(მეცა მქონია კარგი მამული!)... Print E-mail
ავტორი ვებ-მასტერი   
შაბათი, 04 აპრილი 2009 00:11
     * * *

    (მიბაძვა ჰეინესი)

მეცა მქონია კარგი მამული!..
თურმე სუფევდა იქ სიყვარული,
თურმე იქ ჰფენდა ბედი მღიმარი, -
ეხლა კია ეს მარტო სიზმარი!

თურმე იქაცა ბრწყინავდნენ დღენი,
იქაც სცხოვრობდნენ ერთგულნი ძენი,
ღია ჰქონიათ მაშინ ცის კარი, -
ეხლა კია ეს მარტო სიზმარი!

    1859 წელსა, 19-სა იანვარს
    ს. პეტერბურღი