(მესმის, მესმის სანატრელი)... Print E-mail
ავტორი ვებ-მასტერი   
შაბათი, 07 მარტი 2009 00:37
(მესმის, მესმის სანატრელი)...
ილია ჭავჭავაძე

მესმის, მესმის სანატრელი

ხალხთ ბორკილის ხმა მტვრევისა!

სიმართლის ხმა ქვეყნადა ჰქუხს

დასათრგუნვლად მონობისა.


აღმიტაცებს ხოლმე ის ხმა

და აღმიგზნებს იმედს გულში...

ღმერთო, ღმერთო! ეს ხმა ტკბილი

გამაგონე ჩემს მამულში!


29 ივლისი, 1860 წ.

პავლოვსკი.