«დაძაბული პოლიტიკური ვითარება ევროპაში» Print E-mail
ავტორი ვებ-მასტერი   
შაბათი, 11 აპრილი 2009 20:51

ტფილისი, 4 თებერვალი.

ის გაჭირებული მდგომარეობა, რომელმაც ამ რამდენისამე ხნის წინად შეაფიქრა მშვიდობისმოყვარენი ევროპაში, ზოგირეთის სიტყვით, ეხლა საკმაოდ განელ-და და მშვიდობიანობისაკენ მიდრიკაო. ზოგნი კიდევ მაინც იძახიან, რომ განსაცდელის ღრუბელი ჯერ არ გადუყრია საპოლიტიკო ცასაო და განსაცდელი მაინც-დამაინც მოსალოდნელიაო. მშვიდობიანობის მსურველნი და მოყვარენი იძახიან, რომ სულ ტყუილი ფართი-ფუ-რთი იყოვო, რასაც აქამდე ან ერთი ან მეორე მხარე ქადულობდა. ბისმარკს შინ საქმე გაუჭირდაო და იძუ-ლებულ შეიქმნა შიშის ზარით ემოქმედნა თავისის სიტყვის და სურვილის გასაყვანად გერმანიაში, რო-მელიც მის მიერ მოწვეულია ახალის რეიხსტაგის დეპუტატთა არჩევანისათვისაო და თუ ამ შიშმა ეს სამსახური გაუწია ბისმარკსა, მერე ყოველისფერი დალაგდება და დაწყნარდებაო.

ომიო, იძახიან სხვანი, მარტო მაშინ ასტყდებაო, თუ ბისმარკი მოიწადინებსო და ამასთანაც უმატებენ, რომ ბისმარკი საქვეყნოდ ამბობსო, ომი სულაც არ უნ-და გერმანიას და გერმანია პირველი არ ამოიღებს ხმალს ქარქაშიდამ, თუ ზედ არ მოესევა ვინმე და მა-შინ მეტი რა გზაა, მტრის მოსაგერებლად მზად უნდა ვიყვნეთო. ამ სახით სჩანს, ვითომ გერმანიის მხრით მოსალოდნელი არ არის რაიმე უეცარი განსაცდელი. იქით საფრანგეთი თავის ბედის გამგებელთა კაცთა პი-რით დღე მუდამ არწმუნებს ქვეყანასა, რომ მშვიდო-ბიანობის მსურველია და არავითარი შიში არ მოელის ამ მშვიდობიანობასაო. ეხლახან საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ფლურანსს გამოუცხადებია, რომ ჩვენის ელჩებისაგან მიღებულმა ამბებმა სრულიად გადაგვიყარეს ყოველივე შიში მშვიდობიანობის დარ-ღვევისაო. ბოლგარიის საქმეა და ამაზედაც ამბობენ, რომ იმედია აქაც ევროპა სამშვიდობო გზაზედა სდგა-სო, იმედია, არც ეს საქმე ჩააგდებს ევროპას განსაც-დელშიო და ყველაფერი ყოველთა სასურველად გათავ-დებაო. ავსტრიამაც, თუმცა დელეგატებიც მოიწვია, რომ ჯარისათვის 25 მილლიონი გამოსთხოვოს და გარდა ამისა მომეტებულის დახარჯვის ნებაცა, თუ ვინიცობაა საქმეთა ვითარება და საჭიროება მოითხოვს, მაგრამ იგი ავსტრიაც კი ანუგეშებს ქვეყანას, რომ ში-ში არაფრისააო და თუ ჩვენ ვემზადებით, მარტო იმისათვის, რომ ყოველ შემთხვევისათვის მზად ვიყ-ვნეთო. ერთის სიტყვით, საიდაც კი მიიხედავთ, ყვე-ლანი იმას იძახიან, რომ მშვიდობის წყურვილია ჩვენი წყურვილი და სახელმწიფოს გამგებელნი კაცნი რაც ძალი და ღონე აქვთ იძახიან, საშიშარს ხმებს არავი-თარი საბუთი არა აქვს და სულ ყველაფერი მოგონილი ამბავია მარტო იმისათვის, რომ ბირჟას ელდა სცენ და ხარბმა კაცებმა ბირჟაზედ მოთამაშეებმა, ამ არევ-დარევაში ხელი მოითბონ.

რასაკვირველია, ეს შიშის ხმები ჟურნალ-გაზე-თობამ მოჰფინა ქვეყანაზედ და არც ის არის საკ-ვირველი, რომ მთელი ოფიციალური ევროპა ეგრე გულმოდგინედ უარჰყოფს იმ ხმებსა და ქვეყანას ამშვი-დებს, არაფრის შიშიაო. აქ ერთი მოსწრებული სიტყვა ბისმარკისა გვაგონდება. ჟურნალ-გაზეთობის მიერ მო-ფენილს ხმას ნუ დაიჯერებთ იმ დრომდე, ვიდრე ოფი-ციალურად უარყოფილ არ იქმნესო, სთქვა ერთხელ ჭკვამახვილმა ბისმარკმა.


ილია ჭავჭავაძე