(აღარც ნატვრა და აღარც იმედია!)... Print E-mail
ავტორი ვებ-მასტერი   
შაბათი, 04 აპრილი 2009 21:20
აღარც ნატვრა და აღარც იმედია!..

ყველა წარხდა... ვაი ესრეთ შთომილსა!

ვაი იმას, ვისაც ჩემებრ სცემია

გულს ისარი უიმედო ტრფობისა!...


ახ, რად გნახე შენ ჩემს საუბედუროდ?

რამან შეგქმნა ეგრე სავსე სიკეთით?

ეჰ, გულო, ერთხელ დაწყნარებულო,

ერთხელ მკვდარო, რაღად აღსდექი მკვდრეთით?


მე მისი ვარ, ის კი არ რის ჩემი,

ის სხვას ასმევს ნეკტარს ნეტარებისას;

სხვას თავს ევლის, სხვას შეჰხარის, სხვას ეტრფის,

მე კი ვწყევლი დღეს ჩემი გაჩენისას.


სად წარვიდე, ვის შევჩივლო, ვის ვუთხრა?

ვინ განმიღებს დახშულს კარსა ბედისას?

ვინა ჰკურნებს უკურნებელსა სენსა

სამუდმოდ წაწყმედილ იმედისას?


1877 წ.