«“ზემსკი ნაჩალნიკის” შემოღების აუცილებლობა» Print E-mail
ავტორი ვებ-მასტერი   
შაბათი, 11 აპრილი 2009 20:20

ტფილისი, 30 იანვარი

კარგა ხანია რაც შინაგანთა საქმეთა სამინისტროში შემდგარია ეგრეთწოდებული განსაკუთრებული კომისია, რომელსაც მინდობილი აქვს ხელახლად განხილვა კანონებისა, რომელთა კრებას ჰქვიან: “положение о уездныхъ учреждениахъ”. ამ კომისიაში მიწვეულ არიან გუბერნატორები და თავად-აზნაურთა მარშლები. ამ კო-მისიას საჭიროდ დაუნახავს, ახალი თანამდებობა “ზემ-სკის ნაჩალნიკისს” და ამ საგანზედ დაწვრილებითი წესდება უკვე შეუდგენიათ, გვაუწყებენ მოსკოვის გაზე-თები. შედგენილის პროექტის მიხედვით, “ზემსკის ნა-ჩალნიკებს” მიენდობათ გამგეობა ყოველის ადმინის-ტრატებურის და მაზრის პატრონობის საქმენი. უმ-თავრესი მოვალეობანი ამ ახალის თანამდებობისა არიან შემდეგნი: 1) “ზემსკის ნაჩალნიკები”, უნდა იყვნენ მიუცილებელნი წევრნი სამაზრო და საგუბერნიო ერო-ბათა კრებისა და მათზე იქნება დამოკიდებული წარ-მართვა საქმეთა, რომელნიც შეეხებიან ეკონომიურს ყოფა-ცხოვრებას თვითვეულის მხარისას. 2)”ზემსკის ნაჩალნიკებს” მიენიჭებათ ყოველივე ადმინისტრატებური ძალი და უფლება მომრიგებელ შუაკაცებისა /мировых посредниковъ/ და ამასთანაც უფლება გადახედვინებისა, თუ ვინიცობაა ვინმემ დაარღვია დადგენილი წესი. 3) გარდა ადმინისტრატებურის უფლებისა “ზემსკის ნაჩალნიკებს” მიეცემათ განსამართლების უფლებაცა წვრილმან ბრალისა და დანაშაულობისათვის და მათვე ექვემდებარება სამოქალაქო საქმენიცა, თუ სადავო ს-აგანი ოცდაათს თუმანს არ აღემატება. 4) გან-ზრახულია მომრიგებელ- მოსამართლენი გაუქმებულ იქმნან მაზრებში და მათი საქმენი უნდა სულ გადაეცეს “ზემსკის ნაჩალნიკებს”. 5) აპპელაციის განსახილ-ველად დადგენილია საერთო კრება “ზემსკის ნაჩალ-ნიკებისა”, რომელნიც უნდა შეიყარნონ ხოლმე ყოველს თთვეს იმდენჯერ, რამდენჯერაც წინადვე იქმნება დაწე-სებული. 6) ამ “ზემსკის ნაჩალნიკებსვე” ვალად დაედებათ ზედამხედველობა იქონიონ, რომ აღ-სრულებულ იქმნან საერო კრებათა განაჩენები, რომელ-ნიც შეეხებიან საზოგადო ჯანმრთლიანობას, გზების კეთებას და მშვიდობიანობის დაცვასა და პატრონობას.

განწესება “ზემსკის ნაჩალნიკებისა” ორგვარად უნ-და მოხდეს: ა/ იმ გუბერნიებში, საცა თავადაზნაურთა არჩევანებია, “ზემსკის ნაჩალნიკები” უნდა ამორჩეულ იქმნენ ადგილობრივ თავად-აზნაურთაგან თავისის წრი-დამ და ამ სახით ამორჩეულსა გუბერნატორი დაამ-ტკიცებს და ბ/ იმ გუბერნიებში კი, საცა თავად-აზ-ნაურთა წარმომადგენლობას საარჩევნო უფლება არა აქვთ მინიჭებული, “ზემსკის ნაჩალნიკები” დაინიშნებიან ადგილობრივ გუბერნატორთაგან და დამტკიცებული იქ-მნებიან შინაგანთა მინისტრისაგან, რაც შეეხება ჩინების მიღებას და ჯამაგირებსა, “ზემსკის ნაჩალნიკები” მომ-რიგებელ შუაკაცთა წესზედ იქნებიან იმ განსხვავებით, რომ ჯამაგირები რამდენადმე მეტი ექმნებათ ეხლანდელ ცხოვრების და მაზრისა და გუბერნიის მეტნაკლებობის მიხედვითა. “ზემსკის ნაჩალნიკები”პირდაპირ ექვემდება-რებიან ადგილობრივს გუბერნატორს.

ეს ახალი თანამდებობა დაწესებულია მარტო იმ 36 გუბერნიისათვის, საცა საერო დაწესებულებანი უკვე მოქმედობენ. ეს თანამდებობა არ იქნება შემოღებული ამიერ-კავკასიაში, ვილენისა, კოვენისა, გროდნისა, მინ-სკისა და ვისლის მიდამო გუბერნიებში.


ილია ჭავჭავაძე