ილია ჭავჭავაძის მიერ ნათარგმნი ნოველისა და მისი უცნობი ავტორის შესახებ Print E-mail
ავტორი ვებ-მასტერი   
კვირა, 15 მარტი 2009 10:15

1988 წელს ილია ჭავჭავაძის თხზულებათა აკადემიური გამოცემის მესამე ტომში დაიბეჭდა ნათარგმნი ნოველა - «უბინაო კაცი ნუიორკში». ეს ტექსტი მწერლის სიცოცხლეში ერთადერთხელ - 1878 წელს გამოქვეყნდა ჟურნალ ივერიაში1 და ისიც ხელმოუწერლად. მისი მთარგმნელის ვინაობა საზოგადოებისათვის მხოლოდ საუკუნის შემდეგ გახდა ცნობილი დასახელებული აკადემიური გამოცემის მეშვეობით. ტომის მომმზადებლები: იზა დობორჯგინიძე, მანანა იამანიძე და თეიმურაზ ჩავლეიშვილი ხელმოუწერელი მასალის და კერძოდ ამ ტექსტის გამოქვეყნებისას ეყრდნობოდნენ კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტში დაცულ კრებულებს, სადაც ილია ჭავჭავაძის თხზულებათა მის სიცოცხლეშივე გადაწერილი ასლებია დაცული. დასახელებული ნოველა შეტანილია კრებულში U ¹215.

ნოველის ფაბულა ასეთია: ნიუ-იორკელი ახალგაზრდა კაცი ფილიპ ტეტლოუ, რომელიც ერთ საღამოს მეუღლესთან ერთად საკონცერტო დარბაზიდან ამაღლებულ განწყობაზე გამოდის, ქუჩაში მდგომ მოხუც გლახაკს ნახევარ დოლარს ჩუქნის. საბრალო კაცი ჯერ ვერ იჯერებს, რომ ამოდენა მოწყალება უბოძეს, მაგრამ როცა დარწმუნდება, უსაზღვრო მადლიერებას გამოხატავს. გარკვეული დროის შემდეგ ეს ორი ადამიანი ისევ შემთხვევით ხვდება ერთმანეთს. ტეტლოუ გლახაკს - ფილიპ ერნს მისი გაჭირვების მიზეზს მოაყოლებს. აღმოჩნდება, რომ ის ომში ყოფილა და ტყვედ ჩავარდნილა. შინ დაბრუნებულს აღარც სახლ-კარი დახვდა და აღარც ჯანმრთელობა ჰქონდა, რომ თავი ერჩინა. ტეტლოუ ცდილობს დაეხმაროს ერნს. ისინი არაერთ ეკლესიას, თავშესაფარს და საქველმოქმედო ორგანიზაციას მიმართავენ თხოვნით, მაგრამ ამაოდ. ბოლოს ტეტლოუსაც ბეზრდება გლახაკის მეურვეობა და აგრძნობინებს. ერნი მიდის და იკარგება. ტეტლოუ ნანობს, რომ გასაჭირში ჩავარდნილი მოყვასი, რომელსაც მისი იმედი ჰქონდა, თავიდან მოიცილა, უნდა, რომ შეცდომა გამოასწოროს და ეძებს ერნს, მაგრამ ვეღარსად პოულობს.

ფაბულა, როგორც ვხედავთ, ძალიან მარტივია, მაგრამ ოსტატის ხელი მის ხორცშესხმაში იგრძნობა. თხზულების მხატვრული დონე, თემა და განწყობა სავსებით შეესაბამება ილია ჭავჭავაძის მოთხოვნას სათარგმნი მასალისადმი. ტექსტის ენობრივი ქსოვილიც მოწმობს, რომ თარგმანი მისი უნდა იყოს. ამრიგად, ის, რომ ნოველა ქართულად ილიამ თარგმნა, უეჭველია, მაგრამ არც ქართულ ტექსტთან და არც ჟურნალ «Отечественные записки»-ში დაბეჭდილ მის უშუალო, რუსულ წყაროსთან,2 რომელიც მოიძია ნათელა ჩიტაურმა,3 მითითებული არ არის თხზულების ორიგინალის ავტორი. ვერც სხვა მკვლევარებმა და ვერც ჩვენ ასეთი სათაურის ნოველა ამერიკელ მწერალთა ბიბლიოგრაფიებში ვერ მივაკვლიეთ. ამიტომ ერთადერთი გზა დაგვრჩა - ნოველის ტექსტის კვლევა ავტორზე დამატებითი ინფორმაციის მოსაპოვებლად.

ანონიმი ავტორის გამოსავლენად საჭიროდ ჩავთვალეთ შეძლებისდაგვარად დაგვეზუსტებია ნოველის დაწერის ადგილი, დრო და ჟანრი, განგვესაზღვრა, რომელი მიმდინარეობის მწერალს შეიძლება ეკუთვნოდეს იგი, გამოგვეკვეთა სტილისტური მახასიათებლები, ბიოგრაფიული მაჩვენებლები და შეგვედარებინა სავარაუდო ავტორების მონაცემებთან. ატრიბუციისათვის კიდევ მრავალმხრივი კვლევაა საჭირო, მაგრამ ორიგინალის მოპოვებამდე, რა თქმა უნდა, მწერლის ენაზე და კიდევ არაერთ ნიუანსზე ვერ ვილაპარაკებთ.

ჩვენს ხელთ არსებულ რუსულ და ქართულ თარგმანთა ტექსტების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ეს არის ნოველა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ნიუ-იორკის მკვიდრთა ცხოვრებას ასახავს. ნაწარმოების თემა და ტიპიური ნიუ-იორკული რეალიები გვაფიქრებინებს, რომ ავტორისათვის ეს მშობლიური ქალაქი უნდა იყოს. ქალაქი, რომლის არა მარტო ყოველი ქუჩა და შესახვევია მისთვის ახლობელი, არამედ ნაცნობია მისი ცხოვრების რიტმი და სუნთქვა. ეს შიგნიდან, შინაურის მიერ დანახული ნიუ-იორკია და არა უცხოს მიერ გარედან აღქმული.

იმ აზრის სასარგებლოდ, რომ ნაწარმოების ავტორი ამერიკელი უნდა იყოს ნაწილობრივ მეტყველებს ისიც, რომ იგი ტიპიური ნოველაა, ეს ჟანრი კი ამერიკაში ჩამოყალიბდა, ყველაზე მეტად იქ იყო გავრცელებული და ზოგჯერ მის ეროვნულ ჟანრსაც კი უწოდებდნენ5.(გვ.3)

ახლა შევეცადოთ განვსაზღვროთ, როდის დაიწერა ეს ნოველა. მისი შექმნის ზედა დროით ზღვრად უნდა მივიჩნიოთ 1877 წელი, კერძოდ, რუსული თარგმანის პუბლიკაციის თარიღი, ქვედა ზღვრის დასადგენად კი გამოგვადგება ტექსტში მოხსენიებული ზოგიერთი რეალია. იმის გამო, რომ ქართული ვარიანტი შედარებით შემოკლებულია, ციტატებს საჭიროების შემთხვევაში მოვიხმობთ რუსული თარგმანიდან2. ნოველაში ნახსენებია კუპერის ინსტიტუტი (გვ. 508) და მისი ბიბლიოთეკა, რომელიც დაარსდა 1859 წელს. ამას გარდა ნახსენებია ომი და «აჯანყებულები», რაც უნდა მიგვანიშნებდეს 1861-65 წლების აშშ სამოქალაქო ომზე, რომლის დაწყების მიზეზი, როგორც ცნობილია, გახდა აჯანყება მონათმფლობელური შტატების გამოსაყოფად. ამ მონაცემების მიხედვით შეგვიძლია ვთქვათ, რომ თხზულება 1859, უფრო ზუსტად კი 1861-65 წლების შემდეგ უნდა იყოს დაწერილი.

ამას გარდა რუსულ ტექსტში არის ერთი ისეთი დეტალი, რომელმაც დროის სავარაუდო ჩარჩოების კიდევ უფრო მეტად შემჭიდროების საშუალება მოგვცა. ნოველის დასაწყისში, სადაც ნათქვამია, რომ ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ტეტლოუები გამოვიდნენ ნიუ-იორკის ერთ-ერთ საკონცერტო დარბაზ – სტეინ-ვეი-ჰოლიდან ვკითხულობთ: «Молодая чета редко тратила доллары на концерты Томаса, но в этот вечер рискнула и возвращалась довольная». ჩვენ დაგვაინტერესა მუსიკოს ტომასის თუ თომასის პიროვნებამ. სამუსიკო ენციკლოპედიაში «Gროვე’ ს Dიცტიონარყ ოფ Mუსიც ანდ Mუსიციანს» ამოვიკითხეთ, რომ იმ დროისათვის ცნობილი მევიოლინის – თეოდორ ტომასის (თჰეოდორე თჰომას) ოჯახი 1845 წელს გადასახლდა გერმანიიდან შეერთებულ შტატებში, კერძოდ ნიუ-იორკში. ამ არაჩვეულებრივ ლექსიკონში დაკონკრეტებულია ისიც, თუ რომელ წელს რომელ დარბაზში ატარებდა იგი კონცერტებს. მათგან ჩვენთვის საინტერესოა ის, რომ 1872 წელს მან 60 კაცისაგან შემდგარი ორკესტრის თანხლებით დაიწყო კონცერტების სერია და 1878 წლამდე რეგულარულად უკრავდა სტეინ-ვეი ჰოლში. რადგან ნოველაში სწორედ ერთერთი ამ კონცერტთაგანია ნახსენები, დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ იგი 1872 წელზე ადრე არ შეიძლება იყოს დაწერილი და რომ მისი შექმნის სავარაუდო დრო ხუთ წლამდე დაიყვანება 1872-1877.

ნაწარმოების შექმნის დროის განსაზღვრა ბევრად აიოლებს ჩვენს ამოცანას და ამცირებს იმ სავარაუდო მწერალთა რიცხვს, რომელთა შორისაც უნდა ვეძიოთ ანონიმი ავტორი. ამერიკელ ნოველისტთაგან ირვინგი (გარდ.1859), პო (გარდ. 1849), ჰოთორნი (გარდ. 1864), კროკეტი (გარდ. 1836) და უორდი (გარდ.1867) 1872 წლამდე გარდაიცვალნენ, გარლანდს (დაიბ.1860), კრეინს (დაიბ.1871) და ო'ჰენრის (დაიბ. 1862) 1877 წელსაც კი არ ჰქონდათ დაწყებული მოღვაწეობა. ამდენად ვერცერთი მათგანი ვერ იქნებოდა 1872-77 წლებში დაწერილი ნოველის ავტორი.

ცნობილ ამერიკელ ნოველისტთაგან ამ პერიოდში სამოღვაწეო ასპარეზზე იყვნენ : მელვილი (1819-1891), ჰარტი (1836-1902), მარკ ტვენი (1835-1916), ჰარისი (1848-1908), ჯეიმსი (1843-1916), ბირსი (1842-1914), ნორისი, როსი და სხვა ნაკლებ ცნობილი ავტორები. მათი რიცხვი რომ კიდევ უფრო შევამჭიდროვოთ, უნდა განვსაზღვროთ ის ლიტერატურული მიმდინარეობა, რომელსაც უნდა ეკუთვნოდეს თხზულების ავტორი, რადგან ინდივიდუალური მხატვრული სტილი нთავის პოტენციებსაыыф და ვარიაციებში შემოიფარგლება და განისაზღვრება ლიტერატურული სკოლის ან ლიტერატურული მიმდინარეობის მხატვრული მეთოდებით 6 (გვ. 65)

თუ გავითვალისწინებთ თხზულების პესიმისტურ ჟღერადობას და იმას, რომ ნაწარმოების თხრობისას მწერალი ხშირად ამჟღავნებს პირად განცდებს, თარგმანის მიხედვითაც კი შეიძლება ითქვას, რომ ეს რომანტიკული ნოველაა. სწორედ რომანტიკული სკოლისათვის არის დამახასიათებელი ის, რომ «მკვეთრად არის გამოხატული ავტორის პირადობა»7 ამან ჩვენი ამოცანა უფრო ხელმისაწვდომი გახადა. თუ ეს მართლაც რომანტიკული ნოველაა, ჩვენი სავარაუდო სია ერთ კაცამდე დაიყვანება, რადგან ამ პერიოდში ამერიკაში უკვე რეალისტური სკოლა ბატონობდა და ცნობილ რომანტიკოსთაგან ერთადერთიღა იყო ცოცხალი. ეს არის ჰერმან მელვილი - რომანტიკული სკოლის ერთ-ერთი უკანასკნელი წარმომადგენელი და დაბადებიდან ნიუ-იორკის მკვიდრი. ვიდრე ამ ვერსიას შევისწავლიდეთ, გვინდა გადავამოწმოთ სამეცნიერო ლიტერატურაში ჩვენამდე გამოთქმული ერთი ვარაუდი.

ნათელა ჩიტაური თავისი სადისერტაციო ნაშრომის მეოთხე თავში, რომლის ერთი ქვეთავი ნოველას «უბინაო კაცი ნუიორკში» ეძღვნება, წერს: «ჩვენი აზრით ნაწარმოები შესაძლებელია ეკუთვნოდეს ცნობილი ამაერიკელი მწერლის ბრეტ ჰარტის კალამსო». ამ ვარაუდს იგი ორი სხვადასხვა არგუმენტით ასაბუთებს - იმით, რომ მოთხრობის რუსულად მთარგმნელად მიჩნეულ ა. პლეშჩეევს ეკუთვნის ბრეტ ჰარტის არაერთი მოთხრობის თარგმანი და მეორე იმით, რომ ბრეტ ჰარტს რამდენიმე ნოველა აქვს დაწერილი მაწანწალების თემაზე. ეს არგუმენტები თავისთავად ძალიან საინტერესოა, მაგრამ, ანონიმური თხზულების ატრიბუციისას ტექსტი კიდევ არაერთი ასპექტით უნდა იქნას შესწავლილი ამიტომ გადავწყვიტეთ შეგვემოწმებინა ეს ვერსია.

ანონიმური ნაწარმოების ავტორობის დასადგენად კვლევის მთავარ ბაზად ვინოგრადოვს ლიტერატურულ სტილთა მეცნიერულად აგებული თეორია და ისტორია მიაჩნია, ძირითად პრინციპად კი სტილური ნიშნების არჩევა. მხატვრულ-სიტყვიერი სისტემის ცალკეული ელემენტების სწორი, ისტორიულ-ლინგვისტური და ისტორიულ-სტილისტურად განპირობრბული არჩევანი კვლევის ყველაზე საპასუხისმგებლო ნაწილია. იგი განაპირობებს ატრიბუციის სისწორეს. ეს პრინციპი უნდა ეყრდნობოდეს სავარაუდო ავტორის სტილის ღრმა ცოდნასა და ყოველმხრივ ანალიზს.

კერძოდ, როგორ უნდა ახდენდეს მკვლევარი ანონიმური ტექსტის კვლევას ავტორობის დასადგენად? ამის შესახებ თეორეტიკოსები გვირჩევენ, რომ თანმიმდევრულად გავხსნათ გასაანალიზებელი ტექსტის სემანტიკისა და სტილის სხვადასხვა ფენები და შევაგროვოთ მასალა ავტორის სახის აღსადგენად. ამის საფუძველზე შემდეგ სინთეზურად უნდა დადგინდეს ინდივიდუალური სტილისათვის დამახასიათებელი ნიშნები, რისთვისაც დაგროვილი დაკვირვების შედეგები უნდა შედარდეს სავარაუდო ავტორის სტილის საერთო სისტემას. სტილის ინდივიდუალურ სისტემაში წვდომის სიღრმე განსაზღვრავს ავტორის პორტრეტის სიცხადეს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გაცილებით უფრო რთულ მდგომარეობაში ვართ იმის გამო, რომ ორიგინალის ნაცვლად ხელთა გვაქვს მეორადი თარგმანი (ცნობილია, რომ პლეშჩეევი ინგლისურ ნაწარმოებებს გერმანულიდან თარგმნიდა) იმის გასარკვევად, თუ რა ორიენტაცია უნდა ავიღოთ, საჭიროა მაინც ჩავატაროთ მსგავსი დაკვირვება.

ამერიკელი მწერალი ბრეტ ჰარტი დაიბადა 1836 წელს ქალაქ ოლბენში. 1854 წლიდან ცხოვრობდა კალიფორნიაში. ნიუ იორკში ჩავიდა 70-იანი წლების დასაწყისში და დაჰყო მხოლოდ ორი წელი. ეს დრო სწორედ ემთხვევა ჩვენს მიერ გამოთვლილ ინტერვალს და თითქოს მისი ავტორობის სასარგებლოდ უნდა მეტყველებდეს, მაგრამ აქ მარტო ციფრების თანხვედრა არ გამოგვადგება. დავაკვირდეთ მის დამოკიდებულებას ამ ქალაქისადმი. საბოლოოდ ინგლისში დასახლებული ჰარტი 1886 წელს კოშმარივით იხსენებდა ნიუ-იორკში გატარებულ პერიოდს და მეუღლეს წერდა: «Ни за что на свете не соглашусь я снова пройти через то, что было со мною те два года в Нью Йорке, в особенности же в последнюю зиму»8 ჰარტმა გამოსცადა, როგორი ცივი იყო ნიუ-იორკი უცხო კაცისათვის, მაგრამ ჩვენს მიერ განსახილველ ნოველაში სულ სხვა, უფრო დიდი ტკივილი იგრძნობა - როგორი ცივი იყო იგი თვით მის მიწაზე დაბადებულთათვისაც, რასაც ჰარტი ალბათ ვერ განიცდიდა.

ჰარტის პროზაული ნაწარმოებების უმრავლესობა კალიფორნიის ყოფასთან არის დაკავშირებული.4 хკალიფორნიაზე წერდა იგი იქ ცხოვრების პერიოდშიც, ნიუ-იორკის გაზეთში თანამშრომლობისასაც და ემიგრაციაშიც. ეს თემა თითქმის განუყოფელია მისი შემოქმედებისაგან, რის გამოც ხშირად მის თხზულებებს განიხილავენ, როგორც რეგიონალურ ლიტერატურას მას კი ადგილობრივი თავისებურებების პატრიოტად, მისი კოლორიტის მომღერლად და ლოკალური თემით შემოფარგლულ მწერლად მიიჩნევენ.5

ბრეტ ჰარტი რეალისტია. მისი მოთხრობებისათვის დამახასიათებელია იუმორი. ნოველების შინაარსი უჩვეულო ამბებზეა აგებული. ავტორი ხშირად იყენებს პარადოქსს, როგორც მხატვრულ ხერხს და ყურადღებას აქცევს სიუჟეტში მოულოდნელობის ეფექტს.туеуутер

ის, რომ ბრეტ ჰარტს რამდენიმე ნოველა აქვს დაწერილი მაწანწალების შესახებ ჩვენი საკვლევი ნოველის ავტორობის დასადასტურებლად არ გამოდგება, რადგან მისი დამოკიდებულება ამ პრობლემისა და თემისადმი სულ სხვაგვარია. მაგალითისათვის გავიხსენოთ ამ მწერლის თხზულებათა ექვსტომეულში მოთავსებული ორი ნოველა - «ჩემი მეგობარი მაწანწალა» და «სამი მაწანწალა ტრინიდადიდან». პირველ ნოველაში მაწანწალა ასეა დახატული: «...Он был чрезвычайно грязен, производимое им впечатление прежде всего сводилось к тому, что у него слишком много волос, слишком много необъязательных для человека наростов, шишек и различных выделений, которые современное цивилизационное общество всячески стремится укрыть от взоров (73). ეს მაწანწალა აშკარა უსაქმურია, თავის ამბავს ყველას სხვადასხვანაირად შელამაზებულად უყვება და როცა სამუშაოს შესთავაზებენ, დიდ ხალისს არ იჩენს. მაწანწალა ერთ ადგილას ვერ ჩერდება, ერთიდან მეორე მეზობელთან ინაცვლებს და უცერემონიოდ იქცევა უცხო ოჯახებში. იგი დაუკითხავად იღებს სახლის პატრონის თოფს და იმის ნაცვლად, რომ მისთვის დავალებული საქმე აკეთოს, ნადირობით ერთობა. ერთხელ გაბრაზებული სახლის პატრონი თოფს ესვრის გაქცეულ მაწანწალას. მას ჰგონია, რომ შიგ მის მიერ ჩადებული წვრილი საფანტია და საშიში არ არის, მაგრამ აღმოჩნდება, რომ მაწანწალას ხმარების შემდეგ თოფში მსხვილი ტყვიები ჩაუტოვებია. იგი ამ დაუდევრობის მსხვერპლი ხდება.

მეორე ნოველის - «სამი მაწანწალა ტრინიდადიდან» გმირებია ჩინელი ბიჭუნა ლიტი, ლოთი ინდიელი ჯიმი და მისი ძაღლი. საზოგადოება აბუჩად იგდებს მათ, ხოლო მოთხრობის ბოლოს, იმის გამო, რომ ისინი ფრანის გასაკეთებლად სარეცხის თოკს მოიპარავენ სარეცხიანად, ყველანი აღშფოთდებიან. პატარა ამერიკელი ბიჭი მაწანწალებს თოფის ქურდობასაც აბრალებს. ამიტომ ისინი იძულებულნი არიან გაიხიზნონ და ტრაგიკულად იღუპებიან. ჩინელი შიმშილით კვდება, ინდიელს და ძაღლს კი მდევარი კლავს.

პირველი ნოველა 1877 წელს გამოქვეყნდა, მეორე – 1901-ში, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ მათი ან ფაბულა, ან გმირებისადმი დამოკიდებულება, ან თხრობის სტილი გავდეს ჩვენს მიერ განსახილველი მოთხრობისას. ამ ორი ნოველის სიუჟეტები უჩვეულო შემთხვევებზეა აგებული, ისევე, როგორც ამავე ავტორის სხვა თხზულებებისაც. ილია ჭავჭავაძის მიერ თარგმნილ მოთხრობაში კი განსაკუთრებული თითქოს არაფერი ხდება. იგი შთაბეჭდილებას ახდენს ხასიათებში ჩაღრმავებით და პერსონაჟთა ფსიქოლოგიური პორტრეტების წარმოჩენით, რაც ჰარტის ნოველებს არ ახასიათებს. ჰარტის მაწანწალებს აღიქვამ, როგორც მატყუარებს, თაღლითებს, უსაქმურებს და ლოთებს. ისინი სიცოცხლეში საზოგადოების დაცინვას, სიკვდილის შემდეგ კი ერთგვარ ზერელე თანაგრძნობას იწვევენ. ეს ყველაფერი რეალისტურად არის დახატული და ავტორის პირადი დამოკიდებულება თითქმის არ ჩანს. ნოველის «უბინაო კაცი ნუიორკში» გმირი გლახაკი კი ჭეშმარიტი ადამიანური ღირსებებით შემკული პიროვნებაა. მისი დაღუპვა უდანაშაულო მსხვერპლს მოგვაგონებს და ამ მოვლენისადმი ავტორის ტკივილიანი განწყობა არაერთ ნიუანსში მჟღავნდება.

ჰარტის მაწანწალები ათასნაირ ცუღლუტობას მიმართავენ. ნარკვევში «Благотворительность по квитанции» რამდენიმე ასეთი შემთხვევაა აღწერილი: 1. ქალი, რომელიც ავადმყოფური გამომეტყველების ჩვილი ბავშვით იწვევს საზოგადოების სიბრალულს: «Она пыталась привленчь моё внимание легким покашливанием младенца, на которого, как я всегда догадывался, возлагалась определённая роль в этой маленькой пантомиме, и который обычно подчинялся какому-то тайному знаку материнской руки.» @

2. მეორე სახეა მოხუცი ქალი, რომელიც დაბეჭდილ უაზრო ბალადებს ყიდის, ფაქტიურად კი ისიც მათხოვრობს, როგორც ჰარტი წერს: «предложением некоего эквивалента за подачку».

3. მესამე ტიპია უცხოელი, რომელიც მსხვილი ასოებით, შეცდომებით დაწერილ რაღაც ფირმანს გამოგიწოდებს, აქაოდა ენა არ ვიცი და ჩემს გასაჭირს ვერ გაგაგებინებო.

4. მეოთხე კატეგორიის მაწანწალები გატყუებენ, რომ რაღაც კატასტროფაში მოყვნენ, მაგალითად გვირაბის აფეთქებაში ან შახტის ჩამონგრევაში და იძულებულნი არიან «промывать свои раны и ушибы обильным количеством виски».

5. მეხუთე ტიპის მაწანწალები ამბობენ, რომ შორიდან არიან გადმოხვეწილნი და ბილეთის ასაღებად რამდენიმე დოლარი აკლიათ. ნოველის «ჩემი მეგობარი მაწანწალა» გმირი ასე თხოულობს მოწყალებას: «Если вашей милости будет угодно одолжить двадцать пять центов одинокому бедняге, который оставил жену и шестерых ребятишек… бог благословит вас за вашу доброту.

ზემოთჩამოთვლილი მაწანწალებიდან არცერთი არ გავს ანონიმური ნოველის გლახაკს, რომელსაც დღისით მოწყალების თხოვნაც კი რცხვენია, ერთხელ რომ კაციდან დახმარებას მიიღებს, მეორედ მისთვის მიმართვა ერიდება და ვინმემ თუ ნახევარი დოლარი მისცა, უკან გამოუდგება და ჰკითხავს, ხომ არაფერი შეგეშალათ და შემთხვევით იმაზე მეტი ხომ არ მომეცით, ვიდრე აპირებდითო. ბრეტ ჰარტის ნოველებში არ ხდება გმირების სულში ჩახედვა. მათში უფრო გარეგანი პორტრეტებია დახატული. ამიტომ ნაკლებ სავარაუდოა, რომ მას მაწანწალის სახეში ამგვარი ღირსებები წარმოეჩინა.

ახლა დავაკვირდეთ, რამდენად შესაძლებელია, რომ ეს ნოველა ჰერმან მელვილს ეკუთვნოდეს. მელვილის პირველ ნაწარმოებებს ამერიკული საზოგადოება ინტერესით შეხვდა, მაგრამ 1851 წელს გამოქვეყნებული რომანი «მობი დიკი», რომელსაც დღეს საუკეთესო ამერიკულ რომანად თვლიან, სათანადოდ ვერ შეაფასა. მკითხველი უფრო მარტივ და იოლად აღსაქმელ სიუჟეტებს მოითხოვდა. შეწუხებული მელვილი ერთ პირად წერილში აღნიშნავდა, რისი წერაც ყველაზე მეტად მინდა, აკრძალული მაქვს, არ იყიდება, სხვაგვარად წერა კი მე არ შემიძლიაო. წარუმატებლობას ზედ დაერთო ოჯახის მატერიალურ უზრუნველყოფაზე პასუხისმგებლობა და ავადმყოფობა ყოველივე ამან მწერალი თითქმის სასოწარკვეთილებამდე მიიყვანა.

1853-56 წლებში ამერიკულ ყოველთვიურ ჟურნალებში «ჰარფერსა» და «ფუთნამში» გამოაქვეყნა 15 ნოველა და ნარკვევი ზოგი ფსევდონიმით და ზოგი ანონიმურად. მათ შორის იყო «გადამწერი ბართლბი», «ენკანტადასი», «მევიოლინე» და სხვანი. ყველა ამ ნაწარმოებს ეტყობა მწერლის ღრმა სულიერი განცდებისა და პესიმიზმის კვალი. თითქმის ყველა მათგანის მთავარი გმირი იღუპება და ყველგან ჩანს, რომ ადამიენური მსხვერპლის გაღებაში დამნაშავეა საზოგადოება და მისი გულგრილობა.

მიუხედავად ორმოცდაათიან წლებში ჩატარებული საკმაოდ ნაყოფიერი მუშაობისა, მელვილი უკმაყოფილო იყო თავისი თავით, ნაწარმოებებს ხელს არ აწერდა და არც შემდგომში დაურღვევია მათი ანონიმურობა. 60-იანი წლებიდან მან ნიუ-იორკში პორტის საბაჟოში დაიწყო მუშაობა და ლიტერატურულ წრეებს საბოლოოდ ჩამოშორდა. ამის შემდეგ გარდაცვალებამდე მელვილმა გამოაქვეყნა მხლოდ პოეტური ნაწარმოებები: «კლარელი» (1876), კრებული ომის თემაზე (1866), «ჯონ მარი და სხვა მეზღვაურები» (1888) და «ტიმოლეონი» (1891), მაგრამ პროზაული ნაწარმოებების წერას ყველას აზრით თავი დაანება. არის კი ეს ასე? ამაში ეჭვი შეგვატანინა იმ ფაქტმა, რომ 1920 წელს, როდესაც მწერლის არქივით დაინტერესდნენ, აღმოაჩინეს 80-იანი წლების ბოლოს შექმნილი ნოველა «ბილი ბადი». ეს ნოველა სავსებით შეესაბამება მელვილის ადრეულ პროზაულ ნაწერებს და ბევრი რამით ჩვენს მიერ განსახილველ ნოველასაც მოგვაგონებს.

საეჭვოდ გვეჩვენება, რომ მწრალს 30 წლის მანძილზე თავი დაენებებია ნოველების წერისათვის და სიკვდიიდ წინ შეექმნა კიდევ ერთი ასეთი თხზულება. იქნებ იგი წერდა და ანონიმურად აქვეყნებდა. თუ ასეა, არ არის გამორიცხული, რომ ერთ-ერთი მათგანი რომელიმე ჟურნალიდან უცხოელებსაც ეთარგმნათ და ასე ანონიმურადვე გავრცელებულიყო. ასეთი რამ უჩვეულო არ უნდა ყოფილიყო მელვილისათვის, რომელმაც მწერალ ჰთორნის შესახებ მის გაცნობამდე დაწერა არაჩვეულებრივი სტატია, მაგრამ მისი გაცნობის შემდეგაც არ გაუმჟღავნებია ამ ავტორისათვის.

სტილისტური ანალიზი უნდა ამოდიოდეს ლიტერატურული ნაწარმოების იდეური, თემატური, კომპოზიციური და ენობრივი ელემენტების სტრუქტურული მთლიანობიდან 6(გვ.126)

რა თემაზეა ლაპარაკი ნაწარმოებში, რა კუთხით არის დანახული ეს თემა და რა ენობრივი საშუალებებიოთ არის გადმოცემული, ყოველივე ეს ხშირად გვაძლევს შესაძლებლობას, დავაკვირდეთ ამავე თემის ასახვას სავარაუდო მწერალთა ნაწარმოებებში. ამიტომ ნაწარმოების ანალიზის ერთ-ერთი ასპექტი თემატურია. ნოველის უბინაო კაცი ნუიორკში თემა ქალაქელი გლახაკის ყოფაა.

ახლა დავაკვირდეთ, რამდენად გავს ამ თემისადმი მელვილის დამოკიდებულება ანონიმი ავტორისას. მართალია, მელვილს საგანგებოდ მაწანწალებზე ჩვენთვის ცნობილი არცერთი მხატვრული ნაწარმოები არ დაუწერია, მაგრამ ეს პრობლემა რომ მისთვის ახლობელია და შეიძლებოდა ნოველაც შეექმნა მასზე, ამას მოწმობს თუნდაც მისი ნარკვევი «საწყალი კაცის პუდინგი და მდიდრის ნამცეცები», რომელიც 1854 წელს გამოქვეყნდა. მეორე მხრივ, მელვილს არაერთ ნაწარმოებში აუსახავს გასაჭირში ჩავარდნილი და სოციალურად დაუცველი ადამიანი. ამიტომ ჩვენ შეგვიძლია პარალელი სწორედ მათთან გავავლოთ.

თანმიმდევრულად მივყვეთ ცალკეულ იდეებსა და განწყობებს, რომლებიც იკვეთება განსახილველ ნოველაში.

ნოველაში «უბინაო კაცი ნუოიორკში» ავტორი მაღალი მხატვრული ოსტატობით გვიხატავს ნიუ-იორკის ცხოვრების აჩქარებულ რიტმს და გულისტკივილით გვაჩვენებს ამ გაზრდილი ქალაქის ფონზე როგორ უფრო და უფრო უმწეო ხდება მისი უბრალო, რიგითი მცხოვრები. როდესაც ტეტლოუ ერნს ეკითხება, სად ხარ დაბადებულიო, ის პასუხობს: «ნუიორკში... იმ ქუჩაში, რომელიც თქვენ არ უნდა გეხსომებოდეთ, იმიტომ, რომ ის ქუჩა დიდი ხანია აღარ არსებობსო (გვ.88) და დასძენს, ეხლა ძველის ნგრევასა და ახლის შენებაზე სულ გადაირივნენო. ამ სიტყვებში ისეთი გულისტკივილი იგრძნობა, თითქოს მის ძველ ნასახლართან ერთად წაშლილიყოს ამ ადამიანის მშვიდი, ნორმალური არსებობაც.

«ვიშ! რა კარგად არის მოგონილი, რომ ქვეყანაზე ქუჩებია... ქუჩები ეომ არ იყოს, რა უნდა გვექნა ამოდენა უბედურ ადამიანის შვილებისათვვის, რომელთაც არა-რა აქვთ და არც არავინ ჰყავთ»,- ვკითხულობთ ტეტლოუს ვითომდა აღფრთოვანებულ, სინამდვილეში კი ფარული ირონიით აღსავსე სიტყვებს და უნებლიედ თვალწინ გვიდგება დიდი ქალაქის ტიპიური სურათი. აქ ყურადღება გვინდა გავამახვილოთ გამოთქმაზე იმ ქუჩაში დავიბადე. ეს არ უნდა იყოს არც იმაზე მიმანიშნებელი, რომ გმირი ქუჩაში დაიბადა და არც კორექტული შეცდომა. უფრო სვარაუდოა, რომ იგი ინგლისურის გავლენით იყოს გადმოტანილი. იქ ქართულ გამოთქმას «ქუჩაზე» შეესაბამება «ინ ტჰე სტრეეტ» ინ წინდებული კი ქართულში უმეტესად «ში» თანდებულით გადმოდის. ამრიგად ესეც მოწმობს, რომ ტექსტის ორიგინალი ინგლისური უნდა იყოს.

ქალაქური ყოფის ასახვას ამერიკულ ლიტერატურაში აცთუ ისე დიდი ხნის ისტორია აქვს. მისი პირველი ინიციატორები იყვნენ საზოგადოება «ახალგაზრდა ამერიკის» წევრები, საზოგადოებისა, რომლის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმმადგენელი მელვილიც იყო. აი, რას ვკითხულობთ ამასთან დაკავშირებით ი. კოვალიოვის წიგნში «ჰერმან მელვილი და ამერიკული რომანტიზმი»: «Молодая Америка» признала жизнь больших городов естественной. органической и важной частью национальной действительности. Они явились пионерами литературного урбанизма в своей стране.Ё»

შნეიდერის აზრით, ავტორობის პრობლემის შესწავლისას დამხმარე მეცნიერული დისციპლინებია არა მარტო გრამატიკა, ლექსიკოლოგია, სტილისტიკა, ეტიმოლოგია და ესთეტიკა, არამედ თემებისა და სიუჟეტების ისტორიაც...» 10 (стр. 256-8 ).

«უბინაო კაცი ნუიორკში» და მელვილის ერთ-ერთი ნოველა - «გადამწერი ბართლბი» სქემატური შინაარსით და აზრებით ძალიან გავს ერთმანეთს. მათში მკვეთრად არის ასახული ორი მთავარი გმირი. ამ გმირებს შეიძლება პირობითად ვუწოდოთ იღბლიანი და უიღბლო. იღბლიანს გარკვეული ადგილი უჭირავს საზოგადოებაში, უიღბლოს - არაფერი გააჩნია. იგი საიდანღაც მოულოდნელად ჩნდება ნაწარმოებში, მაგრამ ქცევით, თავდაჭერით, ზნეობით იღბლიანზე მაღლა დგას. ამ ადამიანების ცხოვრების გზები მოულოდნელად იკვეთება. იღბლიანი თავდაპირველად ცდილობს დაეხმაროს გაჭირვებაში მყოფს, მაგრამ აწყდება წინააღმდეგობებს, რომელთა გადალახვაც მას, მისი აზრით, არ შეუძლია და ამიტომაც ხელს იღებს უმწეო ადამიანის მფარველობაზე. უიღბლო იღუპება, იღბლიანი კი განიცდის მწვავე სინანულს.

ჩვენს ნაწარმოებში იღბლიანის როლში გამოდის განცხადებების ოფისის მფლობელი ტეტლოუ, უიღბლოს როლში კი ტყვედყოფილი, უთვისტომო გლახაკი ერნი. «გადამწერ ბართლბიში» შესაბამისად - იურიდიული ოფისის მფლობელი და მისი ახალი გადამწერი - ბართლბი, უცნაური ადამიანი, რომელიც ერთ დღეს უარს იტყვის ყოველნაირი სამუშაოს შესრულებაზე, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ ტოვებს ოფისს.

«გადამწერ ბართლბიშიც» ასევე დგას ქალაქის უსახლკაროთა და უმუშევართა პრობლემა. ერთ მომენტში იურისტი აღმოაჩენს, რომ გულში ბართლბის «მაწანწალას» უწოდებს და ჩაუფიქრდება საქმის რეალურ არსს. რატომ ვუწოდებ «მაწანწალას?» სწორედ იმიტომ, რომ მაწანწალობა არ უნდაო. იგი მიხვდება, რომ ყველა მაწანწალა ასე, საიდანღაც მოდის ქუჩაში, ნაწილობრივ შეიძლება იმის გამოც, რომ ვიღაც სხვა არ თანაუგრძნობს მას და ქუჩისკენ უბიძგებს. აქაც დიდი კონტრასტი იქმნება ქალაქის ერთიან, სიცოცხლით აღსავსე ცხოვრებასა და უსახლკარო, უმწეო გმირს შორის: «Мне вспоминались яркие шелка и веселые лица, которые в тот день праздничной вереницей, как лебеди проплывали передо мной по широкой реке Бродуея и сопоставляя их с бледным моим переписчиком.Ё»

ქალაქური ცხოვრების, მისი პრობლემებისა და ტკივილების გარდა, ჩვენს განსახილველ ნოველაში არაერთი სხვა საკითხია წამოჭრილი, მაგალითად ომის თემა.

ომმა ყველაფერი დააკარგინა ფილიპ ერნს, ორი ვაჟი ისე გარდაეცვალა, რომ სიკვდილის წინ ნახვაც ვერ მოასწრო. ცოლი იმათ დარდს გადაყვა. თავად ტყვედ ჩავარდა და სიცივემ და შიმშილმა საბოლოოდ შეურყია ჯანმრთელობა. ბოლოს მშობლიურ ქალაქში დაბრუნდა და თანამოქალაქეთაგან გულგრილობისა და უყურადღებობის მეტი ვერაფერი მიიღო დაკარგული ბედნიერების სანაცვლოდ.

ბედი უბრალო ჯარისკაცისა, რომელიც ყველას სჭირდება, სანამ ომი მიმდინარეობს და რომელსაც ყველა ივიწყებს, როცა ომი მთავრდება, აწუხებდა მელვილსაც. ამ საკითხს მან 1854 წელს მთელი რომანი მიუძღვნა - «იზრაილ პოტერი» - რევოლუციის ჯარისკაცი» ეს ნაწარმოებიც სამშობლოსათვის ბრძოლის, ტყვეობისა და გაჭირვების სანაცვლოდ თანამემამულეთაგან მიღებულ გულგრილობას ასახავს.

თემატურ-აზრობრივი მსგავსების გარდა ჩვენს ნაწარმოებს ბევრი რამ აქვს საერთო «იზრაილ პოტერთანაც». განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ერთი ეპიზოდი, რომელშიაც მწარე ირონიაა ჩაქსოვილი. ტეტლოუს შეკითხვაზე: «არ შეიძლება მთავრობის პენცია რამ დაგენიშნოსო?» ერნი ასუხობს :»არა, მე სუბუქად ვიყავ დაჭრილი. აი, მე რომ იქ მოვეკალი, მაშინ სხვა იქნებოდა. მაშინ უთუოდ პენციას გამიჩენდნენ, თუ რომ ამღები იქნებოდა ვინმეო».

როგორ ჰგავს ეს სიტყვები ასეთსავე მწარე გამონათქვამს «იზრაილ პოტერიდან»: «Он удостоен посмертной пенсии, которую вместо прижизненной награды выплачивает ему Весна в виде вечно нового мха и зеленой травки»

ნაწილობრივ ომის თემის და ნაწილობრივ ქალაქური ყოფის განხილვით ჩვენ ერთგვარად უკვე შევეხეთ ამერიკის სოციალურ-პოლიტიკურ ცხოვრებას, რომლის დემოკრატიული სრულყოფილება გულით სწადდათ ამერიკელებს და ამიტომ მის თითოეულ ხარვეზს მტკივნეულად განიცდიდდნენ. პირდაპირი მსჯელობა დემოკრატიის შესახებ ტექსტში არ არის, მაგრამ აღწერილია სახელმწიფოს «წესრიგის დამცველი» - თვითდაჯერებული, შეუბრალებელი პოლიციელი, რომელსაც საგულისხმო შედარებას უკეთებს ავტორი - «ამერიკის რესპუბლიკის ლიქტორი». ძველ რომში უმაღლესი მაგისტრატის მცველის აღმნიშვნელი სიტყვის - «ლიქტორის» გამოყენება «ამერიკის რესპუბლიკასთან» სატირულ ელფერს ატარებს და მიგვანიშნებს, რომ ნაწარმოების ავტორი ილუზიების ნაცვლად უკვე სკეპტიციზმით არის განწყობილი ამ რესპუბლიკის მიმართ.

მსგავს სტილისტურ ელფერს იძლევა ნაწყვეტი მელვილის ნოველიდან «ენკანტადასი ანუ მოჯადოებული კუნძულები»: «Затем победители ... возвратились в поселок на берегу, выломали донья из бочек с вином и провозгласили республику... « «То вообще была не демоератия а «бунтократия». აქაც რესპუბლიკისა და დემოკრატიის ირონიულ აღწერაში ერთგვარად იხატება მწერლის დამოკიდებულება ისეთი ძვირფასი ცნებებისადმი, როგორებიც იყო ამერიკელებისათვის «დემოკრატია» და «რესპუბლიკა», რამდენი ადამიანის სიცოცხლე და ბედნიერება შეეწირა მათ მოპოვებას, მაგრამ სულ მოკლე ხანში ორივე ილუზიად იქცა და დარჩა ფუჭ ატრიბუტებად ქვეყნისა, რომლის ქუჩებიც სავსე იყო უსახლკარო, მშიერი ადამიანებით.

1854 წელს ნარკვევში «საწყალი კაცის პუდინგი და მდიდრის ნამცეცები», მელვილმა ერთხელ კიდევ უარჰყო მითი ამერიკელი ხალხის საყოველთაო კეთილდღეობის შესახებ და გულისტკივილით აღნიშნა, რომ ღარიბი, უსახლკარო ამერიკელებისათვის მათი უმწეო მდგომარეობა განსაკუთრებით მტკივნეულია «საყოველთაო თანასწორობის» შესახებ მათ იდეალსა და რეალურ ყოფას შორის არსებული კონტრასტის გამო.

შემდეგი თემა, რომელსაც ნაწარმოების ავტორი ეხება, არის რელიგიური დაწესებულებები და მათი რეალური სახე იმ პერიოდის ამერიკულ სინამდვილეში.

საეკლესიო საბჭოს წევრები და პასტორები ტაძართა გარეგნულ აღშენებასა და მორთვაზე უფრო ფიქრობენ, ვიდრე სასოწარკვეთილი უსახლკაროს ნუგეშისცემაზე. ჭუჭყიანი, ჩამოძენძილი ერნი მიადგება ბაპტისტურ ტაძარს, რომლის წევრიც იყო, მაგრამ ვერც მრევლი და ვერც სასულიერო პირები ვერ იცნობენ მას, ალბათ იმიტომ, რომ ნორმალური ადამიანის სახე დაკარგული აქვს. დაიბარებენ, მერე მოდი და საბჭო გადაწყვეტს, შეგვიძლია თუ არა რითიმე დაგეხმაროთო. ერნი საერთოდ აღარ მივა. რატომ? იქნებ ამის პასუხი არის მის შემდეგ სიტყვებში: «მე დიდი ხანია აბანოში არა ვყოფილვარ და ტანისამოსიც ჩემი ისეთი ძველია ამ წუთას, რომ ვერ ვბედავ წავიდე ვისთანმე.»

1854 წელს მელვილმა დაწერა ნარკვევი «ორი ტაძარი», რომელშიც მოთხრობილია, თუ როგორ გამოაგდეს ძონძებში ჩაცმული ჭუჭყიანი გლახა ტაძრიდან. თხზულება მწვავე კრიტიკული სიუჟეტის გამო არ დაიბეჭდა. შესაძლოა ამ თემის მხატვრულმა ასახვამ სწორედ ჩვენს განსახილველ ნაწარმოებში გადმოინაცვლა. მართალია, ერნი ტაძრიდან არავის გაუგდია, მაგრამ მისდამი გამოჩენილი გულგრილობა და მისი უმწეო მდგომარეობა საკმარისი აღმოჩნდა ამ ადამიანის საბოლოოდ გასაწირად.

ეკლესიის გარეგნული მორთულობებისადმი უარყოფით დამოკიებულებაში ჩანს ავტორის მისწრაფება ე.წ. «იაფი ეკლესიისაკენ». როგორც ცნობილია, მელვილი კალვინისტი იყო. ეს კი სავსებით შეესაბამება ამ რელიგიური მიმდინარეობის შეხედულებებს.

ნოველაში «უბინაო კაცი ნუიორკში» საკმაოდ მწვავე კრიტიკაა იმ სამოწყალო დაწესებულებებისაც, რომლებიც რაღაც ოფიციალურ მხარეებს ამოფარებულნი, ხელოვნურად ხლართავენ გზებს და ძნელად ხელმისაწვდომს ხდიან თავიანთ თავშესაფარს. ადამიანი თუ მთლიანად დავრდომილი არ არის, ან 90 წელს მიტანებული, ისე ისინი თავს არ იწუხებენ მისი დახმარებით.

ანონიმი ავტორის საოცრად მწარე ირონია იგრძნობა ქველმოქმედი ქალის ლაპარაკში: «დარწმუნებული კი ხართ, რომ იგი არ არის იმისთანა ლოთი კაცი, რომელსაც სურს და ცდილობს ლოთობა დაიშალოს როგორმე? ეს იმისთანა ხმით ჰკითხა, რომ ამ ხმას თავისი ჭეშმარიტი გუისტკივილიც ამოატანა. ეს დედაკაცი სანთლით ეძებდა ლოთობისაგან გზადაბნეულს კაცსა და დიდ სიხარულად მიაჩნდა მისი მორჩენა.» «ლოთი მაინც ყოფილიყო», ფიქრობს ტეტლოუ და ეტყუებინა ხალხი, ლოთობისაგან მორჩენა მინდაო, მაშინ სხვა და სხვა სათნოების საზოგადოებანი ერთმანეთს შეეცილებოდნენ, არა მე მომარჩენინეთ და არა მეო». ასეთი მფარველობა მოყვასისა უფრო საკუთარი ამბიციების დაკმაყოფილებას ჰგავს, ვიდრე რეალურ სათნოებას და ქველმოქმედებას, ასეთი მფარველები კი - ფარისევლებს.

რომან «მობი დიკიდან» კარგად ჩანს, რომ მელვილი ასეთივე მწვავე ირონიით ახასიათებს «ფხიზელთა» საზოგადოებებს და ერთ-ერთი მათგანის დირექტორს - «ქველმოქმედ» ახალინგლისელ კვაკერს ადარებს «მდიდარს» ლაზარეს შესახებ ბიბლიური იგავიდან: «Да и сам Богач... как председатель общества трезвенников, он пьет лишь чуть теплые слезы сырот.»

როგორც ვხედავთ, ნოველაში არც დიდი და არც პატარა თემა არ არის ისეთი, ერთგვარი პარალელები რომ არ მოეძებნებოდეს მელვილის ნაწარმოებებში. ეს ფაქტიურად იმას ნიშნავს, რომ სულისკვეთება ჩვენს მიერ განსახილველ ნოველას და მელვილის ნაწარმოებებს ერთნაირი აქვს.

მსოფლმხედველობა დიდ ზემოქმედებას ახდენს მწერლის პიროვნების და მისი სტილის ჩამოყალიბებაზე. ამა თუ იმ თხზულების სტილი მჭიდრო კავშირშია მის იდეურ შინაარსთან და იდეოლოგიურადაც არის განპირობებული. ამიტომ ატრიბუციის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს თხზულების იდეურ-მსოფლმხედველობითი მხარის შედარებას სავარაუდო ავტორისასთან.

ჩვენს მიერ განსახილველი ნაწარმოების დედა აზრი მოყვასის ქრისტიანული სიყვარულის აუცილებლობაა. ნაწარმოების სიუჟეტი კულმინაციას აღწევს არა იმ ეპიზოდში, როცა ტეტლოუ ერნის ზურგს უკან კარს მიიხურავს, არამედ მაშინ, როცა მის გულში პირველად ჩნდება საკუთარი თავის მხილება და სინანული. ამას კი იწვევს მაცხოვრის სიტყვების გახსენება: «ესოდენ ვერ უძლეთ ჟამ-ერთ მღვიძარებად ჩემთანა». ეს, რა თქმა უნდა არა მარტი ფიზიკურ მღვიძარებაზე იყო ნათქვამი, არამედ იმ სულიერ მღვიძარებაზეც, რომელიც წუთიერად მოადუნა ნაწარმოების გმირმა და კარზე მომგარი მოყვასი უნუგეშოდ გაისტუმრა.

ჰგავს თუ არა ეს სულისკვეთება მელვილისას? სავსებით ჰგავს, უფრო მეტიც იგი პირდაპირ იმეორებს მისი ერთ-ერთი ზემოხსენებული ნაწარმოების «გადამწერი ბართლბის» იდეურ სისტემას.

იურისტი, რომელიც ბართლბის თავიდან ვერ იშორებს, ისე საშინლად განრისხდება, რომ ლამის რაიმე ჩაარტყას, მაგრამ შეებრძოლება საკუთარ მრისხანებას და თავს შეიკავებს. თუ როგორ მოახერხებს ამას, ამ კითხვაზე იგი თავად პასუხობს: «Да просто вспомнив божественные слова «Заповедь новую даю вам, да любите друг-друга» Право-же, только это и спасло меня».

ჰუმანურობა, ადამიანის სიყვარული, თითოეული მათგანის ბედზე წუხილი მელვილის ყველა ნაწარმოების მასულდგმულებელი ძალაა, ქრისტიანული მორალი კი იდეური ღერძი. ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობს სპეციალური მონოგრაფია11.

ჩვენს მიერ განსახილველი ნაწარმოების უცნობი ავტორის შეხედულებებს ამა თუ იმ საკითხზე, ნაწილობრივ უკვე შევეხეთ ნოველის თემატური განხილვის დროს. ახლა კი ვნახოთ, როგორ აირეკლება მწერლის დამოკიდებულება მის მიერ შექმნილ გმირებში და ინდივიდუალურ სტილში.

რადგან ეპიკურ ნაწარმოებში ავტორის თხრობა ან არ არის, ან პირობითია, არა გვაქვს უფლება, პირდაპირ გავაიგივოთ გადმოცემული აზრები და ენა ავტორისასთან. მწერლის სახე უნდა ვეძიოთ მის მიერ «თავისი ნაწარმოებების მხატვრული სახეების დასახატად გამოყენებულ მრავალფეროვან გამომსახველობით საშუალებებში»12 (стр.112). ალექსანდრე ბლოკი წერდა, მწერლის სტილი ისე მჭიდრო კავშირშია მისი სულის შინაარსთან, რომ გამოცდილი თვალი მის სტილში შეძლებს მისი სული შეიცნოსო.

რომანტიკული მიმდინარეობისა და სტილის ინდივიდუალიზაციასთან დაკავშირებით დობროლიუბოვი ამბობდა, ავტორის სახე შთანთქავს ყველა გმირს, უკარგავს მას თავისთავადობასო. შთანთქმაზე შეიძლება მთლიანად ვერ დავეთანხმოთ, მაგრამ ავტორის პიროვნული დამოკიდებულება რომ იგრძნობა, ეს აშკარაა. რომანტიკოსთა ეს თავისებურება ჩვენს შემთხვევაში საშუალებას გვაძლევს, უკეთ დავინახოთ ავტორის დამოკიდებულება მის მიერ ხორცშესხმული სახეებისადმი და ხელს გვიწყობს სტრიქონებს მიღმა ავტორისეული ბევრი აზრი ამოვიკითხოთ. როგორც ზემოთ ვახსენეთ, ნაწარმოებს ორი გმირი ჰყავს. დავაკვირდეთ თითოეულ მათგანს. ფილიპ ერნი მაღალი ზნეობითა და სულიერებით გამორჩეული ადამიანია. მასთან დაკავშირებულ ყველა გამოთქმაში, ყველა დეტალში ჩანს მისი ღირსებაც და მწერლის კეთილგანწყობაც მისდამი.

ტეტლოუს გაუკვირდა, რომ თავისი გასაჭირის მოყოლისას «უბედურმა კაცმა არც ერთი სამდურავი და ჩივილი არ წარმოჰსთქვა არავისზედ». იგი ბევრად უფრო თავდაჭერილია, ვიდრე მისი მწყალობელი.

როცა წესრიგის დამცველმა ერნს სამკითხველო დარბაზში სიარული აუკრძალა, მას კი არ შეეშინდა ამ ზორბა პოლიციელისა, - ეწყინა, «სიტყვა გულს მოხვდა», მაშინ, როდესაც იმავე პოლიციელის ლაპარაკისას ტეტლოუს, რომელსაც შესაშინებელი არაფერი ჰქონდა, მაინც შეეშინდა, მეც არ გამაგდოსო.

ერნმა ერთხელ რომ დიდი მოწყალება მიიღო ტეტლოუსაგან, მეორე შეხვედრისას აღარ სთხოვა: «საწყალს იმოდენად კიდევ ჰქონდა თავის პატივი, რომ არ იკადრა».

ერნი იმდენად სათნოა, რომ მაშინაც კი, როცა ხედავს, რომ ტეტლოუს მისი თავიდან მოშორება აქვს გადაწყვეტილი, ცდილობს გაამართლოს იგი, თქვენ უკვე ფეხზე დამაყენეთ და ახლა მე გავუძღვები ჩემს თავსო, მაგრამ ავტორმა სულ სხვა რამ «გაიგონა» მის სიტყვებში: «მისი ძირს დაკიდებული თავი და მთრთოლარე ხმა ამის საწინააღმდეგოს ამბობდაო».

ერნის სახეში, მწერლის მიერ მისდამი გამოხატულ დამოკიდებულებაში ნათლად ჩანს მელვილისეული სულიერი განწყობა, რომელიც მან ერთ-ერთ თავის ნაწარმოებში «ენკანტადასი» გამოთქვა: «Человечество, я славлю твою силу, но воплощенную не в увенчанном лаврвми победителе, а в ней - побежденной».

მეორე ნაწარმოების - «ბილი ბადის» გმირს - უბრალო მეზღვაურს ასე ახასიათებს ავტორი: «В его облике ощущался некий вездесущий оттенок аристократичности.» გემის კაპიტანს კი, რომელიც სასიკვდილო განაჩენს გამოუტანს ამ მეზღვაურს, ასე ახასიათებინებს მას: «Я не менее вас сострадаю злополучному юноше, но мне кажется, натуре его свойственно такое великодушие, что он, если бы мог заглянуть в наши сердца, сам чувствовал бы сострадание к нам, поняв, сколь тяжело для нас то, чего требует от нас военная необходимость.»

ეს გმირიც, ისევე, როგორც ჩვენი ნაწარმებისა, იმდენად კეთილშობილია, რომ განაჩენის გამო მართლაც არ აღშფოთდება და სიკვდილის წინ დალოცავს კიდეც თავის უსამართლო მსაჯულს.

ასე ამაღლებულად გვიხატავს მელვილი იმ განწირულ, უიღბლო ადამიანებს, რომელთაც საკუთარ უბადრუკ ყოფაში ყველაზე ნაკლებად მიუძღვით ბრალი, მაგრამ მაინც უსაყვედუროდ, დაუჩივლელად მიდიან წუთისოფლიდან. ეს ადამიანები მელვილის თვალში ყველა წარჩინებულ პიროვნებაზე მაღლა დგანან. აი, რას ვკითხულობთ ჰოთორნისადმი მიწერილ მის ერთ-ერთ წერილში: «Вор, сидящий в тюрьме -не менее почтенная личность, нежели Джордж Вашингтон. Это конечно, звучит смешно, но истина - преглупейшая вещь. Попробуйте жить истиной и тотчас докатитесь до благотворительного супа.

დიდი მსგავსება შეიმჩნევა ამ ნაწარმოების გმირ ტეტლოუსა და მელვილის იმ გმირებს შორისაც, რომლებსაც რაღაც გარკვეული ადგილი უკავიათ საზოგადოებაში და ნაწარმოების სიუჟეტის მიხედვით, შეუძლიათ ნაწილობრივ სხვისი ბედიც კი გადაწყვიტონ. მელვილის ნაწარმოებებიდან ასეთებია, მაგალითად, იურისტი - «გადამწერი ბართლბიდან» და კაპიტანი ვირი «ბილი ბადიდან». ეს ორი გმირი, ისევე, როგორც ტეტლოუ, შინაგან წინააღმდეგობას განიცდიან, სურვილი აქვთ, რომ გაჭირვებულს დაეხმარონ, მაგრამ, როგორც ჩანს, არც ისეთი დიდი სურვილი, რომ ყველა წინააღმდეგობა დააძლევინოს. დავაკვირდეთ დეტალებს:

ტეტლოუ და იურისტი ერთნაირად აღშფოთდებიან უმწეო ადამიანის მდგომარეობით და დახმარების ერთნაირი საშუალებებიც მოსდით აზრად: პირველად ორივე მათგანი ფულადი დახმარებით შეეცდება გაჭირვებულის შეწევნას, მერე კი სხვა გზებსაც დაუწყებენ ძებნას. სხვადასხვა დროს ტეტლოუ ასეთ შეკითხვებს აძლევს ერნს: «მოწყალების გარდა სხვაფრივ არაფერი ღონისძიება არ არის, რომ გიშველოთ რამეო?», «ბევრგან არის ღარიბთათვის დაწესებული სახლი და ბინა, რატომ ერთ-ერთში არ მისულხართო.» «გყავთ ვინმე ან თვისი, ან ტომი... არის ვინმე იმისთანა, რომ თქვენთვის გული სტკიოდესო.» ასეთივე აზრები ებადება იურისტსაც: «Если я могу как нибудь иначе ему помочь, я с радостью это сделаю, Назови он хоть одного родственника или друга, я немедля написал бы им, настаивал, чтобы они поместили беднягу в какой-нибудь приют.»

ტეტლოუც და იურისტიც თითქოს გრძნობენ, რომ ეს გაჭირვებული ადამიანები გამოსაცდელად მოუვლინა მათ ბედისწერამ: «ტეტლოუ... ჰგრძნობდა, რომ რაღაც მძიმე თვალი გამკითხავისა ზედ დაჰსტრიალებდა, თითქო ის გლახაკი წარმოეგზავნა მასთან რაღაც უმაღლეს ძალას, რომ ამხილოს მისი გულგრილობა».

ასევე ფიქრობს იურისტიც: «მთელი ჩემი წუხილი ბართლბისთან დაკავშირებით წინასწარ არის განსაზღვრული მარადისობაში და ბართლბი შემომეკედლა მე რაღაც იდუმალ მიზნით, რომელიც მხოლოდ ყოვლის მცოდნე განგებამ უწყის»

ასეთი ფიქრებისა და იდუმალი აზრების შემდეგ იურისტსა და ტეტლოუს ხვდებათ სხვადასხვა წინააღმდეგობები, პირველ რიგში კი საზოგადოების გულგრილობა და აღარ იციან, როგორ მოიქცნენ - ევალებათ კი მათ ამ ადამიანებზე ზრუნვა? რატომ მათ და არა სხვებს?

აქ ორივეს უჩნდება ქვეცნობიერი სურვილი რაიმე ნაკლი აღმოუჩინონ თავიანთ «პროტეჟეებს» და ამით იმართლონ თავი. ისინი აწყობენ ერთგვარ შემოწმებას. ტეტლოყ ცდილობს გამოარკვიოს, ერნი ლოთი ხომ არ არის ან მის მიერ მიცემულ მოწყალებას უაზროდ ხომ არ ხარჯავს. იურისტი კი, როცა ხედავს, რომ ბართლბი საქმის კეთებაზე უარს ამბობს, რამდენჯერმე განგებ მისცემს მას დავალებას, რომ კიდევ და კიდევ უარყოფითი პასუხი მიიღოს. როდესაც იგი ოთახში არ არის, იურისტი ათვალიერებს მის პირად ნივთებს და სხვ.

ტეტლოუც და იურისტიც ორივე ქედმაღალია. პირველს შეაკრთობს ის გარემოება, რომ უსასოო გლახასაც მისი სახელი ჰქვია: «რადგანაც ამისთანა სეხნის ყოლა სასიქადულოდ არ მიაჩნდა», მეორე კი - აი, რა სიტყვებით იხსენიებს ბართლბის თავის ფიქრებში: «Хилый нищий призрак, клерк, которому я плачу жалование.»

ტეტლოუსაც და იურისტსაც მშვიდი ცხოვრება უყვართ. ამბობს კიდეც იურისტი:»Из всех путей в жизни предпочтительней самый спокойный.» ამ შემთხვევამდე ისინი მართლაც მშვიდად ცხოვრობდნენ, მაგრამ მას შემდეგ, რაც მათ ცხოვრებაში გაჩნდნენ ერნი და ბართლბი, ყველაფერი შეიცვალა.

ანონიმური ნაწარმოების გმირი ამ ცვლილებას ასე აღწერს: «Для людей, живущих почти счастливо, рано или поздно наступает момент, когда перед нами вдруг раскрывается мрачная глубина жизни и они перестают обольщать себя иллюзиями. და აი, როგორ აღწერს ამას მელვილი: «ჩчастье ищет света, поэтому мы считаем, что мир веселое место, но нужда и горе прячутся от людских глаз и поэтому мы считаем, что нужды и горя нет.»

როდესაც ერნი უკანასკნელად მიაკითხავს სახლში, ტეტლოუ გრძნობს, რომ მის სიმშვიდეს საფრთხე ემუქრება და თვალწინ წარმოუდგება «გლახა-ღატაკი», რომელიც ვითომ ყოველდღე მოეთრევა და უწამლავს სიცოცხლესა.»

ასეთსავე მდგომარეობაში აღმოჩნდება იურისტიც, როდესაც გაიგებს, რომ ბართლბი კიდევ არ წასულა მისი კონტორიდან. ეს ხატოვნად არის გამოხატული მის სიტყვებში: «წუთით გავშეშდი იმ ვირჯინიელი კაცივით, რომელიც ... ერთ უღრუბლო დღეს, პირში ჩიბუხგაჩრილი, საკუთარი სახლის ღია ფანჯარაზე დაყრდნობილი, მზეს მიფიცხებოდა და ზაფხულის ელვას ისე მოეკლა, რომ გაუნძრევლად დარჩენილიყო, სანამ ვიღაც არ შეეხო და არ დავარდა.»

კაპიტანი ვირიც მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდება, როდესაც გაიგებს, რომ კლეგარტი მკვდარია, მან კი იცის, რომ სიმართლის თქმას შეიძლება მოჰყვეს აჯანყება სამხედრო გემზე.

არცერთი გმირი არ გასწირავს საკუთარ სიმშვიდეს მოყვასის გადასარჩენად. ტეტლოუც, იურისტიც და კაპიტანიც ხელს იღებენ უდანაშაულოდ განწირული ადამიანის დახმარებაზე, ამაში კი, საკმაოდ დიდი წვლილი მიუძღვის საზოგადოებას, რომლის სხვა წარმომადგენლებიც მხარდაჭერის ნაცვლად დასცინიან ამ გმირებს.

როდესაც ტეტლოუ მოწყალებას უბოძებს გლახას, ავტორი ასეთ მსჯელობას მოაყოლებს მის მოქმედებას: «ვისმეს რომ ამათი შემოსავალ-გასავლის ანგარიში ენახა, ანუ ამჟამად შეჰსწრებოდა ერთი ვინმე მაღალის ზნეობის ნაცნობთაგანი, გულს დაუთუთქავდა მწარეს რჩევითა და დარიგებითა.»

როდესაც ტეტლოუ ამაოდ ეძებდა უგზო-უკვლოდ დაკარგულ გლახას, ნაცნობები ეუბნებოდნენ: «რა ეშმაკათ გინდა იმის თავი», «ბოგანა კაცის ხელის გამართვა ლოთობისა და ზარმაცობის ხელის შეწყობააო».

მელვილიც, როგორც ჩანს, მტკივნეულად განიცდის იმ ფაქტს, რომ ზოგჯერ ცალკეულ ადამიანს გული აენთება ხოლმე სიკეთის ჩასადენად და სხვები კი «ცივ წყალს გადაასხამენ». გავიხსენოთ მსგავსი ადგილი «ბართლბიდ»: «Я бы, вероятно... пребывал в этом возвышенном и отрадном состоянии духа, если бы мои деловые знакомые не стали мне называть своих непрошенных и негуманных советов».

ასეთივე უარყოფითი გავლენის ქვეშ არის მელვილის ერთ-ერთი რომანის - «იზრაილ პოტერის» გმირიც. აი, რას ამბობს იგი უტილიტარიზმისა და პრაქტიციზმის მორალიზატორ ფრანკლინზე: «Каждый раз, когда он входит,... он отнимает у меня что-нибудь, да еще с таким видом, будто делает мне подарок».

ახლა კი, რადგან ვიცით, რა შინაგან ძვრებს და გარეგან ზეგავლენას განიცდიან ეს გმირები, გავეცნოთ მწერლის აზრსაც, რომელიც გამოხატულია «გადამწერი ბართლბის» შემდეგ აბზაცში: «Как это верно и как ужасно, что до известной черты, чужие муки будят в нас лучшие побуждения, но дальше этой черты, в иных случаях, дело не идет, но неправы те, кто стал бы утверждать, что это объясняется лишь свойственным человеку себялубием. Скорее это проистекает от сознания, что ты бессилен излечить слишком далеко зашедший недуг. Человеку чувствительному жалость, которую он испытывает, нередко причиняет боль. А когда наконец становится ясно, что жалостью не поьожешь, здравый смысл приказывает вырвать ее из сердца».

დაახლოებით ამ მსჯელობის გამოძახილი, მხოლოდ უფრო მკაცრი პოზიციებიდან არის ჩვენს ნოველაშიც: «Чаще всего в забвении участвует эгоизм».

ამ სამ გმირს უნდათ დაივიწყონ გზაზე შემთხვევით შეხვედრილი სამი უმწეო ადამიანი, მაგრამ არაფერი გამოსდით, პირიქით, უფრო ეღვიძებათ ინტერესი მათდამი: «Всего страннее было любопытство, которое возбуждала в нем эта скромная жизнь. Он знал о ней так мало и теперь хотел бы узнать ее всю». ვკითხულობთ ჩვენს მიერ განსახილველ ნაწარმოებში.

ასეთივე ფიქრები აწუხებს იურისტსაც: «მკითხველს რომ აინტერესებდეს, როგორ ცხოვრობდა აქ აღწერილ მოვლენებამდე ბართლბი, ვერ ვეტყვი, რადგან მე თავად მაინტერესებს და არ ვიციო», ამბობს იგი.

როგორც ჩანს, ბილი ბადიზე ფიქრი კაპიტანსაც აწუხებს. მართალია, ამის შესახებ ნაწარმოებში ასე პირდაპირ ნათქვამი არ არის, მაგრამ ის ფაქტი, რომ სიკვდილის წინ იგი ბადის სახელს იმეორებს, თავად მეტყველებს ამაზე.

ასეთია ჩვენს მიერ განსახილველი ნოველის გმირების - ერნისა და ტეტლოუს და მელვილის ზოგიერთი ნაწარმოების გმირთა გალერეა. ისეთ სახეებს, როგორებიცაა ერნისა და ტეტლოუსი, კონტრასტულს ვერ ვუწოდებთ. როგორც ვნახეთ ამ პოზიციაზე დგას ავტორიც. ტეტლოუს ტიპის გმირებშიაც საწყისი კეთილია, მაგრამ, სხვადასხვა გარემოებათა გამო, ეს კეთილი საწყისი დროებით მარცხდება.

ნოველაში უბინაო კაცი ნუიორკში» ამ ორი გმირის საერთო სახელი «ფილიპი» შესაძლოა სწორედ იმაზე მიგვანიშნებდეს, რომ ესენი ბუნებით ერთნაირი ადანიანები არიან, სხვადასხვა გარემოში მოხვედრილნი.

ანონიმური ავტორის ძიების ერთ-ერთ მეთოდად ნ. ტრუბეჩკოი გამოჰყოფდა ბიოგრაფიულს, მაგრამ იგი მეცნიერულად არ მიაჩნდა. უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ამ მეთოდს როსტისლავ პლეტნევი, რომელიც წერდა, «მწერლის ცხოვრებისეული შთაბეჭდილებები არ შეიძლება რომ არ აისახოს ნაწარმოების შინაარსშიო» [Р. Плетневб Ответ на статью Н. Трубецкого. Новый Журнал, 1957.

ანონიმური ნაწარმოების ავტორობის განსაზღვრისას მარტო სტილისტურ არგუმენტაციას რომ მივმართოთ და უარვყოთ ბიოგრაფიული და მსოფლმხედველობითი მონაცემები, დავრწმუნდებით, რომ სტილისტურ-კრიტიკული ინტერპრეტაცია არასაკმარისია. ამ საკითხს საბოლოოდ ასე აყალიბებს ვ. ვინოგრადოვი: «ატრიბუციის ისტორიული (აქ შედის დოკუმრნტური, ბიბლიოგგრაფიული, ისტორიულ-ბიოგრაფიული ან ისტორიულ-ფილოლოგიური) ხერხები და პრინციპები სხვადასხვაგვარი სიზუსტის, დამაჯერებლობის და მტკიცებისაა. ამ მეთოდების მნიშვნელობა ატრიბუციისათვის განსაკუთრებით დიდია იმ შემთხვევაში, როცა მათი გამოყენება თან ახლავს ცალკეული მწერლის ან მთელი ისტორიული მიმდინარეობის მხატვრულ-ლიტერატურული შემოქმედების მნიშვნელოვანი საკითხების ნათელყოფას და გადაწყვეტას.» [Вю Виноградов Проблема авторства... стр.118

ვინოგრადოვი წერს: «მხატვრულ ნაწარმოებში შეიძლება, და კიდევაც უნდა აისახოს მწერლის ცხოვრების ისტორიის თავისებურების კვალი, მისი ბიოგრაფიის თავისებურება, მისი ქცევის სტილი...» (გვ.35)

მხოლოდ ბიოგრაფიული მეთოდის გამოყენება ატრიბუციისათვის საკმარისი არ არის, მაგრამ სხვა მეთოდებთან ერთად მის აუცილებლობას არცერთი მეცნიერი არ უარყოფს. ამიტომ შევეცადეთ, ამ კუთხითაც დავკვირვებოდით მელვილის ცხოვრების ისტორიას.

საკმაოდ ხშირია, რომ მწერალი თავის ნაწარმოებებში ასახავს ცალკეულ ფაქტებს თავისი ბიოგრაფიიდან. ასეთი შემთხვევები ძალიან ხშირია მელვილთან თავი რომ დავანებოთ იმ ნაწარმოებებს, რომლებშიაც იგი მის მიერ ნანახი უცხო ადგილების შთაბეჭდილებებს აღწერს, «ტაიპი», «ომყ», «კლარელი», ვხვდებით ყოფით დეტალებს და პირად განცდებსაც. «პიერის» გმირს მამა მასავით ადრე დაეღუპა, «თეთრ მოსასხამში» კი ავტორმა აღწერა, როგორ ჭირვეულობენ ბავშვები კბილების ამოსვლისას, რადგან ნაწარმოების წერიასა თავადაც შეწუხებული იყო საკუთარი შვილისა და ძმიშვილის ჭირვეულობით.

ამ თვალსაზრისით დაკვირვებას მოითხოვს ერნის სახე. ამ გმირს ბიოგრაფიულადაც, სულიერადაც და ფიზიკურადაც პატარ-პატარა ნიუანსები აკავშირებს ჰერმან მელვილთან: 1. ერნსაც და მელვილსაც მამა ადრე გარდაეცვალათ და გასაჭირში ჩავარდნენ. 2.ერნი და მელვილი ორივე ზღვის მოტრფიალენი იყვნენ. ერნი საზღვაო კარიერაზე ოცნებობდა. მელვილმაც უამრავი დრო გაატარა ზღვაში და როცა აღარ შეეძლო, სინანულით წერდა: «მოგზაურობა მარტო უცოლშვილოებს შეუძლიათო». 3. ერნმა ორი ვაჟი დაკარგა. ვაჟის გარდაცვალების სიმწარე 1867 წელა მელვილმაც განიცადა. 4. ერნის მსგავსად მელვილსაც ძალიან აწუხებდა რევმატიზმი, რაც ჩანს მისი მეუღლის წერილებიდან. ნაწარმოების ბოლოში ერნი ისე იკარგება, რომ მის კვალს ვერავინ პოულობს. 20 წლის მანძილზე ფაქტიურად ასე იყო დაკარგული საზოგადოებისათვის მელვილიც. იგი ჩამოცილებული იყო ძველ ნაცნობებს და ლიტერატურულ წრეებს. 1885 წელს, როდესაც ერთმა მწერალმა მოიკითხა მისი ადგილსამყოფელი, არავინ იცოდა, საერთოდ ცოცხალი იყო თუ არა.

მელვილი კარგად იცნობს ადამიანის ფსიქიკას და ძალიან ზუსტად აღწერს ხოლმე მისი შინაგანი განცდებიდან გამომდინარე, გარეგნულ ეფექტს. მაგალითად, მას შემდეგ, რაც ტეტლოუ მოწყალებას გაიღებს, მწერალი ასე აღგვიწერს მის მოქმედებას: «მოვიდა ცოლთან იმ მორცხობით, რომელიც თან მოჰყვება ხოლმე ჭეშმარიტს კეთილს საქმეს».

ჩვენს მიერ განსახილველ ნოველაშიც და «ბილი ბადშიც» არის ერთი ასეთი დაკვირვება ადამიანის სულიერი მღელვარებისა და მეტყველების კავშირზე. «აქ გაუწყდა ხმა უბედურსა, ეტყობოდა, გულის ღელვამ სიტყვა მოუჭრა», - ვკითხულობთ ჩვენს მიერ განსახილველ მოთხრობაში.ასეთივე რამ ემართება მღელვარებისას ბილი ბადსაც, როდესაც ცილს სწამებენ.

როგორც ვხედავთ, არა მარტო მსოფლმხედველობითა და ცალკეული შესედულებებით, არამედ ნაწარმოებში მათი გამოხატვის საშუალებებითაც კი არის გარკვეული მსგავსება ამ ნოველებს შორის.

ანონიმურ ნოველაში გვხვდება მელვილის სტილისათვის ჩვეული არაერთი სტილისტური ხერხი ასეთია მაგალითად შეუსაბამო პერიფრაზები, რომლებიც ოქსიუმორონის ეფექტს იძლევა. მაგ. პოლიციელის შესახებ ერთგან ანონიმურ ნოველაში ნათქვამია: «Безсмысленно произнес почтенный блюститель порядка». იმ ეპიზოდში, როცა ბიბლიოთეკაში შესული ტეტლოუ გაჭირვებით იცნობს ერნს, იგი მოხსენიებულია ასეთი ეპთეტით «содержатель конторы объявлений». როცა ტეტლოუ ერნს ეკითხება, პენსიას ხომ არ დაგინიშნავდნენო, ავტორი სხვა დეტალზე მიგვაქცევინებს ყურადღებას - «спросил коммисионер по части объявлениий». მაშინ კი, როცა ტეტლოუ საკუთარ სახლში უკანასკნელ მოწყალებას აძლევს უსახლკარო ერნს და ხელს იღებს მის მეურვეობაზე, ის უკვე სხვაგვარად არის მოხსენიებული «хозяин дома».

ახლა კი გადავხედოთ, რამდენად ჩვეული ხერხია ეს მელვილისათვის. «ბენიტო სერენოში» ზანგ ბაბოს, რომელიც მთელი მოთხრობის მანძილზე ერთგული მსახურის ნიღაბს არის ამოფარებული და ბოლოს საშინელი მოღალატე აღმოჩნდება, მწერალი ასე სარკასტულად იხსენიებს «верный телохронитель». «честный слуга». ნაწარმოებში «ბილი ბადი» მეზღვაურს, რომელიც მონაწილეობს ინტრიგაასი ბილის წინააღმდეგ, ავტორი უწოდებს «таинственный эмиссар»-ს იქ კი, სადაც სამხედრო გემზე მომხდარი უსამართლობაა აღწერილი, ამ გემს უსათუოდ განსაკუთრებით მოიხსენიებს ხოლმე: на старинном семидесятичетырехпушечном корабле».

ასეთი შემთხვევები მელვილთან საკმაოდ ხშირია. ამას გარდა მას სჩვევია თავისი გმირების მიკუთვნება ადამიანთა სხვადასხვა კატეგორიებისათვის: ფილანტროპი, მიზანტროპი, ფატალისტი და სხვ.

ბილი ბადს ავტორი ასე ახასიათებს: «Он был не философом, ф истинным фаталистом, хотя сам об этом и не подозревал». «Любил негров и не из филантропических соображений , а от души, как любят иные больших и добрых собак».

«ენკანტადასის» ერთ-ერთი გმირის - ობერლუსის შესახებ ვკითხულობთ: «Оскарбленный мизантроп обдумывал жесткую месть». ეს მაგალითები იმიტომ მოვიყვანეთ, რომ ამ მხრივ ძალიან საინტერესო კატეგორიაში აღმოჩნდება ჩვენს მიერ განსახილველი ნოველის გმირი ტეტლოყ. მას ავტორი «филантроп аматер»-ს უწოდებს, ანუ დელეტანტ კაცთმოყვარეს. ტეტლოუმ დელეტანტი მსახიობივით სტიქიურად ითამაშა ქველმოქმედის როლი, მოწყალება მისცა გლახაკს, მაგრამ, რა ექნა, არ იყო «პრიფესიონალი» და ბოლომდე ვერ გაითავისა ეს როლი.

ნოველაში «უბინაო კაცი ნუირკში» ერთგან გვხვდება ასეთი მწარე სატირა: Большую часть этих бедняков влечет сюда (в кабинет для чтения) может быть фантастическая надежда прочесть в газетах извещение о своей собственной смерти».

შევადაროთ ეს ეპიზოდი მელვილისეულ სიტყვებს კაპიტანი ვირის გარდაცვალების შესახებ: «Преждевременная гибель помешала ему принять участие в битвах при Абукире и Трафальгаре. И духу, который мог все же таить самую скрытную из всех страстей, честолюбие, не суждено было ипиться Желанной славой».

უბინაო კაცი ნუიორკში»-ს კითხვისას არ შეიძლება ყურადღება არ მიიქციოს საქველმოქმედო დაწესებულებების მრავლისმეტყველმა სახელებმა: «წინად მეოხი განგება», «კლდე უდაბნოში» და სხვანი. მელვილსაც უყვარს ასეთი მეტყველი სახელები: «Холостятская услада, Права человека და სხვ.

იმაზე, რომ ნაწარმოების ავტორი აზრით ტვირთავს საკუთარ სახელებს, გამახვილებულია ყურადღება თვით ტექსტშიც. «სამარიტა» ჰქვია თავშესაფარ «ბეთლემის» მიმტან გოგონას. «უცნაური სახელია, არა ბატონებო? მაგრამ განა არა ჰგრძნობთ, რომ ეგ სახელი ამ ადგილის შესაფერია?» ამბობს თავშესაფრის პატრონი, რომლის სახელი ნიდდოკიც ასევე შეიძლება მხატვრული ღირებულებისა იყოს და ნიშნავდეს - «მჭირდება ნავთსაყუდელი, მჭირდება თავშესაფარი». სახელები სამარიტა (გავიხსენოთ მოწყალე სამარიტელის იგავი) და ბეთლემი მაცხოვარს უკავშირდება და ერთმანეტს მართლაც შეესაბამება, მაგრამ იმ პირთან და ადგილთან შეუფერებლობის გამო, რმლებსაც ამ ნოველაში ეწოდებათ, სარკასტულ ეფექტს ქმნიან.

ტექსტში გამოყენებულ სტილისტურ ხერხზე იქვე პირდაპირი მინიშნება მელვილთანაც გვხვდება. როდესაც ბილი ბადი სავაჭრო ხომალდ «ადამიანთა უფლებებიდან» იძულებით გადაჰყავთ სამხედრო გემზე, იგი ჰავში ფეხზე წამოდგება და დაიძახებს : «მშვიდობით ადამიანის უფლებებო!» მწერალი იქვე ასეთ კომენტარს აკეთებს: «Логические построения с двойным смыслом и тонкие инсинуации были полностью чужды его натуре». მართლაც, ბილი ბადისთვის ასეთი რამ უცხო იქნებოდა, მაგრამ თვით ავტორმა ხომ აშკარად ჩადო მასში ფარული სარკაზმი.

ზღვის სიყვარული, საზღვაო მოთხრობების წერის გამოცდილება ხშირად სტიქიურად იჩენს ხოლმე თავს მელვილის მიერ სულ სხვა თემაზე დაწერილ ნოველებში ცალკეული შედარებების სახით: «Он был один, совершенно один на свете, обломок крушения посреди океана».

ჩვენს ნოველაშიც არის ამგვარი შედარება:»Сердце его было переполнено состраданием к бродяге, с которым он столкнулся и которого потом оставил позади себя, как утопленника, исчезнувшего в струе за кормой корабля».

ასეთია ის პარალელები, რომლებიც შეინიშნება ჩვენს მიერ განსახილველ ნოველასა და მელვილის ნაწარმოებებს შორის. თითოეული ეს მსგავსება, ცალკე აღებული, გადაჭრით არაფერზე არ მეტყველებს, მაგრამ უბრალოდ გვიდასტურებს იმას, რომ ამ ნოველის შემქმნელიც თავისი საქმის ოსტატია და არ არის გამორიცხული, რომ მელვილიც იყოს.

ინდივიდუალურ სტილზე საფუძვლიანი დაკვირვება თარგმანის მეშვეობით თითქმის წარმოუდგენელია. ასეთ კვლევას ატრიბუციისათვის არ შეიძლება ჰქონდეს საბოლოო, მეცნიერული დასკვნის გამოტანის პრეტენზია. ამ ეტაპზე ჩვენი დაკვირვებების მიზანი იყო მხოლოდ საზოგადოების ყურადღების მიქცევა ამ თხზულებაზე, რადგან საკუთარი ძალებით ხელი არ მიგვიწვდა მის ორიგინალზე, რომელიც საძებნია 1872-77 წლებში ნიუ-იორკში გამომავალ ჟურნალებში.


1. ჟ. «ივერია», 1878 წ. ¹ 3,4,5

2. Нью-Иоркский бродяга»,ё»Отечественные записки», 1877,¹12

3. ნ. ჩიტაური, ილია ჭავჭავაძის ორი პროზაული თარგმანი, «ცისკარი», 1985, 36 გვ.154-157

4юА. старцев, От уитмена до хемингуэя, Москва,1981

5. Nინეტეენტჰ ჩენტურყ Aმერიცან შჰორტ სტორიეს, Критико-библиографические справки, стр. 407ш

6. В. Виноградов

7. დობროლიუბოვი, ლექცია რუსული ლიტერატურის შესახებ, 1857 წელს ჩაწერილი ნ. ტატარინოვას მიერ. ошщощощ

8. თჰე Lეტტერს ოფ Bრეტ Hარტე. Aსსემბლედ ანდ ედიტედ ბყ Gეოფრეყ Bრეტ Hარტე. Bოსტონ, 1926).

9. Hარპერ'ს მაგაზინე , ჟუნე 1854

10. В.К. Волевич, Проблема установления авторства в работах В. Кайзера и Ф. Шнейдера, Вопросы текстологииб вып. 2. 1960.

11. ჭრიგჰტ, Nატალია - Mელვილლე'ს Uსე ოფ ტჰე Bიბლე, 1949

12. .М. Штокмар. Анализ языка и стиля как срეдство атрибуции. Вопросы Текстологии, вып. 2. 1960.