გაზაფხული Print E-mail
ავტორი ვებ-მასტერი   
შაბათი, 07 მარტი 2009 00:59
გაზაფხული
ილია ჭავჭავაძე

ტყემ მოისხა ფოთოლი,

აგერ მერცხალიც ჭყივის,

ბაღში ვაზი ობოლი

მეტის ლხენითა სტირის.


აყვავებულა მდელო,

აყვავებულან მთები;

მამულო საყვარელო,

შენ როსღა აყვავდები?


28 იანვარი, 1861 წ.

პეტერბურგი.