ხმა გულისა Print E-mail
ავტორი ვებ-მასტერი   
შაბათი, 07 მარტი 2009 02:13
ხმა გულისა
ილია ჭავჭავაძე

ჩუმ მაღნარშია წამოწოლილი

ვიყავ, ზედ მედგა ხის უხვი ჩრდილი,

და საიდღამაც ნაზი ბულბული

სტვენდა სიყვარულს გაგიჟებული.


დიდხანს და დიდხანს ვუგდებდი მე ყურს

იმ ხმას საკვირველს, იმ ხმასა გრძნეულს;

ვგრძნობდი ჩემ სულის მშვიდ აღმაფრენას

და გულის ჩემის სულ სხვა-რიგ ცემას.


დიდხანს ვატარე, დავღალე თვალი,

ვერსად ვერ ვპოვე ის მომღერალი;

თურმე, ჩემს გულში ნაზი ბულბული

სტვენდა სიყვარულს გაგიჟებული.


11 იანვარი, 1859 წ.

პეტერბურგი.