კაცობრიობის პირველი დამწერლობა, შუმერების ანბანი - ქართული ასომთავრული Print E-mail
ავტორი ვებ-მასტერი   
შაბათი, 21 მარტი 2009 22:54

(ძველი აღმოსავლეთის სამყაროსეულ ცივილიზაციათა სათავე)

მიმართვა მსოფლიოს მეცნიერებს, აღმოსავლეთმცოდნეებს, მკვლევარებს, არქეოლოგებს, ანბანთმცოდნეებს, იუნესკოს



აღმოჩენილია შუმერების ანბანი,

დედამიწაზე სამყაროსეული ცივილიზაციის პირველი მკვიდრი, აღმოსავლეთის უძველეს ცივილიზაციათა სათავე.

აღმოჩენილია ანბანის რიცხვითი ფორმულა, რომელიც საოცარი ზეწესრიგით განაგებს ასოთა მოხაზულობას, რიცხვებს, მათემატიკას, გეომეტრიას, ასტრონომიას.

ანბანის ხაზობრივი სისტემის შესახებ პირდაპირ მოუწოდებდა დიდი ქართველი მეცნიერი ივანე ჯავახიშვილი: "ჯერ ქართული ანბანის უძველესი მოხაზულობა და მისი თანდათანი განვითარება შესწავლილიარ იყო და მაინც ისეთი რთული საკითხების გადაწყვეტას ლამობდნენ, როგორიც ქართული ანბანის სადაურობაა ... ვისაც ქართული ანბანის წარმოშობისა და სადაურობის საკითხი საგანგებოდ განხილული ჰქონდა, ამ საკითხის გადასაწყვეტად ან შესაფერისად აღჭურვილი არ იყოარც ქართულისა და არც სხვა ერთა დამწერლობის გრაფიკული განვითარების ცოდნით". ჩვენმა მიგნებულმა ფორმულამ ჩვენი ანბანის ხაზობრივი სისტემა - ამოცნობილია მსოფლიო შუმეროლოგიისათვის ამოუცნობი ძვ.წ. 5000 წლის შუმერული თიხის ფირფიტები და ბეჭდები.

ამ ანბანშია სამყაროსეული ღვთაებათა პანთეონი - საკრებულო, რომლისგანაც შეიქმნა დედამიწაზე კაცთა მოდგმის ყველა რელიგიური მიმდინარეობა.

ქართული ასომთავრული ანბანი შუმერების ანბანია!

შუმერების ანბანში მთვარე და მზე ასო-ნიშნებადაა: a - ასო-ნიშანს "ანი", მთვარის უძველესი სახელი ჰქვია, d - ასონიშანს "დონი" ჰქვია, მზეა, ოღონდ უწიგნურმა უძველესმა ხალხებმა სიტყვებად გადაიღეს, სიტყვა "მთვარეს" კი ვერ წერდნენ, პირდაპირ მთვარეს ხატავდნენ, ასევე - მზეს, ასოები არ იცოდნენ. ვერ წერდნენ და ხატავდნენ. ასე შექმნა გაუნათლებელმა მსოფლიომ ხატოვანი დამწერლობა, რომელსაც დღევანდელი კაცობრიობა და მისი მეცნიერები დასაწყის პირველდამწერლობად მიიჩნევენ. ეს რომ ასე არ არის და ჩვენი აღმოჩენაა სწორი, ამას ადასტურებენ ძვ.წ. 5600 წლის შუმერული თიხის ფირფიტები, ჭურჭელი, თიხის და რკინის ბეჭდები, სარკოფაგთა წარწერები, ამავე დროს შუმერული ანბანის ასო-ნიშნები, რომლებიც მსოფლიოს მეცნიერებს ასოებად კი არა, სიტყვებად მიაჩნიათ.

ჩვენი აღმოჩენები საოცარი სიზუსტით ეუღლება უდიდესი ამერიკელი მეცნიერის სემიუელ ნ. კრამერის კვლევას, მის ნააზრევს, რომელიც გადმოცემულია წიგნში "ისტორია იწყება შუმერიდან", ჩვენ კი ვაცხადებთ, რომ ანბანი იწყება შუმერიდან და დღემდე ვერც ერთმა მეცნიერმა მსოფლიოში ვერ შეძლო დაემტკიცებინა ეს, იმიტომ, რომ ქართული ასომთავრულით, იგივე შუმერების ანბანით, არავის არასოდეს არ გადაუსინჯავს შუმერთა სიძველეები; მათ მიწაზე გაჩენისთანავე ჩამოჰყვათ ანბანი, იმ რკინასავით, რომელიც დედამიწაზე არ მოიპოვება, სამყაროსეული ლითონია, სახელად "ამუთუმ" ჰქვია და 5-ჯერ ოქროზე და 40-ჯერ ვერცხლზე ძვირია.

შუმერების ანბანი უნდა აღმდგარიყო და აღსდგა იმ ხაზობრივი ფორმულით, რომელიც შეინახეს საკართველოს კავკასიონის მთის საცავებმა და ანკარის სიძველეთა მუზეუმში დაცულმა ხეთების უძველესმა ფერადმა თიხამ, რომელსაც ინგლისელი მეცნიერი მელარტი ძვ.წ. 6500-5600 წლებით ათარიღებს და 900 წლით ასწრებს ჩვენეულ დათარიღებას, 5600 წელს, მაგრამ ეს ჩვენს მიგნებას უფრო აძლიერებს, 5600 წელი კი ზუსტად ემთხვევა.

მსოფლიოს მეცნიერთაგან ასაკობრივ და ხაზობრივ ასეთ დამთხვევას ვერავინ დაიქადნის.

აქ, კავკასიონის მთის საცავებში, ადარჩა სამყაროსეული ცივილიზაციის ის უდიდესი კულტურა, რაც მთელ აღმოსავლეთში რელიგიამ დამარხა. ეს უძველესი კულტურა საქართველოში ქრისტიანობამ გაანადგურა, მთელ მცირე აზიასა და ახლო აღმოსავლეთში კი მაჰმადიანურმა მოსპო იგი.

თავდაპირველ უძველეს შუმერულ სიტყვებს საოცარი სიზუსტით ხსნის საქართველოში შემონახული ენები: მეგრული, სვანური და თავად ქართული (ეს ენები და ხალხი, მკვდარი და წაშლილი რომ ჰგონიათ მსოფლიოს მეცნიერებს, აქ, საქართველოში, შემონახული და ცოცხალია).

ჩვენი გამოკვლევების მიხედვით სულ სხვა სახეს იღებს მსოფლიოს ხალხთა ანბანური გავრცელების ცხრილი.

ანბანში რომ სამყაროსეული ცივილიზაციაა, მტკიცდება მისი მზისა და მთვარის კალენდარით, რომელიც დედამიწის ოთხ დროს წამების სიზუსტით ანგარიშობს და ისეთი სიზუსტითაა გააწიებული, რომლის მსგავსი თანამედროვე კაცობრიობამაც არ იცის.

და ბოლოს: შუმერების ანბანი - ქართული ასომთავრული, მზისა და მთვარის ანბანად წოდებული, სამყაროსეული ცივილიზაციის ფორმულით არის შედგენილი და დედამიწაზე ადამის მოდგმის განათლების სათავეა. ამ ანბანური განათლების საიდუმლოებათა ამოცნობა, გაგება და მიგნება სულ სხვა გზაზე აყენებს კაცობრიობის ისტორიას და აზროვნებას.

შუმერების - იგივე ქართული ასომთავრული - ანბანი აღმოსავლეთის ყველა უძველეს ცივილიზაციათა სათავეა, რომლის გაცნობა მსოფლიოს აღმოსავლეთმცოდნეებს აძლევს საშუალებას ახსნან ჯერ ამოუხსნელი ყველა საიდუმლოება, რითაც სავსეა კაცთა მოდგმის დღემდე ბოლომდე ამოუცნობი პირველი სიძველეები.

ჩვენი აღმოჩენები ითხოვს თავიდან გადავხედოთ მთელ არქეოლოგიურ მასალას, რაც კი კაცობრიობას დედამიწის სიღრმეებში უპოვნია შუმერების შესახებ.


ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
თეიმურაზ მიბჩუანი