(დაე თუნდ მოვკვდე არ მეშინიან)... Print E-mail
ავტორი ვებ-მასტერი   
ხუთშაბათი, 05 მარტი 2009 23:53
(დაე თუნდ მოვკვდე არ მეშინიან)...
ილია ჭავჭავაძე

დაე თუნდ მოვკვდე არ მეშინიან,

მაგრამ კი ისე, რომ ჩემი კვალი

ნახონ მათ, ვინცა ჩემს უკან ვლიან,

თქვან: აღასრულა მან თვისი ვალი;


რომ ჩემს საფლავზედ დაყუდებულმან

ქართველმა, ჩემგან შეყვარებულმან,

გულწრფელობითა და სიმართლითა,

მე ჩამომძახოს თუნდ ჩუმის ხმითა:


იყავ მშვიდობით შენს მყუდრო ძილში!

შენ გიცოცხლია, როგორც უნდოდა;

თქვას: შენი ქნარი შორს ჩვენგან — ჩრდილში

ამაოდ ჩვენთვის არ ხმაურობდა.


19 ნოემბერი, 1858 წ.

პეტერბურგი.
Last Updated on შაბათი, 07 მარტი 2009 00:40