(ვაი, მას — ვისაც ვაძლევდი მსხვერპლად)... Print E-mail
ავტორი ვებ-მასტერი   
ხუთშაბათი, 05 მარტი 2009 23:56
(ვაი, მას — ვისაც ვაძლევდი მსხვერპლად)...
ილია ჭავჭავაძე

ვაი, მას — ვისაც ვაძლევდი მსხვერპლად

ჩემს თავს, სიცოცხლეს, გრძნობას, სურვილსა,

ის აღარ ჰყვავის ამა ბნელ ქვეყნად,

ეხლა ის არის მცხოვრები ცისა!..


გამიქრა ბედის ჩემის ვარსკვლავი,

კვლავ დამიობლდა ობოლი თავი,

წამერთო ყველა და ნუგეშად დღეს

მარტოღა ცრემლნი მე დამშთენიეს.


19 თებერვალი, 1859 წ. პეტერბურგი

(ბოლო რედაქცია 1860წ.).
Last Updated on შაბათი, 07 მარტი 2009 00:40