ ბისმარკი ეხლაც ისე მოიქცა, როგორც შვიდწლეულის სამხედრო კანონის გასინჯვის დროსა პარლამენტშიო. მაშინ ბისმარკმა თავისი გაზეთები გაალაშქრა საფრანგეთზედ იმ აზრით, რომ გააბოროტოს საფრანგეთი, მეტი რამ ათქმევინოს, ან აქმნევინოს და გერმანელთ ანიშნოს, რომ აი, ომის შიში საიდამ არის და ამის დასახვედრად შვიდწლეული სამხედრო კანონია უებარ ღონედ ცნობილიო. ამ მოხერხებულმა შიშმა თავისი ჰქმნა და რეიხსტაგში გერმანელთ იმისთნა კაცები ამოარჩევინა, რომ იგი სამ-ხედრო კანონი ისე მიიღეს, როგორც ბისმარკსა ჰსურ-და. ეხლაც ამისთანა გაჭირება დაადგა ბისმარკსა, რად-განაც 50 მილლიონი მოსთხოვა რეიხსტაგს მარტო ჯარების გაძლიერებისათვის, ვაითუ, ამაზედაც უარი მითხრანო და ეს შნებელეს ამბავი განგებ გამოატყვრინა, რომ ქვეყანა და ნამეტნავად საფრანგეთი მკვახედ აალაპარაკოს თუ აამოქმედოს და ამის გამო ომის ატეხაზედ მითითებით ხელახლად შეაშინოს გუ-ლუბრყვილო გერმანელნი. ჟურნალ-გაზეთები, ამ აზრის მომხრენი, უმატებენ, რომ რაკი შნებელეს ამბის შემდეგ რეიხსტაგმა ეგ 50 მილლიონი კვლავ დაუმტკიცა ბის-მარკს, ეხლა, რასაკვირველია, ხერხიანი ბისმარკი ამ განსაცდელიან ამბავს ჩააფუჩეჩებს და, თუ გაჭირდა, ბოდიშსაც მოუხდის საფრანგეთს და საქმე ამით გათავ-დებაო.
სხვა გაზეთები სხვას ამბობენ ამ შნებელეს ამბის გამო: ბისმარკს ამათი სიტყვით დღეს ომის ატეხა ემარჯვებაო. ღარიბი გერმანია დიდხანს ვერ გაუძლებს ამოდენა აუარებელს ხარჯს მხედრობისას, რასაც დღეს ეწევაო. ამიტომ ბისმარკს გული უცემს, რომ რაც შეიძლება მალე გამოიყვანოს გერმანია ამ გაჭი-რებისაგან და საქმე და ბედი ხმლის ტრიალზედ მიაგდოსო. ბისმარკმა ამასთან ძალიან კარგად იცის, რომ სისხლისღვრას მთელი ევროპა ერიდება, როგორც უსამართლო და უღვთო საქმეს და ბისმარკს არა ჰსურს, _ ამ უღვთო საქმის ბრალი ბრალი თვითონ დაიდვას, ან გერმანიას დასდვას, რადგანაც ეს ბრალი ბისმარკსა და გერმანიაზედ გულს ააყრევინებს ევროპასა. ამის გამო ყოველს ღონესა ჰხმარობს, რომ საფრანგეთი გააბოროტოს და პირველად იმას ამოაღებინოს ხმალი და ბრალი სისხლის ღვრისა საფრანგეთს მოახვიოს კისერზედ ევროპის წინაშე. აი, ხსენებულ გაზეთების სიტყვით, სათავე შნებელეს საქმისა სად უნდა მოიძებნოს. მართალიც არის: თუ კაცს რომელისამე ერის გამწარება უნდა, ძნელად საფიქრებელია იმაზედ უმწვავესად გულში წყენის შუბის დაძგერებია, როგორც შნებელეს ამბავია. აი რა საბუთით.
შვიდის დღის წინად, ვიდრე ეგ ამბავი მოხდებოდა, ბძანება მისვლია გერმანელ პოლიციის კამისარს გაუჩს, შნებელე დაიჭირეო. როგორ დაეჭირა? შნებელე საგრანგეთის მოხელე კაცია, საფრანგეთის მიწა-წყალ-ზედ ბინა აქვს. გაუჩს, ამბობენ, განგებ გადუქცევინებია სამზღვრის ნიშანი ბოძი და დაუბარებია შნებელე _ მოდი, ბოძი აღვადგინოთო. ამით გამოუტყუებია შნე-ბელე, კაცები ჩასაფრებული ჰყოლია, თვითონაც იქავ ყოფილა დამალული და მოსულა თუ არა შნებელე, დაუჭერიათ. გერმანელნი ამტკიცებენ, რომ გერმანიის მიწა-წყალზედ დავიჭირეთო და საფრანგეთი _ კი ამ-ბობს, ჩემს მიწა-წყალზეა დაჭერილიო. საცა უნდა იყოს დაჭერილი შნებელე, ყველა ამას აღიარებს, რომ ეს ამბავი მეტისმეტი უმართებულოა და იგი სამარ-თლიანი წყენა, რომელსაც საფრანგეთი უნდა ჰგრძნობ-დეს, შემ-ძლებელია საფრანგეთს თავი გამოადებინოს იმოდენად, რომ თვითონ სამინისტრომაც თავი ვეღარ დაუჭიროს გამწარებულს და გულამღვრეულს ერსაო.
თუ მართლა ეს შნებელეს  ამბავი საპარლამენტო ხერხი იყო, ბისმარკი ისეთი ოსტატია, რომ ჩააფუ-ჩეჩებს ამ საქმეს და საფრანგეთის ერის თავმოწონებას ყოველგვარ კმაყოფილებას მისცემს, და თუ არა, მაშინ კი თუ ატყდა რამე, არა გვგონია ამით თვალები აუხვიოს ვისმე და მიზეზი უწყალო ომისა თვითონ არ შეიქმნას ევროპის წინაშე. შნებელე დღეს გან-თავისუფლებულია, მაგრამ მარტო ეს არა კმარა, რომ საფრანგეთის ერმა ეს უმაგალითო კადნიერება ბის-მარკისა ადვილად დაივიწყოს და სირცხვილი უკად-რისობისა აიტანოს: სულ ცოტა რომ ვსთქვათ, საფ-რანგეთმა ბოდიშიც უნდა მოახდევინოს ბისმარკსა. ინე-ბებს ამას ბისმარკი თუ არა? თუ ამაზედ დაჰყვა საფ-რანგეთსა, აშკარაა ომის ატეხის სურვილი გულში არა სდებია, როცა გერმანიამ საფრანგეთს შნებელეს საქმე მახედ დაუგო.


ილია ჭავჭავაძე