ჩემო კარგო ქვეყანავ, რაზედ მოგიწყენია!.. Print E-mail
ავტორი ვებ-მასტერი   
შაბათი, 07 მარტი 2009 02:10
ჩემო კარგო ქვეყანავ, რაზედ მოგიწყენია!..
ილია ჭავჭავაძე

ჩემო კარგო ქვეყანავ, რაზედ მოგიწყენია!..

აწმყო თუ არა გვწყალობს, მომავალი ჩვენია,

თუმცა ძველნი დაგშორდნენ, ახალნი ხომ შენია...

მათ ახალთ აღგიდგინონ შენ დიდების დღენია,

ჩემო თვალის სინათლევ, რაზედ მოგიწყენია?


წვრილ-შვილნი წამოგესწრნენ ნაზარდნი, ულმტკიცები,

მათის ზრუნვის საგანი შენ ხარ და შენ იქნები,

არ გიმტყუნებენ შენა, თუ-კი მათ მიენდები.

მათის ღვაწლით შეგექმნეს სახე ბედით მთენია,

ჩემო თვალის სინათლევ, რაზედ მოგიწყენია?


მათი გული შენისა ტრფობის ფართო ბუდეა,

მათი გულთა ფიცარი შენი მტკიცე ზღუდეა...

ვერ წაბილწავს მათს გრძნობას სიმუხთლე, სიმრუდეა!

მათ თვის მკერდით შეჰმუსრონ მტერთა სიმაგრენია,

ჩემო კარგო ქვეყანავ, მაშ, რად მოგიწყენია?


15 სექტემბერი,

1872 წ.