«იასე ანდრონიკაშვილი» Print E-mail
ავტორი ვებ-მასტერი   
შაბათი, 21 მარტი 2009 09:09

ტფილისი, 10 იანვარი.

ჩუმი, მშვიდობიანი, დინჯი, არამყვირალა და ჩხავა-ნა მოღვაწეობა, _ საცა უნდა იყოს, _ თუ გულმხურ-ვალობით არის გამთბარი, გულმოდგინეობით წარმარ-თული, ერთგულებით ძირმაგარი და პატიოსნებით ნა-თელცხებული, _ უტყუარი ნიშანია მოღვაწის დიდ-ბუნებოვანობისა. იქნება ზოგიერთებს ეხამუშოს, ზოგიერთს ეუცხოვოს ეს ჩვენი აზრი, და სიტყვა შე-მოგვიბრუნოს: “დიდი საქმეა მარტო უტყუარი ნიშანი თვითონ მოსაქმის დიდბუნებოვანობისაო”. ეს მართალია, თუ საქმე ქმნილია. თუ არ არის ქმნილი და მარტო ამაო თავმოწონებით და ცუდმედიდობით ხელწატანებუ-ლია, მაშინ საქმე დიდია თუ პატარა, სულ ერთია: იგი ხელის წამტანებელის ქარაფშუტობას უფრო გვისაბუ-თებს და გვიმტკიცებს, ვიდრე დიდბუნებოვანობასა. მაშასადამე, ამ შემთხვევაში ძალა ქმნასა ჰქონია და არა მარტო ხელის წატანებასა და ფოტინსა. არაქმნა ყოველ დიდს საქმეს ამცირებს და ქმნა კი პატარასაც დიდსა ჰხდის. ესეც მართალია, რომ ქვეყანაზედ ბევრი, იმისთანა ბევრი საქმეა, რომელიც თავისთავად ჰხმაუ-რობს, ქარბუქს აყენებს და ყველას თვალწინ უდგა მთელის თავის სიდიდითა. ხოლო იმისთანა საქმენიც არიან, რომელთაც ჟღარუნები არა აქვთ და არა ჰხმაურობენ, მაგრამ მით არა ნაკლები მნიშვნელობა აქვთ წუთისოფლის სიმწარის დასატკბობლად და სიმ-წვავის გასანელებლად, ამისთანა საქმეა, მაგალითად, მართლმსაჯულება. იგი არ დაიარება ქვეყანაზედ ბუკი-თა და ნაღარითა. მისთა მსახურთა მზადმზარეული გვირგვინი შარავანდედისა არ ადგიათ თავზედ, რომ დიადობის ქარი ჰქონდეს კაცთა თვალთათვის. როგორც თვითონ მართლმსაჯულება, ისეც მისნი მსახურნი, მშვიდობიანად, უბუკნაღაროდ საქმობენ თავის საქმესა და მშვიდობას ქვეყნისას, სიკეთეს ოჯახისას, ნამუსს და პატიოსნებას ადამიანისას ჰპატრონობენ და ესარ-ჩლებიან. თუ ესე არ არის, ასე მაინც უნდა იყოს და ჩვენ მასზედ კი არ ვლაპარაკობთ, რაც არის, არამედ მასზედ, რაც უნდა იყოს.

ნუთუ ამ არამყვირალა საქმეში კაცი ჩაბმული და პატიოსნად მოღვაწე, არ შეიძლება დიდბუნებოვანი იყოს, მარტო იმიტომ, რომ თვითონ საქმე მყვირალა არ არის, ჩუმია და ხმაამოუღებელი? ნუთუ თვითონ საქმე, ურომლისოდაც მთელი ქვეყნიერობა ერთს არეულს და ერთმანეთის მჭამელს მხეცთა გროვას წარმოადგენდა, ნუთუ, _ ვამბობთ, _ თვითონ ეგ საქმე დიდი არ არის მარტო იმიტომ, რომ ბუკითა და ნაღა-რით არ იჩენს თავსა!... საქმე დიდია და დიდი არის იგიც, ვინც გულთბილად, კაცთმოყვარეობით, პატიოს-ნად და სწორის სასწორით ხელში ემსახურა და ჰმსახურობს.

ერთი ამისთანა მსახური მართლმსაჯულებისა არის თ. იასე ადამის ძე ანდრონიკაშვილი, რომელსაც 23-ს თებერვალს 1887 წლისას უსრულდება ორმოცდაათი წელიწადი მას აქედ, რაც სახელმწიფო სამსახურშია და ორმოცდაერთი წელიწადი მას აქედ, რაც ჰმსაჯულობს ჩვენში. მაშასადამე, იგი ყოფილა მსაჯუ-ლად იმისთანა ხანებშიაც, როცა ახალი წესები შემო-ღებულნი არ იყვნენ და ძველნი კი, სამართლიანად ათვალწუნებულნი, მსაჯულს სახსარს აძლევდა ყოველივე ცუდკაცობა ჩაედინა და სამართლის სასწორი ისე ებრუდებინა, როგორც გუნებაში გაუვლიდა. თქმა არ უნდა, რომ ამისთანა ყოფა მართლმსაჯულებისა მიზეზს აძლევდა კაცს ათასნაირი მართალი და ტყუილი ბრალი შეეწამათ მაშინდელ მსაჯულთათვის, მაგრამ თ. იასე ანდრონიკაშვილმა დღესაქამომდე ისე პატიოსნად და მართლად ატარა თავისი სახელი, რომ არც ერთხელ თვითონ ცილმაც კი ვერ შეჰბედა ცი-ლისწამება; არც ერთხელ ყოველთა სიწმინდის შემ-ბღალველი ბოროტებაც კი ავგულის კაცისა იმოდენად ვერ გაკადნიერდა, რომ მცირეოდენი ჩრდილი მაინც მიეყენებინა მის კეთილსინდისიანობისა და პატიოსნე-ბისათვის. მეტად წმინდა და შუქსხმული პატიოსნება უნდა იყოს, რომ ამოდენა ხნის განმავლობაში ყოველის გამბედავი ცილი და ბოროტება ადამიანისა ვერ ჰბედავ-დეს მოსცხოს რამ და ენაჩავარდნილი და გაბათილებუ-ლი მის წინაშე პირქვე დაემხოს!...

მარტო ამ მხრით არ არის ცნობილი ჩვენში თ. იასე ანდრონიკაშვილი. მისი მიუდგომელი პირუთვნელი სიმართლე, მისი გულმოდგინება საქმისა, დაუღალავი შრომა, მისი საქმეში სულით და გულით ჩახედვა, მისი გულშემატკივრობა, კაცთმოყვარეობა, სითბო და სიტკბო, _ ყველამ იცის, ყველას ენაზედ აკერია. საცა მართალია, იქ თ. ანდრონიკაშვილისათვის სხვა არ არის რა მართლის მეტი: არც ნათესაობა, არც მეგობ-რობა, არც თხოვნა-ვედრება არა სჭრის-რა ერთხელ მის მიერ აღიარებულ მართლის მეტი. არა ერთხელ და ორჯელ ჩვენის ყურით გაგვიგონია: მადლობა ღმერთს, დღეს თ. იასე ანდრონიკაშვილი იქნება ჩემის საქმის მსაჯულადა, სხვათა შორის, და იმედია, მართალს მო-სარჩლე ეყოლება და სამართლის სასწორს _ მფარვე-ლი განაჩენის დადგენის დროსაო. ვინც იცის, რა დიდი განძი უნდა ზნეობისა, რომ კაცმა საზოგადოდ და მსა-ჯულმა საკუთრივ ამისთანა ნდობა მოიპოვოს, ის ჩვენ აღარ მოგვკითხავს ქებასა და დიდებასა თ. ანდრონი-კაშვილისას, როგორც სასიქადულო კაცისას და ყოვ-ლად პატიოსან მსაჯულისას.

სახელმწიფო სამსახურში მყოფსა, არც საზოგა-დოების სამსახური დაჰზარებია ოდესმე თ. ანდრონი-კაშვილს. ათი წელიწადი ემსახურა ჩვენის ბანკის საქ-მესა უანგაროდ, უსასყიდლოდ, იმავე სიყვარულით, გულმხურვალეობით და გულმოდგინებით, როგორც ცნობილია ყველგან და ყველასაგან. არც ერთი სამად-ლო საქმე არა კეთდება ჩვენში, რომ იქ თ. იასე ან-დრონიკაშვილის წვლილი და ხელი არ ერიოს. ამისათ-ვის არა ხარჯს, არა გარჯას და შემწეობას არ მოჰრი-დებია თვის და სასახელოდ და უმწეოთა სასი-ხარულოდ. ასეთია იგი კაცი, რომელსაც უპირებენ დღე ორმოცდაათის წლის მოღვაწეობისა პატივისცემით გა-დაუხადონო! უფროსს თავმჯდომარეს სასამართლოს პალატისას ბ-ნ განჩაროვს, აქაურ გაზეთების სიტყვით, განუზრახავს, სასამართლოს მოხელეთა ერთობ პატივი აგონ დღეს თ. იასე ანდრონიკაშვილის ორმოცდაათი წლის შეუმწიკვლელ სამსახურისას და მით დაუმ-ტკიცონ თვისი პირუთვნელი, გულითადი პატივისცემა კაცს, რომელიც ყოვლად ღირსეული წარმომადგენელია მართლმსაჯულებისა კავკასიაში.
თუ მარტო სასამართლოს მოხელეთათვის არ არის ეს განზრახვა, რასაკვირველია, მრავალნი სხვანიც მოიწადინებენ მონაწილეობა მიიღონ და ამ გზით გამოუცხადონ თავისი გულითადი პატივისცემა და სიყ-ვარული კაცს, რომლის მოღვაწეობა ესოდენ ყველასათ-ვის სამაგალითოა. თუ არა და სასურველია, რომ ტფი-ლისის საზოგადოებამ, ყველამ საერთოდ, პატივი სცეს ამ დღეს თ. ანდრონიკაშვილს თავის მხრითაც და ამით დაამტკიცოს, რომ კაიკაცობას, კეთილ-სინიდისიანობას და პატიოსნებას, დიდსა თუ პატარა საქმეში, ჩვენშიაც პატივი და დიდება აქვს და ექნება. ძნელად შეხვდება კაცი, რომ პატივისცემა და სიყვარული საზოგადოები-სა ისე მართლად და უტყუარად შეეწონოს ჭეშმარიტს ღირსებასა, როგორც ამ შემთხვევაში. ნუ ვიქნებით უმადურნი და ყველას თავისი მივუწყოთ ხოლმე. ხალისი ამითი მხნეობს და მხნეობა ამით ჰხალისობს.


ილია ჭავჭავაძე

Last Updated on პარასკევი, 10 აპრილი 2009 14:08