«პოლემიკური წერილები “ცხოვრება და კანონის” გამო» Print E-mail
ავტორი ვებ-მასტერი   
კვირა, 15 მარტი 2009 09:27

წერილი პირველი

ტფილისი, 3 იანვარი

ამ შვიდის წლის წინად “ივერიამ”,{1} ჯერ როცა ჟურნალი იყო, გამოსთქვა, რომ სოფელი ერთ წოდე-ბათა გაურჩველს საზოგადოებას უნდა წარმოადგენდეს; 1) რომ სოფლის მართველობასა და გამგეობაში წოდე-ბათა გარჩევა არ უნდა იყოს; რომ უფლება და მოვა-ლეობა ერთნაირის თანასწორობით განაწილებულ უნდა იქმნეს სოფლის ყველა მკვიდრზე, იმისდა მიუხედავად, თუ მკვიდრი რომლის წოდებისაა. “ივერიამ” წინადვე აღიარა თვისი შიში მასზედ, რომ ამ ჩვენს აზრს თვით-მსჯელობას მოკლებული კაცი მოესევა და უვიცობის ლაღობით პენტვას დაუწყებსო. წინადგრძნობამ არ უმტყუნვა “ივერიას” და იმავ “ივერიის” ფურცლებზედ ერთმა ლიბერალმა, ლიბერალობის სახელით, გამო-ილაშქრა ამ აზრზედ და მის ავტორს რეტროგრადობა შესწამა. 2) ამით გათავდა მაშინ ეს საქმე. ავტორმა პასუხი არ გასცა თავმომწონე ლიბერალს, მაგრამ ამ ლიბერალს ცუდი საქმე დაემართა. უცებობის ნახტომი აქ ისეთი დიდი მოუვიდა, რომ თავმოწონებული ლიბე-რალი, მისდა დაუკითხავად, რეტროგრადთა წრეში მოექცა. იქნება მერე ბევრიც იოცა, ეს რა მომივიდაო, მაგრამ რაღას უშველიდა.
არ გასულა ერთი წელიწადი, და პროფესორმა გრადოვსკიმ გამოსთქვა იგივე აზრი, რაც “ივერიამ”. რა თქმა უნდა, ეს გარემოება კიდევ საკმარისი არ იქნებოდა, რომ ტყუილის ლიბერალობის ცეცხლით აპილპილებული და გახურებული კაცი განელებულიყო. ამ სამისა თუ ოთხის წლის წინად, როცა აწ განსვენებულმა აკსაკოვმა ნიშნის მიგებით წააყვედრა რუსეთის ლიბერალებს, თქვენც არ იცით რა გსურთო, და თუ იცით, აბა ერთი გვაჩვენეთ, თქვენს დროშაზედ რა აწერიაო, მაშინ ჟურნალმა “Вестник Европы“-მ ლიბე-რალების სახელით სხვათა შორის დაასახელა იგივე აზრი, რაც ჟურნალმა “ივერიამ გამოთქვა, და რაც ასე გაბედვით ითაკილა ჩვენმა შინაურმა ლიბერალმა, როგორც რეტროგრადების აზრი. ხოლო საოცარი ამბავი კი მოხდა. მას აქედ ამ აზრს ეურჩებიან და ებრძვიან რუსეთში რეტროგრადები, და ლიბერალები კი მფარველობენ და ესრჩლებიან. ვისაც ყური უდევნია რუსულ ჟურნალ-გაზეთებისათვის და ერთობ ლიტერა-ტურისათვის, ამის საბუთს არ მოგვთხოვენ. “ივერიისაგან” გამოთქული აზრი და ჩვენის ლიბერა-ლისაგან დაწუნებული, დღეს რუსეთში დიდს გარჩე-ვაშია და საბაასო საგანია, რადგანაც თვით უმაღლესი მთავრობა ჰზრუნავს, რომ სოფლის სათემო მმართვე-ლობა უკეთესად მოაწყოს, იმიტომ რომ შენიშნულია მისი ეხლანდელი ნაკლულოვანება.
13-ს დეკემბერს წარსულის წლისას ერთს სამეც-ნიერო საზოგადოებაში{2} პეტერბურგში ბ-ნ არსენიევის რეფერატის გამო ამავე საგანზედ ჩამოვარდნილა ლაპარაკი და ბ-ნ არსენიევს თვის მოპირდაპირეთათვის უთქვამს: ყოველთა წოდებათა საერთო სასოფლო თე-მობა (всесословная волостъ) ერთადერთი ღონეა და სახ-სარი, ერთადერთი შესაძლებელი აგებულებაა ადგილობ-რივის მმართველობისა და მთლად შეეფერება ეხლან-დელის ცხოვრების მოთხოვნილებასაო. ბ-ნს სპასოვიჩს გამოუცხადებია, რომ სრულად თანამოზიარე ვარ ბ-ნ არსენიევის აზრისაო და მეც ერთადერთ ღონედ ყოველთა წოდებათა საერთო სასოფლო თემობა მიმაჩ-ნიაო. არა გვგონია, ჩვენმა შინაურმა ლიბერალმა თავის გასამართლებლად იკადნიეროს და ბ-ნნი არსენიევი და სპასოვიჩი რეტროგრადთა რიცხვში მოაქციოს. ძნელი საქმეა, როცა კაცი ლიბერალობს და არ იცის ცნობა აზრისა, თუ ქვეშ არ უწერია, ეს აზრი ამა და ამ ფე-რისააო. ამასა ჰქვიან, რუსები რომ იტყვიან: “своя своих не познаша”.
ჩვენ თუ ეს დავიწყებული ამბავი გავიხსენეთ, მარ-ტო იმისათვის, რომ დღეს აქაური მთავრობაც და უმაღლესიც იმის ზრუნვაშია, რომ განაკარგოს სასოფლო თვითმართველობა. მეტი არ იქნება, რომ აქაურმა ახალის წესის შემადგენელთა სახეში იქონიონ სათანაგრძნობელი აზრი ბ-ნთ არსენიევისა და სპასოვიჩისა.


{1} იხილე ჟურნალი ივერია, 1879 წ.
{2} Административное Отделение Юридического Обшества.


ილია ჭავჭავაძე

Last Updated on პარასკევი, 10 აპრილი 2009 14:06