რისთვის მიყვარხარ? Print E-mail
ავტორი ვებ-მასტერი   
შაბათი, 04 აპრილი 2009 10:52
რისთვის მიყვარხარ? მისთვის, რომ ცრემლსა

ჰბადავს ჩემს თვალში ეს სიყვარული;

მისთვის, რომ მტანჯველს ჩემს ავსა ბედსა

უფრო სასტიკად ებრძვის ეს გული.


რისთვის მიყვარხარ? მისთვის, რომ შენს თვალს

ჩემ გულის ალი არ უდნობს ცრემლსა,

მისთვის მიყვარხარ, რომ მაძლევ ტანჯვას

და იმ ტანჯვაში სრულ სიცოცხლესა.


1858