(დაბნელდა სული, გარშემოც ბნელა) ... Print E-mail
ავტორი ვებ-მასტერი   
ხუთშაბათი, 05 მარტი 2009 23:50
(დაბნელდა სული, გარშემოც ბნელა) ...
ილია ჭავჭავაძე

დაბნელდა სული, გარშემოც ბნელა,

სიცივე მკვიდრობს ეხლა ჩემ გულში;

აღარ მაქვს საზრდო სულისათვის მე

არც სიძულვილში, არც სიყვარულში.


დიდხანს ვებრძოდი სიმდაბლეს, მტრობას,

და გავიმაგრე ჭაბუკი მკლავი.

ბევრჯერ მამარცხეს, მაგრამ არვის წინ

არ მომიხრია ამაყი თავი.


ვისაც ვებრძოდი, ბრძოლად არ ჰღირდნენ,

გვიან შევიტყე ეს ცდომილება;

ეხლა მათ საზიზღ, მდაბალ მტრობაზედ

არც მეცინება, არც მეტირება.


დაბნელდა სული, გარშემოც ბნელა,

სიცივე მკვიდრობს ეხლა ჩემ გულში;

აღარ მაქვს საზრდო სულისათვის მე

არც სიძულვილში, არც სიყვარულში!


25 დეკემბერი, 1860წ.

პეტერბურგი.
Last Updated on შაბათი, 07 მარტი 2009 00:40