ერთხელ ჯდა ჩემთან ქალი ლამაზი Print E-mail
ავტორი ვებ-მასტერი   
შაბათი, 04 აპრილი 2009 10:37
ერთხელ ჯდა ჩემთან ქალი ლამაზი;

ამას მეტყოდა ნარნარი, ნაზი:

-”ჭაბუკო, რისთვის ხარ მოღრუბლული,

როს დღე აგრეა გაბრწყინვებული?

შეხედე მზესა,- ვით აბნევს ნათელს,

ადნობს თოვლ-ყინვას და ათბობს სოფელს”

-”რა შევხედო მზეს? ვიცი, გადმოყრილს

კაცთ მაცოცხლებელს არც ერთსა მის სხივს

არ ძალუძს ჩემის გულის გათბობა,

არც ჩემის დარდის ცრემლად დადნობა.”


1858 წ.