1.     სიტყუაჲ წმიდისა იპოლიტჱსი სარწმუნოვებისათჳს
    2.     გურწამს ვითარცა ნათელ-ვიღეთ, და ვადიდებთ ვითარცა განვნათლდით ნათლისღებითა მით ემბაზისაჲთა.
    3.     გურწამს სახელი მამისაჲ და ძისაჲ და წმიდისა სულისაჲ, ვითარცა ჰრქუა მჴსნელმან სახარებასა შინა მოწაფეთა მათ,
    4.     ვითარმედ: „წარვედით ამიერითგან და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელ-სცემდით მათ სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა“,
    5.     რამეთუ ერთ არს არსებაჲ საკჳრველისა სამებისაჲ.
    6.     გურწამს და აღვიარებთ მამაჲ უშობელ[ი], ღმერთი სრული და ძჱ შობილ[ი] მამისაგან ნათლისა, ღმერთი სრული და სული წმიდაჲ, მომცემელ მადლთა,
    7.     ღმერთი სრული, ერთღმრთეება, ერთბუნება, ერთნება, სამი სახელი სამებისაჲ სრული.
    8.     ხოლო რავდენ რაჲ არს არსებაჲ სიმდიდრისა მისისაჲ! ვინ იყოს კაცთაგანი, რომელი შემძლებელ იყოს ღმრთეებისა, ვითარ არს, ჭეშმარიტად გამოთქუმად?
    9.     არამედ ზომით რავდენ შემძლებელ არს უძლურებაჲ ესე ჩუენი, თჳთ ინება და გჳჩუენა ჩუენ,
    10.     რამეთუ „არა ვინ იცის ღმერთი, გარნა სულმანვე ღმრთისამან და ძემან, რომელი მოვიდა და გჳთხრა და გამოგჳცხადა და გჳჩუენა ჩუენ“.
    11.     რამეთუ იტყჳს: „რომელმან მიხილა მე, იხილა მამაჲ ჩემი“.
    12.     ხოლო ჩუენ ვითარ შემძლებელ ვართ თხრობად, რომელნი შემშჭუალულნი ვდგათ სახესა ხატისა ამის ჩუენისასა, ვითარცა შეგუქმნნა ჩუენ შემოქმედმან?
    13.     აწ ჩუენითა ამით ხატითა ღმერთი ვითარ-მე ვქადაგოთ, შენაწევრებულნი და შესუარულნი და შეძერწულნი მიწისაგან?
    14.     თითოვეულად საქმჱ თანა-აქუს, ვერ შემძლებელ არს მოყუსისა მას საქმესა:
    15.     არა თუალსა ესმის და არცა ყური ხედავს და არცა ენაჲ იყნოსს, არცა ჴელნი ვლენან, არცა ფერჴნი ღაღადებენ.
    16.     პირი – ჭამადთათჳს, ცხჳრნი – ყნოსისათჳს.
    17.     ცხჳრნი – გემოჲს სახილველად.
    18.     თითოვეულად თჳსსა მას ბუნებასა გამობმით არს და დგას.
    19.     გარნა ესთენ ხოლო გურწამს და უწყით, რამეთუ იგი არს ღმერთი ჭეშმარიტი,
    20.     და არა თუ ვითარ არს შემძლებელ, ვინ არს თხრობად ღმერთი, რომელი ყოვლითავე ნათელ არს;
    21.     ყოვლითავე – შემსგავსებულ; ყოვლითავე – მხედველ; ყოვლითავე – რავდენცა თჳთ არს;
    22.     ყოვლითავე ძალ არს, ყოვლითავე სიბრძნჱ არს, სული ცხოველი, ცეცხლი შემწუველი;
    23.     განუზომელ და გარდაუცვალებელ; დიდება გამოუთქუმელ; ძალ აღუთუალველ; სიმდიდრჱ, სიკეთჱ, მსგავს, საკჳრველ,
    24.     მიუწევნელ გონებათაგან და ზრახვათა, გარეშჱ ყოველთა სიტყუათა.
    25.     არა თუალთა ხილვა და არცა სასმენელთა სმენა და არცა მოგონებათა გულისათა შეუძლონ მიწევნად,
    26.     რაჲ არს, ცანი ყოვლითა-ვე და სოფელი ყოვლითურთ და ცისკიდეთა ყოველთა ზე-აღპყრობად ვერ შეუძლონ;
    27.     და სიტყუასა მისსა ზე-უტჳრთავს და უპყრიეს ყოველი და ძალსა ბრძანებისა მისისასა დამოჰკიდავს.
    28.     და დგას თჳთ და ჰხუევიეს ყოველსა – ქუესკნელ ყოველსა და ზემო ყოვლისა, გარეშე ყოვლისა; და ყოველი მის თანა არს და ყოველი მისა, და ყოველი დიდება მისა.
    29.     და ჟამად-ჟამად ეტყოდა წმიდათა მათ მამათა ჩუენთა ჩუენებათა შინა გამოუთქუმელთა, მიუგულებელთა ცვალებათა,
    30.     რომელ არა თუ ღმრთეებაჲ იგი ეგრე იყოს, არამედ ჩუენისა ამის ოდენ უძლურებისაებრ გუეჩუენის; და თჳთ თჳსსა მას ღმრთეებასა ჰგიეს და არს საუკუნე,
    31.     ცეცხლსა განსაკჳრვებელსა, სიკეთესა და შუენიერებასა ქებულსა, ღმრთეებისა ხატსა,
    32.     რამეთუ ღმერთი მიუწდომელ არს და განუზომელ და განუყოფელ და გამოუძიებელ და შეუხებელ,
    33.     და ვერ გულისხმის-საყოფელ არს, ყოველთა დაბადებულთა გამოუჩინებელ ხილვად.
    34.     მახლობელ ყოველთა და სახელი მისი არავინ იცნა, და არავინ არს მისა უწინარჱს სხუაჲ,
    35.     რომელმან მიერითგან მოაქამდე მას სახელ-სდვას, რამეთუ ყოველივე მას მიერ არს, ხოლო იგი თჳთ თავადი არსებით არს.
    36.     უხილავ არს მოგონებით გულთაგან და გამოუძიებელ ბუნებაჲ პოვნიერებისა მისისაჲ.
    37.     ყოველთა შეუძლებელთა მიმართ შეძლება იპოვის მის თანა.
    38.     აწ ვინ შემძლებელ არს ხილვად და გამოძიებად ესევითარისა ძლიერებისა? არამედ თჳთ ეჩუენის ეგოდენ, რავდენცა შემძლებელ ვინ არნ ხილვად.
    39.     აწ ყოვლისა შემოქმედმან, ყოვლისა დამბადებელმან, ყოვლისა მბრძანებელმან, ყოვლად მეცნიერმან, ყოვლად უფალმან, ყოვლისა მპყრობელმან,
    40.     ყოვლითა პოვნიერმან, ყოვლად მკურნალმან, ყოვლად სიბრძნემან გამოჩინებასა თჳსსა მართალთა მომართ საშინელებაჲ იგი თჳსი თჳთ დაიფარის,
    41.     რაჲთა ღმრთეებისა თჳსისა ესენი მახლობელ ყვნეს,
    42.     და კაცთა ხატად და ანგელოზთა მსგავსად ეჩუენის, რაჲთა გონებათა თუალითა შემძლებელ იქმნნენ წმიდანი იგი ხილვად მისა.
    43.     ესე წმიდაჲ სარწმუნოვებაჲ ჭეშმარიტად დავიმტკიცოთ, რომელ ცხადად და პირს-პირ გუმოძღურიან ჩუენ წმიდანი წიგნნი
    44.     წმიდითა სულითა საუკუნოჲთა მისთჳს სასუფეველისა ღმრთისაჲსა, რ˜ი გამოეცხადა ზრახვით მართალთა მათ მამათა ჩუენთა.
    45.     და იტყოდა ძითა თჳსითა და სულითა წმიდითა, და ეხარა სოფელსა წმიდითა წინაჲსწარმეტყუელებითა
    46.     და მოციქულებითა და მოგუეცა ჩუენ სიმტკიცჱ სარწმუნოვებისაჲ, რაჲთა სარწმუნოვებითა ვეგნეთ ჭეშმარიტებასა.
    47.     ერთ ღმერთ მამაჲ და უფალ შემოქმედ ყოვლისა, და მხოლოდშობილ ძჱ, რომელ მამისა მიერ და მამისა თანა და მამისა მიმართ,
    48.     და წმიდაჲ სული მისი, რომელ არსებისა მისისა მიერ და ერთობით ყოველი შექმნა;
    49.     რომელ არს ერთი უფლებაჲ, ერთი ძალი, ერთი ფლობილებაჲ, ერთი ჴელმწიფებაჲ, ერთი პეტობაჲ, ერთი სიმდიდრე, ერთი მეცნიერებაჲ,
    50.     ერთი დაუსაბამოჲ ძლიერებაჲ, ერთი სამებაჲ სრული, ერთი სრული ნებაჲ გამოუთქუმელსა და გამოუძიებელსა ერთსა ერთობასა სამებისასა,
    51.     ერთი არსებაჲ, ერთი ბუნებაჲ, ერთი ღმრთეებაჲ, მამაჲ და ძჱ და სული წმიდაჲ, სამი სახელი, ერთი ძალი ღმრთეებისაჲ.
    52.     მამაჲ თჳთ და ძჱ მამისაგან და სული წმიდაჲ მამისა მიერ და ძისა თანა, ბუნებითა არსებისაჲთა წრფელ, მოდგამ, სწორ სიღრმეთა, სიმაღლეთა, სივრცოთა, სიგრძოთა;
    53.     რომელმან ყოველთა დაბადებულთა განვლის
    54.     – ცისათა და ქვეყანისათა, ნიავთა და ქართა, ცეცხლსა და წყალსა, ნათელსა და ბნელსა, უფსკრულთა სიღრმეთა და სიმაღლეთა,
    55.     რომელ გამოუჩინებელთა დაბადებულთა და ძალთა ნათლითა თჳსითა მყის მიიწიის და განვლის, და შეუპყრობელ არს ყოველთაგან ბუნებაჲ მისი, ერთ გჳრგჳნ სამებისაჲ.
    56.     და სავსე არიან ცანი და ქუეყანაჲ დიდებითა მისითა, ვითარცა იტყჳს მეფჱ სოლომონ, ძჱ იგი წინაჲსწარმეტყუელისაჲ, სულითა წმიდითა ლოცვასა შინა თჳსსა,
    57.     ვითარმედ: „ცანი და ქუეყანაჲ ვერ შემძლებელ არიან დატევნად ღმრთისა“.
    58.     და სხუაჲ წინაჲსწარმეტყუელი ცათა საყდრად იტყჳს, და ქუეყანასა – კუარცხლბეკად ფერჴთა მისთა.
    59.     და აწ რომელსა ვერ შემძლებელ არიან ყოველნი დაბადებულნი დატევნად განსუენებასა თჳსსა ყუდროთა და მდაბალთა თანა,
    60.     რომელნი ძრწიან სიტყუათა მისთაგან და რომელთა ეშინის სახელისა მისისა, მათ თანა განაჩინებს საყოფელსა თჳსსა.
    61.     ესე არს სიმდიდრჱ ერთობისა წმიდისა სამებისაჲ სახელ-დებით.
    62.     და ესე არა დაფარულ არს ბრძენთაგან ამით, რამეთუ მამაჲ არა შობილ და მშობელ არს,
    63.     და ძჱ არა მშობელ და შობილ არს მამისაგან,
    64.     და სული წმიდაჲ – არცა მშობელ, არცა შობილ, არამედ გამომავალ და მიმომფენელ, მსგავსად სიტყჳსა მის, რომელ თქუა:
    65.     „სული იგი ჭეშმარიტი, რომელი მამისაგან გამოვალს“.
    66.     და არა ითქუმის ძმა ძისა, რამეთუ არა არს ნაშობ და არცა უცხო ღმრთისაგან,
    67.     რამეთუ მამისაგან გამოვალს, ვითარცა ევა და აბელ არა ძმა ითქუმიან ურთიერთას, დაღათუ ორნივე ადამისგან არიან: ერთი იგი შესაქმით და ერთი იგი შობით.
    68.     და არა თუ ადამი ევაჲსა მამა ითქუმის, დაღათუ მისგან გამოიღო გუერდი იგი.
    69.     ამისა სახედცა, დაღათუ ღმრთისაგან არს ძჱ და სული წმიდაჲ, არა ითქუმიან ურთიერთას ძმა,
    70.     რამეთუ ცხადად არიან განწესებანი ურთიერთას სავსებისაჲ მის ერთისაგან არსებისა მამისა.
    71.     აღვიარებთ და უწყით მამაჲ დაუსაბამო, გამოუჩინებელ, მიუწდომელ, გამოუთქუმელ, განუხრწნელ, განუზომელ, განუყოფელ, მარტივ, წრფელ, უნაწევრო, უშობელ,
    72.     შეუზომელ დაუსაბამო, უსაზღვრო, ურეველ, უსხეულო, წინავე მოგონებულ, უწინარეს ცნობა ყოველთა დაბადებულთა და ქმნულთა.
    73.     და ძჱ შობილი მხოლოდშობილ, თჳნიერ დასაბამისა, თჳნიერ ჟამისა, გამოუთქუმელ, თჳნიერ განყოფისა, განუყოფელ, განუშორებელ, თჳნიერ გუემათა,
    74.     განუწვალებელ, თჳნიერ შუვამდგომელებისა, უწინარეს ყოველთა ჟამთა და მის მიერ სამარადისოჲსა მამისაგან შობილ,
    75.     რამეთუ ღთ˜ებრ ღმრთისა მიერ შობილი და არა კაცებრ ჟამთა განწესებითა.
    76.     და არცა თესლ-წარმოცემულ აღძრვით წარმოჩნდა ანუ ჭირით რაჲმე, რომელ შორავნ ღმრთეებასა, არამედ სიწმიდით და სიწრფოებით,
    77.     ვითარცა ღმრთეებასა შეაშუს შობად, ეგრე მსგავსად, ვითარცა თჳთ არს, ვითარცა მზის-თუალმან ნათელი, ვითარცა წყარომან წყალი.
    78.     უკუე ჩას, რამეთუ ღმრთისაგანი იგი შობილი მისისა არსებისაგანვე არს და მსგავს მისა არს და მისებრ არს, და თჳთ ღმერთ არს.
    79.     იშვა და არა განეშორა, მოვიდა მამისაგან და არა განეყენა, არამედ მამისაგან არს და მარადის არს და ყოველსა ჟამსა არს და სრული დგას თჳსსა თავადსა არსებასა.
    80.     და ვინ არს, რომელმან ესე გამოცხადებულად განგჳმარტოს, არამედ მახარებელმან და ღმრთისმეტყუელმან იოვანე,
    81.     რომელ თქუა, ვითარმედ: „ღმერთი ვერვინ სადა იხილა, გარნა მხოლოდშობილმან ღმერთმან, რომელ არს წიაღთაგან მამისათა, მან გჳთხრა“?
    82.     და სული წმიდაჲ გამომავალ, სამარადისო, საუკუნო მამისაგან, ამიერითგან სული წმიდაჲ, სული პირისა ღმრთისაჲ, სული წრფელი, სული პეტობისაჲ, სული სახიერებისაჲ,
    83.     სული აზნაურებისაჲ, სული სიბრძნისაჲ და ცნობისაჲ, სული ზრახვისა ძალისაჲ, სული ჭეშმარიტებისაჲ, რომელ მამისაგან გამოვალს, მისვე არსებისაჲ მამისაჲ და ძისაჲ არს.
    84.     არა თუ ქმნულ არს და არცა მონა არა ბრძანების მიმღებელ, არამედ ბრძანების მიმცემელ, არა ბრძანებასა ქუეშჱ და არცა საქმესა, არამედ თანა-მოქმედ,
    85.     რამეთუ ერთ საქმჱ არს მამისაჲ და ძისაჲ და სულისა წმიდისაჲ;
    86.     მასვე საქმესა მამისა და ძისასა თჳსთ ნებითა თჳსითა ჴელმწიფედ იქმს, რამეთუ განმათავისუფლებელ არს და მაცხოვარ.
    87.     მისცემს შჯულსა, განუყოფს ნიჭსა, ვითარცა ჰნებავს, აღავსნის ყოველნი; რამეთუ ზესკნელნი იგი ძალნიცა ღაღადებენ და იტყჳან: „წმიდაჲ წმიდაჲ, წმიდაჲ“!
    88.     სამჯერ წმიდა თქჳან და ერთჯერ უფალი, რამეთუ ერთ არს უფლებაჲ წმიდისა სამებისაჲ.
    89.     ჰხედავა ერთობასა და სამებასა ჭეშმარიტსა? და არა თუ თჳს-თჳსა ღმერთთა ვიტყჳთ; არა ითქუმიან სამ ღმერთ, რამეთუ არა სხუა და სხჳსა არსებისაგან არიან.
    90.     არა ითქუმის კუალად ერთ ხოლო, რაჲთა არა ჰურიაებასა და საბელიანოზთა გონებასა მივსდრკეთ, არამედ გურწამს სამებაჲ თავადი, ერთობით სავსება.
    91.     და არა ვიტყჳთ სამსა ღმერთსა, რაჲთა არა წარმართთა ვემსგავსნეთ, რომელნი-იგი მრავალს ღმერთს იტყჳან.
    92.     და რომელნი ამას ჭეშმარიტსა სარწმუნოვებასა მიაქციეს, მისდრკეს იგინი ცთომილებად,
    93.     ვითარცა იტყჳს მაცხოვარი სახარებასა შინა, ვითარმედ: „მე მოვედ სახელად მამისა ჩემისა და მე არა შემიწყნარეთ.
    94.     სხუაჲ მოვიდეს სახელითა თჳსითა და იგი შეიწყნაროთ“.
    95.     ამასვე წამებს პავლჱ და იტყჳს: „მისთჳს, რამეთუ სიყუარული ჭეშმარიტებისაჲ არა შეიწყნარეს, რაჲთა განერნენ, მოუვლინოს მათ ზედა ცთომაჲ ცთომილებისაჲ,
    96.     რაჲთა ჰრწმენეს მათ მაცთურისაჲ მის და დაისაჯნენ ყოველნი, რომელთა არა ჰრწმენა ჭეშმარიტებაჲ“.
    97.     ხოლო ჩუენ მტკიცედ ვიპყრათ ჭეშმარიტი იგი და კეთილი აღსარებაჲ,
    98.     რამეთუ არა ყოველთადა მიცემულ არს სარწმუნოვებაჲ, არამედ რომელთადა მიმადლებულ არს მამისაგან ნათლისა და თავთა თჳსთაგან შეწევნულ და შეწირულ,
    99.     ვითარცა თქუა წინაჲსწარმეტყუელმან სულითა წმიდითა, ვითარმედ: „იყვნენ ყოველნი სახელ-დებულ ღმრთისა მიერ“
    100.     და მერმე იტყჳს: „მივსცნე შჯულნი ჩემნი გონებათა მათთა და გულთა მათთა გამოვწერნე იგინი.
    101.     და იყვნენ იგინი ჩემდა ერად და მე ვიყო მათა ღმერთ“.
    102.     და იგი, თავადი იგი, საუკუნოჲ იგი, შობილი დაუსაბამოჲ იგი მამისაგან, და ძლიერებაჲ იგი, და ღმრთეებაჲ,
    103.     და სიტყუაჲ იგი, ღმერთი შობილი მამისაგან, უწინარესი იგი ყოველთა საუკუნეთაჲ, იგივე ნაშობ ღმრთის, იგივე ღმრთეება, შობილი იგი მამისაგან.
    104.     უწინარესი იგი ყოველთა საუკუნეთაჲ, იგივე ძჱ ღმრთისაჲ ჩუენისა ჴსნისათჳს მოვიდა და შეიმოსა კაცი ესე და იშვა წმიდისა მისგან ქალწულისა ჴორცითა დასასრულსა ჟამთასა,
    105.     ხოლო არა თუ აღრევით ანუ აღფშოთვით; მამაჲ და ძჱ და სული წმიდაჲ ღუწოლილისა მის ჟამსა ქალწულისა მის წმიდისა ჴორცთა შინა მოვიგონებდეთ გულისხმის-ყოფად,
    106.     არამედ განუშორებელობისა და განუყოფელობისათჳს არსებისაჲსა, ერთობისა მისთჳს ნებისა და ერთობისა – ჰე,
    107.     ხოლო თითოვეულისათჳს – არა. რამეთუ ვითარცა შობასა მას მამისაგან გულისხმა-ვჰყოფთ და შობილსა მას ძესა ვსცნობთ
    108.     და გამომავალებასა მას სულისა წმიდისასა მის მიერ აღვიარებთ, ეგრეცა მოვლინებასა მას ძისასა მამისა მიერ მხოლოჲსა.
    109.     და მეორედ შობაჲ იგი ქალწულისა მისგან ძისა ღმრთისაჲ თჳსად და მხოლოდ, განწმედაჲ იგი საშოჲსა მის ქალწულისაჲ და განწმედაჲ ტაძრად წმიდისა სულისა მხოლოდ:
    110.     რამეთუ არა თუ ერთ სახელ არს წმიდაჲ იგი სამებაჲ, არამედ სამი თავადი სრული სახელი ჭეშმარიტად.
    111.     აწ რომელსა ცანი და ქუეყანაჲ ვერ შემძლებელ არიან დატევნად, ვითარ-მე დაიტიოს იგი გულმან კაცისამან?
    112.     ნუუკუე უფროჲს არს კაცი ცისა და ქუეყანისა, ანუ თუ ყოველთა დაბადებულთა? აწ გულისხმა-ყავ, რამეთუ ღმერთსა რაჲცა ჰნებავნ, და არნ, და რაჲცა უნდა და ქმნა.
    113.     და რასაცა უნებს და იქმს, და რაჲ ჰნებავნ, არა გარე-წარჰჴდის.
    114.     არამედ დაიმცირა თავი თჳსი, დაიკნინა და იქმნა, ვითარცა უნდა.
    115.     მოავლინა ღმერთმან ძჱ თჳსი სოფლად, რომელი მოვიდა და იშვა დედაკაცისაგან წმიდისა; მოივლინა უფალი ღმრთისაგან და წმიდისა სულისაგან.
    116.     თჳთ ძჱ მოვიდა და იშვა ქალწულისაგან თჳთ, თავით თჳსით ჴელმწიფედ, ვითარცა უნდა, მსგავსად სიტყჳსა მის, ვითარმედ: „ფლობა მაქუს მე დადებად თავისა ჩემისა და ფლობა მაქუს მერმე აღებად მისა“.
    117.     მოვიდა და აღასრულა ნებაჲ მომავლინებელისა თჳსისაჲ მსგავსად სიტყჳსა მის, რომელ თქუა, ვითარმედ: „მოვედ აღსრულებად ნებასა მამისა ჩემისასა“,
    118.     რაჲთა გჳჩუენოს ერთობაჲ იგი სამებისაჲ, განუშორებელ და განუყოფელ თჳთ, ერთობითა მით არსებითა, ნებითა მამისაჲთა.
    119.     და შევიდა მუცელსა მას ქალწულისასა და არა დაიძაგა, რამეთუ თჳთ თავადი იყო განმწმედელ ყოვლისა და თჳთ ნებითა თჳსითა შეიხჳა სახუეველითა;
    120.     და ძუელი იგი ღმრთეებაჲ ჩუენთჳს ყრმა-იქმნა.
    121.     და რომელ-იგი განუზომელ და მიუწდომელ იყო სავსებასა ღმრთეებისასა, ჩუენთჳს გარდამოჴდა და დაიკნინა თავი თჳსი და დაიტია ჴორცთა შინა.
    122.     სრულად გამოჩნდა ჭეშმარიტად ჴორციელად მსგავსად სიტყჳსა მის, რომელ თქუა მოციქულმან, ვითარმედ: „არა ზომით მისცა მას სული იგი“.
    123.     დაღათუ შეიმოსნა ჴორცნი იგი და იშვა ჩუენდა მსგავსად, ხოლო ღმრთეებაჲ იგი არა იცვალა, არამედ დგას დიდებასა მას მამულსა, ბჳნებასა მას ღმრთეებისა თჳსისისასა,
    124.     ვითარცა იყო, ეგრეცა არს და დგას უკუნისამდე.
    125.     მამისა თჳსისა თანა არს მაღალთა შინა თჳსსა მას ბუნებასა, ვითარცა თჳთ უფალი იტყჳს, ვითარმედ: „მე თჳთ იგივე ვარ და არა ვიცვალე“.
    126.     დაღათუ შთაიცუა ხატი კაცისაჲ და ჭეშმარიტად კაც იქმნა და დათმო გინებაჲ,
    127.     ხოლო გარდამოსლვაჲ იგი და მოსლვაჲ იგი და მომავალებაჲ იგი, ღმრთეებრი გამოჩინებაჲ იგი მისი არს გულისხმის-საყოფელ;
    128.     და არა თუ ადგილითი ადგილად იცვალის, რომლითა-იგი სავსე არს ყოველივე და გარემო არს ყოველსა.
    129.     დაღათუ გამოჩნდა შეურაცხად, ხოლო შეზავნა და შეაერთნა ჴორცნი იგი ღმრთეებასა მას თჳსსა,
    130.     რამეთუ წმიდითა სულითა განწმიდნა საშოჲ იგი ქალწულისაჲ მის და შეიმოსნა ძემან ღმრთისამან ჴორცნი წმიდისა მისგან ქალწულისა,
    131.     რომლისა ჴელითა დაებადნეს საფუძველნი ქუეყანისანი და გარდაერთხნეს გარდასართხმელნი ცათანი,
    132.     რომლისათჳსცა წინაჲსწარმეტყუელი იგი იტყჳს: „განაცხადა უფალმან მარჯუენე თჳსი და მკლავი თჳსი ყოველთა მიმართ წარმართთა.
    133.     და იხილეს ყოველთა კიდეთა ქუეყანისათა მაცხოვარებაჲ ღმრთისა ჩუენისაჲ“.
    134.     მარჯუენე მამისა თჳთ არს, მკლავ მისავე ქრისტე და მის მიერ განათლდეს შექმნულნი მისნი, და წარწყმიდა უკეთური იგი ჴორცითა თჳსითა.
    135.     და დასაჯა ცოდვაჲ ჴორცითა მით, რომელ შეიმოსა ღმრთეებამან.
    136.     სიმაღლემან მან, რომელმან შეიმოსა სიმდაბლჱ, გამოუჩინებელმან მან შეურაცხად
    137.     ხილვითა მით, რომლისაჲ მუნქუესვე ღმრთისა მიმართ დიდებასა შესხმაჲ ღაღადებით აღეღო ზეცისათა მათ ერთა, და მწყემსთა მათ ასწავებდეს
    138.     და სიმაღლესა მას და სიმდაბლესა ძისასა აქებდეს და იტყოდეს: „დიდებაჲ მაღალთა შინა ღმერთსა, ქუეყანასა ზედა მშჳდობაჲ“,
    139.     რაჲთა არა ბაგასა მას და სახუეველთა მათგან მწყემსთა მათ შეურაცხ ეგონოს, რამეთუ წამებს საფსალმუნჱ იგი შესხმასა მას თჳსსა,
    140.     ვითარმედ: „წინავე მთიებისა იყო სახელი მისი და მისა მიმართ იკურთხნენ ყოველნი ნათესავნი ქუეყანისანი“.
    141.     ამით სიტყჳთა ჴორციელად შობასა მას გჳთხრობს და ერთითა მით ღმრთეებასა მას გჳჩუენებს, რომელ თქუა: „საშოჲთ წინავე მთიებისა გშევ შენ“.
    142.     უშობელმან მან, რომელმან იგი შვა, მან მხოლომან უწყის.
    143.     ხოლო მეორედ შობაჲ ესე მადლითა თჳსითა შორის კაცთა განაცხადა, რაჲთა აცხოვნნეს კაცნი და კურთხევად მოიყვანნეს პირველისა მისგან წყევისა.
    144.     და ქუეყანაჲ თჳსითა მით კურთხევითა, მოსლვითა, განაახლოს.
    145.     რამეთუ არარაჲ არს ყოველთა შინა მადლთა ღმრთისათა უფროჲს ამისა: სიტყუაჲ იგი ღმერთი განკაცებულ ჴსნისათჳს სოფლისაჲსა წმიდისა მის ქალწულისაგან იშვა.
    146.     და წყევათა მათ წილ და შეჩუენებათა საშოსა ყოველთა დედათასა კურთხევაჲ თჳსთაჲ მათ მადლთაჲ მისთესოს,
    147.     რამეთუ ევაჲსთჳს იწყევნეს ყოველნი ნათესავნი დედათანი და მარიამის გამო ზესკნელი მოიღეს კურთხევაჲ,
    148.     რამეთუ იხილნეს კაცნი წარსაწყმედელსა, შეკრიბნა განბნეულნი და პოვნა წყმედულნი.
    149.     და მიუდგა სულისა წმიდისაგან მადლისმპყრობელი იგი ქალწული, თჳნიერ მამაკაცისა, განურყუნელად საშოსა მას წმიდასა, ძჱ იგი ღმრთისაჲ მიუწდომელითა მით წესითა,
    150.     და წესითა მშობელთაჲთა შვა პირმშოჲ იგი ქალაქსა მას დავითისსა ბეთლემს.
    151.     მუნ აღესრულებიან ამიერითგან სულიერადნი იგი მთხრობელნი, მატიანნი იგი წინაჲსწარმეტყუელთანი, ყრმისა შობილისაჲ, ძისა მოცემულისაჲ ჩუენდა,
    152.     რომელსა ფლობაჲ აქუს მჴართა ზედა თჳსთა, და სახელი ეწოდა მას დიდისა ზრახვისა ანგელოზი, საკჳრველი თანამზრახვალი, ღმერთი ძლიერი და ჴელმწიფჱ,
    153.     მთავარი მშჳდობისაჲ და მამაჲ განმზადებულისა მის სოფლისაჲ.
    154.     ჰხედავა, რამეთუ ძჱ და მთავარ და ანგელოზ და თანამზრახვალ და ღმერთ ძლიერ და მამა განმზადებულისასაჲ მის სოფლისა?
    155.     რამეთუ დღეს შობილი ესე ყრმაჲ მოგუასწავებს, ვითარმედ წინავე იყო ძჱ,
    156.     რამეთუ ძალი ღმრთისაჲ არს და თანამზრახვალ და ღმერთ ძლიერ, რომლითაცა საუკუნენი ესე დაემტკიცნეს.
    157.     და ყრმა, რამეთუ დღეს წმიდისა ქალწულისაგან ბეთლემს იშვა, რომლისათჳს წინაჲსწარ გჳთხრობს: „უფალმან მრქუა მე: ძჱ ჩემი ხარი შენ და მე დღეს მიშობიეს შენ“.
    158.     და მამა განუმზადებელისა მის სოფლისა, რამეთუ დაძუელებული ესე და მოკუდავი სოფელი – მსგავსად პირველისა მის მიწისაგანისა კაცისა.
    159.     მეორჱ ესე კაცი, მოსრული ზეცით – შობილ ქალწულისაგან, რაჲთა განაახლოს პირველი იგი კაცი,
    160.     და მფლობელ ამით, რამეთუ კუერთხს აღმოცენებულს ძირთაგან იესესთა იტყჳს ესაია, და ყუავილს მორჩისა მისგან შობასა მას ასულისა მის დავითისსა იტყჳს.
    161.     უკუეთუ ესრე არს, საყდარსა მას დავითისსაცა დაჯდეს და მეუფებაჲ მისი განემარჯოს.
    162.     დიდებულ ძჱ მარადის სულიერთაგან და ცეცხლის მსგავსთა მღჳძარეთა.
    163.     იგი მოვიდა და იქმნა კაც, რაჲთა კაცებამან მან ხილვად შეუძლოს.
    164.     ხოლო პირველი იგი შობაჲ ღმრთეებისაჲ მის მამისაგან, თჳთ მამამან უწყის; რამეთუ მეორჱ ესეცა შობაჲ ძისაჲ ჴორცითა ვერვინ შეუძლოს გამოძიებად,
    165.     რამეთუ იტყჳს წინაჲსწარმეტყუელი იგი: „თესლ-ტომი მისი ვინ შეუძლოს თხრობად?“
    166.     რამეთუ ღმერთი არსებითა თჳსითა ვერვინ სადა იხილა, და არცაღათუ ზეცისათა მათ ძალთა.
    167.     ხოლო ძჱ იგი შობილ ჴორცითა იქმნა კაც სრულ, და სრულითა მით ღმრთეებითა ღმრთეებისა მის ძალი გამოგჳცხადა.
    168.     რომელსა იოვანეცა იტყჳს დაწერილთა მათ შინა თჳსთა, ვითარმედ: „რომელ-იგი იყო დასაბამითგან, რომელი გუესმა და ვიხილეთ თუალითა,
    169.     რომელსა-იგი მივხედეთ და ჴელნი ჩუენნი ჰმსახურებდეს სიტყუასა მას ცხორებისასა;
    170.     და ცხოვრებაჲ იგი გამოჩნდა და ვიხილეთ და ვწამებთ, რამეთუ იგი არს ჭეშმარიტი და ცხორებაჲ საუკუნოჲ“.
    171.     რომელმან შეიმოსნა ჴორცნი იგი ღმერთმან სიტყუამან, შეუპყრობელმან და ურეველმან, რომელსა-იგი ჰრევდეს და შეიპყრობდეს ჴორცითა მით.
    172.     და ყოველსავე, რასაცა უყოფდეს ჴორცთა მათ, თავს-იდებდა თჳსით ნებსით.
    173.     გამოუჩინებელ დაიფარა და დათმო სიმდაბლითა მით, მონა და თანა-მოყუას ექმნა ჴორცითა მით კაცებასა მას.
    174.     და განათავისუფლნა ჴორცნი ესე კაცთანი ცოდვათაგან, რომელ-იგი შთაჴდა ჯოჯოხეთა, აღმოიყვანნა მიერ შეყენებულნი იგი ჯოჯოხეთისანი.
    175.     [ჴ]ორცითა იდევნა და განდევნა ეშმაკი, შეკრა ცოდვაჲ და დამშჭუალა ჯუარსა მას ძელისასა, რამეთუ რომელსა ჰრწმენა ჴორცი იგი მისი, აცნობა მათ ღმრთეებაჲ იგი თჳსი.
    176.     და რომელნი-იგი ჴორცთა მათ მისთა შეპრკოლდეს, უვარ-ყვეს ბუნებაჲცა ღმრთეებისა მისისაჲ.
    177.     რამეთუ შეიერთა ჴორცი იგი ბუნებით და შეაერთა ჴორცი იგი ღმრთეებასა თჳსსა.
    178.     რომელთა ჰრწმენა იგი, იშუებდეს იგინი კეთილთა მათ შინა გამოუთქუმელთა, და რომელნი ამას სარწმუნოვებასა შესცთეს,
    179.     არა წრფელთა ალაგთა ვიდოდეს და უგზოსა შ[ე]სცთეს და განმზადნეს თავთა მათთა ალაგნი გამოუკულეველნი.
    180.     და მრავალნი ჭეშმარიტებისა სარწმუნოვებისა[გან] განდრიკნეს და ჰგონებდეს, რეცა თუ პოვეს რაჲმე, და პოვეს არარაჲ.
    181.     ვითარცა წერილ არს, რამეთუ: „შეუდგეს არარასა და პოვეს არარაჲ“.
    182.     აწ ყოველი, რომელი გარდაიქცეს ჭეშმარიტებისა ამისგან სარწმუნოვებისა და სთესვიდენ ბერწსა და მჭნარსა, უჴნავსა და ცუდსა
    183.     და გესლ-განწონილსა თესლსა სასმენელსა მსმენელთასა, ეგევითარნი იგი შეჩუენებულ არიან, დაღათუ ანგელოზი ზეცით იყოს.
    184.     და იყავნ წყეულ, ვითარცა გუელი იგი მიწის-მჭამელი, რომელმან ცრუჲთა და შეტყუვილისა სიტყჳთა მცნებაჲ შემოქმედისაჲ გარდაქცევად ინება.
    185.     და რომელნი მას ეზიარნეს და იტყჳან, ვითარმედ: „ოდესმე არა იყო ძჱ, და ვიდრე შობადმდე იყოვე არა,
    186.     და არარაჲსაგან იქმნა და სხჳსა ძალისაგან რაჲსმე ანუ წარსლვით და რყუნილებით“,
    187.     ეგევითართა მათ შეჩუენებულს-ჰყოფს ეკლესიაჲ კათოლიკე და წვალებასა მას საბელისსა, რომელ-იგი იტყჳს: „იგივე ერთ არს“.
    188.     არამედ მამაჲ ვიცით ჩუენ მამად, და ძჱ – ძედ, და სული – სულად წმიდად, ერთი უფლებაჲ, ერთი ღმრთეებაჲ, სამი თავადი სრული.
    189.     მარადის მამაჲ, მარადის ძჱ.
    190.     სული წმიდაჲ სრულ მეოხ.
    191.     შეუქმნელ, რომელი წინავე იყო და იტყოდა შჯულსა შინა და წინაჲსწარმეტყუელთა და მოციქულთა შინა, და
    192.     გარდამოჴდა იორდანესა ზედა და წამა განკაცებისათჳს ძისა ღმრთისაჲსა, ვითარ-იგი მოვიდა ჴმაჲ, ვითარმედ: „ეგე არს ძჱ ჩემი საყუარელი“, რომელმან-ცა შეიმოსა
    193.     კაცი ეგე სრული ღმრთისმშობელისა მარიამისგან სულითა წმიდითა, ჴორცი და საშუმინველი ჭეშმარიტი და არა იგავით,
    194.     რამეთუ ესრჱ მოვიდა სრულიად გამოჴსნად კაცისა ამის, ჩუენისა ცხორებისათჳს კაც-იქმნა და ხატითა კაცთაჲთა იქცევოდა.
    195.     ჭამა და სუა, ვითარცა ჩუენ, და ჭეშმარიტად იტანჯა და იგუემა და ჯუარს-ეცუა პონტიელისა პილატეს ზჱ, ჯუარსა მას დაემშჭუალა, მოკუდა, დაეფლა, განცხოველდა.
    196.     აღდგა მესამესა დღესა, ზეცად აღმა[ღ]ლდა, აჴდა, დაჯდა მარჯულ მშობელისა მის თჳსისა ღმრთისა, აჴდა, და მერმე მოსლვად არს განშჯად ცხოველთა და მკუდართა.
    197.     და ვისთჳს-მე მოკუდა? ნუუკუე თანამდებ რაჲმე იყოა სიკუდილისა?
    198.     ისმინე, რასა იტყჳს წინაჲსწარმეტყუელი, ვითარმედ: „უშჯულოვებაჲ არარაჲ ქმნა და არცა იპოვა ზაკუვაჲ პირსა მისსა“,
    199.     რომელსა თავადიცა იტყჳს, ვითარმედ: „ვინ არს თქუენგანი, რომელი შემეტყუების მე ცოდვისათჳს?“
    200.     ანუ შჯულისაგან თანამდ[ებ] რაჲ-მე არსა სიკუდილისა? [და] თჳთ იტყჳს, ვითარმედ: „აღსრულებად მოვედ მე შჯულისა“.
    201.     რომელსა ნეტარი [იგი] [მო]ციქული ეწამების, ვითარმედ: „აღსასრული შჯულისაჲ ქრისტე არს“.
    202.     აწ მძლავრთაგან არა ნეფსით თჳსით მოკუდების კაცი.
    203.     ხოლო ესე ცან, რომელსა იტყჳს, ვითარმედ: „თჳთ დავდვა თავი ჩემი და არავინ მიმიღოს იგი ჩემგან“.
    204.     იტყჳს: „თჳთ დავდვა თავი ჩემი და მერმე აღვიღო იგი“.
    205.     რაჲსა-მე ჰნებავს თავისა თჳსისა დადებად უბრალოსა მას, რომელი-იგი არა თანამდებ არს სიკუდილისა?
    206.     მანვე თქუა: „მე ვარ მწყემსი ქველი, რომელმან დავდევ სული ჩემი ცხოვართა ჩემთა ზედა“.
    207.     რომელთა-მე საცხოვართა ზედა? ფრთხოლვილთა მათ ზედა, ვლტოლვილთა მათ, მჴეცთაგან ხეთქილთა მათ ზედა,
    208.     რომელთათჳს წინაჲსწარ წინაჲსწარმეტყუელი იგი იტყოდა, ვითარმედ:
    209.     „ყოველნი, ვითარცა ცხოვარნი, შეცთომილ ვიყვენით და უფალმან მისცა იგი ცოდვათა ჩუენთათჳს,
    210.     და უშჯულოვებათათჳს ერისათა სიკუდილი აღმაღლდა“; რომლითაცა იჴსნნა წარტყუენულნი იგი ტყუეობისაგან.
    211.     უკუეთუ ესრეთ არს, ქრისტესა შეასხმიდა შემასხმელი იგი მეფსალმუნე და თქუა: „ვიქმენ მე ვითარცა კაცი შეუწევნელი და მკუდართა შორის აზნაურ“.
    212.     რამეთუ მარტოჲ იყო და არა დამონებულ ცოდვასა, და არა სხჳთა ძალითა რაჲთმე, არამედ თჳსითა ძლიერებითა მოკლა განძლიერებული სიკუდილი სოფლის შემჭამელი
    213.     და დააცხრო ყოველი ცრემლი ყოველთა თუალთაგან, რაჲთა განაცხოველოს უკუდავსა მას სასუფეველსა შინა მოკუდავებაჲ კაცთაჲ.
    214.     და მერმე ვითარცა იტყჳს წინაჲსწარმეტყუელი იგი: „აჴდა მაღალსა და წარმოტყუენა ტყუე იგი, მოიღო ნატყუენავი, განუყო ნიჭად და მოსცა ძეთა კაცთასა.
    215.     რამეთუ რომლითა შეიტყუვნეს კაცნი უნდოჲთა მით კერპთმსახურებითა, მითვე ჩუეულებისა ძელითა მოაქცინა კაცნი ღმრთისმსახურებად
    216.     და დაგჳტევა ჩუენ ნიში – ჯუარი იგი ვნებათა მათ თჳსთაჲ, რაჲთა ძელი იგი ჯუარისაჲ მის გამოქანდაკებულთა მათ წილ ძელთა იყოს ჩუენდა,
    217.     და თჳთ ქრისტე – უჴმობელად ჯუარსა მას ზედა კაცისხატთა მათ წილ კერპთა მათ შებილწებულთა, რომელნი უშუმინვიერთა მათ მიმართ შეცთომილ იყვნეს,
    218.     და სისხლი იგი უფლისა ჩუენისაჲ ძღუენთა მათ წილ და სიხარულთა ბილწებისათა და ზორვათა, რომელნი მივლენედ უმშუმინვიერთა მათ წინაშე და იხარებედ.
    219.     სარწმუნოდ გჳჩინნა მამამან, უსხი იგი დაიკლა ძჱ ღმრთისაჲ და უწოდა ეკლესიასა წანულეთსა მას ქორწილისასა და მუნ აღესრულებოდა თქუმული იგი,
    220.     ვითარმედ „ვისი არს სძალი, იგი არს სიძჱ“, რომელ არს ქრისტე სიძჱ, ხოლო ეკლესიაჲ სძალ.
    221.     და ვინ არიან მეგობარნი იგი სიძისანი მის? იგინი არიან, რომელთა ჭამეს ჴორცი იგი სიძისაჲ მის და მიივიწყეს ზორვაჲ იგი უწესოჲ შეკრებასა მას ეშმაკთა მათ წინაშე
    222.     და სახლი იგი უშჯულოვებისაჲ, კაცის-პირთაჲ მ[ათ] კერპთა სადგომელი და თ[აყუანი]ს-სცეს ძელსა მას ჯუარისასა ჭეშმარიტსა ჭე[შმა]რიტებით და გა[ნუზა]ვებელსა მას ჴორცსა,
    223.     რომელმან ც[ოდ]ვანი კაცთანი აჴოცნა და მას თანა სატანჯველი იგი და პატიჟიცა.
    224.     უკუეთუ ეგრე არს, რომელნი-იგი გამოიჴსნნა პატიჟისა მისგან და განამართლნა, დიდი ნიჭი მიჰმადლა მათ.
    225.     მართლიად მოგუეცა დიდი ნიჭი და პატივი, რამეთუ ემბაზითა ამით შვილ ღმრთის ვიწოდებით.
    226.     და აღგჳთქუა მოცემად ჩუენდა სამარადისოჲ იგი და უსაზღვროჲ ნიჭი, დაუსრულებელი იგი და გამოუთქუმელი იგი და უსაბამოჲ იგი სასუფეველი თჳსი,
    227.     და ვითარცა ხენი აღმოცენებითა მით და მულკუვითა და ყუავილითა და თესლითა
    228.     და ფურცლითა და ნაყოფითა და სულითა და გემოჲს-ხილვითა თითოვეულად თჳსისა მის ბუნებისა შიშულობასა შეიმოსს
    229.     და საცნაურ-იქმნის სულითა მით და გემოჲს-ხილვითა, და ვითარცა-იგი წინა არნ, ეგრე სახედ გამოჩნდის და სხუად სახედ არა იცვალის.
    230.     ეგრეცა კაცი ჴორცითა, ძარღუთა, ძ[უ]ალითა, ნაწევრითა, შეძერწვითა, ტყავითა, თმითა შეიმოსის და შეიმკვის და მაშინღა სული იგი მისი მისავე მიიქცის.
    231.     და რომლითა საქმითა დაეფლნიან სამარებსა, მითვე საქმითა ტჳრთოსანნი მოვიდენ.
    232.     რამეთუ რაჟამს აღვიდოდა იგი მთასა მას ზეთის-ხილთასა, ღრუბელთა შინა ჰაერთა ზედა გზაჲ განქმნა, მამისა ზეცად აღვიდოდა, აღიპყრნა ჴელნი თჳსნი,
    233.     აკურთხნა მოწაფენი იგი და წარავლინნა, რაჲთა მოიმოწაფნენ და ასწავებდენ ყოველთა წარმართთა.
    234.     ამის ყოვლისათჳს ღმერთი ჭეშმარიტი ახარეს სოფელსა და, ვითარცა ასწავეს მოწაფეთა მათ მისთა სოფელსა,
    235.     უწოდა მათ მოძღურად სულისა მიერ წმიდისა, რომელთა ეტყოდაცა: „სხუაცა მრავალ სიტყუა მაქუს თქუენდა, ხოლო აწვე ვერ შეუძლოთ დატევნად.
    236.     ხოლო რაჟამს მოვიდეს სული იგი ჭეშმარიტებისაჲ, მოგაჴსენოს თქუენ და გიძღოდის თქუენ ყოველთა ჭეშმარიტებით“.
    237.     და მერმე, ვითარმედ: „მივიდე და მეოხი იგი მოგივლინო თქუენ“.
    238.     და ვითარცა იტყჳს სულითა წმიდითა პავლე მოციქული: „ნანდჳლვე დიდ არს ზრახვაჲ იგი ღმრთის-მსახურებისაჲ მის,
    239.     რომელი გამოჩნდა ჴორცითა, განმართლდა სულითა, განეცხადა ანგელოზთა, იქადაგა წარმართთა შორის, სარწმუნო იქმნა სოფლისა და აღმაღლდა დიდებითა“.
    240.     აჴდა და დაჯდა მარჯუენით ღმრთისა მამისა; და შემდგომად დღისა მის ვნებისაჲსა, რომელ არს აღვსებაჲ, და აღსრულებასა მას დღეთა მათ ერგასისთასა,
    241.     ვიდრე-იგი იყვნეს მოციქულნი შეკრებულ ერთად, მოვიდა სული წმიდაჲ და აღავსნა ყოველნი და იწყეს სიტყუად ენათა მრავალთა,
    242.     ვითარცა სული იგი მისცემდა მათ სიტყუად ენათა უცხოთა,
    243.     რომლისათჳსცა პეტრე აღივსო სულითა წმიდითა და მრავლითა იგავითა უჩუენებდა მათ მოსლვასა მას სულისა წმიდისასა და მადლთა მათ ქრისტესთა.
    244.     და ვითარცა მოიღეს სული იგი წმიდაჲ, მოიჴსენეს სიტყუაჲ იგი უფლისაჲ, რომელ თქუა,
    245.     ვითარმედ: „იოვანე ნათელ-სცემდა წყლითა, ხოლო თქუენ ნათელ-იღოთ სულითა წმიდითა“.
    246.     და მერმე იტყჳს, ვითარმედ: „ჩუენ არა მოვიღეთ სული ამის სოფლისაჲ, არამედ სული იგი, რომელ ღმრთისა მიერ არს“.
    247.     რამეთუ თჳთ ქრისტე იტყჳს, ვითარმედ: „სულ არს ღმერთი“.
    248.     გჳჩუენებს ერთობითსა მას სამებისა არსებასა სიტყჳთა ამით: „რამეთუ არა თავით თჳსით რას იტყოდის,
    249.     არამედ რაჲ-იგი ესმეს მას, იტყოდის და მომავალსა მას ყოფადსა გითხრობდეს თქუენ.
    250.     მან მე მადიდოს, რამეთუ ჩემგან მიიღოს და გითხრას თქუენ, რამეთუ ყოველი, რაჲ არს მამისა ჩემისაჲ, ჩემი არს.
    251.     ამისთჳს გარქუ თქუენ, რამეთუ ჩემგან მიიღოს და გითხრას თქუენ“.
    252.     აწ იხილე ერთობაჲ იგი, ერთნებაჲ იგი, ერთსწორებაჲ იგი ჭეშმარიტისა მის სამებისაჲ.
    253.     და იხ[ი]ლე, ვითარ გამობრწყინდა და გამოგჳნათლდა სამებაჲ ერთობით ჭეშმარიტად.
    254.     რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: „არა თავით თჳსით რას იტყჳს სული იგი წმიდაჲ, არამედ ჩემგან მოიღოს და გითხრას თქუენ, რამეთუ რაჲ აქუს მამასა ჩემსა, ჩემი არს“.
    255.     იხილე მამაჲ სრულ, ძჱ სრულ და სული წმიდაჲ სრულ, შემოქმედ მამაჲ, შემოქმედ ძჱ, შემოქმედ სული წმიდაჲ.
    256.     მამისასა იტყჳს: „მამაჲ ჩემი, მოაქაჟამადმდჱ საქმესა იქმს“.
    257.     და მერმე: „დასაბამითგან ქმნა ღმერთმან ცაჲ და ქუეყანაჲ“.
    258.     და ძისასა მახარებელი იტყჳს: „ყოველივე მის მიერ შეიქმნა და თჳნიერ მისა არარაჲ იქმნა“.
    259.     და მერმე: „სიტყჳთა უფლისაჲთა ცანი დაემტკიცნეს“.
    260.     და სულისა წმიდისათჳს იტყჳს: „და სულითა პირისა მისისაჲთა – ყოველი ძალი მათი“.
    261.     და მერმე ქრისტე იტყჳს: „სული არს, რომელი განაცხოველებს, და ჴორცმან არაჲ არგის“.
    262.     მოგუასწავა განუყოფელისა მის ბუნებისათჳსცა ღმრთეებისა მის, ძალისა განუწვალებელისა, რომლისათჳსცა თქუა, ვითარმედ: „გამოვედ მამისაგან და მოვედ სოფლად“.
    263.     ეგრევე სულისა წმიდისასაცა იტყჳს, ვითარმედ: „სული იგი ჭეშმარიტებისაჲ, რომელი მამისა ჩემისაგან გამოვალს“.
    264.     და ამითცა გჳჩუენებს ერთობასა მას განუწვალებელსა სამებისასა, რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: „სულ არს ღმერთი“
    265.     და გჳჩუენებს თავისა თჳსისათჳსცა და ჭეშმარიტისა მის სულისათჳსცა, ვითარ განუშორებელ არს მამისაგან.
    266.     დაღათუ მოციქულნი მოვლინებულ მამისაგან ითქუმიან,
    267.     არამედ სამებისა მიერ; ერთობითვე ნებითა თუ ერთ-ვე ზრახვით
    268.     თუ ეგრეთვე განუწვალებელმან სამებამან ერთობით საქმჱ იგი აღასრულა, რომლისათჳსცა იოვანე ნათლისმცემელი წამებს,
    269.     ვითარმედ: „ღმერთი ვერვინ სადა იხილა, გარნა მხოლოდშობილმან ძემან, რომელი არს წიაღთაგან მამისათა, მან გჳთხრა“.
    270.     რამეთუ თანაყოფილად რაჲ იგი იხილეს, მას საქმესაცა მოქმედ იყვნეს ძჱ და სული წმიდაჲ.
    271.     ვითარცა მამაჲ და ძჱ და სული წმიდაჲ სწორ ღმრთეებითა, საქმეთაგან მამისათა ეგრევე მეცნიერ იყვნეს.
    272.     ჵ საკჳრველი ნიჭი ღმრთის ცნობისაჲ, წილით ხუედრებული მოციქულთა მათ!
    273.     ვითარ ესევითარსა შუენიერსა და სულნელსა ცნობასა მეყს წარეწინეს, ამის სახედ-ვე ჭეშმარიტისა მის სულისა წმიდისათჳს
    274.     წეს არს გულისხმისყოფად, რომელ თქუა, ვითარმედ: „სული იგი ჭეშმარიტებისაჲ, რომელი გამოვალს მამისაგან“.
    275.     გამოვალს და არა განიყოფვის, გარდაეცემის და არა მოაკლდების.
    276.     და ერთბამად ჭეშმარიტად ერთობასა მას და ერთსწორებასა იტყჳს: „მე მამისა თანა და მამაჲ ჩემ თანა“.
    277.     და „რომელმან მიხილა მე, იხილა მამაჲ ჩემი“, რამეთუ არა საზღვრით რაჲ ღმრთეებასა დაიტევს.
    278.     და აწ ესრე-მე ვთქუათა, ვითარმედ მამაჲ ცათა შინა და მხოლოდშობილი ძჱ და ჭეშმარიტი სული ქუეყანასა ზედა,
    279.     რომლითა სავსე არს ყოველი და არს ყოველსა შინა და ზედა ყოველსა?
    280.     ამის ყოვლისათჳს ღმრთეებრ იტყჳს, ჰმოძღურის და ასწავებს ქრისტეს მოწაფეთა მათ.
    281.     და იგინი აღსავსე სულითა წმიდითა დიდთა მათ მადლთა მოძღურებისათა ძისა მის ღმრთისათა უქადაგებდეს ყოველთა და ასწავეს მრავალთა სარწმუნოვებაჲ ჭეშმარიტი.
    282.     და საქმითა მით სიმჴნისაჲთა მრავალთა განმათავისუფლებელსა მას უღელსა დაამორჩილებდეს,
    283.     რამეთუ მცირისა მის მიზეზისათჳს ამიერ ზეცად შეწირეს სარწმუნოვებაჲ თჳსი წმიდით საქმითურთ.
    284.     აწ ამიერითგან ძჱ ღმრთისაჲ მიუწდომელთა კეთილთა შუვადმდგომელ არს და თანამდებ, რომელთა უყუარს იგი.
    285.     და რაჲ-მე ნანდჳლ მიუწდომელ და განუზომელ ამისა უფროჲს იყოს, რაჟამს აღსრული იგი მამისა ზეცად ზეცითვე დიდებითა მამისაჲთა მოვიდეს
    286.     და წინაშე ყოველთა მათ (და)სთა ანგელოზთასა და ერთა მათ ძლიერთა ჴელი უპყრას თჳსთა მათ საყუარელთა და თჳსა მიიზიდნეს და თჳსსავე მას ღმრთეებისა საყოფელსა ახაროს?
    287.     რამეთუ მოუკლებელი იგი და ძლიერი ღმერთი ადგილსა მას სამკჳდრებელსა მიგრძობილსა მას საზღვარსა დაუსრულებელსა მას სასუფეველსა განუმზადებს
    288.     საყოფელსა, რომელ ერთსა მას ხოლო საშუებელსა წესიერნი იგი და ღირსნი.სიტყჳერთა მათ და სულიერთა და ჴორციელთა თავისა თჳსისა თანა განუმზადოს საყოფელი,
    289.     რომლისათჳსცა ყოვლად-ვე მჴსნელი იგი ახარებდა მოწაფეთა მათ და აღუთქუმიდა,
    290.     ვითარმედ: „სადაცა მე ვიყო, მუნცა თქუენ იყვნეთ და ყოველსა ჟამსა დიდებასა ჩემსა ჰხედვიდეთ.
    291.     ხოლო ერთი ესე გამო-ხოლო-აცხადებს და ზეშთა ხოლო იტყჳს: „მაშინ უწყოდით, რამეთუ მე მამისა თანა და თქუენ ჩემ თანა და მე თქუენ შორის“.
    292.     ამას ზედა მოსაჴსენებელ არს სიტყუაჲ იგი:
    293.     „რომელი თუალმან არა იხილა და ყურსა არა ესმა და გულსა კაცისასა არა შთავარდა, რომელი განუმზადა ღმერთმან მოყუარეთა თჳსთა“.
    294.     ვითარცა იტყჳს ნეტარი იგი პავლჱ, ვითარმედ: „მადლი ქრისტესა გამოუთქუმელთა მათ ზედა ნიჭთა მისთა.
    295.     რამეთუ არა ცუდად რაჲმე და უდებად ეგოდენ დამდაბლდა ღმერთი სიტყუაჲ და ძჱ მხოლოდშობილი დაუსაბამოჲსა ღმრთისაჲ
    296.     და ნანდჳლვე ჭეშმარიტ ძე ღმრთის, რამეთუ დამდაბლდა, რაჲთა ჩუენ აღგუამაღლნეს,
    297.     რომლისათჳსცა თავს-იდვა ძედ დავითისად წოდებაჲ, რაჲთა ჩუენ მყვნეს ძჱ ღმრთის.
    298.     შეიწყნარებს მამაჲ ძისაჲ მონასა მაგას, რაჲთა გექმნეს მამა უფალი იგი.
    299.     უკუეთუ შენისა მაგისგან რას ორგულებ, მისისა მისგან გრწმენინ და ისწავე,
    300.     რამეთუ უმეტჱს რაჲმე გონებასა კაცთასა ესე ძნელ უჩს, ვითარმედ ღმერთი განკაცნა ამისთჳს, რაჲთა კაცი ძე ღმრთის ითქუას.
    301.     აწ რაჟამს გესმას, ვითარმედ ძჱ ღმრთისაჲ ძედ დავითის არს და ძედ აბრაჰამისა, ნურას ორგულებ ამიერითგან, ვითარმცა შენ ძჱ [ად]ამისი არა ძჱ [ღმრთისა იყავ.
    302.     იშვა ჴორციელად წმიდისა მის ქალწულისაგან, რაჲთა შენ იშვე წმიდისა მის მიერ სულისა.] იშვა დედაკაცისაგან, რაჲთა შენ იშვე ემბაზისაგან, რომელ-ეგე იქმენ ძე ღმრთის.
    303.     ამისთჳსცა მეორედ იშვა და ჩუენ გუემსგავსა და უზეშთაეს ჩუენსა იქმნა,
    304.     რამეთუ დედაკაცისაგან შობაჲ ჩუენ ზედა-გუედების და ამისა შემდგომად არა ჴორცისაგან, არცა სისხლისაგან, არამედ სულისა წმიდისაგან ვიშვებით წმიდასა მას ემბაზსა შინა.
    305.     ესე მისი არს, რომელი-იგი უზეშთაეს ჩუენსა ნაშობი იყო.
    306.     და რამეთუ ჩუენ ზედა განმზადებულ იყო აღსრულებად, წინაჲსწარ გუაუწყა.
    307.     და რამეთუ ვითარცა თავადი თჳნიერ სისხლისა და თჳნიერ ნებისა ჴორცთაჲსა იშვა მეორე იგი შობაჲ,
    308.     ეგრჱთვე ჩუენ თჳნიერ სისხლისა და თჳნიერ ჴორცისა წმიდისა სულისაგან ვიშვნეთ ზესკნელითა მით შობითა.
    309.     და ვითარცა გამოგჳჩნდა ჩუენ მეუფჱ იგი და ღმრთეებისა ბუნებაჲ იგი ხატად კაცისა,
    310.     ეგრეცა კაცნი თჳსსა [მას ღმრთეებასა, მეუფებასა გჳრგჳნოსან-გუყვნეს და სასუფეველსა მას შინა თჳსსა გუახაროს წარუ]ვალსა მას ზეცისა სიხარულსა მისსა.
    311.     დიდებაჲ ღმრთეებასა მისსა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.
    312.     აწ ამიერითგან მტკიცედმცა გიპყრიეს კეთილი იგი აღსარებაჲ, რომელ აღვიარეთ.
    313.     ნუმცა მივაქცევთ ნუცა მარჯულ, ნუცა მარცხლ! გურწმენინ მამაჲ ღმერთი სრული და ძჱ ღმერთი სრული და სული წმიდაჲ ღმერთი სრული!
    314.     ერთ არს ღმრთეებაჲ წმიდისა სამებისაჲ, ერთი არსებაჲ, ერთი ბუნებაჲ, ერთი თავადი სრული სამებაჲ, ერთი სრული ღმერთი, ერთი ძალი, ერთი ძლიერებაჲ, ერთი უფლებაჲ,
    315.     ერთი ერთობითი დიდებაჲ, ერთი ერთობითი ნათლითა, ერთი ერთობითი აღვსებითა, რამეთუ ვერვინ შეუძლოს გამოძიებად, რაჲ ანუ ვითარმე იყო.
    316.     გურწამს სამებაჲ.
    317.     ირწმუნეთ ერთობაჲ უტყუად დუმილით.
    318.     გარნა გრწმენინ ხოლო...
    319.     ...[გამოსახ]ულთა და შექმნულთა ვითარ შეუძლოთ გამოძიებად ანუ ცნობად მაღლისაჲ მის და დასაბამითნი ესე დაბადებულნი დაუსაბამოჲსა მის?
    320.     მიუწდომელი იგი ვითარ შეუძლოთ გამოძიებად? რომლისაჲ არს დიდებაჲ უკუნითი უკუნისამდე, ამენ.